You are on page 1of 7

,,არა ძალადობას!

ძალა უფლებას!’’
სსიპ ქ. ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის IXგ კლასის მოსწავლე- მარიამ გულორდავა

სამოქალაქო განათლების პედაგოგი: ნესტან კიკალია


ბულინგი და ბულინგის სახეები

სიტყვა “ბულინგი” გულისხმობს


ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დევნას, ადამიანის დაშინებასა და მისგან მორჩილების
მოთხოვნას. ბოლო წლების განმავლობაში, ამ სიტყვამ ყოფითი ცნებისაგან
განსხვავებული სოციალურ-ფსიქოლოგიური და პედაგოგიური ტერმინის სახე მიიღო.
დღეს მიღებული განმარტების მიხედვით, ბულინგი – ეს არის “ხანგრძლივი ფიზიკური და
ფსიქიკური ძალადობა ერთი ინდივიდის ან ჯგუფის მხრიდან მეორე ინდივიდზე ,
რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა კონკრეტულ სიტუაციაში”.ბულინგი სოციალური
მოვლენაა და დამახასიათებელია ძირითადად ორგანიზებული ბავშვთა
კოლექტივისათვის, პირველ რიგში კი ეს არის სკოლა. შესაბამისად, ხშირად
ტერმინ ბულინგი გვხვდება როგორც სასკოლო ძალადობის სინონიმი .
ბულინგი ვლინდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჩაგვრის სხვადასხვა
ფორმით. ეს შეიძლება იყოს სისტემატიური დაცინვა, მსხვერპლის ნივთების
დაზიანება, ფულის ან პირადი ნივთების გამოძალვა, მასხრად აგდება,
დამცირება. 

 დღეს 21-ე საუკუნეში საკმაოდ მწვავედ დგას ბულინგის პრობლემა და ამ


პრობლემას ძირითადად საზოგადოებრივი თავეყრის ადგილებში ვაწყდებით.

არსებობს ბულინგის სხვადასხვა ფორმა. მაგ. სიტყვიერი დაშინება, რაც


მოიცავს ჭორების გავრცელებას, უხეში და სტერეოტიპული კომენტარების
გაკეთებას და ა.შ. სოციალური ბულინგი - გულისხმობს ვინმეს დამცირებას,
ცილისწამებას, დაშანტაჟებას და სხვ. არსებობს რასობრივი, რელიგიური და
ფიზიკური ბულინგის სახეები, ასევე კიბერბულინგი.
ფიზიკური ბულინგი - ბულინგის ყველაზე ძალადობრივი ფორმა, რომელიც 
გულისხმობს ფიზიკური ზიანის მიყენებას ან მის მცდელობას. მისი ფორმები
ა: დარტყმა, ხელის ან წიხლის კვრა, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება, პ
ირადი ნივთების  განზრახ დაზიანება.

ფსიქოლოგიური ბულინგი/ძალადობა-

ფსიქოლოგიურ ბულინგსა და ძალადობაზე საზოგადოებაში სამწუხაროდ


საკმარისად არ საუბრობენ, მაგრამ ჩემი აზრით ფსიქოლოგიურ ძალადობას ფიზიკურ
ძალადობასთან შედარებით უფრო დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. ვფიქრობ რომ
ფსიქოლოგიურ ძალადობას საკმაოდ ხშირად ახორციელებენ მასწავლებლები,
როგორც საბავშვო ბაღებში, ასევე სკოლებში. მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის ფაქტია,
რომ თვითონ მშობლები, ხშირად სრულიად გაუცნობიერებლად ფსიქოლოგიურ
ძალადობას ახორციელებენ საკუთარ შვილებზე და თითქოსდა კარგი განზრახვით
ნათქვამი სიტყვებით, სინამდვილეში სრულიად საპირისპირო შედეგებს იღებენ.
შეურაცხოფის მიყენება, კრიტიკა, აგრესიული და ასაკისთვის შეუფერებელი
მოთხოვნების წაყენება, დაშინება, ბავშვის აუცილებელი მოთხოვნილებების
უგულებელყოფა, სითბოსა და მზრუნველობის მოკლება, უსამართლო ბრალდებების
წაყენება, ემოციური მანიპულაცია, გადამეტებული კონტროლი, იზოლირება, დაცინვა
და დამცინავი სახელებით მიმართვა- იწვევს როგორც ფსიქოლოგიურ ასევე ემოციურ
ძალადობას და ბავშვის ფსიქიკას ზიანის ქვეშ აყენებს.

ვერბალური ბულინგი - არის ბულინგის


ყველაზე გავრცელებული ფორმა და ძირითადად გვხვდება სკოლებში. ამ
შემთხვევაში მოსწავლის დამცირებას და მასზე ძალადობას აქვს ვერბალური
ხასიათი. მისი ფორმებია: დაცინვა, შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა,
დაშინება

კიბერბულინგი- ბულინგის ერთ-ერთი ფორმაა,


როემლიც ინტერნეტისა და სოციალური ქსელების საშუალებით ვლინდება.
კიბერბულინგი არ ჰგავს პირისპირ დაშინებას ან მუქარას. ის ჩვეულებრივ არის
მუდმივი, საჯარო და ანონიმური. კიბერმოძალადეები შეიძლება არ იყვნენ მხოლოდ
აქტიური, ცუღლუტი ბავშვები რომლებიც შეიძლება ასე აგრესიულად იქცეოდნენ,
ძალიან ადვილად შესაძლებელია ასევე იყვნენ მორცხვი, წყნარი ბავშვები, რომლებიც
ამოფარებულნი არიან კომპიუტერებს. ვინაიდან ასეთი სახეობის დაშინება საჯაროა,
მსხვერპლი არ არის დარწმუნებული ვინ ახორციელებს მას და ვისი უნდა ეშინოდეს.
კვლევა ცხადყოფს, რომ კიბერბულინგმა შეიძლება გამოიწვიოს დაბალი
თვითშეფასება, აღელვება, ბრაზი, დეპრესია, სკოლის გაცდენა, ცუდი ნიშნები,
სხვებზე ძალადობა და სუიციდი;
მოზარდებში ჩაგვრის სურვილი სხვადსხვა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. ვფიქრომ რომ
ბულერი შეიძლბა გახდეს ის მოზარდი, რომელიც ადრე თავად იყო ბულინგის მსხვერპლი,
ასევე ისეთი მოზარდები , რომლებსაც აქვთ ოჯახში პრობლემები, საზოგადოებასთან
კომუნიკაციის ნაკლებობა რაც გამოწვეულია ძალიან ხშირად ვირტუალურ სამყაროში
ცხოვრებით ან კიდევ უბრალოდ ცდილობენ ძალის დემონსტრირებასა და სისუსტის ამ
მეთოდით გადაფარვა.

ეს არ არის მხოლოდ გაღიზიანება – ბავშვებმა შეიძლება ვერ


გადალახონ იგი. ურთიერთობები მნიშვნელოვანია ჯანსაღი
განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. დაშინებამ და მუქარამ შეიძლება
გავლენა მოახდინოს ბავშვის ცხოვრებაზე. მათ ეს ტკივილი და შიში
შეიძლება გაჰყვეთ ზრდასრული ურთიერთობებისას. ბავშვები,
რომლებიც გზას იკაფავენ დაშინებით და მუქარით, შესაძლოა ეს ქცევა
ზრდასრულობაშიც გადმოიტანონ. მათ შეიძლება გააგრძელონ
დაშინებისა და მუქარის ქცევები, როგორიცაა სექსუალური ძალადობა,
პარტნიორზე ძალადობა, ოჯახური ძალადობა და ძალადობა სამუშაო
სივრცეში.

ბულინგის გამოხატულებად არ
ითვლება მხოლოდ აგრესიის უშუალო გამოხატვა. იმ ადამიანებს,
რომლებიც უყურებენ ბულინგს და არაფერს აკეთებენ ან პირიქით ცდილობენ
მის თავიდან არიდებას- მოწმეები ეწოდებათ. მოწმეებს შეუძლიათ ხელი
შეუწყონ მუქარის შეფერხებას, იმით რომ არ გამოხატონ გამხნევება და
გამხიარულება ბულინგის დროს და პირიქით, მხარში ამოუდგნენ იმ
პიროვნებას, რომელზეც ხდება ძალადობა. აუცილებლად შეახსენეთ
თქვენს შვილს, რომ მნიშვნელოვანია მან უთხრას მისთვის სანდო პირს
ამგვარი ფაქტების შესახებ, მიუხედავად იმისა ეს მას შეემთხვა თუ
ვინმე სხვას;
ჩვენ ვიხილეთ ფილმი
ბულინგის თემაზე, სადაც იყო შემთხვევა როდესაც გოგონა საკუთარი
ფიზიკური მდგომარეობისა და აღნაგობის, კერძოდ ჭარბწონიანობის გამო
დამცირებული იყო სკოლის სხვა წევრების მიერ. გოგონა ხდება საკუთარ
თავში ჩაკეტილი და არააქვს ურთიერთობა თანასკოლელებთან. მისი
დაბულინგების შედეგად თავისთავად იკლებს მისი თვითშეფასების უნარი და
სიყვარული საკუთარი თავის მიმართ.
ხშირად ბულინგს ბავშვურ სიცელქედ
მიიჩნევენ და მის მიმართ მაღალ ტოლერანტობას იჩენენ.თუმცა,
პროფესიული სტანდარტის მიხედვით, ბულინგის შემთხვევების
დროული გამოვლენა და მასთან გამკლავება სწორედ სკოლის
მასწავლებლის როლია. შეუძლებელია ბულინგი ბავშვებს
გადავაბრალოთ და მათ პასუხისმგებლობად ვაქციოთ, რადგან
სწორედ პროფესიონალების მხრიდან ბულინგის შემთხვევების
უმართაობაა მისი გამწვავების მიზეზი. გარიყული ან დამცირებული
ბავშვი, რომელსაც ვერ შეამჩნევს მასწავლებელი, ან ვერ მოახერხებს
მის კლასში ინტეგრირებას, არის ძალადობის უფრო სერიოზული
საფრთხის წინაშე.

თუ ჩვენ გავხდებით ბულინგის მოწმე არავითარ შემთხვევაში არუნდა ავყვეთ


ბულერს , აუცილებელია რომ შევატყობინოთ სათანადო პიროვნებას, იქნება ეს
მასწავლებელი, მშობელი , სკოლის დირექტორი თუ სხვა. ამით ჩვენ
დავეხმარებითბულინგის მსხვერპლს, თავიდან აიცილოს ყველა ის
უსიამოვნება, რაც შეიძლება თავს გადახდეს.

You might also like