You are on page 1of 6

ოიდიპოსის კომპლექსი

დიდ როლს თამაშობს ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში,


დაბადებიდან მომწიფებამდე.

განსაკუთრებული როლი უჭირავს- კულტურის, მორალის, სოციალური ინსტიტუტის


განვითარების პროცესში.

ფუნდამენტალური კომფლიქტები 3დან 5 წლამდე ასაკში გამოვლინდება. სწორედ ამ


დროს გამოვლინდება ერთი სპეციფიკური სექსუალური კონფლიქტი. ეს კონფლიქტი ასახავს
ურთიერთობას სამ უახლოეს ადამიანს შორის: დედა, მამა და შვილი, ამას
“ტარიანგულარულ” პრობლემას უწოდებენ. ამ დროს მიმდინარეობს ლიბიდოს
გენერალიზაცია.

ნორმალური ოიდიპოსის კომპლექსის დროს ბავშვი მტრული განწყობით არის მისივე


სქესის მშობელთან, ხოლო საპირისპირო სქესის მშობლის მიმართ მსუბუქ მიჯაჭვულობას
ავლენს.

ბიჭის შემთხვევაში- პირველი სასიყვარულო ობიექტი- დედა. თანდათანობით, იგი


იგებს მშობლების ურთიერთობას და მამამისი, მისი მეტოქე ხდება.

ოიდიპური კომპლექსი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ინფანტილური


სექსუალური ტიპი. რისი გამოვლაც აუცილებელია, იმისთვის რომ ადამიანმა შემდეგ
სექსუალურ საფეხურს მიაღწიოს. ხოლო არაცნობიერი “ფიქსაცია” ოიდიპოსის კომპლექსზე
ნევროზს აყალიბებს.

ბიჭის შემთხვევაში ოიდიპური კომპლექსის ნეგატიური ფორმა არის მტრული


განწყობა მამის მიმართ და მისი საწინააღმდეგო- ამბივალენტური დამოკიდებულების გამო
ფაქიზი განწყობა მამის მიმართ, რომელიც ნეგატიურ ასპექტებს ნიღბავს. (ეს არის
რეაქტიული წარმონაქმნი. დაცვითი მექანიზმის ერთ-ერთი ფორმა)

ოიდიპურ კომპლექსში არა მხოლოდ მეტოქეობა გამოიხატება სიყვარულის


საფუძველზე, არამედ სხვა ფორმებიც:

1. პოზიტიური ოიდიპური ფორმა- ჩაირთავს პოზიტიურ ან ლიბიდურ ასპექტებს-


დედის სიყვარული, ასევე ნეგატიურ და აგრესიულ ასპექტებს- მამის სიძულვილი
2. ნეგატიური, ინვენტირებული ფორმა- პოზიტიური ან ლიბიდური ასპექტები
ვლინდება მამის მიმართ ქალურ სიფაქიზეში და ნეგატიური განწყობა და ეჭკვი
დედის, როგორც კონკურენტის მიმართ
3. შერეული ფორმები ან პერიოდები- როდესაც პირველი ორი ფორმა ვლინდება
ერთდროულად ან დამოუკიდებლად ინტერაქტიულ ვარიანტებში. ამ შემთხვევაში
კარგად ჩანს ბავშვის ამბივალენტური დამოკიდებულება მშობლების მიმართ და ჰომო
და ჰეტეროსექსუალური ასპექტები ანუ ბისექსუალური?
ფროიდმა ოიდიპოსის კომპლექსი აღმოაჩინა საკუთარ თავზე დაკვირვებით, როდესაც
გამოსცა სტატია “სიზმრების ინტერპრეტაციის” შესახებ. 1900 წელს. მამის გარდაცვალების
შემდეგ დაიწყო თვითანალიზი და მიხვდა, რომ ბავშვობაში მამის მიმართ განიცდიდა
ამბივალნეტურობას და დედის მიმართ ძლიერ ლიბიდოს. ფროიდი წერდა რომ სიყვარული
ბავშვობაში უსაზღვროა, რომ იგი არ ეთანხმება მცირედს”

ოიდიპოსი მითი:
თებეს Მეფე ლაიოსს და იოკასტას შვილი არ ეძინებოდათ დიდი ხნის განმალობაში და
ისინი წავიდნენ არაკულთან, რომელმაც უთხრა, რომ შეეძინებოდათ ვაჟი, რომელიც მამამისს
მოკლავდა. როდესაც მეფე დაბრუნდა და მისი ცოლი ორსულად დახვდა, მან გადაწყვიტა,
რომ ბიჭი როგორც კი დაიბადებოდა მოეკლათ, რომ არ ასრულებულიყო
წინასწარმეტყველება. როდესაც ბავშვი გაჩნდა მშობლებმა ვერ მოკლეს იგი და დატოვეს
კითერონის მთაზე. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ბავშვის ასე დატოვება გარდაუვალ
სიკვდილს ნიშნავდა. როდესაც ბავშვი მთაზე აიყვანეს თითები წკირებით გაუხვრიტეს (ზოგი
ვერსიით ფეხით მიაბეს ხეს). აქედან წამოვიდა სახელი “ოიდიპოსი” რაც ფეხგასიებულს
ნიშნავს. ოიდიპოსი იპოვა მწყემსმა, რომელმაც მიგვარა იგი მეფეს და დედოფალს- პოლიბუსს
და მელონეს. მათ შვილი არ უჩნდებოდათ და ამიტომ იშვილეს ოიდიპოსი.

პოლიბუსი და მელონე ევლებოდნენ მას და ძლიერ ვაჟკაცად ზრდიდნენ. Მოდესაც


ოიდიპოსი წამოიზარდა, ჭორი მის ყურამდე მივიდა, რომ იგი ნამდვილი შვილი არ იყო მეფის
და დედოფლის და ამიტომ არაკულთან წავიდა. არაკულმა უწინასწარმეტყველა რომ იგი
მოკლავდა მამამისს და დედამისს ცოლად შეირთავდა. ამ ამბით გაოგნებულმა ოიდიპოსმა
დატოვა ქალაქი და მგზავრობისას გადაეყარა მის ნამდვილა მამას ლაიოსს, მასთან იბრძოლა,
მოკლა იგი და შემდეგ დედამისი იოკასტა შეირთო ცოლად, ისე რომ არ იცოდა, რომ
დედამისი იყო. მათ გააჩინეს 4 შვილი: 2 ქალი და ორიც ვაჟი. ოიდიპოსმა მსახური გაგზავნა
ორაკულთან (ამ ისტორიიდან ვხვდებით, რო აშკარად არ უნდა იარონ ორაკულებთან) რითაც
გაიგო, რომ მამამისი მოეკლა, მან ეცადა რომ ეს გამოეკვლია. საბოლოოდ იოკასტასგან შეიტყო
ოიდიპოსმა რეალურად რა მოხდა, მეცხვარეს ესაუბრა და დარწმუნდა მომხდარში.
ოიდიპოსმა თვალები დაითხარა, რომ ამ უბედურებისთვის არ ეყურებინა, იოკასტამ კი თავი
ჩამოიხრჩო.

ფროიდი ამბობდა რომ ამ ისტორიის კითხვისას ადამიანს უჩნდება განცდა რომ


ოიდიპოსი უდანაშაულოა, რადგან მასში საკუთარ ოიდიპურ გრძნობებს განიცდის.

ლიტერატურაში ხშირად ვაწყდებით მამის მოკვლის სურვილს: მაგ- სოფოკლეს


“ოიდიპოსი მეფე”, შექსპირის “ჰამლეტი”, დოსტოევსკის “ძმები კარამაზოვები”. თითოეულ
მათგანში ერთიდაიგივე დანაშაულია- კონკურენცია ქალის სიყვარულისთის.

შესაძლოა, რომ ოიდიპოსი, რომელმაც მამა მოკლა და დედა შეირთო წარმოადგენდეს


ჩვენი ბავშვური სურვილების რეალიზმს, ნუ ამ შემთხვევაში მამაკაცების. საბედნიეროდ,
ადამიანებმა შევძელით მოგვეშორებინა ეს კომპლექსი განვითარებასთან ერთად და უკეთეს
რაღაცაში გარდაქმნილიყო, მამის ბაძვაში და ასე კარგი სამომავლო პარტნიორის პოვნაში. (ეს
არის იდენტიფიკაციის დაცვითი მექანიზმი)
ფროიდის მიხედვით ოიდიპოსი ყველა ადამიანში ცხოვრობს და რაც უფრო
დავუკვირდებით ამას უფრო ნათლად დავინახავთ ოიდიპოსის მითის სიმართლეს
სხვადასხვა ეპოქებში.

მითის მიხედვით- შესაძლებელია ნებისმიერი მამა იყოს მოკლული შვილის მიერ, ისე
რომ შვილმა ამის შესახებ არ იცოდეს. ფროიდის მიხედვით კი ყველა მამა ნარცისული მამაა,
რომელიც ბიჭ შვილში ხედავს კონკურენტს, რადგან ის ახალგაზრდა და მასზე უფრო
ძლიერია რაღაც მომენტის მერე პოტენციურად. ფროიდის მიხედვით შესაბამისად
ოიდიპოსიც ნარცისული მამაა თავისი შვილისთვის.

მატრიარქატის დროს- ადგილი აქვს ურთიერთობას დედასა და ბავშვს შორის


პატრიარქატის დროს- კი ტრაიანგალური ურთიერთობები გვხვდება.

ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ ინცესტი არის დედის მუცელში დაბრუნება,


ზოგი კი, რომ უარყოფაა დედისადმი სისხლის ნათესაობის.

ბუნებრივია, რომ ოიდიპური კომპლექსი იცვლება ტრადიციული ოჯახის


ცვლილებასთან ერთად, ფსიქოანალიტიკოსები ცდილობენ, რომ ოიდიპური სამკუთრეხი
სხვადასხვა ტიპის ოჯახებში და კულტურებში აღმოაჩინონ.

ფროიდი აღიარებს ეტაპს, რომელიც ოიდიპურს უძღვის წლის, ოიდიპური კომპლექსი


ფალიური სტადიის დროს ვლინდება, 3დან 5 წლამდე. ფალიურამდე არის ორალური და
ანალური ფაზები. ფროიდი ამბობდა, რომ ოიდიპური კომპლექსი რეპრესირებული იყო და
მხოლოდ პუბერტატის პერიოდში, როდესაც მეწყვილეს არჩევდა ადამიანი, მხოლოდ მაშინ
იჩენდა თავს. ამბობდა იმასაც, რომ ინფანტალური სექსუალურობა მხოლოდ
აუტოეროტიული იყო.

კლაინისტური შეხედულება
განსხვავებულია კლაინისტური შეხედულება. იგი ოიდიპურ კომპლექსს
ინტეგრირებული მე-ს გამოჩენამდე არსებულ დეპრესიულ პერიოდს უკავშირებს. კლაინის
მიხედვით ოიდიპური კომპლექსი გრძელდება დაბადების პირველი წლიდან 4 წლის
ასაკამდე. შეიძლება კლაინის თეორია გაგრძელებად ჩაითვალოს ფროიდის თეორიის,
რომელსაც დეპრესიული კონცეპციაც გააჩნია. დეპრესიული მდგომარეობა იგივე როლს
თამაშობს კლაინთან, რასაც ოიდიპური კომლექსი ფროიდთან.

კლაინი დიდ ყურადღბას აქცევს გარე ფაქტორებს, რომლებიც ოიდიპურ კომპლექსზე


გავლენას ახდენენ, ობიექტის მღელვარებას იწვევენ. 6 თვის ბავშვმა შეიძლება რომ ეჭვი
გამოხატოს მშობლების ან მესამე პირის მიმართ კონკურენციის შეგრძნების გამო. კლაინი
მიიჩნევდა, რომ დეპრესიული პოზიციის ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი იყო
სიმბოლოზაციის უნარი და რაციონალური აზროვნება. თუკი ბავშვს არ გააჩნია
სიმბოლიზაციის უნარი, რთულია, რომ მოახერხოს ოიდიპური კრიზისიდან გამოსვლა და
მშობლების ფიგურები რეალურად როგორებიც არიან ისე დაინახოს.
დროთა განმალობაში ოიდიპური კომპლექსის ფსიქოანალიზი უფრო მეტად დედის
ფიგურაზე ორიენტირებული გახდა.(…. თანამედროვე ტენდენციები ოიდიპურ კომპლექსს,
როგორც ფსიქიკურ სტრუქტურას ისე განიხილავს და მოითხოვს მოხდეს იმ ადრეული
კონფლიქტების ინტერპრეტაცია, რომელიც წარმოადგენს ნერვოზის საფუძველს....)

ოიდიპურ ობიექტთან ურთიერთობა


თუ ფისაცია დედის ან მამის ობიექტებით არის დატვირთული, იმდენად რომ
ვლინდება მეწყვილეებთან ურთიერთობაში, მაშინ ნერვოზთან გვაქვს საქმე.

შესაბამისად ოიდიპური კომპლექსის გადალახვა აუცილებელია იმისთვის, რომ


ადამიანის მომავალში შედგეს მომწიფებული სექსუალური ურთიერთობები.

ბიჭის შემთხვევაში ობიექტთან ურთიერთობის განვითარებას მარტივი ხასიათი


აქვს- ბიჭი მიჯაჭვულია დედაზე და დედის სურვილებზე. რაღაც მომენტში ის აანალიზებს
თუ რა ურთიერთობა აქვთ მის მშობლებს და ხვდება რომ დედის სასურველი ობიექტია მამა.
მამა ფლობს ფალოსს და ავტორიტეტული პირია, ძალაუფლება მის ხელშია. ამის
გაანალიზების შემდეგ ბიჭი იწყებს მიჯაჭვულობის ორი სახის გამომჟღავნებას:

1. რადგან დედა მისი სასიყვარულო ობიექტია, იგი იწყებს ყველაფრის კეთებას,


აგრესიულობასაც იყენებს, რომ მისი ფალოსის დემონსტრირება მოახდინოს. ეს
იმიტომ, რომ ამით იდენტიფიკაციას ახდენს მამასთან, გრძნობს მამისეულ
ძლევამოსილებას. მისი აგრესია იწყებს სუბლიმაციას: თამაშში, სკოლაში თუ ბაღში
მიღწეულ წარმატებებში. ბიჭის თავდაპირველი მიზანი სუბლიმირდება ისეთ
სენტიმენტალურ მიზნებში, რომლებიც მას თავდაჯერებულობას და პატივისცემას
მოაპოვებინებს. მოკლედ, ბიჭი მოდის მამასთან კონკურენციაში, მამაში ხედავს
ძალიან აღმატებულ პიროვნებას, გადააფასებს კიდეც მას. ბრაზდება მასზე, ეს იწვევს
ფანტაზიებს მამის კასტრაციის შესახებ. ბუნებრივია ამდროს დანაშაულის გრძნობაც
ჩნდება.
2. მეორე ფორმა არის, როდესაც ბიჭის ოიდიპური კომპლექსი ნეგატიურ ფორმაში
ვლინდება და მამის მიმართ განიცდის ლიბიდურ მიჯაჭვულობას. მამას ამ დროს ორი
ფუნქცია აქვს: 1. იგი კონკურენტია და 2. იგი მოდელია, რომელთანაც ბავში ახდენს
იდენტიფიკაციას და სურვილი უჩნდება, რომ ჩაანაცვლოს იგი. ბიჭის Მურვილი არ
არის მარტო ჩანაცვლება, არეკვლაც სურვილია. აირეკლო მამა, ანუ “იყო მამა”,
გიყვარდეს მამა და მამის მიერ იყო განაყოფიერებული?????????? ეს არის პასიური
ჰომოსექსუალური პოზიცია, რომელიც ახდენს მომწიფების პროცესზე დიდ გავლენას.
მამაზე ლიბიდური მიჯაჭვულობა ქმნის ორმაგ იდენტიფიკაციის პრობლემას-
იდენტიფიკაცია დედასთან და მამასთან ბიჭში. ამ ეტაპზე მამის მიმართ
დამოკიდებულება ამბივალენტურია, მტრულიც და როგორც ავღნიშნეთ დადებითი,
სამაგალითოა მამა. ბუნებრივია, რომ მამასთან კონკურენცია რეალური არ არის, ეს
მხოლოდ ბიჭის ფანტაზიის ნაყოფია, რადგან დედამ მამა უკვე აირჩია და მხოლოდ ის
შეუძლია, რომ შვილს დედობრივი სითბო და სიყვარული მისცეს, რაც
გაანთავისუფლებს ბავშვს ლიბიდოსგან. ბიჭი აცნობიერებს, რომ მის მცდელობას
აზრი არ აქვს და ამით ძლევს კასტრაციის შიშს, ანებებს თავს მამასთან კონკურენციას.
ბიჭი როდესაც ოიდიპოსის კომპლექსს იშორებს, გადააქვს მისი ყურადღება ახალ
ობიექტზე და თავს ანებებს მამის, როგორც კონკურენტის მოხიბვლას. თუ ბიჭმა
ბოლომდე ვერ დაძლია ფაქიზი დამოკიდებულება მამის მიმათ, მაშინ ფიქსაცია ხდება
არაცნობიერ პასიურ ჰომოსექსუალურ პოზიციაზე.

მოკლედ ლატენტური პერიოდი დგება მას შემდეგ, რაც ბიჭს აღარ ეშინია კასტრაციის,
არამედ ახდენს მამასთნა იდენტიფიკაციას (იდენტიფიკაცია აგრესორთან). ბიჭი უარს ამბობს
დედის დაუფლებაზე. ამ კომპლექსს ინტრაფსიქიკური ბუნებააქვს, ანუ მხოლოდ ადამიანის
გონებაში არსებობს.

ფროიდი დააკვირდა ოიდიპურ კომპლექსს და ამით ბევრი რამ გაიგო კაცისა და ქალის
ურთიერთობების და ბედის შესახებ. ოიდიპური კომპლექსის შემთხვევაში, სასიყვარულო
ობიექტის არჩევა განიცდის რეგრესს, იდენტიფიკაციის საფუძველზე, ბიჭი ცდილობს იპოვოს
ვინმე, ვინც ისეთ ურთიერთობას მისცემს, როგორიც დედ-მამას ჰქონდათ. ეს რეგრესი
შეიძლება პროგრესად მივიჩნიოთ, რადგან დიდი რაოდენობით ენერგიის გამოთავისუფლება
ხდება ამ დროს. ეს ენერგია ინტელექტუალურ პროცესებში მიდის და შემდეგ ხდება ამ
ენერგიების რეინტეგრირება, ახალი სასიყვარულო ობიექტის არჩევის დროს.

გოგოს ოიდიპური კომლექსი


გოგოს შემთხვევაში ოიდიპური კომპლექსი ბევრად უფრო რთულად გამოიტება,
რადგან აუცილებელია აქ მოხდეს გარდაქმნა დედის ობიექტიდან მამის ობიექტზე. ფროიდის
ნაშრომში “ქალის სექსუალობა” განხილულია ოიდიპური კომპლექსიც. მის მიხედვით
გოგონების ვარიანტში ოიდიპური კომპლექსის პოზიტიური ფორმა ამოვარდნილია და თუ
არსებობს ხასიათდება გოგოს დედასთან ურთიერთობისთვის დამახასიათებელი სურათით
(?)

თუკი ბიჭის შემთხვევაში ოიდიპური კომპლექსი კასტრაციის შიშით დაიშვება,


ქალებში ვლინდება ორმაგი დაუკმაყოფილებლობის გამო: პირველი ობიექტურია, შემდეგ
ნარცისული

1. გოგო იმედგაცრუებულია, რადგან დედა მას ზურგს აქცევს. (ძუძუს აღარ აწოვებს,
აჩვევს სისუფთავეს ან დედ-მამისშვილებს უჩენს)
2. მეორე იმედგაცრუება- გოგოს მიაჩნია რომ ერთ დროს მას ჰქონდა პენისი, რომელიც
დედამ წაართვა.

ეს ერთგვარი “კასტრაციული” გაგებაა გოგოებშიც კი, ოღონდ მამის მიერ კასტრაციის


მაგივრად, როგორც ეს ბიჭების შემთხვევაშია, დედა ართმევს მას პენისს. პენისის შური არის
დაუკმაყოფილებლობის წყარო, რომელიც მოგვიანებით იცვლება სურვილით, რომ ბავშვი
ჰყავდეს გოგოს მამისგან.
სხვები მიიჩნევდნენ რომ ოიდიპური კომპლექსი, ფროიდის ზედმეტად მკაცრი
ეკლიანი გზისგან განსხვავებიტ მიმდინარეობდა. კლაინი და ჯონსი მიიჩნევდნენ, რომ
გოგო ცდილობს მოიპოვოს პენისი იმისთვის, რომ შვილი ჰყავდეს.

ერთი ფაქტი ის არის, რომ გოგოებში ოიდიპური კომპლექსი უფრო ადრე იღვიძებს და
უფრო ძლიერია, ბიჭებთან შედარებით. შესაძლოა, რომ ფურსტრაცია დედის მკერდიდან
მოდიოდეს, რომელიც ცუდ მკერდად გადაიქცევა, როდესაც აღარ აწოვებენ და გოგოს
მტრული განწყობა უყალიბდება. (ბიჭსაც) Მომელიც შემდეგ დანაშაულის განცდაში გადადის
დედის მიმართ.

ემის გამო, რომ მათ პირველადი “ობიექტი: დედის მკერდი არ აქვთ, ცდილობენ, რომ
მათი ნარცისული დეფიციტი მეორე ობიექტით დაიკმაყოფილონ, ანუ მამის პენისით.

თუ გოგონას დედასთან ურთიერთობა ნორმალურია, მაშინ ეს ფურსტრაცია კარგ


ფარგლებში მიმდინარეობს და გოგონას ძლიერი მე უყალიბდება. თუ მამასთან
ურთიერთობაც ორმალურია, მაშინ გოგონა შეძლებს ობიექტი ჩაანაცვლოს დედასთან
არაკონფლიქტური იდენტიფიკაციის საფუძველზე. და ამ შემთხვევაში მეორეული ობიექტი
ნაკლებად იდეალიზირებული იქნება განვითარების მნიშნველოვან ეტაპზე და ბავში
დაძლევს ამ ოიდიპურ კომპლექსს.

როგორც ბიჭებში მამის დაუფლების სურვილი გარდაიქმნება მამასთან


იდენტიფიკაციის საფუძველზე, ასევე გოგოში გამოსავალია, რომ უარი თქვას დედის
ფალიურ დაუფლებაზე და მოახდინოს იდენტიფიკაცია მასთან. უნდა თქვას უარი სურვილზე
“იყოს მამა”, იმის იმედით, რომ დაეუფლება მამას.

რეზულტატი, როლი ფუნქცია.

ოიდიპური კომპლექსტი ინცესტის აკრძალვის და მორალის ჩამოყალიბების პროცესში


ინდივიდზე სახეობრივ გამარჯვებას წარმოადგენს. ის ასევე ფსიქიკური ცხოვრების
ორგანიზებას ახდენს, საფუძველია უფროსწორად და იგი პრიმიტიული გენიტალიურობით
ხასიათზდება, რაც აუტოეროტიზმიდან გამომდინარეობს. იგი უდიდეს როლს თამაშობს
ადამიანის ურთიერთობების ადრეულ ფაზაში და ადამიანის ჩამოყალიბებაში იღებს
მონაწილეობას.

(მისი ფუნქციაა ობიექტის საბოლოო არჩევა, გენიტალურ ფაზაში გადასვლა და ზე-მესა და


იდეალი-ეგოს ჩამოყალიბება)

You might also like