You are on page 1of 2

Სახელი, გვარი: ანა ჯაჯიევი

Სკოლა: რუსთავის N5 საჯარო სკოლა

Კლასი: მე-11

Ქალაქი: რუსთავი

Ტელ. Ნომერი: 555 63 70 13

Ბულინგი, როგორც გლობალური პრობლემა

Ტერმინი “ბულინგი” ინგლისური სიტყვაა და ქართულად დამცირებას, აბუჩად


აგდებას ნიშნავს. Სამწუხაროდ ეს ტერმინი 21-ე საუკუნეში საკმაოდ პოპულარულია,
რადგან შესაბამისად ხშირია ამის ამსახველი ფაქტები. Მეტიც, ბულინგის რამოდენიმე
სახესაც გამოყოფენ და ესენია: ვერბალური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და კიბერ
ბულინგი. Ასევე ეს შიძლება მოხდეს სკოლაში, დასაქმების სფეროში და ა.შ.
Თითოეულმა მათგანმა შეიძლება მსხვერპლს მძიმე მენტალური ტრამვა მიაყენოს,
მაგრამ ადამიანს ვინც სხვებს აყენებს ზიანს და მათზე ზეგავლენის, კონტროლის
მოპოვებას ცდილობს, ასევე არაა ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი.

Პატარა ასაკში, ფილმების ყურებისას ხშირად ვაწყდებოდი ბულინგის მომენტებს და


ვფიქრობდი: “რა კარგია, რომ მსგავსი რამ ჩემს გარემოცვაში არ ხდება”. Მაგრამ ახლა
უკვე ვიაზრებ, რომ ეს აქტუალური პრობლემაა არა მარტო საქართველოში, არამედ
მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით სასწავლო დაწესებულებებში.

Განსაკუთრებით ყურადღება მინდა გავამახვილო ფსიქოლოგიურ და კიბერ


ბულინგზე, რადგან ისინი განსაკუთრებით ხშირია დღესდღეობით... პირველი
მათგანი არის, როდესაც ადამიანი და გარკვეული ჯგუფი დაცინის ან შეურაცხყოფას
აყენებს სხვა ადამიანს. Იმ ადამიანისთვის ეს შეიძლება ისეთი საზიანო აღმოჩნდეს,
რომ სერიოზული მენტალური პრობლემები შეექმნას. Მაგალითად, დაცინვის მიზეზი
შეიძლება გახდეს განსხვავებული გარეგნობა, სხვა რასის წარმომადგენლობა,
სოციალური მდგომარეობა და ელემენტარული _ სათვალის ტარებაც კი... Კიბერ
ბულინგიც მისი მსგავსია, მაგრამ სოციალური ქსელების ზეგავლენით. Ასეთ ხალხს
კარგად გამოსდით ადამიანთა დამცირება კლავიატურით, ეკრანების მიღმა.
Მგალითად შემიძლია მოვიყვანო, ერთ-ერთი სამხრეთ კორეელი მომღერალი გოგონა,
რომელმაც ნეგატიური კომენტარების გამო სიცოცხლე სუიციდით დაამთავრა; ბევრი
კი, ჩუმად იტანჯება ასე. 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიების აღმავლობის ხანაში კი, ეს
საკმაოდ მარტივია.

Ასევე მინდა ვისაუბრო მსხვერპლებზე და დამნაშავეებზე. Მინდა ავღნიშნო, რომ


ბულინგის მსხვერპლი ადამიანები ხშირად ვერ იმსახურებენ საზოგადოების
თანაგრძნობას და საკუთარ თავში იკეტებიან, რაც შეიძლება დროთა განმავლობაში
უფრო და უფრო გართულდეს. Ბულინგის ჩამდენი ადამიანები კი, განა სულ ასეთები
იყვნენ? Მათაც ხშირად სერიოზული ტრამვები აქვთ ქვეცნობიერში დალექილი და
ამას შემდგომ ავლენენ.

Ბულინგთან დაკავშირებით ძალიან მწარედ მახსენდება მიხეილ ჯავახიშვილის


“ჩანჩურა”. Ამ მოთხრობაში ბევრი რამ იკვეთება, მაგრამ ჩემი აზრით, ბრბოს მიერ
პატარა, უსუსური, მუნჯი ადამიანის ბოლო დონემდე დამცირება და მიწასთან
გასწორება კარგად ჩანს. Მოთხრობის მთავარი პერსონაჟი ჩანჩურაა, რომელიც
როგორც უკვე ვახსენე უსახლკარო მუნჯი იყო, რომლის თავშესაფარი ბაზარი იყო,
სადაც ყასაბების დამცირების მსხვერპლი ხდებოდა. Მისი გამოყენებით ისინი
ერთობოდნენ. Ნაწარმოების ბოლოს კი ჩანჩურა კვდება კიდეც...

Მსურს ასევე გაგახსენოთ რ. ჯ. პალაციოს წიგნი (ასევე ფილმიც) “საოცრება”. Ეს წიგნი


მოგვითხრობს პატარა ბიჭზე, ავგუსტზე რომელსაც ყბა-სახის დიზოსტოზი აქვს და ამ
ე.წ. გარეგნული ნაკლის გამო ხშირადაა ბულინგის მსხვერპლი სკოლაში,
საზოგადოებაში, ყველგან, გარდა სახლისა... ამიტომ, ის მუდმივად კოსმონავტის
ჩაფხუტს ატარებს, ხოლო მისი საყვარელი დღესასწაული ჰელოუინია, რადგან
ყველაზე მეტად მაშინ გრძნობს თავს საზოგადოების სრულყოფილ წევრად. Მას
ხშირად ხვდება წერილები სკოლაში: “გაეთრიე ჩვენი სკოლიდამ, მონსტრო!” და სხვ.
Თუმცა, მე ამ პერსონაჟის ის მომწონს, რომ საყვარელი ადამიანების დახმარებით იგი
უმკლავდება ამ პრობლემას, იყვარებს საკუთარ თავს და თითქოს თავიდან სწავლობს
ცხოვრებას. ავგუსტი ახერხებს, სტერეოტიპები დაამსხვრიოს და სხვებს იმის
გაანალიზებაში დაეხმაროს, თუ რა არის მათი ჩაგვრის საფუძველი, რას
იკმაყოფილებენ სხვისი დაცინვით და რამხელა შიში და გარიყულობა დგას მათი
ქმედებების უკან.

Მაშასადამე, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბულინგის ერთ-ერთი საწყისი მიზეზი


არის სიყვარულის ნაკლებობა ადამიანებში, საზოგადოებაში... ბულინგი ეს არის
გლობალური პრობლემა და კაცობრიობა ერთად უნდა ებრძოლოს მას. Ადამიანი
უნდა მივიღოთ ისეთი როგორიც არის, სრულყოფილი თუ არასრულყოფილი...
Როგორც ერთ-ერთ იაპონელმა მწერალმა, ჰარუკი მურაკამიმ თქვა “სრულყოფილების
რაღაც სახის მიღწევა მხოლოდ უსაზღვრო არასრულყოფილების მეშვეობით
შეიძლება”.

You might also like