You are on page 1of 3

2023 (შემოდგომა) ©

ბიოფსიქოსოციალური შეფასების ფორმა

სტუდენტის სახელი და გვარი:

ფაკულტეტი:

ბიოფსიქოსოციალური შეფასების ჩატარების მიზეზი: ბენეფიზიარი არი


ლგბტ თემის წარმომადგენელი (ტრანსგენდერი). ოჯახმა ვერ მიიღო ეს
ადამიანი ისეთი როგორიც არის და ამის შემდეგ მას ცხოვრება სრულიად
შეეცვალა.

1. დემოგრაფიული ინფორმაცია

1.1. ბენეფიციარის ინიციალები: ლ.მ

1.2. დაბადების თარიღი: 10/09/2004 (რიცხვი, თვე, წელი)

1.3. სქესი: მდედრობითი

1.4. ეროვნება: ქართველი

1.5. ოჯახური მდგომარეობა: დასაქორწინებელი

1.6. განათლება: სტუდენტი

1.7. დასაქმების სტატუსი: უმუშევარი

2. ბიოლოგიური ფაქტორები, რომლებიც აისახება ბენეფიციარის ამჟამინდელ


მდგომარეობაზე

ბენეფიზიარს აქვს ბავშვოვის ტრამვები. ის აღნიშნავს გამოკითხვაში, რომ მას


პატარა ასაკიდან ქონდა გარკვეული ქცევები, რომლებიც მშობლებს აეჭვებდა
იმაში, რომ ის საზოგადოებას გავდა. მამა ალკოჰოლიკი იყო, რომელიც ლ.მ-ზე
ძალადობდა, რაც მის ტრამვად იქცა დღეს. ასევე მას აიძულებდნენ რომ
მოქცეულიყო როგორც გოგო და მის შინაგან მე-ზე ეთქვა უარი. 9 წლიდან მას ამ
სტრესიდან გამოუვლინდა პანიკური შეტევები, ინზომნია და შფოთვები.

3. ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლებიც აისახება


ბენეფიციარის ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებაზე და გავლენას ახდენს მის
ამჟამინდელ მდგომარეობაზე

ლ.მ იხსენებს რომ პატარა ასაკში ვერ ანალიზებდა თუ რა ხდებიდა მის თავს,
მაგრამ თინეიჯერობის ასაკში გაერკვა და მიხვდა, რომ იყო სრულიად
განსხვავებული მისი ოჯახისგან და მეგობრებისგან. ალკოჰოლიკი მამა ყოველ
ღამე სახლში დაბრუნებულს ემუქრებოდა, რომ თუ გამოამჟღავნებდა მის
ორიენტაციას მოკლავდა. ბენეფიციარს სურდა სოც. მუშაკთან დაკავშირება
რადგან დახმარებოდა ამ საკითხვების აღმოფხვრაში, მაგრამ, რა თქმა უნდა
ოჯახი წინააღმდეგი იყო. სტუდენტური ცხოვრების დაწყების შემდეგ მას
მოუწია სხვა ქალაქში ,,თბილისში” გადმოსვლა, სადაც მოახდინა
თვითრეალიზება. დაიწყო მუშაობა იპოვა ადამიანი ,,ფსიქოლოგი” რომელიც
დღითი დღე ეხმარებოდა ოჯახური ძალადობისგან და მუდმივი მუქარისგან
თავისნდაღწევაში. დღეს უკვე ის თავისუფალი მოქალაქეა და ოჯახი მის
ცხოვრებაშუ ვეღარ ერევა დიდი შრომის შემდეგ. მან აღმოფხვრა ბავშვობის
ტრამვები და ფიქრობს საზღვარგარეთ წასვლაზე სადაც ის საბოლოოდ
შეიცვლის სქესს და იქნება ის, ვინც მთელი ცხოვრება უნდოდანრომ
ყოფილიყო.

4. სოციალურიფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ბენეფიციარის


ამჟამინდელ სოციალურ მდგომარეობაზე
ბიოფსიქოსოციალური შეფასების ფორმა
ბენეფიზიარი დაიბადა სოფელში სადაც ე.წ კომუნისტური აზროვნება არის შემორჩენილი.
მას არ ყავს დედ-მამიშვილი რამაც უფრო გაამძაფრა მისი ამ პრობლემის მოგვარება. ის
იხსენებს, რომ მეზებლოებს ყოველთვის ეცოდებოდა ის და სკოლაშიც აგდებულად
უყურებდნენ. დედა ყოველთვის ტიროდაო, მაგრამ ვერ ეხმარებოდა, რადგან მას არ სურდა
ლგპტ თემის წარმომადგენელი შვილი. ლ.მ იხსენებს ცუდად იმ პერიოდს, როცა ღამეს
ტირილში ატარებდა, რადგან მას სექსუალური ორიენტაციის გამოვლინება დაეწყო.
კლიენტი აღნიშნავს, რომ ბავშვობაში გოგოების სათამაშოებით თამაში არ უყვარდა და
ყოველთვის იზიდავდა მანქანები, ფეხბურთი და ე.წ ბიჭის სათამაშოები. ერთადერთი
ადამიანი ვინც მას უგებდა მისი დეიდაშვილი იყო, რომელიც მასზე 6 წლით უფროსი არის.
ის ცდილონდა დიდი დრო გაეტარებია მასთან და ეჩუქებინა ისეთი რაღაცაები რაც მას
გაახარებდა. სამწუხაროდ მამა უკრძალავდა ლ. მ ხშირად ნახვას ამ ადამიანს და ის მის ცოლს
აიძულებდა, რომ აღეზარდა როგორც გოგო. ალკოჰოლიკი ყველაფერს დედას აბრალებდა,
რადგან საკმარისი განათლება არ ქონდა მას გაეცნობიერებია, რომ ეს თანდაყოლილი იყო და
არა შეძენილი.
შემდეგი ეტაპი ქალაქში საცხოვრებლად გადმოსვლა იყო რასაც დიდი წინააღდმეგობა
მოყვა მამის მხრიდან. ამ პერიოდში დედა მას გვერდზე დაუდგა და თანხით ეხმარებოდა,
მაგრამ ქმარმა ამის შესახებ როცა გაიგო აუკრძალა კონტაქტიც, რამაც ეს ქალიც დეპრესიაში
ჩააგდო. სოციუმს დღემდე უჭირს ისეთი ადამიანების მიღება, რომლებიც მას არ გავს, მაგრამ
ლ.მ გამოირჩევა მეამბოხე სულით და შეუძლია საზოგადოებაშუ თავისუფლად გამოსვლა.
მის პრობლემებზე და ტრამვებზე ლაპარაკს არც ჩემთან ინტერვიუში შეუქმნია უხერხულობა,
რადგან მან ისწავლა ფსიქოლოგის და სოც. მუშაკის დახმარებით როგორ უნდა ყოფულიყო
საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.
საბოლოოდ, დღეს მას უამრავუ გეგმა აქვს სამომავლოდ რის განხორციელებასაც აპირებს.
ის წარჩინებილი სტუდენტია, რაც ეხმარება საზღვარგარეთ წასვლაზე. დღეს ის მუშაობს
რესტორანში ,, მიმტანად”, რაც მას ეხმარება სწავლის საფასურის და საცხოცრებელი ბინის
ქირის გადაღდაში, მაგრამ კმაყოფილი არ არის ამ ყველაფრით. მას დიდი გეგმები აწ და
დარწმუნებული ვარ, რომ ამ მოტივაციით ყველაფერი გამოუვა

You might also like