You are on page 1of 9

სტრუქტურული და ტოპოგრაფიული მოდელები.

ფსიქოლოგიის განვითარების პერიოდში ფროიდმა შეიმუშავა ტოპოგრაფიული მოდელი. ამ


მოდელის თანახმად ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ სამი დონე: ცნობიერი, ქვეცნობიერი და
არაცნობიერი. ფროიდი იყენებდა ამ „ ფსიქიკურ სურათს“ იმისთვის , რომ ეჩვენებინა
ფსიქიკური მოვლენების გაცნობიერების ხარისხი, როგორიც არის აზრები და ფანტაზიები.
ცნობიერი შედგება აღქმისა და განცდებისგან, რომელსაც ჩვენ ვაცნობიერებთ მოცემულ
მომენტში. მაგ: ამ მომენტში ჩვენმა ცნობიერმა შესაძლებელია ჩაირთოს ავტორის აზრი,
რომელმაც ეს ტექსტი დაწერა ან მოხდეს შიმშილის შეგრძნების გაცნობიერება. ფროიდი
აკეთებდა აქცენტს იმაზე, რომ მხოლოდ მცირე ნაწილი არის გაცნობიერებული. ეს არის
აზრები, აღქმა, გრძნობა, მოგონება. ის რაც მოცემულ მომენტში არ გაცნობიერდა ადამიანის
ფსიქიკაში, ის უნდა განვიხილოთ, როგორც შერჩევითი დახარისხება, რომელიც
რეგულირდება გარე სიგნალებით. გარდა მაგისა ის რაც გაცნობიერდა მხოლოდ მცირე
დროით რჩება ცნობიერში, შემდეგ იგი სწრაფად გადაინაცვლებს ქვეცნობიერში ან
არაცნობიერში. ის იმზეა დამოკიდებული თუ რამდენად სწრაფად გადადის ადამიანის
ყურადღება სხვა სიგნალებზე. ცნობიერი იკავებს იმფორმაციის მხოლოდ მცირე ნაწილს,
რომელიც თავის ტვინშია განთავსებული.
ქვეცნობიერი სფერო, რომელსაც ჩვენ ხანდახან ვუწოდებთ „ მეხსიერებისთვის მისაწვდომს“
ჩაირთავს მთელ გამოცდილებას, რომელიც არ ცნობიერდება მოცემულ მომენტში, მაგრამ
შესაძლებელია რომ ადვილად გადავიდეს ცნობიერში: სპონტანურად მოხდეს მისი
გაცნობიერება ან სულ მცირე ძალდატანებით. მაგ: თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ, ის რაც
გააკეთეთ გასულ კვირას. გაიხსენოთ ყველა ქალაქი, სადაც კი გიცხოვრიათ, თქვენი
საყვარელი წიგნები და არგუმენტები, რომელზედაც გუშინ თქვენ მეგობარს ელეპარაკეთ.
ფროიდის შეხედულებით ქვეცნობიერი ეს არის ხიდი ცნობიერსა და არაცნობიერს შორის.
ყველაზე ღრმა და მნიშვნელოვანი სფერო ადამიანისთვის არის არაცნობიერი. არაცნობიერი
წარმოადგენს საცავს პრიმიტიული ინსტიქტების, ემოციებისა და მოგონებებისა. ისინი
იმდენად ემუქრება ცნობიერ ნაწილს, რომ სრულიად განიდევნება არაცნობიერში. ამის
მაგალითია: დავიწყებული ბავშვური ტრამვები, დაფარული მტრული განწყობები
მშობლების მიმართ, დათრგუნული სექსუალური სურვილები, რომელსაც ადამიანი ვერ
აცნობიერებს. ფროიდის მიხედვით ეს გაუცნობიერებული სფერო განსაზღვრავს ჩვენს
ყოველდღიურ ფუნქციონირებას.
ბევრი ფილოსოფოსები დაინტერესებულები იყვნენ ადამიანის ფსიქიკის ამ
გაუცნობიერებული ნაწილის შესწავლით. ფროიდმა მიანიჭა მას ემპირიული სტატუსი და
ჩაუღრმავდა არაცნობიერის კონცეფციას. ფროიდს ღრმად სჯეროდა, რომ ადამიანის ქცევის
მნიშვნელოვანი ასპექტები ფორმირდება და მიემართება იმ იმპულსებითა და აგზნებებით,
რომელიც ჩვენი ცნობიერი სფეროს გარეთ იმყოფება. არა მარტო ის რომ იგი ჩვენთვის
უცნობია, არამედ თუ ეს არაცნობიერი სფერო იწყებს გაცნობიერებას და ღიად ვლინდება
ქცევაში, იგი წააწყდება ინდივიდის შინაგან წინაარმდეგობას. არაცნობიერი განცდები,
განსხვავებით ქვეცნობიერისა, სრულიად გაუცნობიერებულია, მაგრამ ისინი
მნიშვნელოვნად განსაზრვრავენ ადამიანის ქცევას. გარდა ამისა ეს გაუცნობიერებული
ნაწილი შესაძლებელია გამოიხატოს შენიღბულ ან სიმბოლურ მნიშვნელობებში. ისე როგორც
გაუცნობიერებული ინსტიქტური აგზნებები ირიბად პოულობენ დაკმაყოფილების გზას
სიზმრებში, ფანტაზიებში, თამაშსა და მუშაობაში.
ჩვენ იძულებულები გავხდით გვეღიარებინა, რომ არსებობენ ძლიერი სულიერი პროცესები,
ანუ წარმოდგენები, რომლებსაც ისეთივე ძლიერი გავლენა აქვს სულიერ ცხოვრებაზე,
როგორც ამ წარმოდგენებს, თუმცა ისინი რეალურად არ არიან გაცნობიერებულნი. ისინი არ
ცნობიერდებიან იმიტომ, რომ მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს ძალა, რომელის გარეშეც
ისინი ადვილად მიაღწევდნენ ცნობიერ სფეროს. მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებიან ( ანუ
გაცნობიერებამდე) მათ ჩვენ ვეძახით განდევნილს.
ამგვარად არაცნობიერის გაგებისთვის საჭიროა ამ განდევნილი მდგომარეობის შესწავლა.
განდევნას განვიხილავთ, როგორც არაცნობიერის ტიპიურ მაგალითს. აქ შეგვიძლია
დავინახოთ, რომ არსებობს არაცნობიერის ორი ტიპი: ლატენტური, რომელსაც აქვს უნარი
გახდეს ცნობიერ და განდევნილი, რომელსაც არა აქვს იმის უნარი, რომ თავისით გახდეს
ცნობიერი.
ამგვარად ჩვენ მივიღეთ სამი ტერმინი: ცნობიერი, ქვეცნობიერ და არაცნობიერი. ეს არის
ფროიდის ტოპოგრაფიული მოდელი.
20-ანი წლების დასაწყისშო ფროიდმა გადახედა რა თავის ტოპოგრაფიულ მოდელს, მიიღო
გადაწყვეტილება, რომ ეს მოდელი არ იყო საკმარისი და შემოიტანა სტრუქტურული
მოდელი: იდ, მე და ზე-მე.

სტრუქტურული მოდელი

იდ- წარმოიშვა ლათინურიდან და ფროიდის მიხედვით აღნიშნავს პიროვნების პრიმიტიულ


ინსტიქტებსა და თანდაყოლილ ასპექტებს. იდი ფუნქციონირებს სრულიად არაცნობიერში
და პირდაპირ დაკავშირებულია ინსტიქტურ ბოილოგიურ აგზნებებთან. ფროიდის
მიხედვით იდ-ი არის რაღაც გაუგებარი, ბიოლოგიური, ქაოსური, რომელიც არ ემორჩილება
კანონებს და არ ექვემდებარება მოთხოვნებს. იდ-ი ინარჩუნებს პიროვნებისთვის
ცენტრალურ მნიშვნელობას მთელი ცხოვრების განმავლობაში. მიუხრდავად თავისი
პრიმიტიულობისა, იდი თავისუფალია ყოველგვარი შეზღუდვისგან. როგორც ფსიქიკის
ყველაზე ადრეული სტრუქტურა, იგი გამოხატავს ადამიანის ცხოვრების პირველად
პრინციპეპს- მისი საშუალებით ხდება ფსიქიკური ენერგიის განმუხტვა განსაკუთრებით
სექსუალური და აგრესიული ენერგიის. თუ ეს პროცესი ირღვევა და ვერ ხერხდება მათი
განმუხტვა, მაშინ იქმნება დაძაბულობა ფუნქციონირებაში. დაუყოვნებლივმა განმუხტვამ
მიიღო სახელწოდება - დაკმაყოფილების პრინციპი. იდი ექვემდებარება ამ პრინციპს და
თავის თავს აჩენს იმპულსურ, ირაციონალურ და ნარცისულ მანერებში. რადგანაც იდ-ს არა
აქვს მღელვარება და განგაში, ამიტომაც იგი თამამად მიიწევს მიზნის მისაღწევად. ამის გამო
ფროიდი აღნიშნავდა, რომ იდ-ის ასეთი ბუნება შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს
საზოგადოებისა და პიროვნებისთვისო. იდი შეიძლება შევადაროთ ბრმა მეფეს, რომელის
ძალაუფლება და ავტორიტეტი გვაიძულებს, რომ დავემორჩილოთ, მაგრამ იმისთვის რომ
მოხდეს ძალაუფლების რეალიზება, იგი იძულებული ხდება დაეყრდნოს თავის
ქვეშევრდომებს.
ფროიდი განიხილავდა იდს, როგორც ორგანიზმში სომატურ და ფსიქიკურ პროცესებს შორის
შუამავალს. იგი წერდა, რომ იდი უშუალო კავშირშია სომატურ პროცესებთან, რომელიც
ინსტიქტურ მოთხოვნებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ თუ
რომელ სუბსტრატში მიმდინარეობს ეს პროცესები. იდი ქმნის რეზერვუარს ყველა
ფსიქიკური პრიმიტიული ინსტიქტებისთვის და მიმართავს თავის ენერგიას იმ პროცესებზე,
რომელიც სხეულიდან მოდის.
ფროიდმა აღწერა ორი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც იდი აღწევს თავს დაძაბულობას:
რეფლექტორული მოქმედება და პირველადი პროცესები. პირველ შემთხვევაში იდი
პასუხობს ავტომატურად აგზნების სიგნალებზე და ამ გზით ხსნის დაძაბულობას, რომელიც
გაღიზიანებით არის გამოწვეული. მაგალითად: ხველა ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანების
დროს ან ცრემლდენა თვალში რაიმეს ჩავარდნის შემთხვევაში. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს
რეფლექტორული მოქმედებები ყოველთვის ვერ ახერხებენ გაღიზიანებისა და დაძაბულობის
შემცირებას. არცერთი რეფლექტორული მოქმედება ვერ მისცემს ბავშს საშუალებას აიღოს
საკვები, როცა მას შია. როდესაც რეფლექტორულ მოქმედებებს არ შეუძლიათ შეამცირონ ან
მოხსნან დაძაბულობა, მაშინ ამ ქმედებაში ჩაირთვება იდი-ს მეორე ფუნქცია- რომელსაც
ჰქვია წარმოდგენის პირველადი პროცესები. იდი ქმნის ობიექტის ფსიქიკურ სურათს, ეს
ობიექტი დაკავშირებულია პირველად ძირითად მოთხოვნებთან. მაგალით: ბავშვს
რომელსაც შია, მას თვალწინ დაუდგება დედის მკერდი ან რძით სავსე ბოთლი. სხვა
მაგალითებია: პირველადი პროცესები თავს იჩენს სიზმრებში, ჰალუცინზციებში ან
ფსიქოზებში.
პირველადი პროცესები: ადამიანის წარმოსახვის არალოგიკური, ირაციონალური და
ფანტაზირებული ფორმაა, რომელსაც არა აქვს უნარი ჩაახშოს ინპულსი და განასხვავოს
რეალური და არარეალური, მე და არა-მე. პირველადი პროცესებთან დაკავშირებული
ქმედებები იმით არის ტრაგიკული, რომ ინდივიდი ვერ ახერხებს განასხვავოს აქტუალური
ობიერტი, რომელსაც აქვს მისი დაკმაყოფილების უნარი, წარმოსახვითი ობიექტისგან. ასეთი
სახით შერევას ხშირად აქვს სასიკვდილო გამისავალი, როდესაც არ არის
დაკმაყოფილებისთვის გარეთა საშუალებები. ამიტომაც ფროიდი ამბობდა. რომ
ახალდაბადედული ბავშვისთვის გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს უარი თქვას
პირველადი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. პატარა ბავშვები ითავისებენ იმას, რომ
გარდა თავიანთი მოთხოვნებისა და სურვილებისა, არსებობს კიდევ გარე სამყარო. ამის
აღმოჩენისა და მიხვედრის შემდეგ ჩნდება და ფორმირდება პიროვნების სტრუქტურის
მეორე შემადგენელი ნაწილი -მე.
მე - (EGO)- ფსიქიკური აპარატის კომპონენტი, რომელიც თავისთავზე იღებს
გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობას. იგი ცდილობს გამოხატოს და
დააკმაყოფილოს იდის სურვილი გარკვეული მოთხოვნილებების შესაბამისად, რომელიც
გარე რეალობიდან მოდის. მე -(ეგო) იღებს ენერგიას იდისგან და მას იყენებს თავისი
სურვილების მისაღწევად, რომელიც ასევე უკავშირდება სოციალურ სამყაროს. ამგვარად ეგო
თავისთავზე იღებს ორგანიზმის თვითგადარჩემისა და უსაფრთხოების ფუნქციას.
თვითგადარჩენისათვის ბრძოლაში, როგორც გარე სოციალური სამყაროს წინააღმდეგ და
ასევე იდის ინსტიქტური სურვილების დაკმაყოფილებისათვის, ეგომ გამუდმებით უნდა
მოახდინოს დიფერენციაცია როგორც ფსიქიკურ კონტექსტში და ასევე რეალურ მოვლენებს
შორის. მაგ: მშიერმა ადამიანმა უნდა შეძლოს განსხვავება წარმოდგენილი საკვების და
რეალურად არსებულ საკვებს შორის, თუ მას სურს რომ მოიხსნას დაძაბულობა. ანუ
ადამიანმა მანამდე უნდა დაისწავლოს როდის მიიღოს და გამოიყენოს საკვები, სანამ ეს
დაძაბულობა შემცირდება. ეს მიზანი მიიღწევა განსაზღვრული მოქმედებების ხარჯზე,
რომელიც საშუალებას აძლებს იდს გამოხატოს თავისი ინსტიქტური სურვილები
შესაბამისად სოციალური გარემოსა და ეთიკის ნორმების ფარგლებში- ხელოვნება
ყოველთვის არ არის მიღწევადი. ეს მიზანი აიძულებს ადამიანს, რომ ისწავლოს, იფიქროს,
განსაჯოს, მიიღეს და გადაწყვიტოს. შესაბამისად ეგო იყერნებს კოგნიტურ და პერცეპციულ
სტრატეგიებს თავისი მიზნებისთვის დაიკმაყოფილოს სურვილები და ასევე დააკმაყოფილოს
იდის მოთხოვნები.
განსხვავებით იდისა, რომლის ბუნებაშიც დევს ინსტიქტების დაკმაყოფილება, ეგო
ექვემდებარება რეალობის პრინციპებს. მისი მიზანია- შეინარჩუნოს ორგანიზმის მთლიანობა
იდის სურვილების დაუკმაყოფილებამდე მანამდე, სანამ იქნება შესაძლებელი მოინახოს
შესაბამისი გარემო გარე სამყაროში იდის სურვილების გამნმუხტვისთვის. რეალობის
პრინციპი ინდივიდს აძლევს საშუალებას შეაფერხოს, და გადაამისამართოს იდის უხეში
მოთხოვნები სოციალური ჩარჩოების ფარგლებში სინდისის განცდის გავლით. მაგ:
სექსუალური მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სანამ არ იქნება შესაბამისი გარემო და
ობიექტი. ასე რომ, როცა ობიექტი და გარემო პირობები იდეალურია, ქმედებას მართავს
სიამოვნების პრინციპი. რეალობის პრინციპს ჩვენში შემოაქვს შეგნებული მოქმედების
მოთხოვნა. ეგო, განსხვავებით იდისა, განასხვავებს ერთმანეთისგან რეალობას და ფანტაზიას,
ინარჩუნებს საკმარის დაძაბულობას და იცვლება ახალი გამოცდილების შესაბამისად და
იღებს მონაწილეობას რაციონალურ შემოქმედებით საქმიანობაში. ლოგიკური აზროვნების
ფარგლებში, რომელსაც ფროიდი უწოდებდა მეორად პროცესებს, ეგოს აქვს უნარი მიმართოს
რაიმე ქმედება საჭირო მიმართულებით, რათა ინსტიქტური მოთხოვნები იყვნენ
დაკმაყოფილებული უსაფრთხოდ ინდივიდისათვისა და გარე სამყაროსთვის. ამგვარად, ეგო
წარმოადგენს „შემსრულებელ ორგანოს“ პიროვნებისთვის, ასევე ინტელექტუალური
პროცესებისა და პრობლემების გადასაჭრელად. შემდგომში, როგორც იყო დადასტურებული,
მთავარი მიზანი ფსიქოანალიზისათვის იყო ის, რომ მომხდარიყო ეგოს ენერგიის
გარკვეული რაოდემობის განთავისუფლება, რათა საშუალება მისცემოდა მას პრობლემის
გადასაჭრელად ფსიქიკის უფრო მაღალ ფუნქციონირებად დონეზე.

ზე-მე. (super-ego)

იმისთვის, რომ ადამიანი ნორმალურად ფუნქციონირებდეს საზოგადოებაში, მას უნდა


ჰქონდეს ფასეულობების, ნორმებისა და ეთიკისა სისტემა. რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს
შესაბამისი იმ გარემოსთან, რათა ეს პიროვნება მიღებული იყოს ამ საზოგადოებაში. ეს
ყველაფერი თავს იყრის სოციალიზაციაში. ფსიქოანალიტიკური შეხედულების თანახმად
უნდა მოხდეს ზე-მეს ფორმირება.
ზე-მე- ეს არის საბოლოო კომპონენტი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში, რომელიც
წარმოადგენს საზოგადოების ნორმებისა და ქცევის სტანდარტის ინტერნალიზირებულ
ვერსიას. ფროიდის მიხედვით ადამიანი არ იბადება ზე-მე-თი. მისი ფორმირება ხდება
ბავშვობაში მშობლებთან ურთიერთობის დროს, მასწავლებლებლებთან და სხვა
პიროვნებებთან კავშიროს საშუალებით. პიროვნებას, რომელსაც აქვს მორალურ-ეთიკური
დონე მაღალი, ზე-მე წარმოადგენს შემდგომში ბავშვებისთვის დამოკიდებულების
გაგრძელებას მშობლების მიმართ. ფორმალურად ზე-მე-ს ფორმირება იწყება მაშინ, როცა
ბავშვი იწყებს განსხვავებას რა არის სწორი და რა არასწორი. გაიგებს რა არის კარგი და ცუდი.
( ეს ხდება დაახლოვებით 3-დან 5წლამდე).
თავდაპირველად ზე-მე აირეკლავს მხოლოდ მშობლების მოლოდინს, რომელიც
დაკავშირებულია იმასთან თუ რა არის კარგი და ცუდი ქცევა. ბავშვის ყოველი ქცევა,
რომელიც მიმართულია იმისკენ რომ დაემორჩილოს ამ მოთხოვნებს, გულისხმობს თავიდან
აირიდოს კონფლიქტი და გაექცეს დასჯას. იმის და მიხედვით თუ როგორ ხდება ბავშვის
სოციალური გარემოს გაფართოვება ( ბაღი, სკოლა, სხვადასხვა წრეები), შესაბამისად ხდება
ზე-მე-ს გაფართოვება იმ საზრვრებამდე, სადამდეც ეს ახალი გარემოებები ყოველგვარ ქცევას
მიიჩნევენ ნორმად.
ჩვენ შეგვიძლია ასევე ზე-მე განვიხილით, როგორც სოციუმის ინდივიდუალიზირებული
არეკვლა, თუმცა შესაძლებელია, რომ ბავშვის მიერ რეალური ფასეულობების აღქმა იყოს
დამახინჯებული.
ფროიდი ზე-მე-ს ყოფდა ორ ნაწილად: სინდისად და ეგო-იდეალად. სინდისის
ჩამოყალიბება ხდება მშობლების დასჯის შედეგად. იგი დაკავშირებულია იმ ქცევებთან,
რომელსაც მშობლები ეძახიან „ დაუჯერებელ საქციელს“ და რის გამოც ბავშვი ღებულობს
განაჩენს. სინდისი ასევე დაირთავს კრიტიკულ თვითშეფასებას, მორალური აკრძალვებისა
და დანაშაულის განცდის საფუძველზე, როცა მან ის არ გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა.
წამახალისებელი ასპექტი კი არის ეგო-იდიალი. იგი ფორმირდება მაშინ, როდესაც მშობლები
ახდენენ რაღაცეების გადაფასებას.ამას მიყავს პიროვნება იმისკენ, რომ იგი თავისთავს
უყენებს მაღალ სტანდარტებს. და თუ მიზანი მიღწეულია, მაშინ იგი იწვევს
თვითპატივისცემისა და სიამაყის განცდას. მაგ: ბავშვს, რომელსაც აქებენ სკოლაში თავისი
წარმატების გამო, იგი ყოველთვის იამაყებს თავის მიღწევებით.
ზე-მე მაშინ არის ბოლომდე ფორმირებული, როდესაც მშობლების კონტროლი ჩაინაცვლება
თვითკონტროლოთ. ერთი მხრივ თვითკონტროლი არ ემსახურება რეალობის პრინციპის
მიზანს. ზე-მე, რომელიც სრულიად იბრძვის შეაკავოს იდისგან წამოსული იმპულსები,
ადამიანს უბიძგებს აბსოლიტურ სრულყოფილებისკენ ფიქრებში, სიტყვებსა და ქცევებში.
მოკლეთ რომ ვთქვათ, იგი ცდილობს დაარწმუნოს ეგო იდეალისტური იდეების
უპირატესობაში რეალისტურთან შედარებით.

სიცოცხლისა და სიკვდილის არსი

შესაძლებელია, რომ ინსტიქტების რაღაც რაოდენობა არ იყოს შემოსაზღვრული. ფროიდი


აღიარებდა ორ ძირითად ჯგუფს: სიცოცხლისა და სიკვდილის ინსტიქტს. პირველი ჯგუფი
( სახელწოდებით -ეროსი) ჩაირთავს ყველა იმ ძალას, რომელიც ემსახურება სიცოცხლისთვის
აუცილებელ პროცესებს და გამრავლების უზრუნველყობას. ფროიდი თვლიდა, რომ ეს იყო
სექსუალური ინსტიქტები, რომლის სახელწოდებაა ლიბიდო ან ენერგია- ლიბიდო. ეს
ტერმინი გამოიყენება საერთოდ სასიცოცხო ინსტიქტების აღსანიშნავად. ლიბიდო ეს არის
ფსიქიკური ენერგიის რაოდენობა, რომელიც განმუხტვას პოულობს სექსუალურ
ურთიერთობებში.
ფროიდი თვლიდა, რომ არსებობს არ მარტო ერთი სექსუალური ინსტიქტი, არამერდ
რამოდენიმე. თითოეული მათგანი დაკავშირებულია სხეულის განსაზღვრულ ნაწილთან,
რომელსაც უწოდებდა ეროგენულ ზონებს. თვით სხეული კი წარმოადგენს ერთ მთლიან
ეროგენულ ზონას. მაგრამ ფსიქოანალიტიკური თეორია გამოყოფს შემდეგ ეროგენულ
ზონებს: პირი, ანუსი, სასქესო ორგანოები. ფროიდი თვლიდა, რომ ეს ეროგენული ზონები
წარმოადგენენ დაძაბულობის წყაროს და ამ ზონების მანიპულაციას მივყავართ ამ
დაძაბულობის შემცირებამდე, რაც იწვევს სასიამოვნო განცდას. მაგ: კბენა ან წოვა- იწვევს
ორალურ დაკმაყოფილებას, დეფეკაცია იწვევს ანალურ სიამოვნებას, მასტურბაცია კი
გენიტალურ სიამოვნებას.
მეორე ჯგუფი ეს არის სიკვდილის ინსტიქტი- ( სახელწოდებით ტანატოსი). იგი თავს იჩენს
სისასტიკეში, აგრესიაში, თვითმკვლელობასა და მკვლელობაში. განსხვავებით ლიბიდოსი,
როგორც სასიცოცხლო ინსტიქტების ენერგიისა, მას არ მიუღია განსაკუთრებული
სახელწოდება. ფროიდი თვლიდა, რომ სიკვდილის ინსტიქტი ბიოლოგიური
მნიშვნელობისაა და იგი ისვე აუცილებელია, როგორც სიცოცხლის ინსტიქტი, ადამიანის
ქმედებეის რეგულაციისთვის. ფროიდი იზიარებდა შოპენჰაუერის აზრს, რომ „სიცოცხლის
მიზანი არის სიკვდილი“. იგი მიიჩნევდა, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი კომპულსიურად
მიისწრაფვის დაბრუნდნენ იმ განუსაზღვრელ მდგომარეობაში, საიდანაც გამოვიდნენ.
თანამედროვე ფსიქოანალიტიკოსები არ იზიარებენ ფროიდის ამ აზრს. ასე რომ ეს საკითხი
კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
რას წარმოადგენს ინსტიქტი.
ყველა ინსტიქტს აქვს ოთხი მახასიათებელი: წყარო, მიზანი, ობიექტი და სტიმული.
წყარო: ეს არის ორგანიზმის მდგომარეობა ან მოთხოვნა, რაც იწვევს ამ მდგომარეობას.
ინსტიქტების წყაროს შეისწავლის ნეიროფიზიოლოგია ( მაგ: შიმშილი, წყურვილი).
ინსტიქტის წყარო ყოველთვის შედგება იმისგან, რომ მოახდინოს აგზნების განტვირთვა და
რედუქცია, რომელიც რაღაც მოთხოვნით არის გამოწვეული.
ობიექტი: იგი აღნიშნავს ნებისმიერ ადამიანს, საგანს გარემომცველ სამყაროში ან რაღაცას
ორგანიზმის შიგნით, რომელიც უზრუნველყოფს დაკმაყოფილებას ანუ ინსტიქტის მიზანს.
მოქმედება, რომელიც მიმართულია ინსტიქტის დაკმაყოფილებისათვის, არ არის
აუცილებელი, რომ იყოს ერთიდა იგივე. ფაქტიურად ობიექტს აქვს უნარი შეიცვალოს
მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ობიექტს აქვს იმის უნარი, რომ ინსტიქტური ენერგიის
განმუხტვა გადადოს გარკვეული დროით.
ფსიქოანალიტიკური თეორიაში ნებისმიერი მოქმედება შეიძლება განხილული იყოს შემდეგი
ტერმინებით: 1. ენერგია, რომელიც მიმართულია ობიქტის მიმართ ( კატექსისი) 2.
წინააღმდეგობა , რომელიც მიმართულია ინსტიქტის დაკმაყოფილების საწინააღმდეგო
(ანტიკატექსისი). კატექსისის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ემოციური მიჯაჭულობა
სხვა ადამიანის მიმართ ( ანუ ეს არის ენერგიის გადატანა ობიექტზე). გატაცება ვინმეს
შეხედულებებითა და იდეებით.
ანტიკატექსისი წარმოიშობა გარეთა ან შიგნითა ბარიერებში, რომელიც ეწინააღმდეგება
ინსტიქტური მოთხოვბენის შემცირებას. აქედან გამომდინარე ურთიერთობა ინსტიქტის
გამოხატულებისა და მის შეფერხებას შორის, კატექსისა და ანტიკატექსის შორის,
წარმოადგენს მთავარ საბრძოლო ველს ფსიქოანალიტიკური მოტივაციისათვის.
სტიმული- ეს არის რაღაც რაოდენობის ენერგია, ძალა ან წნევა, რომელიც საჭიროა
ინსტიქტის დაკმაყოფილებისათვის. მისი შეფასება შესაძლებელია მოხდეს იმ
წინააღმდეგობებზე დაკვირვების შედეგად, რომელიც ადამიანს ხვდება მიზნის მიღწევის
პროცესში.
იმისთვის რომ ნათელი იყოს ჩვენთვის ინსტიქტური ენერგიის დინამიკა და მისი
გამოხატულება ობიექტთან მიმართებაში, უნდა განვიხილოთ „შერეული აქტიურობის“ არსი.
ამ კონცეფციის თანახმად ენერგიის განთავისუფლება და დაძაბულობის შესუსტება ხდება
მოქმედებების შენაცვლების შედეგად. შერეულ აქტივობას მაშინ აქვს ადგილი. როდესაც,
ინსტიქტის დაკმაყოფილებისთვის ობიექტის არჩევა ვერ ხერხდება. ასეთი შემთხვევის დროს,
ინსტიქტი თავის ენერგიას მიმართავს სხვა ობიექტზე. მაგ: თქვენმა უფროსმა გაცნობათ, რომ
უნდა გარკვეული სამუშაო გაქვთ შესასრულებელი, რომლის არ გაკეთების შემთვევაში,
შეგექმნებათ პრობლემები. თქვენ მოდიხართ სახლში და უყვირით თქვენს მეუღლეს.რა
მოხდა? თქვენ თქვენი ბრაზი გამოხატეთ იმ ობიექტზე, რომელსაც არანაირი კავშირი არ
ჰქონდა თქვენს მდგომარეობასთან. თქვენ თქვენი ენერგი გამოხატეთ არაპირდაპირი გზით.
ფროიდი ამბობდა, რომ ერთმანეთთან შერევა ხდება ორი პირველადი ინსტიქტების. ეს არის
აგრესიული და სექსუალური ინსტიქტები. თანამედროვე ცივილიზაცია წარმოადგენს
სექსუალური და აგრესიული ინსტიქტების ენერგიის შერევის შედეგს. გარდა მაგისა ეს
დუალისტური თეორია- ლიბოდიზური და აგრესიული სწრაფვა- აგრძელებს არსებობას.
ითვლება, რომ სექსუალურობა და აგრესიულობა მჭიდრო კავშირში იმყოფებიან ბავშვის
განვითერების ყველა სტადიაზე. ერთიც და მეორეც განიხილება , როგორც კონფლიქტების
წყარო. ამიტომაც იმისთვის, რომ არ მოხდეს მათი გამოხატვა და გაცნობიერება, ამიტომ
ისინი იყენებენ დაცვებს. ჩახშობილი და განდევნილი აგრესია შესაძლებელია განვითარების
ყველა ეტაპზე სექსუალური დაკმაყოფილების ხელისშემშლელი გახდეს. ბავშვის
განვითარების ადრეულ სტადიაზე აგრესიის გამოხატვის პრობლება, ვლინდება ბავშვის
მოუსვენარ მდგომარეობაში ყოფნით. მაგ: საკვები არაცნობიერად შესაძლებელია
გაიგივებული იყოს დედასთან, ამიტომას საკვების მიღება გულისხმობს დედის გადაყლაპვას,
არამყარ ემოციურ კავშირს, ცნობისმოყვარეობის და ინტელაქტუალური გამოვლინებების
შეკავებას. თუმცა ასე რომ ვთქვათ, ასეთი მდგომარეობის „მეორე ბოლოში“ ვლინდება
ძალიან დიდი აგრესია, რომელიც უმართევი დესტრუქციების საფუძველს წარმოადგენს.
დუალისტური თეორიის თანახმად, ეს მოვლენები შესაძლებელია წარმოიქმნას მაშინ,
როდესაც აგრესიული აგზნებები რაღაცა მიზეზების გამო არ შეესაბამება ან არ უკავშირდება
სიყვარულს- სექსუალურობას თავისი სრული მნიშვნელობის გაგებით. ეს შეიძლება მოხდეს,
რადგანაც ლიბიდური მიჯაჭულობის განვითარებას ეწინააღმდეგება ადრეული
განვითარების პერიოდში ობიექტის დაკარგვა ან ბავშვზე ძალადობა.
დღესდღეობით ბევრი საკითხები არის გადასაჭრელი ფსიქოანალიტიკურ შეხედულებებში,
მაგრამ სასარგებლი იქნება, თუ ჩვენ იდ-ს განვიხილავთ იმ კუთხით, რომ იგი არის
მოტივაციის სისტემა, რომელიც ჩაირთავს იმპერატიული ხასიათის პროცესებს, რომელთა
ფუნქციაა სიამოვნების მიღების ძიებაში გააქტიუროს ადამიანის ფსიქიკა.
ლოვალდი თვლიდა, რომ იდი ეს არის სტრუქტურა, რომელიც დაკავშირებულია
რეალობასთან და ობიექტებთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ინსტიქტური სწრაფვები
ორგანიზირებულია იბიექტებთან ურთიერთობებში და ეს ურთიერთობები ქმნიას გარე
რეალობას. ფსიქიკური რეპრეზენტაციის დროს ორგანიზმის გამაღიზიანებელს წარმოადგენს
სწრაფვა, როგორც ფსიქიკური ძალა, რომელსაც შესაძლებელია დავარქვათ მოტივაზიის
ყველაზე უბრალო ელემენტი. ამ გაგების თანახმად იდი და სწრაფვა განაპირობებენ ფსიქიკის
ორგანიზაციას.
მოგვიანებით ფროიდმა მუშაობის პერიოდში აღიარა, რომ სექსუალური განვითარება
ჩაირთავს გაცილებით მეტს. მას კარგად ესმოდა, რომ მასში უნდა გავითვალისწინოთ
არამარტო ეროგენული ზონები და მასთან დაკავშირებული სურვილები და ფანტაზიები,
არამედ ასევე ბავშვის განვითარების პროცესში ამ ბავშვის ურთიერთობა ობიექტთან. ამ
განვითარების გზაზე ბავშვს ხვდება წინააღმდეგობები და აკრძალვები სწრაფვებისა და
სურვილების ასრულებისთვი. აქ კი მნიშვნელობა აქვს, რამდენად შეძლებს იგი თავი
გაართვას საკუთარ სექსუალურ და აგრესიულ იმპულსებს და მიიღოს გონივრული
გადაწყვეტილება.
ფსიქოსექსუალური თეორია თანდათანობით ვითარდებოდა და სახეს იცვლიდა. თუ
ადრინდელ თეორიებში აღწერილი იყო ცალკეული სტადიები, ეხლა ეს სტადიები -
ორალური, ანალური, ფალიური, გენიტალური- გარკვეულ დონეზე მუშაობენ ბავშვის
დაბადების თანავე და აღწევენ განვითარების ბოლო სტადიას. ერთი ორგანიზასის
დომინირება მეორეზე დაკავშირებულია მომწიფების პროცესებთან. მაგრამ სანამ მოხდება
ერთი რომელიმე ორგანიზაციის დაძლევა, შესაძლებელია თავი იჩინოს რომელიმე სხვა
ორგანიზაციის მახასიათებელმა. ყოველი სტადია მუდმივად ერევა მომდევნოს და მასთან
გადაიკვეთება. აქედან გამომდინარე ერთდროულად შეიძლება იყოს სიამოვნების მიღების
ახალ საშუალებებთან ძველი საშუალებებიც, რომლებიც კიდევ აგრძელებენ არსებობას.
მიუხედავად იმისა, რომ ფროიდის დუალისტურმა თეორიამ კრიტიკის ქარ-ცეცხლი
გადაიარა, დღემდე იგი მაინც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას, განსაკუთრებით
ინსტიქტური სწრაფვების (იდი) სტრუქტურულ მოდელთან შესაბამისობაში.

You might also like