You are on page 1of 2

მშობლებს აკისრიათ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აღზრდაზე , თუმცა ხშირია

ფაქტები, როცა მათი ძალადობის მსხვერპლები მათივე შვილები არიან

ადამიანში ხშირად იჩენს თავს მოძალადის ბუნება. ასეთი ტიპის ხალხი მუდამ ჩაგრავს
თავისზე სუსტს. ეს სუსტი პიროვნებები კი ხშირად მათივე შვილები არიან. სწორედ
მშობლებს გააჩნიათ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მათ აღზრდაში , ისინი აყალიბებენ
შვილს პიროვნებად, უვლიან, პატრონობენ, ასწავლიან სიყვარულს, სიკეთეს, მოძალადე
მშობლები კი თრგუნავენ ყველა ბავშვში არსებულ გულუბრყვილო, კეთილ არსებას და
თავისისვე მსგავსს მოძალადეებს ზრდიან, შიშითა და სიძულვილით სავსეებს .

ჯეიმს ჯოისი თავისი ნაწარმოების „ასლების“ერთ-ერთ მონაკვეთში გვიყვება ამბავს


ფარინგტონზე. ის არის ძლიერი მამაკაცი, „ეროვნული ღირსების დამცველი“, კუნთმაგარი.
მისი მთავარი ღირსება ფიზიკური ძალა არის. ამიტომაც დიდი თავმოწონებით ძდილობს ,
რომ დაამტკიცოს, რომ ყველაზე უკეთესია ამაში, ეჯიბრება უედერს და მარცხსაც
განიცდის. არ სჯერა ამ ყველაფრის, კიდევ ითხოვს შეჯიბრს და ისევ აგებს . მისი ღირსება
და ეგო გათელილია. მსგავს მდგომარეობაში მყოფი ერთადერთ დამამშვუდებელს ,
ალკოჰოლს მიმართავს. მთვრალი მიდის სახლისაკენ, მაგრამ არ მიუწევს გული მისკენ.
ახსენდებოდა მისი წარუმაებელი დღე და სიბრაზე ემატებოდა . სახლში მისვლისანავე
სიბნელეში მყოფი ცოლს უძახდა, მაგრამ მის ნაცვლად ისბნელიდან შვილის ხმას გაიგებს ,
რომელსაც ვერც კი არჩევს. ჯერ მოითხოვს დაუყონებლივ აანთოს სინათლე, შემდგომ კი
საჭმელი გაუკეთოს. როდესაც ჩამქვრალ კერას შეხედავს მაშინვე გადაწყვეტს ბრაზის
ამონთხევას. აიღებს ხელში ჯოხს, ბავშვს ჩაავლებს და ცემას დაუწყებს . კარგად ჩანს , რომ
თავისმხვრივ ბავშვმაც უკვე იცის რა მოხდება და უბრალოდ მამამისისთვის ლოცვის
სანაცვლოდ დანდობას სთხოვს. არამდონია მოძალადე ადამიანისთვის ამ
შემოთავაზებას გული მოელბო და გაჩერებულიყო, ის გააგრძელებდა მელი ძალის
დარტყმებს, სნამ მთელ ჯავრს არ ამოანთქევდა, დაღლილი დაანებებდა თავს და
მშვიდად დაიძნებდა საწოლში. შემდეგი დილა კი ალბათ ცოლის ყვირილით დაიწყებოდა .
მსგავსი იდილეა იბატონებდა მუდამ სახლში, ამ ყველაფრის შემყურე და თავადაც
მსხვერპლი ბავშები განიცდიდნენ ცვლილებას და კარდაიქმნებოდნენ დათრგუნულ
ადამინებად, წამოვიდოდა „ფარინგტონების“ კიდევ ერთი თაობა და ასე
გაგრძელდებოდა უსასრულოდ.

არასწორად აღზრდის კარგი მაგალითია ჯერომ სელენჯერის „ფრენი და ზუი “. ამ


ნაწარმოებში არ იყენებენ მშობლები ფიზიკური ძალადობის ხერხს , მაგრამ შეიძლება
ითქვას, რომ ზალადობენ ფსიქოლოგიურად. ზრდიან შვილებს ისე თიტქოს
დაბალებლიყვნენ იმისათის რომ ყველა „ჭკუის კოლოფი“ ყოფილიყოს. საბოლოოდ ამ
ძალდატანებიტ კი მიიღეს დაკარგული, გაურკვევლობაში მყოფი , ცხოვრების უაზროების
იდეით შეპყრობილი, თვითმკვლელი შვილები. ნამდვულად შეგვიძ₾იათ რომ ვთქვთ ეს
ბავშვები მსხვერპლები იყტვნენ.

ეს თემა, სამწუხაროდ, დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. ხშირად გვესმის


ნაცნობებისგან, ტელევიზიიდან, სოციალური ქსელებიდან სხვდასხვა ამბები ბავშებზე
ძალადობაზე და რასაც ჩვენ ვიგებთ ეს კიდევ პატარა ნაწილია რეალურად არსებული
სიტუაციისა. მშობლები სცემენ შვილებს, სექსუალურად ძალადობენ, ასახიჩრებენ , კლავენ
და შველა არსაიდანაა. იმას ლაპარალიც არ უნდა, რომ მათი ძალადობრივი ხასიათის
მსხვერპლები ხდებიან ეს სუსტი, პატარა არსებები. იმასაც გავიგებტ ხშირად , რომ ეს
ბავშები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ, მათი მშობლები კი თავს
დამნაშავეებად არ სცნობენ.

ხშირად მათ ჰგონიათ კიდეც რომ ამით კარგს აკეთებენ, ფიქრობენ, რომ ამით „წესიერ “,
ცხოვრებასთან შეგუებეულ ადამიანებს შემნიან, მაგრამ ასე არ ხდება . კარგი ადამიანის
გასაზრდელად მთავარია სიყვარულით მოეპყრო მას, დანარჩენს კი ცხოვრების
განმავლობაში ისწავლის, არასოდეს არ არის საჭირო ისეთ მშობლად ყოფნა რომელიც
„გარეთ მხდალი, შინ ძლიერი“ იქნება.

You might also like