You are on page 1of 1

ოჯახი და მიგრაცია

მიგრაციას ხშირად ასახელებენ, როგორც დეპრესიის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზს. როდესაც


გამოკითხვა ჩაატარეს ისეთ ოჯახებში, სადაც დედა ან მამა მიგრაციაში იმყოფებოდა, ამაში უფრო
მეტად დარწმუნდნენ. იმ ბავშვებს, რომელთაც მხოლოდ ტელეფონით, კომპიუტერით და სხვადასხვა
სოციალური ქსელების მეშვეობით აქვთ ურთიერთობა თავიანთ მშობლებთან ან მშობელთან წლების
მანძილზე. ერთ-ერთი გოგონას პასუხი ასეთი იყო: „მე არ ვამტყუნებ დედას, რომ პატარები დაგვტოვა
და თავად იძულებით შრომით მიგრაციაში წავიდა, მე მხოლოდ მადლობელი ვარ მისი, რადგან მან
ბევრი რამ თავის თავზე აიღო, იხსნა ჩვენი ოჯახი შიმშილისაგან, მე, უბრალოდ, მინდა მას შევეხო და
დავრწმუნდე, რომ მე მყავს დედა“. ამ ინტერვიუდან კარგად გამოჩნდა ის ფაქტი რომ ეს გოგონა
დეპრესიას განიცდიდა. ვეისი ამბობდა, რომ ბავშვების დეპრესია დამოკიდებულია ოჯახის
ფუნქციონირებაზე, სიღარიბეზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე და ახალ განსხვავებულ
კულტურასთან ადაპტირებაზე. განსაკუთრებით გავრცელებულია დეპრესია მოზარდებში. ის იწვევს
ფსიქო-სოციალურ გაუარესებას, მას მოსდევს ძალიან ბევრი ნეგატიური შედეგი მაგალითად:
ალკოჰოლური სასმელებისა და ნარკოტიკების მოხმარება, ადრეულ ასაკში დაქორწინება, სკოლის და
სწავლის მიტოვება და ხშირად სუიციდიც. წყვილებშიც ასე ხდება, რომელიმე ერთი მაინც არის ხოლმე
დეპრესიული ტიპი. ფსიქიატრები ამტკიცებენ, რომ მათი პაციენტების უმრავლესობა
დაქორწინებულია. ამის შემდეგ ისმის მსგავსი კითხვები: ქორწინებითი პრობლემები წინ უძღვის
დეპრესიის სიმპტომებს ან მის ეპიზოდურ გამოხატულებას? იწვევს თუ არა ოჯახის ფსიქოთერაპია
გაუმჯობესებას წყვილის დეპრესიაში? შესაძლოა თუ არა განიკურნოს დეპრესიული მდგომარეობა,
მაშინ როცა დეპრესიული გარემო კვლავ გრძელდება, თუ მხოლოდ მისი შეცვლის შედეგად ხდება
მისი განკურნება? რომელი სპეციფიური კულტურა, რა ასაკი და რა გენდერული თვისებები იწვევს
კავშირს სულიერ განცდასა, უბედურებასა და დეპრესიას შორის?

ირკვევა, რომ ოჯახური პრობლემები არის დეპრესიის გამომწვევი მიზეზები. აღსანიშნავია, რომ
ყველა დეპრესიულ ადამიანებს არა აქვს ერთმანეთის მსგავსი სიმპტომები. ამგვარად, ოჯახის
განვითარების სოციალურმა თავისებურებებმა გვიჩვენა, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდში საქართველოს
ოჯახმა განიცადა ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება, მაგალითად: შეიცვალა ოჯახის სიდიდე,
სტრუქტურა და ფუნქციები. დღეს ქართულ სოციალურ-ეკონომიკურ გარემოში ოჯახი ერთ-ერთი
უმთავრესი ინსტიტუტია, რომელიც თაობებს გადასცემს კულტურულ იდენტობას და ტრადიციებს.
ოჯახი წარმოადგენს გენდერული ურთიერთობების ფორმირების ცენტრალურ ადგილს. ქართული
ოჯახი ტრადიციული და პატრიარქალურია. ტრადიციულად მიღებული სოციალურ-კულტურული
ნორმების თანახმად, დღესაც ასეა მიღებული, რომ ოჯახში მამაკაცი უნდა დომინირებდეს და იგი
უნდა იყოს ოჯახის ხელმძღვანელი. ქალის ფუნქცია არის შვილების აღზრდა, მათი ემოციური
მხარდაჭერა და საოჯახო საქმეების გაძღოლა. მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა სიტუაციამ მეოცე
საუკუნის 90-იანი წლებიდან აიძულა ოჯახთა დიდი ნაწილისთვის თვითგადარჩენის მნიშვნელოვანი
სტრატეგიების შემუშავება. ქალმა ოჯახის გარედან მატერიალურად უზრუნველყოფის ფუნქციაც
შეითავსა. ოჯახში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმშიც შეინიშნებბოდა გენდერული ასიმეტრია:
მამაკაცის დომინანტური და ქალის დაქვემდებარებული როლით. მართალია, რომ საქართველოში
ქორწინების ძირითად მოტივს სიყვარული წარმოადგენს, მაგრამ ქორწინების ინიციატორი მაინც
ყოველთვის მამაკაცია. მონოეთნიკურ ქორწინებათა სახეს ბიეთნიკურთან შედარებით მეტი
პრივილეგია ეძლევა, რადგან ეთნიკური და რელიგიური იდენტობა პრიორიტეტულ როლს თამაშობს.

You might also like