You are on page 1of 1

ყველა მშოვბელს აისრია მნისვნელოვანი პასუხისმგებლობა თავისი შვილის აღზრდაზე და

გაზრდაზე.ეს იქნება ჩაცმა,დახურვა,განათლება,მენტალური დახმარება,ზრდილობის სწავლა თუ


სხვა.თუმცა არსებობს მშობლების ის კატეგორია, რომლებიც მხოლოდ მატერიალურად
უცრუნველტოფენ თავიანთ შვილებს და მარტო ეს მიაჩნიათ თავიანთ მოვალეობად.ამას
დამატებული არსებობს მშობლები,თუ მათ მშობლებს ვუწოდებთ,რობლებიც თავიანთ შვილებზე
ძალადობენ,ეს კი თუგინდ თავიანთი შვილებიც არ იყვნენ არის ყოვლად დაუშვებელი.
მოცემულ ტექსტშიც ვვდებით მშობელს,ფარინგტოს ,რომელიც ბარიდან ახალი გამოსული,
გაანჩხლებული და ისევ დაუკმაყოფილებელი ალკოჰოლის წყურვილის მქონე მამაა.ამავდროულად
მან თავისი ბარის ეროვნული ღირსება "ღონიერი კაცის" სახელი დაკარგა ,რადგან ხელი
ვირაც მასზე ახალგაზრდამ გადაუწია.წყურვილის მოსაკლავად თავისი საათი დაალომბარდა და
ის ფულიც გაფლანგა. სახლში მისულს მისი ცოლი არდახვდა . ზოგადად კი ,როდესაც
ფარინგტონი ნასვამი არიყო თავისი ცოლი მას ეჩხუბებოდა და როდესაც არაფხიზელ
მდგომარეობაში გახლდათ მისი ცოლი "ადა" შიშისგან ცახცახებდა.
ეს მეტყველებს ფარინგტონის ცვალებად ხასიათზე ის ხან დამთმენი იყო,ზოგკერ კი
იმპულსური.
როდესაც შიგნით ოთახში შევიდა თავისი შვილი დახვდა.უპასუხისმგებლო და გაბრუებულმა
მამამ თავისი შვილი და მისი ხმა ვერც კი იცნო.ამ ყველაფრის შემდგომ კი თავისი უგუნური
ხასიათის ფონზე მის შვილს მიზეზი უპოვნა,რომ გაელახა.შვილმა ფარინგტონს საჭმლის
გამზადება დაუპირა,მზრუნველი მშობელი კი აუშარდა ამ ცეცხლზე როგორ მიპირებ საჭმლის
მომზადებასო და სასტიკად სცემა.
ტკივილისგან გამწარებული ბავშვი კი წიოდა : "ვაიმე მამა, ნუ მცემ,მამა!ნუ მცემ და
"გიხაროდენს"წავიკითხავ... შენთვის ვილოცებ,მამა...თუ არ მცემ, "გიხაროდენს"
წაგიკითხავ. "
ბავშვის სიტყვები კი იმაზე მეტყველებს,რომ ეს აქტი პირველი არ ყოფილა მისთვის და
ფარინგტონი ნამდვილად მოძალადე მამაა.
ამ ყველაფერზე არ შეიძლება არ გამახსენდეს მოთხრობა "მატეო ფალკონე" ,სადაც მატეო
თავის შვილსის სიცოცხლეს მის პრინციპებს ამჯობინებს.მის შვილს თაღლითურად მოპოვებული
საათის გულისთვის და მისი შეურაწყოფისთვის უკიდურესად დასჯის,ტყეში წაიყვანს და
მოკლავს.
ასეე მახსენდება ფილმი "ავრორა" ,რომელშიც ქონების გამო გათხოვილი დედინაცვალი და
თვითომ მამაც შვილ ავრორას სასწიკად სცემენ,დედის ჩაწყობილი სიცრუიდან გამომდინარე,
რადგან როგორღაც შური იძიოს ავრორას ნამდვილ დედაზე და ქონება ხელში ჩაიგდოს.ამ
ყვეელაფერს კი საწყალი ავრორა სამებით შეეწირება და გარდაიცვლება.
დღესდღეობიაც არის ძალადობის ამსახველი დაქტები საქართველოში მაგალითად "მაგდა
პაპიძის" საქმე,რომელიც ჩვენს ქვეყანაში ძალზედ გახმაურებულია.
მაგდა,მეუღლე,დედა,რომელმაც საკუთარი შვილი და ქმარი მოკლა,რადგან გათხოვილიყო ან
უბრალოდ ურთიერთობა ქონოდა ახლად გაცნობილ სხვა მამაკაცთან.მან ასევე კვალის დამალვაც
ცადა,მაგრამ ჩვენდა სასიკეთოდ პოლიციამ გამოიძია საქმე და გამოარკვია ნამდვილი
დამნაშავე და ის რათქმაუნდა ახლაც ციხეში ზის.
ჩემი მოსაზრებით ,რაცარუნდა რიცხვობრივად ცოტა იყოს, სიბოროტე ძალიან ბევრია დღეს და
ამის აღმოსაფხვრელად სიკეთე უნდა ჩავიდინოთ,რადგან თვით სიკეთის არარსებობა
ბოროტება,როგორც სინათლის არარსებობაა სიბნელე.

You might also like