You are on page 1of 6

„არა ძალადობას! ძალა უფლებას!

ქალაქ ზუგდიდის მერაბ კოსტავას

სახელობის N2 საჯარო სკოლის მე-9გ კლასის

მოსწავლე-მეგი კვიტაშვილი

მასწავლებელი- ნესტან კიკალია

რაარის ბულინგი?!
ტერმინი ბულინგი დაშინებას,ჩაგვრას,დატერორებას და დაცინვას
ნიშნავს.ის შიძლება განიმარტოს,როგორც წინასწარ
განზრახული,განმეორებადი აგრესიული ქმედება,რომელიც
მიმართულია სხვათა საზიანოდ.მას ყოველთვის ყავს
სამიზნე,რომელზედაც ადამიაი ან ადამიანთა ჯგუფი ძალის
დემონსტრირებას ცდილობს.

გამოყოფენ ბულინგის შემდეგ ტიპებს:


1. ფიზიკური (დარტყმა,ხელის ან წიხლის კვრა,სხეულის სხვადასხვა
სახის დაზიანება და ა.შ.)
2. ვერბალური(დამცინავი სახელით მიმართვა,სიტყვიერი
შეურაცხყოფა,ჰომოფობიური და რასისტული გამონათვამები)
3. ფარული/შენიღბული ბულინგი(რთული მისახვედრია როდის
ხორციელდება;მოძალადე „ჩაგრული“პერსონის ზურგს უკან
მოქმედებს,რათა საფრთხე შეუქმნას მის რეპუტაციას და
დაამციროს საზოგადოების წინაშე)
4. კიბერბულინგი(ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით,ფარული
ან აშკარა დაშინების მიზნით განხორციელებული ქმედება.
„კიბერბულინგში“ მოიაზრება:სოციალურ ქსელშებში
შეურაცხმყოფელი ფოტოების ან ვიდეოების განთავსება,უხამსი
ჭორების გავრცელება,მავნე მოკლეტექსტური შეტყობინებების
გაგზავნა,სხვათა სახელით გვერდებისა და ანგარიშების შექმნა)

ბულერის მახასიათბლები:
არიან იმპულსურები,ადვილად ბრაზდებიან,სხვადასხვა
ადამიანების მიმართ არ განიცდიან თანაგრძნბას,გაურბიან
სხვასთან ურთიერთობას,ხშირად ეუხეშბიან
მასწავლებლებს,მშობლებს,საკუთარ და-ძმას.ურთიეთობებში
აღიარეენ მხოლოდ სისასტიკეს და ძალას.მათი აზრით ნებისმიერი
კონფლიქტის გადაჭრა მხოლოდ ძალისმიერი გზით არის
შესაძლებელი.როგორც წესი ბავშვ-აგრესორებს მაღალი
თვითშეფასება აქვთ და თავიანთ გარემოში სოციალური
უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ,ზოგჯერ ისინი ჩაკეტილები
და ნაკლებად კონტაქტურები ხდებიან,მაგრამ ამასთან
პერიოდულად ავლენენ არამოტივირებულ რისხვას.

ბულინგის მსხვერპლი(ბავშვის) მახასიათებლები:

ხშირად ეცვლებათ განწყობა,ახასიათებთ შფოთვა,აქვთ ძილთან და


კვებასთან დაკავშირებული პრობლემები.მსხვერპლი ხშირად
მარტო,მეგობრებისგან გარიყულია,ამიტომ მას დაბალი თვითშეფასება
აქვს.როგორც წესი,იშვიათად საუბრობს პრობლემებზე .რაც შეეხება
ფიზიკურ მახასიათებლებს,შესაძლოა სხეულზე ჰქონდეს
ნაკაწრები,სკოლიდან შეიზლება ბრუნდებოდეს დახეული
ტანსაცმლით,ხშირად კარგავდეს ფულს.

ჩატარებული კვლევების მიხედვით,ბულინგი მნიშვნელოვან ზიანს


აყენებს როგორც მსხვერპლს ასევე ძალადობის შემთხვევის მსხვერპლს.

ძალადობის მიზეზების ოთხი ძირითადი კატეგორია:


1ძალადობრივი ქცევა თაობიდან თაობას გადაეცემა.

1. სოციალური მდგომარეობით გამოწვეული სტრესი.


2. სოციალური იზოლაცია.
3. ოჯახის სტრუქტურა.
ოჯახური ძალადობა:

ოჯახური ძალადობა, ყველაზე ხშირად პარტნიორებს შორის ხდება.


ასეთ ძალადობას, როგორც წესი, სისტემატური ხასიათი აქვს და მიზნად
ისახავს ერთი ადამიანის მიერ მეორის დაქვემდებარებას, საკუთარი
ძალაუფლებისა და კონტროლის ქვეშ მოქცევას.

ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა! ნებისმიერი


ადამიანი, ნებისმიერი რასის, სოციო-ეკონომიკური წრის, სექსუალური
ორიენტაციის, ასაკის, გენდერული იდენტობისა თუ რელიგიის
წარმომადგენელი. ძალადობა შეიძლება ხდებოდეს ნებისმიერ წყვილს
შორის, ვინც დაქორწინებულია, ერთად ცხოვრობს ან, უბრალოდ,
ხვდება ერთმანეთს.

ოჯახური/პარტნიორთა შორის ძალადობა მოიცავს ქცევათა ძალიან


ფართო სპექტრს, რომელშიც შედის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქო-
ემოციური და ეკონომიკური ძალადობა. კვლევები ცხადყოფს, რომ
მსხვერპლთა უდიდესი უმეტესობა ქალია, მოძალადე კი - კაცი.

You might also like