You are on page 1of 9

ბულინგი და მისი სახეები;

ფიზიკური ბულინგი კიბერბულინგი

მორალური ბულინგი ვერბალური ბულინგი

ბულინგი“- ეს არის ფიზიკური და ფსიქიკური


ძალადობა, ერთი ინდივიდის ან ჯგუფის მხრიდან
მეორე ინდივიდზე.
ბულინგი (დაშინება) გულისხმობს ფიზიკურ ან
სოციალურ ძალას, რომელიც იწვევს ზიანს, შიშს,
რომელიც ანადგურებს ადამიანის რეპუტაციას.
 ვერბალური ბულინგი

• ვერბალური ბულინგი არის ბულინგის ყველაზე გავრცელებული


ფორმა. ამ შემთხვევაში მოსაწვლის დამცირებას და მასზე
ძალადობას აქვს ვერბალური ხასიათი. მისი ფორმებია: დაცინვა,
შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა, დაშინება.
 ნიშნები ვერბალური ბულინგისა;

• სიტყვიერი ბულინგის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია : ნერვები,


შიში, უნებლიეობა, მადის უკმარისობა, იზოლაცია, ნარკომანიის
მოხმარება, სკოლაში სიარულის სურვილი, მარტო ყოფნის
სურვილი.
• ვერბალური ბულინგი საკმაოდ ხშირია სკოლებში ასაკის
მიუხედავად, მართალია, ეს შეიძლება უფრო ხშირად მოხდეს
თინეიჯერულ ასაკში, როგორც უკვე ვიცით, ამ ფაქტმა შეიძლება
გავლენა მოახდინოს იმ ადამიანის კეთილდღეობაზე.
 მაგალითი ვერბალური ბულიგისა;

• თინა 11 წლისაა. ის სამი თვეა სათვალეს ატარებს. სამი თვეა


დღეგამოშვებით მოდის და ამბობს, რომ კლასელები ბრუციანს
ეძახიან. ასლანი მისი ტოლია. ასლანი ცელქია და მასწავლებელი,
როცა მასზე ბრაზდება, თათარს ეძახის და კუთხეში აყენებს. ნინი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, გაკვეთილებს კარგად ვერ
იმახსოვრებს. სოფო, ანა და თამუნა ეუბნებიან, რომ მას სკოლის
ჟურნალის მომზადების პროცესში ვერ ჩართავენ, რადგან „დებილია“.
•  თინა ამბობს, რომ ყოველდღე უწევს იმის მტკიცება, რომ სათვალე
დასაცინი არ არის. ეს მხოლოდ ნინის ესმის. ნინიმ თინას მიმართ
სოლიდარობის ნიშნად მისნაირი სათვალე გაიკეთა, ოღონდ
უნომრო. ეს თბილისის ერთ-ერთი სკოლის შიდა სამზარეულოა.
 რისკი ვერბალური ბულინგისა;

• ბავშვებმა სიტყვა ბულინგის მნიშვნელობა ჯერ არ იციან, მაგრამ თანატოლების


აგრესიით გამოწვეულ დისკომფორტს აშკარად განიცდიან. ბულინგი
პრობლემაა მსოფლიოში და პრობლემაა საქართველოშიც.

• სხვადსხვა რისკებთან ერთად ჩნდება იმის რისკიც, რომ მსხვერპლი თავად


იქცეს მოძალადედ. ერთ სკოლაში იყო ბიჭი, ჩუმი, უკონტაქტო, მეგობრები
თითქმის არ ჰყავდა. ყველა დასცინოდა, არა მხოლოდ კლასელები, სხვა
მოსწავლეებიც. ახლა ბადრაგად მუშაობს ციხეში და სასტიკითაც გამოირჩევა
თურმე, ანუ მსხვერპლიდან ჯალათი მივიღეთ.
 ფარული
ბულინგი

• ფარული ბულინგი - ეს არის მორალური და ემოციური ძალადობის


ფორმა, რომელიც პირდაპირ არ არის მიმართული
ობიექტისადმი. მაგალითად : ტყუილები, ჭორების გავრცელება,
სხვა მოსწავლეებთან დამცირება, მოსწავლის სოციალურ
იზოლაციაში მოქცევა და სხვა.
სკოლებმა უნდა უზრუველყონ ცოდნის მიღება და ისეთი
ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომელიც ასწავლის ბავშვებს,
როგორ იცხოვრონ ძალადობის გარეშე ან როგორ შეებრძოლონ
ძალადობას, თუკი დადგებიან ამგვარი საფრთხის წინაშე.

• სკოლაში უფრო ხშირია ბავშვთა შორის ძალადობა. ბულიგის ასეთი


მაღალი მაჩვეებელი შეიძლება განპირობებული იყოს იმითაც, რომ ეს
მოვლენა დიდი ხნის მანძილზე უფროსების მხრიდან არ აღიქმებოდა
მნიშვნელოვან პრობლემად. მათმა მიდგომამ - ,,ბავშვები ერთობიან და
მერე რა მოხდა’’ - ხელი შეუწყო აღნიშნული პრობლემის გამწვავებას.
უკანასკნელ წლებში მანდატურების ინსტიტუტის შემოღებამ სკოლებში
რაღაც დოზით მართლაც შეამცირა ძალადობის შემთხვევები, თუმცა
ბულინგის პრობლემა აქტუალურობას დღესაც ინარჩუნებს. იგი საკმაოდ
სერიოზულ და მძიმე შედეგების მომტან პრობლემას წარმოადგენს.
NO BULLYING!

• ფსიქოლოგების აზრით, ბულინგის ინიციატორი ბავშვები


აგრესიულობის დემონსტრირებას მოზარდობის ასაკშიც
აგრძელებენ და ხშირად ცხოვრების კრიმინალურ გზას ირჩევენ.
• ნუ ეცდებით, მსოფლიო ერთ დღეში შეცვალოთ, მაგრამ თავად
მოახდინეთ ის ცვლილება, რომელსაც თქვენს გრემოში
ისურვებდით და თქვენი ცხოვრებაც უკეთესობისაკენ შეიცვლება!
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like