You are on page 1of 9

ოიდიპოსის კომპლექსი

ოიდიპოსის კომპლექსი წარმოადგენს ცენტრალურ ორგანიზირებულ ელემენტს პიროვნების


სტრუქტურირების პროცესში. იგი თამაშობს მნიშვნელოვან როლს განვითარების ყველა
ეტაპზე დაბადებიდან მომწიფების პერიოდამდე. ამავე დროს იგი არღვევს ერთი რომელიმე
ინდივიდის გამოცდილების საზღვრებს. ოიდიპოსის კომპლექსი განსაკუთრებულ როლს
იღებს კულტურის, მორალის, სუბლიმაციის, სოციალური ინსტიტუტის განვითარების
პროცესში.
ფუნდამენტალური კონფლიქტი ვლინდება 3-დან 5წლამდე ასაკში და ამ დროს ხდება
სპეციფიკური სექსუალური კონფლიქტის გამოვლინება. ეს კონფლიქტი აირეკლავს
თავისებურ ფსიქოლოგიურ სიტუაციას, რომელშიც იმყოფება ბავშვი და რომელიც ცდილობს
გაუმკლავდეს ორივე მშობელთან ურთიერთობას. ეს წარმოადგენს ეგრეთწოდებულ
„ტრიანგულარულ“ პრობლემას სამ უახლოეს ადამიანებს შორის: დედის, მამის და ბავშვს
შორის, რომელშიც მიმდინარეობს ლიბიდოს გენერალიზაცია.
ნორმალური ოიდიპოსის კომპლექსის დროს ბავშვი სათუთად არის მიჯაჭული
საპირისპორი სქესის მშობელთან, ამავე დროს მისი ურთიერთობა იგივე სქესის მშობელთან
მტრულ ხასიათს ღებულობს. ბიჭის შემთხვევაში მისი პირველი სასიყვარულო ობიექტი
ხდება დედა. თუმცა კი თანდათანობით მშობლებს შორის არსებული ურთიერთობის გაგების
საფუძველზე, ეს უკანასკნელი( მამა) გახდება მისი მეტოქე. ოიდიპურ სიტუაციაში ბავშვი
აწყდება ძლიერ ემოციურ, ინტელექტუალურ და მორალურ გამოწვევებს, ცდილობს
გაუმკლევდეს მათ, და ამით გადადგას შემდგომი ნაბიჯები საკუთარი ინტელექტუალი
განვითარების პროცესში. ოიდიპოსის კომპლექსი შეიძლება იყოს განხილული, როგორც
ინფანტილური სექსუალურობის ტიპი. ამ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია შემდგომი
მომწიფებული სექსუალური საფეხურის მისაღწევად. მის საპირისპიროდ კი არაცნობიერი
ფიქსაცია ოიდიპოსის კომპლექტზე წარმოადგენს ნევროზის ჩამოყალიბების საფუძველს.
ეს მხოლოდ აღწერაა ბიჭის ოიდიპოსის კომპლექსის. ამ კომპლექსის ნეგატიური ფორმა-
მტრული განწყობა მამასთან მიმართებაში, და ასევე მისი საწინააღმდეგო ამბივალებტური
დამოკიდებულიების გამო ვლინდება ფაქიზი განცდა მამის მიმართ, რომელიც ნიღბავს
ნეგატიურ ასპექტებს.
რეალურად კი მდგომარეობა არც თუ ისე მარტივად არის. აქ მოქმედებს არა მარტო
მეტოქეობა სიყვარულის საფუძველზე, არამედ ვლინდება სხვა ფორმებიც. ოიდიპოსის
ტიპიური სურათისთვის დამახასიათებელია შემდეგი:

1.პოზიტიური ოიდიპური ფორმა, რომელიც თავის მხრივ ჩაირთავს პოზიტიურ ან


ლიბიდურ ასპექტებს- დედის სიყვარულს, ხოლო ნეგატიურ ანუ აგრესიულ ასპექტებს-
სიძულვილს მამის მიმართ.

2.ნეგატიური ანუ ინვენტირებული ფორმა, რომელშიც პოზიტიური ან ლიბიდური ასპექტები


ვლინდება ქალურ სიფაქიზეში მამის მიმართ, ამავდროულად ადგილი აქვს ნეგატიურ
აგრესიულ ასპექტებს, რომელშიც გამოიხარება ეჭვში დედის მიმართ, როგორც კონკურენტის
მიმართ.

3.და ბოლოს არსებობს შერეული ფორმები და შერეული პერიოდები, როდესაც ეს ზემოთ


ხსენებული ფორმები ვლინდება ერთდროულად ან დამოუკიდებლად ინტერაქტიულ
ვარიანტებში. ამ შემთხვევაში ნათლად ჩანს არა მარტო ამბივალენტური დამოკიდებულება
ორივე მშობლის მომართ, არამედ ბავშვის ჰომო და ჰეტეროსექსუალური ასპექტებიც.
ეს ორი ფორმა ოიდიპოსის კომპლექსის - პოზიტიური და ნეგატიური- გარკვეულ
პერიოდამდე ვლინდებიან სრული ოიდიპური კომპლექსის დროს.

ოიდიპური კომპლექსი აღმოჩენილი იყო ფროიდის მიერ 100 წლის წინ. პირველად მან
ოიდიპური კომპლექსის შესახებ აღნიშნა თავისი მეგობრის ფლისის წერილებში 1897წელს. ეს
იდეა მას გაუჩნდა თვითანალიზის დროს, რომელიც ფროიდმა დაიწყო მამის
გარდეცვალების შემდეგ. პირველად ეს კომპლექსი აღინიშნა, როდესაც ფროიდმა გამოსცა
სტატია „ სიზმრების ინტერპრეტაციის“ შესახებ. 1900წ. ფროიდი მიხვდა, რომ ბავშვობის
პერიოდში მისი ლიბიდო მიმართული იყო დედის მიმართ და იმავე პერიოდში იგი
განიცდიდა ეჭვს და ამბივალენტურ დამოკიდებულებას მამის მიმართ. ფროიდი წერდა:
„ სიყვარული ბავშვობის ასაკში უსაზღვროა, იგი მოითხოვს გამონაკლის დაუფლებას. იგი არ
ეთანხმება მცირედს, ვიდრე არის შესაძლებელი“. ეს განსაკუთრებული მახასიათებელია
თითოეულ ინდივიდში, აქედან ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ოიდიპოსის ლეგენდის
გავლენა.

მითის მიხედვით ოიდიპო იყო დამნაშავე შვილი, რომელმაც ჩაიდინა ინცესტი და მოკლა
მამა. ამავე დროს იგი იყო უდანაშაულოც. მითის კითხვის დროს მკითხველს ეუფლება
განცდა, რომ იგი უდანაშაულოა, ამ განცდებში მკითხველი უშვებს საკუთარ ოიდოპურ
გრძნობებს. მითში ჩვენ ვამჩნევთ „ თეთრ ლაქებს“ და ისინი თავისი შინაარსით სიზმარს
შეესაბამება, როდესაც სიზმრის ცენზურა ჩარეცხავს სიზმრის მნახველისთვის მიუღებელ
ადგილებს. მითის მიხედვით ცენზორი არის ცივილიზაცია. მითი მსგავსია სიზმრის და
სიზმარივით მუშაობს. ხოლო სიზმრის ცენზურა კი მუშაობს სხვადასხვანაირად,
საზოგადოების მორალური მოთხოვნების შესაბამისად. ანტიკურ ხანაში ზე-მე მუშაობდა
ნაკლებად მკაცრად. განვიხილოთ რა შეიძლება იყოს დამალული „ თეთრი ლაქების „ ქვეშ.

როგორც ვიცით ოიდიპო წავიდა არაკულთან, რათა შეეტყო საკუთარი ბედის შესახებ.
ვიღაცამ უთხრა, რომ იგი არ იყო ნამდვილი შვილი მისი მშობლებისთვის- მეფე პოლიბუსი
და მისი მეუღლე მელოპესი, რომლებმაც იშვილეს იგი. არაკულმა უწინასწარმეტყველა
ოიდიპოსს რომ იგი მოკლავდა საკუთარ მამას დედას ცოლად შეირთავდა.
ოიდიპოსი ლაიოსი და იოკასტას ნამდვილი შვილი იყო. მათ დიდი ხნის განმავლობაში
ბავშვი არ ჰყავდათ და ამიტომ რჩევის მისაღებად არაკულთან წავიდნენ. მან უთხრა, რომ მათ
ეყოლებოდათ ვაჟი, რომელიც მამას მოკლავდა. ლაიოსი დარდისა და მღელვარებისგან
კინაღამ შეიშალა. როდესაც სახლში დაბრუნებულს ცოლი ფეხმძიმედ დახვდა, მისი
მღელვარება გაორმაგდა. იმისთვის, რომ ეს წინასწარმეტყველება არ ასრულებულიყო, ცოლ-
ქმარმა გადაწყვიტეს, რომ ბიჭი როგორც კი დაიბადებოდა მოეკლათ. როდესაც ბავშვი გაჩნდა
მშობლებმა ეს განზრახვა ვერ აასრულეს და გადაწყვიტეს კითერონის მთაზე სტიქიის ქვეშ
დაეტოვებინათ. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს გადაწყვეტილება უეჭველად სიკვდილს
ნიშნავდა. როდესაც იგი მთაზე აიყვანეს, ბავშვს თითები წკირებით გაუხვრიტეს. აქედან
მიიღო მან იოდიპოსის სახელწოდება, რაც ბერძნულად „გასიებულ ფეხებს“ ნიშნავს.
იოდიპოსი ნაპოვნი იყო მწყემსის მიერ, რომელმაც თავის მეფესა და დედოფალს- პოლიბუსსა
და მელოპეს მიუყვანა. მათ შვილი არ ჰყავდათ და ამიტომ იოდიპოსი იშვილეს.
მას შემდეგ, როდესაც ოიდიპოსმა შეიტყო, რომ იგი არ იყო თავისი მშობლებისთვის
ნამდვილი შვილი, გზას გაუდგა. მგზავრობისას იგი ლაიოსს გადაეყარა და მასთან ბრძოლის
დროს იგი მოკლა. ხოლო შემდეგ კი იოკასტა შეირთო ცოლად. იოკასტამ ოთხი შვილი
გაუჩინა იოდიპოსს: ორი ქალი და ორი ვაჟი. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ
მოგვიანებით დიდი განსაცდელის წინაშე დადგა მთელი ქალაქი. იოდიპოსმა მსახური
გაგზავნა არაკულთან, რომლისგანაც შეიტყო, რომ მას ბრალი ედებოდა მამის მკვლელობაში
და სანამ არ დაისჯებოდა ქალაქში მდგომარეობა არ გამოსწორდება. იოდიპოსმა გადაწყვიტა
თავად გამოეკვლია ლაიოსის მკვლელობა. ბოლოს იოკასტასგან შეიტყო იოდიპოსმა მისი
საბედისწერო ცხოვრების შესახებ, თუმცა კი არ იყო დარწმუნებილი იმაში, რომ ჩვილი
რომელიც მთაზე დატოვეს თვითონ იქნებოდა. ბოლოს იოდიპოსმა მეცხვარეს საუბარიც
მოისმინა და შეძრწუნდა. მას აღარ უნ უნდოდა იმ უბედურებისთვის ეყურა, რაც მის ოჯახში
და ქალაქში ხდება. სამკაულებიდან გულსაბნევი ამოიღო და თვალები დაითხარა.

არ შეიძლება უბრალოდ ჩავთვალოთ ის შემთხვევები, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით


ლიტერატურის შედევრებში, რომელიც მამის მოკვლის სურვილთან არის დაკავშირებული:
სოფოკლეს „ოიდიპოსის მეფე“, შექსპირის „ჰამლეტი“, დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები“.
ყველა მათგანში ნათლად ჩანს ერთიდაიგივე დანაშაული- სექსუალური კონკურენცია ქალის
სიყვარულის გამო. მითის მიხედვით, როდესაც იოდიპოსის დანაშაული ნათელი ხდება
ყველასთვის, იოდიპოსი არც კი ცდილობა თავიდან მოიშოროს ეს დანაშაული. იგი თავს
იდანაშაულებს და აღიარებს მას. შესაძლებელია, რომ მკითხველმა განსაჯოს კიდეც,
რამდენად უსამართლობა იყო იოდიპოსის დასჯა.
იოდოპოსის ცხოვრება შთამბეჭდავია, რადგანაც მისი ბედი შესაძლებელია, რომ გახდეს
ჩვენი ბედიც. ნათელია, რომ არაკულმა იწინასწარმეტყველა და დაწყევლა იმ ბედით, რაც
იოდოპოს გადახდა თავს. შესაძლებელია, რომ ყველა ჩვენგანში პირველად სექსუალური
ლტოლვა მიმართულია დედის მიმართ, ხოლო პირველი სიძულვილი და მტრობა მამის
მიმართ. იოდიპოსი, რომელმაც მოკლა მამა და ცოლად შეირთო დედა, წარმოადგენს ჩვენი
ბავშვური სურვილების რეალიზაციას. თუმცა კი საბედნიეროდ ჩვენ არ გავხდით
ფსიქონევროტიკები და შევძელით თავიდან მოგვეშორებინა დედის სიყვარილი და მამის
მიმართ ეჭვი.
მკვლევარებისთვის მუდამ იყო მნიშვნელოვანი იმ საკითხის განსჯა, იცოდა თუ არა
იოდოპომ, რომ ლაია და იოკასტა იყვნენ თუ არა მისი ნამდვილი მშობლები.
ფრიოდი წერს. რომ იოდიპომ, რომელმაც მოკლა მამა და დედა ცოლად შეირთო, ის არის
მხოლოდ ჩვენი ბავშვური სურვილების რეალიზაცია.
ოიდიპოსი ცხოვრობს ყველა ადამიანში და რაც უფრო ღრმად დავუკვირდებით, მით უფრო
ღრმად ჩავალთ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში და უფრო ნათლად დავინახავთ
სიმართლეს ოიდიპოსის ისტორიის შესახებ სხვადასხვა ეპოქაშიო.
მითის მიხედვით ყოველი მამა შესაძლებელია , რომ პოტენციურად იყოს მოკლული
საკუთარი შვილის ხელით, ისე რომ შვილმა არც კი იცოდა რომ იგი მისი ნამდვილი მამა იყო.
ფროიდის მიხედვით ყველა მამა არის ნარცისული მამა, რომლიც კონკურენტს ხედავს
თითიეულ ახალგაზრდა მამაკაცში. თვით ოიდიპოც თავის მხრივ ნარცისული მამაა
საკუთარი შვილებისთვის.
ჩვენ თუ ერთმანეთს შევადარებთ კაცობრიობის განვითარების ისტორიას ცალკეული
ინდივიდის განვითარების პრიცესს, დავინახავთ, რომ მატრიარქატის შემთხვევაში ადგილი
აქვს დიადურ ურთიერთობას დედასა და ბავშვს შორის, ხილო პატრიარქატის შემთხვევაში
კი ადგილი აქვს „ტრიანგულარულ“ ურთიერთობას. მშობლებთან ურთიერთობას დიდი
მნიშვნელობა აქვს ოიდიპურ ობიექტთან იდენტიფიკაციისთვის. ეს კი იძლება დაცვითი
ფუნქციის გარანტიას.
ლევი სტროსი თვლის, რომ ინცესტი წარმოადგენს ადამიანის აუტოქრონული დაბადების
უარყოფას. ზოგიერთი ანალიტიკოსები თვლიან, რომ ინცესტი არის დაბრუნება უკან, დედის
მუცელში.
ფსიქოანალიტიკური ანტროპოლოგია ცდილობს აღმოაჩინის იოდიპური სამკუთხედი
სხვადასხვა კულტურებში, წარადგინოს იგი, როგორც უნივერსალური. უეჭველია, რომ
იოდიპური კომპლექსი იცვლება ისეთი სოციალური ინსტიტუტების გავლენით, როგორიცაა
ოჯახი. ამდენათ, მას აქვს ტენდენცია განიცადოს ტრანსფორმაცია ოჯახის ინსტიტუტის
გავლენის ქვეშ. იოდიპური კომპლექსის მანიფესტაცვია ადასტურებს ფროიდის პოსტულატს,
სადაც იგი ხაზს უსვამს ოჯახის მნიშვნელობას, როგორც სიმბოლური სისტემის დადგენას.
ანუ ინცესტის აკრძალვა თავისთვად წარმოადგებს კანონს. „ ინცესტი ყოველთვის და
ყველდან წარმოადგენდა კულტურისა და „ბუნების“ განვითარების პირობას“- ამბობს ლევი
სტროსი.

ცალკეული ინდივიდის პრეოიდიპური სტრუქტურის განსახილველად დავუბრუნდეთ


ფროიდის შეხედულებას. ფროიდი ყოველთვის აღიარებდა იმ ბავშვის განვითარების ეტაპს,
რომელიც წინ უძღვოდა იოდიპურ ფაზას. ფროიდისთვის იოდიპური ფაზის დასაწყისი არ
იყო დეტერმინირებული. აღიარა რა მან ინფანტილური გენიტალური სტადია, იგი
გულისხმობდა იოდიპურ ფაზას 3დან 5 წლამდე. მოგვიანებით ფროიდი ამბობდა, რომ ეს
კომპლექსი იყო მხოლოდ რეპრესირებული და ობიექტის არჩევას ადგილი აქვს მხოლოდ
პუბერტატის პერიოდში და რომ ინფანტილური სექსუალურობა არის მხოლოდ და მხოლოდ
აუტოეროტიული.
ფროიდის შეხრდულება განსხვავებულიას კლაინუსტური შეხედულებისგან, რომელიც
იოდიპური კომპლექსის განვითარებას უკავშირებს დეპრესიულ პოზიციას ინტეგრირებილი
მე-ს გამოჩენამდე. კლაინის მიხედვით ოიდიპური სტადია იწყება დაბადების პირველივე
წელს და გრძელდება მისი განვითარება მანამდე, სანამდეც არ მიაღწევს პიკს 4 წლის ასაკის
პერიოდში. შესაძლებელია, რომ კლაინის თეორია წარმოადგენს ფროიდისეული კონცეფსიის
განვითარების საგანძურს, რომელიც დაირთავს დეპრესიულ კონცეპციასაც. ორივე
კონცეფცია ასახავს ერთმანეთთან დაკავშირებულ სიტუაციას, რომელშიც ოიდიპური
კომპლექსი შესაძლებელია დაიშვას დეპრესიული პოზიციის განვითარებისას და პირიქით.
საბოლოოდ კი დეპრესიული პოზიცია თამაშობს იგივე როლს კლაინის თეორიაში, რასაც
იოდიპური კომპლექსი კლასიკურ თეორიაში.
კლაინი ასევე აქცევს დიდ ყურადღებას გარე ფაქტორებს, რომელიც გავლენას ახდენს
ადრეულ იოდიპურ გამოცდილებაზე.იე კი იწვევს მასში დიდ მღელვარებას და
ფრუსტრაციას. ექვსი თვის ასაკის ბავშვმა შესაძლებელია გამოხატოს ეჭვი მშობლებთან
კონკურენციის გამო ან ვინმე მესამე ადამიანის მიმართ. კლაინი თვლიდა, რომ იმისთვის
რომ მოხდეს დეპრესიული პოზოციის ინტეგრაცია, ამისთვის მნიშვნელოვანია
სიმბოლოზაციის უნარი, ისე როგორც რაციონალური აზროვნება. სიმბოლიზაციის უნარის
არარსებობოს შემთხვევაში რთულია ბავშვმა მოახერხოს იოდიპური კრიზისიდან გამოსვლა
და აღადგინოს მშობლების ფიგურები, რომელიც მის ფანტაზიაში იქმნება.

ფსიქოანალიზი გახდა უფრო მეტად ორიენტირებული დედის ფიგურაზე და პრეოიდიპურ


ურთიერთობებზე დედასთან. თანამედროვე ტენდენციები ეხება იოდიპურ კომპლექს,
როგორც ფსიქიკურ სტრუქტურას და მოითხივს მოხდეს იმ ადრეული კონფლიქტების
ინტერპრეტაცია, რომელიც ნევროზის საფუძველს წარმოადგენს.

ოიდიპურ ობიექტებტან ურთიერთობა

თუ არქაული ფიქსაცია მძლავრად არის დატვირთული დედის და მამის ობიექტებით და


ვლინდება სხვა მამაკაცის ან ქალის ურთიერთობებში, მაშინ საუბარი მიდის ნევროზზე. სხვა
სიტყვებით, რომ ვთქვათ ოიდიპური ტენდენციების გადალახვა წარმოადგენს გარდამავალ
პორობას პიროვნებისთვის, რომელიც შედის მომწიფებულ სექსუალურ ურთიერთობებში,
მაშინ როცა მისი არაცნობიერი ფიქსაცია მეტყველებს მის ნევროზზე.
ბიჭის შემთხვევაში ობიექტთან ურთიერთობის განვითარებას აქვს მარტივი ხასიათი,
რადგანაც ბიჭი რჩება მიჯაჭული მის პირველ სასიყვარულო ობიექტზე- დედაზე და
დამოკიდებულია მასზე. ( მის ძალაუფლებაზე და მის სურვილებზე). ბიჭი, რომელიც
შეეჯახება იმ ურთიერთობებს, რომელიც მის მშობლებს შორის არსებობს, შეყავს მამა ამ
დიადურ ურთიერთობაში ( მასა და დედას შორის). ეს ხდება მაშინ როცა ბიჭი იწყებს იმის
გაგებას, რომ დედის სასურველი ობიექტი არის მამა და რომ იგი ფლობს ფალოსს, და
რომელიც ავტორიტეტია, ძალაუფლებისა და კანონის მფლობელია. ამ მომენტიდან ბიჭი
იწყებს მოჯაჭულობის ორი სახის გამომჟღავნებას.
პირველი ეს არის ის რომ რადგანაც დედა არის მისი პირველი სასიყვარულო ობიექტი, იგი
იყენებს ყველა თავის რესურსს, ასევე აგრესიულობას, რომელიც მის ფალიურ პოზიციაზე
მეტყველებს. იმის საფუძველზე, რომ ხდება მისი პირველი იდენტიფიკაცია მამასთნ, ბიჭი
გრძნობს მამისეულ მაგიურ ძლევამოსილებას. გარდა ამისა, ამ მომენტიდან და რეალობასთან
კავშირის გამო, მისი აგრესია იწყებს სუბლიმაციას: თამაში, სკოლაში მიღწეულ
წარმატებებში. მისი პირველი მიზანი სუბლიმირდება სენტიმენტალურ მიზნებში,
რომლითაც იგი მოიპოვებს სხვების პატივისცემას და თვითდარწმუნებას.
ნებისმიერ შემთხვევაში, იმისთვის, რომ მან შეძლოს დედის ობიექტის დაუფლება, ბიჭი
მოდის მამასთან კონკურენციაში, ვის მიმართაც მას უჩნდება შური, რადგანაც იგი მამაში
ხედაც რეალურ უდიდებულესობას. ასევე ახდეს მამის ობიექტის გადაფასებას.
ამავდროულად ეს იოდიპური ფანტაზმი იწვევს მასში ფანტაზირებულ თემებს კასტრაციის
შესახებ. დანაშაულის განცდა იზრდება, რადგანაც რეალური ან სიმბოლური მამის
წარმოსახვა საკმარისია იმ კანონების საწინააღლდეგოდ, რის მიმართ იგი აღდგება.
მიჯაჭულობის მეორე ფორმა ვლინდება ბიჭის იოდიპური კომპლექსის ნეგატიურ ფორმაში:
ლიბიდური მიჯაჭულობა მამის მიმართ. ამ სიტუაციაში მამას აქვს ორი ფუნქცია:
კონკურენტი, რომელიც გვერდით სწევს ბიჭს და ამავე დროს მამა წარმოადგენს მოდელს,
რომელთანაც ახდენს ბიჭი იდენტიფიკაციას და ავლენს სურვილს დაიკავოს მამის ადგილი
და ჩაანაცვლოს იგი. ბიჭის სურვილია არა მარტო ის, რომ ჩაანაცვლოს მამა, არამედ მამა
ხდება მისთვის არეკვლის ობიექტი. აირეკლო მამა ნიშნავს „იყო მამა“, გიყვარდეს იგი, იყო
მამისის მიერ განაყოფიერებული. ეს ფორმა წარმოადგენს პასიურ ჰომოსექსუალურ
პოზიციას და ამ სტადიაზე ეს ყველაფერი მოწიფულობისა და სტრუქტურირების პროცესზე
ახდენს დიდ გავლენას.
ნებისმიერ შემთხვევაში ლიბიდური მიჯაჭულობა მამაზე ქმნის ორმაგი იდენტიფიკაციის
პრობლემას ( დედასთან და მამასთან) ბიჭში. ამ უეთიერთობაში იოდიპურ ეტაპზე ვლინდება
არა მარტო მტრული დამოკიდებულება მამის მიმართ, არამედ ამბივალენტურობაც.
თუმცა იოდიპური კონკურენცია არ არის ნამდვილი. მას აქვს ფანტაზირებული ხასიათი,
რადგანაც დედამ უკვე აირჩია მამა და მას მხოლოდ შეუძლია შვილს მისცეს დედობრივი
სითბო და სინშვიდე, რაც ბიჭს გაანთავისუფლებს ეროტირებული ლიბიდოსგან.
ამ მომენტიდან იმის გაცნობიერება, რომ ბიჭის ყოველი მცდელობა უნაყოფოა, ეს მას აძლევს
იმის საშუალებას, რომ დაძლიოს კასტრაციის შიში და თავი დაანებოს მამასთან
კონკურენციას, მიმართოს ჩამნაცვლებელ ობიექტებს. ეს ჩანაცვლება აუცილებელი ფაქტორია
ბიჭისთვის, რათა გამოიგლოვოს პირველადი ობიექტები, ისე, რომ არ გაანადგუროს ისინი.
რამდენათაც მოხდება იოდიპური კომპლექსის ტოტალური ლიკვიდაცია, ამ შემთხვევაში
ლიბიდური ენერგია გადაინაცვლებს ახალ ობიექტებზე. აქ აუცილებელოა, რომ ბიჭმა თავი
მიანებოს მამის მოხიბვლას, როგორც მისი კონკურენტის. ფაქიზ ქალურ დამოკიდებულებას
მამის მიმართ აქვს სტრუქტურირებული ხასიათი იმისდა მიხედვით თუ რამდენად
შესაძლებელია მისი დაძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში და კასტრაციული კომპლექსის
საფუძველზე მოცემული ფიქსაცია განაპირობებს არაცნობიერ პასიურ ჰომოსექსუალურ
პოზიციას.
ამგვარად ბიჭს აქვს იოდიპური სურვილები და ასევე ფანტაზია კასტრაციის შიშის შესახებ
მამის მხრიდან. ეს კასტრაციის შიში თანდათანობით მცირდება მამასთან იდენტიფიკაციის
გამო. (იდენტიფიკაცია აგრესორთან).ამას თან ახლავს ის, რომ ბიჭმა უარი თქვას დედაზე,
როგორც ინცესტურ ობიექტზე. აქედან იწყება მკაფიო გარდატეხა და დგება ლატენტური
პერიოდი.
მთელ ამ კომპლექსს აქვს ინტრაფსიქიკური ბუნება, ის არსებობს ადამიანის შიდა რეალობაში.
გარე რეალობა კი არ შეესაბამება შიდა რეალობას. გარე რეალობა გავლენას ახდენს ადამიანის
განვითარებაზე, გადის მრავალი ცვლილებებით დატვირთულ გზას, იხრება რეპრესიისკენ,
რომელიც იცავს ადამიანს გაცნობიერებისგან.
ოიდიპურმა კომპლექსმა საშუალება მისცა ფროიდს, რომ გაეგო კაცისა და ქალის ბედის
თავისებურებები. ბიჭი უარს ამბობს დედაზე, როგორც სასურველ ობიექტზე და ასევე უარს
აცხადებს მამის მიმართ მტრულ დამოკიდებულებაზე კასტრაციული შიშის გამო. ოიდიპური
კომპლექსის დაშვების შემთხვევაში ობიექტის არჩევა განიცდის რეგრესს იდენტიფიკაციის
საფუძველზე. ასე რომ ასეთი ტიპის რეგრესია თავის მხრივ წარმოადგებს პროგრესს, სადაც
დგება დიდი რაოდენობით ენერგიის გამონთავისუფლება. ეს ენერგია ჩაიდება
ინტელექტუალური განვითარების პროცესში. ხოლო მომავალში კი მოხდება ამ ენერგიის
რეინტეგრირება ახალი ობიექტების არჩევის პროცესში.

გოგოს განვითარების პროცესი განსხვავებული და რთულია, რადგანაც აუცილებელია


დამატებითი ნაბიჯის გადადგმა -ტრანსფერი დედის ობოექტიდან მამის ობიექტზე.
ფროიდის ნაშრომში „ქალის სექსუალურობა“ ჩვენ ვხედავთ, რომ ოიდიპოსის კომპლექსის
პოზიტიური ფორმა ამოვარდნილია, და თუ კი იგი არსებობს, მაშინ იგი ხასიათდება გოგოს
დედასთან ურთიერთიობისათვის დამახასიათებელი სურათით.
ფროიდმა აღწერა ობიექტის არჩევის განსხვავებული სახეები ქალსა და მამაკაცს შორის:
მამაკაცებში ოიდიპური კომპლექსი დაიშვება კასტრაციული შიშით, რადგანაც ოიდიპური
სურვილები დაიძლება ამ კასტრაციულუ შიშის გამო. ფროიდისთვის ქალიში ოიდიპური
კომფლექსი ვლინდება ორმაგი დაუკმაყოფილებლობის საფუძველზე: დასაწყისში
ობიიექტური, შემდეგ კი ნარცისული დაუკმაყოფილებლობით.
1. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იმედგაცრუება, რომელიც ირვევს დედის მიმართ გოგონას
ზურგის მიქცევას. ეს შეიძლება იყოს გამიცვეულუ ძუძის თავის დანებებით, სისუფთავის
მიჩვევით, ძმების ან დების გაჩენით.
2. მეორე იმედგაცრუება დაკავშირებულია, იმასთან, რომ ერთ დროს მას ჰქონდა პენისი,
რომელიც დედამ წაართვა.
გოგოებში ამ „ კასტრაციულობის“ გაგება დაკავშირებულია იმასთან რომ დედამ მოატყუა იგი
სიყვარულით და პენისით, რომელიც მას უნდა რომ ჰქონოდა. პენისის შური- ეს არის
დაუკმაყოფილებლობის წყარო, რომელიც შემდგომში იცვლება ბავშვის ყოლის სურვილით
მამისგან, როგორც პენისის ჩანაცვლება. ეს სურვილი კი გოგონას უბიძგებს მამისკენ.
როგორც ცნობილია კლაინი და ჯონსი თვლიან, რომ გოგოებში ოიდიპური კომპლექსი
ვითარდება არა ესეთი ეკლიანი გზით, როგორც თვლიდა ფროიდი, არამედ პირდაპირი
გზით, სადაც ხდება ქალის ინსტიქტუალური ელემენტების დაძლევა. გოგონა ცდილოს, რომ
მოახდინოს პენისის ინკორპოპირება, არა იმ მიზნით რომ მოიპოვოს იგი, არამედ იმისთვის,
რომ ჰყავდეს შვილი. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა გოგოებში იოდიპური
სურვილები იღვიძებს გაცილებით ადრე და უფრო ძლიერია დედიდან ( მისი მკერდიდან)
წამოსული ფუსტრაციის გამო, რომელიც ამ მომენტში გადაიქცევა ცუდი მკერდად. იგივე
ხდება, როგორც ბიჭის შემთხვევაში- ეჭვით სავსე მტრული განწყობა გადადის დანაშაულის
განცდაში დედის მიმართ.
„ ცუდი“პირველადი იბიექტის გამო მოხდება ობიექტის შეცვლა ორივე სქესის შემთხვევაში.
ამ მიზეზის გამო გოგონა იწყებს ისეთი ობიექტის მოძებნას, რომელიც დააკმაყოფილებს მის
ნარცისულ დეფიციტს. მეორე ობიექტი- მამა და მისი პენისი- ყოველთვის განიცდის
იდეალიზაციას პირველადი ობიექტისგან მიღებული დაუკმაყოფილებლობოს გამო.
თუ გოგონას ურთიერთობები დედასთან მიმართებაში დაკმაყოფილებულია და
„ ნორმალურია“, მაშინ ფუსტრაცია ნორმალურ ფარგლებში მიმდინარეობა, მაშინ ეს
საფუძველს ქმნის ძლიერი მე-ს განვითარებისთვის. ამევე დროს მამა, რომელსაც უნარი აქვს
უზრუნველყოს პროექციების ადეკვატური მხარდაჭერა, მაშინ გოგონა შეძლებს მოახდინის
ობიექტი ჩანაცვლება დედასთან არაკონფლიკტური იდენტიფიკაციის საფუძველზე. ასეთ
შემთხვევაში მეორე ობიექტის გაიდიალება არ იქნება ისეთი ძლიერი განვითარების
მნიშვნელოვან ეტაპზე.
ოიდიპური კონფლიქტი ბიჭებში რეალიზირდება მამის დაუფლების სურვილისა და მასთან
იდენტიფიკაციის სირთულის საფუძველზე. გამოსავალია ეს არის უარის თქმა ამ
კონფლიქტზე. ასეთივე გზით გოგონამ უარი უნდა თქვას დედის ფალიურ დაუფლებაზე
დედასთან მიმართებაში, რათა მოახდინოს მასთან იდენტიფიკაცია, უარი თქვა სურვილზე
„იყოს მამა“ იმ იმედით, რომ დაეუფლება მამას.

რეზულტატი, როლი და ფუნქცია ოიდიპური კომპლექსის

ოიდიპური კომპლექსი წარმოადგენს მთავარ გასაღებს ოჯახის სტრუქტურირების პროცეში


და ფართო გაგებით მთელი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. ეს ის მომენტია, როცა
ადამიანი პირველად ეჯახება სოციალურ ფენომენს. შეიძლება ითქვას, რომ ოიდიპური
კომპლექსი - ინცესტის აკრძალვისა და მორალის ჩამოყალიბების პროცეში- წარმოადგენს
სახეობის გამარჯვებას ინდივიდზე. ოიდიპური ფაზა ასევე არის ფსიქიკური ცხოვრების
ორგანიზირების საფუძველი. იგი ხასიათდება პრიმატის გენიტალურობით, რომელიც
პირველად აუტოეროტიზმიდან გამოსვლის საშუალებას წარმოადგენს. ჩვენ შეგვიძლია
განვსაზღვროთ ოიდიპური ფაზა, როგორც ფუნდამენტალური პრობლემა. იგო წარმოადგენს
კონფლიქტურ სტრუქტურირებულ ფაზას, ეს ფაზა კი იწყება ადამიანის განვითარების
საწყისს ეტაპზე. მას აქვს უნივერსალური ხასიათი „ ტრიანგულარულ“ ურთიერთობებში. იგი
თამაშობს უდიდეს როლს ადამიანთა ურთიერთობების ადრეულ ფაზაში და მონაწილეობას
იღებს პიროვნების სტრუქტურირებისა და მომწიფებულობის პროცესებში. მისი ფუნქციაა
ობიექტის საბოლოო არჩევა, გენიტალურ ფაზაში გადასვლა და ასევე ზე- მე-სა და იდეალი-
ეგოს ჩამოყალიბება.

You might also like