You are on page 1of 2

არა ბულინგს!

ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი სკოლას, სკოლაში


შეძენილ მეგობრებსა და მათ გარემოცვაში გატარებულ საუკეთესო მომენტებს
უკავშირდება, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე სწავლასთან ერთად იძლევა საშუალებას
განვვითარდეთ და ვიქცეთ პიროვნებებად.

თუმცა, სამწუხაროდ, ისეც ხდება რომ ,გარკვეულ შემთხვევაში, ეს საუკეთესო


მომენტები მოზარდის ცნობიერებაში ყველაზე დამთრგუნველ მოგონებად რჩება.
ჩნდება კითხვა, რატომ ხდება ეს? რა არის ამის მიზეზი?

21-ე საუკუნე მეტად სერიოზულმა გლობალურმა პრობლემამ მოიცვა, რასაც ბულინგი


ჰქვია. დღესდღეობით, ყველაზე მეტად იგი სკოლებშია გავრცელებული. ბულინგი ეს
არის რეგულარული ხასიათის მქონე მიზანმიმართული, სასტიკი ფიზიკური,
ფსიქოლოგიური მოპყრობა/ ჩაგვრა. მჩაგვრელი შეიძლება იყოს ინდივიდი, ან ბავშვების
მთელი ჯგუფი. ბულინგის შემთხვევებს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ყოველ ფეხის
ნაბიჯზე გადავაწყდეთ: ნებისმიერ ქვეყანაში, კულტურაში, სოციუმსა თუ გარემოში.
თუმცა როგორც აღვნიშნეთ, ხშირად სკოლა ზუსტად ის ადგილია, სადაც
ბულინგისთვის ყველაზე ხელსაყრელი სიტუაციები იქმნება. არსებობს პირდაპირი და
ფარული ბულინგი. თუ ბავშვს ღიად აყენებენ შეურაცხყოფას, დასცინიან, ურტყამენ ეს
პირდაპირი ბულინგია. თუ აგრესია ღიად არ არის გამოხატული, მაგრამ ბავშვს პასუხს
არავინ სცემს, არ ესალმებიან, თამაშში ჩართვის უფლებას არ აძლევენ ეს ფარული
ბულინგია. ეს ქმედება ერთჯერადი აქტი არ არის, მას რეგულარული ხასიათი აქვს.

ჩვენთან ამ საკითხთან დაკავშირებით ხმამაღლა თითქმის არ საუბრობენ, ხშირად


უფროსი ასაკის ადამიანები მას სხვა სახელს, ბავშვურ ცელქობას არქმევენ. თუმცა
თანდათან შეინიშნება ამ სტერეოტიპის დარღვევის მცდელობები, ასეთ მცდელობად
შეგვიძლია დავასახელოთ გადაცემა „ჩატის“ მიერ მიძღვნილი თემა ბულინგზე, სადაც
თავად სასკოლო ბულინგის მსხვერპლი ახალგაზრდა იხსენებს თუ როგორ
ძალადობდნენ მასზე ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც, ჯერ კიდევ მაშინ როცა 6
წლის იყო და მას ამის გამო უწევდა რამდენჯერმე სკოლის გამოცვლა.
ძალადობის მსხვერპლი ნებისმიერი ბავშვი შეიძლება ნებისმიერი ნიშნით გახდეს,
იქნება ეს ზედმეტი წონა თუ ცხოვრების განსხვავებული სტილი. რა ემართება ამ დროს
მსხვერპლს? იგი საკუთარ თავში იკეტება, მუდამ დათრგუნულია და ფიზიკურ
ტრამვასთან ერთად იღებს ფსიქოლოგიურ ტრამვასაც რაც სამომავლოდ მის ცხოვრებაში
აუცილებლად იჩენს თავს. ძალადობის მსხვერპლი ისეთი აღარ იქნება როგორიც
ძალადობამდე იყო. სამწუხაროა მაგრამ ზრდასრულ ასაკში შესაძლებელია თავად
მოგვევლინოს მოძალადედ ან შედეგი ფატალობამდე მივიდეს და სუიციდი სცადოს.
ამიტომ აუცილებლად საჭიროებს დახმარებას, ეს დახმარება კი თავდაპირველად
პრობლემის აღიარებაში მდგომარეობს, აუცილებელი გათავისება და ხმამაღლა საუბარი
ოჯახის წევრების მხრიდან შემდეგ კი რეაგირება. მეორე მხრივ დახმარება სჭირდება
თავად მოძალადესაც, მშობელმა მას უნდა მოუსმინოს, დაელაპარაკოს, ურჩიოს რა არის
სწორი და რა არასწორი. ნებისმიერი უფროსი, რომელიც ბულინგის შემსწრეა და მასზე
არ რეაგირებს ზუსტად ისეთივე დამნაშავეა როგორც მჩაგვრელი. აუცილებელია რომ
თითოეულმა მშობელმა გააცნობიეროს ეს პასუხისმგებლობა რათა ეს ქცევა აღარ იყოს
ნორმალიზებული არც მათთვის და არც ბავშვებისთვის. ხმის ამაღლება აუცილებელია
ამ პრობლემასთან მიმართებაში. არა ძალადობას! არა ბულინგს!

You might also like