You are on page 1of 263

ჰაიმ ჯ.

ჯინოტი

მშობელსა და შვილს

შორის

მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი


მადლიერება

მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებს,


რომლებმაც ამ წიგნის ხელნაწერი წაიკითხეს და თავიან-
თი მოსაზრებები და შენიშვნები გაგვიზიარეს. განსაკუთ-
რებულ მადლობას ვუხდით ჯერალდ გროსს მისი სასარ-
გებლო რჩევებისთვის; კლაუდიო გეიბლს, ჩვენს რედაქ-
ტორს, რომლის მოთმინების უნარმა და სასარგებლო
რჩევებმა ამ წიგნის მომზადების პროცესი უფრო იოლი
და სასიამოვნო გახადა; ბეტსი რაპოპორტს, რომელმაც
უპრიანად ჩათვალა ამ წიგნის ხელახლა გამოცემა;
თეოდორ კონს მოთმინების, დახმარებისა და ესოდენ
ღირებული კომენტარებისთვის: ჩვენს შვილებსა და მათ
შვილებს, რომლებიც დაგვეხმარნენ გაგვეგო, რაოდენ
დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის მიმართ მზრუნველო-
ბას; ნენსი გოდარდს, ემპათიური აღმზრდელის საუკეთე-
სო მაგალითს; ემილის, ენდისა და სარას, რომლებმაც
შეუფასებელი გაკვეთილი ჩაგვიტარეს, დაბოლოს, პირ-
ველ რიგში, ჩვენი ვალია, მადლობა გადავუხადოთ იმ
მშობლებს, რომელთაც თავიანთი გრძნობები და გამოც-
დილება გაგვიზიარეს.

ჰ. ჯ. ჯინოტი
ელის ჯინოტი
ჰ. უოლას გოდარდი
მიძღვნა

ვუძღვნი ჩემი უმცროსი ძმის ხსოვნას, რომელიც


21 წლის ასაკში დაიღუპა, როდესაც თავისი ალყაშე-
მორტყმული მეგობრების გადარჩენას ცდილობდა.

ავტორისაგან
წინასიტყვაობა

როცა მოვკვდები, მომიხსენიე ასე:


იყო-თქო კაცი, ახლა კი აღარ არის.
ნაადრევად წავიდა-თქო ამ ქვეყნიდან,
შუა გზაზე გაწყდა მისი სიცოცხლის ძაფი,
ბევრი სიმღერა დარჩა უთქმელი,
სამუდამოდ ჩაიფერფლა ის სიმღერები.
რა მწუხარეა ეს ყველაფერი.

ჰაიმ ნახმან ბიალიკი


ებრაელი პოეტი, ესეისტი, მწერალი,
ჟურნალისტი და მთარგმნელი

დოქტორი ჰაიმ ჯ. ჯინოტი 1973 წლის 4 ნოემბერს ხან-


გრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მაშინ
მხოლოდ ორმოცდათერთმეტი წლის იყო. გარდაცვალებამდე
რამდენიმე კვირით ადრე კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი თა-
ვის წიგნს – „მშობელსა და შვილს შორის“ – და მითხრა: „ელის,
აი, ნახავ, ეს წიგნი კლასიკად იქცევა“. ამ წინასწარმეტყველებას
ახდენა ეწერა.
ჰაიმ ჯინოტი კლინიკური ფსიქოლოგი, პედიატრი და მშობ-
ლებისთვის განკუთვნილი სემინარების ხელმძღვანელი იყო. მისი
წიგნები – „ჯგუფური ფსიქოთერაპია ბავშვებთან“, „მშობელსა და
შვილს შორის“, „მშობელსა და თინეიჯერს შორის“, „მასწავლებე-
ლი და ბავშვი“ (Group Psychotherapy with Children, Between
Parent and Child, Between Parent and Teenager, Teacher and
Child) დაეხმარა იმ რევოლუციურ ცვლილებებს, რაც მოზრდი-
ლებსა (მშობლებს, პედაგოგებს) და ბავშვებს შორის ურთიერთო-
ბაში განხორციელდა. ჯინოტის წიგნები ბესტსელერებად იქცა და
30 ენაზეა თარგმნილი. ჯონ ვ. სანტროკის, ენ მ. მინიტისა და
ბარბარა დ. ქემბელის „თვითდახმარების წიგნების სანდო სახელ-
მძღვანელოში“ ჯინოტის წიგნებს უმაღლესი შეფასება აქვს მიცე-
მული და თვითდახმარების საუკეთესო ნაშრომთა მოკლე სიაშია
შეტანილი.
ჰ. ჯინოტი ფსიქოლოგიის კურსს კითხულობდა ნიუ-იორკის
უნივერსიტეტსა (Graduate School of New York University) და
ადელფის უნივერსიტეტში (Adelphi University (Long Island, New
York), ასევე, ტელეპროგრამა Today-ის პირველი შტატიანი ფსი-
ქოლოგი იყო. მისი წერილები ყოველკვირეულად იბეჭდებოდა
სხვადასხვა გაზეთსა და ჟურნალში.
კომუნიკაციის პრინციპები, რომლებზეც ის თავის წიგნებში
მოგვითხრობდა, დიდად დაეხმარა უფროსებს, შეეღწიათ პატა-
რების სამყაროში, შეეგულიანებინათ ისინი, გარკვეულიყვნენ ბავ-
შვების გრძნობებში და, შესაბამისად, მეტი გაგებით მოჰკიდებოდ-
ნენ გრძნობებს.
აი, რა განაცხადა მან ერთ-ერთი გამოსვლის დროს: „მე ბავ-
შვთა ფსიქოთერაპევტი ვარ და ვცდილობ, მათ დავეხმარო. რო-
დესაც ბავშვს ერთი წლის განმავლობაში კვირაში ერთი საათით
ვხვდები, ვატყობ, როგორ უქრება შფოთვის სიმპტომები, თავს
უკეთ გრძნობს, სხვებთან ურთიერთობასაც უკეთ ახერხებს და
სკოლაშიც უკეთესად იქცევა. როგორ ვახერხებ მათ დახმარებას?
იმის წყალობით, რომ ბავშვებს მზრუნველობით ვექცევი. ვიყენებ
ნებისმიერ საშუალებას, რათა მათ საკუთარი თავის რწმენა გა-
ვუღვივო. თუკი მზრუნველი დამოკიდებულება ავადმყოფ ბავ-
შვებს სასიკეთოდ წაადგებათ, ეს პრინციპები და პრაქტიკა მშობ-
ლებმა და მასწავლებლებმა უნდა გამოიყენონ. მართალია, ფსი-
ქოთერაპევტს შეუძლია ბავშვი განკურნოს, მაგრამ მათ, ვინც ბავ-
შვთან ყოველდღიურად ურთიერთობენ, შეუძლიათ ის თავიდანვე
ფსიქოლოგიურად ჯანმრთელები გაზარდონ“.
ამ მიზნის მისაღწევად ჰ. ჯინოტმა სპეციალური ჯგუფები ჩა-
მოაყალიბა, სადაც მშობლებსა და მასწავლებლებს უხსნიდა, რო-
გორ გამხდარიყვნენ უფრო მზრუნველნი ბავშვების მიმართ, უკეთ
როგორ გარკვეულიყვნენ როგორც საკუთარ, ასევე ბავშვის
გრძნობებსა და განცდებში და, შესაბამისად, უფრო წარმატებით
როგორ შეესრულებინათ თავიანთი აღმზრდელობითი მოვა-
ლეობა. იგი ცდილობდა, უფროსებს იმგვარად ესწავლებინათ
ბავშვისთვის დისციპლინა, რომ პატარა არ დაემცირებინათ; ისე
გაეკრიტიკებინათ, რომ მას თავი შეურაცხყოფილად არ ეგრძნო;
ისე შეექოთ, რომ მისი პიროვნება არ შეეფასებინათ; გაბრაზება
ისე გამოეხატათ, რომ სულიერი ჭრილობა არ მიეყენებინათ;
ისეთი რეაგირება მოეხდინათ ბავშვის ქცევაზე, რომ მას საკუთა-
რი მსოფლაღქმის მიმართ ნდობა გასჩენოდა და საკუთარი თა-
ვის რწმენა არ დაჰკარგოდა.
სანამ ფსიქოლოგი გახდებოდა, ჰაიმ ჯინოტი სკოლის მასწავ-
ლებელი იყო. იერუსალიმის დავიდ იელინის პედაგოგიური კო-
ლეჯი ჰქონდა დამთავრებული. რამდენიმეწლიანმა პედაგოგიურ-
მა გამოცდილებამ იგი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ბავშვებთან
სამუშაოდ საკმარისი მომზადება არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ გა-
დაწყვიტა, სწავლა გაეგრძელებინა კოლუმბიის უნივერსიტეტის
პედაგოგიურ კოლეჯში (Columbia University Teachers College),
სადაც დოქტორის ხარისხი მოიპოვა.
ჯინოტი საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა, მაგრამ მან
სისხლსავსე შემოქმედებითი და ინტელექტუალური ცხოვრებით
იცხოვრა. ბავშვებთან ურთიერთობის მისეულმა ნოვატორულმა
იდეებმა დიდი გამოხმაურება პოვა არა მხოლოდ შეერთებულ
შტატებში, არამედ მთელ მსოფლიოში. მან გავლენა მოახდინა
მშობლებსა და პედაგოგებზე, ასწავლა მათ ბავშვებთან მეტი თა-
ნაგრძნობითა და სიყვარულით მოპყრობა.
მართალია, ინგლისური მისი მშობლიური ენა არ იყო, მაგ-
რამ უყვარდა ეს ენა. უყვარდა როგორც პოეტს და ამ ენას
ფრთხილად და სწორად იყენებდა. ძველ ბრძენთა დარად, საკუ-
თარ სიბრძნეს იგავების, ალეგორიებისა და ეპიგრამების ენით,
ხატოვნად გამოთქვამდა, მაგალითად: „ნუ იქნები მშობელი, იყავი
ადამიანი, რომელიც მშობელია“.
არსებობს მოარული ამბავი რაბინზე, რომელიც ორმოც-
დაათი წლის ასაკში გარდაიცვალა. როდესაც ოჯახი დაკრძალვი-
დან დაბრუნდა, უფროსმა ვაჟმა თქვა, მამაჩვენმა ხანგრძლივი
სიცოცხლე განვლოო. ყველა გაოგნებული დარჩა, – როგორ შე-
გიძლია ამის თქმა ადამიანზე, რომელიც ასე ადრე წავიდა ამ
ქვეყნიდანო? – ჰკითხეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მან სის-
ხლსავსე ცხოვრებით იცხოვრა, ბევრი მნიშვნელოვანი წიგნი და-
წერა და ამით მრავალი ადამიანის სულის სიმებს შეეხოო, უპასუ-
ხა ვაჟმა.
ესაა ჩემი ნუგეშიც.

ელის ჯინოტი
2003
გამომიწოდე ხელი, პატარავ, რათა ჩემდამი
შენმა რწმენამ ცხოვრების გზა გამინათოს.

ჰანა კანი
(ამერიკელი პოეტი. 1911-1988)
შესავალი

დედამიწის ზურგზე ერთი მშობელი არ მეგულება, შვილისათ-


ვის სისხლის გაშრობის დაუძლეველი სურვილით რომ იღვიძებ-
დეს და დილიდანვე ასეთ გეგმას აწყობდეს: მთელი დღე უნდა
ვიყვირო, ვლანძღო და ვტანჯო ჩემი შვილებიო. პირიქით, ყვე-
ლაზე მეტად სწორედ მშობელს სურს, რომ დღემ მშვიდობიანად,
ყვირილისა და ჩხუბის გარეშე ჩაიაროს. მაგრამ მიუხედავად ასე-
თი საშური განზრახვისა, მშობლებსა და შვილებს შორის „ომი“
დილიდანვე ჩაღდება.
მშობლად ყოფნა წვრილმანი მოვლენების, პერიოდული
კონფლიქტებისა და მოულოდნელი კრიზისების დაუსრულებელ
ფერხულში ყოფნას ნიშნავს, რასაც შესაბამისი რეაქცია მოჰყვება
ხოლმე. მშობლის რეაქცია კი მოქმედებს ბავშვის პიროვნებაზე;
მის თვითშეფასებას ან ამაღლებს, ან სულაც აცამტვერებს.
ძალიან გვინდა გვჯეროდეს, რომ მხოლოდ ცუდ მშობლებს
ახასიათებთ, ისეთი რეაგირება მოახდინონ ბავშვის საქციელზე,
რომ ეს მათი შვილისთვის მავნებელი აღმოჩნდეს. არადა, სამწუ-
ხაროდ, მოსიყვარულე და კეთილი მშობლებიც ასე იქცევიან:
ისინიც ამუნათებენ, არცხვენენ, დასცინიან თავიანთ პატარებს, ხან
ემუქრებიან, ხან მათ მოსყიდვას ცდილობენ, იარლიყებს აკერე-
ბენ, მასხრად იგდებენ, ნოტაციებს უკითხავენ და მორალის გაკ-
ვეთილებს უტარებენ.
რატომ? იმიტომ, რომ მშობელთა უმრავლესობა ვერ ხვდე-
ბა, თუ რა დამანგრეველი ძალა აქვს სიტყვებს. ადამიანები მათ-
თვისვე მოულოდნელად იმეორებენ იმ წინადადებებს, რომლე-
ბიც საკუთარი მშობლებისგან სმენიათ, შვილებს ეუბნებიან სრუ-
ლიად სხვა რამეს, ვიდრე გულისხმობენ, და თანაც ისეთი
უსიამოვნო ტონით, რომ თავადაც უკვირთ. ასეთი ურთიერთობის
ტრაგედია იმაში კი არ მდგომარეობს, რომ მშობლები საკმარი-
სად მზრუნველები არ არიან, არამედ იმაში, რომ მათ გაგების
უნარი აკლიათ. აქ მათ ინდივიდუალურ თვისებებს როდი ვგუ-
ლისხმობ, არამედ იმას, რომ აღზრდის შესაბამისი ცოდნა არა
აქვთ.
მშობლებმა შვილებთან ურთიერთობის განსაკუთრებული მე-
თოდი უნდა გამოიმუშაონ. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდე-
ბოდა ნებისმიერი ჩვენგანი, თუკი საოპერაციოში შემოვიდოდა
ქირურგი და სანამ ანესთეზიას გვიკეთებდნენ, ეთქვა, გამოგიტ-
ყდებით, ქირურგიაში დიდი გამოცდილება არ გამაჩნია, მაგრამ
მიყვარს ჩემი პაციენტები და არც საღად აზროვნების უნარი მაკ-
ლიაო. ალბათ პანიკაში ჩავცვივდებოდით და შევეცდებოდით,
საოპერაციოდან რაც შეიძლება სწრაფად გავქცეულიყავით. ბავ-
შვებისთვის კი ასე გაქცევა არც ისე ადვილია. ჩვეულებრივ, მშობ-
ლები ხომ დარწმუნებულები არიან, რომ საკმარისია შვილი უყ-
ვარდეთ და საღი აზროვნების უნარი ჰქონდეთ. არადა, მათაც,
ქირურგივით, აუცილებლად ესაჭიროებათ განსაზღვრული ცოდ-
ნა, საკმარისი კომპეტენტურობა, რომელიც ბავშვებთან ყოველ-
დღიური პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებათ. გამოცდილ-
მა ქირურგმა კარგად იცის, სად და როგორ უნდა გამოიყენოს
სკალპელი. ასევე უნდა იცოდნენ მშობლებმა, სად და როგორ
გამოიყენონ სიტყვები, რადგან სიტყვები ზოგჯერ დანაზე უფრო
ბასრი შეიძლება აღმოჩნდეს. სიტყვებით თუნდაც გარეგნულად
უხილავი, მაგრამ შინაგანად ძალზე მტკივნეული სულიერი ჭრი-
ლობის მიყენება შეიძლება.
რითი დავიწყოთ, თუკი გადავწყვეტთ, რომ დროა, შვილებ-
თან ურთიერთობა გავაუმჯობესოთ? საკუთარი თავით. უნდა შე-
ვისწავლოთ ჩვენი რეაქციები, პასუხები. ის სიტყვებიც ხომ ვიცით,
რომლებიც ასეთ დროს უნდა გამოვიყენოთ. ისინი არაერთხელ
გვსმენია ჩვენი მშობლებისგან, როდესაც სტუმრებს ან უცნობებს
მიმართავდნენ. ეს ის ენაა, რომელიც გრძნობებს იცავს და საქცი-
ელს არ აკრიტიკებს.
როგორ ვექცევით სტუმარს, რომელსაც, მაგალითად, ჩვენ-
თან ქოლგა დარჩა? უკან ხომ არ მივდევთ ყვირილით: „რა გე-
მართება, ყოველთვის, როცა ჩვენთან მოდიხარ, აუცილებლად
რაღაც უნდა დაგრჩეს, ხან რა და ხან – რა. რატომ არ შეიძლება
შენს უმცროს დას ჰგავდე? მან ხომ ასე კარგად იცის, სტუმრად
როგორ უნდა მოიქცეს?! ნუთუ არასოდეს მოხდება შენი გამოს-
წორება?! მინდა დაიმახსოვრო, რომ მე შენი მონა არა ვარ და
არც ვალდებული ვარ, კუდში გდიო და შენი ნივთები ვკრიბო.
ალბათ, თავსაც დაკარგავდი სადმე, მხრებზე რომ არ გებას“.
არა, ჩვენ სტუმარს ასე არასოდეს ვეუბნებით, ქოლგას გავუწვდით
და ვეტყვით: „ქოლგა გრჩება, ელის“, და სულაც არ ვამატებთ, შე
დაბდურაო.
ჰოდა, შვილებსაც ისე უნდა მოვეპყროთ, როგორც სტუმრებს
ვეპყრობით ხოლმე.
ნებისმიერი მშობლის ოცნებაა, ბავშვები ოჯახში თავს ბედ-
ნიერად და მშვიდად გრძნობდნენ და სულაც არ უნდა, ისინი და-
შინებულები ჰყავდეს ან მათგან გულჩათხრობილი, უპასუხისმგებ-
ლო და ჯიუტი ადამიანები გამოვიდნენ, მაგრამ ხშირად ბავშვები
ასაკთან ერთად სწორედ ასეთ, ძალზე არასასურველ თვისებებს
ავლენენ – საკუთარი ძალების რწმენა არ გააჩნიათ, თავსაც და
სხვებსაც უპატივცემულოდ ეპყრობიან. გვინდა, თავაზიანი შვილე-
ბი გვყავდნენ, ისინი კი გამუდმებით უხეშობენ; სულ ვცდილობთ,
სისუფთავისა და სიფაქიზის გრძნობა გამოვუმუშაოთ, ისინი კი,
თითქოს ჯიბრზე, ერთთავად რაღაცაში არიან ამოგანგლულები;
გვსურს, საკუთარი თავის რწმენა ჰქონდეთ, მაგრამ, პირიქით,
ნევროზულები და აგზნებულები იზრდებიან. ჰოდა, მიუხედავად
ჩვენი დიდი სურვილისა, ბედნიერები იყვნენ, როგორც ჩანს, ბედ-
ნიერები არ არიან.
არადა, შეგვიძლია ბავშვს დავეხმაროთ, გახდეს პიროვნება,
რომელსაც თანაგრძნობის უნარიც ექნება და სიმამაცეც; ადა-
მიანი, რომლის სიცოცხლე სამართლიანობის ძალასა და პრინ-
ციპზე იქნება ორიენტირებული. ამ ჰუმანურ მიზანს რომ მივაღწი-
ოთ, მშობლებმა აღზრდის ჰუმანური მეთოდები უნდა შეისწავ-
ლონ. სიყვარული საკმარისი არ არის. არც გამჭრიახობაა საკმა-
რისი. კარგ მშობლებს შესაბამისი ცოდნა უნდა ჰქონდეთ. რო-
გორ მოვახერხოთ და ასეთი უნარი როგორ გამოვიმუშაოთ –
სწორედ ეს არის ამ წიგნის მთავარი თემა. იგი დაეხმარება, სა-
სურველი იდეალები ყოველდღიური ცხოვრების წესად აქციონ.
იმედი მაქვს, რომ ეს წიგნი მშობლებს ბავშვების მიმართ სა-
კუთარი მიზნების გარკვევაშიც დაეხმარება და ამის მიღწევის მე-
თოდებს შესთავაზებს. ეს წიგნი მიზნად ისახავს, დაგეხმაროთ
თქვენ, მშობლებს, გაარკვიოთ, რა და როგორ უნდა ასწავლოთ
შვილებს, რომ ოჯახში თავს კარგად გრძნობდნენ. მათი აღ-
ზრდის დროს ხომ უამრავ კონკრეტულ წინააღმდეგობასა და
პრობლემას ვაწყდებით, რომელთაგან თითოეული ცალკე გა-
დაჭრას მოითხოვს. ისეთი რჩევებით კი, როგორიცაა: „ბავშვი
სიყვარულს მოითხოვს“, „ბავშვებს მეტ ყურადღებას უნდა ვუთ-
მობდეთ“, „მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან“ – საქმეს ვერ ვუშვე-
ლით.
მრავალი წელია, მშობლებსა და შვილებთან როგორც ინდი-
ვიდუალურ, ასევე ჯგუფურ ფსიქოთერაპიულ სეანსებს და მშობ-
ლებისთვის სემინარებს ვატარებდით. ეს წიგნი სწორედ ამ გა-
მოცდილების ნაყოფია. იგი პრაქტიკული სახელმძღვანელოცაა,
რადგან იმ კონკრეტული საკითხებისა და ფსიქოლოგიური პრობ-
ლემების გადაწყვეტას გთავაზობთ, ყოველდღიურად ოჯახში
რომ წამოიჭრება ხოლმე. მათში კონკრეტული რჩევებია მოცემუ-
ლი, რომლებიც ურთიერთობის ძირითად პრინციპებს ემყარება
და მშობლებს დაეხმარება, ბავშვებთან ურთიერთპატივისცემითა
და ღირსებით გაჯერებულ გარემოში იცხოვრონ.
თავი 1
ურთიერთობის კოდექსი:
დიალოგი მშობლებსა და შვილებს შორის -
ბავშვური შეკითხვები და მათი ფარული აზრი

ბავშვებთან საუბარი განსაკუთრებული ხელოვნებაა, რომელ-


საც თავისი კანონები აქვს. ურთიერთობისას ბავშვები იშვიათად
არიან გულუბრყვილონი. მათი ნათქვამი ხშირად დაშიფრულია
და ამოხსნას საჭიროებს. „რამდენი მიტოვებული ბავშვია ჰარ-
ლემში?“ – ეკითხება ათი წლის ენდი მამას. ენდის მამა, პროფე-
სიით იურისტი, ძალზე კმაყოფილია, რომ მისი შვილი სოციალუ-
რი პრობლემით დაინტერესდა. იგი დაწვრილებით ახსნა--
განმარტებას იწყებს საკითხის გარშემო, მერე კი ცნობარში ზუსტ
ციფრსაც მოიძიებს, მაგრამ ენდი მამის პასუხით ვერ კმაყოფილ-
დება და კითხვას კითხვაზე უსვამს: „რამდენი მიტოვებული ბავ-
შვია ნიუ-იორკში? შეერთებულ შტატებში? ევროპაში? მთელ
მსოფლიოში?“
ბოლოს და ბოლოს, მამა ხვდება, რომ ბავშვს პრობლემის
სოციალური მხარე კი არა, „პირადი“ ასპექტი აინტერესებს, ხო-
ლო მის მიერ დასმული კითხვები არა იმდენად მიტოვებული ბავ-
შვების მიმართ თანაგრძნობით, არამედ შიშითაა ნაკარნახევი,
რომ შეიძლება ერთხელ ისიც მიატოვონ. მას მშობლების მიერ
მიტოვებული ბავშვების რაოდენობა და სტატისტიკური მონაცემე-
ბი კი არ აინტერესებს, არამედ უნდა დარწმუნდეს, რომ დედ-მამა
არასოდეს მიატოვებს. როგორც კი მამა ბავშვის შეკითხვის ნამ-
დვილ არსს სწვდება, შვილს ასე პასუხობს: „გეშინია, რომ ოდეს-
მე ჩვენც ბედის ანაბარა მიგატოვებთ, როგორც ზოგიერთი მშო-
ბელი იქცევა? დარწმუნებული იყავი, რომ ეს არასოდეს მოხდება,
ჩვენ სულ შენ გვერდით ვიქნებით და თუ ოდესმე ისევ შეგიპ-
ყრობს შიში, მითხარი და მე დაგეხმარები ამ შიშის დაძლევაში“.
დედასთან ერთად საბავშვო ბაღში პირველად მისულმა ხუთი
წლის ნენსიმ კედელზე გაკრული ნახატები დაინახა და ხმამაღლა
იკითხა: „ვინ დახატა ეს უშნო ნახატები?“ დედა შეცბა, შვილს უკ-
მაყოფილოდ შეხედა და სასწრაფოდ უპასუხა: „როგორ შეიძლე-
ბა ასე გალანძღო სხვისი ნამუშევრები, მით უმეტეს, რომ მშვე-
ნიერი ნახატებია!“
საბავშვო ბაღის აღმზრდელი მაშინვე მიხვდა შეკითხვის
არსს, ბავშვს გაუღიმა და უთხრა: „აქ აუცილებელი არ არის, კარ-
გად ხატო, თუ მოგინდება, შეგიძლია ჯღაბნო კიდეც“. ნენსი
გაიბადრა, ვინაიდან მიიღო პასუხი თავის შეფარულ შეკითხვაზე:
„რა მოელის გოგონას, რომელმაც კარგად ხატვა არ იცის?“
შემდეგ ნენსიმ იატაკიდან დამტვრეული სახანძრო მანქანა
აიღო და მოჩვენებითი ბრაზით იკითხა: „ვინ გატეხა ეს მანქანა?“
დედამ უპასუხა: „რატომ კითხულობ, შენ ხომ აქ ჯერ არავის იც-
ნობ?“
მაგრამ ნენსის ბავშვების სახელები კი არ აინტერესებდა,
არამედ ის, თუ როგორ ექცეოდნენ ბავშვებს, რომლებსაც სათა-
მაშოები უტყდებოდათ. აღმზრდელმა ახლაც სწორად გაიგო შე-
კითხვა და სათანადო პასუხიც გასცა: „სათამაშოები ხომ იმისთვის
გააკეთეს, რომ ბავშვებმა ითამაშონ. ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ
სათამაშო ტყდება“.
ნენსი კმაყოფილი დარჩა. კითხვების დასმის უნარი დაეხმარა
მას აუცილებელი ინფორმაციის მიღებაში: „აღმზრდელი კარგია.
არ გამიბრაზდება, თუ ნახატი არ გამომივა ან სათამაშო გამიტ-
ყდება. საშიში არაფერია, შემიძლია მშვიდად ვიყო“. ნენსიმ დამ-
შვიდობებისას დედას ხელი დაუქნია და აღმზრდელს გაჰყვა. და-
იწყო მისი პირველი დღე საბავშვო ბაღში...
თორმეტი წლის კეროლი გულნატკენია, ტირილს არაფერი
უკლია – მისი საყვარელი ბიძაშვილი, რომელთან ერთადაც მთე-
ლი ზაფხული გაატარა, შინ ბრუნდება. სამწუხაროდ, კეროლის
დედას არ ჰყოფნის უნარი, ბავშვის დარდს თანაგრნობითა და
გაგებით გამოეხმაუროს.
კეროლი (თვალცრემლიანი): სუზი მიდის, მე ისევ სულ მარ-
ტო ვრჩები...
დედა: სხვა მეგობარს იპოვი. სულ მალე გადაგივლის.
კეროლი: ძალიან მოწყენილი ვიქნები.
დედა: როგორმე გაუძლებ.
კეროლი: დედა! (გულამოსკვნით იწყებს ტირილს)
დედა: თორმეტი წლის გახდი, მაგრამ მაინც საოცარი მტირა-
ლა ხარ.
კეროლმა დედას გულის გამგმირავი მზერა ესროლა და თა-
ვისი ოთახისკენ გაიქცა. კარმა გაიჯახუნა.
სამწუხაროა, რომ ეს სცენა ასე ნაღვლიანად დასრულდა.
ბავშვის გრძნობებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, მაშინაც კი,
როცა სიტუაცია სერიოზულად არ გვეჩვენება. იქნებ დედის
თვალში ბავშვების ამგვარი დროებითი დაშორება მართლაც არ
ღირდა ცრემლებად, მაგრამ შვილის განცდებს მეტი გულის-
ხმიერებით უნდა მოჰკიდებოდა. საკუთარი თავისთვის უნდა ეთ-
ქვა: „კეროლს ახლა უჭირს. უნდა დავეხმარო დარდის გადატანა-
ში. როგორ? უნდა დავანახვო, რომ მისი მესმის და თანავუგ-
რძნობ“. შვილისთვის კი შეეძლო დაახლოებით ამგვარი რამ ეთ-
ქვა:
– ჰო, სუზის გარეშე მოიწყენ.
– უკვე გენატრება, არა?
– ძნელია ცალ-ცალკე ცხოვრება, როცა უკვე ასე შეეჩვიეთ
ერთმანეთს.
– სახლი თითქოს დაცარიელდა სუზის გარეშე, არა?
სწორედ ასეთ რეაქციას შეუძლია დააახლოოს ერთმანეთ-
თან დიდები და პატარები. როდესაც ბავშვს გაგებით პასუხობენ,
მას უმწეობისა და ტკივილის შეგრძნება უქრება, ხვდება, რომ
მშობელი მის მხარესაა, ესმის მისი და ამიტომ მისადმი სიყვარუ-
ლიც უღრმავდება. მშობლის თანაგრძნობა მის განცდებს მალა-
მოდ ედება.
თუკი გულწრფელად გავიაზრებთ, რომ ჩვენს შვილს მარ-
თლაც უჭირს, და თანაგრძნობასაც გამოვხატავთ, ბავშვს საკმა-
რისად მოემატება ძალა საიმისოდ, რომ თვალი გაუსწოროს
რეალობას.
შვიდი წლის ელისი თავის მეგობარ ლეასთან მთელი დღის
გატარებას აპირებდა. უეცრად გაახსენდა, რომ იმ დღეს სკაუტთა
სექციის შეკრებაზე უნდა წასულიყო. ამ ამბავმა ელისი ისე გააღი-
ზიანა, რომ ატირდა კიდეც.
დედა: ძალიან გულდაწყვეტილი ხარ, არა? დღეს ხომ ლეას-
თან თამაშს აპირებდი.
ელისი: ჰო, ის სკაუტთა შეკრება რაღა მაინცდამაინც დღეს
დანიშნეს?!
ცრემლები სადღაც გაქრა. ელისმა ლეას დაურეკა და შეხ-
ვედრა გადადო, მერე კი სკაუტის ფორმა ჩაიცვა და შეკრებაზე
წავიდა.
ელისის დედა შვილის გულისტკივილს ჩასწვდა და თავისი
თანაგრძნობით დაეხმარა მას, შეჰგუებოდა გარდაუვალ კონ-
ფლიქტურ სიტუაციასა და იმედგაცრუებას, რაც ადამიანთა ცხოვ-
რებას ხშირად თან სდევს. მან სიტყვით გამოხატა ელისის გან-
ცდები და სურვილი, ნაცვლად იმისა, რომ შვილისთვის ნოტა-
ციების კითხვა დაეწყო: „ასე რა განერვიულებს, ლეას სხვა დღეს
ეთამაშები, რა არის ასეთი სანერვიულო?“
ამასთანავე, დედამ შეგნებულად აუარა გვერდი ასეთ დროს
მშობლებისთვის ჩვეულ შეფასებას („ერთდროულად ორ ადგი-
ლას ხომ ვერ იქნები“). არც დაუტუქსავს შვილი და არც უსაყვედუ-
რია („როგორ შეიძლებოდა მეგობარს შეხვედრაზე მოლაპარა-
კებოდი, არ იცი, რომ ოთხშაბათობით სკაუტთა შეკრება გაქვს
ხოლმე?!“)
ქვემოთ მოცემული მოკლე დიალოგი ნათელი მაგალითია
იმისა, თუ როგორ შეუძლია მამას შვილის ბრაზი და გაღიზიანება
მინიმუმამდე დაიყვანოს, თუკი ბავშვის გრძნობებსა და ჩივილს
სამართლიანად ჩათვლის.
დევიდის მამა ღამის ცვლაში მუშაობდა და შინ დაბრუნების
შემდეგ უწევდა საოჯახო საქმეების მოგვარება, რადგან მისი ცო-
ლი დღისით სამსახურში იყო. მაღაზიიდან დაბრუნებულ მამას
დევიდი ცუდ ხასიათზე დახვდა.
მამა: როგორც ვხედავ, ხასიათზე არ ხარ, უფრო სწორად,
ძალიან გაბრაზებულიც კი მეჩვენები.
დევიდი: ჰო, გაბრაზებული ვარ, ძალიან გაბრაზებული.
მამა: რას ამბობ?!
დევიდი: მენატრებოდი. არასოდეს სახლში არ ხარ, როცა
სკოლიდან ვბრუნდები.
მამა: კარგია, რომ მითხარი. ახლა მეცოდინება, რატომ ხარ
ხოლმე გაღიზიანებული. მეცოდინება, რომ გინდა, შინ დაგხვდე,
როცა სკოლიდან ბრუნდები.
დევიდი მამას მოეხვია და სათამაშოდ გაიქცა. დევიდის მამამ
იცოდა, როგორ უნდა შეეცვალა შვილის გუნებ-განწყობილება.
თავის დაცვა არ დაუწყია, არც იმის ახსნა, სკოლიდან ბავშვის
დაბრუნების დროს შინ რატომ არ იყო („მაღაზიაში არ წავსული-
ყავი? რას შეჭამდი, საჭმელი რომ არ მომეტანა?“), არც ის უთ-
ქვამს: „რა უფლება გაქვს, ჩემზე ბრაზობდე?!“ ნაცვლად ამისა,
შვილის საყვედურის მართლზომიერება და მისი განცდები
გაიზიარა.
მშობელთა უმრავლესობა ვერ ხვდება, რომ ამაოდ ჩაივლის
მათი მცდელობა, ბავშვი დაარწმუნონ, რომ მისი საყვედურები
უსაფუძვლოა, შეხედულებები კი – მცდარი. ასეთ მცდელობას
მხოლოდ კამათი და გაბრაზება მოსდევს.
თორმეტი წლის ჰელენი სკოლიდან ძალზე გაღიზიანებული
დაბრუნდა.
ჰელენი: ვიცი გეწყინება, მაგრამ ტესტში მხოლოდ ოთხიანი
მივიღე. არადა, თქვენთვის ხომ დიდ რამეს ნიშნავს, რომ ხუ-
თიანი მქონდეს.
დედა: სულაც არა. როგორ იფიქრე, რომ გავბრაზდებოდი?!
სულაც არ მწყენია. ჩემი აზრით, ოთხიანიც საკმაოდ ნორმალური
ნიშანია.
ჰელენი: თუკი ასეა, აბა, რატომ მიყვირი ხოლმე, როცა ხუ-
თიანს არ ვიღებ?
დედა: როდის იყო, გიყვიროდი? გაღიზიანებული ხარ და
ამიტომაც მაბრალებ.
ჰელენი ატირდა და ოთახიდან გავარდა. მიუხედავად იმისა,
რომ ჰელენის დედა მიხვდა, რატომ ადანაშაულებდა შვილი, თა-
ვი მაინც ვერ შეიკავა. სინამდვილეში, ბავშვი მართლაც თავად
იყო იმედგაცრუებული და ამის გამხელა არ უნდოდა. ვინაიდან
დედამ გაღიზიანების მიზეზზე პირდაპირ მიუთითა, ამან გოგონა
კი არ დაამშვიდა, არამედ პირიქით, მას უარესი უსიამოვნება გა-
ნაცდევინა. ჰელენის დედა უფრო სწორად მოიქცეოდა, თუკი
მართებულად ჩათვლიდა შვილის გაღიზიანებას და ეტყოდა:
„გინდა, რომ შენი ნიშნები ასეთი მნიშვნელოვანი არ იყოს ჩემ-
თვის, გინდა, რომ შენ თვითონ შეაფასო, რომელი ნიშნებია შენ-
თვის უკეთესი, ხომ ასეა? მესმის შენი“.
არა მხოლოდ ბავშვები, არამედ უცნობი ადამიანებიც კი აფა-
სებენ ჩვენს უნარს, მათ მძიმე სიტუაციაში თანავუგრძნოთ და გა-
ვუგოთ. მისის გრაფტონმა განაცხადა, რომ ბანკში სიარული არ
სიამოვნებდა. „როგორც წესი, იქ უამრავი ადამიანია, მენეჯერი კი
ისე გამოიყურება და ისე იქცევა, თითქოს მისი ვალი მქონდეს და
ჩემი მომსახურება სულაც არ ეკისრებოდეს. იქ რომ მივდივარ,
სულ დაძაბული ვარ ხოლმე“. ერთ პარასკევს მისის გრაფტონს
ჩეკზე ხელმოწერა დასჭირდა. სულ უფრო უძლიერდებოდა გაღი-
ზიანება და მღელვარება, როდესაც რიგში იდგა და ესმოდა, ბან-
კის მოხელე სხვებს როგორ ელაპარაკებოდა. მერე გადაწყვიტა,
იმ მოხელის ადგილას წარმოედგინა თავი და მის მდგომარეობა-
ში შესულიყო: „კიდევ ერთი მძიმე პარასკევია, არა? ყველას
თქვენი ყურადღება სჭირდება, არადა, ჯერ შუადღეც არ დამდგა-
რა. წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორ უძლებთ ასეთ დატვირ-
თვას“. მამაკაცი გაიბადრა და ქალმა მის სახეზე ღიმილი პირვე-
ლად დაინახა: „დიახ, აქ ყოველთვის უამრავი ადამიანია. ყველას
უნდა, რომ პირველ რიგში მას მოვემსახუროთ. რით შემიძლია
დაგეხმაროთ?“ მოხელემ არამცთუ ჩეკს მოაწერა ხელი, არამედ
მისის გრაფტონი მოლარემდეც გააცილა, რათა ქალს ფულის
უფრო სწრაფად მიღებაში დახმარებოდა.

ფუჭი საუბრები: ჭკუის სწავლება და კრიტიკა დისტანცირება-


სა და აღშფოთებას ბადებს

მშობლებს აღიზიანებთ ბავშვებთან ისეთი საუბრები, რომლე-


ბიც ყოველთვის უშედეგოდ მთავრდება, რადგან ასეთ საუბრებს
მათთვის არაფერი მოაქვს. ამის მაგალითად ყველასთვის ნაც-
ნობ დიალოგს მოვიტანთ: „სად იყავი?“ – „არსად“. – „რას აკე-
თებდი?“ – „არაფერს“. მშობლები ცდილობენ, მოთმინება არ და-
კარგონ, მაგრამ ასეთი „დიალოგი“ ვისაც გნებავთ, იმას გამოიყ-
ვანს მოთმინებიდან. ერთ-ერთი ბავშვის დედამ მითხრა, – რო-
გორ არ ვცდილობ, ჩემს შვილს რაღაც ავუხსნა, მაგალითებით
დავუმტკიცო, რომ მართალი ვარ, ყბა მაქვს მოქცეული მასთან
ჩიჩინით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საერთოდ არ მისმენს; მხო-
ლოდ მაშინ ესმის, როცა ვუყვირიო.
ბავშვები ხშირად თავს არიდებენ მშობლებთან საუბარს. არ
უყვართ, როცა ჭკუას არიგებენ, მათ ქცევებს არჩევენ, აკრიტიკე-
ბენ, და საერთოდ, ეჩვენებათ, რომ მშობლები მეტისმეტად ბევრს
ლაპარაკობენ. მაგალითად, რვა წლის დევიდი დედას ეუბნება:
„მე რომ მოკლე კითხვას გისვამ, შენ ასე გრძლად რატომ მპასუ-
ხობ?“ მეგობრებს კი გულწრფელად ეუბნება: „დედაჩემს არა-
ფერს ვუყვები. იმას თუ ლაპარაკი გავუბი, თამაშს ვეღარ მოვას-
წრებ“.
მშობლებისა და შვილების საუბარს ყური რომ მიუგდოთ, გა-
გიკვირდებათ: ისინი საერთოდ არ უსმენენ ერთმანეთს. მათი
დიალოგი ორი მონოლოგი უფროა, რომელთაგან ერთი კრიტი-
კისა და დარიგებებისგან შედგება, მეორე კი – უარყოფისა და წუ-
წუნისგან. ასეთი „ურთიერთობის“ ტრაგედია მდგომარეობს არა
სიყვარულის, არამედ პატივისცემის ნაკლებობაში; იგი უჭკუობით
კი არ არის გამოწვეული, არამედ – უუნარობით, ერთმანეთთან
ურთიერთობა დაამყარონ.
ჩვენი ყოველდღიური ენა საშუალებას არ გვაძლევს, ბავშვებ-
თან ჯეროვანი ურთიერთობა დავამყაროთ. მათ რომ უწვალებ-
ლად ესმოდეთ ჩვენი, ამისთვის ურთიერთობის ახალი ფორმაა
საჭირო და ჩვენც უნდა ვისწავლოთ ბავშვებთან ახლებური საუბა-
რი.

კომუნიკაცია კონტაქტის მიზნით: ყურადღება გაამახვილეთ


ბავშვების გრძნობებზე და არა მათ საქციელზე

ბავშვებთან ურთიერთობის დამყარება რომ შევძლოთ, მათ


პატივს უნდა ვცემდეთ და გარკვეული ცოდნით უნდა ვიყოთ
შეიარაღებულები. ამისთვის აუცილებელია: 1) საუბრის შინაარსი
არ უნდა ლახავდეს არც ბავშვის და არც მშობლის თავმოყვა-
რეობას; 2) რჩევებსა და დარიგებებს წინ უნდა უსწრებდეს იმის
გამოხატვა, რომ მათი გვესმის.
ცხრა წლის ერიკი შინ საშინლად გაბრაზებული ბრუნდება:
მისი კლასი პიკნიკზე უნდა წასულიყო, მაგრამ წვიმამ გეგმები
ჩაუშალა. მამამ გადაწყვიტა, შვილს სხვაგვარად დალაპარაკებო-
და და თავი შეიკავა ჩვეული კომენტარისგან, რომელიც ადრე,
როგორც წესი, ცეცხლზე ნავთის დასხმა უფრო იყო: „ცრემლე-
ბით საქმეს ვერ უშველი“, „ტირილით წვიმა გადაიღებს თუ რა?!“
„არა უშავს, სხვა დროს წახვალთ. მე რა შუაში ვარ, თუკი გაწვიმ-
და, მე რატომ მებუტები?!“
ნაცვლად ამისა, მამამ გაიფიქრა: „ბავშვი გულნატკენია, პიკ-
ნიკი რომ ჩაეშალათ. ახლა უნდა, საკუთარი გრძნობები გამი-
ზიაროს, გამაგებინოს, როგორ ბრაზობს, და ამის უფლება აქვს.
ამიტომ უნდა დავეხმარო, დავამშვიდო, დავუმტკიცო, რომ მესმის
მისი და პატივს ვცემ მის გრძნობებს“. მამა-შვილს შორის ასეთი
საუბარი გაიმართა:
მამა: როგორ გაგიცრუვდა იმედი, არა?!
ერიკი: ჰო, ძალიან...
მამა: როგორ გინდოდა პიკნიკზე წასვლა!
ერიკი: აბა, რა!
მამა: ყველაფერი მზად გქონდა. მაგრამ უცებ წვიმამ დასცხო
და ყველაფერი გააფუჭა!
ერიკი: ჰო, ზუსტად.
საუბარი აქ შეწყდა. ხანმოკლე დუმილის შემდეგ ბიჭმა თქვა:
„ჯანდაბას, არა უშავს, სხვა დროს წავალთ“. ბრაზი თვალსა და
ხელს შუა გაუქრა და მთელი საღამო კარგად იქცეოდა. ჩვეულებ-
რივ, როცა კი ერიკი სკოლიდან ცუდ გუნებაზე ბრუნდებოდა, ად-
რე თუ გვიან, ოჯახის ყველა წევრი წონასწორობიდან გამოჰყავ-
და. სიმშვიდე მხოლოდ ღამით ისადგურებდა ხოლმე, როცა ბიჭი
იძინებდა. მაშ, რა იყო განსაკუთრებული ერიკის მამის საქციელ-
ში, რამაც ასეთი წარმატებული შედეგი გამოიღო?
როცა ბავშვი ძლიერ განიცდის რაიმეს, იგი არავის უსმენს. იმ
წუთებში მას არ შეუძლია მიიღოს არც რჩევა, არც ნუგეში, არც
კონსტრუქციული კრიტიკა. მას მხოლოდ ერთი რამ სჭირდება:
გავუგოთ, იმ წუთში რას გრძნობს, თანაც გავუგოთ ყოველგვარი
ახსნა-განმარტების გარეშე. რაღაც თამაშის მსგავსი გამოდის: ის
გვაწვდის ინფორმაციის მინიმუმს, დანარჩენის გამოცნობას კი
ჩვენ გვანდობს.
როცა ბავშვი გვეუბნება, მასწავლებელმა მიყვირაო, არ ღირს
წვრილმანების გამოკითხვა, მით უმეტეს, ასეთი შეკითხვების დას-
მა: „რატომ? რა ჩაიდინე? ალბათ დაიმსახურე, ტყუილად რატომ
გიყვირებდა?“ არც მისი შებრალებაა გამართლებული – „უი, შე
საწყალო!“ ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში გვარგებს, ის არის,
რომ გავუგოთ. გავიგოთ მისი გაშმაგება, ტკივილი.
რვა წლის ანიტა შინ ძალიან გაღიზიანებული დაბრუნდა და
განაცხადა, სკოლაში აღარ წავალო.
დედა: ძალიან გულნატკენი ჩანხარ. იქნებ მიამბო რა მოხდა.
ანიტა: მასწავლებელმა დავალება დამიხია. ძალიან ვცდი-
ლობდი, კარგად გამომსვლოდა, მან კი ერთი თვალი შეავლო
და შუაზე გადამიხია.
დედა: თან, წინასწარ არც გაუფრთხილებიხარ? სულაც არ
მიკვირს, ასე რომ გეწყინა.
ანიტას დედამ თავი შეიკავა რაიმე სხვა კომენტარისა და
კითხვისგან. იცოდა, რომ მის ქალიშვილს ახლა ერთადერთი
რამ სჭირდებოდა – დედა გაგებითა და თანაგრძნობით დალაპა-
რაკებოდა. მხოლოდ ასე თუ დააცხრობდა მშობელი მის ბრაზს.
აი, მეორე მაგალითიც: ცხრა წლის ჯეფრი სკოლიდან დაღ-
ვრემილი დაბრუნდა და განაცხადა: „მასწავლებელმა დღეს დაგ-
ვტანჯა“.
დედა: დაღლილი ჩანხარ.
ჯეფრი: ჩემმა ორმა კლასელმა ბიბლიოთეკაში დიდი ხმაური
ატეხა. მასწავლებელმა ვერ გაარჩია, ამას ვინ სჩადიოდა და ყვე-
ლა დაგვსაჯა. თითქმის მთელი დღე დერეფანში გავატარეთ.
დედა: მთელი დღე მთელი კლასი დერეფანში უძრავად იდე-
ქით, ნაცვლად იმისა, რომ გემეცადინათ? სულ არ მიკვირს, ასე-
თი დაქანცული რომ ხარ.
ჯეფრი: მე ვუთხარი, მის ჯოუნს, თქვენ ხომ შეგიძლიათ
გაიგოთ, ამას ვინ სჩადიოდა, რა საჭიროა მთელი კლასის დასჯა-
მეთქი?
დედა: ღმერთო ჩემო, 9 წლის ბავშვი ცდილობდა, მასწავლე-
ბელს დახმარებოდა, მიეხვედრებინა, რომ ორი მოსწავლის გა-
მო მთელი კლასი არ უნდა დაესაჯა!
ჯეფრი: სულაც არ მინდოდა დავხმარებოდი. მაგრამ მასწავ-
ლებელმა მთელი დღის განმავლობაში პირველად მაშინ მაინც
გაიღიმა.
დედა: მართალია, ვერ გადაათქმევინე, მაგრამ შენი წყალო-
ბით ხასიათი გამოჰკეთებია.
ასე, შვილის მოსმენითა და მისი გრძნობების მიმართ პატი-
ვისცემის გამოხატვით დედამ დაანახვა, რომ დააფასა ბავშვის
მცდელობა, პრობლემა მოეგვარებინა. სწორედ ეს დაეხმარა
ჯეფრის, ხასიათი გამოჰკეთებოდა და სიბრაზე დავიწყებოდა.
როგორ უნდა გავარკვიოთ, რას გრძნობენ ჩვენი შვილები? უნდა
ვუყუროთ და ვუსმინოთ. რა თქმა უნდა, ამის გარკვევაში საკუთა-
რი გამოცდილებაც დაგვეხმარება. ადვილი მისახვედრია, რას უნ-
და გრძნობდეს ბავშვი, რომელსაც ტოლების თანდასწრებით
ლანძღავენ. ამიტომ ისეთი რამ უნდა ვუთხრათ, რაც მიახვედ-
რებს, რომ მისი გვესმის:
– გეწყინა, არა? წარმომიდგენია, როგორ შეგრცხვებოდა.
– ძალიან გაბრაზდებოდი, მესმის...
– ალბათ, იმწუთას შენი მასწავლებელი თვალის დასანახა-
ვად გეჯავრებოდა.
– წარმომიდგენია, რა დღეში ჩავარდებოდი.
– ცუდი ამბები გადაგიტანია.
სამწუხაროდ, მშობლებს არ ესმით, რომ ბავშვის ცუდი საქ-
ციელი მათი განცდების შედეგია. ბავშვს რაღაც აწუხებს, რაც მის
არასწორ საქციელს იწვევს. ამიტომ, სანამ საქციელის გამოსწო-
რებაზე ფიქრს დავიწყებთ, შვილის გრძნობებში უნდა გავერკვეთ.
აი, თორმეტი წლის ბენის დედის მონათხრობი: „გუშინ, სამსა-
ხურიდან შინ რომ დავბრუნდი, ბენმა პალტოს გახდაც არ მაცადა.
თავისი ოთახიდან გამოვარდა და მასწავლებელზე წუწუნს მოჰ-
ყვა: „უამრავ საშინაო დავალებას გვაძლევს. ყველა რომ შევას-
რულო, მთელი წელიც კი არ მეყოფა. ხვალ დილისთვის ლექსი
როგორ უნდა დავწერო?! კიდევ მოთხრობა მაქვს დასაწერი,
არადა, წინა კვირაში უნდა ჩამებარებინა. დღეს ამის გამო მიყვი-
რა კიდეც. ალბათ უბრალოდ ვერ მიტანს!“ თავი ვერ შევიკავე და
დავუყვირე: „მეც მყავს უფროსი, რომელიც შენს მასწავლებელზე
ნაკლებსაზიზღარი როდია, მაგრამ ხომ არ მოვდივარ და ამის
გამო შენ ხომ არ გეწუწუნები. თანაც, რა არის გასაკვირი იმაში,
თუკი მასწავლებელი გიყვირებს? საშინაო დავალებებს აკი არა-
სოდეს ასრულებ. იმიტომ, რომ საშინლად ზარმაცი ხარ. მორჩი
წუწუნს და საქმეს მიხედე, თორემ ხვალ ისევ გიყვირებენ“.
„რა მოხდა მას მერე, რაც თქვენი ბრაზი თავზე გადაანთხი-
ეთ?“ – ვკითხე.
„ბავშვი თავის ოთახში გავარდა, კარი ჩაკეტა და ვახშამზეც
კი არ გამოსულა“.
„თქვენ თავს როგორ გრძნობდით?“ – დავინტერესდი.
„საზიზღრად. მთელი საღამო ჩამშხამდა. ოჯახის ყველა
წევრს გაუფუჭდა ხასიათი. ოჯახში დამთრგუნველმა ატმოსფერომ
დაისადგურა. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, მაგრამ არ ვიცოდი,
როგორ მოვქცეულიყავი“.
„თქვენი აზრით, ამ დროს თქვენი ვაჟი რას გრძნობდა?“ –
ვკითხე.
„ალბათ ჩემზე გაბრაზებული იყო, მასწავლებლისა კი ეშინო-
და. დათრგუნვილი და გაღიზიანებული იყო ალბათ. სიტუაცია გა-
მოუვალი ეჩვენებოდა. ძალიან გულნატკენი იყო, რაც ყურადღე-
ბის მობილიზებაში ხელს შეუშლიდა. გამოვიდა, რომ სულაც ვერ
დავეხმარე, მაგრამ მისი წუწუნის ატანა აღარ შემიძლია. საკუთარ
თავზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდა“.
ბენს თავისი გრძნობების გამოხატვა რომ შესძლებოდა და
არა მხოლოდ მასწავლებელზე წუწუნი, ამ უსიამოვნო ინციდენ-
ტისთვის თავის არიდება შესაძლებელი იქნებოდა. ასე რომ ეთ-
ქვა: „დედა, ხვალ სკოლაში წასვლის მეშინია, ლექსი და მოკლე
მოთხრობა მაქვს დასაწერი, მაგრამ ძალიან ნაწყენი ვარ და აზ-
რებს ვერ ვიკრებ“. დედა თანაუგრძნობდა, შვილის რთულ მდგო-
მარეობას გაიზიარებდა. მიღებული ემოციური მუხტი ალბათ ამ-
გვარი რეაგირების საშუალებას მისცემდა: ლექსი და მოთხრობა
ხვალ დილისთვის უნდა დაწერო? ადვილი სულაც არ არის. სულ
არ მიკვირს, რომ შენს შესაძლებლობებში ეჭვი შეგეპარა“.
სამწუხაროდ, არც ჩვენ და არც ჩვენს შვილებს არ გაგვაჩნია
უნარი, გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები და ისინი სხვებს გავუ-
ზიაროთ. ზოგჯერ ვერც კი ვხვდებით, რას და როგორ
ვგრძნობთ.
ჩვეულებრივ, როდესაც ბავშვებს გარშემო მყოფებთან კონ-
ტაქტის დამყარება უჭირთ, ისინი ღიზიანდებიან და ფიქრობენ,
რომ ამაში სხვები არიან დამნაშავენი. ამას მშობლები წონასწო-
რობიდან სრულიად გამოჰყავს და გაცეცხლებულები, პირიქით,
თავიანთ ნაშიერებს ადანაშაულებენ. ამასთან, არცთუ იშვიათად
წამოსცდებათ ისეთი რამ, რასაც მერე ნანობენ, პრობლემა კი
კვლავ გადაუჭრელი რჩება.
ვინაიდან ბავშვებს არ შესწევთ უნარი, ადეკვატურად გამოხა-
ტონ თავიანთი ემოციები, ცუდი არ იქნებოდა, მშობლებს დაეწ-
ყოთ ბავშვების მოქმედებების შესწავლა და სიბრაზის მიღმა და-
ფარული ბავშვური შიშები, სასოწარკვეთა და უსუსურობის შეგ-
რძნება ამოეცნოთ. მაშინ, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვის ქცევაზე
მოეხდინათ რეაგირება, შვილების გრძნობებს გამოეხმაურებოდ-
ნენ და გაღიზიანების დაძლევაში დაეხმარებოდნენ. ბავშვებს სა-
ღად აზროვნება და სწორად მოქცევა მხოლოდ ისეთ შემთხვევა-
ში შეუძლიათ, როდესაც მოზრდილებისგან გულისხმიერ რეაქცი-
ას იღებენ. მხოლოდ ასე შეძლებენ ყურადღების კონცენტრირე-
ბას (თუკი ზემოთ აღწერილ სტერეოტიპს მივუსადაგებთ), გულის-
ხმიერების გამოჩენას და მოსმენის უნარიც ექნებათ.
ბავშვი არ დაწყნარდება და არც გაღიზიანება გაუვლის, თუკი
ვეტყვით, ასე გაბრაზება არ შეიძლებაო. საქმეს არც იმის მტკიცე-
ბა უშველის, გულთან ახლოს მისატანი არაფერი შეგმთხვევიაო.
მღელვარება არც მაშინ გაუვლის, თუკი გაბრაზებას ავუკრძა-
ლავთ. საქმეს მხოლოდ მაშინ მოევლება, თუკი თქვენი პატარა
თქვენგან გაგებასა და თანაგრძნობას დაინახავს.
სხვათა შორის, ასეთი დამოკიდებულება მოზრდილებთანაც
უპრიანია, რასაც მოწმობს ქვემოთ მოყვანილი ამონარიდი მშობ-
ლების სადისკუსიო ჯგუფის ერთ-ერთი შეკრებიდან:
წამყვანი: წარმოიდგინეთ დილა, როდესაც ყველაფერი სხვა-
ნაირად მიდის. ტელეფონი გაუთავებლად რეკავს, ბავშვი ტირის,
პური კი ტოსტერში იფიცხება. თქვენი მეუღლე ტოსტერს შესცქე-
რის და ამბობს: ღმერთო ჩემო! როდის ისწავლი ტოსტების მომ-
ზადებას?! ასეთ შემთხვევაში როგორი რეაგირება გექნებათ?
მშობელი: იმ ტოსტს პირდაპირ სახეში მივახლი!
მშობელი: ვეტყვი, ადექი და ეგ შენი წყეული ტოსტები თავად
შეიწვი-მეთქი.
მშობელი:ალბათ ისე მეწყინება, რომ შეიძლება ავტირდე კი-
დეც.
წამყვანი: მეუღლის ნათქვამი თქვენში როგორ ემოციებს გა-
მოიწვევს?
მშობლები: განრისხებას, სიძულვილს, წყენას.
წამყვანი: ამის შემდეგ გაგიჭირდებათ ახალი ტოსტების მომ-
ზადება?
მშობელი: მხოლოდ იმ პირობით მოვუმზადებ, თუკი ზედ სა-
წამლავს მოვაყრი!
წამყვანი: იმ დღეზე რა აზრი გექნებათ?
მშობელი: საშინელ დღედ წარმომიდგება.
წამყვანი: ახლა კი წარმოიდგინეთ იგივე სიტუაცია: ტოსტი
დაიწვა, მაგრამ მეუღლე არსებულ მდგომარეობას აკვირდება და
ამბობს: ძვირფასო, რა მძიმე დილა გაგვითენდა. აქეთ ბავშვი ტი-
რის, იქით ტელეფონი არ ჩერდება, ახლა კი ეს ტოსტებიც დაიწ-
ვა!
მშობელი: ძალიან მესიამოვნება მისი ნათქვამი.
მშობელი: ეს ისე გამახარებს, რომ ჩავეხუტები და ვაკოცებ.
წამყვანი: რატომ? თქვენი პატარა ხომ ისევ ტირის, ტოსტი კი
ისევ დამწვარია.
მშობლები: ამას უკვე ისეთი მნიშვნელობა აღარ ექნება.
წამყვანი: განსხვავება რაა?
მშობელი: თავს კარგად იმიტომ ვიგრძნობ, რომ არ გამაკრი-
ტიკებენ.
წამყვანი: ის დღე თქვენთვის როგორი იქნება?
მშობელი: ხალისიანი და ბედნიერი.
წამყვანი: ნება მომეცით, მესამე სცენარი შემოგთავაზოთ.
თქვენი მეუღლე ხედავს, როგორ დაიწვა ტოსტები და მშვიდად
გეუბნებათ: „მოდი, ძვირფასო, მე გასწავლი, ტოსტები როგორ
უნდა მოამზადო“.
მშობელი: არა, ოღონდ ეს არა. ეს პირველ სცენარზე უარე-
სია. თავს ნამდვილ სულელად ვიგრძნობ.
წამყვანი: მოდი, ახლა გავარკვიოთ, ტოსტების დაწვის ინცი-
დენტის ამ სამი ვარიანტიდან თქვენს შვილებთან ურთიერთობის-
თვის რომელს აირჩევდით.
მშობელი: ვხვდები, საითაც მიგყავთ საუბარი. ყოველთვის
ვეუბნები ჩემს შვილს: „საკმარისად დიდი ხარ იმისთვის, რომ
იცოდე, საკმაოდ დიდი, რომ ეს გაიგო“. ალბათ ჩემი შვილი ასე-
თი სიტყვებისგან უკვე გაბეზრებულია. საერთოდ, კარგად მეხერ-
ხება მისი წონასწორობიდან გამოყვანა.
მშობელი: გამუდმებით ვეუბნები ჩემს ქალიშვილს: „მოდი, მე
გიჩვენებ, ეს ან ის როგორ კეთდება-მეთქი“.
მშობელი: იმდენად მიჩვეული ვარ, რომ მაკრიტიკებენ, ბავ-
შვის გაკრიტიკება ჩვეულებრივ ამბად მეჩვენება. ამასთან, ზუსტად
იმ სიტყვებს ვიმეორებ, რომლებსაც დედაჩემი მეუბნებოდა, რო-
დესაც პატარა ვიყავი და რის გამოც ვერ ვიტანდი. არასოდეს არ
გამომდიოდა, რაიმე მაინც „სწორად“ გამეკეთებინა. დედაჩემი
ყოველთვის მაიძულებდა, ის რაღაც ხელახლა გამეკეთებინა.
წამყვანი: ახლა კი გამოდის, რომ თქვენს ქალიშვილს
თქვენც ასევე ექცევით?
მშობელი: დიახ. ჰოდა, ეს სულაც არ მომწონს. ამ დროს სა-
კუთარ თავზე ვბრაზობ კიდეც.
წამყვანი: მოდი, გავარკვიოთ, დამწვარი ტოსტების ამბავი
რას გვასწავლის და რა ეხმარება ადამიანს, ბრაზი სიყვარულად
აქციოს.
მშობელი: ის ფაქტი, რომ თურმე ვიღაცას შეუძლია გაგიგოს.
მშობელი: და თან – არ გაგამტყუნოს.
მშობელი: და ის ვიღაც სულაც არ გიწყებს ჭკუის სწავლებას,
როგორ უნდა მოიქცე და როგორ უნდა გამოსწორდე.
მოცემული სცენა (წიგნიდან H. Ginott, Group psychology with
children, McGraw-Hill, 1961) გვიჩვენებს, რომ სიტყვებს ძალა აქვს
და ეს ის ძალაა, რომელსაც სიყვარულისა და სიძულვილის ჩა-
მოყალიბება შეუძლია. მორალი ასეთია: მოვლენაზე ჩვენს
რეაგირებას (სიტყვებით თუ ემოციების გამოხატვით) შეუძლია,
არსებითად შეცვალოს ოჯახში ატმოსფერო.

ბავშვთან საუბრის პრინციპები:


გულისხმიერება და თანაგრძნობა

როცა ბავშვი რაიმე მოვლენის შესახებ გიყვებათ ან რაიმეს


გეკითხებათ, აჯობებს, თვით ამ მოვლენაზე კი არ მოახდინოთ
რეაგირება, არამედ ამ საკითხთან დაკავშირებულ გრძნობებს
შეეხოთ.
ექვსი წლის ფლორამ დაიჩივლა, რომ „ბოლო დროს“ მის
ძმას მასზე უფრო ხშირად ასაჩუქრებენ. დედამ ეს ბრალდება არ
უარყო. იმის ახსნაც არ დაუწყია, რომ ძმა უფროსია და მეტ საჩუ-
ქარსაც ამიტომ იღებს. არც ამ უსამართლობის გამოსწორებას
შეჰპირებია. მან კარგად იცოდა, რომ ბავშვს ამ შემთხვევაში სა-
ჩუქრები კი არა, არამედ მშობლების მასთან დამოკიდებულება
აღელვებდა, ამიტომ შვილს უთხრა: „შენ გგონია, ისე ძალიან არ
მიყვარხარ, როგორც შენი ძამიკო?“ – და ზედმეტი მსჯელობის
გარეშე შვილი გულში ჩაიკრა. გოგონამაც მაშინვე ბედნიერი ღი-
მილით უპასუხა. ასე დამთავრდა ეს საუბარი. სხვა შემთხვევაში
იგი შეიძლებოდა დაუსრულებელ კამათში გადაზრდილიყო.
ბავშვის კითხვები ხშირად იმას მოასწავებს, რომ მას რაიმეს
დადასტურება სწყურია. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო პასუხი მას-
თან ჩვენი ურთიერთობის სიმყარის დადასტურებას უნდა გამოხა-
ტავდეს.
როდესაც პატარა რაღაცას გიყვებათ, თვით მოვლენაზე მე-
ტად ჯობს იმ გრძნობებზე ყურადღების გამახვილება, რომლებიც
ამ მოვლენას სდევს თან. შვიდი წლის გლორია შინ ძალზე
აღელვებული დაბრუნდა. მან მამას უამბო, მის მეგობარ დორის
ბიჭებმა როგორ ჰკრეს ხელი და ტროტუარიდან ტალახში რო-
გორ ჩააგდეს. მამამ, ნაცვლად იმისა, რომ წვრილმანების გამო-
კითხვა დაეწყო და დაექადა კიდეც, იმ ბიჭებს დავსჯიდიო, შვი-
ლის გრძნობებზე გაამახვილა ყურადღება და თანაგრძნობით შე-
ნიშნა: „ალბათ როგორ ინერვიულე... წარმომიდგენია, იმ ონავარ
ბიჭებზე როგორ გაბრაზდებოდი. აი, ის ბრაზი აქამდე გამოგყო-
ლია“.
მამის სიტყვებს გოგონა ემოციური, შეწუხებული ხმით ეთან-
ხმებოდა, ხოლო როდესაც მამამ ჰკითხა, ალბათ გეშინია, იმ ბი-
ჭებმა შენც ხელი არ გკრანო, გლორიამ მტკიცედ წამოიძახა: „ა-
ბა, ერთი, გაბედონ, თან გადავითრევ და ტალახში ისეთ ზღარ-
თანს მოვადენინებ, რომ...“ მერე ამ სურათის წარმოდგენისას გო-
გონამ ხმამაღლა გადაიკისკისა. საუბარი წარმატებით დასრულ-
და, ხოლო მამას შესაფერისი ალღო რომ არ გამოეჩინა, გლო-
რიასთვის იმის მოსაწყენ შეგონებად გადაიქცეოდა, მსგავს შემ-
თხვევაში როგორ უნდა მოქცეულიყო.
როდესაც ბავშვი შინ გაღიზიანებული ბრუნდება და წუწუნს იწ-
ყებს თანაკლასელზე, მასწავლებელზე ან საერთოდ ცხოვრებაზე,
პასუხის გაცემისას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მი-
ვაქციოთ მის ტონსა და ემოციურ მხარეს და სულაც არ არის სა-
ჭირო, ფაქტების გადამოწმებასა და მოვლენის სურათის წარ-
მოდგენას შევუდგეთ.
ათი წლის ჰაროლდი შინ ძალიან უკმაყოფილო დაბრუნდა
და მაშინვე წუწუნს მოჰყვა.
ჰაროლდი: რა საზიზღრობაა ეს ცხოვრება! მასწავლებელმა
მატყუარა დამიძახა და მხოლოდ იმიტომ, რომ ვუთხარი, საშინაო
დავალება დამავიწყდა-მეთქი. იცი, როგორ მიყვიროდა?!. მერე
მითხრა, შენს მშობელს აუცილებლად მივწერო.
დედა: მძიმე დღე გქონია.
ჰაროლდი: საზიზღარი.
დედა: წარმომიდგენია, რა უსიამოვნო შეგრძნება გექნებოდა,
როცა მთელი კლასის თვალწინ შეგარცხვინა.
ჰაროლდი: სასიამოვნო ნამდვილად არ იყო.
დედა: ალბათ მასწავლებელს იმწუთას რამე ცუდი უსურვე.
ჰაროლდი: საიდან იცი?
დედა: ყველანი ასე ვიქცევით, როცა ვინმე შეურაცხყოფას
გვაყენებს.
ჰაროლდი: რა კარგია. გულზე მომეშვა.
ბავშვები მშვიდდებიან, როდესაც აღმოაჩენენ, რომ გრძნობე-
ბი, რომლებსაც ისინი განიცდიან, ნორმალური მოვლენა ყოფი-
ლა, ადამიანური, ცხოვრების თანამგზავრი. ბავშვი ამას რომ მიხ-
ვდეს, უკეთესი გზა არ არსებობს, გარდა გაგებისა.
როდესაც ბავშვი საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლო-
ბების შეფასებას იწყებს, სულაც არ არის აუცილებელი, დავეთან-
ხმოთ ან არ დავეთანხმოთ. ისეთი რამ უნდა ვუთხრათ, რაც პატა-
რას დაანახვებს – რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ჩვენ ყველაფე-
რი გვესმის.
როცა ბავშვი ამბობს, არითმეტიკაში მიჭირსო, არაფრის
მთქმელი იქნება პასუხი – „მართალი ხარ, თვლა არ იცი“. არავი-
თარი შედეგი არ ექნება საწინააღმდეგოს მტკიცებასაც ანდა
ცდას, რომ სიტუაციიდან თავის დაძვრენა, ასე ვთქვათ, ტრაფა-
რეტული, გაცვეთილი რჩევებით ვცადოთ: „უფრო მეტს რომ მე-
ცადინეობდე, საქმე უკეთესად წაგივიდოდა“. ნაჩქარევად მიცემუ-
ლი ამგვარი უგულო „რჩევა“ ბავშვს მხოლოდ თავმოყვარეობას
ულახავს, ხოლო სიტყვებით გამოხატული თქვენი აზრი არა მხო-
ლოდ უქრობს საკუთარი ძალების რწმენას, არამედ იმის სურ-
ვილსაც, რომ შემდგომში გულისნადები გაგიზიაროთ.
თუ ბავშვი გეტყვით, არითმეტიკა მიჭირსო, მის სიტყვებს სე-
რიოზულად და თანაგრძნობით უნდა მოეკიდოთ. პასუხები დაახ-
ლოებით ასეთი უნდა იყოს:
– ჰო, არითმეტიკა ძნელი საგანია.
– ზოგი მაგალითი ძალიან ძნელი ამოსახსნელია.
– და მასწავლებელიც ცეცხლზე ნავთს გისხამს.
– მათემატიკა ბევრს აფიქრებინებს, რომ ნიჭი არ ჰყოფნის.
– ალბათ ერთი სული გაქვს, გაკვეთილი როდის დამთავ-
რდება.
– ზარი რომ დაირეკება, ალბათ შვებით ამოისუნთქავ ხოლ-
მე, არა?
– ჰო, გამოცდა ადვილი არ იქნება.
– წარმომიდგენია, როგორ გეშინია, გამოცდაზე ჩაიჭრა.
– ალბათ გეშინია, რომ იმედს გაგვიცრუებ.
– ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ძნელი საგნებიც არსე-
ბობს.
– დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერს იღონებ, რაც შე-
გიძლია.
თორმეტი წლის მოსწავლე გამოტყდა, რომ „სახტად დარჩა“,
როცა მამამისი გაგებით მოეკიდა მის ორიანს. გოგონამ იფიქრა,
მამას ჩემი სჯერაო, და მაშინვე თავს სიტყვა მისცა, რომ ნიშანს
გამოასწორებდა.
ზოგიერთი ბავშვი მშობლებს უცხადებს, უნიჭო ვარო, და ისი-
ნიც მაშინვე მთელი მონდომებით ცდილობენ აზრი შეაცვლევი-
ნონ და დაამშვიდონ, – ავტორიტეტული ხმით უმეორებენ, მამაშე-
ნივით ჭკვიანი ხარო.
ჩარლზი: უნიჭო ვარ.
მამა: სულაც არ ხარ უნიჭო.
ჩარლზი: არა, ვარ.
მამა: არა-მეთქი! დაგავიწყდა, ბანაკში ყოფნისას როგორი
საზრიანობა გამოიჩინე? ბანაკის ხელმძღვანელი ერთ-ერთ ყვე-
ლაზე ჭკვიან ბიჭად გთვლიდა.
ჩარლზი: საიდან იცი?
მამა: თვითონ მითხრა.
ჩარლზი: კარგი, რა! აბა, სულ სულელს რატომ მეძახდა?
მამა: ისე, ხუმრობით, სულელური ხუმრობები იცოდა.
ჩარლზი: სულელი ვარ, დარწმუნებული ვარ. შეხედე, რა ცუ-
დი ნიშნები მაქვს.
მამა: უბრალოდ, მეტი უნდა იმეცადინო.
ჩარლზი: უკვე ვცადე, ბევრჯერ ვცადე, მაგრამ არაფერმა მიშ-
ველა. უბრალოდ ჭკუა არ მყოფნის.
მამა: საზრიანი ბიჭი ხარ, შენი მჯერა.
ჩარლზი: არა, სულელი ვარ, წყალი არ გაუვა.
მამა (ხმას უწევს): არ ხარ-მეთქი!
ჩარლზი: არა, ვარ!
მამა: სულელი არ ხარ-მეთქი, შე მართლა სულელო!
თუკი ბავშვი გვიცხადებს, რომ სულელი, უნიჭო ან მახინჯია,
მაშინვე გადარწმუნებას ტყუილად შეეცდებით. საკუთარ თავზე
წარმოდგენა ასე, ხელის ერთი მოსმით არ შეეცვლება. ადამიანის
გონებაში საკუთარ თავზე დამკვიდრებული წარმოდგენა წინააღ-
მდეგობას გაუწევს თქვენს ნებისმიერ მცდელობას, აზრი შეაც-
ვლევინოთ. ასეთი იძულებით ბავშვს აზრს ვერ შეაცვლევინებთ.
ერთმა ბიჭმა მამას უთხრა: „ვიცი, შენ ეგ სიკეთით მოგდის, მაგ-
რამ არც ისეთი სულელი ვარ, რომ დავიჯერო, თითქოს მარ-
თლაც ნიჭიერი ვარ“.
თუ ბავშვი საკუთარ შესაძლებლობებს უარყოფითად აფა-
სებს, რამდენიც უნდა ვეცადოთ, აზრს ვერ შევაცვლევინებთ. პი-
რიქით, ვაიძულებთ, უფრო ჯიუტად ამტკიცოს საკუთარი ნათქვა-
მი. უკეთესი იქნება, თუკი ვუჩვენებთ, რომ მის აზრს სერიოზულად
ვეკიდებით, თუ დავარწმუნებთ, რომ გვესმის, როგორი რთული
გრძნობები იმალება ასეთი უბრალო მტკიცების მიღმა. აი, კიდევ
ერთი მაგალითი:
აივენი: უჭკუო ვარ.
მამა (სერიოზულად): მართლა ეგრე გგონია? მართლა გგო-
ნია, რომ ძნელად აზროვნებ და ჭკუა არ გყოფნის?
აივენი: ჰო, ასე მგონია.
მამა: ალბათ ძალიან განიცდი და ამას ვერავინ ხვდება.
აივენი: აბა, რა!
მამა: ალბათ სულ იმის გეშინია, ცუდი ნიშანი არ მიიღო, გა-
მოცდაზე არ ჩაიჭრა. დაფასთან რომ გიძახებს მასწავლებელი,
ალბათ იბნევი. გეშინია, შეცდომა არ დაუშვა, რომ ბავშვებმა არ
დაგცინონ, არა? პასუხი რომც იცოდე, გირჩევნია, არ უპასუხო.
ჰოდა, ამიტომ სულ არ გინდა ხმის ამოღება. ალბათ ის შემთხვე-
ვები გახსენდება, როცა რაღაც თქვი და სიცილი დაგაყარეს. ამი-
ტომაც ჩათვალე, რომ უჭკუო ხარ, თან გაღიზიანებს ეს ამბავი და
გაბრაზებს, არა? (ადვილი შესაძლებელია, ასეთი სიტყვების შემ-
დეგ ბავშვს გაუჩნდეს სურვილი, მომხდარი შემთხვევებიდან
რაიმე გიამბოთ).
მამა: მომისმინე. ჩემი აზრით, ყველაფერი წესრიგში გაქვს,
მე სულაც არ გთვლი უჭკუოდ. კარგი ადამიანი ხარ. უბრალოდ
საკუთარ თავზე მთლად სწორი წარმოდგენა არ შეგექმნა.
ასეთმა საუბარმა შეიძლება ბავშვს უცებ არც შეუცვალოს აზ-
რი, მაგრამ იმაზე მაინც დააფიქრებს, იქნებ მართლაც ვცდებიო?
გარდა ამისა, შეიძლება ასეთი რამეც იფიქროს: „თუკი მამას ჩემი
ესმის და უჭკუოდ არ მთვლის, იქნებ მართლაც ასეა?“ მამასთან
მეტ სულიერ სიახლოვეს იგრძნობს და შეიძლება იქამდეც მივი-
დეს, რომ თავი არც ისე წყალწაღებულად წარმოიდგინოს, საკუ-
თარი ძალების რწმენა მოემატოს და ეცადოს, ისეთი გახდეს,
როგორსაც მამა ხედავს.
თუკი ბავშვი ამბობს, არასოდეს არაფერში არ მიმართლებ-
სო, არანაირი არგუმენტი და დარწმუნება მას აზრს არ შეაცვლე-
ვინებს. რამდენი მაგალითიც უნდა მოვუყვანოთ, როდის რაში
გაუმართლა, მას ორჯერ მეტი მაგალითი ექნება მომზადებული
იმის დასამტკიცებლად, რომ მართლაც უიღბლო და უბედურია.
ასეთ შემთხვევაში ერთადერთი გზა დაგვრჩენია – ვუჩვენოთ,
რამდენად ვიზიარებთ მის განცდებს და როგორ თანავუგ-
რძნობთ.
ანაბელი: არასოდეს არ მიმართლებს.
დედა: მართლა ასე გგონია?
ანაბელი: ჰო.
დედა: როცა ბავშვები რაიმეს თამაშობთ, ფიქრობ, ვერ გავი-
მარჯვებ იმიტომ, რომ არასოდეს მიმართლებსო?
ანაბელი: ჰო, ზუსტად ასე ვფიქრობ ხოლმე.
დედა: თუ გაკვეთილზე სწორი პასუხი იცი, ფიქრობ, დღეს
მასწავლებელი მე არ გამიძახებსო?
ანაბელი: ჰო.
დედა: საშინაო დავალებას როცა არ შეასრულებ, მაშინ კი
სავსებით დარწმუნებული ხარ, – აი, დღეს კი ნამდვილად დაფას-
თან გამიყვანსო?
ანაბელი: ზუსტად.
დედა: ალბათ კიდევ უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შე-
გიძლია, არა?
ანაბელი: ჰო... მაგალითად... (მოჰყავს მაგალითები)
დედა: ძალიან მინდა გავიგო, რა არის შენთვის გამართლე-
ბა. რა ხდება ისეთი, რასაც შენ უიღბლობას არქმევ, და პირიქით
– გამართლებას, გამაგებინე და ერთად განვიხილოთ, სინამდვი-
ლეში ეს რას უნდა ნიშნავდეს.
ასეთმა საუბარმა შესაძლოა ბავშვს აზრი ვერ შეუცვალოს და
თავს მაინც უიღბლოდ თვლიდეს, მაგრამ იმას კი ნამდვილად იგ-
რძნობს, რა ბედნიერია, ასეთი გულისხმიერი დედა რომ ჰყავს.

თევზი დაცურავს, ჩიტი დაფრინავს, ადამიანს კი სხვადასხვა,


ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები ეუფლება

ბავშვებს შეიძლება თან ვუყვარდეთ და თან ვერ გვიტანდნენ.


მათ გაორებული გრძნობები აქვთ მშობლების, მასწავლებლების
და, საერთოდ, ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც იძულებულნი
არიან, დაემორჩილონ. მშობლებს უჭირთ აღიარონ ასეთი ამბი-
ვალენტურობა, როგორც ცხოვრებისეული ფაქტი. საკუთარ თავ-
შიც არ მოსწონთ ასეთი გრძნობები, შვილებში კი სულ ვერ იტა-
ნენ. მიაჩნიათ, რომ ადამიანების, განსაკუთრებით კი ოჯახის წევ-
რების მიმართ ასეთ ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებში რა-
ღაც ძირშივე არასწორია.
არადა, ხომ შესაძლებელია გრძნობების ასეთ გაორებას
რბილად შევხედოთ, როგორც საკუთარ თავში, ასევე ბავშვებში.
თუ გვსურს, უაზრო კონფლიქტები თავიდან ავიცილოთ, ბავშვებ-
მა უნდა იცოდნენ, რომ მსგავსი გრძნობები სავსებით ბუნებრივი
და ნორმალურია. შეგვიძლია ბავშვს დავეხმაროთ დანაშაულის
გრძნობის შემსუბუქებაში, რომელსაც ასეთი გაორების გამო გა-
ნიცდის, მღელვარება დავუცხროთ იმის აღიარებით, რომ ასეთი
ფენომენი მართლაც არსებობს:
– როგორც ჩანს, შენ ხან გიყვარს, ხან სულ არ მოგწონს შენი
მასწავლებელი.
– როგორც ჩანს, შენი უფროსი ძმით თან აღფრთოვანებული
ხარ და თანაც ეჩხუბები.
– არ იცი, რა ქნა: ზაფხულში თან შინ დარჩენა გინდა და თა-
ნაც ბანაკისკენ მიგიწევს გული.
ამბივალენტობის მშვიდი, კრიტიკას მოკლებული კონსტატა-
ცია ეხმარება ბავშვს, არწმუნებს, რომ გრძნობებში ასეთი „ა-
რეულობა“ რაღაც განსაკუთრებულ უბედურებას არ წარმოად-
გენს. როგორც ერთმა ბავშვმა თქვა, „თუკი ჩემი შერეული
გრძნობების გაგება შეგიძლია, გამოდის, რომ ისინი არც ისე შე-
რეულია“. სამაგიეროდ, ბავშვებთან ურთიერთობას ყოველთვის
ვნებს ამ ტიპის გამონათქვამები: „თვითონაც არ იცი, რა გინდა!
დღეს მოგწონს შენი მეგობრები, ხვალ ვეღარ იტან. ან ასე გა-
დაწყვიტე, ან ისე, თუკი საერთოდ შეგიძლია გადაწყვეტილების
მიღება“.
ადამიანის ბუნების სწორი გაგება იმის გააზრებასაც გულის-
ხმობს, რომ იქ, სადაც სიყვარულია, შეიძლება სიძულვილის წი-
ლიც არსებობდეს, აღფრთოვანებაში – შურის ნაწილაკი, ერთგუ-
ლება მტრული დამოკიდებულების არსებობასაც არ გამორიც-
ხავს, წარმატებას კი შეიძლება საფრთხის შეგრძნება ახლდეს.
დიდი სიბრძნეა საჭირო, რომ ვაღიაროთ: ადამიანის მიერ გან-
ცდილი ყველა გრძნობა მისაღებია – დადებითიც, უარყოფითიცა
და წინააღმდეგობრივიც.
ამ იდეასთან შეგუება ადვილი სულაც არ არის. ბავშვობაში
მიღებული შთაბეჭდილებები და დიდობაში მიღებული ცოდნა
სხვაგვარი აზრის ჩამოყალიბებას უფრო უწყობს ხელს. ჩვენ აგ-
ვიხსნეს, რომ უარყოფითი გრძნობები „ცუდია“ და არ უნდა გან-
ვიცდიდეთ, მათი უნდა გვრცხვენოდეს. ახალი მიდგომა იქიდან
გამომდინარეობს, რომ უნდა განვსაჯოთ მხოლოდ საქციელით;
წარმოსახვით ქმედებას რაც შეეხება, ის არ შეიძლება „კარგი“ ან
„ცუდი“ იყოს. მხოლოდ საქციელს შევაფასებთ ან წავახალისებთ
და არა – გრძნობებს. გრძნობების განკითხვა არ შეიძლება და
შეუძლებელიცაა. გრძნობების შეფასება და ფანტაზიების ცენზურა
ორმაგი ძალადობაა – პირად თავისუფლებასა და ფსიქიკურ ჯან-
მრთელობაზე.
ემოციები ჩვენი გენეტიკური მემკვიდრეობის ნაწილია. თევ-
ზის თვისებაა იცუროს, ჩიტის – იფრინოს, ადამიანი კი ემოციებს
განიცდიდეს. ჩვენ ხან ბედნიერები ვართ, ხან – უბედურები, ხან კი
დარწმუნებული ვართ იმაში, რომ უფლება გვაქვს, ბრაზსა და
შიშს, დარდსა და სიხარულს განვიცდიდეთ, სიხარბე და დანა-
შაულის გრძნობა გვეუფლებოდეს, ვნებასა და ზიზღს, აღფრთო-
ვანებასა და სიძულვილს განვიცდიდეთ. არჩევანის საშუალება არ
გაგვაჩნია, ეს გრძნობები ჩვენში ჩვენდა უნებურად იბადება, თუმ-
ცა იმის არჩევანის უფლება გვაქვს, თუ სად და როგორ გამოვხა-
ტოთ ისინი, იმ პირობით, თუკი ვიცით, როგორია ეს გრძნობები.
პრობლემის მთელი არსიც ეს არის. ბევრ ადამიანს არ შესწევს
უნარი, თავის ნამდვილ გრძნობებში გაერკვეს. არც არის გასაკვი-
რი, რადგან, როდესაც ნამდვილ სიძულვილს გრძნობდა, მას
ეუბნებოდნენ, რომ ეს უბრალოდ ანტიპათიის გამოვლინება იყო;
შიში ეუფლებოდა, მას კი არწმუნებდნენ, რომ არაფრის არ უნდა
შეშინებოდა; სტკიოდა, მას კი ჩააგონებდნენ, რომ მამაცი უნდა
ყოფილიყო და გაეღიმა კიდეც. ბევრ ჩვენგანს ასწავლეს გამოგ-
ვეხატა ბედნიერება მაშინ, როდესაც თავი ბედნიერად სულაც არ
მიგვაჩნდა.
რამ შეიძლება ასეთი თვალთმაქცობა ჩაანაცვლოს? სიმარ-
თლემ. ემოციების სწავლება ბავშვს დაეხმარება მიხვდეს, რა
ემოცია ეუფლება ამა თუ იმ დროს. ბავშვისთვის უფრო მნიშვნე-
ლოვანია იცოდეს, რა გრძნობას განიცდის, ვიდრე ჩასწვდეს, ეს
რატომ ემართება. როდესაც ბავშვი იაზრებს, რას გრძნობს, არა
მგონია განიცდიდეს იმას, რომ მასში „ყველაფერი თავდაყირა
დგას და არეულია“.
ემოციების არეკვლა:
ბავშვის ემოციის არეკვლით ჩვენ მას ვეხმარებით გაერკვეს
თავის გრძნობებში

ბავშვი თავის გარეგნობას სარკეში ჩახედვით ეცნობა, ემოცი-


ურ მდგომარეობას კი იმით, თუ როგორ აირეკლება ეს გრძნობე-
ბი სხვაში. ჩვენ ბავშვის ემოციების სარკე ვართ: მათი არეკვლით
დავეხმარებით, გაერკვეს იმაში, თუ რას გრძნობს. სარკის დანიშ-
ნულებაა, იმის ამსახველი ანარეკლი გვიჩვენოს, როგორებიც სი-
ნამდვილეში ვართ, შეულამაზებელი და დაუმახინჯებელი. ჩვენ
ხომ სარკისგან რჩევა-დარიგებებსა და შეფასებებს არ ველით!
სულაც არ გვინდა, სარკემ გვითხრას: „დღეს საშინლად გამოიყუ-
რები, თვალები ჩასისხლიანებული გაქვს, სახე – შესივებული. რა
უბედურებაა!.. იქნებ თავს რაიმე მოუხერხო“. ასეთ ჯადოსნურ
სარკესთან რამდენიმე სეანსის შემდეგ მას სათოფეზე აღარ გავე-
კარებოდით. სარკისგან ანარეკლს ველით და არა ჭკუის სწავლე-
ბას. შეიძლება ჩვენი გამოსახულება თავადაც არ მოგვწონდეს,
მაგრამ გვიჯობს, თვითონ გადავწყვიტოთ, ჩვენს თავს როგორ
ვუშველოთ და რა კოსმეტიკური საშუალებები გამოვიყენოთ.
სწორედ ამგვარია „ემოციების სარკის“ ამოცანაც – აირეკ-
ლოს გრძნობები ისეთი, როგორიც ისინი სინამდვილეშია და
არაფერი დაამახინჯოს: – მგონი, ძალიან გაბრაზებული ხარ.
– გეტყობა, როგორ გეჯავრება.
– გეტყობა, რომ ეს ყველაფერი შენში ზიზღს იწვევს.
ბავშვს ასეთი წინადადებები ძალიან ეხმარება. ასეთი შენიშ-
ვნები ზუსტად აღნიშნავს იმ გრძნობებს, რომლებსაც იგი განიც-
დის. გამოსახულების სიცხადე როგორც ჩვეულებრივ, ასევე ემო-
ციურ სარკეში, საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად მოიყვანოს
თავი წესრიგში, ანუ ეხმარება პოზიტიური ცვლილებების განხორ-
ციელებაში.
მოზრდილებს ბევრი რამ გვაქვს გამოცდილი – წყენა, ბრაზი,
შიში, უხერხულობის განცდა, დარდი. დიდი გამოცდილება გვაქვს
დაგროვილი. ძლიერი გრძნობების განცდისას იმაზე დიდი შვება
არ არსებობს, ვიდრე ყურადღებიანი და გულისხმიერი მსმენე-
ლია. ბავშვებშიც ასეა. ტაქტიანმა ურთიერთობამ უნდა შეცვალოს
კრიტიკა, ნოტაციების კითხვა, დარიგებები და ბავშვის სულს
სალბუნად მოევლინება.
როდესაც ჩვენი შვილი იმედგაცრუებულია, ან შეშინებულია,
ან მოწყენილია, ან თუნდაც შემცბარი, როგორც წესი, ვცდი-
ლობთ დავეხმაროთ, ოღონდ – კრიტიკითა და ჭკუის დარიგე-
ბით. დავფიქრებულვართ, ამ დროს, თუნდაც უნებურად, რას ვე-
უბნებით?.. „იმდენად უვარგისი ხარ, რომ არც კი იცი, როგორ უნ-
და მოიქცე“. ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფს შეურაცხყოფა-
საც ვუმატებთ.
არადა, ხომ შესაძლებელია, სხვანაირად მოვიქცეთ. თუკი
დროს დავხარჯავთ იმაში, რომ შევეცდებით, ბავშვს გავუგოთ და
თანავუგრძნოთ, ამით სულ სხვა რამეს გავაგებინებთ: „ჩემთვის
მნიშვნელოვანი ხარ. მინდა შენს გრძნობებს ჩავწვდე“. ამ სასი-
ცოცხლოდ აუცილებელი მესიჯის ძირში დევს სიტყვები: „რო-
გორც კი დაწყნარდები, ამ მდგომარეობიდან შენთვის საუკეთესო
გამოსავალს თავად იპოვი!“
თავი 2
სიტყვის ძალა: გამხნევებისა და სწორი გზის
ჩვენების საუკეთესო საშუალებები

ფსიქოთერაპიაში ითვლება, რომ ბავშვს არასოდეს არ უნდა


ვუთხრათ, კარგი ბიჭი (გოგო) ხარო. საერთოდ, თავი უნდა ავა-
რიდოთ დადანაშაულებასა და ისეთ შექებას, რაც მისი პიროვნე-
ბის შეფასებას შეიცავს. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი დახმარება
ბავშვის შფოთვის მიზეზი ხდება, ხელს უწყობს, ვინმეზე დამოკი-
დებული ჩამოყალიბდეს, და თავდაცვით რეაქციას იწვევს. ეს კი
ბავშვს არ ეხმარება, საკუთარი თავის რწმენა შეიძინოს ან ისეთი
თვისებები გამოიმუშაოს, რომლებიც საკუთარი თავის მართვასა
და თვითკონტროლს შეუწყობს ხელს, რადგან ეს თვისებები მხო-
ლოდ სხვების მსჯელობისა თუ კრიტიკისგან დამოუკიდებლობას
გულისხმობს. მათი საყრდენი საკუთარი შინაგანი მოტივაცია და
შეფასებაა და სხვა არაფერი. ბავშვები თავისუფლები უნდა იყვნენ
შემფასებლური წნეხისგან, თორემ მუდამ სხვების შეხედულებაზე
იქნებიან დამოკიდებულნი.

ნუთუ ბავშვი აღარ უნდა შევაქოთ?

ზოგჯერ ცუდი საქციელი სრულიად მოულოდნელად წამო-


ყოფს თავს. მადლიერების დღის შემდგომი ორშაბათის დილა
გათენდა. ოჯახი თავისი მანქანით პიცბურგიდან ნიუ-იორკში
ბრუნდებოდა. ექვსი წლის აივენი უკანა სავარძელზე ნამდვილი
ანგელოზივით იქცეოდა: საკუთარ ფიქრებში გართული წყნარად
იჯდა მანქანაში და არავის აწუხებდა. დედამ იფიქრა, შექებას ნამ-
დვილად იმსახურებსო. ის-ის იყო, ლინკოლნის გვირაბში შედი-
ოდნენ, როდესაც შვილს მიუბრუნდა და უთხრა, რა კარგი ბიჭი
ხარ, აივენ, რა კარგად იქცევი; რომ იცოდე, როგორ ვამაყობ შე-
ნითო.
ამ სიტყვებიდან წუთიც კი არ იყო გასული, როცა აივენმა მან-
ქანის კარს საფერფლე მოაძრო და ფერფლი მშობლებს მიაყა-
რა. ის ფერფლი და სიგარეტის ნამწვები ისე იყრებოდა მანქანა-
ში, თითქოს ატომური ბომბის აფეთქების შედეგად გაჩენილი
ფერფლი ყოფილიყო. ოჯახი ამ დროს უკვე გვირაბში იყო შესუ-
ლი, გადატვირთულ მანქანების რიგში, და უჰაერობისგან ლამის
დამხრჩვალიყო. დედას არაფერი აკლდა, ბავშვი მოეკლა. ყვე-
ლაზე მეტად ის ეწყინა, რომ შვილი ასე სასტიკად მისი შექების
შემდეგ მოიქცა. ნუთუ ბავშვის შექება აღარ შეიძლებაო? –
გაიფიქრა.
ამ საქციელის მიზეზი თავად აივენმა ახსნა რამდენიმე კვირის
შემდეგ. იმ დღეს თურმე მთელი გზა იმაზე ფიქრობდა, თავიდან
როგორ მოეშორებინა უმცროსი ძმა, რომელიც მანქანის წინა სა-
ვარძელში დედ-მამას შორის იყო მოკალათებული. ბოლოს და
ბოლოს, ასეთი რამეც კი იფიქრა: მანქანა შუაზე რომ გაიჭრას,
დედასა და მამას არაფერი დაუშავდებოდათ, აი, ძმა კი შუაზე გა-
იჭრებაო. სწორედ ამ დროს უთხრა დედამ, რა კარგი ბიჭი ხარო.
ამ შექების გამო ბავშვმა თავი დამნაშავედ იგრძნო და გამწარე-
ბით შეეცადა დაემტკიცებინა, რომ ქების ღირსი ნამდვილად არ
იყო. მიმოიხედა, საფერფლე დაინახა, დანარჩენი კი თავისთავად
მოხდა.

თუ რაიმე კარგს აკეთებთ, ამით კარგი ადამიანი ვერ


გახდებით

ადამიანთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ შექება


ბავშვს საკუთარი თავისადმი რწმენის განმტკიცებაში ეხმარება და
ასე უფრო დაცულად იგრძნობს თავს. სინამდვილეში ქებამ შეიძ-
ლება ნევროზულობამდე, ბავშვის ცუდ საქციელამდე მიგვიყვა-
ნოს. რატომ? იმიტომ, რომ რაც უფრო მეტ დაუმსახურებელ ქე-
ბას იღებს ბავშვი, მით უფრო მძაფრად ცდილობს გამოავლინოს
თავისი „ჭეშმარიტი ბუნება“. ბევრ ბავშვს დროდადრო უჩნდება
სურვილი, თავისი ოჯახის წევრებს დესტრუქციული საქციელი უჩ-
ვენოს. როდესაც მშობელი ეუბნება, რა კარგი ბიჭი ხარო, ბავშვი
ამას ვერ იგებს, ვინაიდან საკუთარ თავზე სულ სხვა წარმოდგენა
აქვს. როგორ შეიძლება „კარგი ბიჭი“ იყოს, თუკი სულ ახლახან
ოცნებობდა, ნეტავ დედა გაქრეს, ან – ნეტავ ჩემმა ძმამ მთელი
უქმე დღეები საავადმყოფოში გაატაროსო?! მშობლები ხშირად
ჩივიან: საკმარისია ბავშვი შევაქოთ, რომ მაშინვე აიწყვიტოს,
თითქოს ქების გაბათილებას ცდილობსო. ადვილი შესაძლებე-
ლია, რომ ცუდი საქციელი ბავშვის მხრიდან იყოს ერთგვარი მო-
წოდება, თხოვნა – თავი შევიკავოთ. ყოველ შემთხვევაში, როდე-
საც საქმე იმ შთაბეჭდილებას ეხება, რომელსაც ბავშვი გარშემო
მყოფებზე ახდენს.
იშვიათი როდია შემთხვევა, როდესაც ის ბავშვები, ვისაც ნი-
ჭისა და გონებრივი შესაძლებლობის გამო აქებენ, ცდილობენ,
სკოლის ახალ წამოწყებებს თავი აარიდონ. ამას იმიტომ აკეთე-
ბენ, რომ არ უნდათ, საკუთარი მაღალი სტატუსით გარისკონ. პი-
რიქითაც ხდება – როდესაც ბავშვს აქტიურობისა და სიბეჯითის
გამო აქებენ, ის მეტ გულმოდგინებასა და განსაკუთრებულ ინტე-
რესს იჩენს სწორედ რთული დავალებების შესრულებისას.

როგორ შეიძლება და როგორ არ შეიძლება შექება

ნიშნავს თუ არა ნათქვამი, რომ შექება „მოძველდა“? სრულე-


ბითაც არა, თუმცა, არც მისი წამდაუწუმ და განურჩევლად გამო-
ყენება ვარგა. წამლები ავადმყოფს ექიმის რეკომენდაციით ენიშ-
ნება. ექიმი წყვეტს წამლის მიღების დროსა და დოზებს, რადგან
სხვადასხვა ფაქტორს ითვალისწინებს: მაგალითად, უკუჩვენე-
ბებს, სავარაუდო გართულებების ფაქტორს, ალერგიული რეაქ-
ციის შესაძლებლობას. ასევე ფრთხილად უნდა მოვეპყროთ იმ
ტიპის ძლიერმოქმედ „წამალს“, რომელსაც შეფასება ჰქვია. ყვე-
ლაზე მთავარი წესია: შექება შეიძლება მხოლოდ ბავშვის მცდე-
ლობისა თუ ამ მცდელობის შედეგისთვის და არა თვით მისი ინ-
დივიდუალური უნარ-ჩვევებისა და ხასიათისთვის.
როდესაც ბავშვი ეზოს ასუფთავებს, სავსებით ბუნებრივია, შე-
ვაქოთ, ამდენი რომ იშრომა და იმისთვის, თუ რა კარგად გა-
მოიყურება ეზო. სრულიად უადგილოა ამ დროს თქმა, რა კარგი
ადამიანია. ქებაში უნდა აისახოს რეალისტური სურათი იმისა, რა-
საც მან მიაღწია და არ არის საჭირო მისი პიროვნული თვისებები
ავიყვანოთ კვარცხლბეკზე.
აი, მაგალითი, რომელიც გვიჩვენებს, როგორ უნდა შევაქოთ
ბავშვი: რვა წლის ჯულიმ ბაღში კარგად იმუშავა – ფოცხით ფოთ-
ლები მოხვეტა, ნაგავი გადაყარა და სამუშაო იარაღები კოხტად
დააწყო თავ-თავის ადგილზე. დედას შვილის ნაშრომი მოეწონა
და ეს შემდეგნაირად გამოხატა:
დედა: ბაღი ისეთი დანაგვიანებული იყო, არც კი მეგონა,
ერთ დღეში თუ შეიძლებოდა მისი მოწესრიგება.
ჯული: მე კი შევძელი!
დედა: ფოთლებითა და ნაგვით იყო სავსე.
ჯული: მე სულ მოვასუფთავე!
დედა: ბევრი შრომა მოგიხდა!
ჯული: ჰო, ადვილი არ იყო.
დედა: როგორ გალამაზდა ჩვენი ბაღი, ადამიანს ყურება
სიამოვნებს.
ჯული: გასუფთავდა.
დედა: გმადლობ, შვილო.
ჯული (გულღიად ეღიმება): არაფრის.
დედამ შეაქო არა შვილი, არამედ მისი ნამუშევარი. ბავშვი კი
სიამაყითა და სიხარულით აღავსო იმან, რომ ეს მისი შრომის შე-
დეგი იყო. იმ საღამოს მოუთმენლად ელოდებოდა მამის შინ
დაბრუნებას, რათა მისთვის სუფთა ბაღი ეჩვენებინა და კვლავ
ეგრძნო სიამაყე საკუთარი შრომის გამო.
ის შექება კი, რომელიც თვით ბავშვს აფასებს და არა მის
საქციელს, მხოლოდ მავნებელია:
– შენ გადასარევი შვილი ხარ.
– დედის ნამდვილი მარჯვენა ხელი ხარ.
– შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა?!
ასეთმა კომენტარებმა შეიძლება ბავშვი მხოლოდ დააშინოს
და შეაწუხოს კიდეც. მან ხომ იცის, რომ არც ისეთი „გადასარევი-
ა“ და სულაც არ შეუძლია, ყოველთვის ასეთი სანიმუშო შვილი
იყოს. ამიტომ, სანამ სხვები „ამხელენ“, ცდილობს დაასწროს და
რაიმე ონავრული საქციელით სასწრაფოდ მოიშოროს მხრები-
დან ეს მძიმე ტვირთი. შექება ისევე ჭრის თვალს და ისევე აბრმა-
ვებს, როგორც თაკარა მზე. ბავშვი უხერხულად გრძნობს თავს,
როცა მას მშვენიერს, საყვარელს, კეთილს, თავმდაბალს უწოდე-
ბენ. სასოწარკვეთილი გრძნობს, რომ როგორმე, ნაწილობრივ
მაინც, უნდა გააქარწყლოს უფროსების ასეთი დიდი წარმოდგენა.
ეუხერხულება ამ ქების მიღება. მას არ ძალუძს, შექებაზე უპასუ-
ხოს: „გმადლობ, რომ დაინახეთ, რადგან მართლაც ასეთი კარგი
ვარ“. შინაგანი ხმა ჯიუტად ეჩიჩინება, რომ არ შეიძლება სე-
რიოზულად უთხრა საკუთარ თავს: „მე გადასარევი ვარ: კეთი-
ლიც ვარ, ძლიერიც, გულუხვიცა და თავმდაბალიც“. ბავშვი არა
მარტო უკუაგდებს ქებას, არამედ ადამიანზე, ვინც მას აქებს, და-
ახლოებით ასე ფიქრობს: „თუ ამას ასეთი კარგი ვგონივარ, მაშინ
არც თვითონ ყოფილა ჭკუის კოლოფი“.
შექება ის ხელოვნებაა, რომელსაც შესწავლა სჭირდება

ქება ორ მხარეს მოიცავს: პირველია, რასაც ბავშვს ვეუბნე-


ბით, მეორე – თავად ბავშვი რას ეუბნება საკუთარ თავს. ჩვენი
სიტყვები გარკვევით უნდა მიუთითებდეს, რა მოგვწონს და რას
ვაფასებთ მის საქციელში, მცდელობაში, შრომაში, ყურადღებაში,
შემოქმედებასა თუ წარმატებებში. მაშასადამე, უნდა შევაქოთ ბავ-
შვის საქმიანობა, საქციელი და არა თვითონ იგი. კომენტარი ისე
უნდა ავაგოთ, რომ ყმაწვილებმა თავადვე გამოიტანონ რეალუ-
რი დასკვნები საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე. ჩვენი სიტ-
ყვები უნდა ჰგავდეს ჯადოსნურ ტილოს, რიმელზეც ბავშვს შეუძ-
ლია თავად დახატოს საკუთარი პოზიტიური პორტრეტი.
რვა წლის კენი მამას სარდაფის დალაგებაში ეხმარებოდა.
მუშაობის დროს მძიმე ავეჯის გადატანა მოუხდა.
მამა: ძალიან მძიმე დაზგა იყო, მაგის გაწევა არ გინდოდა?!.
კენი (ამაყად): მე კი გავწიე!
მამა: სხვას წელს მოსწყვეტდა.
კენი (ხელს მოღუნავს და კუნთს დაჭიმავს): მე ღონიერი ვარ!
ამ მაგალითში მამამ მხოლოდ ამოცანის სიძნელეზე მიანიშნა
შვილს, იმან კი თვითონ გამოიტანა დასკვნა საკუთარ შესაძლებ-
ლობებზე. მამას რომ ეთქვა: „რა ღონიერი ყოფილხარ, შვილო“,
– კენი უპასუხებდა: „არა, მამა, ჩვენს კლასში ერთი ბიჭი ჩემზე
ძლიერია“. ამას კი გულდასაწყვეტი და უსაგნო კამათი მოჰყვებო-
და.
ჩვეულებრივ, ბავშვს იმიტომ ვაქებთ, რომ გვინდა, მას საკუ-
თარ თავზე კარგი წარმოდგენა შეექმნას. თუკი ასეა, მაშ, რატო-
მაა, რომ როდესაც ჩვენს გოგონას ვეუბნებით, რა ლამაზი ხარო,
იგი ამას უარყოფს? რატომაა, რომ როდესაც ჩვენს ვაჟს ვეუბნე-
ბით, ყოჩაღი ხარო, შემკრთალი სადღაც გარბის? ნუთუ ასე ძნე-
ლია ჩვენი შვილების გულის მოგება, რომ შექებაც კი არ ჭრის?!
ცხადია, არა. უფრო სავარაუდოა, რომ ჩვენი შვილები, როგორც
ადამიანთა უმეტესობა, არ რეაგირებენ ისეთ შექებაზე, რომელიც
მათ პიროვნებას, ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს ეხე-
ბა. ბავშვებს არ უყვართ, როდესაც მათ აფასებენ.
რას იგრძნობს ნებისმიერი ჩვენგანი, ახლობელი თან რომ
გვიმტკიცებდეს, მიყვარხარო, და თან ყოველი თვის ბოლოს ნიშ-
ნებს გვიწერდეს? „კოცნაში ხუთიანს გიწერ, ჩახუტებაში მხოლოდ
ოთხიანს მიიღებ, მაგრამ სექსში გამართული ხუთიანი შემიძლია
დაგიწერო“. ცხადია, გავღიზიანდებით და თავს დამცირებულად
ვიგრძნობთ. საერთოდ ვეღარ დავიჯერებთ, რომ ამ ადამიანს
ვუყვარვართ.
არადა, ამაზე უკეთესი შესაძლებლობა ხომ არსებობს – სიტ-
ყვები, რომლებიც დაგვანახვებს, რომ პატივს გვცემენ, ჩვენი ეს-
მით და ჩვენს დადებით საქციელს ხედავენ.
ცამეტი წლის ჯუნი ერთ საღამოს შინ მარტო იყო, როდესაც
იგრძნო, რომ ქურდი ცდილობდა, მათ სახლში შეეღწია. გოგო-
ნამ ჯერ მეზობლებთან რეკვა დაიწყო, მაგრამ არავინ უპასუხა,
შემდეგ პოლიციაში დარეკა.
როდესაც მისი მშობლები შინ დაბრუნდნენ, უცნაური სურათი
დახვდათ: პოლიციელი ჯუნის ჩვენებას იწერდა. დედაც და მამაც
აღფრთოვანებულები დარჩნენ იმ სიმწიფით, როგორითაც ჯუნი
საშიშ მდგომარეობას გაუმკლავდა.
მიუხედავად ამისა, შვილს კომპლიმენტები კი არ დააყარეს,
– ეს რა საოცარი და არაჩვეულებრივი ხარო! – არამედ დაწვრი-
ლებით გაარჩიეს ამბავი, რომელიც იმ საღამოს მოხდა, და მად-
ლიერებით აღნიშნეს შვილის გონივრული მოქმედება.
მამამ ჯუნს ასე მიმართა: „რაც შენ გააკეთე, ჰემინგუეის მიერ
სიმამაცის განსაზღვრების ტოლფასია. რა სასიამოვნოა იმის გა-
გება, რომ ცამეტი წლის გოგონა ასეთ სიტუაციაშიც კი არ იბნევა
და საღი გონებით აკეთებს იმას, რაც აუცილებელია. თავი რომ
დაიცვას, ჯერ მეზობელს ურეკავს, მერე კი – პოლიციას და საჭი-
რო ცნობებს ატყობინებს. მე და დედაშენი დიდ პატივს გცემთ
ამის გამო“.
ჯუნი მშობლებს უსმენდა და სახე ებადრებოდა. შემდეგ კი
თქვა: „ახლა ალბათ თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ ცხოვრე-
ბასთან გამკლავება უკვე შემიძლია“.
მშობლების რეაგირებამ ჯუნს საშუალება არ მისცა, წუწუნი
დაეწყო იმის გამო, რომ შინ მარტო დატოვეს. პირიქით, რადგან
სიტუაციას გაუმკლავდა, მას საკუთარი თავის რწმენა განუმტკიც-
და.
მეორე მაგალითი: ლესტერის დედა ნასადილევს თვალს
ადევნებდა, მისი შვილი ფეხბურთს როგორ თამაშობდა, ხოლო
თამაშის დასრულების შემდეგ სურვილი გაუჩნდა, შვილისთვის
თამაშით გამოწვეული ემოციები გაეზიარებინა, შეექო და ამის-
თვის დაწვრილებით აღწერა, რამ მოახდინა მასზე განსაკუთრე-
ბული შთაბეჭდილება: „ძალიან სასიამოვნო იყო შენი თამაშის ყუ-
რება, განსაკუთრებით – ბოლო ათ წამს. როგორც კი დაინახე,
რომ გოლის გატანის შანსი გაგიჩნდა, თავგამოდებით გაიქეცი
მინდვრის ერთი ბოლოდან მეორისკენ და, მიუხედავად იმისა,
რომ დაცვაში თამაშობდი, გადამწყვეტი გოლი გაიტანე. გამარ-
ჯვება სწორედ ამ გოლმა მოგიტანათ. წარმომიდგენია, ამით რო-
გორ ამაყობ!“
ბოლო სიტყვების დამატების უფლება, – ალბათ როგორ ამა-
ყობო, – ქალმა თავს იმიტომ მისცა, რომ უნდოდა, შვილს სიამა-
ყის გრძნობა განეცადა.
მამამ თავის ექვსი წლის გოგონას, ჯენიფერს, სთხოვა, ჩა-
მოცვენილი ფოთლების მოგროვებაში დახმარებოდა. როდესაც
საქმეს მორჩნენ, მამამ რამდენიმე ადგილას მოგროვებულ ფოთ-
ლებს შეხედა და შვილს უთხრა: „ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი,
ექვსი! ექვსი გროვა ნახევარ საათში! როგორ შეძელი ასე სწრა-
ფად მოგეგროვებინა?“ იმ საღამოს, როდესაც ჯენიფერმა მამას
ღამე მშვიდობისა უსურვა და დასაწოლად გაემზადა, აი, რა უთ-
ხრა: „მამიკო, შეგიძლია ჩემს დაწყობილ ფოთლების გროვებზე
კიდევ ერთხელ მოჰყვე?“
გარკვეული ძალისხმევა დაგვჭირდება, რათა შექება სათანა-
დოდ დაკონკრეტებული და დეტალიზებული გამოგვივიდეს. ბავ-
შვები მათი საქციელის დაწვრილებით ჩამოთვლითა და მად-
ლიერების გამოხატვით გაცილებით მეტ სარგებლობას მიიღებენ,
ვიდრე მაშინ, როდესაც მათ ხასიათს ვაფასებთ.
ჯორჯის დედამ შვილს გიტარაზე ასეთი ბარათი დაუტოვა:
„შენი დაკვრა უდიდეს სიამოვნებას მგვრის“. შვილი აღფრთოვა-
ნებული იყო. „გმადლობ, რომ მითხარი, კარგი გიტარისტი ხა-
რო“. ასე თავად თარგმნა დედის სიტყვები და დააფასა შექება.
ქებამ შეიძლება ბავშვი საგონებელშიც ჩააგდოს და შეაშინოს
კიდეც. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ეტყვის ბავშვი საკუთარ
თავს შექების შემდეგ.
როდესაც თორმეტი წლის ლინდა ვიდეოთამაშის მესამე დო-
ნეზე გადავიდა, მამამ წამოიძახა: „ყოჩაღ! იდეალური კოორდი-
ნაცია გაქვს! გამოცდილი მოთამაშე ხარ“. ლინდამ თამაშის მი-
მართ მაშინვე დაკარგა ინტერესი და თავი დაანება. მამის ქებამ
ხელი შეუშალა თამაშის გაგრძელებაში, რადგან საკუთარ თავს
უთხრა: „მამას ჰგონია, რომ მაგარი მოთამაშე ვარ, მაგრამ მე
ხომ ვიცი, რომ ასე არ არის. მესამე დონეზე შემთხვევით გადავე-
დი. კიდევ ერთხელ რომ ვცადო, შეიძლება მეორეზეც ვეღარ გა-
დავიდე, ამიტომ აჯობებს, ახლავე დავანებო თავი, სანამ შევ-
რცხვენილვარ“. აჯობებდა, ლინდას მშობელს უბრალოდ ასე
აღენიშნა ბავშვის თამაში: „ალბათ კარგია, როცა მესამე დონეზე
გადადიხარ“.
აი, რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვაქოთ
ბავშვები:
სწორი შექება: დიდი მადლობა, რომ მანქანა გამირეცხე, ახა-
ლივით ბზინავს!
სავარაუდო დასკვნა: მე კარგად ვიმუშავე და ჩემი ნაშრომი
დააფასეს!
(არასწორი/ფუჭი შექება: ყოჩაღ, მაგარი ხარ!)
სწორი შექება: ძალიან მომეწონა შენი გამოგზავნილი მისა-
ლოცი ბარათი. ძალიან ლამაზი და ხალისიანი იყო.
სავარაუდო დასკვნა: კარგი გემოვნება მაქვს, ჩემს არჩევანს
შეიძლება დავეყრდნო.
(არასწორი/ფუჭი შექება: ყოველთვის ძალიან ყურადღებიანი
ხარ!)
სწორი შექება: შენი ლექსები ძალიან მომეწონა.
სავარაუდო დასკვნა: კარგია, რომ ლექსების წერა შემიძლია.
(არასწორი/ფუჭი შექება: შენი ასაკისთვის ცუდად არ წერ.)
სწორი შექება: წიგნების ლამაზი კარადა გაგიკეთებია.
სავარაუდო დასკვნა: მე დურგლობა მემარჯვება.
(არასწორი/ფუჭი შექება: კარგი დურგალი ყოფილხარ.)
სწორი შექება: შენმა წერილმა ძალიან გამახარა.
სავარაუდო დასკვნა: მე შემიძლია ადამინები გავახარო.
(არასწორი/ფუჭი შექება: კარგი მწერალი ყოფილხარ.)
სწორი შექება: დიდი მადლობა, ჭურჭელი სულ დაგირეცხავს.
სავარაუდო დასკვნა: დედას დავეხმარე, პასუხისმგებლობის
გრძნობა მაქვს.
(არასწორი/ფუჭი შექება: ეს ჭურჭელი დედაზე უკეთ დაგირეც-
ხავს.)
სწორი შექება: გმადლობ, რომ გამაგებინე, ზედმეტი თანხა
მომიცია. ამას დიდად ვაფასებ.
სავარაუდო დასკვნა: მიხარია, რომ პატიოსნად მოვიქეცი.
(არასწორი/ფუჭი შექება: როგორი პატიოსანი ბიჭი ყოფილ-
ხარ!)
სწორი შექება: შენს ნაშრომში საინტერესო ახალი აზრებია.
სავარაუდო დასკვნა: ორიგინალურად აზროვნება შემძლე-
ბია.
(არასწორი/ფუჭი შექება: შენი ასაკისთვის ცუდად არ წერ,
მაგრამ ბევრის სწავლა კიდევ მოგიწევს.)
ასეთი სწორი ქება და ბავშვის მიერ გამოტანილი დადებითი
დასკვნები ის აგურებია, რომლითაც მისი ჯანსაღი ფსიქიკა ყა-
ლიბდება. რასაც ბავშვი ჩვენი სიტყვების პასუხად საკუთარ თავზე
იტყვის, იმას მოგვიანებით ფიქრშიც გაიმეორებს, ხოლო ის
რეალისტური დადებითი გამონათქვამები, რომლებსაც თავის-
თვის გაიმეორებს, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ბავშვის
წარმოდგენას საკუთარ თავსა და გარე სამყაროზე.

რეკომენდაციები კრიტიკის ნაცვლად

კრიტიკა და შეფასების შემცველი შექება ერთი მედლის ორი


მხარეა. ორივე შეფასებაა. მას თავი რომ ავარიდოთ, ფსიქოლო-
გები ბავშვებზე ზემოქმედების მოსახდენად კრიტიკას არ იყენე-
ბენ. კრიტიკით მშობლები ბავშვის ინდივიდუალურ თვისებებსა და
მათ ხასიათს ეხებიან, მიმართულების მიცემით (რეკომენდაციით)
კი პრობლემას გამოკვეთენ და მისი შესაძლო გადაჭრის გზებს
უჩვენებენ, რაც სრულიად გამორიცხავს ბავშვის პიროვნების უარ-
ყოფით შეფასებას.
როდესაც რვა წლის მერის მაგიდაზე შემთხვევით წვენი და-
ეღვარა, დედამისმა მშვიდად აღნიშნა: „წვენი დაიღვარა. კიდევ
ერთი ჭიქა წვენი და ჩვარი გვჭირდება“. შემდეგ წამოდგა და გო-
გონას ჭიქა წვენი და ჩვარი მიაწოდა. მერიმ დედას გაოცებით და
უნდობლად შეხედა, მერე შვებით ამოისუნთქა და ჩაილუღლუღა:
„გმადლობ, დედიკო“. დედის დახმარებით მან მაგიდა გადაწმინ-
და, დედამ კი მკაცრი შენიშვნისგან თავი შეიკავა. ასე რომ არ
მოქცეულიყო, მასაც და მის შვილსაც გუნება გაუფუჭდებოდათ,
თანაც – დიდი ხნით. დედამ აღნიშნა, მინდოდა, შვილისთვის ისიც
მეთქვა, მომავალში უფრო ფრთხილად იყავი-მეთქი, მაგრამ რო-
ცა დავინახე, რა მადლიერი თვალებით მიყურებდა თავშეკავების-
თვის, გადავიფიქრეო.
როდესაც რაღაც ისე არ ხდება, როგორც სასურველია, იმის
დრო არ არის, დამნაშავეს მის თვისებებზე საუბარი დავუწყოთ.
ასეთ დროს ჯობს ვისაუბროთ მოვლენაზე და არა – ადამიანზე.
წარმოიდგინეთ, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად მგზავ-
რობთ და ამ დროს არასწორი მიმართულებით შეუხვიეთ. ნუთუ
უპრიანი იქნებოდა, მას რომ ეთქვა, – იქით რატომ არ შეუხვიე,
ნიშანი როგორ ვერ შეამჩნიე, უკან იმხელა ნიშანი როგორ ვერ
დაინახე, ამას ბრმაც კი დაინახავდაო?! განა ამ დროს გვერდით
მჯდომისგან სიყვარულის მოზღვავებას იგრძნობდით და საკუთარ
თავს ეტყოდით, სასწრაფოდ უნდა ვისწავლო მანქანის უკეთ ტა-
რება, რათა ჩემს საყვარელ ადამიანს ვასიამოვნოო? თუ გაგიჩ-
ნდებოდათ სურვილი, ისევე უტაქტოდ გეპასუხათ? განა უფრო სა-
სარგებლო არ იქნებოდა თანაგრძნობით ნათქვამი – „რა საწყე-
ნია, საყვარელო“ – ან საჭირო ცნობის შემცველი ფრაზა – „აქე-
დან თერთმეტ მილში გასასვლელია“?!

როცა რაღაც არ გამოდის, რა აჯობებს:


უპასუხოთ თუ რეაგირება მოახდინოთ?

ბევრ ოჯახში მშობლებსა და შვილებს შორის ჩხუბი წინასწარ


ცნობილი და რეგულარული თანამიმდევრობით ვითარდება. აი,
ბავშვმა რაღაც არასწორად თქვა ან ჩაიდინა და მშობლებმაც არ
დააყოვნეს, მაშინვე საწყენი სიტყვებით უპასუხეს. ამაზე ბავშვი
უფრო გაცხარდა, მშობლებიც მაშინვე ყვირილსა და მუქარას
მოჰყვნენ, ცოტაც და, ცემა-ტყეპა გაჩაღდება.
ერთ დილას, საუზმის დროს შვიდი წლის ნათანიელი ჩაის
ცარიელი ფინჯნით თამაშობდა, სანამ მამამისი გაზეთს კითხუ-
ლობდა.
მამა: იცოდე, გატეხ! შენ ხომ ყველაფერი გივარდება ხელი-
დან.
ნათანიელი: არ გავტეხ!
უეცრად, ფინჯანი იატაკზე დავარდა და გატყდა.
მამა: აი, ხომ გითხარი! დამბლა გაქვს ხელებში, შე სულე-
ლო... გაუტეხავი არაფერი გრჩება.
ნათანიელი: შენ თვითონა გაქვს დამბლა. დაგავიწყდა, დე-
დას საყვარელი თეფში რომ გაუტეხე?!
მამა: მამას როგორ ელაპარაკები, უზრდელო!
ნათანიელი: შენ თვითონა ხარ უზრდელი, შენ პირველმა და-
იწყე.
მამა: ახლავე გაჩუმდი და გადი შენს ოთახში!
ნათანიელი: არ გავალ!
მოთმინებადაკარგულმა მამამ შვილს ხელი სტაცა და გვა-
რიანად გაასილაქა. ბიჭი ცდილობდა, მამას ხელიდან გასხლტო-
მოდა, ამიტომ ხელი ჰკრა, კაცმა თავი ვერ შეიკავა, შემინულ
კარს დაეჯახა, მინა გატყდა და კაცს ხელი გაეჭრა. სისხლის და-
ნახვაზე ნათანიელი დაფრთხა და სახლიდან გავარდა. გვიან ღა-
მემდე ვერ იპოვეს. ადვილი წარმოსადგენია, იმ ღამეს როგორ
გაათენებდა მთელი ოჯახი.
ისწავლა თუ არა ნათანიელმა ჭურჭლის მოფრთხილება,
მეორეხარისხოვანია იმასთან შედარებით, თუ როგორი „უარყო-
ფითი“ გაკვეთილი მიიღო საკუთარ თავსა და მამასთან დაკავში-
რებით. საკითხი სხვაგვარად დგას: გარდაუვალი იყო თუ არა ეს
ოჯახური ქარიშხალი, შეიძლებოდა თუ არა მისი თავიდან აცი-
ლება?
როცა დაინახა, რომ ბავშვი ფინჯნით თამაშობდა, მამას ფინ-
ჯანი უნდა გამოერთმია, თავის ადგილზე დაედგა, ბავშვისთვის კი
რაიმე სხვა – მაგალითად, ბურთი – მიეწოდებინა. ან როცა ჭიქა
უკვე გატეხილი იყო, შეეძლო შვილს ნამსხვრევების აკრეფაში
მიხმარებოდა და ეთქვა რაიმე ამის მსგავსი: „ფინჯანი ადვილად
ტყდება. ვინ იფიქრებდა, რომ ამ ფინჯანს ამდენი ნამსხვრევი ექ-
ნებოდა?!“
„უქარიშხლობით“ გაოცებული და გახარებული ნათანიელი,
ადვილი საფიქრებელია, მაშინვე სთხოვდა მამას პატიებას ჩადე-
ნილი საქციელის გამო. თავისთვის კი, ყვირილისა და ცემის გა-
რეშე, შესაძლოა შემდეგი დასკვნაც გამოეტანა: „ფინჯანი სათამა-
შო არ არის“.
წვრილმანი წარუმატებლობები და მთავარი ფასეულობები.
წვრილმან უსიამოვნებებთან შეჯახებით ბავშვებმა შეიძლება „დი-
დი“ ცხოვრებისეული გაკვეთილებიც მიიღონ. მშობლები უნდა
დაეხმარონ შვილებს, რათა მათ განასხვაონ უბრალო უსიამოვნე-
ბა ტრაგედიის ან კატასტროფისგან. ხშირად თვითონ მშობლები
არასწორად რეაგირებენ მოვლენებზე. გატეხილი საათი მოტეხი-
ლი ფეხი როდია, არც ჩამსხვრეული მინაა გაბზარული გული!
ბავშვებთან დაახლოებით ასე უნდა ვილაპარაკოთ: „ხელთათმანი
ისევ დაგიკარგავს. საწყენია, ის ხომ ფული ღირს. სამწუხაროა,
რა თქმა უნდა, თუმცა არც ტრაგედია არ არის“.
შვილმა თუ ხელთათმანი დაკარგა, ამისთვის არ ღირს კარგი
განწყობილების წახდენა, ხოლო თუ პერანგი დაიხია, არ არის
საჭირო, ძველბერძნული ტრაგედიის გმირებად ვიქცეთ ან სიბრა-
ზისგან ტანზე სამოსი შემოვიხიოთ.
პირიქით, მსგავსი უსიამოვნება შეიძლება კარგი საბაბი იყოს
ბავშვისთვის ნამდვილი ფასეულობების შესაცნობად. როდესაც
რვა წლის დიანამ ბეჭდის თვალი დაკარგა, მწარედ ატირდა. მა-
მამ დაინახა, როგორ განიცდიდა პატარა დანაკარგს, ამიტომ
მკაფიოდ და გადაჭრით უთხრა: „ჩვენს ოჯახში ქვები ისეთი მნიშ-
ვნელოვანი არ არის, როგორიც ადამიანები და გრძნობები. ყვე-
ლამ შეიძლება ბეჭდის თვალი დაკარგოს, მაგრამ მათი შეცვლა
პრობლემა არ არის. ჩემთვის მთავარი შენი განცდებია, შენ მარ-
თლა მოგწონს ეს ბეჭედი. იმედია, თვალს იპოვი“.
მშობლის მიერ შვილის გაკრიტიკება სრულიად ფუჭი გან-
ზრახვაა. იგი ბრაზსა და წყენას იწვევს. უარესიც – ბავშვები, რომ-
ლებსაც ხშირად აკრიტიკებენ, საკუთარი თავისა და სხვების გაკ-
რიტიკებას ეჩვევიან. ისინი საკუთარ მნიშვნელობაში ეჭვის შეტა-
ნას იწყებენ და ვეღარც სხვების დაფასებას ახერხებენ. ადა-
მიანებს ეჭვის თვალით უყურებენ და სულ ელიან, რომ მათ განა-
ჩენს გამოუტანენ.
თერთმეტი წლის ჯასტინმა მშობლებს პირობა მისცა, რომ
მანქანას გარეცხავდა, მაგრამ ამის შესრულება დაავიწყდა. ბო-
ლო წუთს სცადა, საქმე როგორმე გამოესწორებინა, მაგრამ ვერ
დაასრულა.
მამა: მანქანა კარგად გარეცხილი არ არის, შვილო, რაღაც
ჭუჭყი დარჩა ზემოთ და მარცხენა მხარეს. როდის მოახერხებ?
ჯასტინი: შემიძლია დღეს გავწმინდო, მამა.
მამა: გმადლობ.
მამის შენიშვნამ შვილი ყოველგვარი კრიტიკის გარეშე წაახა-
ლისა, საქმე დაესრულებინა და თან არც მამაზე გაბრაზებული-
ყო. წარმოიდგინეთ, როგორ მოიქცეოდა ჯასტინი, მამას მისი
გაკრიტიკება რომ დაეწყო და ასეთი ნოტაციები ეკითხა:
მამა: მანქანა გარეცხე?
ჯასტინი: კი, მამა.
მამა: დარწმუნებული ხარ?
ჯასტინი: დარწმუნებული ვარ.
მამა: ამას გარეცხვას ეძახი? როგორც ყოველთვის, თამაშს
გადაჰყევი, ხომ ასეა?!
ცხრა წლის ბარბარას დედამაც არ იცოდა, როგორ ეთქვა
შვილისთვის კრიტიკის გარეშე.
ერთხელ ბარბარა სკოლიდან საშინლად გაღიზიანებული
დაბრუნდა და აწუწუნდა: „დღეს რა არ დამემართა – წიგნები ტა-
ლახში ჩამიცვივდა, ბიჭები ისევ მაწვალებდნენ, ვიღაცამ კედები
მომპარა“. ნაცვლად იმისა, რომ შვილისადმი თანაგრძნობა გა-
მოეხატა, დედამ მის დამუნათებასა და გაკრიტიკებას მიჰყო ხე-
ლი: ყველაფერი შენ რატომ უნდა დაგემართოს?! რატომ არ შე-
იძლება სხვა ბავშვებს ჰგავდე?! რა გჭირს, რა გემართება?!“ ბარ-
ბარა ატირდა. რა დაეხმარებოდა ბარბარას, თავი კარგად რომ
ეგრძნო? უბრალო თანაგრძნობის სიტყვა: „საყვარელო, მარ-
თლაც რა მძიმე დღე გქონია“.

შეურაცხმყოფელ ეპითეტებს ჩვენი შვილებისთვის ზიანი


მოაქვს

შეურაცხყოფა მოწამლული ისარია, მისი გამოყენება მტრის


წინააღმდეგ კი შეიძლება, მაგრამ შვილის საწინააღმდეგოდ ნუ-
რასოდეს ნუ გამოიყენებთ. თუ ვიტყვით, რა უშნო სკამიაო, სკამს
ამით არაფერი დაუშავდება, იგი არც შეურაცხყოფას იგრძნობს
და არც უხერხულობას. იდგება იქ, სადაც დადგეს და თქვენს ნათ-
ქვამს „ყურადღებას არ მიაქცევს“. მაგრამ როგორც კი მოუქ-
ნელს, ბრიყვსა და უშნოს ბავშვს ვუწოდებთ, მას მაშინვე რაღაც
ემართება: განიცდის, ბრაზობს, ზიზღის გრძნობითა და შურის-
ძიების წყურვილით ივსება. თან დანაშაულის გრძნობაც ეუფლე-
ბა, რასაც თავის მხრივ, სასოწარკვეთილებამდე მიჰყავს. მთელი
ეს „ჯაჭვური რეაქცია“ ბავშვსაც და მის მშობლებსაც ხელის ერთი
დაკვრით აუბედურებს.
როდესაც ბავშვს წამდაუწუმ უმეორებენ, რა მოუქნელი ხარო,
თავიდან შეიძლება შეეკამათოს, – სულაც არაო, – მაგრამ რაკი-
ღა პატარები საერთოდ ყურად იღებენ ხოლმე მშობლების აზრს,
ბოლოს და ბოლოს, თვითონაც დაიჯერებს, რომ მოუქნელია. მა-
გალითად, თამაშის დროს თუ წაიქცა, საკუთარ თავს ეტყვის, რა
მოუქნელი ხარო, მერე კი ეცდება, ისეთ მოძრავ თამაშებს, რომ-
ლებსაც სისხარტე სჭირდება, თავი აარიდოს, რადგანაც დარწმუ-
ნებული იქნება თავის მოუქნელობაში.
როცა მშობლები და მასწავლებლები ბავშვს დაუსრულებ-
ლად უმეორებენ, ბრიყვი ხარო, ბოლოს და ბოლოს, თვითონაც
დაიჯერებს ამას და საერთოდ აღარ გამოამჟღავნებს თავის გო-
ნებრივ მონაცემებს, რათა ამით არასასურველი დაცინვა აიცი-
ლოს. იმითაც მოხარული იქნება, თუკი თავს დაანებებენ. მისი
დევიზი გახდება: „ნურაფერს ეცდები და წარუმატებლობაც არ იქ-
ნება“.
განა საოცარი არაა, მშობლები შვილებს ბევრ უარყოფით და
დამამცირებელ სიტყვებს რომ ეუბნებიან და სულაც ვერ ხვდები-
ან, რაოდენ მტკივნეული და დამანგრეველია ამის შედეგი?! მაგა-
ლითად:
– რაც დაიბადა, პრობლემები არ გამოგვლევია, ნამდვილი
პრობლემების ყულაბაა.
– ზედგამოჭრილი დედამისია, ჯიუტი. მხოლოდ იმას აკეთებს,
რაც თვითონ ნებავს. მისი გაკონტროლება შეუძლებელია.
– მხოლოდ ერთი რამ იცის: მომეცი და მომეცი. არაფრით
არ არის კმაყოფილი, რამდენიც უნდა მისცე, მაინც კიდევ უნდა.
– ეს საყვარელი ბავშვი მთელ დროს მართმევს. ისეთი უპასუ-
ხისმგებლოა, წამით არ შემიძლია თვალი მოვაშორო.
სამწუხაროდ, ბავშვები ასეთ შენიშვნებს სერიოზულად აღიქ-
ვამენ. სულ პატარები განსაკუთრებით არიან დამოკიდებულები
მშობლებისგან, რადგან მათგან ესმით, ვინ არიან და რა შეუძლი-
ათ. ბავშვებს რომ საკუთარ თავზე ღირებული წარმოდგენა გაუჩ-
ნდეთ, ძირითადად მათთვის წამახალისებელი შეფასებები უნდა
ესმოდეთ.
პარადოქსია, რომ ბევრ მშობელს საკუთარი შვილების ნაკ-
ლზე ლაპარაკი უფრო უადვილდება, ვიდრე დადებით თვისებებ-
ზე. მაგრამ, თუ გვინდა, რომ ჩვენს შვილებს საკუთარი თავის
რწმენა ჰქონდეთ და წარმატებულები გაიზარდონ, ყველა სა-
შუალება უნდა გამოვიყენოთ, რათა მათი საქციელის დადებითი
მხარეები გამოვყოთ და დამამცირებელ კომენტარებს თავი ავა-
რიდოთ.

შესაბამისობა ურთიერთობაში:
სიტყვები გრძნობებთან თანხვედრაში უნდა იყოს

ბავშვობაში ჩაგვჩიჩინებდნენ, განრისხება არ ვარგაო, და


ჩვენც, რაც ძალი და ღონე გვაქვს ვცდილობთ, სიმშვიდე შევი-
ნარჩუნოთ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს ხშირად გამოვყა-
ვართ წონასწორობიდან. ვფეთქდებით და ვყვირით: „ოთახში ეს
რა საღორე მოგიწყვია, ნამდვილი ღორი ხარ!“ მერე კი თავს
დამნაშავედ ვგრძნობთ და ვამატებთ: „სხვა რამის თქმა მინდოდა:
საღორეში უნდა იცხოვრო-მეთქი“.
გვინდა გვჯეროდეს, რომ მოთმინება სიკეთის მომტანია. მაგ-
რამ განა ნამდვილად ასეა? არა, თუკი აღშფოთებულებს მოთმი-
ნება გვაიძულებს, თავი ისე დავიჭიროთ, თითქოს არაფერს ავუ-
ღელვებივართ, თუკი ვერ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც მო-
წოლილი გრძნობები გვკარნახობს, თუკი ჩვენი ქცევა, ნაცვლად
იმისა, რომ მათ გასაქანი მისცეს, ჩვენს ჭეშმარიტ გრძნობებს მა-
ლავს.
ისე აღგვზარდეს, რომ ძვალ-რბილში გაგვიჯდა აზრი –
გრძნობების აფიშირებისგან თავი უნდა შევიკავოთ, ამიტომ ყვე-
ლაზე მეტად ის გვეამაყება, რომ მღელვარების დროს რაც შეიძ-
ლება ნაკლებ ემოციას გამოვხატავთ. ზოგი ამას მოთმინებას ეძა-
ხის.
მაგრამ ბავშვებს მშობლებისა და ახლობლებისგან შესაფე-
რისი პასუხი სჭირდება. მათ სურთ, ისეთი სიტყვები მოისმინონ,
რომლებიც მშობლების ნამდვილ გრძნობებს გამოხატავს.
არაფერია გასაკვირი, თუკი პატარა ბავშვი, როცა ცდილობს,
მშობლის რისხვისგან თავი დაიცვას, მას ბრალდებების კორიან-
ტელს წაუყენებს, მათ შორის – ყველაზე გულის ამაჩუყებელს: „ა-
ბა, რა, შენ ხომ არ გიყვარვარ!“ დედა ან მამა კი პასუხობს, –
„როგორ არ მიყვარხარ?!“ – მაგრამ ამას ისეთი მრისხანე ხმით
გაჰკივის, რომ ბავშვი ნამდვილად არ დამშვიდდება. სიყვარუ-
ლისკენ რომ მოუწოდებს, ამ ეშმაკური ხერხით პატარა ცდი-
ლობს, აქცენტი მშობელზე გადაიტანოს და აიძულოს, შვილის წი-
ნაშე თავი იმართლოს კიდეც.
მხოლოდ ისეთ მშობელს შეუძლია, ბრალდებიდან თავდაც-
ვით პოზიციაზე არ გადავიდეს, ვინც თავს უფლებას მისცემს, სიბ-
რაზის დროს სიყვარული დაივიწყოს და ბავშვის პროვოკაციას
შემდეგნაირად უპასუხოს: „ახლა სიყვარულზე ლაპარაკის დრო
არ არის. ახლა იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რამაც გამაბრაზა“.
რაც უფრო გაბრაზებულია მშობელი, მით მეტი მოთხოვნი-
ლება უჩნდება ბავშვს დარწმუნდეს, რომ ის უყვართ. მაგრამ
მრისხანე ტონით ნათქვამ სიტყვებში – „როგორ არ მიყვარხარ?!“
– სანუგეშოს მაინც ვერაფერს ხედავს, ისინი ვერ აიძულებს,
მშობლის სიყვარული იგრძნოს. პირიქით, უარესად დააბნევს და
გააღიზიანებს, რადგან სიყვარულის გამომხატველი სიტყვები კი
არ ესმის, არამედ – მრისხანება და მჭახე ყვირილი. ბავშვმა უნდა
იცოდეს, რომ თუკი უბრაზდებიან, ეს მის უარყოფას არ ნიშნავს
და არც მის მიტოვებას აპირებენ, ხოლო თუ ძვირფასი ადამიანი
მის მიმართ ამ სიყვარულს გაბრაზების დროს არ გამოხატავს, ეს
დროებითი მოვლენაა – სიყვარული ისევ დაბრუნდება, როგორც
კი ბრაზი გაივლის.

როგორ გავუმკლავდეთ გაბრაზებას

ბავშვობაში გვასწავლიდნენ, სიბრაზეს როგორ მოვპყრობო-


დით. გვაიძულებდნენ, თავი დამნაშავედ გვეგრძნო და, თუკი მა-
ინც ვბრაზდებოდით და ამას გამოვხატავდით კიდეც, ეს ნიშნავდა,
რომ ნამდვილი ცოდვილები ვიყავით. გვაიძულებდნენ დაგვეჯე-
რებინა, რომ გაბრაზება ცუდი რამ იყო, ხოლო მრისხანება – არა
მხოლოდ ცუდი საქციელი, არამედ დანაშაულიც კი. ამიტომაც,
ჩვენს შვილებთან ვცდილობთ, თავშეკავებულები ვიყოთ, მაგრამ
ადრე თუ გვიან მოთმინება მაინც გვღალატობს. ანდა, რადგან
ვიცით, რომ ჩვენმა გაბრაზებამ შეიძლება ბავშვს ვნება მოუტა-
ნოს, ბრაზს ისე ვიკავებთ, როგორც სუნთქვას – მარგალიტის მა-
ძიებელი მყვინთავი. თუმცა ორივე შემთხვევაში თავშეკავების
საზღვრები ძალზე შეზღუდულია.
ბრაზი, ისევე, როგორც სურდო, განმეორებადი უბედურებაა.
შეიძლება ეს არც მოგვწონს, მაგრამ მისი მიფუჩეჩება არამც და
არამც არ შეიძლება. ყოველთვის როდი ვახერხებთ განრისხების
თავიდან აცილებას, არადა, კარგად ვიცით, გაბრაზება როგორ
სიტუაციებში იჩენს თავს და თითქოს წინასწარ დაგეგმილი კანონ-
ზომიერებითაც კი ვითარდება.
განრისხებისას გონიერებას ვკარგავთ, თითქოს ჭკუიდან გა-
დავდივართ: ბავშვებს ისე ვექცევით, როგორც მოსისხლე მტრებს
– შეურაცხვყოფთ, ვუყვირით, საკმაოდ უკადრისად მოვიხსენიებთ.
როცა რისხვა გაგვივლის, მაშინღა ვიაზრებთ საკუთარ საქციელს
და თავს საზეიმოდ ვაძლევთ პირობას, რომ ეს აღარ განმეორ-
დება. ვაი, რომ ცოტა ხანში ბრაზი კვლავ იფეთქებს და ჩვენი
მშვენიერი განზრახვა უკვალოდ ქრება. კვლავ თავს ვესხმით არ-
სებას, რომლის კარგად ყოფნას შეგვიძლია საკუთარი სიცოც-
ხლეც კი შევწიროთ.
პირობის დადება, აღარ გავბრაზდებიო, არა მხოლოდ ფუჭი,
არამედ უბრალოდ უაზრობაა. არ უნდა დადო პირობა, რომელ-
საც ვერ შეასრულებ, – ამას მხოლოდ ცეცხლზე ნავთის დასხმა
შეუძლია. რისხვა ქარიშხალს ჰგავს, მას თავს ვერ დააღწევ, მაგ-
რამ მზად უნდა იყო და ელოდო მის გამოჩენას. ყველაფერს კი
ის ჯობს, სანამ აფეთქება მოხდება, მანამ გაანეიტრალო ხოლმე.
შეიძლება მშობელი ემოციურად ჯანმრთელი იყოს, მაგრამ
წმინდანი ნამდვილად არ არის. მშობლებმა უნდა შეიგნონ, რომ
გაბრაზება შეუძლიათ და მას ანგარიში გაუწიონ. ინფორმაციის
წყაროდ გამოიყენონ, რათა ბავშვის ყურამდე მიიტანონ, თუ რამ
გააბრაზა. გაბრაზებას კი არ უნდა მალავდნენ, არამედ მათი სიტ-
ყვები გრძნობებს უნდა შეესაბამებოდეს. მომდევნო ეპიზოდში
გიჩვენებთ, როგორ ბრაზობდა დედა, მაგრამ ამ დროს თავის ქა-
ლიშვილს შეურაცხყოფას არ აყენებდა.
თერთმეტი წლის ჯეინი შინ ყვირილით დაბრუნდა: ბეისბო-
ლის სათამაშოდ ვერ მივდივარ, რადგან შესაფერისი მაისური
არა მაქვსო. დედას შეეძლო მისაღები გადაწყვეტილება შეეთავა-
ზებინა, რაიმე სხვა ბლუზა ჩაიცვიო, ან მაისურის მოძებნაში დახ-
მარებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად გადაწყვიტა, თავისი ნამდვილი
გრძნობები გამოეხატა: „გაბრაზებული ვარ, მაგიჟებ: ექვსი საბე-
ისბოლე მაისური გიყიდე და ყველა ან დაიკარგა, ან გაქრა. შენი
მაისურები შენს კარადაში უნდა იყოს და როცა დაგჭირდება, გე-
ცოდინება, სად ეძებო“.
დედამ თავისი სიბრაზის გამოხატვა ისე მოახერხა, რომ შვი-
ლისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, შემდეგ კი საკუთარი საქ-
ციელი ასე განმარტა: „ერთხელაც არ მიხსენებია ძველი წყენები
და ძველ ჭრილობებს არ შევხებივარ. არც გამილანძღავს, არ
მითქვამს, რომ უჭკუო და უპასუხისმგებლოა. უბრალოდ ავხსენი
ის, რასაც იმ დროს განვიცდიდი და რა იყო საჭირო სამომავ-
ლოდ, რათა ასეთი უსიამოვნებები თავიდან აეცილებინა“.
დედის სიტყვები დაეხმარა კიდეც ჯეინს, რათა გადაწყვეტი-
ლება მოეფიქრებინა: თავისი მაისურის მოსაძებნად მეგობარ გო-
გონასაც მიაკითხა და სპორტულ დარბაზსაც.
მშობლის გაბრაზებას ბავშვის აღზრდაში განსაკუთრებული
ადგილი უკავია და ზოგჯერ საჭიროცაა. აღმზრდელობითი სა-
შუალებების არსენალიდან ბრაზს მხოლოდ ისინი გამორიცხავენ,
ვისაც შვილზე უკვე ხელი აქვთ ჩაქნეული. თუ მშობლისთვის შვი-
ლი სულერთი არ არის, იგი გაბრაზებას გვერდს ვერაფრით ვერ
აუვლის. მთავარია ვიცოდეთ, როდის უნდა გავბრაზდეთ. ეს არ
ნიშნავს, რომ ბავშვს რისხვა უმიზეზოდ უნდა დავატეხოთ თავს,
არც იმას, თითქოს ბავშვები ძალადობისა და ჩხუბის ობიექტები
უნდა იყვნენ. იმას ემსახურება, რომ ბავშვმა იცოდეს – მშობელს
გაბრაზებაც შეუძლია და უნდა ნიშნავდეს გაფრთხილებას: „ჩემს
მოთმინებასაც აქვს საზღვარი“.
მშობლებისთვის გაბრაზება ძვირად ღირებული ემოციაა. თა-
ვისი ფასი რომ გაამართლოს, იგი ისე უნდა გამოვიყენოთ, რომ
შედეგიც მოგვიტანოს. გაბრაზება მაშინ არის გამართლებული,
როცა თქვენ შვებას მოგგვრით, თქვენს შვილს კი რაიმეში სასი-
კეთოდ წაადგება. გადაჭარბება არ ივარგებს. წამალი ავადმყო-
ფობაზე უარესი არ უნდა იყოს. თანაც, რომელიმე მხარისთვის
გვერდითი მოვლენები არ უნდა გამოიწვიოს. მაგალითად, ბავ-
შვები მათი მეგობრების თანდასწრებით არასოდეს არ უნდა გავ-
თათხოთ, თუმცა ისინი, თითქოს ჯიბრზეო, სწორედ მეგობრების
დასანახავად იქცევიან ხოლმე განსაკუთრებულად გამომწვევად,
მით უმეტეს, თუ მათ სწორედ მეგობრების თვალწინ ვუბრაზდე-
ბით. რა დასამალია და, მშობლები მაინც არა ვართ ამ გაცვეთი-
ლი სქემის მომხრენი: ბრაზი-აფეთქება-დასჯა-შურისძიება. პირი-
ქით, ჩვენ უფრო გვინდა, რომ ჩვენი სათქმელი ბავშვის ყურამდე
მივიტანოთ და ტყვიისფერი ღრუბლები რაც შეიძლება სწრაფად
გაიფანტოს.

სამი ნაბიჯი სიწყნარისა და მშვიდობისკენ

დაძაბული სიტუაციისთვის რომ მოვემზადოთ და სტრესს გა-


ვუმკლავდეთ, შემდეგი ჭეშმარიტებანი უნდა ვაღიაროთ:
1. დავუშვათ, რომ ბავშვის ცუდი საქციელი ჩვენს განრისხებას
იწვევს.
2. ჩვენ გვაქვს გაბრაზების უფლება. ამის გამო სულაც არ უნ-
და შეგვაწუხოს დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობამ.
3. სრული უფლება გვაქვს, გამოვხატოთ საკუთარი გრძნობე-
ბი, ოღონდ – ერთი პირობით: გაბრაზებისას არ უნდა შევეხოთ
ბავშვის პიროვნებასა და მის ხასიათს.
აი, კონკრეტული რჩევები, რომლებიც მშობლებს მათ შვი-
ლებთან მშვიდობიანი თანაარსებობის გზას უჩვენებს. პირველი
ნაბიჯი: გასაგებად უნდა გამოვხატოთ ჩვენი გრძნობა, ეს გამაფ-
რთხილებელი ნიშანი იქნება მისთვის, ვისაც ეს გრძნობა ეხება:
„ფრთხილად, შეჩერების დროა!“ „მე ძალიან უკმაყოფილო ვარ!“
„იცოდე, გავბრაზდები!“
თუ ჩვენს მოკლე შენიშვნასა და დაგრძელებულ სახეებს „ქა-
რიშხლის“ განმუხტვა არ მოჰყვა, მომდევნო ეტაპზე გადავდი-
ვართ. მეორე ნაბიჯი – უკმაყოფილებას უფრო დაჟინებით გამოვ-
ხატავთ:
– ვბრაზობ!
– ძალიან გაბრაზებული ვარ!
– ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვარ!
– განრისხებული ვარ.
ზოგჯერ ჩვენი ემოციების ასეთი უბრალო გამოთქმაც საკმა-
რისია, რომ ბავშვი გაბრაზების მიზეზის აუხსნელადაც დაგვემორ-
ჩილოს, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მომდევნო ეტაპზე უნდა გადა-
ვიდეთ. მესამე ნაბიჯი: ახლა საჭიროა, ჩვენი გაბრაზების მიზეზი
ავხსნათ, ჩვენი შინაგანი რეაქცია გამოვხატოთ და სასურველ
მოქმედებაზე მივუთითოთ:
– როცა ვხედავ, რომ ფეხსაცმელები, წინდები, პერანგები და
ჯემპრები მთელ ოთახშია მიმოფანტული, ძალიან ვბრაზდები,
მინდა, ფანჯარა გამოვაღო და ეს ყველაფერი ქუჩაში გადავყა-
რო.
– ძალიან გავბრაზდი, როცა დავინახე, შენს ძმას როგორ და-
არტყი. ისე ვარ გაბრაზებული, რომ სულ ალმური ამდის. ვდუღ-
ვარ, არასოდეს არ მოგცემ უფლებას, მას რამე ატკინო.
– როცა ვხედავ, როგორ გარბიხარ ვახშმის შემდეგ ტელევი-
ზორის საყურებლად და ჭუჭყიან ჭურჭელსა და ქონიან ტაფებს
მიტოვებ, გაოგნებული ვარ! ისეთი გაბრაზებული ვარ, რომ ბო-
ლი ამდის! მინდა ეს ჭურჭელი ავიღო და მაგ ტელევიზორს შევა-
ხალო!
– როცა ვახშამზე გეძახი, შენ კი არ მოდიხარ, ძალიან ვბრაზ-
დები. ძალიან გემრიელი ვახშამი მოვამზადე. ჩემი აზრით, ის ქე-
ბას იმსახურებს და არა ასეთ უყურადღებობას!
ამგვარი მიდგომა მშობლებს საშუალებას აძლევს, გამოსავა-
ლი მისცენ საკუთარ სიბრაზეს და თან ზიანიც არავის მიაყენონ,
პირიქით – ბავშვისთვის შეიძლება გაკვეთილადაც გამოდგეს.
ბავშვები დაინახავენ, რომ ბრაზი ძალზე მშვიდად შეიძლება გა-
მოიხატოს და, მაშასადამე, თვითონაც შეიძლება ისე მოიქცნენ,
რომ არავის შეურაცხყოფა არ მიაყენონ და არც კატასტროფული
საქციელი ჩაიდინონ. ამგვარად, დედ-მამამ საკუთარი ემოციებისა
და სიბრაზის განმუხტვის გზები უნდა ასწავლოს, ემოციების გამო-
ხატვის უსაფრთხო და რესპექტაბელური გამოხატულების მაგა-
ლითი მისცეს.
ცოლ-ქმარს შორისაც დგება მომენტები, როდესაც მათ ბრა-
ზის გამოხატვა უწევთ, მაგრამ ამას შეურაცხყოფის გარეშე აკეთე-
ბენ. ერთ-ერთი ბავშვის მამა გვიყვება: „დილით მეუღლემ მაცნო-
ბა, რომ ჩვენი ცხრა წლის შვილი ჰაროლდი მისაღებ ოთახში
ბურთით თამაშობდა და კედლის ანტიკვარული საათის მინა უკვე
მეორედ ჩაამსხვრია. ამ ამბავმა ისე გამაბრაზა, რომ ყველაფერი
დამავიწყდა, რაც ვისწავლე, და დავუყვირე: როგორ გეტყობა,
რომ სულ არ გენაღვლება ჩვენი ქონება. მაცადე, საღამოს შინ
რომ დავბრუნდები, ისე დაგსჯი, რომ ბურთის თამაშზე სამუდა-
მოდ აგაღებინებ ხელს! ცოლმა კარამდე მიმაცილა, ვერ მიხვდა,
რომ იარლიყების მიკერება ქმრებსაც ისევე გამოჰყავს წონასწო-
რობიდან, როგორც ბავშვებს, და მითხრა, – ჰაროლდ, რა სისუ-
ლელე უთხარიო! რადგან ცოლი მიყვარს, სიბრაზე დავიოკე და
ვუთხარი, ალბათ მართალი ხარ-მეთქი. ჯერ მხოლოდ ჩემს
შვილზე ვიყავი გაბრაზებული, მაგრამ მას მერე, რაც ცოლმა
ფაქტობრივად, სულელი მიწოდა, მასზეც გავბრაზდი. უკვე ვნა-
ნობდი, რომ თავშეკავებულად დაველაპარაკე. თავი არ უნდა შე-
მეკავებინა, უკეთესი იქნებოდა, მეთქვა: ძალიან გაბრაზებული
ვარ, მინა უკვე მეორედ გატეხა. საინტერესოა, როგორ უნდა მო-
ვიქცეთ, რომ ეს კიდევ არ გაიმეოროს-მეთქი“.
მელისას მამას უფრო გაუმართლა. მისმა ცოლმა იცოდა,
როგორ მოეხდინა მასზე გავლენა ისე, რომ არ გაებრაზებინა.
ერთ საღამოს შვიდი წლის მელისა და მისი მშობლები მანქანით
მგზავრობდნენ, როდესაც სალონში ასეთი საუბარი გაიმართა:
მელისა: „პიცა“ რას ნიშნავს?
მამა: პიცა? იტალიური კერძის დასახელებაა.
მელისა: „აფთიაქი“ რას ნიშნავს?
მამა: მაღაზიას, სადაც წამლები იყიდება.
მელისა: „ბანკი“ რას ნიშნავს?
მამა (გაბრაზებით): არ იცი? ეს ის ადგილია, სადაც ადამიანე-
ბი ფულს ინახავენ.
მელისა: დღე ღამედ როგორ გადაიქცევა?
მამა (ძალიან გაბრაზებული): რამდენ კითხვას მისვამ?! მზე
რომ ჩადის, სინათლე აღარაა და ღამეა.
მელისა: მთვარე მანქანასთან ერთად რატომ მოძრაობს?
დედა: რა საინტერესო კითხვაა! იცი, რომ ეს კითხვა მეც-
ნიერებს ასობით წელი მოსვენებას არ აძლევდა და ამიტომაც
მთვარის მოძრაობის შესწავლა გადაწყვიტეს?
მელისა (აღელვებული): მაშინ, მე მეცნიერი გამოვალ. ბიბ-
ლიოთეკაში წავალ და ვიპოვი ისეთ წიგნს, რომელიც მთვარეზე
ყველაფერს გამაგებინებს.
კითხვები ამოიწურა. დედა მიხვდა, რომ როდესაც ბავშვს
კითხვაზე პასუხობდნენ, ამით მას მეტი კითხვის დასმის სურვილი
უჩნდებოდა, ამიტომ თავი შეიკავა, ქმარს არაფერი უთხრა და
ამის ნაცვლად, მაგალითით უჩვენა, რომ თუკი პირდაპირ არ უპა-
სუხებდნენ, ამით შვილს უბიძგებდნენ იმაზე ეფიქრა, ცნობისმოყ-
ვარეობა როგორ დაეკმაყოფილებინა.
კრისის დედა ცდილობდა, ქმრისთვის ბავშვებზე მბრძანებ-
ლობის ჩვევა მოეშლევინებინა. აი, რა გვიამბო: ერთ საღამოს,
როცა ცოლ-ქმარი თავისი ზღვისპირა სახლის სამზარეულოში
თითო ჭიქა ღვინით ტკბებოდა, ქმარმა დაინახა, რომ მაგიდაზე
პლაჟის ჩანთა, სველი საცურაო კოსტიუმი და ბურთი ეწყო. ასეთ
შემთხვევებში კაცი ჩვეულებრივ, ისე ბრაზდებოდა, რომ ბავშვებს
ყვირილს უწყებდა, თითქოს სერჟანტი ყოფილიყო და ჯარში თა-
ვის ხელქვეითებს უყვიროდა: „რამდენჯერ უნდა გაგიმეოროთ,
რომ თქვენი ნივთები ასე არ დაყაროთ?! რა უყურადღებოები
ხართ! როგორ ფიქრობთ, თქვენი მონები ვართ, რომ უკან გდი-
ოთ და თქვენი დაყრილი ნივთები ვალაგოთ?!“
ამჯერად მან მშვიდად აღწერა დანახული: „სამზარეულოს მა-
გიდაზე პლაჟის ჩანთას, სველ საცურაო კოსტიუმსა და ბურთს
ვხედავ“. მისაღებ ოთახში მჯდარი რვა წლის კრისი მაშინვე თავი-
სი ადგილიდან წამოხტა და დაიძახა, ალბათ ჩემიაო. მერე სამზა-
რეულოში შევიდა და თავისი ნივთები მაგიდიდან აკრიფა.
როცა კრისი წავიდა, ქმარმა ცოლს გახარებულმა უთხრა, გა-
მახსენდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, და შედეგი მართლაც
გამოიღოო.
ნაცვლად იმისა, რომ მეთქვა, ხომ გეუბნებოდი-მეთქი, მშვი-
დად ავიღე ჩემი ჭიქა და ბავშვებთან ურთიერთობის სადღეგრძე-
ლო შევსვითო, – ასე დაასრულა თავისი მონათხრობი ქალმა.
როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი გაბრაზებულია: მთავარი
მეთოდია
როცა ბავშვები გაღიზიანებულები არიან, ჩვენს ახსნა--
განმარტებებსა თუ დამუნათებას არავითარი აზრი არა აქვს. რო-
დესაც ბრაზობენ, ისინი მხოლოდ ემოციებზე რეაგირებენ.
სარდაფში პატარა და-ძმა თამაშობდა. უეცრად ნგრევის ხმა
გაისმა, რომელსაც ყვირილი და ურთიერთბრალდებები მოჰყვა.
სიბრაზისგან აჭარხლებულმა ექვსი წლის ბილიმ კიბეზე აირბინა
და დაიყვირა: „ბეტსიმ ციხესიმაგრე დამინგრია“. დედამ მაშინვე
თანაგრძნობის სიტყვები შეაგება: „წარმომიდგენია, როგორ გეწ-
ყინა“. „ძალიან“, – უპასუხა ბილიმ, გაბრუნდა და თამაში განაგ-
რძო.
ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ბილის დედამ
მოახერხა და შვილების ყოველდღიურ კინკლაობაში არ ჩაერია.
არც საშიში კითხვა დასვა, – ვინ დაიწყოო? – რითიც შვილის წუ-
წუნსა და შურისძიების თხოვნას თავი აარიდა. მან უბრალოდ პა-
ტარის შინაგანი მდგომარეობა აღწერა და ამით თავიდან აიცი-
ლა ერთდროულად მოსამართლის, პროკურორისა და უფლება-
დამცველის არცთუ სახარბიელო როლები.
მომდევნო ეპიზოდში დავინახავთ, დედის თანაგრძნობის გა-
მომხატველმა კომენტარმა როგორ შეუწყო ხელი ომსა და მშვი-
დობას შორის სწორი არჩევანის გაკეთებას. ცხრა წლის დევიდს
კბილის ექიმთან წასვლა არ უნდოდა. თან თავის უფროს დას,
ტინას ეჩხუბებოდა, რომელმაც უთხრა, როდემდე უნდა იყო პატა-
რა, გაიზარდეო! ამ სიტყვებმა ისედაც უხასიათოდ მყოფი ბიჭი
სულ გამოიყვანა წონასწორობიდან.
დედამისი ტინას მიუბრუნდა და უთხრა: „დევიდი დღეს გაღი-
ზიანებულია. კბილის ექიმთან წასვლა არ უნდა, ახლა მას ყურად-
ღების სრული მობილიზება ესაჭიროება“. თითქოს ჯადოსნური
კვერთხი დაჰკრესო, დევიდი უცებ დაწყნარდა და ექიმთან წუწუ-
ნის გარეშე წავიდა. მიზეზი კი დედის სწორი საქციელი იყო, რო-
მელმაც დევიდის გაღიზიანების მიზეზზე გაამახვილა ყურადღება
და არა უგუნებობით გამოწვეულ მის საქციელზე. სწორედ ამან
დააწყნარა ბავშვი და აიძულა, სწორად მოქცეულიყო.
ქვემოთ მოყვანილ მაგალითში ერთი და იმავე სიტუაციის
განმუხტვის ორი განსხვავებული ვარიანტია წარმოდგენილი. ამ
მაგალითიდან ჩანს, როგორ უნდა დავეხმაროთ პატარას, ბრაზსა
და იმედგაცრუებას რომ მოერიოს. ერთი ბრაზს უძლიერებს,
მეორე – უმცირებს.
მეგობრები – 3 წლის ტომი და ჯიმი ქსილოფონით თამაშობ-
დნენ. უეცრად ჯიმს ჩაქუჩი გაეჭედა. ბავშვი გაბრაზდა და ატირდა.
დედამ უსაყვედურა: „რა გატირებს? სანამ ტირილს არ მორჩები,
არ დაგეხმარები“. ჯიმი ტირილს განაგრძობდა, დედამ სათამაშო
გამოართვა. ბავშვის ისტერიკამ პიკს მიაღწია.
ამის საპირისპიროდ, როდესაც ტომს გაეჭედა ჩაქუჩი და მა-
ნაც ტირილი მორთო, დედამისმა უთხრა: „იმიტომ ტირი, რომ ჩა-
ქუჩი გაგეჭედა. უნდა შევაკეთოთ“. ტირილი შეწყდა. ახლა, რო-
დესაც ჩაქუჩი იჭედება, ტომი აღარ ტირის, პირდაპირ დედასთან
მიაქვს შესაკეთებლად.
ჯიმის დედა ბავშვს დაემუქრა, ეჩხუბა, დაადანაშაულა, დასა-
ჯა. ტომის დედამ პრობლემა განსაზღვრა და შვილს დახმარება
შესთავაზა.
თორმეტი წლის მირიამი თეატრიდან უკმაყოფილო და გაბ-
რაზებული დაბრუნდა:
დედა: გეტყობა, ცუდ ხასიათზე ხარ.
მირიამი: გაბრაზებული ვარ! ისე შორს ვიჯექი, რომ საერ-
თოდ ვერაფერს ვერ ვხედავდი.
დედა: არ მიკვირს, რომ იმედგაცრუებული ხარ. რა არის სა-
სიამოვნო, როცა ასე შორს ზიხარ სპექტაკლზე?!
მირიამი: აბა, რა. თანაც, ჩემ წინ მაღალი ბიჭი იჯდა.
დედა: კიდევ უარესი. მთელი სპექტაკლი მაღალი ადამიანის
უკან ჯდომა აბა, რა სასიამოვნოა?! მესმის შენი.
მირიამი: ჰო, სასიამოვნო ნამდვილად არ არის.
დედის საქციელი იმიტომ არის სასარგებლო, რომ მან შვი-
ლის განწყობა კრიტიკისა და რჩევების გარეშე მიიღო. მას არ
დაუსვამს ისეთი ფუჭი კითხვები, როგორიცაა, მაგალითად: „უფ-
რო ადრე რატომ არ წახვედი, რომ უკეთესი ადგილი შეგხვედ-
როდა?“ „არ შეგეძლო, იმ ბიჭისთვის გეთხოვა, ადგილი გამიცვა-
ლეო?“ მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ უნდა და-
ეცხრო შვილის ბრაზი, და ამით დახმარებოდა.
ემპათიური პასუხი, რომელიც ბავშვის განწყობას ირეკლავს
და მშობლების თანაგრძნობა და გულისხმიერება – აი, რა არის
ეფექტური საშუალება, ბავშვს ცუდი განწყობა გამოვუკეთოთ.
წერილობით გამოხატული სიტყვაც შეიძლება ძლიერი იარა-
ღი იყოს იმ დამთრგუნველი გრძნობების გასაქარვებლად, რომ-
ლებიც გაცხარებამ და სიბრაზემ გამოიწვია. აუცილებელია შევა-
გულიანოთ როგორც ბავშვები, ასევე მშობლები, რათა მათ თავი-
ანთი ემოციები წერილობით გამოხატონ, ელექტრონულად იქნე-
ბა ეს თუ – ქაღალდზე.
ერთ საღამოს ცამეტი წლის ტრუდიმ დედას შეურაცხყოფა
მიაყენა, დაადანაშაულა, – ჩემს ოთახში შემოხვედი, ჩემი საწერი
მაგიდის უჯრა გამოაღე და ჩემი დღიური წაიკითხეო. მოგვიანე-
ბით, როდესაც მიხვდა, რომ ეს უსაფუძვლო ბრალდება იყო,
ტრუდიმ გადაწყვიტა, დედისთვის წერილობითი ფორმით მოეხა-
და ბოდიში:
„ძვირფასო დედიკო, ძალიან ცუდად მოვიქეცი, ყველაზე ცუ-
დად, როგორც კი შეიძლება ადამიანი მოიქცეს. ჩემი ბრალდე-
ბით გული გატკინე. მრცხვენია და ვიცი, რა დამამცირებელია.
ადრე თავს კარგად ვგრძნობდი, ახლა კი მეზიზღება ჩემი თავი.
მიყვარხარ, ტრუდი“.
ტრუდის დედას გული ჩასწყდა ამ წერილის კითხვისას, რო-
დესაც აღმოაჩინა, რომ ინციდენტმა მის შვილს საკუთარ თავზე
წარმოდგენა წაუხდინა. საპასუხო წერილის დასაწერად გარ-
კვეული დრო დასჭირდა, რადგან უნდოდა, ისეთი წერილი გა-
მოსვლოდა, რომელიც ტრუდის საკუთარი თავის პატივისცემას
დაუბრუნებდა.
„ჩემო საყვარელო ტრუდი, გმადლობ, რომ შენი განცდები
და მღელვარება გამიზიარე. წუხელ რაც მოხდა, ორივესთვის
მძიმე გადასატანი იყო, მაგრამ – არა ტრაგიკული. მინდა იცოდე,
რომ შენდამი ჩემი გრძნობები სულაც არ შეცვლილა, ჩემთვის
ისევ ის საყვარელი ადამიანი ხარ, რომელიც შეიძლება დრო-
დადრო ბრაზდებოდეს და ღიზიანდებოდეს. იმედი მაქვს, იპოვი
ძალას შენს გულში, რათა საკუთარ თავს აპატიო და საკუთარი
თავის პატივისცემა დაიბრუნო. შენი დედიკო“.
ასე დაეხმარა დედა შვილს, დარწმუნებულიყო, რომ ბრაზი
სიყვარულზე გავლენას არ მოახდენდა.
როდესაც ბავშვები მშობლებზე ბრაზდებიან და ფიქრობენ,
რომ ისინი მათ არგუმენტებს ყურადღებას არ აქცევენ, თავიანთ
აზრებს ხშირად მართლაც წერილობით გამოხატავენ.
ერთ-ერთი ბავშვის მამამ ასეთი შემთხვევა გვიამბო. მათ
ოჯახში ბავშვებს რაღაც სერტიფიკატების მსგავსს ურიგებდნენ,
რომლებიც შეეძლოთ იმისთვის გამოეყენებინათ, რომ
ჩვეულებრივზე გვიან დაეძინათ. ერთ საღამოს ათი წლის პიტერ-
მაც მოინდომა მსგავსი სერტიფიკატით დროის მოგება, მაგრამ
საქმე ის იყო, რომ სერტიფიკატი არ ჰქონდა, დაკარგა. მამამ
უარი უთხრა არარსებული სერტიფიკატის გამოყენებაზე. პიტერი
გაბრაზდა, იყვირა და ოთახიდან გავარდა შეძახილით: „როგორ
არ გახსოვს, შენ თვითონ არ მომეცი?!“ როდესაც პიტერის მამა
იმ საღამოს თავის საძინებელში შევიდა, იქ შვილის წერილი დახ-
ვდა:
„მამა, თუკი უფრო გვიან დაძინების უფლებას არ მომცემ, უსა-
მართლოდ მოიქცევი, რადგან: 1) ორივემ ვიცით, რომ ის სერტი-
ფიკატი მართლა მომეცი. 2) შენ იცი, რას ჰგავს ჩემი მაგიდა და
რომ ზედ ყველაფერი მეკარგება. 3) იცი, როგორ ველოდი იმ
სერტიფიკატის გამოყენებას. არ მინდა გაწყენინო, ამას რომ
გწერ, მხოლოდ საკუთარი აზრის გამოთქმა მინდოდა. პიტერი“.
როდესაც მამამ წერილი წაიკითხა, მიხვდა, რომ პიტერი იმ
გზას უჩვენებდა, რომლითაც მათ შორის აღმოცენებული გაუგებ-
რობა უნდა გამოესწორებინა. წერილი იმის საშუალებასაც აძ-
ლევდა, რომ აღზრდის მნიშვნელოვანი პრინციპი გამოეყენებინა.
უნდა ავამაღლოთ ბავშვის ღირსების დონე, რამდენადაც შეგვიძ-
ლია. პიტერის მამამაც ამიტომ მისწერა შვილს ასეთი წერილი:
„ჩემო საყვარელო შვილო, რა ნათელი აზრებია! როგორი
დამაჯერებელი არგუმენტები! შენს წერილს ვკითხულობდი და
არც კი მჯეროდა, რომ ეს მხოლოდ ათი წლის ბავშვის დაწერი-
ლია. წერილს თან ვურთავ სანაცვლო სერტიფიკატს. მიყვარხარ,
მამა“.
დასკვნა

სიტყვებს შეუძლია გააძლიეროს და ენერგიით დამუხტოს


ადამიანი ან დააშინოს და გაანადგუროს იგი. როდესაც ვამჩნევთ,
როგორ ცდილობს ბავშვი რაიმეს გაკეთებას და შემდეგ ამას
ღირსეულად ვაფასებთ, ამით მას ვეხმარებით, ოპტიმიზმით სავ-
სე, ღირსების მქონე ადამიანად გაიზარდოს. თუ ამის საპირისპი-
როდ ვიქცევით და ბავშვის მცდელობას ჯეროვნად არ ვაფასებთ,
მასში შიშისა და საკუთარი თავისადმი უპატივცემულობის გრძნო-
ბას ვაღვივებთ. ხომ ცხადზე უცხადესია, რომ უარყოფითი შეფა-
სებები (იარლიყები: ზარმაცი, სულელი, საზიზღარი) ბავშვისთვის
საზიანოა; ამასთან, გასაკვირია, რომ დადებითმა შეფასებებმაც
(კარგი, იდეალური, საუკეთესო) ცუდი როლი შეიძლება ითამა-
შოს.
მთავარია, პოზიტიურები ვიყოთ. ბავშვისთვის ჩვენს წახალი-
სებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს,
რომ საჭიროა მისი ნამოქმედარი შევაფასოთ, მადლიერება („ა-
მაზე ძალიან ბევრი გიმუშავია, გმადლობ, რომ დამეხმარე“) გა-
მოვხატოთ, არამც და არამც არ მივაკეროთ იარლიყები და ბავ-
შვის ინდივიდუალური თვისებები არ შევაფასოთ.
თუკი ოჯახში პრობლემები შეიქმნება, მათი გადაჭრის გზებს
ვეძებთ და ბრალდებასა და კრიტიკაზე არ გადავდივართ. გარ-
დაუვალმა გაბრაზებამაც კი შეიძლება იარლიყების მიკერებისა
და ბრალდებების გარეშე ჩაიაროს. ასეთი გულისხმიერი დამოკი-
დებულების მიღმა ბავშვებისადმი დიდი პატივისცემა დგას.
თავი 3
ქცევის დამანგრეველი პირობები:
არასწორი მოქცევის გამართლებული ხერხები
ბუნებაში არ არსებობს

ზოგჯერ ბავშვის აღზრდისას ჩიხში ვემწყვდევით და თავს და-


მარცხებულად ვაღიარებთ, რადგან განსაკუთრებული საშუალე-
ბების გამოყენების შემდეგ ვხედავთ, რომ ისინი არამცთუ გვაახ-
ლოებს მიზანს, არამედ ზიანი მოაქვს ჩვენთვისაც და ჩვენი შვი-
ლებისთვისაც. ეს საშუალებებია: მუქარა, მოსყიდვა, დაპირება,
სარკაზმი, ტყუილსა და სხვისი ნივთების ქურდობაში დადანა-
შაულება, უხეში ფორმებით ბავშვის იძულება, თავაზიანად მოიქ-
ცეს.

მუქარას სიჯიუტემდე მივყავართ

ბავშვები მუქარას ხშირად ისე აღიქვამენ, თითქოს მოზრდი-


ლი ადამიანი აკრძალული მოქმედების გამეორებას სთავაზობ-
დეს. როდესაც ბავშვს ვეუბნებით: „კიდევ ერთხელ გიქნია!..“
ბავშვს მხოლოდ „კიდევ ერთხელ“ ესმის და ფიქრობს: „დედას
უნდა, რომ ეს კიდევ ერთხელ გავაკეთო, თორემ გამიბრაზდება“.
ამგვარი გაფრთხილება მოზრდილებისთვისაა გამოსადეგი, ბავ-
შვებისთვის კი სრულიად უშედეგოა. გაფრთხილება ბავშვის შინა-
განი დამოუკიდებლობისთვის გამოწვევაა. თუ მას ღირსების
გრძნობა აქვს, საკუთარ თავსა და სხვებსაც დაუმტკიცებს, რომ
სულაც არ არის დოყლაპია.
მიუხედავად დედის მრავალგზის გაფრთხილებისა, ხუთი
წლის ოლივერი ბურთს მაინც ესროდა ფანჯრის მინას. ბოლოს
მოთმინებადაკარგულმა დედამ უთხრა: „თუ კიდევ ერთხელ ეს-
ვრი, იცოდე, დაისჯები!“ ამის თქმა იყო და ბურთმა მინა ჩაამ-
სხვრია. ადვილი წარმოსადგენია, ამას რაც მოჰყვებოდა. შემდე-
გი მაგალითი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება დავაოკოთ გაუგო-
ნარი ბავშვი მუქარის გარეშე.
შვიდი წლის პიტერმა სათამაშო პისტოლეტიდან უმცროს
ძმას ესროლა. დედამ უთხრა: „ძმას ნუ ესვრი, სამიზნეში ისრო-
ლე“. პიტერმა ისევ ძმას ესროლა. მაშინ დედამ შვილს პისტო-
ლეტი წაართვა და უთხრა: „ადამიანებს არ შეიძლება ესროლო“.
დედა სწორად მოიქცა. მან დაიცვა პატარა და ამასთანავე, უფ-
როს შვილს საზოგადოებაში მისაღები ქცევის ნორმა ასწავლა.
პიტერი თავისი ცუდი საქციელის შედეგს საკუთარი ღირსების
შეულახავად მიხვდა. მას ასეთი ალტერნატივა შესთავაზეს: ან ნი-
შანში უნდა ისროლო, ანდა პისტოლეტს დაკარგავ. ამ შემთხვე-
ვაში დედამ უარი თქვა ჩვეულებრივ გზაზე, რომელსაც ყოველ-
თვის ჩიხში მივყავართ: „გაჩერდი, პიტერ! უკეთესი ვერაფერი
მოიფიქრე?! ნუ ესვრი ძმას, სამიზნეში ისროლე! თუ კიდევ ერ-
თხელ ესვრი, იცოდე, პისტოლეტს თვალით ვეღარ ნახავ!“ ასეთ
სიტყვებს ყველაზე ხშირად აკრძალული ქცევის გამეორება მოჰ-
ყვება.

პირობების წაყენება და მოსყიდვა საჭირო არ არის

ნურასოდეს ეტყვით ბავშვს, რომ თუ ის თქვენთვის სასურველ


მოქმედებას შეასრულებს, მაშინ რაიმე საჩუქარს მიიღებს:
– პატარა ძამიკოს თუ არ აწყენინებ, კინოში წაგიყვან.
– ამ ლექსს თუ ისწავლი, ნავით გაგასეირნებ.
– ლოგინში თუ აღარ ჩაისველებ, საშობაოდ ველოსიპედს
გიყიდი.
ამგვარ მიდგომას ზოგჯერ სწრაფი შედეგი მოაქვს, მაგრამ
ასე ბავშვს ხეირიანს ვერაფერს ვასწავლით, რადგან ამგვარი
ფრაზები ეჭვს შეიცავს: „ლექსს თუ ისწავლი“ ნიშნავს, – „დარწმუ-
ნებული არა ვარ, რომ ეს შეგიძლია“, „წიგნს თუ არ დახევ“ კი,
ცხადია, გულისხმობს: „დარწმუნებული არა ვარ, რომ ამისგან თა-
ვის შეკავებას მოახერხებ“.
ჯილდოს დაპირება არც მორალური მხრიდანაა გამართლე-
ბული. ასეც ხდება: ყმაწვილი განზრახ ცუდად იქცევა. რა არის
ამის მიზეზი? ბიჭი გვიხსნის: „თუ დედაჩემს ეშინია ჩემი ცუდი საქ-
ციელის, მაშინ რასაც მინდა, იმას გამოვტყუებ, მაგრამ რომ არ
იფიქროს, ტყუილად ვასაჩუქრებო, რა თქმა უნდა, საჭიროა, რომ
ვიცელქო“. თუ ბავშვი ამგვარად ფიქრობს, სულ მალე იგი მშობ-
ლების დაშანტაჟებას დაიწყებს ანდა ეცდება, როგორმე მოურიგ-
დეს და კარგი საქციელისთვის საჩუქარი მიიღოს. ხშირად, საყიდ-
ლებზე გასული მშობელი შინ უსაჩუქროდ დაბრუნებას ვერ ბე-
დავს. შვილები მათ სალმით კი არ ხვდებიან, არამედ კითხვით –
„რა მომიტანე?“
სასარგებლო და ყველაზე სასიხარულო მხოლოდ მოულოდ-
ნელი ჯილდოა, მხოლოდ ის ახარებს ბავშვს ყველაზე მეტად,
რადგან სწორედ ის არის დამსახურებული ჯილდო და აღიარების
ნიშანი.

დაპირება და იმედგაცრუებული მოლოდინი

ბავშვს არაფერს არ უნდა დავპირდეთ და არც მისგან მოვით-


ხოვოთ დაპირება. რატომ ვადებთ დაპირებას ტაბუს? იმიტომ,
რომ ბავშვთან ურთიერთობა ნდობაზე უნდა იყოს აგებული. რო-
დესაც მშობლებს საკუთარი ნათქვამის დაპირებებით გამაგრება
უხდებათ, რათა მათ მნიშვნელობას გაუსვან ხაზი, ეს იმის
აღიარებაა, რომ დაპირების გარეშე მათ სიტყვას ფასი არა აქვს.
დაპირება ბავშვებს აუხდენელ იმედს უჩენს. როდესაც ბავშვს
ზოოპარკში წაყვანას დაჰპირდებიან, მას არ ძალუძს იმის გაგება,
რომ იმ დღეს შეიძლება წვიმა წამოვიდეს, მამას მანქანა გაუფუჭ-
დეს ან მოულოდნელმა ავადმყოფობამ ლოგინში ჩააწვინოს.
ცხოვრებაში ყოველთვის ისე როდი ხდება, როგორც გვსურს.
მაგრამ ბავშვები თავს მოტყუებულად ჩათვლიან. ისინი აღარ ენ-
დობიან მშობლების დაპირებებს. მუდმივი მისამღერი – „შენ ხომ
დამპირდი“ – კარგად არის ცნობილი მოზრდილთათვის, რომ-
ლებიც მოგვიანებით ნანობენ თავიანთ დაპირებებს.
არ შეიძლება ბავშვისგან პირობის დადება მოვითხოვოთ,
რომ ნამდვილად კარგად მოიქცევა და ონავრობას თავს დაანე-
ბებს. როდესაც ბავშვი სხვისი სურვილით იძლევა პირობას, იგი
თითქოს იმ ბანკის ქვითარს წერს, სადაც ანგარიში არა აქვს გახ-
სნილი. ეს კი ერთგვარად თაღლითური პრაქტიკაა და მასზე ხე-
ლი უნდა ავიღოთ.

ენამწარობა ურთიერთგაგების მტერია

მშობლები, რომლებიც ერთთავად მზად არიან, სარკასტული


შენიშვნები მისცენ თავიანთ შვილებს, ფსიქიკურად ნორმალურე-
ბი არ უნდა იყვნენ. „სუსხიანი“ გამოთქმების გამოყენებით ისინი
საკუთარ თავსა და ბავშვს შორის გადაულახავ ზღვარს ქმნიან.
– დაყრუვდი? რამდენჯერ უნდა გაგიმეორო ერთი და იგივე?!
– ნუ უხეშობ! სად ისწავლე ასეთი უხეშობა, ქუჩაში? შენ რა
გინდა წესიერ ოჯახში?!
– რას აკეთებ, გაგიჟდი?! მორჩი მაიმუნობას! არა, შენგან
ადამიანი არ გამოვა!
ასეთი მშობლები ნამდვილად ვერ ხვდებიან, რომ მათი შე-
ნიშვნები შეტევაა, რომელიც კონტრშეტევას იწვევს. ბავშვები
დაშვებულ შეცდომაზე კი არა, მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, დედ--
მამას სამაგიერო როგორ გადაუხადონ. ენამწარობასა და დაცინ-
ვას ბავშვის აღზრდაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. თავი უნდა
ავარიდოთ ამგვარ გამონათქვამებს: „ზედმეტად დიდი წარმოდ-
გენა გაქვს საკუთარ თავზე. გგონია, ძალიან ჭკვიანი ხარ?! არა-
და, ჭკუა საერთოდ არ გაგაჩნია“. არ ღირს შვილებზე საკუთარი
ენაკვიმატობის გამოცდა. დაუშვებელია ბავშვის დამცირება რო-
გორც განმარტოებით, ისე ამხანაგების წინაშე, რადგან ამით პა-
ტარას ავტორიტეტი საკუთარ თვალშიც კი ელახება.

ავტორიტეტს მოკლე სიტყვა ქმნის:


რაც უფრო ნაკლებია სიტყვა, მით უფრო მნიშვნელოვანია
ნათქვამი

თუ ადამიანს ვეტყვით, მშობელივით ლაპარაკობო, ეს კომ-


პლიმენტად სულაც არ ჩაგეთვლებათ. ხომ ცნობილია, რომ
მშობლებს ისედაც სჩვევიათ საყოველთაოდ ცნობილ რაღაცებზე
ხანგრძლივი, დაუსრულებელი მსჯელობა. ასეთ შემთხვევებში
ბავშვს შეცნობის უნარი ეთიშება და უსიტყვოდ გაჰკივის, ნეტავ
როდის მორჩება, კმარაო!
ყველა მშობლის ვალია, შვილების კითხვებზე მოკლე პასუ-
ხების გაცემის ჩვევა გამოიმუშაოს, რათა უბრალო უსიამოვნება
მსოფლიო დონის კატასტროფად არ გადაიქცეს. ქვემოთ მოყვა-
ნილი მაგალითი გვიჩვენებს, თუ რამხელა უპირატესობა აქვს
მოკლე პასუხებს ენაწყლიან მსჯელობასთან შედარებით.
დედამ წესიერად ვერც კი მოასწრო წამსვლელ სტუმრებთან
დამშვიდობება, რომ რვა წლის ელი აქვითინებული მივარდა და
თავის უფროს ძმაზე წუწუნი დაუწყო. „საკმარისია ჩემთან მეგობა-
რი მოვიდეს, რომ ტედი აუცილებლად გამონახავს რაღაც მი-
ზეზს, დაგვცინოს. გეხვეწები, უთხარი, თავი დამანებოს“.
ჩვეულებრივ, როცა ელი ტედზე წუწუნებდა, ეს იმით მთავ-
რდებოდა, რომ დედა ტედს ყვირილით მივარდებოდა: „რამდენ-
ჯერ უნდა გითხრა, ძმას თავი დაანებე-მეთქი?! იცოდე, თუ არ მო-
იშლი, მთელი დღე სათამაშოდ ვერსად წახვალ, სახლიდან ფეხს
ვერ მოიცვლი“.
ამჯერად დედამ ტედს შეხედა და უთხრა: „აირჩიე, ტედ: ან
ჩვეულებრივი ჩხუბი არ აგცდება, ან შენ თვითონ იზრუნებ იმაზე,
რომ მსგავსი საყვედურები აღარ განმეორდეს“. ტედმა გაიცინა
და უპასუხა: „კარგი, დედა, მაპატიე, აღარ განმეორდება“.
შემდეგი დიალოგი კი იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლე-
ბა მოკლე, კეთილგანწყობილი პასუხებით თავი დავაღწიოთ ფუ-
ჭი და დაუსრულებელი მიზეზების კორიანტელს.
რუთი, 8 წლის: დედა, იცი, რომ საშუალო სკოლაში ყველას
რომანი აქვს?
დედა: ოჰ!
რუთი: გოგოები და ბიჭები გართობისა და წვეულებების მოწ-
ყობის გარდა არაფერს აკეთებენ.
დედა: შენც ერთი სული გაქვს, იქ როდის გადახვალ, არა?
რუთი: ჰო!
რუთის დედის თქმით, სულ ცოტა ხნის წინ მზად იქნებოდა,
შვილისთვის მთელი ლექცია წაეკითხა იმის შესახებ, თუ რა ცუ-
დია დროის ფლანგვა, რომ სკოლა იმისთვისაა, რათა იქ ისწავ-
ლონ და არა გაერთონ, და რომ საერთოდ, რუთი ჯერ კიდევ ძა-
ლიან პატარა იმისთვის, ასეთ რამეებზე იფიქროს. ამ ლექციის
შედეგი კი მხოლოდ წინააღმდეგობის გრძნობა და გუნების გაფუ-
ჭება იქნებოდა. ნაცვლად ამისა, დედამ უბრალოდ, ცნობად
მიიღო შვილის ნატვრა.
ზოგჯერ სულ მცირე იუმორსაც კი შეუძლია სიტყვების ნიაღ-
ვარი შეცვალოს. თორმეტი წლის რონმა დაინახა, დედას საყიდ-
ლების ჩანთიდან ახალი ხილი როგორ ამოჰქონდა. ეშმაკურად
გაღიმებული რონი მასთან მივიდა და უთხრა: „დედიკო, ხომ შე-
გიძლია ერთხელ რაიმე კარგი გამიკეთო? იქნებ ხილი მაცივარ-
ში შეაწყო?“
„სიკეთე ერთხელ უკვე გაგიკეთე – გაგაჩინე, – უპასუხა რონს
დედამ. – ახლა კი ხილის შელაგებაში მომეხმარე“. რონი სიცი-
ლით შეუდგა დედის დახმარებას.
არადა, დედას შეეძლო შვილთან კამათი დაეწყო: „რაიმე
კარგი გაგიკეთო? რა გგონია, ვინ ხარ, რომ დედას ასე ელაპა-
რაკო?!“ ნაცვლად ამისა, მან შვილს საკუთარი წონა იუმორით და
ზედმეტი სიტყვების გარეშე უჩვენა.
ერთი ბავშვის მამამ გვიამბო, როგორ ესიამოვნა, როდესაც
დაინახა, მისი შვილი აღელვებისა და გაბრაზების ჩასახშობად
იუმორს როგორ იყენებდა. შობამდე ერთი დღით ადრე თავის
ქალიშვილ მეგანთან ერთად ხელოვნურ ნაძვის ხეს აწყობდა.
აღმოჩნდა, რომ ჯოხზე შესაბამისი ზომის ტოტების შერჩევა არ-
ცთუ ადვილი საქმე იყო და მეგანის მამას მოთმინება უკვე ღალა-
ტობდა. ბოლოს და ბოლოს, ნაძვის ხე მაინც ააწყვეს და ახლა
სათამაშოებით მისი მორთვაღა დარჩენილიყო. მაგრამ როდესაც
მამა-შვილი კენწეროზე ვარსკვლავს ამაგრებდა, ნაძვის ხე
მთლიანად დაიშალა. მამამ სიბრაზისგან წამოიყვირა: „კმარა! ყე-
ლამდე მაქვს უკვე ამ ნაძვის ხის აწყობა!“ მეგანი კი მამას მოეხ-
ვია და უპასუხა: „მამა, ამწუთას ძალიან ვნანობ, რომ ებრაელი
არა ხარ!“

ავტორიტეტის მოსაპოვებლად გამბედაობა და ზოგჯერ


დუმილიცაა საჭირო

აი, მაგალითი იმისა, თუ დუმილი მშობლის ავტორიტეტს რო-


გორ ეხმარება. შვიდი წლის სკოტმა ფეხი იტკინა, მაგრამ ამან
ხელი არ შეუშალა, იმავე დღეს სკაუტთა სექციის ზეიმზე წასული-
ყო, მეორე დილით კი განაცხადა, ფეხი მტკივა და სკოლაში ვერ
წავალო. დედას ერთი სული ჰქონდა, ეთქვა: „აკი გუშინ კარგად
წაბრძანდი ზეიმზე, მაშ, გამოდის, რომ სკოლაში წასვლაც მშვე-
ნივრად შეგიძლია“. მაგრამ ხმა არ ამოუღია. ეს მრავალმნიშვნე-
ლოვანი დუმილი იყო. რამდენიმე წუთის შემდეგ სკოტმა ჰკითხა:
„როგორ ფიქრობ, სკოლაში უნდა წავიდე?“ დედამ უპასუხა: „მე-
კითხები კიდეც?“ „კი“, – უპასუხა სკოტმა და აჩქარებით ჩაცმას შე-
უდგა.
დედის დუმილი სკოტს დაეხმარა გადაწყვეტილების მიღება-
ში. იგი თავად უნდა მისულიყო დასკვნამდე, რომ თუკი მტკივანი
ფეხით ზეიმზე წასვლა შეძლო, მაშასადამე, სკოლაში წასვლაზე
უარის თქმა გაუმართლებელი იქნებოდა. ეს დედას რომ ეთქვა,
ბავშვი ალბათ კამათს დაუწყებდა, რაც ორივეს გუნება-განწყობას
გაუფუჭებდა.
დაიენის დედამ კარგად იცოდა, რომ ბავშვებზე კარგად მოქ-
მედებს პრინციპი: „რაც ნაკლებია სიტყვა, მით მეტ შედეგს ვი-
ღებთ“. სწორედ ეს დაეხმარა იმაში, რომ დაიენს ცუდი განწყობი-
ლება ვირუსივით მთელი ოჯახისთვის არ გადაედო.
თორმეტი წლის დაიენი ვეგეტარიანელი იყო. ერთ მშვენიერ
დღეს, სუფრას მიუჯდა თუ არა, მოუთმენლად წამოიძახა: „სად
არის ვახშამი, შიმშილით ვკვდები!“
დედა: გეტყობა, ძალიან გშია.
დაიენი: რა გაქვს, ბადრიჯანი? არა, ბადრიჯანი არ მინდა.
დედა: რაღაცის გამო ხარ გაღიზიანებული.
დაიენი: რა ცოტა ყველია!..
დედა: ვიცი, უფრო გიყვარს, როცა ბადრიჯანი ბევრ ყველთან
ერთადაა შემწვარი.
დიანა: ახლა არა უშავს. მაგრამ სხვა დროს ამ საჭმელს უკე-
თესად ამზადებ.
ნაცვლად იმისა, რომ შვილის უკმაყოფილებისთვის თავადაც
უკმაყოფილებით ეპასუხა, მაგალითად, – „ხომ იცი, რომ საჭმელს
შენ ცალკე გიმზადებ; ნაცვლად იმისა, რომ ჩემი შრომა დააფა-
სო, მსაყვედურობ კიდეც?“ – დედამ ამჯობინა, შვილის გრძნობე-
ბი „გაეხმოვანებინა“ და არ დაჰპირისპირებოდა.

როდის ცრუობენ ბავშვები და როგორ არ უნდა შევუწყოთ


ხელი ამ ჩვევის გამომუშავებაში

ბავშვების ტყუილებს მშობლები წონასწორობიდან გამოჰ-


ყავთ. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა ტყუილი აშკარაა და
ბავშვს ეს სახეზეც აწერია, როდესაც ამტკიცებს, შოკოლადისთვის
ხელი არ მიხლიაო, არადა, ცხვირ-პირიც და პერანგიც შოკოლა-
დით აქვს მოთხუპნილი.
ნუ გამოიწვევთ ტყუილს. მშობლებმა ბავშვებს ისეთი კითხვე-
ბი არ უნდა დაუსვან, რომლებიც თავდაცვის მიზნით ტყუილს გა-
მოიწვევს. ბავშვები ვერ იტანენ, როცა მშობლები დაკითხვას უწ-
ყობენ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ხვდებიან, რომ მათთვის
ყველაფერი ისედაც ცნობილია. ბავშვებს არ უყვართ კითხვა--
ხაფანგები, ისეთი კითხვები, რომლებსაც ან უგერგილო
ტყუილით უნდა უპასუხონ, ან ჩადენილი დანაშაულის უხალისო
აღიარებით.
შვიდი წლის კვენტინმა მამის ნაჩუქარი ახალი სათამაშო მან-
ქანა გატეხა. ბიჭს შეეშინდა და ნატეხები სახლის სარდაფში დამა-
ლა. მამამ ეს ნატეხები იპოვა და შვილისგან სიმართლის გამოტ-
ყუება გადაწყვიტა, რამაც ისინი დიდ შეხლა-შემოხლამდე მიიყვა-
ნა:
მამა: სად არის შენი ახალი მანქანა?
კვენტინი: არ ვიცი.
მამა: რაღაც დიდი ხანია, იმ მანქანით აღარ გითამაშია.
კვენტინი: არ ვიცი, სადღაც დაიკარგა.
მამა: მომიძებნე, ერთი, მინდა შევხედო.
კვენტინი: ალბათ ვინმემ მოიპარა.
მამა: ოჰ, რა მატყუარა ხარ! შენ თვითონ არ გატეხე?! დამა-
ცადე, ეს ამბავი ასე არ ჩაგივლის... ყველაზე მეტად ქვეყანაზე
მატყუარები მეჯავრებიან.
მამამ კარგად შეახურა კვენტინი. არადა, ამის თავიდან აცი-
ლება შეიძლებოდა. იმის მაგივრად, რომ მამას „გამოძიებანა“
დაეწყო და შვილისთვის დაკითხვა მოეწყო, უნდა ეთქვა:
– ვხედავ, ახალი მანქანა გაგტეხია.
– ჰო, დიდხანს არ გამოგადგა.
– აფსუს, როგორ გიყვარდა იმ მაქანით თამაში.
მამის ასეთი საქციელით ბავშვი თავისთვის ძალზე მნიშვნე-
ლოვან ინფორმაციას მიიღებდა: მამას შეუძლია გამიგოს, შემიძ-
ლია ჩემი გასაჭირი გავუმხილო ხოლმე, მის საჩუქრებს კი უფრო
ფრთხილად უნდა მოვეპყრა, უფრო ყურადღებიანი უნდა გავხდე.
ამგვარად, არ ღირს ზედმეტი კითხვების დასმა, როდესაც პა-
სუხი ისედაც ცნობილია. მაგალითად, არ უნდა ვკითხოთ ბავშვს,
შენი ოთახი მიალაგე თუ არაო, როდესაც ხედავთ, რომ ოთახში
სრული ქაოსია, ან დღეს სკოლაში იყავი თუ არაო, როდესაც უკ-
ვე გაცნობეს, თქვენი შვილი სკოლაში არ მოსულაო. ასეთ შემ-
თხვევებში ფაქტის კონსტატაცია აჯობებს: „ვხედავ, ოთახი ჯერ არ
მიგილაგებია“, ან „მაცნობეს, რომ დღეს სკოლაში არ ყოფილ-
ხარ“.
რატომ იტყუებიან ბავშვები. ზოგჯერ ბავშვები იმიტომ იტ-
ყუებიან, რომ სიმართლის თქმას არ ვანებებთ.
ოთხი წლის ვილი ოთახში შერბის და გაბრაზებული დედას
ეუბნება, ბებიას ვერ ვიტანო. შეწუხებული დედა კი პასუხობს:
„ტყუილია. შენ ბებია ძალიან გიყვარს. ამ ოჯახში სიძულვილის
ადგილი არ არის. თანაც, ბებიას შენთვის ყოველთვის საჩუქრები
მოაქვს და გასეირნებს ხოლმე. ენა როგორ გიბრუნდება და ამას
როგორ ამბობ?!“
ვილი მაინც თავისას იმეორებს: „სულაც არ მიყვარს! მისი
დანახვა არ მინდა!“ ვინაიდან დედა აღზრდის სხვა საშუალებას
ვეღარ ხედავს, ბავშვი ამ სიმართლისთვის უეჭველად გაილახება,
ხოლო თუკი შემდეგ აშკარა ტყუილს შესთავაზებს, – ახლა კი ძა-
ლიან მიყვარსო, – დედა უსათუოდ კოცნით დააჯილდოებს.
რა დასკვნა უნდა გამოიტანოს ვილიმ ამ შემთხვევიდან?
ბავშვს ეგონება, რომ სიმართლის თქმა და დედისთვის გულ-
წრფელად თავისი გრძნობების გამხელა სახიფათოა, სამა-
გიეროდ, ტყუილი გაცილებით მომგებიანია და დედასაც მოს-
წონს, როცა ის ატყუებს. ჰოდა, ვეტყვი იმას, რისი გაგონებაც
სურს, და არა იმას, თუ სინამდვილეში რას ვგრძნობ.
როგორ უნდა მოქცეულიყო ამ დროს ვილის დედა? შვილის
გულახდილობას გაგებით უნდა მოჰკიდებოდა: „ღმერთო ჩემო,
ბებია აღარ გიყვარს? იქნებ მიამბო, ასეთი რა დაგიშავა, ასე რა-
ტომ გაგაბრაზა?“ ბიჭს კი შეიძლებოდა ეპასუხა: „ბებიამ ჩემს დას
საჩუქარი მოუტანა, მე კი დავავიწყდი“.
თუ გსურთ, ბავშვს გულწრფელობა ასწავლოთ, არა მხო-
ლოდ „საამო“ ტყუილის, არამედ მწარე სიმართლის მოსასმენა-
დაც მზად უნდა იყოთ. ბავშვი პატიოსანი რომ აღზარდოთ, არამც
და არამც არ უნდა აიძულოთ დაფაროს, შეალამაზოს საკუთარი
გრძნობები, კეთილშობილური იქნება ისინი, ბრაზიანი თუ ნეიტ-
რალური. ჩვენი საპასუხო ქცევით ბავშვი პატიოსნების უპირატე-
სობაში უნდა დავარწმუნოთ.
როგორ ითქმის სიცრუით სიმართლე. თუ ბავშვებს სიმარ-
თლის გამო სჯიან, ისინი თავის დასაცავად ცრუობენ. ტყუილი
ზოგჯერ არაჩვეულებრივი, არარეალური შინაარსისაა, მათი ფან-
ტაზიის ნაყოფია, რათა შეივსონ ის დანაკლისი, რაც არ ჰყოფნით
ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასეთ შემთხვევაში ბავშვის ტყუილი
მის სულიერ მდგომარეობას, შიშსა და იმედებს გვაცნობს. დაკ-
ვირვებულ მსმენელს ამგვარი ტყუილიდან სიმართლის შეტყობა
არ გაუჭირდება. უფროსის რეაქციაში უნდა ჩანდეს, რომ მისთვის
გასაგებია ტყუილის მნიშვნელობა და მას არ უნდა მოჰყვეს ლან-
ძღვა და დაცინვა. ბავშვის მიერ ნათქვამი ტყუილით მოწოდებუ-
ლი ინფორმაცია შეიძლება იმისთვის გამოვიყენოთ, რომ მას და-
ვეხმაროთ, სიმართლე ფანტაზიისგან განასხვაოს.
როცა პატარა ჟასმინმა ბებიას უთხრა, საშობაოდ პატარა
ცოცხალი სპილო მაჩუქესო, ბებიამ იმის მტკიცება კი არ დაუწყო,
რა მატყუარა ხარო, არამედ, შვილიშვილის სურვილი გააჟღერა:
„ვიცი, რომ ძალიან გინდა პატარა სპილო გყავდეს“. არ ღირს,
ბავშვს ასეთ შემთხვევაში ვუმტკიცოთ, გინდა თუ არა, ტყუილს მე-
უბნებიო. აჯობებს ვუთხრათ:
– გინდოდა, რომ სპილო გყოლოდა, არა?
– ალბათ, მთელი ზოოპარკი გინდა გქონდეს!
– გინდა, ჯუნგლების დედოფალი იყო და ყველა ცხოველი
გყავდეს, ხომ ასეა?
სამი წლის რობერტმა მამას უთხრა, ცათამბჯენისხელა კაცი
ვნახეო. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვი ტყუილში „გამოეჭირა“, –
„რა სისულელეს ამბობ, შეუძლებელია, კაცი ამსიმაღლე იყოს!
მორჩი ცრუპენტელობას!“ – მამამ ეს შემთხვევა იმისთვის გა-
მოიყენა, რომ შვილისთვის რაღაც ახალი ესწავლებინა, ბავშვის
ნათქვამი როგორც მეტაფორა ისე აღიქვა და როგორც ტყუილს,
ბრძოლა არ გამოუცხადა: „ალბათ ძალიან მაღალი კაცი დაინა-
ხე, ნამდვილი გოლიათი, უზარმაზარი, ძალიან დიდი!“
სილაში მოთამაშე ოთხი წლის კრეგმა უეცრად ცას შეშფო-
თებით ახედა და წამოიყვირა: „ახლა ჩემს გზას ქარიშხალი ახ-
ვეტს, რა მეშველება?!“
„რა ქარიშხალი? – გაეპასუხა დედა, – სად ხედავ ქარიშ-
ხალს, რას სულელობ?!“
ჰოდა, სათამაშოდ გამოგონილი ქარიშხალი, რომელიც დე-
დამ თავისი შენიშვნით გაუცამტვერა, რეალურ „ქარიშხლად“ იქ-
ცა: კრეგმა ნამდვილი ისტერიკა მოაწყო. არადა, სულ ადვილად
შეიძლებოდა ამ ინციდენტის თავიდან აცილება, დედა შვილს თა-
მაშში რომ აჰყოლოდა და მის წარმოსახვით სამყაროში, მაგა-
ლითად, ასე შეეღწია: „ქარიშხალი გვიახლოვდება? არადა, გზას
აშენებდი, როგორ გინდოდა კარგი გამოგსვლოდა“. მერე ცაში
აეხედა და დაეძახა: „ჰეი, თქვენ, ზევით, ძალიან გთხოვთ, ახლა-
ვე შეწყვიტოთ, თორემ ჩემი შვილის გაყვანილ გზას სულ გაანად-
გურებთ!“

რა მოვუხერხოთ ტყუილს:
ერთი გაფრთხილება სჯობს დაწვრილებით გამოძიებას

მშობლების დამოკიდებულება ტყუილის მიმართ ზედმიწევ-


ნით მკაფიო უნდა იყოს: ერთი მხრივ, არ უნდა მოვითხოვოთ და-
ნაშაულის აღიარება, არ უნდა მოვირგოთ მოსამართლის მანტია,
არ უნდა მოვაწყოთ დამნაშავის დაკითხვები, სასამართლო და
ბავშვის გულუბრყვილო ტყუილი სახელმწიფო ღალატის ტოლ-
ფას დანაშაულად არ უნდა გამოვაცხადოთ. მეორე მხრივ, ყო-
ველგვარი ყოყმანის გარეშე უნდა ვუწოდოთ ყველაფერს თავისი
სახელები. თუ, მაგალითად, ბავშვს დაავიწყდა ბიბლიოთეკაში
წიგნის ჩაბარება, ასეთი კითხვები არ უნდა დავუსვათ: „ჩააბარე
წიგნი? დარწმუნებული ხარ, რომ ჩააბარე? მაშ, რატომ დევს ეს
წიგნი მაგიდაზე?“ ნაცვლად ამისა, უნდა ვუთხრათ: „ვხედავ, წიგნი
ბიბლიოთეკაში ჯერ არ ჩაგიბარებია. უკვე დროა, ჩააბარო“.
თუ შევიტყობთ, რომ შვილმა არითმეტიკის საკონტროლო
ცუდად დაწერა, არ უნდა შევეკითხოთ: „როგორ ჩაიარა საკონ-
ტროლომ? ა, კარგად? ახლა ვეღარ მომატყუებ! შენს მასწავლე-
ბელს ველაპარაკე და ვიცი, რომ ძალიან ცუდად დაგიწერია“.
ნაცვლად ამისა, ბავშვს პირდაპირ უნდა ვუთხრათ: „მასწავ-
ლებელმა მითხრა, რომ საკონტროლო ცუდად დაგიწერია. ძა-
ლიან განვიცდი და ვფიქრობ, როგორ დაგეხმარო“.
მოკლედ, არ უნდა გამოვიწვიოთ „ტყუილი თავდაცვის მიზ-
ნით“ და ბავშვებისთვის მახის დაგებას თავი უნდა დავანებოთ. თუ
ბავშვი მაინც ტყუის, ისტერიკის მოწყობა და ნოტაციების კითხვა
აუცილებელი სულაც არ არის; უმჯობესია, თავშეკავებით და კარ-
გად ავუხსნათ საქმის ვითარება – ბავშვი უნდა დარწმუნდეს, რომ
მშობლის მოტყუება არაფერში სჭირდება.
ბავშვური ტყუილების თავიდან აცილების მეორე ხერხიც არ-
სებობს – მშობელმა უარი უნდა თქვას კითხვაზე „რატომ?“ დანა-
შაულის მიზეზის გამოსაძიებლად ეს კითხვა უხსოვარი დროიდან
აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. ბავშვი ამ კითხვას, რო-
გორც მშობლის მხრიდან უარყოფით დამოკიდებულებას, იმედ-
გაცრუებასა და უკმაყოფილებას, ისე აღიქვამს და იძულებული
ხდება, დასაწყისიდანვე თავი დამნაშავედ იგრძნოს. ისეთი ბუნებ-
რივი და ნეიტრალური კითხვაც კი, როგორიცაა – „ეს რატომ
გააკეთე?“ – ბავშვის წარმოსახვაში შეიძლება გულისხმობდეს –
„ერთი მიბრძანე, თავში აზრად როგორ მოგივიდა ასეთი სისუ-
ლელის ჩადენა?!“
ჭკვიანი მშობლები თავს არიდებენ ხოლმე კითხვებს:
– რატომ ხარ ასეთი ეგოისტი?
– რატომ გავიწყდება ხოლმე ჩემი ნათქვამი?
– რატომ არ შეგიძლია ოდესმე მაინც მოხვიდე დროზე?
– რატომ ხარ ასეთი მოუწესრიგებელი?
– რატომ არ შეგიძლია ენა გააჩუმო ხოლმე?
მსგავსი რიტორიკული კითხვების ნაცვლად, რომლებზეც შე-
უძლებელია პასუხის გაცემა, ბევრად აჯობებს ისეთი რამის თქმა,
რაც თქვენს თანაგრძნობას გამოხატავს:
– ჯონს ძალიან გაახარებდი, მისთვისაც რომ გაგეყო.
– არის რაღაცები, რისი დამახსოვრებაც საჭიროა.
– ვნერვიულობ, როცა იგვიანებ.
– როგორ მოვიქცე, რომ უკეთ იმეცადინო?
– უამრავი იდეა გაქვს.

ქურდობის შესახებ:
დრო და მოთმინება სჭირდება იმის სწავლებას, თუ ვის რა
ეკუთვნის

ხანდახან ბავშვებს შინ ისეთი ნივთები მოაქვთ, რომლებიც


მათ არ ეკუთვნით. ამის აღმოჩენისას ნოტაციებითა და ცისკენ ხე-
ლების აპყრობით კი ნუ დაიწყებთ საქმის გარჩევას, არამედ
ბავშვს მშვიდად, მისი ღირსების შეულახავად აუხსენით, რომ
სხვისი ნივთების აღება არ შეიძლება. აუცილებელია მშვიდი და
კატეგორიული მტკიცება:
– ეს შენი კი არა, სხვისი მანქანაა. დაუბრუნე პატრონს.
– ვიცი, რომ გინდა ასეთი თოფი გქონდეს, მაგრამ ეს სხვისი
თოფია, დაუბრუნე, ვისაც გამოართვი.
თუ ბავშვი სადმე ტკბილეულს აწაპნის და ჯიბეში დამალავს,
მშვიდად უნდა უთხრათ: „კანფეტი რომ აიღე, თავის ადგილას უნ-
და დადო“. თუ ბავშვი უარზე დადგა, არ ამიღიაო, ასევე მშვიდად
უნდა გაუმეოროთ: „ეგ კანფეტი აქ, მაღაზიაში დარჩება, დადე
თავის ადგილზე“. თუ მაინც უარი განაცხადა, თქვენ თვითონ უნდა
ამოაცალოთ ჯიბიდან და ადგილზე დააბრუნოთ, თან დასძინოთ:
„ეს შენი კანფეტი არ არის, მაღაზიისაა“.
მცდარი შეკითხვები და სწორი პასუხები. თუ დარწმუნებული
ხართ, რომ ბავშვმა საფულიდან ფული ამოგაცალათ, დაკითხვა
კი არ უნდა მოუწყოთ, არამედ პირდაპირ უთხრათ: „ჩემი საფუ-
ლიდან ფული ამოგიღია. მინდა, რომ უკან დააბრუნო“. როცა
ბავშვი ფულს დაგიბრუნებთ, მტკიცედ უთხარით: „ფული რომ
დაგჭირდება, მითხარი და ერთად გავარკვიოთ ყველაფერი“. თუ
უარყო – არ ამიღიაო, ნუ შეეკამათებით და ნურც შეედავებით, –
შენი ჭირიმე, გამოტყდიო, უბრალოდ უთხარით: „ფული შენი აღე-
ბულია. დამიბრუნე“. თუ უკვე მოასწრო მისი დახარჯვა, მოილაპა-
რაკეთ, როგორ უნდა აანაზღაუროს (მაგალითად, შეუმცირეთ ჯი-
ბის ფული).
არ შეიძლება ბავშვს ქურდისა და მატყუარას ძახილი დაუწ-
ყოთ, ნურც იმას უწინასწარმეტყველებთ, შენი ბოლო ციხეაო. აზ-
რი არა აქვს იმის კითხვას, ეს რატომ ჩაიდინეო. სულერთია, სი-
მართლეს ვერ გაიგებთ. შეიძლება თავისი საქციელის მიზეზი
ბავშვს თავადაც არ ჰქონდეს გააზრებული, თქვენი დაძალება კი
პირიქით, აიძულებს, კიდევ ერთხელ იცრუოს. გაცილებით უკეთე-
სი იქნება, თუკი დაანახვებთ, რომ მზად ხართ, მასთან ფულის სა-
კითხი განიხილოთ და ხაზგასმით ეტყვით, რომ მისგან ნდობას
მოელით:
– ძალიან დაბნეული ვარ. რატომ არ მითხარი, თუკი ფული
გჭირდებოდა?
– ფული რომ დაგჭირდება, მითხარი და ერთად მოვიფიქ-
როთ, როგორ მოვიქცეთ.
მეორე მაგალითი: დავუშვათ, ბავშვმა აკრძალული კოლო-
ფიდან ნამცხვარი შეჭამა, რასაც ტუჩებთან კრემის „ულვაში“ მოწ-
მობს. ნუ დაუწყებთ „ჯვარედინი“ შეკითხვების დასმას:
– ნეტავ ამ კოლოფიდან ნამცხვარი ხომ არავის შეუჭამია?
– შემთხვევით ხომ არ დაგინახავს, ნამცხვარი ვინ შეჭამა?
აჰა, მარტო ერთი ცალი ჭამე? არ მატყუებ?
ასეთი კითხვები ბავშვს მხოლოდ ტყუილისკენ უბიძგებს, რო-
მელსაც, თავის მხრივ, ჩხუბამდე მივყავართ. წესი ასეთია: როცა
წინასწარ ვიცით პასუხი, კითხვებს აღარ ვუსვამთ! ჯობს, პირდა-
პირ უთხრათ:
– ნამცხვარი შეგიჭამია. ხომ გთხოვე, ხელი არ ახლო-მეთქი.
ძალიან მაწყენინე და შენით უკმაყოფილო ვარ.
თქვენი გრძნობების ასეთი ფორმით გამოხატვა თავისთავად
უკვე სასჯელია. ბავშვმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთა-
რი საქციელის გამო და ეცადოს, გამოასწოროს იგი.

ზრდილობის გაკვეთილები:
როგორ შევაჩვიოთ ბავშვი თავაზიანობას

შინ და გარეთ. თავაზიანობა ხასიათიც არის და საზოგა-


დოებაში მოქცევის ხელოვნებაც. ბავშვი თავაზიანობას მშობლე-
ბის მაგალითზე სწავლობს. თავაზიანობა ნებისმიერ შემთხვევაში
თავაზიანად უნდა ვასწავლოთ, მშობლები კი ხშირად ამას უხეშად
აკეთებენ: ბავშვს თუ მადლობის გადახდა დაავიწყდა, ამას ყვე-
ლას თანდასწრებით ახსენებენ. აგრეთვე ცდილობენ, სასწრა-
ფოდ შეახსენონ, რომ საჭიროა დამშვიდობება, თუმცა მასპინ-
ძლებს ჯერ თავადაც არ დამშვიდობებიან.
ექვსი წლის რობერტმა ეს-ესაა საჩუქარი მიიღო. ბავშვი, რაც
ძალი და ღონე აქვს, ყუთს ხელს აჭერს, რომ გაიგოს, შიგ რა
დევს. დედამისმა კი ლამისაა უკმაყოფილო მზერით გახვრიტოს
შვილი.
დედა: რობერტ, ახლავე გაჩერდი, საჩუქარს გააფუჭებ! რა
უნდა თქვა?
რობერტი (ბრაზდება): გმადლობთ!
დედა: ახლა კარგი ბიჭი ხარ.
დედას, ცხადია, შეეძლო თავაზიანობა უფრო მოხერხებუ-
ლად და ტაქტიანად ესწავლებინა შვილისთვის. ასე რომ ეთქვა:
„დიდი მადლობა შესანიშნავი საჩუქრისთვის, დეიდა პატრიცია“,
რობერტი ალბათ თვითონაც გადაუხდიდა მადლობას დეიდა
პატრიციას, თუ არ გადაუხდიდა, მაშინ დედას ცოტა მოგვიანებით,
სტუმრების წასვლის შემდეგ უნდა ესაუბრა მასთან ამ თემაზე, პი-
რისპირ, დაახლოებით ასეთი სიტყვებით: „რა კარგია, დეიდა
პატრიციამ საჩუქარი რომ მოგიტანა. მოდი, წერილი მივწეროთ
და მადლობა გადავუხადოთ, ძალიან ესიამოვნება“. ცხადია, საქ-
მის ასე გართულებაზე გაცილებით იოლია ბავშვს უბრალოდ მუჯ-
ლუგუნი წავკრათ, მაგრამ როგორც წესი, სწორედ ეს გრძელი
გზა აღმოჩნდება ხოლმე უფრო ეფექტური. მართლაც, აბა, რო-
გორ შეიძლება თავაზიანობა ჯოხითა და მუჯლუგუნებით შევათვი-
სებინოთ ვინმეს?!
თუ პატარა უფროსების საუბარში ერევა, აუცილებლად
ეტყვიან: „ხელს ნუ გვიშლი! უფროსებისთვის სიტყვის შეწყვე-
ტინება არ შეიძლება! ეს არ არის თავაზიანი საქციელი!“ არადა,
ლაპარაკში ჩარეული ბავშვისთვის სიტყვის შეწყვეტინებაც ასევე
არათავაზიანი საქციელია. არ შეიძლება უხეში იყოთ, როცა
ბავშვს თავაზიანობას ასწავლით. უმჯობესი იქნებოდა, შვი-
ლისთვის გეთქვათ: „ჯერ მე დავამთავრებ და მერე შენ ილაპარა-
კე“.
ბუნებაში არ არსებობს არც ერთი ღირსეული მიზანი, რომ-
ლის სწავლება შვილის მიმართ მშობლის უხეშ დამოკიდებულე-
ბას გაამართლებს. ბავშვს არ უნდა ვუმტკიცოთ, უხეში ხარო,
ამით იგი თავაზიანი ვერ გახდება. პირიქით, არსებობს საფრთხე,
რომ ჩვენი ამგვარი შეფასების შემდეგ თვითონაც უხეშად ჩათ-
ვლის თავს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოქცევითაც შესაბამისად
მოიქცევა: უხეში ბიჭები ხომ მუდამ უხეშობენ! მეგობრებთან ან ნა-
თესავებთან სტუმრად ყოფნის დროს შეგვიძლია კიდევ ერთხელ
ვუჩვენოთ ბავშვს, თუ რას ნიშნავს თავაზიანი მოქცევა. ყველაზე
კარგად ეს მაშინ გამოდის, როცა ბავშვის მოქმედებას თვით მას-
პინძლები განსაზღვრავენ.
ბავშვები ხშირად ხვდებიან, რომ მშობლებს არ უყვართ
სტუმრად ყოფნისას მათთვის შენიშვნების მიცემა, ამიტომ
სხვასთან უფრო ცელქობენ. ასეთ შემთხვევაში მასპინძლებს უნდა
მივცეთ საშუალება, თავადვე გამოუცხადონ პატარა სტუმრებს, თუ
რა წესები მოქმედებს მათ ოჯახში და როგორ უნდა მოიქცნენ. თუ
დეიდა მერისთან ყოფნისას თქვენი ვაჟიშვილი სავარძელზე
ხტის, დაე, თვით დეიდა მერიმ გადაწყვიტოს, მისცეს ამის უფ-
ლება თუ არა. ბავშვები სხვა უფროსებს უკეთ უჯერებენ, ვიდრე
თავიანთ მშობლებს. ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობისგან
დროებით გათავისუფლებული დედის ვალია, მასპინძელს მხარი
დაუჭიროს და შვილის სურვილი სიტყვებად აქციოს: „ვიცი, რომ
ძალიან მოგწონს ასე ხტუნაობა, გინდა, რომ დეიდა მერიმ ნება
დაგრთოს, მაგრამ ეს დეიდა მერის სახლია და აქ ასე არ არის
მიღებული“. თუ ბავშვი გაჯიუტდება და გეტყვით, სახლში ხომ
მრთავ ნებას ვიხტუნოო, უნდა უთხრათ: „ჩვენ ჩვენი წესები
გვაქვს, დეიდა მერის კი – თავისი“.
მსგავსი პოლიტიკის გატარება მხოლოდ მაშინ შეიძლება,
თუკი ბავშვის მშობლებმა და მასპინძლებმა წინასწარ
მოილაპარაკეს, ვინ რაზე აგებს პასუხს. თუ ლუსი მშობლებმა
დეიდა მერისთან მიიყვანეს სტუმრად, მათ სრული უფლება აქვთ,
ოჯახის დიასახლისს უთხრან: „ეს შენი სახლია და შენ უნდა
გადაწყვიტო, აქ როგორ მოიქცეს. ასე რომ, სრული უფლება
გაქვს, ჩვენს შვილს შენიშვნა მისცე, თუკი მისი საქციელი არ
მოგეწონება“. მასპინძელს მართლაც აქვს სრული უფლება, დაიც-
ვას საკუთარ ოჯახში დაკანონებული ქცევის ნორმები. მშობლების
ვალი კი ის არის, რომ დროებით შეასუსტონ ყურადღება და და-
ისვენონ „გენერალური აღმზრდელის“ როლისგან ბავშვის მი-
მართ, რაც მას საშუალებას მისცემს, უფრო მკაფიოდ იგრძნოს
მოვლენათა რეალურობა და გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებ-
ლობა.
დასკვნა

ნებისმიერი მშობელი იბნევა და არ იცის, როგორ მოიქცეს,


როდესაც მისი შვილი ცრუობს ან რაიმეს მოიპარავს, და პედაგო-
გიური წარუმატებლობის ჯაჭვი ამ საკითხებთან დაკავშირებით
წლებთან ერთად სულ უფრო გრძელდება. მუქარა, მოსყიდვა,
სარკაზმი და უხეში მოქცევა მშობლის საპასუხო რეაგირებად
არამც და არამც არ გამოდგება. გაცილებით ეფექტურია ზუსტი
და მკაფიოდ ჩამოყალიბებული წარმოდგენები ზნეობის შესახებ.
ბავშვებს ისეთ კითხვებს ნუ დაუსვამთ, რომლებზე პასუხებიც ისე-
დაც იცით და რასაც შეიძლება ტყუილი მოჰყვეს. რაც მთავარია,
ბავშვს ისეთივე პატივისცემა უჩვენეთ, როგორსაც მისგან
მოელით. ბავშვურ სიჯიუტეზე ერთდროულად ლმობიერი და
ამასთანავე ავტორიტეტული მსგავსი რეაგირება მშობელსა და
შვილს შორის სიყვარულის გრძნობას მხოლოდ აძლიერებს.
თავი 4
პასუხისმგებლობა: ფასეულობების გადაცემა და
არა მორჩილების მოთხოვნა

რომელი მშობელი არ ოცნებობს, რომ მისი შვილი საკუთარ


ქცევებსა და სიტყვებს პასუხისმგებლობით ეკიდებოდეს. ბევრ
ოჯახში მიიჩნევენ, რომ პასუხისმგებლობის გრძნობის განსავითა-
რებლად ბავშვს ყოველდღიური მოვალეობები უნდა დაუნიშნონ.
მაგალითად, ბიჭებს ავალებენ ნაგვის გატანას და გაზონის გაკ-
რეჭას, გოგონებისთვის კი არაფერია იმაზე უკეთესი, თუ ისინი
ჭურჭელს დარეცხავენ ან ოთახებს დაალაგებენ. სინამდვილეში,
მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთ საქ-
მიანობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მათ არ ძალუძს, ბავშვის
გონებაში პასუხისმგებლობის გრძნობა ჩამოაყალიბოს, პირიქით,
ზოგჯერ ოჯახში მსგავსი დავალებების შესრულების ძალდატანე-
ბას მუდმივ ჩხუბამდე მივყავართ, რაც ცუდად მოქმედებს არა
მარტო ბავშვზე, არამედ მშობლებზეც. ბოლოს და ბოლოს, ბავ-
შვი ალბათ დაგიჯერებთ და სამზარეულოც სისუფთავისგან აწ-
კრიალდება და ეზოც, მაგრამ ეს დაძალება არასასურველ ზეგავ-
ლენას მოახდენს მოზარდის ხასიათის ჩამოყალიბებაზე.
ჭეშმარიტება მარტივია: პასუხისმგებლობის გრძნობა თავს
არ უნდა მოვახვიოთ, იგი ბავშვს „შიგნიდან“ უნდა ჩამოუყალიბ-
დეს ღირებულებების შესახებ ოჯახიდან და საზოგადოებიდან მი-
ღებული წარმოდგენების საფუძველზე. პასუხისმგებლობა, რომე-
ლიც დადებით ფასეულობებს არ უკავშირდება, ანტისოციალური
და დამანგრეველი შეიძლება გახდეს. ბანდის წევრები ერთმანე-
თისა და ბანდის მიმართ დიდი ერთგულებითა და ძლიერი პასუ-
ხისმგებლობით გამოირჩევიან, ტერორისტები უკიდურეს პასუხის-
მგებლობას იჩენენ მიღებული დავალებების შესრულებისას, თუნ-
დაც ამისთვის სიცოცხლის გაწირვა იყოს საჭირო.

რა უწყობს ხელს პასუხისმგებლობის გრძნობის


ჩამოყალიბებას

როდესაც გვინდა, რომ ჩვენი შვილები პასუხისმგებლობის


გრძნობით აღსავსე მოქალაქეები გაიზარდონ, ამ ცნებაში მარა-
დიულ ღირებულებებს ვგულისხმობთ, როგორიცაა სხვისი სიცოც-
ხლის დაფასება და ზრუნვა კაცობრიობის კეთილდღეობისთვის.
ნაცნობი სიტყვებია, მოკლედ, ვგულისხმობთ თანაგრძნობის, ერ-
თგულებისა და მზრუნველობის უნარის განვითარებას და, რო-
გორც წესი, მას უფრო ფართო გაგებით არ განვიხილავთ. ამას-
თანავე, ჩვენი შვილების უპასუხისმგებლობას უფრო კონკრეტუ-
ლი მაგალითებით ვაფასებთ: როცა მათი ოთახი მოუწესრიგებე-
ლია, საშინაო დავალება დაუდევრად შეუსრულებიათ, მუსიკაში
გულმოდგინედ არ უმეცადინიათ, ქცევითაც არ იწვევენ დიდ აღ-
ფრთოვანებას.
ამის საპირისპიროდ, ბავშვი შესაძლოა თავაზიანიც იყოს,
ოთახიც სათანადოდ მილაგებული ჰქონდეს, საშინაო დავალე-
ბებსაც ჯეროვნად ასრულებდეს, მაგრამ მოვალეობის გრძნობით
მაინც არ გამოირჩეოდეს. ეს განსაკუთრებით იმ ბავშვებს ემარ-
თებათ, რომლებსაც ძალით აკეთებინებენ ამა თუ იმ საქმეს და
ამით საშუალებას არ აძლევენ, თვითონ შეიქმნან საკუთარი აზრი
რაიმეზე, გამოიმუშაონ ქცევის გარკვეული ნორმები.
თუ ბავშვს საშუალება აქვს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება,
ფსიქიკურად უფრო დამოუკიდებელ ადამიანად ყალიბდება და
მოზრდილს უკვე თავად შეეძლება აირჩიოს როგორც ცხოვრების
მეგზური, ასევე მისთვის საინტერესო სამსახური.
ყველაფერს ჩვენს შეგონებებთან დაკავშირებით წარმოქ-
მნილი ბავშვის ემოციური რეაქცია წყვეტს. სწორედ ამაზეა და-
მოკიდებული, რამდენს შეითვისებს იქიდან, რის სწავლებასაც
მისთვის ვცდილობთ; ხისტად, მოურიდებლად ცხვირ-პირში
ფასეულობების მიხლა სწორი არ არის, ისინი თანდათანობით
უნდა შევასწავლოთ და თანაც მანამ, სანამ ბავშვი უფროსები-
სადმი პატივისცემითაა განმსჭვალული და ცდილობს, მათ მიჰბა-
ძოს.
ამგვარად, ბავშვის პასუხისმგებლობის გრძნობის დონე
კვლავ მშობლის ღირებულებებთან, უფრო სწორად, აღზრდის იმ
მეთოდებთანაა გადაჯაჭვული, რომლებმაც მშობელსა და შვილს
შორის სიყვარული და პატივისცემა უნდა წარმოშვას. საჭიროა
განვიხილოთ საკითხი: არსებობს თუ არა ბავშვებთან ქცევის
რაიმე გარკვეული ნორმა (თეორიული და პრაქტიკული), რომე-
ლიც მათთვის პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვიძებაში დაგ-
ვეხმარება? წინამდებარე თავი სწორედ ამ კითხვაზე ფსიქოლო-
გიური პასუხის პოვნას ეთმობა.

სასურველი მიზანი და ყოველდღიურობა

პასუხისმგებლობის გრძნობასთან მიახლება მშობლების


შეხედულებებითა და მათი აღმზრდელობითი უნარით იწყება.
იგულისხმება, რომ მშობელი მზად უნდა იყოს, ბავშვს ყველა
თავისი გრძნობა გაუზიაროს და ასევე დაანახვოს, როგორ შეიძ-
ლება გაუმკლავდეს ბავშვი მსგავს გრძნობებს მისაღები ფორმე-
ბით.
ამ ორი მოთხოვნის შეხამების სწავლებისას უფროსებს
დაუჯერებელი სიძნელეები ელით. ჩვენი მშობლები და პედა-
გოგები არ გვასწავლიდნენ, როგორ უნდა გავმკლავებოდით
ემოციებს. ბავშვის მიერ რომელიმე ძლიერი ემოციის გამოხატვა
მათ ჩიხში მიამწყვდევდა ხოლმე, ამიტომ ცდილობდნენ ან
უარეყოთ ისინი, ან ჩაეხშოთ, ან როგორღაც შეელამაზებინათ
მაინც. ამ მიზნით სრულიად უსარგებლო წინადადებებს იყენებ-
დნენ:
უარყოფა: სინამდვილეში შენ არ გინდოდა, ასე გეთქვა, შენ
ხომ გიყვარს შენი ძმა!
მიუღებლობა: განა შენ ასეთი ხარ? არა, ეტყობა ეშმაკი შე-
გიჩნდა.
იძულება: კიდევ ერთხელ იტყვი, ვერ ვიტანო, და ნახე, რას
გიზამ. კარგი ბიჭები ასე არ ამბობენ.
შელამაზება: განა მართლა ვერ იტან შენს ძმას. ალბათ, უბ-
რალოდ გული გაგიწყალა. უნდა შეგეძლოს, მოთოკო შენი
გრძნობები. ჩვენს ოჯახში არავის არავინ არ სძულს, მხოლოდ
უყვართ.
ამგვარად მოლაპარაკე მშობლებს ავიწყდებათ, რომ, მდინა-
რეების არ იყოს, გრძნობების შეჩერებაც შეუძლებელია, მხო-
ლოდ მათი მიმართულების შეცვლა შეიძლება. განა სასაცილო
არ არის, მისისიპის წყალდიდობის შეჩერება ვცადოთ ან თავი
ისე დავიჭიროთ, თითქოს არც ადიდებულა? მღელვარე გრძნო-
ბების უარყოფას არ გირჩევთ, ეს იგივეა, რომ სტიქიური უბედუ-
რება უარვყოთ. მისი რეალურობისა და ძლევამოსილების
აღიარება ნამდვილად აუცილებელია. თუ ასეთ გრძნობებს პატი-
ვისცემით მოვეპყრობით და საჭირო კალაპოტში მოვაქცევთ, ისი-
ნი თქვენს სიცოცხლეს ნათელი ფერებითა და სიხარულით აავ-
სებს.
რჩება კითხვა: რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ შევამცი-
როთ განსხვავება ჩვენს მიზნებსა და საქმის ვითარებას შორის
მოცემულ მომენტში? რით დავიწყოთ?
გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმები

ალბათ, უმჯობესია, თუ ისეთ სამოქმედო გეგმას შევიმუშა-


ვებთ, რომელშიც საშუალება გვექნება, ე.წ. გრძელვადიანი და
მოკლევადიანი „დავალებების“ ურთიერთშერწყმა მოვახდინოთ.
ამასთან, ნათლად უნდა გვქონდეს წარმოდგენილი, თუ რაოდენ
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვებთან ჩვენს ურთიერთობას.
ბავშვებს მხოლოდ სიტყვებით კი არ უნდა ჩავაგონოთ, არამედ
საკუთარი მაგალითებით უნდა დავანახვოთ, როგორია ადამიანე-
ბის საუკეთესო თვისებები.
გრძელვადიანი პროგრამის შესრულებისას პირველ ნაბიჯს
წარმოადგენს იმით დაინტერესება, თუ რას ფიქრობენ და გრძნო-
ბენ ჩვენი პატარები. შეცდომა იქნება, თუკი მხოლოდ ბავშვის
საქციელზე, მის წუწუნსა თუ გათამაშებულ პროტესტზე მოვახ-
დენთ რეაგირებას. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გრძნობებს,
რომლებმაც ბავშვის ასეთი საქციელი გამოიწვია.
როგორ შეიძლება გავიგოთ, თუ რას გრძნობენ და ფიქრო-
ბენ ბავშვები? პასუხს ამ კითხვაზე მისსავე ქცევაში ვიპოვით. მისი
განცდები ხომ მშვენივრად მჟღავნდება მისსავე სიტყვებსა და ინ-
ტონაციაში, ჟესტებსა და მოქმედებაში. ჩვენი ამოცანაა, ყური მი-
ვუგდოთ, ჩავუკვირდეთ და ფაქიზად მოვეპყროთ ამ განცდებს.
ჩვენი დევიზი ასეთი უნდა იყოს: „მე მსურს გავუგო ჩემს შვილს,
ვაგრძნობინო, რომ მესმის მისი... მინდა გამოვხატო ჩემი თანაგ-
რძნობა და უარი ვთქვა დაუფიქრებელ კრიტიკასა და გაკიცხვა-
ზე“.
თუ ბავშვი სკოლიდან ცუდ გუნებაზე დაბრუნდა, ხმას არ
იღებს და არც შეკითხვაზე გვპასუხობს, დღესავით ნათელია, რომ
მას რაღაც უსიამოვნება შეხვდა. მიჰყევით ჩვენს დევიზს და
დაივიწყეთ ჩვეული შენიშვნები:
– რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის!
– რამ გამოგაქლიავა!
– აბა, ერთი მოჰყევი, რა ჩაიდინე.
– თქვი, რა გეტაკა!
თუ ბავშვს თანავუგრძნობთ, საკუთარ თავს ისეთი შენიშვნის
უფლება არ უნდა მივცეთ, რომელიც მას გულს ატკენს, სიძულ-
ვილს აღუძრავს და აფიქრებინებს, ნეტავ შემეძლოს, სახლში
აღარ მოვიდეო. პირიქით, მშობელი იმის მშობელია, რომ გული
შესტკიოდეს შვილზე და ეს ბავშვსაც აგრძნობინოს. ბავშვს აქვს
უფლება, დაცინვისა და სარკაზმის ნაცვლად მშობლისგან თანაგ-
რძნობასა და ტკბილ სიტყვას მოელოდეს. მაგალითად, ასეთს:
– რაღაც უსიამოვნება შეგემთხვეოდა.
– ალბათ ცუდი დღე გქონდა.
– დღეს ცუდი დღე გქონია.
– გეტყობა, ვიღაცამ გული გატკინა.
მტკიცებით ფორმაში ნათქვამი ასეთი წინადადებები ბევრად
სჯობს კითხვებს, რომლებიც ძვალ-რბილში გვაქვს გამჯდარი:
„რა დაგემართა?“ „რა მოხდა, აღარ იტყვი?“, „ამოღერღე“. კით-
ხვა ხომ მხოლოდ ცნობისმოყვარეობის ნიშანია, მტკიცებითი წინ-
დადება კი – თანაგრძნობის. თანაგრძნობით ნათქვამმა თქვენმა
სიტყვებმა ბავშვს ხასიათი თუნდაც მაშინვე არ გამოუკეთოს, იგი
ამ სიტყვებსა და მათში ჩამალულ სითბოს აუცილებად დაიმახ-
სოვრებს.

როგორ მოვუშუშოთ პატარას სულიერი ჭრილობები

როდესაც დენიელმა დედას შესჩივლა, სკოლის ავტობუსის


მძღოლი მეჩხუბა და ხელიც კი მკრაო, დედა იმის გარკვევას კი
არ შეუდგა, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია მძღოლის ასეთი
საქციელი და მისი გამართლება კი არ დაიწყო, არამედ გააკეთა
ის, რაც იმ დროს იყო მისი მოვალეობა, – გამოხატა თანაგრძნო-
ბა შვილის მიმართ და ამით „პირველი გადაუდებელი დახმარება“
გაუწია მსგავსი ფრაზებით:
– წარმომიდგენია, რა დღეში ჩავარდებოდი.
– ალბათ თავი დამცირებულად იგრძენი.
– ალბათ ძალიან გეწყინა.
– ალბათ საშინლად გაგაბრაზა ასეთმა საქციელმა.
მსგავსი გამონათქვამებით დენიელის დედამ შვილს აგრძნო-
ბინა, რომ ესმის მისი გულისწყრომა, წყენა და ბრაზი და გააგები-
ნა, რომ ბავშვს მუდამ უნდა ჰქონდეს მისი ყურადღების იმედი,
როდესაც დასჭირდება. სწორედ ისევე, როგორც წაქცეულ
ბავშვს, მუხლებს რომ გადაიტყავებს, მის სულიერ ტრავმასაც უნ-
და გავუწიოთ ხოლმე სასწრაფო დახმარება.
ბავშვები საკუთარი გამოცდილებით სწავლობენ და ამ ფაქტს
წინ ვერ აღვუდგებით, ხოლო თუკი მას ერთთავად ვამუნათებთ
და ვაკრიტიკებთ, ბავშვი ვერასოდეს ვერ ისწავლის გადაწყვეტი-
ლების დამოუკიდებლად მიღებას და ვერასოდეს ვერ შეეჩვევა
პასუხისმგებლობას. ისღა დარჩება, საკუთარი გაჩენის დღე დას-
წყევლოს და მთელ სამყაროს დაემდუროს. მას ეჭვი შეეპარება
საკუთარ ძალებსა და აზროვნების უნარში, დაკარგავს საკუთარი
თავის ნდობას, ეცდება არ გამოამჟღავნოს საკუთარი შესაძლებ-
ლობები და სხვათა სურვილებსაც ეჭვის თვალით ყურებას დაუწ-
ყებს. ყოველივე ამას დააგვირგვინებს ის, რომ თქვენი შვილი
მორიგი დატუქსვის სამუდამო მოლოდინითა და შიშით იცხოვ-
რებს.
ბავშვის გამუდმებით გაკრიტიკება ყველაზე ადვილი და უტ-
ყუარი გზაა იქითკენ, რომ ბავშვს არასრულყოფილების კომ-
პლექსი ჩამოვუყალიბოთ. ასეთ მოპყრობას პატარას თვითშეფა-
სება ნულამდე დაჰყავს. არადა, მას არა კრიტიკა, არამედ დამცი-
რების გარეშე ინფორმაციის მიღება ესაჭიროება.
დედა ხედავს, მისი ცხრა წლის შვილი, სტივენი როგორ იხვა-
ვებს თითქმის მთელი ოჯახისთვის მომზადებულ პუდინგს საკუ-
თარ თეფშზე. ლამისაა წამოიყვიროს, – რა საშინელი ეგოისტი
ხარ, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ, ამ სახლში მარტო შენ
ხომ არ ცხოვრობო, – მაგრამ ვინაიდან უკვე ნასწავლი აქვს, რომ
ბავშვს იარლიყები არ უნდა მიაკეროს და რომ არც ლანძღვა გა-
მოიღებს სასურველ შედეგს, რათა ბავშვი უფრო ყურადღებიანი
გახდეს სხვების მიმართ, უბრალოდ, დამამცირებელი სიტყვების
გარეშე ეუბნება სტივენს: „შვილო, ეს პუდინგი ოთხი ადამიანის-
თვისაა მომზადებული“. „მაპატიე, – პასუხობს სტივენი, – ამაზე არ
მიფიქრია. ახლავე დავაბრუნებ“.

როგორ დავამყაროთ ურთიერთობა ჩვენს შვილებთან

თუ თქვენს შვილებთან აშკარა თუ ფარული ომი გაქვთ გაჩა-


ღებული (მაგალითად, იმის გამო, რომ ისინი საოჯახო საქმეებს
არ ასრულებენ, სინამდვილეში კი ამაში მათი უპასუხისმგებლობა
გაღიზიანებთ), თავიდანვე უნდა იცოდეთ, რომ ამ ომს ვერასო-
დეს ვერ მოიგებთ. ბავშვებს გაცილებით მეტი დრო და ენერგია
აქვთ და ამიტომ თქვენზე ძლიერები არიან. იქნებ როგორმე
მოახერხოთ კიდეც და ერთი რომელიმე „ბრძოლა“ თქვენი გა-
მარჯვებით დაასრულოთ, მაგრამ ამაში სასიხარულო არაფერი
იქნება, რადგან ამგვარმა დამარცხებამ შესაძლოა ბავშვის ფსიქი-
კაზე მძიმე კვალი დატოვოს და იგი ჩამოყალიბდეს გამიზეზე-
ბულ, გაღიზიანებულ, ინდიფერენტულ, ბრაზიან ან კონფლიქტურ
პიროვნებად, რომელიც უკან არაფერზე დაიხევს.
ჩვენი ამოცანა ხომ სულ სხვა რამაა – კარგი ურთიერთობა
გვქონდეს ჩვენს შვილებთან. მაშ, ასეთ რთულ ამოცანას როგორ
გავუმკლავდეთ? ეს ერთადერთი გზითაა შესაძლებელი – ბავშვი
უნდა დავარწმუნოთ ჩვენს სიმართლეში. გამარჯვებას მხოლოდ
მაშინ მივაღწევთ, როდესაც ბავშვის ნდობას დავიმსახურებთ. ეს
ძნელი ამოცანაა, მაგრამ – არა შეუძლებელი. მიზანს მაშინ მი-
ვაღწევთ, როდესაც ბავშვის ლოგიკას ჩავწვდებით და მის იმ
გრძნობებს გამოვიცნობთ, რომლებიც ყველაზე ხშირად უბიძგებს
სიჯიუტისაკენ.
ბავშვის ხასიათის უკეთესობისკენ შესაცვლელად ნიადაგის
მომზადება ასე უნდა დავიწყოთ: ვისწავლოთ ყურადღებითა და
თანაგრძნობით მათი მოსმენა.
პატარას სინანულისა და იმედგაცრუების გრძნობა ეუფლება,
როცა ხედავს, რომ მშობლებს მისი არც ფიქრი და არც გრძნობა
არ აინტერესებთ.
მაგალითი: მამა დაჟინებით ითხოვდა შანასგან, ოჯახთან ერ-
თად წასულიყო ფეხბურთის მატჩზე, რომელშიც მისი უმცროსი
ძმა მონაწილეობდა. არადა, შანას ფეხბურთი საერთოდ არ აინ-
ტერესებდა და ამიტომ მამას უარი უთხრა. მამა ისე გაუბრაზდა,
რომ დაემუქრა, ჯიბის ფულს დაგაკლებო. შანამ კარი გაიჯახუნა
და გაბრაზებული სახლიდან გავარდა დარწმუნებული, რომ მის
მშობლებს არ უყვარდათ. როდესაც ბრაზმა გადაუარა, მამა მიხ-
ვდა, რომ შეეძლო შვილისთვის გაეგო. მან გაიაზრა, რომ მარ-
თალია, ცდილობდა, ბედნიერი ოჯახური გასეირნება მოეწყო,
მაგრამ სულ არ გაითვალისწინა შანას გრძნობები. შინ დაბრუნე-
ბულ შანას მამამ ბოდიში მოუხადა და უთხრა, რომ არასოდეს
დააძალებდა ისეთ ოჯახურ ღონისძიებაზე წასვლას, რომელიც
მას არ აინტერესებდა. გარდა ამისა, მამა მიხვდა, რომ თუკი გო-
გონას მაინც აიძულებდა წასვლას, იგი ყველანაირად ეცდებოდა,
ეს დღე სხვებისთვისაც ჩაეშხამებინა.
ბევრია ისეთი მშობელი, რომელიც ოჯახური შეკრებებისა და
წვეულებების იდეალიზაციის ტყვეობაში იმყოფება. ასეთ ადა-
მიანებს ურჩევნიათ, არ შეიმჩნიონ ის ფარული დინებები, რომ-
ლებიც მსგავსი შეკრებების დროს იჩენს ხოლმე თავს და ოჯახურ
ზეიმებს სიხალისეს უკარგავს. მშობლები ყურადღებით უნდა
მოეკიდონ ისეთ ოჯახურ ზეიმებს, რომლებშიც, მათი აზრით, ბავ-
შვების ყოფნა აუცილებელია. მათ თავადაც არ აძლევთ ხელს,
ასეთ ღონისძიებებში ბავშვებიც მონაწილეობდნენ, ვინაიდან ასეთ
დროს ბავშვი თავს დათრგუნვილად და შევიწროებულად
გრძნობს, უფროსები კი იძულებულები ხდებიან, გაბუსული, გაღი-
ზიანებული და ჭირვეული ბავშვის ყოფნა აიტანონ. აკი ბავშვებს
უზარმაზარი მარაგი აქვთ იმ ხერხებისა, რომლებითაც შეუძლიათ
მშობლებს სამაგიერო გადაუხადონ, თუნდაც საკუთარი თავის-
თვის საზიანოდაც კი.
აი, ჭკუის სასწავლებელი ამბავი იმაზე, თუ როგორ ცდილობ-
და ამბიციური მისტერ გარეტი, თავის მზარეულთან საერთო ენა
გამოენახა.
ერთხელ მისტერ გარეტმა მზარეული დაიბარა და მათ შო-
რის ასეთი დიალოგი გაიმართა:
– დღეიდან გადავწყვიტე, არასოდეს გაწყენინო.
– არც მაშინ დამიწყებთ ყვირილს, თუ სადილი ოდნავ დამიგ-
ვიანდება?
– არა.
– არც მაშინ, თუკი ყავა საკმაოდ ცხელი არ იქნება და იმ ყა-
ვას სახეში არ შემასხამთ?
– არასოდეს.
– თუკი სტეიკი ოდნავ ზედმეტად იქნება შემწვარი, მის ღირე-
ბულებას ხელფასიდან არ გამომიქვითავთ?
– არავითარ შემთხვევაში.
– კეთილი. რადგან ასეა, მაშინ წვნიანში აღარც მე ჩაგიფურ-
თხებთ ხოლმე.
ბავშვებმა უამრავი საშუალება იციან, „წვნიანში როგორ ჩაგ-
ვიფურთხონ“ და ცხოვრება როგორ გაგვიმწარონ.
თუ მშობლები თავიანთი შვილის აზრსა და გრძნობებს არად
აგდებენ, ბავშვი დაასკვნის, რომ მისი აზრები სულელურია, თვი-
თონ კი ამქვეყნად არავის უყვარს, რადგან სიყვარულს არ იმსა-
ხურებს.
ამის საპირისპიროდ, თუ მშობლები ბავშვს ყურადღებით უს-
მენენ, და არა მხოლოდ უსმენენ, არამედ მისი სიტყვების მიღმა
შეფარულ გრძნობებსაც ხვდებიან, ბავშვი ფიქრობს, რომ მის აზ-
რებსა და გრძნობებს რაღაც ღირებულება აქვს და მას მშობლე-
ბიც პატივს სცემენ. მშობლების მხრიდან პატივისცემის გამოხატვა
მას საკუთარი ძალების რწმენას მატებს და ეხმარება, თავდაჯე-
რებით შეაფასოს მის გარშემო განვითარებული მოვლენები და
ადამიანთა ქცევები.

როგორ ავირეკლოთ ბავშვის გრძნობები

ალბათ ერთხელ მაინც შესულხართ რომელიმე გასართობი


პარკის „სიცილის ოთახში“ და იქ განთავსებულ სარკეებში თქვენი
დამახინჯებული გამოსახულება დაგინახავთ. უფრო სავარაუდოა,
რომ ასეთ დროს თავს რამდენადმე უხერხულადაც კი იგრძნობ-
დით, მაგრამ მაინც გაიცინებდით, რადგან იცოდით, რომ ის გა-
მოსახულებები თქვენს გარეგნობას ნამდვილად არ შეესაბამებო-
და.
ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ სხვა სარკე არასოდეს გქონი-
ათ და საკუთარ თავზე წარმოდგენა მხოლოდ ასეთი დამახინჯე-
ბული სარკის გამოსახულებით უნდა ჩამოიყალიბოთ. ასეთ შემ-
თხვევაში მართლაც შეიძლება დაიჯეროთ, რომ უგვანი არსება
ხართ. თავში ხომ აზრადაც არ მოგივათ, რომ იმ სარკის ნდობა
არ შეიძლება, თუკი სხვა სარკის არსებობის შესახებ გაგონილიც
კი არაფერი გაქვთ.
ბავშვსაც სწორედ ასევე, არ გააჩნია მიზეზი, არ ენდოს იმ
წარმოდგენას, რომელსაც მშობლებში მისი პიროვნების არეკ-
ვლით ხედავს. იგი მწვავედ უარყოფით შეფასებასაც კი სიმარ-
თლედ აღიქვამს და თავი მართლაც სულელად, ზარმაცად,
ბრიყვად, გონებაჩლუნგად, ეგოისტად, უგრძნობ, უპასუხისმგებ-
ლო არსებად მიაჩნია. ისეთი გამონათქვამები, როგორიცაა – „რა
საშინლად გამოიყურები“, „არასოდეს არაფერს წესიერად არ
აკეთებ“, „ძალიან მოუხერხებელი ხარ“, – სულაც არ უწყობს
ხელს ბავშვს, თავი მშვენიერ, ნიჭიერ, მოხდენილ არსებად ჩათ-
ვალოს. ამასთან, მშობელთა უმრავლესობას, რომლებიც თავი-
ანთ შვილებს უქნარებს, უნიჭოებსა და მატყუარებს ეძახიან, დიდი
იმედი აქვთ, რომ მსგავსი ლანძღვა ბავშვს სტიმულს მისცემს, გა-
მოსწორდეს და საქმიანი, ჭკვიანი და პატიოსანი გახდეს.
მშობლებს, რომლებმაც დამახინჯებული სარკის ფუნქცია
აქვთ შეთავსებული, შეუძლიათ ბავშვის თვითწარმოდგენა სრუ-
ლიად ადვილად დაამახინჯონ.
თორმეტი წლის ტედმა, რომელიც სატელევიზიო პროგრამა-
ში მონაწილეობდა, ასეთი რამ მკითხა:
– მამა ზარმაცს, გაუზრდელსა და იდიოტს მეძახის. მე საკუ-
თარ თავზე ასე არ ვფიქრობ, მაგრამ ვაითუ, მამა მართალია?
– მამაშენს რომ ეთქვა, მილიონერი ხარო, დაუჯერებდი? –
ვკითხე მე.
– არა. სულ 17 დოლარი მაქვს, მილიონერი როგორ ვარ?!
მივხვდი! იმის თქმა გინდათ, რომ სულელი სულაც არა ვარ, თუნ-
დაც მამა ასე მეძახდეს, ხომ ასეა? – მიპასუხა ტედმა.
მე კი მივუგე:
– შენ ხომ იცი, რამდენი დოლარიც გაქვს, სწორედ ასევე
იცი, როგორი ადამიანი ხარ, და ეს შენი ცოდნა არ არის დამოკი-
დებული იმაზე, სხვები შენზე რას იტყვიან, მათ შორის – მამაშე-
ნიც. უბრალოდ, როდესაც მამა ცუდად მოგიხსენიებს, რომელიც
გიყვარს და პატივსაც სცემ, შენს რწმენაში ეჭვი გეპარება და ფიქ-
რობ, ვაითუ მართლაც ცუდი ვარო. მართალია, ზოგი მშობელი
ნეგატიური შინაარსის იარლიყებს თავის შვილს კეთილი გან-
ზრახვით აწებებს და იმედი აქვს, რომ ამით ბავშვი გამოსწორდე-
ბა, მაგრამ ამით ბავშვს შეიძლება მთელი სიცოცხლე გაუმწაროს
და დაუმახინჯოს.
რამდენიმე წლის წინ, დიდებული ვიოლონჩელისტი და ჰუმა-
ნისტი პაბლო კაზალსი ბავშვის აღზრდის საკითხებს შეეხო და
აღნიშნა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის იმის შეგ-
რძნებას, რომ იგი განსაკუთრებულია. აი, მისი სიტყვები: „ბავშვის
აღსაზრდელად საკმარისი არ არის, მას ცოდნა მისცე და გააგე-
ბინო, რომ ორჯერ ორი ოთხია. მშობელმა შვილს გამუდმებით
უნდა უმეოროს, რომ იგი ნამდვილი სასწაულია, ღვთით მოვლე-
ნილი, და მისი მსგავსი არასოდეს არც ყოფილა და არც იქნება“.
ზოგ ბავშვს უმართლებს. მისი მშობლები სწორედ პაბლო კა-
ზალსივით ფიქრობენ. მათ იციან, როგორ დაეხმარონ შვილებს,
რათა მათ თავი უნიკალურებად იგრძნონ.
ათი წლის ედიტი დედას საყიდლებზე მაღაზიაში გაჰყვა. უეც-
რად მათ ბავშვის ტირილი შემოესმათ. პატარა დაკარგულა, მაგ-
რამ დაცვის თანამშრომელმა დედა მალევე აპოვნინა.
იმავე საღამოს ედიტი ძალიან შეწუხებული ჩანდა და დედას
უთხრა: „სულ იმაზე ვფიქრობ, რა საშინელებაა ბავშვისთვის იმის
წარმოდგენა, რომ შეიძლება დედამ ვერ იპოვოს“. თავიდან დე-
დას სურვილი გაუჩნდა, შვილისთვის ეთქვა, ნუ ნერვიულობ,
ბავშვს ალბათ დედა მალევე უპოვესო, მაგარმ მერე თავი შეიკა-
ვა, გადაწყვიტა, ეს შემთხვევა გამოეყენებინა და ედიტისთვის
გაეგებინებინა, კეთილი გული გაქვსო.
დედა: მართლა ძალიან შეგაწუხა იმ დაკარგული ბავშვის ამ-
ბავმა.
ედიტი: ახლაც ყურში ჩამესმის მისი გამწარებული ტირილი.
დედა: დიდი თანაგრძნობის უნარი გაქვს. იმ ბავშვის შიში
ლამის თავად განიცადე. ეს ხომ საოცარია.
ედიტი: არასოდეს მიფიქრია, რომ განსაკუთრებული ვარ.

ნუ მივცემთ „მრისხანების მტევნებს“ დამწიფების საშუალებას

მშობლები შეგნებულად უნდა გაურბოდნენ ისეთ გამოთქმებ-


სა და შენიშვნებს, როგორებიც ბავშვებში უსიამოვნო შეგრძნებებ-
სა და სიძულვილს იწვევს:
შეურაცხყოფა: შენ სკოლისა და ოჯახის შემარცხვენელი ხარ!
ლანძღვა: შე დებილო, შე იდიოტო, შტერო!
წინასწარმეტყველება: ნახავ, ბოლოს ციხეში თუ არ ამოყოფ
თავს!
მუქარა: ვიდრე კარგად მოქცევას არ ისწავლი, ჯიბის ფულზე
არც იოცნებო!
ბრალდება: ყველა ჩხუბს შენ იწყებ!
ძალაუფლების დემონსტრირება: გირჩევნია გაჩუმდე და მო-
უსმინო, უფროსები რასაც ამბობენ!
ბრძანებითი ტონი: ენა ჩაიგდე და ჭამე!
გრძნობებისა და აზრების არააგრესიული
გამოხატვა
თუ ჰაერში მოსალოდნელი მეხთატეხის სუნი დატრიალდა,
ჯობს, თქვენი აზრები ისე გამოთქვათ, რომ ბავშვის პიროვნება
და მისი ღირსება დაზოგოთ. ასეთი მიდგომა გაცილებით ეფექ-
ტური იქნება, თუკი წინადადებას ნაცვალსახელ „მე“-თი დაიწყებთ
და შვილს თუნდაც თქვენს მრისხანებას ან მრისხანების მიზეზს
გაუზიარებთ, ოღონდ ისე, რომ ბავშვს არც შეურაცხყოფას მიაყე-
ნებთ და არც დაამცირებთ. მაგალითად: „გაბრაზებული ვარ და
ძალიან მწყინს, რომ ჩემი შვილი ჩემს თხოვნას არად აგდებს,
როცა ვეუბნები, მუსიკას ცოტა დაუწიე-მეთქი“.
თუ მშობელს შესწევს უნარი, ბავშვს ბოლომდე ყურადღებით
მოუსმინოს, ენამწარე შენიშვნებისგან თავი შეიკავოს, ხოლო სა-
კუთარი აზრი აგრესიის გარეშე ისე გამოთქვას, რომ შვილის
თავმოყვარეობას არ შეეხოს, ბავშვის სულში სულ სხვა საფუძ-
ვლები დაიწყებს ჩამოყალიბებას. კეთილგანწყობის ატმოსფერო
შვილს მშობლებთან აახლოებს, ის ჯეროვნად აფასებს მშობლე-
ბის ზნეობრივ ღირებულებებს (წარმოდგენას კეთილშობილების,
ტაქტის, თავაზიანობის შესახებ) და მათ მიბაძვას იწყებს. ასეთი
გარდატეხა უცებ არ ხდება, მაგრამ მშობელთა ძალისხმევა საბო-
ლოოდ, უთუოდ დადებით ნაყოფს გამოიღებს.
აღზრდის დიდი წილი, რომელიც ბავშვში პასუხისმგებლობის
გრძნობას ჩამოაყალიბებს, იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვის
შეგნებაში მშობლების ღირებულებათა სისტემა და ჩვევები იწყებს
ფეხის მოკიდებას. მაგრამ მხოლოდ პირადი მაგალითი საკმარი-
სი არ არის. პასუხისმგებლობის გრძნობა თვით ბავშვის ცხოვრე-
ბისეული გამოცდილებით უნდა განმტკიცდეს, განვითარდეს და
ხასიათის მნიშვნელოვან შტრიხად ჩამოყალიბდეს.
მშობლის მაგალითი შესათვისებლად სასიკეთო, ნაყოფიერ
ნიადაგსა და პირობებს ქმნის, მაგრამ სწავლების პროცესში ბავ-
შვის ხასიათს მაინც პირადად მისი გამოცდილება აყალიბებს,
ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამო-
ყალიბება ეტაპობრივად და ბავშვის მომწიფების ამა თუ იმ დო-
ნესთან შესაბამისობაში ხდება.
ბევრია ოჯახი, სადაც ბავშვის პრობლემების გადაჭრას თა-
ვად მშობლები ცდილობენ. მაგრამ თუ გვინდა, რომ ჩვენი შვი-
ლები ზრდასრული პიროვნებები გახდნენ, მათ საშუალება უნდა
მივცეთ, თავად გადაჭრან საკუთარი პრობლემები. მაგალითად:
ფილის კლასი უქმე დღეებში ქალაქგარეთ გასვლას აპირებ-
და. ამ ღონისძიებას კლასის პედაგოგი კურირებდა. ავტობუსის
გაჩერებაზე ფილიც მივიდა, მაგრამ პედაგოგმა კლასელებთან
ერთად ავტობუსში ჩაჯდომის უფლება არ მისცა, რადგან ბავშვს
მშობლების წერილობითი თანხმობა შინ დარჩენოდა. ფილი სა-
შინელ დღეში ჩავარდა. შინ დაბრუნებულმა დედას უთხრა: „ვერ-
მონტში თუ არ წამიყვან, ქალაქგარეთ ექსკურსიისთვის გადახდი-
ლი შენი 100 დოლარი დაიკარგება“.
დედამ უპასუხა:
– ვიცი, შვილო, როგორ გინდოდა ამ ექსკურსიაზე წასვლა.
დიდი სიამოვნებით დაგეხმარებოდი, მაგრამ როგორც იცი, არ
შემიძლია“.
– რა ვქნა? – შეწუხდა ფილი.
– იქნებ ავტობუსით თვითონ ჩახვიდე, – შესთავაზა დედამ.
– არ შემიძლია, იმდენჯერ უნდა გადავჯდე, – უპასუხა ფილმა.
– როგორც ჩანს, უბრალოდ, არ გინდა ავტობუსით მგზავრო-
ბა, – მშვიდად შენიშნა დედამ.
ერთხანს ფილი ისევ ყოყმანობდა, მერე ოთახიდან გავიდა.
უკან დაბრუნებულმა დედას უთხრა, რომ გაარკვია, რომელი
მარშრუტის ავტობუსი მიდიოდა დანიშნულების ადგილამდე გა-
დაჯდომების გარეშე.
სანამ დედას ავტობუსების გაჩერებამდე მიჰყავდა, ფილი უყ-
ვებოდა, როგორ გაცეცხლდა, როდესაც მასწავლებელმა უთხრა,
ჩვენი ბრალი არ არის, მშობლების თანხმობა შინ რომ დაგრჩაო.
მოყოლა რომ დაასრულა, დაამატა, მე კი, როგორც დიდი ადა-
მიანი, ისე მოვიქეცი, იცი, მასწავლებელს რა ვუპასუხე? არ მაინ-
ტერესებს, შექმნილ მდგომარეობაში დამნაშავე ვინ არის, ჩემ-
თვის მთავარია, გამოსავალი ვიპოვო-მეთქი.
„ანუ ახლა უკვე იცი, რომ კრიზისულ სიტუაციებში დამნაშავის
ძებნა უაზრობაა“, – აღნიშნა დედამ.
ფილის დედის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი ბავშვს
დაეხმარა, ამოცანის გადაჭრაზე მოეხდინა კონცენტრირება. შე-
დეგად მას ემოციებზე დრო არ დაუკარგავს. მართალია, უნდო-
და, რომ დედა დახმარებოდა ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში,
მაგრამ მისი სიტყვებით შეგულიანებულმა თავად მოახერხა ამო-
ცანის გადაჭრა. დედა დაეხმარა, კომპეტენტურ და პასუხისმგებ-
ლობის მქონე პიროვნებად ეგრძნო თავი.

აზრის გამოხატვისა და არჩევანის უფლება

პასუხისმგებლობის გრძნობა თანდაყოლილი თვისება რო-


დია, ბავშვები ამ გრძნობით არ იბადებიან და არც ავტომატურად
იძენენ გარკვეულ ასაკში. საკუთარ სიტყვებსა და მოქმედებებზე
პასუხისმგებლობის გრძნობა, ისევე, როგორც ფორტეპიანოზე
დაკვრის უნარი, მრავალწლიანი პრაქტიკით გამომუშავდება, თა-
ნაც იმ პირობით, რომ ბავშვის ასაკისა და უნარის მიხედვით ამ
ჩვევას არჩევანის გაკეთებისა და გადაწყვეტილების მიღების ყო-
ველდღიური პრაქტიკა უნდა ახლდეს.
ბავშვებში პასუხისმგებლობის გამომუშავება მცირე ასაკიდან-
ვეა შესაძლებელი. ამისათვის აუცილებელია, ბავშვს ხმის უფლე-
ბა მივანიჭოთ, იმ შემთხვევაში კი, თუ მისთვის განსაკუთრებული
რამ ხდება – არჩევანის უფლებაც! აზრის გამოთქმასა და არჩევა-
ნის უფლებას შორის ზღვრის დადება აუცილებელია. არის სა-
კითხები, რომელთა გადაწყვეტა ბავშვსაც შეუძლია, – ასეთ
დროს მას არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეს. მაგრამ როცა საქ-
მე ბავშვის კეთილდღეობას ეხება, მას მხოლოდ ხმის უფლება
აქვს და არა – არჩევანის. გადაწყვეტილებას ამ დროს ჩვენ ვი-
ღებთ, მაგრამ პატარას ვეხმარებით ასეთი არჩევანის აუცილებ-
ლობის გააზრებაში. ახლა კი ვნახოთ, რომელ კონკრეტულ სა-
კითხებში წამოიჭრება ხოლმე აზრთა სხვადასხვაობა მშობლებსა
და შვილებს შორის.
საჭმელი

ორი წლის ბავშვს უკვე შეიძლება ვკითხოთ, საუზმედ ერთ ჭი-


ქა რძეს დალევს თუ ნახევარს (მშობლებს, რომლებსაც ეშინიათ,
რომ მათ შვილს ნახევარი ჭიქა რძე არ ეყოფათ, ვურჩევთ, უფ-
რო დიდი ზომის ჭიქა გამოიყენონ). ოთხი წლისას შეუძლია აირ-
ჩიოს მთელი ვაშლი ჩაროზად ან ნახევარი, ხოლო ექვსი წლისას
უკვე ძალუძს გადაწყვიტოს, საუზმედ როგორი კვერცხი უნდა, –
თოხლო თუ მაგრად მოხარშული.
ბავშვებს წინასწარგანზრახვით აუცილებლად უნდა „შევთავა-
ზოთ“ სიტუაციები, როცა მათ არჩევანის საშუალება ექნებათ.
მსგავს სიტუაციებს მშობლები განსაზღვრავენ, მათგან გამომდი-
ნარე კი ბავშვები თვითონ აკეთებენ არჩევანს.
სამაგიეროდ, ბავშვს არ ეკითხებიან: „რა მოგიმზადო საუზ-
მედ?“ არამედ ეკითხებიან: „კვერცხი შეგიწვა თუ მოგიხარშო? პუ-
რი შემწვარი გინდა? ფაფას ცივს შეჭამ თუ შეგითბო? რა დაგისხა
– რძე თუ ფორთოხლის წვენი?“
ამ მეთოდით ბავშვს ვაგრძნობინებთ, რომ მას არჩევანის ნა-
წილობრივი უფლება აქვს, შეუძლია გადაწყვეტილების მიღება იმ
სიტუაციებში, რომლებიც მის ყოველდღიურ ცხოვრებას განსაზ-
ღვრავს. მშობელთა საქციელიდან მან ასეთი დასკვნა უნდა გა-
მოიტანოს: მშობელი არჩევანის საშუალებას გთავაზობს, არჩევა-
ნი კი შენზეა დამოკიდებული.
საკვებთან დაკავშირებულ პრობლემებს ხშირად ბავშვი კი
არა, თავად მშობლები ქმნიან, რომლებიც ცდილობენ, მისი გე-
მოს რეცეპტორების როლი შეასრულონ. ისინი მოსვენებას არ
აძლევენ ბავშვს და აიძულებენ, გარკვეული ხილისა და ბოს-
ტნეულის მიღებას და თან გაუთავებლად უყვებიან, ხშირად მეც-
ნიერულად სრულიად გაუმართლებელ, მათ სასარგებლო თვისე-
ბებზე. თუ ბავშვს ყურები არა აქვს გამოჭედილი ასეთი ნოტა-
ციებით, ნამდვილად იღბლიან ბავშვად უნდა ჩაითვალოს. უმჯო-
ბესი იქნება, თუ დედა ექიმის რჩევით მოამზადებს გემრიელ და
მარგებელ საკვებს და ბავშვის მადას მიანდობს, რამდენი და რა
უნდა შეჭამოს (თუკი ეს სამედიცინო რეკომენდაციებს არ ეწინა-
აღმდეგება). უნდა გვახსოვდეს, რომ მიღებული საკვების რაოდე-
ნობა თვით ბავშვის პასუხისმგებლობის სფეროში შედის.
თუკი ბავშვს ამ უფლებას ჩამოვართმევთ და არჩევანის სა-
შუალებას არ მივცემთ, მის განვითარებას ხელს შევუშლით. არა-
და, ძალზე მნიშვნელოვანია, მან საკუთარ თავზე, როგორც ადა-
მიანზე ჩამოიყალიბოს შთაბეჭდილება. ქვემოთ მოყვანილი ამბა-
ვი სწორედ ამ სიტყვების მაგალითია: ოთხი წლის არტური დე-
დასთან ერთად კაფეში ზის.
ოფიციანტი: რა მოგიტანო?
არტური: ჰოთდოგი.
დედა: სანდვიჩი და როსტბიფი მოუტანეთ.
ოფიციანტი: ჰოთდოგი როგორი გინდა, კეტჩუპით თუ მდოგ-
ვით?
არტური (დედას): დედიკო, ნახე, რა სერიოზულად მიიღო ჩე-
მი ნათქვამი. ჰგონია, რომ მართლაც მაქვს უფლება, მე თვითონ
შევუკვეთო.

ტანსაცმელი

ბავშვებისთვის ტანსაცმლის ყიდვისას ჩვენ თვითონ უნდა გან-


ვსაზღვროთ, ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა იმის-
თვის, თუ რა სჭირდებათ მათ და რა თანხა შეიძლება დაიხარჯოს
საყიდლებზე. მაღაზიაში ვირჩევთ რამდენიმე ნიმუშს, რომლებიც
ფასითა და ფორმით ერთნაირად გვაკმაყოფილებს. ბავშვმა სწო-
რედ მათ შორის უნდა აირჩიოს ნივთი, რომელიც მოეწონება. ამ
გზით საკუთარი გემოვნებით წინდისა და პერანგის შერჩევა ექვსი
წლის ბავშვსაც შეუძლია. არადა, ბევრ ოჯახში ამის უფლებას
არავინ აძლევს, ბავშვები დამოუკიდებლად ტანისამოსის შერჩე-
ვას ვერ ახერხებენ, რადგან ამას არავინ მიაჩვია. ამიტომაც ხდე-
ბა, რომ არსებობენ ისეთი უფროსებიც, რომელთაც ცოლისა და
დედის დაუხმარებლად კოსტიუმის ყიდვა არ შეუძლიათ!
ეს განსაკუთრებით მოზარდებს ეხებათ. მათ ნება უნდა დავ-
რთოთ, იმ სტილის ტანისამოსი შეარჩიონ, რომელიც მოეწონე-
ბათ, თუნდაც იგი არც ჩვენს და არც მათი მეგობრების გემოვნე-
ბას არ ემთხვეოდეს. თინეიჯერს შეიძლება უნდოდეს, რომ თავი-
სი ინდივიდუალურობა მშობლებისთვის სრულიად მოულოდნე-
ლი სტილის ტანსაცმლით გამოხატოს. მას ამის საშუალება უნდა
მივცეთ, ოღონდ იმ პირობით, რომ ასეთი სამოსის საფასურს თა-
ვადვე გადაიხდის. თუ თანატოლები დასცინებენ ან აგრძნობინე-
ბენ, რომ მან, ასე ვთქვათ, „უცნაური“ გემოვნება გამოავლინა,
დიდი შანსია, რომ ბავშვმა გემოვნება შეიცვალოს. ასეთი მიდგო-
მით მშობლებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი
ნერვებიც დაზოგონ, კრიტიკასაც თავი აარიდონ (რადგან კრიტი-
კა უსიამოვნო კვალს აუცილებლად ტოვებს) და თავიანთი გასა-
კეთებელი საქმე ბავშვის თანატოლებს გადაულოცონ. არსებობენ
თინეიჯერები, რომლებიც საოცრად ორიგინალურები აღმოჩნდე-
ბიან, მათი მშობლები კი არჩევენ, ასეთ საკითხებზე ნერვები არ
მოიშალონ და შვილებს იმის ტარების უფლება მისცენ, რაც მათ
მოეპრიანებათ, მათთვის მნიშვნელობა არა აქვს, მათი შვილები
ტოლებისგან რამდენად გამოირჩევიან.
ხშირად თინეიჯერები გამომწვევად იცვამენ. ასეთ დროს
მშობლებმა თავს უფლება უნდა მისცენ, დაინტერესდნენ: „მარ-
თლა გინდა, რომ ასე უცნაურად გამოიყურებოდე?“ „მართლა
გინდა, რომ ისე სექსუალურად გამოიყურებოდე, თითქოს ყვე-
ლას შეუძლია შენთან გაარშიყება?“
საშინაო დავალებები

მშობლებმა სკოლაში სწავლის პირველსავე წლიდან უნდა


ჩაუნერგონ შვილს, რომ საშინაო დავალებების შესრულებაზე პა-
სუხს მხოლოდ თვითონ აგებს და მასწავლებლის წინაშე პასუხის-
მგებელიც მხოლოდ თავად არის. გირჩევთ, თავი არ მოაბეზ-
როთ საშინაო დავალებების გამო საყვედურებით. ნუ დაუდარაჯ-
დებით იმის გასარკვევად, მეცადინეობს თუ არა. შესრულებული
დავალების შემოწმება მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონი-
ლი, როცა ამას ბავშვი თვითონ ითხოვს (ისიც იმ შემთხვევაში,
თუკი მასწავლებელი ამის წინააღმდეგი არ არის). საკმარისია,
დედამ ან მამამ ერთხელ მაინც მოამზადოს გაკვეთილი შვილთან
ერთად, რომ ეს პასუხისმგებლობა სამუდამოდ დააწვებათ მხრებ-
ზე. საშინაო დავალებები ბავშვების ხელში შეიძლება მშობლების
წინააღმდეგ მიმართულ იარაღადაც კი გადაიქცეს, რომლის სა-
შუალებითაც შვილები შურს იძიებენ, შანტაჟს მოუწყობენ და ექ-
სპლუატაციას გაუწევენ მშობლებს. უამრავი უსიამოვნების თავი-
დან აცილება შეგვიძლია, თუკი საშინაო დავალების წვრილმანე-
ბის მიმართ არავითარ ინტერესს არ გამოვიჩენთ. ბავშვს უეჭვე-
ლად უნდა შევაგნებინოთ: „საშინაო დავალებების შესრულებაზე
პასუხს შენ თვითონ აგებ. ისინი შენთვის ისევე მნიშვნელოვანია,
როგორიც ჩემთვის – სამსახური“.
სწავლების პირველ წლებში არ ღირს საშინაო დავალებათა
მნიშვნელობის მეტისმეტად გაზვიადება. ბევრი ისეთი სკოლა არ-
სებობს, სადაც დაბალი კლასების მოსწავლეებს საშინაოდ არა-
ფერს ავალებენ, მაგრამ მათი ცოდნა არაფრით ჩამოუვარდება
იმ 6-7 წლის გოგო-ბიჭებისას, რომლებიც საშინაო დავალებებს
ყოველდღე ასრულებენ. საშინაო დავალების აზრი იმაში მდგო-
მარეობს, რომ ბავშვს დამოუკიდებლად მუშაობას აჩვევს, ამისათ-
ვის კი აუცილებელია, დავალებათა დონე მის უნარს შეესაბამე-
ბოდეს. მაშინ მას დაუხმარებლად (ან სხვისი მცირედი დახმარე-
ბით) მეცადინეობა არ გაუჭირდება. მშობლების აქტიური დახმა-
რება ბავშვს მხოლოდ იმაში დაარწმუნებს, რომ ის დამოუკიდებ-
ლად მოქმედების თვალსაზრისით სრულიად უსუსურია. უმნიშვნე-
ლოდ – არაპირდაპირი მეთოდით მას აუცილებლად უნდა დავეხ-
მაროთ: შევამოწმოთ, მაგალითად, ხომ არაფერი უშლის ხელს,
აქვს თუ არა ყველა საჭირო წიგნი და მოსახერხებელი მაგიდა,
კომპიუტერთან და საჭირო ინფორმაციასთან წვდომა. უნდა შე-
ვურჩიოთ სამეცადინოდ განსაზღვრული საათებიც წლის სეზონე-
ბის შესაბამისად: გაზაფხულსა და შემოდგომაზე, როცა მზე ჯერ
ისევ ანათებს და თანაც ბავშვმა უკვე ისადილა, ცხადია, მას სუფ-
თა ჰაერზე გასეირნება და თამაში ურჩევნია, გაკვეთილებს კი სე-
ირნობის შემდეგ მოამზადებს; ზამთარში, როცა დღე ხანმოკლეა,
ბავშვმა ჯერ დავალებები უნდა შეასრულოს, რომ საღამოს ტე-
ლევიზორის ყურება შეძლოს.
ზოგიერთ ბავშვს უფროსის თანდასწრებით მეცადინეობა ურ-
ჩევნია, რადგან ესაჭიროება, უფროსი უსმენდეს, ამოცანას რო-
გორ აანალიზებს ან წიგნიდან ნაწარმოების ნაწყვეტი როგორ ეს-
მის. ამიტომ ურიგო არ იქნება, თუ მას ზოგჯერ სამზარეულოს ან
სასადილო ოთახის მაგიდასთან მეცადინეობის ნებას მივცემთ.
ოღონდ ამ დროს აუცილებლად უნდა შევიკავოთ თავი ისეთი შე-
ნიშვნებისგან, რომლებიც მეცადინეობაში ხელს შეუშლის: ნუ იკუ-
ზები, პერანგი შეიკარი, მაგიდას ნუ სვრი!
არიან ბავშვები, რომლებსაც მეცადინეობის დროს ფანქრის
ღეჭვა, თმის წვალება ან სკამის ქანაობა ჩვევად ჰქცევიათ, – ეს
მათ ერთგვარად ეხმარება მუშაობაში. თუ ასეთ საქციელს ავუკ-
რძალავთ, ბავშვი თავდაჯერებულობას დაკარგავს და მეცადი-
ნეობა ძალზე ნელი ტემპით წაიწევს წინ. ბავშვი ნაკლებად გვი-
წევს წინააღმდეგობას, თუკი ჩვენი მოპყრობით გრძნობს, რომ
ანგარიშს ვუწევთ მის თვისებებს და მის ავტონომიას.
არ ღირს მეცადინეობისგან ბავშვის მოცდენა ათასგვარი შე-
კითხვითა და მოთხოვნით, რომელიც სწავლისგან ყურადღებას
სხვა რამეზე გადაატანინებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჭკუის სწავ-
ლებასა და ზედამხედველობაზე გაცილებით მნიშვნელოვანია,
მოსწავლეს მორალური მხარდაჭერა ვაგრძნობინოთ. ახსნის უფ-
ლება მხოლოდ დროდადრო უნდა მივცეთ თავს, თუკი ბავშვი თა-
ვად გვთხოვს, დავეხმაროთ ამოცანის გაგებაში ან წინადადების
გამართვაში. ოღონდ ამ დროსაც უნდა შევიკავოთ თავი ასეთი
კომენტარებისგან: „რომ არ ცდებოდე, აქამდე ყველა გაკვეთილი
მომზადებული გექნებოდა“; „მასწავლებლისთვის კარგად რომ
დაგეგდო ყური, ახლა ამ კითხვას ადვილად გასცემდი პასუხს“.
მშობლის დახმარება მკაცრად დოზირებული უნდა იყოს. უნ-
და დავეხმაროთ დროდადრო, შერჩევით, მსუბუქად; ბავშვს ჭკუის
სწავლება კი არ უნდა დავუწყოთ, არამედ, უპირველეს ყოვლისა,
ყურადღებით მოვუსმინოთ. გზა იმის იმედით უნდა ვუჩვენოთ,
რომ მგზავრი დანიშნულ ადგილამდე თავისით მიაღწევს.
შემდეგი მაგალითი დაგვანახვებს, როგორ შეუძლია დედას
საშინაო დავალების „ნაღმების“ უვნებლად „განნაღმვა“. 11 წლის
ელენი მაგიდიდან ადგა და დედას განუცხადა:
– აღარ მინდა მეცადინეობა, ძალიან დავიღალე.
ჩვეულებრივ, ამ დროს დედის პასუხი ასეთი იქნებოდა:
– რისი თქმა გინდა, რომ დავალებებს არ შეასრულებ? რამ
დაგღალა, აბა, სათამაშოდ დაგიძახონ, ვნახოთ, უპასუხებ თუ
არა, დაღლილი ვარო? მხოლოდ მეცადინეობის დროს რატომ
იღლები? არ გაბედო და ცუდი ნიშანი არ მოიტანო, თორემ ნა-
ხავ, რაც მოგივა!
ნაცვლად ამისა, ელენის დედამ ბავშვს გულისხმიერად მი-
მართა:
– ვხედავ, როგორ დაიღალე, ზედმეტი მოგივიდა. მაშინ გა-
ნაგრძე, როცა ცოტას დაისვენებ.
მშობლების შეხედულება სკოლასა და მასწავლებელზე დიდ
ზეგავლენას ახდენს საშინაო დავალებისადმი ბავშვის დამოკიდე-
ბულებაზე. თუ ოჯახში სკოლით უკმაყოფილონი არიან ანდა მას-
წავლებელს ჯეროვნად არ აფასებენ, ბავშვი აქედან, ადრე თუ
გვიან, შესაბამის დასკვნას გამოიტანს.
მშობლებმა მასწავლებელს აუცილებლად მხარი უნდა დაუჭი-
რონ, განსაკუთრებით, საშინაო დავალებების საკითხში, ხოლო
თუ მასწავლებელი ზედმეტად მკაცრია, მშობლებს საუცხოო სა-
შუალება ეძლევათ, საკუთარ შვილს თანაუგრძნონ:
– წელს რაღაც, მეტისმეტად ბევრ დავალებას გაძლევენ!
– ძნელი სასწავლო წელია, არა?
– ძალიან ბევრ დავალებას გაძლევენ.
– ალბათ ძალიან მკაცრი მასწავლებელი გყავთ, რამდენ და-
ვალებას გაძლევთ!
– როგორც გავიგე, მართლაც ბევრი დავალება გეძლევათ.
– როგორც გავიგე, შენი მასწავლებელი განსაკუთრებულ ყუ-
რადღებას აქცევს საშინაო დავალებებს. როგორც ჩანს, წელს
ბევრი მეცადინეობა მოგვიწევს.
ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ
იმას ენიჭება, რომ ოჯახში დავალების გამო როგორმე თავი ავა-
რიდოთ მუდმივ საყვედურებსა და ყოველდღიურ აყალმაყალს,
ვთქვათ, ასეთს: „მისმინე, ამბერ, დღეიდან სუფთა წერას სე-
რიოზულად უნდა მოჰკიდო ხელი. ყოველდღე, ნასადილევს ორ-
ორი საათით იმეცადინებ, შაბათ-კვირის ჩათვლით. არავითარი
ფეხბურთი, არავითარი ტელევიზორი!“ „როჯერ, თავი მომაბეზრა
ყოველდღე შენთვის იმის შეხსენებამ, რომ გაკვეთილები უნდა
ისწავლო. ახლა მამაშენი მოგხედავს. ჩვენს ოჯახში უვიცი არავინ
ყოფილა და არც შენ იქნები! არა და, იცოდე, მწარედ ინანებ!“
მუქარა და გაკვეთილების მუდმივი შეხსენება მშობლების
ჩვეულებრივი „იარაღია“, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ
ეს მათ საქმის გაუმჯობესებაში ეხმარება, სხვა მხრივ კი სიტუაციას
ვეღარ გააკონტროლებენ, სინამდვილეში კი ასეთი მეთოდები
უბრალოდ უაზრობა და უსიამოვნების წყაროა: ოჯახში დაძაბული
ატმოსფეროა, მშობლებიც და ბავშვებიც საზიზღარ გუნებაზე არი-
ან.
აივენის ოჯახში სკოლიდან საყვედურებით სავსე წერილი მო-
ვიდა. თოთხმეტი წლის აივენი კლასში ჩარჩა. ამის შეტყობისას
აივენის მამას უნდოდა, შვილი კარგად გაელანძღა, შემდეგ კი
განეცხადებინა: „დღეიდან ყოველდღე იმეცადინებ, შაბათ--
კვირისა და დღესასწაულების ჩათვლით! არავითარი კინოში
სიარული, არავითარი ტელევიზორი და კომპიუტერული თამაშე-
ბი! არავითარი მეგობრებთან სიარული და გართობა! პირადად
მე გავაკონტროლებ, როგორ მეცადინეობ!“
მსგავსი ფრაზები იმ ოჯახში ადრეც ისმოდა, თანაც არაერ-
თხელ, მაგრამ ამან შედეგად მხოლოდ უფრო გაბრაზებული მამა
და უფრო გაუხეშებული და გაუზრდელებული შვილის საქციელი
გამოიღო. რაც უფრო ბრაზობდა მამა, მით უფრო ძლიერი იყო
შვილის წინააღმდეგობა: იგი სწავლისთვის თავის არიდების ნამ-
დვილ ექსპერტად გადაიქცა.
ამჯერად მამამ გადაწყვიტა, მუქარისა და დასჯისგან თავი
შეეკავებინა. ნაცვლად ამისა შეეცადა, აივენის თავმოყვარეობაზე
ემოქმედა. მან შვილს მასწავლებლის წერილი უჩვენა და უთხრა:
„შვილო, ჩვენ შენგან საქმის გამოსწორებას ველით. მეტი უნდა
იცოდე. სამყაროს მცოდნე ადამიანები სჭირდება. გადაუჭრელი
პრობლემები თავზე საყრელია. შენ კი შეგიძლია მათი გადაჭრის
გზებს მიაგნო“.
აივენზე ისე იმოქმედა მამის სიტყვებმა და მისი ხმის ინტონა-
ციამ, რომ უპასუხა: „გპირდები, რომ ჩემს საქმეს უფრო სერიოზუ-
ლად მოვეკიდები“.
ნიჭიერი ბავშვების უმეტესობის უარი როგორც კლასში აქ-
ტიურობაზე, ისე საშინაო დავალებების შესრულებაზე, მშობლე-
ბის ამბიციების წინააღმდეგ გაუაზრებლად გამოხატული პროტეს-
ტია. მოწიფული ადამიანი რომ გახდეს, ყველა ბავშვმა უნდა
გაიზიაროს საკუთარი ინდივიდუალობა, აღიქვას თავი როგორც
მშობლებისგან დამოუკიდებელმა პიროვნებამ. როგორც კი მშობ-
ლები სკოლის ნიშნებს ზედმეტ ყურადღებას მიაქცევენ, ბავშვს ეჩ-
ვენება, რომ მის ავტონომიას საფრთხე ემუქრება. თუკი მისი კარ-
გი მოსწრება სკოლაში და სამაგალითო ნიშნები ალმასებია
მშობლების გვირგვინზე, იგი ამჯობინებს, ეს გვირგვინი სარევე-
ლა ბალახით დაწნას, სამაგიეროდ – თავისივე ბარის სარეველა-
თი. თუ მშობლებისთვის უმაღლესი მიზანი და ღირებულება შვი-
ლის კარგი მოსწრებაა, ის უარს ამბობს დააკმაყოფილოს მათი
პატივმოყვარეობა და სკოლაში წარმატებას მიაღწიოს. მხოლოდ
ეს განაცდევინებს დამოუკიდებლობას. ამგვარად ცდილობენ მო-
ზარდები გაარკვიონ, რაში მდგომარეობს მათი ინდივიდუალობა
და უნიკალურობა, და ასე სჩადიან შეცდომებს, თუნდაც იცოდნენ,
რომ ამის გამო მშობლები ეჩხუბებიან და დასჯიან კიდეც. აი, რა
მითხრა ერთმა ბიჭუნამ: „მათ შეუძლიათ ტელევიზორის ყურება
ამიკრძალონ და არც ჯიბის ფული მომცენ, მაგრამ ჩემს ცუდ ნიშ-
ნებს მაინც ვერსად წაუვლენ“.
აშკარაა, რომ ბავშვის ჯიუტი გადაწყვეტილება, არ ისწავ-
ლოს, ნამდვილად არ არის ის საკითხი, რომელსაც მშობლების
მხრიდან სიმკაცრით ან რბილი დამოკიდებულებით შევეწინააღ-
მდეგებით. მშობლების მხრიდან დაძალებას ბავშვის მხრიდან მე-
ტი წინააღმდეგობა დახვდება, ხოლო საპირისპირო პოზიცია –
ლაისსე ფაირე (ფრანგ. რაც უნდა, ის უქნია) შესაძლოა ბავშვმა
ისე გაიგოს, თითქოს მშობლები ეგუებიან და ეთანხმებიან მის უმ-
წიფარ და უპასუხისმგებლო საქციელს. ასეთ შემთხვევაში გადაწ-
ყვეტილებას ვერც ადვილად და ვერც სწრაფად ვერ მივიღებთ.
ზოგიერთ ბავშვს ფსიქოთერაპია დასჭირდება, რათა მშობლების
წინააღმდეგ ბრძოლას თავი დაანებოს და სიამოვნება წარმატე-
ბის მიღწევით განიცადოს და არა – წარუმატებლობით.
ზოგს გულისხმიერი დამრიგებელი დაეხმარება, ადამიანი,
რომლისთვისაც უცხო არ იქნება ადამიანის ფსიქოლოგია, მაგა-
ლითად – სკოლის ფსიქოლოგი ან გულთბილი პედაგოგი. დაუშ-
ვებელია, ეს როლი მშობელმა მოირგოს. ჩვენი მიზანია, ბავშვს
გავაგებინოთ, რომ იგი პიროვნებაა, მშობლებთან ერთი მთელი
არ არის და თავის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე თავადვე
აგებს პასუხს. როდესაც ბავშვს საკუთარი პიროვნების გამომ-
ჟღავნების შესაძლებლობას ვაძლევთ, როდესაც მას გავაგები-
ნებთ, რომ მხოლოდ ის განსაზღვრავს თავის მოთხოვნილებებსა
და მიზნებს, საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის გრძნობასაც
ვუძლიერებთ.

ჯიბის ფული:
როგორ ვასწავლოთ ფულთან მოპყრობა

ჯიბის ფული ბავშვისთვის არც კარგი ქცევისთვის მიღებულ


ჯილდოდ და არც ოჯახში დახმარებისთვის გადახდილ გასამრჯე-
ლოდ არ უნდა ვაქციოთ. ჯიბის ფული ბავშვის აღზრდისთვის
ერთ-ერთი საშუალებაა, რომელიც მიზნად ისახავს შევასწავლოთ
ფულის ხარჯვა, საყიდლების შერჩევა და საკუთარი არჩევანის-
თვის პასუხისმგებლობის აღება. ამიტომ მშობლების მიერ ამ ფუ-
ლის ხარჯვის გაკონტროლება დაუშვებელია: მკაცრი კონტრო-
ლი ხარჯვაზე გააბათილებს ჯიბის ფულის მნიშვნელობას. ამას-
თანავე, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ წინასწარ არ უნდა იყოს შე-
თანხმებული, თუ რა ხარჯების დაფარვას უნდა ემსახურებოდეს:
გართობას, ლანჩს, სასკოლო ნივთებს და ა.შ. რაც უფრო დიდია
ბავშვი, მით მეტი ფულის მიცემა მოგვიწევს მისთვის კლუბის სა-
წევროებისთვის, კინოსა და თეატრის ბილეთებისთვის, ტანსაც-
მლის აქსესუარებისთვის და სხვ.
ამასთან უნდა ვიცოდეთ, რომ გამორიცხული არ არის შეთან-
ხმებიდან დროდადრო გადახვევაც. გაუმართლებელი იქნება,
ბავშვებისგან თავიდანვე მოველოდეთ ჯიბის ფულის გონივრულ
ხარჯვას. მათი უმრავლესობა, საკუთარი ბიუჯეტის რეგულირების
უცოდინარობის გამო, მთელ ფულს ერთბაშად ხარჯავს. ეს სა-
კითხი ბავშვებთან ერთად საქმიან განხილვას მოითხოვს, რათა
მშობელი და შვილი ურთიერთშეთანხმებამდე მივიდნენ. თუ ჯიბის
ფულის ერთბაშად ხარჯვის შემთხვევა მეორდება, ალბათ უკეთე-
სი იქნება, თანხა უფრო მცირე ნაწილებად დავყოთ და ბავშვს
კვირაში ორჯერ ან სამჯერ ვაძლიოთ. ყოვლად დაუშვებელია,
ბავშვს ამ ფულის გამოყოფის შეწყვეტით დავემუქროთ, თუკი ის
ცუდად მოიქცევა, არ დაგვიჯერებს ან სწავლაში ჩამორჩება. არ
ღირს შევუზღუდოთ ბავშვს მისთვის გამოყოფილი თანხის მიცემა
ჩხუბის შემთხვევაში ან გავუზარდოთ თანხა „მშვიდობიანი ურთი-
ერთობის“ დროს. ასეთი მოქცევა გონიერ ბავშვებს აბნევს კიდეც.
დედა: რა კარგი ბიჭი ხარ. აი, გამომართვი და კინოში წადი.
შვილი: ამისთვის ფული არ უნდა მომცე, დედა. მე უფულო-
დაც კარგი ბიჭი ვარ.
რამდენი უნდა მივცეთ ბავშვს ჯიბის ფულად? ერთგვაროვანი
პასუხის გაცემა შეუძლებელია. ჯიბის ფულის რაოდენობა ჩვენს
ბიუჯეტს უნდა შეესაბამებოდეს. მათი მეგობრების მიბაძვა და ამის
გამო შესაძლებელზე მეტის მიცემა არას გვარგებს. თუ ბავშვი უკ-
მაყოფილოა, გულწრფელი თანაგრძნობით უნდა ვუთხრათ:
„ვწუხვარ, რომ მეტის მოცემა არ შემიძლია, მაგრამ რა ვქნა, სა-
შუალება არ მაქვს“. ეს უკეთესია, ვიდრე ის, რომ შევეცადოთ და-
ვარწმუნოთ, – ის ფული, ჩვენ რომ გაძლევთ, შენთვის სავსებით
საკმარისიაო.
ფული ძალაუფლებასავითაა: იგი გამოუცდელმა ადამიანმა
შეიძლება ცუდად დახარჯოს. ბავშვს იმდენი უნდა მივცეთ, რამდე-
ნის განკარგვასაც შეძლებს. ჯობს მცირე თანხით დავიწყოთ და
მერე ეს თანხა ნელ-ნელა გავზარდოთ, რათა ბავშვი ფულის დი-
დი რაოდენობით არ „გადავტვირთოთ“. ბავშვებისთვის ფულის
მიცემა სასკოლო ასაკიდან უნდა დავიწყოთ, ეს დაეხმარება კარ-
გად ისწავლონ თვლა, მიმატება-გამოკლება... უფროსებს ერთი
მნიშვნელოვანი პირობის შესრულებაც მართებთ: ის ფული, რო-
მელიც წინასწარ განსაზღვრული ხარჯებიდან დარჩებათ, თვით
ბავშვებს ეკუთვნით და, როგორც მოუნდებათ, ისე გამოიყენებენ,
– დააგროვებენ ან გაფლანგავენ.

ცხოველები ბინაში და მათი მოვლის განრიგი

თუ ბავშვი პირობას გაძლევთ და იფიცება, რომ შინაურ ცხო-


ველს აუცილებლად მოუვლის, ეს მხოლოდ მის კეთილ სურვი-
ლად უნდა მივიჩნიოთ და არა იმის დამამტკიცებელ საბუთად,
რომ მას მართლაც შეუძლია შინაური ცხოველების მოვლა. შეიძ-
ლება ბავშვს მართლაც ძალიან უნდა სახლში ჰყავდეს ძაღლი,
კატა ან სხვა ცხოველი, რომელსაც სულითა და გულით შეიყვა-
რებს და მოუვლის, მაგრამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში თუ
შეძლებს ამ ძაღლს მიხედოს. ბავშვს არ ძალუძს იტვირთოს ცოც-
ხალ არსებაზე საჭირო ყოველდღიური ზრუნვა.
უსარგებლო საყვედურები და იმედის გაცრუება რომ ავიცი-
ლოთ, თავიდანვე უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ შინაურ
ცხოველზე მზრუნველობა ძირითადად მშობლებს დააწვებათ კი-
სერზე. მართალია, ცხოველთან ურთიერთობა ბავშვს დიდ სიხა-
რულსა და სარგებლობას მოუტანს, ისწავლის მის სიყვარულს,
მასთან ითამაშებს, ცხოველზე ზრუნვის გამოცდილებასაც
მიიღებს, მაგრამ ამ ცხოველის სიცოცხლისა და კეთილდღეობის-
თვის პასუხისმგებლობა ყოველთვის უფროსს აკისრია. ბავშვის
პასუხისმგებლობა კი შეიძლება მხოლოდ იმით შემოიფარგლოს,
რომ დროდადრო დააპუროს თავისი ოთხფეხა მეგობარი და
ისიც – მშობლის ტაქტიანი შეხსენებით.

კონფლიქტური სფეროები და მოვალეობათა გამიჯვნა

ბავშვები მაშინ უფრო ნაკლებ წინააღმდეგობას გვიწევენ,


როდესაც ჩვენს მოთხოვნას მათ მიმართ თავაზიანად ჩამოვუყა-
ლიბებთ და მათ ავტონომიას თავს არ ვესხმით.
დედამ შვილებს სუფრის ალაგება სთხოვა. ბავშვებმა თავის
არიდება სცადეს. დედა გაღიზიანდა. ცოტა ხნის წინ ალბათ დაუყ-
ვირებდა და ამ ყვირილს დასჯის მუქარასაც მიაყოლებდა, მაგ-
რამ ამჯერად მუქარის გარეშე, მხოლოდ ცნობის სახით უთხრა:
„დესერტს მაშინ გამოვიტან, როცა სუფრა ალაგებული იქნება“.
ბავშვების მეყსეულმა გააქტიურებამ დაუმტკიცა, რომ კარგი ამბის
მართებულად გამოცხადება ეფექტურად გამოიყენა.
ბავშვის ბუნება ისეთია, რომ რეაგირებას უფრო მოკლე და
არაერთფეროვან ბრძანებებზე ახდენს. ცივი, ქარიანი დღე იყო.
ცხრა წლის ტოდმა თქვა: „დღეს თხელ ქურთუკს ჩავიცვამ“. დე-
დამ უპასუხა: „თერმომეტრს შეხედე. თუ ტემპერატურა +5-ზე მა-
ღალია, თხელ ქურთუკს ვიცვამთ, თუ +5-ზე დაბალი – თბილს“.
ტოდმა თერმომეტრს შეხედა. თერმომეტრი +3-ს უჩვენებდა. ბიჭი
ადგა და თბილი ქუთუკი ჩაიცვა.
თუ ადრე შვიდი წლის ამელი და ცხრა წლის ლარი მისაღებ
ოთახში იწყებდნენ ბურთის თამაშს, მამა შვილებს უყვიროდა:
„რამდენჯერ უნდა გაგიმეოროთ, რომ ოთახი სპორტული მოედა-
ნი არ არის! აქ ძვირფასი ნივთებია, რომლებიც შეიძლება გატე-
ხოთ, რა გაუგონარი ბავშვები ხართ!“ ამჯერად გადაწყვიტა, სი-
ტუაცია სხვაგვარად განემუხტა და ბავშვებს არჩევანის საშუალება
მისცა: „უნდა აირჩიოთ, ბავშვებო: ან ქუჩაში ითამაშებთ, ან ბურთს
მე მომცემთ. გადაწყვიტეთ“.
ჯორჯის დედას უკვე აღარ შეეძლო იმის ყურება, თუ მისი შვი-
ლი რა თმააბურძგნილი დადიოდა, ამიტომ ისეთი სტრატეგია
აირჩია, რომელიც არც ბიჭის ავტონომიას დაარღვევდა და არც
ღირსებას შეულახავდა. ჯორჯს არჩევანი შესთავაზა: „თმა უკვე
მხრებს ქვემოთ გაქვს, გასასწორებელია. როგორ გაისწორებ,
ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს. შეგიძლია სალონში წახვიდე,
შეგიძლია თავად შეიჭრა“. „სალონში წასვლას ვერ მაიძულებ, –
უპასუხა ჯორჯმა, – მე თვითონ შევიჭრი, თუ მაინცდამაინც გინდა,
რომ შევიჭრა“.
მეორე დღეს ჯორჯმა შინ საკრეჭი მანქანა მოიტანა და დე-
დას სთხოვა, თმა უკან მას შეეჭრა. შემდეგ სააბაზანოში ერთი
საათით ჩაიკეტა, იქიდან გამოსული კი ლამის ბრწყინავდა: „მგო-
ნი, ძალიან კარგი გამომივიდა, არა?“
ჯორჯის დედა იხსენებს: „ისეთი გახარებული ვიყავი, არც მიყ-
ვირია და არც ძალა დამიტანებია. მშვიდად შევთავაზე, არჩევანი
გაეკეთებინა. სწორედ ამ ეშმაკობით მოვახერხე, რომ არც მას
შელახოდა თავმოყვარეობა“.
ბარათის მეშვეობით ხშირად ვახერხებთ იმას, რასაც პირის-
პირ თქმით შედეგი არ მოაქვს.
ერთმა მშობელმა, რომელიც შვილებთან ჩხუბმა დაღალა,
გადაწყვიტა, იუმორისტული ფორმის განცხადებები შეედგინა, სა-
დაც ეწერებოდა, რომ ოჯახში დამხმარე ძალა სჭირდებოდა.
„გვესაჭიროება 10-12 წლის ახალგაზრდა, ღონიერი, ინტე-
ლიგენტი და ინიციატივიანი მამაკაცი, რომელიც შეძლებს ველურ
მხეცებს გაუმკლავდეს სახლის ზღურბლსა და ნაგვის კონტეინერს
შორის გაწოლილ ხშირ ჯაგნარში. მსურველებს ვთხოვთ მობ-
რძანდნენ ჭურჭლის სარეცხი მანქანისა და სამზარეულოს ნიჟა-
რის კუთხეში“.
„გვესაჭიროება ულამაზესი პრინცესა (ან არანაკლებ ლამაზი
პრინცი), რომელიც დაგვეხმარება სამეფო მიღებასთან დაკავში-
რებული სუფრის გაშლაში“.
ასეთმა განცხადებებმა სიცილი გამოიწვია. მშობლები ყველა-
ზე მეტად შვილების რეაგირებამ გაახარა. ისინი საქმეს ყოველ-
გვარი წუწუნის გარეშე შეუდგნენ.

მუსიკის გაკვეთილები:
როგორ შევინარჩუნოთ ოჯახში ჰარმონია

თუ ბავშვი მუსიკაზე დაგყავთ, ადრე თუ გვიან, მისგან დაახ-


ლოებით ასეთ რამეს გაიგონებთ: „ყელში ამომივიდა ეს მუსიკა!“
ასეთი სიტყვების მოსმენა ადვილი არ არის.
მშობლები ხშირად კითხულობენ, როგორ წავახალისოთ ბავ-
შვები, რომ მუსიკაზე იარონო? აი, როგორ გაუმკლავდა მსგავს
პრობლემას ერთ-ერთი ბავშვის დედა, რომელმაც მუსიკის კარგი
შემფასებლის როლი წარმატებით გამოიყენა.
შვიდი წლის ენი საფორტეპიანო პიესას ორივე ხელით პირ-
ველად ასრულებდა.
დედა: ეს პიესა ადრე ოდესმე დაგიკრავს?
ენი: არა.
დედა: დანამდვილებით იცი, რომ პირველად უკრავ?
ენი: ჰო. შენ კი გეგონა, ადრეც მქონდა დაკრული?
დედა: ჰო.
ენი: უბრალოდ, ნოტებს უფრო კარგად ვარჩევ. ჩემი მასწავ-
ლებელიც ასე მეუბნება.
დედა: ასეცაა, ნამდვილად ასეა.
ენიმ დიდი ენთუზიაზმით განაგრძო მეცადინეობა, დედა კი
ისეთ კითხვებს უსვამდა, რომლებიც შვილს უღვივებდა აზრს,
რომ მუსიკის ნიჭი ჰქონდა.
აი, კრიტიკამ კი შეიძლება საწინააღმდეგო შედეგი გა-
მოიღოს.
ათი წლის მაიკლი ერთი წელი დადიოდა ვიოლინოს გაკვე-
თილებზე. მის მშობლებს კრიტიკა და სარკაზმი ჩვევად ჰქონდათ
გამჯდარი და თან შვილის დაკვრას ყოველი გაკვეთილის შემდეგ
აფასებდნენ. თუ ბიჭი პიესას ნელა ითვისებდა და ამასობაში შეც-
დომებსაც უშვებდა, მამა აუცილებლად დაუყვირებდა: „არ შეგიძ-
ლია ნაკლები შეცდომა დაუშვა? ახალს ნურაფერს იგონებ, კომ-
პოზიტორი არ ხარ! უბრალოდ, ნოტებით დაუკარი!“ და მოხდა
ის, რაც მოსალოდნელი იყო, – მაიკლმა ვიოლინოს თავი დაანე-
ბა.
ბავშვს, რომელიც მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას სწავ-
ლობს (რაც ადვილი სულაც არ არის), წახალისება და გულის-
ხმიერი დამოკიდებულება სჭირდება და არა კრიტიკა და სარკაზ-
მი. შეცდომები უნდა გაუსწოროთ, მაგრამ არამც და არამც არ გა-
მოიყენოთ იმისთვის, რომ ბავშვის შესაძლებლობები მის თვალ-
ში დაამციროთ.
როდესაც ბავშვს მუსიკის გაკვეთილზე წასვლა არ უნდა, ბევ-
რია ისეთი მშობელი, რომელიც ხან ხვეწნაზე გადადის, ხან – მუ-
ქარაზე. არადა, უფრო ეფექტური ხერხებიც არსებობს.
მარსია (8 წლის): აღარ მინდა ვიოლინოზე დაკვრის სწავლა.
მასწავლებელი უშეცდომო დაკვრას მთხოვს, მე კი ეს არ შემიძ-
ლია.
დედა: ვიოლინო რთული ინსტრუმენტია და არც მასზე დაკ-
ვრაა ადვილი. ყველას არ შეუძლია. ვიოლინოზე დაკვრა რომ
ისწავლოს ადამიანმა, მას ნებისყოფა სჭირდება.
მარისა: ჩემ გვერდით იქნები, სანამ ვიმეცადინებ?
დედა: როგორ არა, თუკი გინდა, ვიქნები.
დედამ განზრახ არ დაუწყო ხვეწნა თუ მუქარა ბავშვს, არც ის
უთქვამს, როგორ უნდა მოქცეულიყო: „მეტს თუ იმეცადინებ, უკეთ
დაუკრავ“. ის დაეთანხმა, რომ დავალება მართლაც რთული იყო
და ასე დაეხმარა თავის გოგონას. ასეთმა მიდგომამ ის შედეგი
გამოიღო, რომ მარსიას მუსიკაზე სიარულის მეტი და აუცილებე-
ლი სტიმული გასჩენოდა.
ათი წლის ლერი გამუდმებით წუწუნებდა მუსიკის მასწავლებ-
ლის გამო. დედა ცდილობდა, ბავშვის განწყობა შეეცვალა. გა-
დაწყვიტა, უფრო სერიოზულად მოჰკიდებოდა ბავშვის საყვედუ-
რებს და არჩევანი შესთავაზა.
ლერი: მასწავლებელი ჩემგან ძალიან ბევრს მოითხოვს. თან
ბევრს ლაპარაკობს. საკმარისია, უბრალო კითხვა დაუსვა და
მთელ ლექციას წაგიკითხავს.
დედა: იქნებ ცოტა დაგესვენა, სანამ ახალ მასწავლებელს გი-
პოვი?
ლერი (გაბრაზებული): გინდა, რომ მუსიკას თავი დავანებო?
მუსიკა ხომ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. არა, თავს არასოდეს
დავანებებ.
დედა: ახლა მართლაც ვხვდები, რომ მუსიკა შენთვის ძვირ-
ფასი ყოფილა.
ლერი: იქნებ ჩემი მასწავლებელი არც ისეთი ცუდია, მისგან
ბევრი რაღაც ვისწავლე. აჯობებს, კიდევ ერთხელ ვცადო მასთან
საერთო ენის გამონახვა.
ლერის დედამ შვილს აზრი ისე შეაცვლევინა, რომ მისი საყ-
ვედურების მართლზომიერებაზე კრინტიც არ დაუძრავს და არც
შეჰკამათებია. როდესაც მშობლები ანგარიშს უწევენ თავიანთი
შვილების გრძნობებსა და მოსაზრებებს, ამით ახერხებენ, რომ
შვილებმაც ანგარიში გაუწიონ მშობლების სურვილებს.
სონია (11 წლის): ფორტეპიანოზე სიარული აღარ მინდა. უბ-
რალოდ, ფულისა და დროის ფლანგვაა და სხვა არაფერი. მირ-
ჩევნია, ჩოგბურთზე ვიარო.
მამა: იქნებ ორივე ერთად გეცადა.
სონია: ჩოგბურთზეც რომ ვიარო და მუსიკაზეც, დამტანჯავთ,
მაიძულებთ ვიმეცადინო. ჩხუბი კი არ მინდა.
მამა: ვეცდები არ დაგტანჯო და არც გაიძულო. შენს რეჟიმს
პატივისცემით მოვეპყრობი.
სულ ეს იყო, მეტი არაფერი თქმულა. სონიამ ჩოგბურთზე
სიარული დაიწყო და არც მუსიკის სწავლა მიუტოვებია.
ზოგი მშობელი, რომელსაც კარგად ახსოვს, ძალით როგორ
ატარებდნენ მუსიკაზე, თავიდანვე გადაწყვეტს, შვილსაც არ გაუმ-
წაროს სიცოცხლე. ამიტომ, იაროს თუ არა მუსიკაზე, როდის და
რამდენ ხანს იმეცადინოს ინსტრუმენტთან, ამ არჩევანს თვითონ
ბავშვს ანდობს. მისი საქმე მუსიკის გაკვეთილების საფასურის გა-
დახდა და კარგი პედაგოგის შერჩევაა, ხოლო მოსწრების დონე
– ბავშვის პასუხისმგებლობა.
ისეთი მშობლებიც მრავლად მოიძებნებიან, რომლებიც ნა-
ნობენ, თავის დროზე მუსიკას თავი რომ დაანებეს და „რევანშის
აღება“ შვილის მეშვეობით სურთ: „რადაც უნდა დაუჯდეს, ბავშვმა
მუსიკაზე უნდა იაროს!“ ხშირად, ბავშვი ჯერ დაბადებულიც არ
არის, რომ ინსტრუმენტი უკვე ნაყიდია და მასწავლებელიც შერ-
ჩეული. როგორც კი საცოდავი პატარა ადამიანი შეძლებს
ვიოლინოს ზიდვას (კლავიშებზე თითების მიწვდენას, საყვირში
ჩაბერვას), მაშინვე იწყება ჯაჭვი გაუთავებელი და მომაბეზრებე-
ლი სავარჯიშოებისა. ყურადღებას არავინ აქცევს ბავშვის ცხარე
ცრემლებსა და სიტყვიერ პროტესტს. წინააღმდეგობა სრულიად
ამაოა. მშობელთა დადგენილება ნათლად არის ფორმულირებუ-
ლი: „ჩვენ ფულს ვიხდით, ესე იგი, უნდა ისწავლო“. ასეთ პირო-
ბებში ბავშვისთვის წარმატების მიღწევა ძალზე ძნელია, ამიტო-
მაც სრულიად გაუმართლებელია ამგვარი ორმხრივი ტანჯვა.
ამან შეიძლება მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობაზე
მძიმედ იმოქმედოს. მეტისმეტად ძვირი ხომ არ გიჯდებათ მუსი-
კის საძულველი გაკვეთილები?
მუსიკალური განათლების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს
ადამიანს გრძნობების გამომჟღავნებაში. ბავშვის სიცოცხლეს ხომ
ისედაც უამრავი შეზღუდვა და იმედგაცრუება სდევს, ბავშვისთვის
კი აუცილებელია ემოციების გამოხატვა. მუსიკა ალბათ სწორედ
რომ შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს საკუთარი გრძნობე-
ბის გამოსახატავად – მუსიკამ შეიძლება სიბრაზეც გამოხატოს,
სიხარულიც და დაძაბულობასაც სალბუნად მოეფინოს.
მშობელსა და მასწავლებელს, სამწუხაროდ, ხშირად მხო-
ლოდ ის აღელვებთ, რომ ბავშვმა მელოდია ყალბი ნოტის გა-
რეშე შეასრულოს. სავალალო შედეგიც არ აყოვნებს: ბავშვი გაკ-
ვეთილებს აცდენს, მასწავლებელს გაურბის და მუსიკალურ „კა-
რიერას“ დასაწყისშივე ანებებს თავს. ბევრ ოჯახში მივიწყებული
ვიოლინო, ჩაკეტილი პიანინო თუ მდუმარე ფლეიტა მარტოოდენ
აუხდენელი ოცნებების მტკივნეულ მოგონებას წარმოადგენს.
როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები? მათ ევალებათ კეთილი
და გულისხმიერი პედაგოგის პოვნა, რომელსაც არა მხოლოდ
თავისი საქმე ეცოდინება კარგად, არამედ მოსწავლის ხასიათის
ნიუანსებშიც ბრწყინვალედ გაერკვევა. სწორედ მასწავლებელზეა
დამოკიდებული, დაინტერესდება მუსიკით მოსწავლე თუ არა. თუ
მასწავლებელმა ასეთ დაინტერესებას თავიდანვე ვერ მიაღწია,
შემდგომში გაკვეთილების ჩატარებას ვეღარ შეძლებს. ყოვლად
წარმოუდგენელია, მუსიკის სიყვარული ისეთი პედაგოგისგან გა-
გიჩნდეს, რომელსაც ვერ იტან.
უსარგებლო სიძნელეების თავიდან აცილების მიზნით პედა-
გოგმა, მოსწავლემ და მშობლებმა ამ საკითხზე თავიდანვე უნდა
იმსჯელონ და რამდენიმე აუცილებელი წესი გამოიმუშაონ. მაგა-
ლითად:
1. არ შეიძლება მუსიკის გაკვეთილის გაუფრთხილებლად
გაცდენა. ამის შესახებ სულ მცირე, მხარეები ერთი დღით ადრე
უნდა იყვნენ გაფრთხილებულები.
2. თუ გაკვეთილის გაცდენას აპირებს, ამის შესახებ პედა-
გოგს მოსწავლემ უნდა აცნობოს და არა – მშობელმა.
3. ბავშვის მიერ დამოუკიდებელი მეცადინეობის დრო და
ხანგრძლივობა რეალისტურად უნდა დაიგეგმოს.
ეს წესები „უეცრად მოპრიანების გამო“ გაკვეთილის გაცდე-
ნას სრულიად გამორიცხავს, ამასთან, ბავშვს უძლიერებს და-
მოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის გრძნობას. მან უნდა
იცოდეს, რომ გარდა მუსიკის გაკვეთილებისა, ჩვენ მის გრძნო-
ბებსა და ფიქრებსაც პატივისცემით ვეპყრობით.
არ შეიძლება შვილს წამდაუწუმ შევახსენოთ, რომ მეცადი-
ნეობის დროა, რა ძვირი ღირდა ინსტრუმენტი და რამდენი იშ-
რომა მამამ, რომ ის შეეძინა. ასეთი საუბარი მხოლოდ სინდისის
ქენჯნასა და წყენას გამოიწვევს და არა ბავშვის მუსიკით დაინტე-
რესებას.
მშობლებმა თავი უნდა შეიკავონ ყოველგვარი „წინასწარმეტ-
ყველებისგან“. თუკი დედა ხმამაღლა გამოთქვამს იმედს, რომ
მისი შვილი ბრწყინვალე მუსიკოსი დადგება, ასეთმა მტკიცებამ
შესაძლოა საქმეს მხოლოდ ავნოს. საშიშია მსგავსი გამონათქვა-
მებიც: „კარგად თუ იმეცადინებ, შენ ისეთი ნიჭიერი ხარ, რომ
ცნობილი მუსიკოსი გახდები!“ „ღმერთმა ნიჭი დაგაბერტყა“. „შე-
გიძლია მეორე ბილი ჯოელი გახდე“. მსგავსი გამონათქვამები-
დან ბავშვმა შეიძლება შემდეგი დასკვნა გამოიტანოს: აჯობებს,
საერთოდ არ ვიმეცადინო, ვიდრე მშობლებს იმედი გავუცრუოო.
აი, ასეთი დევიზი შეიძლება ჩამოიყალიბოს.
ბავშვი მშობელთა მხარდაჭერას მხოლოდ მაშინ იგრძნობს,
როდესაც დაინახავს, რომ მის წინაშე აღმართული სიძნელეები
ყველასთვის გასაგები და ნათელია. მუსიკის მესამე გაკვეთილზე
ექვსი წლის როზალინს ორივე ხელით გამების დაკვრის შესწავ-
ლა დაავალეს. პედაგოგმა ოსტატურად უჩვენა ბავშვს ეს სავარ-
ჯიშო და უთხრა: „სულაც არ არის ძნელი, აბა, სცადე!“ როზალინ-
მა უხალისოდ სცადა გამის გამეორება, მაგრამ, ცხადია, გაუჭირ-
და.
იმ საღამოს გოგონა შინ შეწუხებული დაბრუნდა, მაგრამ რო-
დესაც დედასთან ერთად სამეცადინოდ მიუჯდა ინსტრუმენტს, დე-
დამ დაუყვავა: „მთელი გამის ცალი ხელით დაკვრა არც ისე ად-
ვილია, ორი ხელით კი ძალიან ძნელია“. როზალინი სიხარუ-
ლით დაეთანხმა ამ აზრს, მერე ფრთხილად შეუდგა გამის დაკ-
ვრას. დედამ არ დაახანა: „რა გინდა, მშვენივრად არჩევ ნოტებს!“
აშკარად კმაყოფილმა როზალინმა უპასუხა: „იცი, კარგა ძნელი
ყოფილა“. იმ საღამოს ბავშვი ჩვეულებრივზე მეტხანს მეცადინე-
ობდა. მთელი შემდეგი კვირის განმავლობაშიც განსაკუთრებული
მონდომებით იმეცადინა და მანამ არ მოისვენა, სანამ გამის დაკ-
ვრა თვალდახუჭულმა არ შეძლო. ბავშვი თავს ბევრად უფრო
თავდაჯერებულად გრძნობს, როდესაც მის წინაშე დასახულ მი-
ზანს გამამხნევებელი და თანაგრძნობის გამომხატველი სიტყვე-
ბით ეხმიანებიან და არა მაშინ, როდესაც აქებენ, რჩევებს აძლე-
ვენ ან „სახელდახელოდ“ გამზადებულ გადაწყვეტილებებს სთა-
ვაზობენ.

მშობელთა კრებები:
მთავარი მიზანია ბავშვს დავეხმაროთ

როგორც წესი, სკოლის მშობელთა კრებები მშობლებისთვის


ნამდვილი განსაცდელია, რადგან იქ თავიანთ შვილებზე მასწავ-
ლებელთა უსიამოვნო, კრიტიკული შეფასებები ესმით. საინტერე-
სოა, ასეთ შემთხვევებში მშობელმა სასარგებლო დასკვნა რო-
გორ უნდა გამოიტანოს.
დონის მამა მშობელთა კრებაზე მომზადებული, ბლოკნოტი-
თა და კალმით შეიარაღებული მივიდა, რათა მის შვილზე გა-
მოთქმული ყველა ნეგატიური კომენტარი ჩაეწერა და ამ საკითხს
კონსტრუქციულად მისდგომოდა.
მამა: წელს ჩემს შვილს როგორი მოსწრება აქვს?
პედაგოგი: სამწუხაროდ, თქვენი შვილი გაკვეთილებზე აგ-
ვიანებს, საშინაო დავალებებს არ ასრულებს და არც რვეულები
აქვს წესრიგში.
მამა: იმის თქმა გინდათ, რომ დონმა უნდა დახვეწოს სწავ-
ლის პროცესი. სკოლაში დროულად უნდა მოდიოდეს, საშინაო
დავალებებს ასრულებდეს და რვეულებიც წესრიგში ჰქონდეს (ეს
პუნქტები პოზიტიურად გამოხატული ფორმით ჩაიწერა).
კრებიდან შინ დაბრუნებულ მამას დონმა ჰკითხა, მასწავლე-
ბელმა რა გითხრაო. მამამ კი უპასუხა: „აი, მისი ნათქვამი ჩავიწე-
რე. თუ გინდა, შეგიძლია წაიკითხო“. დონი ძალზე გააოცა იმან,
რომ მამამ ტრადიციული ჭკუის დარიგება და ჩხუბი არ დაუწყო,
ცუდად რატომ იქცევი, დავალებებს რატომ არ ასრულებო. ამ ჩა-
ნაწერმა ორივეს სიკეთე მოუტანა – დონსაც და მამასაც, რადგან
ყურადღება გამოსწორებაზე იყო გამახვილებული და არა – წარ-
სულ შეცდომებზე. არავითარი ბრალდება. მხოლოდ მიმართუ-
ლების ჩვენება და იმედი – აი, რა ჩანდა იმ ჩანაწერიდან.
მშობელთა ნებისმიერი კრება შეიძლება ასეთ მაღალ კონ-
სტრუქციულ ნოტზე დასრულდეს. მაგალითად:
„ჰარიეტმა საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს. უნდა გაიაზროს,
რომ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია, რომელიც პატივისცე-
მას იმსახურებს და შესწევს უნარი, დავალებებს გაუმკლავდეს“.
„ფრენკმა ზოგიერთი თვისება უნდა გაიუმჯობესოს. უნდა
გაიაზროს, რომ არის ადამიანი, რომელსაც შესწევს უნარი, თავი-
სი წვლილი შეიტანოს თანაკლასელების მიერ წამოწყებულ დის-
კუსიაში“.
„შელიმ უნდა დახვეწოს საკუთარი ქცევები. უნდა ისწავლოს,
სიბრაზე შეურაცხყოფის გარეშე გამოხატოს და თავშეკავებულად,
არგუმენტირებულად ახსნას თავისი პოზიცია“.
„ბილმა საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს. უნდა შეძლოს და-
მოუკიდებლად მეცადინეობა და მოამზადოს საშინაო დავალებე-
ბი“.
იშვიათი არ არის, როდესაც სხვა სკოლაში გადასვლისას
ბავშვს იმავე სასწავლო წელს ამეორებინებენ. ამას ბევრი მშობე-
ლი ვერ ეგუება.
ცხრა წლის ბობის დედამ როგორც კი შეიტყო, რომ მისმა
შვილმა თავის ამხანაგებს აცნობა, ახალ სკოლაში ისევ მეოთხე
კლასში დამსვამენო, სასტიკად გაბრაზდა და შვილს უყვირა: „ეს
როგორ უთხარი, ამის შემდეგ გგონია, პატივს გცემენ? ახლა მა-
ინც მიხვდები, რატომ აღარ მოინდომებენ შენთან ურთიერთო-
ბას!“
იგი ასე დესტრუქციულად არ მოიქცეოდა, წინასწარ რომ
გაეზიარებინა შვილისთვის, თუ როგორ დააბნია ახალი სკოლის
ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ: „კარგი იქნებოდა, უსიამოვ-
ნო შეგრძნება არ მქონოდა იმის გამო, რომ იმავე კლასში შენს
დასმას აპირებენ. არ მინდა, შენმა მეგობრებმა იფიქრონ, რომ
უჭკუო ხარ. იმედია, შენ ეს ამბავი არ გაწუხებს. სიმართლე რომ
ითქვას, ისევ მეოთხე კლასში ხომ მხოლოდ იმიტომ გსვამენ,
რომ ახალ სკოლაში უფრო მაღალი მოთხოვნები აქვთ სწავლას-
თან დაკავშირებით“.
თორმეტი წლის ოლივიამ ორჯერ გამოიცვალა სკოლა. პირ-
ველად საჯარო სკოლიდან კერძოში გადავიდა, სადაც იმავე
კლასში მოხვდა, რომელიც უკვე გავლილი ჰქონდა. აი, მეორე
სკოლის გამოცვლისას კი მერვე კლასიდან პირდაპირ მეათეში
„გადასკუპდა“. ნიშნავს თუ არა ეს მშობლებისთვის, რომ მეექვსე
კლასში მათი შვილი უჭკუო იყო, ხოლო მეათე კლასში აღმოჩ-
ნდა, რომ მყის საოცრად ჭკვიან გოგონად გადაიქცა? პირველი
შემთხვევისას სირცხვილით უნდა დამწვარიყვნენ, მეორის დროს
კი სიამაყით გაბუქულიყვნენ? არც ერთი იქნებოდა სწორი და
არც მეორე. ოლივიას მისი მშობლებისგან მისი ინტელექტის შე-
ფასება კი არ სჭირდება, არამედ რწმენა იმისა, რომ მათი შვილი
ახალი სკოლის მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეძლებს.

ჩვენი შვილის ნაცნობ-მეგობრები:


რა წრეში ტრიალებს ბავშვი

თეორიულად იმის მომხრენი ვართ, რომ ჩვენმა შვილმა თა-


ვად აირჩიოს მეგობრები. პიროვნების თავისუფლებას პატივს
ვცემთ, ძალდატანების წინააღმდეგი ვართ და ვიცით, რომ ურთი-
ერთობის თავისუფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ადა-
მიანის უპირობო უფლებაა. მიუხედავად ამისა, ხშირად ბავშვს შინ
ისეთი მეგობრები მოჰყავს, რომლებიც სულაც არ მოგვწონს.
ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდნენ როგორც ცუდად გაზრდილი და
ხულიგნური ქცევის მქონე, ასევე სნობი ბავშვები. მაგრამ სანამ
ამის საწინააღმდეგო პროტესტს გამოვთქვამდეთ, კარგი იქნება
თუ ჩვენი შვილის მიდრეკილებებს შევისწავლით, გავიგებთ, რა-
ტომ მოსწონს სწორედ ასეთი ბავშვები.

რა კრიტერიუმით განვსაზღვროთ, როგორი მეგობრები


სჭირდებათ ჩვენს შვილებს?

მეგობრები დადებით ზეგავლენას უნდა ახდენდნენ ერთმა-


ნეთზე. მაგრამ ბავშვს ისეთ ადამიანებთანაც უნდა ჰქონდეს ურ-
თიერთობა, რომლებიც მისი ხასიათის, ჭკუისა და ინტერესების
საპირისპირო იქნებიან, – გულჩათხრობილ ბავშვს უფრო გულ-
ღია მეგობრები სჭირდება, „დედას ბიჭს“ – დამოუკიდებელი ამხა-
ნაგები, მშიშარას – გულადი და მასზე უფროსიც კი. თუ ბავშვი
ერთთავად თავისი ოცნების სამყაროშია ჩაძირული, მას ისეთ
ბავშვებთან ურთიერთობა მოუხდება, რომლებსაც ცხოვრებაზე
შედარებით პროზაული შეხედულებები აქვთ. აგრესიული ბავშვი
იძულებული იქნება, თავი შეიკავოს მშვიდი ბავშვების გარემოცვა-
ში. ჩვენი ამოცანაა, ბავშვი იმასთან სამეგობროდ მივმართოთ,
ვინც მის თვისებებს სასიკეთოდ შეცვლის.
არის შემთხვევები, როდესაც ჯობს, ბავშვებს დავუშალოთ მე-
გობრობა, თუკი ორივე ინფანტილური, აგრესიული ანდა გულ-
ჩათხრობილია, რითიც ერთმანეთს განვითარებაში კი არ ეხმარე-
ბიან, არამედ ამუხრუჭებენ. ბუნებით ფიცხი ბავშვი შეიძლება უფ-
რო აგრესიული გახდეს, საკუთარ თავში ჩაკეტილ ბავშვს კი უფ-
რო გაუჭირდეს სოციალიზაცია საზოგადოებაში. თუ ბავშვს დანა-
შაულისკენ აქვს მიდრეკილება, თავის მსგავს ბავშვებთან ურთი-
ერთობით ასოციალური ქცევა უფრო გაუმძაფრდება. ცხადია,
ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა კრიმინალური ქცევით თავის
გამოჩენის მსურველნი თქვენი შვილის მეგობრულ წრეში დომი-
ნანტებად არ წარმოგიდგნენ. გარკვეული ცხოვრებისეული გა-
მოცდილება ასეთ „ძლიერ პიროვნებებს“ ზოგჯერ ეხმარება სკო-
ლის ან უბნის „მაგარი“ ბიჭის ან გოგოს სტატუსი მოიპოვონ და
თქვენს შვილზე არასასურველი გავლენა იქონიონ.
მშობლები ვერ შეძლებენ შვილის სამეგობრო წრეზე გავლე-
ნის მოხდენას, თუკი მათთან კონტაქტი არ ექნებათ. სასურველია,
ბავშვს უფლება მივცეთ, შინ დაპატიჟოს თავისი ამხანაგები. შე-
საძლებელია, იმ ბავშვების მშობლებიც გაიცნოთ. თვალყური უნ-
და მიადევნოთ იმას, თუ რა გავლენას ახდენს ესა თუ ის მეგობა-
რი თქვენს შვილზე.
ამგვარად შეძლებთ კონტროლისა და ბალანსის ტაქტიანი
სისტემა შექმნათ, რაც თქვენს შვილს საშუალებას მისცემს, იკის-
როს პასუხისმგებლობა მეგობრების არჩევის საკითხში. მშობლე-
ბი თავიანთი მხრივ, პასუხისმგებელი უნდა იყვნენ იმაზე, რომ ეს
არჩევანი ბავშვზე დადებითად იმოქმედებს.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს დამოუკიდებელ პიროვნებად


ჩამოყალიბებაში

კარგი მშობლები, ისევე, როგორც კარგი მასწავლებლები,


ყოველთვის მხარში უდგანან თავიანთ შვილებს. ასეთ მშობლებ-
სა და მასწავლებლებს კმაყოფილებას ანიჭებს იმის შეგნება, რომ
ბავშვებს შეასწავლეს არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთება და
საკუთარ ძალებზე დაყრდნობა. ბავშვებთან საუბრისას ისეთი გა-
მოთქმები უნდა გამოვიყენოთ, რომელთა საშუალებითაც დავარ-
წმუნებთ, რომ გვწამს მათი შესაძლებლობები, გვჯერა, რომ ისი-
ნი ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ და განახორციელებენ.
თუ ბავშვის ნათქვამი ჩვენთვის სავსებით მისაღებია, მას აუცი-
ლებლად უნდა დავეთანხმოთ და ჩვენი პასუხი ისეთი სიტყვებით
უნდა გამოვხატოთ, რომლითაც ხაზს გავუსვამთ და გავაძ-
ლიერებთ მისი, როგორც პიროვნების დამოუკიდებლობას.
აი, რამდენიმე მაგალითი:
– შენ თუ გინდა.
– თუ სწორედ ეს გინდა და ამაში დარწმუნებული ხარ.
– ეს შენ უნდა გადაწყვიტო.
– როგორც შენ მოისურვებ.
– კარგი, როგორც გადაწყვეტ, მე დაგთანხმდები.
რა თქმა უნდა, ზოგჯერ უბრალოდ „კი ბატონოც“ საკმარისია,
მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თანხმობის ვრცლად გამო-
ხატვა ბავშვს მეტ კმაყოფილებას ანიჭებს: ჩათვლის, რომ გვჯერა
მისი, რადგან ის დამოუკიდებელი ადამიანია.
ყველას გვინდა, რომ ჩვენი შვილები პასუხისმგებლობის
მქონე ადამიანებად გაიზარდონ. მშობლებს უნდა ახსოვდეთ,
რომ პასუხისმგებლობის მათი მაგალითები ბავშვს მხოლოდ მა-
შინ მოუტანს სარგებლობას, თუკი მათ პატივისცემით მოვეპყრო-
ბით. ოჯახური საქმეები, საჭმელი, საშინაო დავალებები, ჯიბის
ფული, შინაური ცხოველები, მეგობრობა და ამხანაგების წრე –
აი, ის სფეროები, სადაც ბავშვისთვის მშობლის დარიგებაა საჭი-
რო. მაგრამ აღმზრდელის როლის მორგებისას მშობელს არ უნ-
და დაავიწყდეს, რომ ბავშვი განუხრელადაა ჩაბმული დამოუკი-
დებლობის მოპოვების ბრძოლაში, ამიტომ დელიკატურები და
გულისხმიერები უნდა ვიყოთ, თუკი ჩვენთვის ნამდვილად მნიშ-
ვნელოვანია, რომ ჩვენმა აღზრდამ სასურველი შედეგი გა-
მოიღოს.
თავი 5
დისციპლინა: დასჯის უფრო ეფექტური
ალტერნატივის ძიებაში

ექიმთა დევიზი ასე ჟღერს: Primum non nocere, რაც ნიშნავს:


„პირველ რიგში, არა ავნო“. მსგავსი წესი მშობლებსაც უნდა
ჰქონდეთ, რათა გამუდმებით ახსოვდეთ, რომ შვილის აღზრდის
პროცესში ბავშვის ემოციურ კეთილდღეობას ზიანი არ უნდა
მიაყენონ.
დისციპლინის არსი დასჯის ეფექტური ალტერნატივის პოვ-
ნაა.
მის უილიამსი კანონის დამრღვევ ბიჭუნებთან თავის პირველ
გაკვეთილს ატარებდა. ძალიან ღელავდა, ამიტომ მაგიდასთან
მისვლისას აჩქარდა, ფეხი დაუცდა და წაიქცა. ბიჭებმა სიცილი
დააყარეს. ნაცვლად იმისა, რომ მასწავლებელს ისინი დაესაჯა,
მის უილიამსი წამოდგა, გასწორდა და კლასს ასე მიმართა: „ეს
ჩემს პირველ გაკვეთილად ჩათვალეთ. ადამიანი შეიძლება წაიქ-
ცეს, მაგრამ ფეხზე წამოდგომა მაინც შეუძლია“. კლასში სიჩუმე
ჩამოვარდა. ბავშვები ნათქვამს ჩასწვდნენ.
მის უილიამსი, როგორც ყველა მშობელი, დისციპლინის გა-
ნუხრელი მომხრე იყო. აქედან გამომდინარე, იქნებ ვიფიქროთ
იმაზე, რომ ბავშვების ქცევაზე მუქარისა თუ დასჯის ნაცვლად
ბრძნულმა სიტყვამ უკეთესი შედეგი შეიძლება გამოიღოს. როდე-
საც მშობელი ბავშვს სჯის, ეს გაბრაზებას იწვევს. წყენისა და სიბ-
რაზისგან გამწარებულ პატარას არ ძალუძს მოისმინოს და
გაიგოს ის მიზეზი, რომლის გამოც დაისაჯა. დისციპლინის სწავ-
ლებისას თავიდან უნდა ავირიდოთ ყველა ის გამოვლინება, რა-
მაც შეიძლება ეს სიბრაზე და განრისხება გამოიწვიოს, ამავე
დროს წავახალისოთ ისეთი დამოკიდებულება, რომელიც მასში
საკუთარი თავისა და სხვების მიმართ პატივისცემის გრძნობას გა-
აძლიერებს.
რა ხდება მაშინ, როდესაც მშობლები შვილებში ამ რისხვას
იწვევენ? ბავშვს სძულს მშობლებიც და საკუთარი თავიც და შუ-
რისძიებაზე ფიქრს იწყებს. როდესაც ექვსი წლის როჯერი მამამ
დაამცირა და დასაჯა, ბავშვი ოცნებებში გადავარდა, სადაც მამის
დაკრძალვა წარმოიდგინა.
რატომ იწვევენ ბავშვებში მშობლები ასეთ ემოციებს? არა
იმიტომ, რომ ისინი ბოროტები და შეუგნებლები არიან, არამედ
უბრალოდ არ იციან, რა საქციელი და სიტყვები მოახდენს ბავ-
შვის ფსიქიკაზე დამანგრეველ გავლენას. შვილებს სჯიან იმიტომ,
რომ მშობლებისთვის არავის უსწავლებია, რთულ სიტუაციას რო-
გორ გამკლავებოდნენ ისე, რომ ბავშვს თავს არ დასხმოდნენ.
ერთი ბავშვის დედამ ასეთი რამ გვიამბო: ერთ დღეს მისი ვა-
ჟი ფრედი სკოლიდან გაცეცხლებული დაბრუნდა და კარიდანვე
ყვირილი დაიწყო: „მეზიზღება ჩემი მასწავლებელი, მთელი კლა-
სის თვალწინ მიყვიროდა და მლანძღავდა, თითქოს ჩემი ლაპა-
რაკით ბავშვებს გაკვეთილზე ხელს ვუშლიდი. მერე კი მაიძულა,
მთელი გაკვეთილი ფეხზე ვმდგარიყავი. სკოლაში აღარასოდეს
წავალ!“
შვილის ყვირილმა დედაც გააბრაზა და ის წამოიყვირა, რაც
პირველი მოადგა ენაზე: „შენ რა, არ იცი, რომ სკოლის წესებს
უნდა დაემორჩილო და როცა მოგეპრიანება, მაშინ არ უნდა
ილაპარაკო?! ჰოდა, როცა ამ წესებს არღვევ, ცხადია, დაგსჯიან,
რა გასაკვირია? იმედია, ახლა მაინც ისწავლი ჭკუას“.
ამ სიტყვებზე ფრედი უარესად გაცეცხლდა და ახლა დედა-
ზეც გაბრაზდა.
ფრედის დედას ნათქვამის ნაცვლად შვილისთვის შეეძლო
თანაგრძნობა გამოეხატა და ასე მიემართა: „მესმის, რა სირცხვი-
ლია კლასში ფეხზე დგომა ყველას წინაშე. რა დამამცირებელია,
როცა ამხანაგების თანდასწრებით გიყვირიან! ამიტომ არ მიკ-
ვირს, ასეთი გაბრაზებული რომ ხარ. არავის მოსწონს, როცა ასე
ექცევიან“. ამით იგი ფრედის გრძნობებს აირეკლავდა, მის სიბ-
რაზეს დააცხრობდა, რადგან ბიჭუნა მიხვდებოდა, რომ მისი ეს-
მით და ის უყვართ.
ზოგი მშობელი შიშობს, რომ თუკი ისინი ბავშვის გაღიზიანე-
ბას თანაგრძნობით მოექცევიან და ემოციურ დახმარებას გაუწე-
ვენ, ასეთი საქციელი შესაძლოა ბავშვმა არასწორად გაიგოს და
ჩათვალოს, რომ მის ცუდ საქციელს აინუნშიც არ აგდებენ. ფრე-
დის დედას რაც შეეხება, იგი თავად იყო შეწუხებული არასწორი
მოქცევის გამო, რითიც შვილს მეტი ტკივილი მიაყენა, როდესაც
ბიჭუნა მისგან თანაგრძნობასა და გაგებას ელოდა. თანაგრძნო-
ბა, მშობლის უნარი, შვილს გაუგოს, ბავშვის აღზრდაში ძალიან
დიდ და ღირებულ როლს ასრულებს.
ცოტა ხნის წინ ელექტრომოწყობილობების მაღაზიის მეპატ-
რონემ მითხრა, გაგონილი მაქვს თქვენი აზრი დისციპლინის შე-
სახებ, მაგრამ არ გეთანხმებითო. მერე გაშლილი ხელისგული
დამანახვა და ამაყად დასძინა, – აი, ჩემი ფსიქოლოგიაო.
ვკითხე, თუ იყენებდა იმავე გაშლილი ხელისგულის მეთოდს
კომპიუტერის ან ტელევიზორის შესაკეთებლად? „რას ამბობთ?!
– მიპასუხა. – ამისთვის ხომ სპეციალური ცოდნა და გამოცდილე-
ბაა საჭირო. ისინი ხომ რთული ინსტრუმენტებია“.
მინდა გითხრათ, რომ ბავშვებთან ურთიერთობასაც კვალი-
ფიციური, გონიერი და გულისხმიერი მშობლები სჭირდებათ.
„გაშლილი ხელისგულის მეთოდს“ რაც შეეხება, იგი ბავშვისთვი-
საც ისეთივე უაზრობაა, როგორიც კომპიუტერისთვის, რადგან
თავის მიზანს ვერ აღწევს. დასჯის შემდეგ არც ერთი ბავშვი არ
ეუბნება საკუთარ თავს, უკეთესი გავხდები, მეტი პასუხისმგებლო-
ბა უნდა მქონდეს და ასეთივე დამსჯელი ადამიანი უნდა გავიზარ-
დოო.
დისციპლინა, ისევე, როგორც ოპერაცია, სიზუსტეს მოით-
ხოვს და მასში ყოველგვარი შემთხვევითი და დაუფიქრებელი
ნაჭდევი სრულიად ზედმეტია. ერთ-ერთი დედის შემდეგი სიტყვე-
ბი ნათელს ჰფენს ბავშვთან გაუაზრებელი საქციელის სრულ აბ-
სურდულობას. „საკუთარ მაგალითზე ერთი პარადოქსი აღმოვა-
ჩინე: ქცევისას ზუსტად ისეთ ტაქტიკას ვირჩევ, როგორის აღმოფ-
ხვრასაც ჩემს შვილებში ვცდილობ. ხმას ვუწევ, რომ ხმაური გა-
დავფარო, ძალას ვიყენებ, რომ ჩხუბს ბოლო მოვუღო, ბავშვთან
უხეში ვარ, ვლანძღავ და არანორმატიულ ლექსიკასაც კი ვიყენებ
ხოლმე“.
ცუდი ქცევა და დასჯა ურთიერთსაპირისპირო მხარეები რო-
დია, რომლებიც ერთმანეთს გაანეიტრალებს; პირიქით, ისინი
ერთმანეთს უფრო აძლიერებს და გარდაუვალსაც კი ხდის. დას-
ჯას არ ძალუძს, ცუდი საქციელი ამოძირკვოს, უბრალოდ, ბავშვს
უფრო ეშმაკს ხდის, რათა როგორმე იმავე საქციელზე მეორედ
არ წაასწრონ. როდესაც ბავშვის დასჯაზეა საუბარი, უნდა გვახ-
სოვდეს, რომ მეტი სიფრთხილე, მეტი დაფიქრება და პასუხის-
მგებლობა გვმართებს.

მშობელში საკუთარი ძალების ურწმუნოება: რა აჯობებს?

რით განსხვავდება აღზრდის ჩვენი მეთოდები ჩვენი წინაპრე-


ბის მეთოდებისგან? რაც უნდა ეკეთებინათ ჩვენს მშობლებს ან
მათ პაპებსა და ბებიებს, ისინი სავსებით დარწმუნებულები იყვნენ
საკუთარ სიმართლეში, რაც უნდა ვაკეთოთ ჩვენ, მუდამ ეჭვების-
გან ვიტანჯებით. მაშინაც კი, როცა პაპა ცდებოდა, იგი ძალზე ავ-
ტორიტეტულად მოქმედებდა, ხოლო ჩვენ, მაშინაც კი, როდესაც
ვიცით, რომ მართლები ვართ, მაინც გამუდმებით ვორჭოფობთ.
რატომ ხდება ასე, რატომ ვიბნევით, როდესაც საქმე ჩვენს
შვილებს ეხება? ბავშვთა ფსიქოლოგებმა გაგვანათლეს, თუ
რაოდენ დამანგრეველი ძალა შეიძლება ჰქონდეს ადამიანის-
თვის მის უბედურ ბავშვობას და ჩვენც ყველაზე მეტად იმის გვე-
შინია, ჩვენი შვილები არ გავაუბედუროთ.

სიყვარულის მოთხოვნილება

მშობელთა უმრავლესობას მართლაც გულწრფელად უყვარს


თავისი შვილები. მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია, მშობლებს არ
გაუჩნდეთ აუცილებელი მოთხოვნილება, რომ შვილებმა გამუდ-
მებით უმტკიცონ – ეს სიყვარული ცალმხრივი არ არის.
ასეთთა რიგს ჩვეულებრივ განეკუთვნებიან და ძალზე წაგე-
ბულნი რჩებიან ის მშობლები, რომლებისთვისაც შვილები ქორ-
წინების ერთადერთ გამართლებასა და მთელი ცხოვრების აზრს
წარმოადგენენ. ბავშვის სიყვარულის დაკარგვის შიშით მშობლე-
ბი ვერ ბედავენ მისთვის რაიმეზე უარის თქმას და ასეთი ბავშვიც
ნამდვილ შინაურ ტირანად გადაიქცევა ხოლმე. როდესაც ბავშვი
გრძნობს მშობლების სიყვარულის მოთხოვნილებას, ამ სისუსტით
ულმობლად სარგებლობს და ისე ბატონობს მათზე, როგორც
ყურმოჭრილ მონებზე.
ბევრია ისეთი ბავშვი, რომელიც ადრიდანვე ეუფლება მანი-
პულირების ხელოვნებას და მშობელს ემუქრება, იცოდე, აღარ
მეყვარებიო. ისინი თითქმის შეუგნებლად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე
შანტაჟს უწყობენ საკუთარ მშობლებს: „აღარ მეყვარები, თუკი...“
ტრაგედია ის კი არ არის, რომ ბავშვები იმუქრებიან, არამედ ის,
რომ მშობლებს ეშინიათ ამ მუქარის. ზოგი მშობელი ბავშვის სიტ-
ყვებს სრულ ჭეშმარიტებად იღებს, ტირის, შვილს ემუდარება,
სიყვარული არ მოაკლოს და ამისთვის ყველაფრის უფლებას აძ-
ლევს. ეს კი დამანგრევლად მოქმედებს როგორც მშობელზე,
ასევე თავად ბავშვზე.
ერთ საღამოს, ნავახშმევს, თოთხმეტი წლის ჯილმა მშობელს
სთხოვა, იგი მეგობარ გოგონასთან გაეშვა, რათა იქ სასკოლო
პროექტზე ერთად ემუშავათ. მამამ ოჯახში არსებული წესი შეახ-
სენა: „არავითარი გასვლა სადაგ დღეებში“. ჯილმა გაუმეორა,
რომ მეგობართან გასართობად კი არა, სკოლის საქმეზე მი-
დიოდა. მამამ დაუთმო და ჯილმაც პირობა დადო, რომ შინ დაბ-
რუნებისას 22:30-ს არ გადააცილებდა.
დათქმულ დროს ჯილი არ დაბრუნდა. მამამ დაურეკა. „გა-
დავწყვიტე, ღამით მეგობართან დავრჩე“, – უპასუხა ჯილმა. მამა
გაბრაზდა. შეკამათების შემდეგ მამამ ჯილს უბრძანა, ახლავე შინ
დაბრუნდიო, მაგრამ ვერც კი მიხვდა, რომ ვინაიდან თავადვე და-
არღვია ოჯახში მიღებული წესი („არავითარი გასვლა სადაგ
დღეებში“), ამით ქალიშვილს აგრძნობინა, რომ თუკი წესების
დარღვევა შეიძლება, მაშასადამე, არც მათი დაცვაა აუცილებე-
ლი. მეორე დღეს ჯილმა ისიც კი გაბედა, მამასთან თავის ქება
დაეწყო: „ყოველთვის შემიძლია ის გაგაკეთებინო, რასაც მოვი-
სურვებ, შემიძლია, რაც მომინდება, ის გთხოვო და მივიღო შენ-
გან“.
ამ ინციდენტმა, რომლის მსგავსიც ადრეც არაერთხელ მომ-
ხდარიყო, ჯილის მამა საგონებელში ჩააგდო. კაცი სერიოზულად
დაფიქრდა, რატომ ხდებოდა, რომ წესების დადგენა უფრო ეად-
ვილებოდა ოჯახში, ვიდრე მათი დაცვა. იძულებული გახდა
ეღიარებინა, რომ ჯილი მართალი იყო და გოგონას ნებისმიერი
თხოვნის შესრულებაზე მამის დაყოლიება შეეძლო. როგორც კი
მიხვდა, რომ მას შიში ამოძრავებდა, შიში, რომ შვილის სიყვა-
რულს დაკარგავდა, არადა, – ეს სიყვარული მისთვის ძალზე
ბევრს ნიშნავდა, – მას მერე ისწავლა არა მხოლოდ შვილისთვის
უარის თქმა, არამედ საკუთარი ნათქვამის ასრულებაც.
დათმობის ზღვარი

რა უნდა დავუთმოთ ბავშვებს და როდის არის დათმობა გა-


დაჭარბებული? დათმობა ნიშნავს იმ ფაქტის მიღებას, რომ ბავ-
შვი მაინც ბავშვია. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ ნებისმიერ
ნორმალურ ბიჭუნას თუ გოგონას სუფთა პერანგი თვალის დახამ-
ხამებაში გაუჭუჭყიანდება, რომ ბავშვებს ჩვეულებრივ სიარულს
სირბილი ურჩევნიათ; ხეები, მათი აზრით, იმისთვის არსებობს,
რომ ზედ აძვრნენ, სარკე კი იმისთვის, რომ შიგ საკუთარ გამოსა-
ხულებას დაეჯღანონ.
მიუხედავად ამისა, ჩვენ მათ ვუყურებთ როგორც ადამიანებს,
რომლებსაც კონსტიტუციური უფლება აქვთ, ჰქონდეთ მრავალ-
რიცხოვანი სურვილი და ემოცია. სურვილების თავისუფლება აბ-
სოლუტური და განუსაზღვრელი ცნებაა. დასაშვებია ყველა ფიქ-
რი თუ გრძნობა, ოცნება თუ სურვილი და ისინი პატივისცემით უნ-
და მივიღოთ და შესაბამისი გამოსავალი მოვუძებნოთ. თევზი და-
ცურავს, ჩიტი ფრენს, ადამიანს კი გრძნობები აქვს. ბავშვს არ შე-
უძლია თავის გრძნობებს რამე მოუხერხოს, გააქროს, მას მხო-
ლოდ ის ძალუძს, რომ აკონტროლოს მათი გამოხატვა. აქედან
გამომდინარე, ბავშვს გრძნობების გამო კი არ უნდა მივცეთ შე-
ნიშვნა, არამედ მხოლოდ საქციელისთვის. ბავშვებს ახასიათებთ
„დანგრევის“ ინსტინქტი, რაც მშობლებმა უნდა შეაკავონ და უზ-
რუნველყონ მათი განმუხტვა. დესტრუქციული ქცევის ნაცვლად
მშობელმა მისი აგრესია სიტყვიერი ან სხვა ფორმით გამოხატ-
ვისკენ უნდა მიმართონ. რა შემიძლია შემოგთავაზოთ? მაგალი-
თად, ბავშვებს უნდა მისცეთ „საძაგელი“ ნახატების ხატვის უფლე-
ბა, ირბინონ სახლის გარშემო, ფირზე ჩაიწერონ ცუდი სურვილე-
ბი, შეთხზან გესლიანი ლექსები, გამოიგონონ იდუმალი დეტექ-
ტივები და ამბები, სადაც ბევრი მკვლელობა იქნება. მოკლედ,
მათი ასეთი სიმბოლური გამოხატულება, ფანტაზიები ჩვენთვის
მისაღები და გასაგები უნდა გახდეს. თუმცა ზედმეტის, აკრძალუ-
ლის პატიება საჭირო არ არის. თუ ბავშვის გრძნობებს გამოსა-
ვალს გამოვუნახავთ და ამ გრძნობების სწორად გამოხატვას ვას-
წავლით, მას მოზრდილებისადმი ნდობას გავუღვიძებთ. დათმო-
ბა გრძნობების გამოხატვაში ბავშვს საკუთარი თავის რწმენას უძ-
ლიერებს და ეხმარება გრძნობებისა და აზრების გამოხატვის
უნარის ჩამოყალიბებაში. როცა ბავშვს ზედმეტ უფლებას ვაძ-
ლევთ, ეს მეტი პრივილეგიის მიღწევისა და დაუშვებელი საქ-
ციელის სურვილს უჩენს.

ახლებური მიდგომა:
განსხვავებულად მოეპყარით ბავშვის გრძნობებსა და საქცი-
ელს

აღზრდისადმი ჩვენი ახლებური მიდგომის ქვაკუთხედი ბავ-


შვის სურვილების, გრძნობებისა და საქციელის მკაცრი გამიჯვნა
გახლავთ. ჩვენ უნდა შევზღუდოთ საქციელი, მაგრამ სურვილებსა
და გრძნობებს წინ არ უნდა აღვუდგეთ.
დისციპლინის დარღვევასთან დაკავშირებული მრავალი სა-
კითხი ორი ეტაპისგან შედგება: გაბრაზება და მისგან გამოწ-
ვეული მოქმედება. ამ ეტაპების მიმართ სხვადასხვა დამოკიდებუ-
ლება უნდა ვიქონიოთ: გრძნობები უნდა განვსაზღვროთ და გა-
მოვხატოთ, ხოლო მოქმედებანი შევზღუდოთ და სხვა კალაპოტ-
ში მოვაქციოთ. ზოგჯერ ბავშვის გრძნობების უბრალო განსაზ-
ღვრაც კი გვეხმარება თავის ადგილზე ყველაფრის დაყენებაში.
დედა: დღეს ვიღაცაზე გაბრაზებული ხარ.
რონენი: ჰო, გაბრაზებული ვარ.
დედა: ძალიან გაბრაზებული ჩანხარ.
რონენი: სწორედაც ასეა.
დედა: ვინ გაგაბრაზა?
რონენი: შენ.
დედა: რაშია საქმე, ამიხსენი.
რონენი: ბაღში სასეირნოდ მარტო სტივი წაიყვანე, მე კი შინ
დამტოვე...
დედა: ამიტომაც გაბრაზდი, არა? ალბათ იფიქრე, დედას
ჩემზე მეტად სტივი უყვარსო.
რონენი: დიახაც!
დედა: ზოგჯერ მართლაც ასე გეჩვენება, არა?
რონენი: რა თქმა უნდა.
დედა: მოდი, ასე მოვილაპარაკოთ, ჩემო პატარავ: როცა იგ-
რძნობ, რომ ამის გამო ბრაზი მოგდის, მაშინვე მოდი და მითხა-
რი.
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ აუცილებელია, ბავშვი შევაჩეროთ
და მკაცრად დავუდგინოთ, რა შეიძლება და რა – არა.
ოთხი წლის მარგარეტს „ნათელი“ აზრი მოუვიდა, კატისთვის
კუდი მოეჭრა და ენახა, „შიგნით რა იყო“. მამა მიხვდა, რომ ბავ-
შვის საქციელი ბუნების საიდუმლოებათა წვდომის სურვილით
იყო ნაკარნახევი, მაგრამ კატისთვის ხელის ხლება გადაჭრით
აუკრძალა: „ვიცი, რომ გაინტერესებს, შიგნით რა არის, მაგრამ
კატა ხომ ცოცხალია! თავი დაანებე. მაგას ჯობს, ენციკლოპე-
დიაში მოვძებნოთ ისეთი ნახატი, სადაც ჩანს, „შიგნით“ რა არის“.
როცა ხუთი წლის ტედის დედამ დაინახა, რომ შვილი მისა-
ღები ოთახის კედელს ფანქრით დაუფიქრებლად ჩხაპნიდა, პირ-
ველი, რაც დააპირა, შვილის გატყეპა იყო, მაგრამ ბავშვს ისეთი
შეშინებული სახე ჰქონდა, რომ დედას ხელი არ დაემორჩილა.
მან ტედს ქაღალდის რამდენიმე ფურცელი მიაწოდა და უთხრა:
„კედლებზე ხატვა არ შეიძლება, აჰა, ეს ფურცლები და კედელზე
ნუ დახატავ, კარგი?“ – და შპალერიდან ნახატის ჩამოწმენდას შე-
უდგა. „დედიკო, ძალიან მიყვარხარ...“ – ჩაიბუტბუტა სახტად
დარჩენილმა ტედმა.
როგორ არ ჰგავს გადმოცემულ მიდგომას ზოგიერთი მშობ-
ლის ტრადიციად ქცეული მოქცევა: „რას აკეთებ? ეს რა არის?
არ იცი, რომ კედლებზე ხატვა არ შეიძლება?! ოჰ, შე საზიზღა-
რო! რა უნდა გიყოს ადამიანმა, იცი? მოიცა, მოვიდეს მამაშენი,
ყველაფერი თუ არ ვუთხრა?! ნახე, როგორ გაიტყიპები!“

დისციპლინა:
სასარგებლო და უსარგებლო მიდგომები

უზარმაზარი ზღვარი არსებობს ამ ორ მიდგომას შორის.


ზოგჯერ მშობელი ბავშვს არასასურველ ქცევას ისე უკრძალავს,
რომ არც ფიქრობს, თუ რითია გამოწვეული ბავშვის ესა თუ ის
ცუდი საქციელი. ამასთან, აკრძალვა უფრო ხშირად ჩხუბის
დროს ხდება და ამიტომ მუდამ ბუნდოვანი და შეურაცხმყოფე-
ლია ბავშვისთვის. ჩხუბის დროს ბავშვს ძალა არ შესწევს, რაიმე
გაიგოს და მშობლის სიტყვები, წინააღმდეგობის გრძნობის გარ-
და, მასში არაფერს გამოიწვევს. ასეთ დროს ბავშვს რჩება შთა-
ბეჭდილება, რომ ეჩხუბებიან არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი
საქციელი არ მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ ის საერთოდ ცუდი
და არაფრის მაქნისია.
დისციპლინის თანამედროვე გაგება იმაში მდგომარეობს,
რომ დავეხმაროთ პატარებს არა მხოლოდ საქციელის გამოსწო-
რებაში, არამედ გავითვალისწინოთ და გავიგოთ ამ საქციელის
ჩადენის მოტივები. მშობლები შვილებს უფლებას უნდა აძლევ-
დნენ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება, ახსნან, რას
გრძნობენ, მაგრამ ამასთანავე გააგებინონ, რომ ზღუდავენ და
კრძალავენ ცუდ საქციელს. აკრძალვები კი ისე უნდა დავაწესოთ,
რომ არც ბავშვისა და არც მშობლის ღირსებას არ შევეხოთ. აკ-
რძალვები თვითმიზნური არ უნდა იყოს, ისინი მხოლოდ აღ-
მზრდელობითი მიზნით უნდა გამოვიყენოთ, ამიტომ მას თან არ
უნდა ახლდეს არც ფიზიკური ძალადობა, არც დაცინვა და არც
ყვირილი და დავიდარაბა. ამასთან, მშობელი იმისთვისაც უნდა
იყოს მზად, რომ აკრძალვას შეიძლება ბავშვის ნეგატიური რეაქ-
ცია მოჰყვეს. ბავშვს დამატებით იმის გამოც სჯიან, რომ მან აკ-
რძალვების გამო უკმაყოფილება გამოხატა.
თუ დისციპლინურ შეზღუდვებს სწორად დავაწესებთ, ბავშვი
მიხვდება, რომ აუცილებელია ქცევის თუნდაც ნაწილობრივ შეც-
ვლა. მაშინ მშობლების მიერ თავს მოხვეული დისციპლინა მის-
თვის თვითდისციპლინად გადაიქცევა. ვინაიდან ბავშვი მშობელ-
თან იდენტიფიკაციას ახდენს, მშობლის მიერ მიწოდებული ღი-
რებულებები მისთვისაც ღირებულებებად იქცევა და ამით თვით-
რეგულირებისთვის აუცილებელ ღერძს შეიძენს.

აღზრდის სამფეროვანი ველი:


წახალისება, ნებართვის მიცემა და აკრძალვა

ბავშვს ნათლად უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, თუ რის უფ-


ლებას აძლევენ და რა ეკრძალება. როდესაც იცის დასაშვები
ქცევის ფარგლები, ბავშვი თავს უფრო დაცულად გრძნობს. საჭი-
როდ მიგვაჩნია, ბავშვის საქციელი სამი მიმართულებით განვიხი-
ლოთ და ბავშვის დასაშვებ ქცევათა დიაპაზონი სამფეროვან ვე-
ლად წარმოვიდგინოთ:
პირველი (მწვანე ველი) ისეთ საქციელს განსაზღვრავს, რო-
მელიც არამცთუ დასაშვებად მიგვაჩნია, არამედ ვაქეზებთ კიდეც
ბავშვს მის შესასრულებლად. მეორე (ყვითელი ველი) – დასაშვე-
ბია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, გარკვეული პირობების
გათვალისწინებით. ასეთ პირობებს განეკუთვნება შემდეგი:
1.ზოგიერთი საქციელი შეიძლება დასაშვებად მივიჩნიოთ,
ქცევის შემდგომი გაუმჯობესების იმედით, მაგალითად, თუკი
გვინდა, რომ ბავშვს კვლევის სურვილი განვუვითაროთ. გამოუც-
დელ მძღოლს ჯარიმას უწერენ, თუკი მარჯვენა მხარის ციმციმა
ჩართო, სინამდვილეში კი მარცხნივ შეუხვია, იმ იმედით, რომ
მანქანის მართვის ნორმებს მომავალში უფრო ყურადღებით აით-
ვისებს.
2.არსებობს ისეთი განსაკუთრებული მიზეზები, რომლებიც
ე.წ. სტრესულ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული: უბედური
შემთხვევა, ავადმყოფობა, ბინის გამოცვლა, მეგობრებთან გან-
შორება, ახლობელი ნათესავის სიკვდილი ანდა მშობლების გან-
ქორწინება. ასეთ შემთხვევაში ბავშვს მეტ თავისუფლებას ვანი-
ჭებთ, რადგან მის სულიერ მდგომარეობას ვითვალისწინებთ.
თუმცა ბავშვს მაშინაც უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენი შემწყნა-
რებლობა ამჯერად მხოლოდ განსაკუთრებული მდგომარეობით
არის გამოწვეული.
მესამე (წითელი ფერის) ველი ისეთ საქციელს განსაზ-
ღვრავს, რომელიც არასოდეს, არც ერთ სიტუაციაში არ ჩაით-
ვლება მისაღებად და აუცილებლად უნდა აღიკვეთოს. იგულის-
ხმება სიტუაციები, რომლებიც ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას,
საზოგადოებაში მათ ავტორიტეტს და ფინანსურ მდგომარეობას
ემუქრება. ამავე ველში ერთიანდება ისეთი მოქმედებანი, რომ-
ლებიც იკრძალება კანონით, ეთიკის ნორმებით და ასევე, სო-
ციალური წეს-ჩვეულებებით.
ამ სამფეროვანი ველის ფარგლების დაცვას ძალზე დიდი
როლი ენიჭება. თუ ბავშვს რაიმე აკრძალულის კეთების უფლე-
ბას აძლევენ, მას სული აფორიაქებული აქვს. რვა წლის ბიჭმა,
რომელსაც დედამ ნება დართო, ავტობუსის საფეხურზე დაკი-
დულს ემგზავრა, მას ბრალი დასდო, – არ გიყვარვარო: „მარ-
თლა რომ გყვარებოდი, უფლებას არ მომცემდი, სიცოცხლე საფ-
რთხეში ჩამეგდო“. მეორე ბიჭუნამ პატივისცემა დაკარგა მშო-
ბელთა მიმართ, რადგან მათ არ შეაჩერეს ბავშვები, რომლებიც
ბიჭის „ქიმიურ ლაბორატორიას“ ამტვრევდნენ.
ბავშვებს ძალიან უჭირთ მათთვის სოციალურად დაუშვებელ
გრძნობებსა და სურვილებთან გამკლავება. ამ ბრძოლაში მშობ-
ლები მათი მოკავშირეები უნდა გახდნენ. დასაშვებ საქციელთა
განსაზღვრით შვილებს თითქოს მოვაგონებთ: „ნუ შეგეშინდება
შენი საქციელის, მე შენ გვერდით ვარ, მე დაგიცავ შორს შეტოპ-
ვისაგან“.

საზღვრების დაწესება:
რა შეიძლება და რა არ შეიძლება

„შეზღუდვათა პოლიტიკის“ გატარებისას, ისევე, როგორც ნე-


ბისმიერი აღმზრდელობითი ინიციატივის დროს, საბოლოო შე-
დეგი თვით აღზრდის პროცესზეა დამოკიდებული. აკრძალვები
ისე უნდა განვსაზღვროთ, რომ ბავშვმა დანამდვილებით იცოდეს:
1. კერძოდ, რა არ შეიძლება; 2. რა შეიძლება აკრძალული
საქციელის ნაცვლად. მაგალითად: „არ შეიძლება თეფშების
იატაკზე დაყრა, ბალიშების – შეიძლება“, ანდა: „თეფშები
იმისთვის არ არსებობს, რომ ერთმანეთს ვესროლოთ, ბალიშები
კი ამისთვის გამოდგება. უმჯობესია, თუ აკრძალვა სრული იქნება
და არა ნაწილობრივი. ხომ არ არსებობს განსხვავება ამ ორ
წინადადებას შორის: „ნუ ასხამ წყალს“ და „ნუ ასხამ დას თავზე
წყალს“. თუ ბავშვს ეტყვით: „მოდი, ცოტა გაწუწე შენი დაიკო,
ოღონდ კაბა არ დაუსველო“, ბავშვი სრულიად დაიბნევა, მას
გადაწყვეტილების მისაღებად მკაფიო კრიტერიუმი აღარ ექნება.
აკრძალვა აუცილებლად მტკიცე უნდა იყოს: „ამის გაკეთება არ
შეიძლება – აი, ჩემი საბოლოო სიტყვა. სერიოზულად გეუბნები“.
თუ მშობლებმა არ იციან, რა ქნან, ჯობს, არ იჩქარონ, დასხდნენ
და კარგად მოიფიქრონ, როგორ მოიქცნენ და ჯერ საკუთარი
პოზიცია თავად ჩამოაყალიბონ. მოუფიქრებელი და უგერგილო
აკრძალვები ბავშვის გამოწვევას ჰგავს. იწყება ბრძოლა, რომე-
ლიც, ვეჭვობ, ვინმეს გამარჯვებით დასრულდეს.
აკრძალვა ისე უნდა გამოვთქვათ, რომ ბავშვს ღირსება არ
შევულახოთ, არ გავაწბილოთ. ამასთან, იგი ავტორიტეტულად
უნდა იყოს წარმოთქმული და შეტევის სახე არ უნდა ჰქონდეს.
ქვემოთ მოყვანილი მაგალითები აკრძალვის არასწორ ფორმებს
წარმოგვიდგენს.
რვა წლის ენი დედასთან ერთად მაღაზიაში შევიდა. სანამ
ქალი საყიდლებით იყო დაკავებული, გოგონა სათამაშოების გან-
ყოფილებაში თოჯინებით ერთობოდა და ბოლოს რამდენიმე
„ყველაზე ლამაზი“ თოჯინა ამოირჩია. გოგონამ დაბრუნებულ
დედასთან მიირბინა და ჩურჩულით ჰკითხა: „დედიკო, რომელი
თოჯინა წავიყვანოთ სახლში?“ დედას ახალი კაბა ეყიდა, ფული
დაეხარჯა და გაღიზიანებულიც იყო, რადგან არ იცოდა, ის კაბა
ნამდვილად სჭირდებოდა თუ არა, ამიტომ შვილსაც უხეშად მი-
მართა: „იმდენი თოჯინა გყავს, სად წავიღო, არ ვიცი! რასაც
დაინახავ, ყველაფერი კი არ უნდა მაყიდვინო!“
მალევე მიხვდა თავის შეცდომას, გოგონას დაუყვავა და ნაყი-
ნი უყიდა. მიუხედავად ამისა, ენი მაინც ნაწყენი დარჩა.
თუ ბავშვი ისეთ რამეს გთხოვთ, რისი შესრულებაც არ შე-
გიძლიათ, იმით უნდა დაეხმაროთ, რომ ამ სურვილით მაინც გა-
ნიცადოს სიამოვნება. არ შეიძლება ბავშვს იმაზე ოცნებაც წაარ-
თვათ, რის შესრულებასაც ვერ ახერხებთ. მაგალითად, დედას
შეეძლო ენისთვის ეთქვა: „ალბათ, როგორ გინდა, რომ ეს
ლამაზი თოჯინა შენი იყოს. მესმის, ძალიან გინდა, ყველა სათა-
მაშო თან წამოიღო, მაგრამ რა ვქნა, ახლა ფული არ მაქვს. თუ
გინდა, მოდი, გასაბერი ბურთი ვიყიდოთ ან ნაყინი, რომელი
გირჩევნია?“
ვთქვათ, ბავშვმა ნაყინი აირჩია. დედა მისცემდა ფულს და
ეტყოდა: „მიდი, გაიქეცი, ჩქარა იყიდე“ და ინციდენტიც ამით დამ-
თავრდებოდა. ენის რომ ცრემლი ღვარად სდიოდეს, დედა მაინც
თავისაზე უნდა იდგეს: „ვიცი, რომ ყველა სათამაშო მოგწონს, ეს
თოჯინაც ძალიან ლამაზია, იმასაც ვხედავ, როგორ ტირი, მაგ-
რამ რა ვქნა, შვილო, ნამდვილად არ მაქვს ფული“.
თუ ბავშვი გიცხადებთ, რომ სკოლაში არ წავა, ნაცვლად იმი-
სა, რომ ეძახოთ: „სკოლაში უნდა წახვიდე, ყველა ბავშვი დადის
სკოლაში. ასეთია წესი. სულაც არ მინდა, რომ ზარმაც ბავშვებზე
მონადირე მოგვადგეს სახლში“, – სხვაგვარად სცადეთ. თანაგ-
რძნობით ნათქვამი თქვენი სიტყვები პატარას საშუალებას მის-
ცემს, სურვილი წარმოსახვით (ოცნებაში) მაინც დაიკმაყოფი-
ლოს, თუკი მასთან სასაუბროდ სწორ ფორმას შეარჩევთ: „ალ-
ბათ ძალიან არ გინდა სკოლაში წასვლა. რა კარგი იქნებოდა,
დღეს ორშაბათი კი არა, შაბათი ყოფილიყო, მეგობრებთან ერ-
თად ითამაშებდი, უფრო გვიან გაიღვიძებდი. მესმის შენი. საუზ-
მედ რა მოგიმზადო?“
რატომ ხდება, რომ ასეთი მიმართვა ბავშვს ნაკლებ ტრავმას
აყენებს, ვიდრე პირდაპირი უარი? იმიტომ, რომ მშობლის ასეთი
გამოხმაურება ბავშვს აგრძნობინებს, რომ მისი ესმით, ხოლო
როცა ჩვენი ესმით, ვგრძნობთ, რომ ვუყვარვართ. ასეთი მაგა-
ლითი განვიხილოთ: მაღაზიის ვიტრინაში კაბა მოგეწონათ და
მისი თვალიერება დაიწყეთ. ამ დროს თქვენი საყვარელი
ადამიანი გეუბნებათ: „რა დაგემართა, რას დამდგარხარ ამ ვიტ-
რინასთან, არ იცი, რომ ფინანსური პრობლემები გვაქვს? ეს
ძვირად ღირებული კაბა საშენო არ არის, ვერ ვიყიდით“. არა
მგონია, ასეთმა სიტყვებმა ამ ადამიანის მიმართ სიყვარული გა-
გიცხოველოთ. ალბათ ძალიან გეწყინებათ და გაბრაზდებით. ახ-
ლა წარმოიდგინეთ, რომ იგივე პიროვნება კი არ გაგაკრი-
ტიკებთ, არამედ თქვენს სურვილს გაიზიარებს და ასე მოგმარ-
თავთ: „რა სიამოვნებით გიყიდდი ამ კაბას, საყვარელო, სა-
შუალება რომ გვქონდეს. წარმომიდგენია, როგორ ჩაიცვამდი,
სამკაულებს როგორ მოირგებდი და როგორი მომაჯადოებელი
იქნებოდი“.
ამ ორი ვარიანტიდან კაბის ყიდვა არც ერთს არ მოჰყვებო-
და. მიუხედავად ამისა, მეორე ვარიანტი გულს მაინც არ გატკენ-
დათ და ადვილი შესაძლებელი იყო, თქვენ შორის სათუთი
გრძნობა გაემყარებინა კიდეც.
ოდესღაც ალასკაზე სკოლაში მასწავლებლად ვმუშაობდი.
ერთხელ კლასში ტუჩის გარმონი მივიტანე და ბავშვებს ჩემი
დაკვრით ვართობდი. დაკვრა რომ დავასრულე, ესკიმოსი ბიჭუნა
მომიახლოვდა და მთხოვა, გარმონი მომეციო. ცხადია, შემეძლო
მეპასუხა, ვერ მოგცემ, იმიტომ, რომ ამის მეტი არ მაქვს და მე
თვითონ მჭირდება. თანაც ეს გარმონი ძმამ მაჩუქა-მეთქი. ბავშვი
თავს უარყოფილად იგრძნობდა და მხიარული განწყობილება
სევდიანით შეეცვლებოდა. ამიტომ ჩვენი საუბარი წარმოსახვით
მდგომარეობაში გადავიტანე: „რა კარგი იქნებოდა, კიდევ ერთი
გარმონი რომ მქონოდა და შენთვის მეჩუქებინა“. მერე იმავე
თხოვნით მეორე მოსწავლე მომადგა, მასაც იგივე ვუპასუხე: „რა
კარგი იქნებოდა, კიდევ ორი გარმონი მქონოდა და თქვენთვის
მეჩუქებინა“. ბოლოს კლასის 26-ვე მოსწავლე იმავეს მთხოვდა
და მეც ვპასუხობდი: „რა კარგი იქნებოდა, კიდევ 26 გარმონი
მქონოდა, და ყველასთვის დამერიგებინა“. რაღაც თამა-
შისმაგვარი გამოვიდა და როგორც შევატყვე, ბავშვებსაც მოეწო-
ნათ.
ეს მაგალითი ჩემს საგაზეთო სვეტში მოვიშველიე, რის შემ-
დეგაც რედაქტორმა მომწერა: „ამიერიდან, როდესაც წერილის
გამოქვეყნებაზე უარის თქმა მომიწევს, ავტორს სწორედ ასე ვეტ-
ყვი: რა კარგი იქნებოდა, თქვენი სტატიის დაბეჭდვა რომ შემეძ-
ლოს“.
აკრძალვის სხვადასხვაგვარად გამოხატვის ფორმები

უარის თქმის სხვადასხვა მიზეზი არსებობს და მისი გამოხატ-


ვის ამდენიმე საშუალება შეიძლება მოიძებნოს. ზოგჯერ ძალზე
ამართლებს შემდეგი „ეტაპობრივი“ სისტემა:
1.მშობლები აღიარებენ, რომ მსგავსი სურვილი სავსებით ბუ-
ნებრივია და მას უბრალოდ იმეორებენ: „გვესმის, რომ ძალიან
გინდა დღეს კინოში წასვლა“.
2.ისინი გადაჭრით კრძალავენ რომელიმე მოქმედებას: „მაგ-
რამ დღეს კინოში ვერ გაგიშვებთ, დღეს ხომ სამუშაო დღეა“.
3.ასწავლიან ბავშვს, როგორ უნდა განახორციელოს, თუნდაც
ნაწილობრივ, საკუთარი სურვილი: „პარასკევს ან შაბათს წადი“.
ეს დაძაბულობას ხსნის.
4.ეხმარებიან ბავშვს გამოხატოს თავისი უკმაყოფილება ამ
აკრძალვის გამო და თანაგრძნობასაც გამოხატავენ:
– შენ, რა თქმა უნდა, ეს არ მოგწონს.
– ალბათ გერჩივნა, ჩვენს ოჯახში ასეთი წესი არ ყოფილიყო.
– ყოველ საღამოს სიამოვნებით ივლიდი კინოში.
– როცა დიდი გაიზრდები, შვილებს ყოველდღე კინოში ატა-
რებ.
შეგვიძლია სულ სხვანაირადაც ჩამოვაყალიბოთ ჩვენი უარი.
ისეც ხდება, რომ ბავშვს რაღაც სასწრაფოდ უნდა ავუკრძალოთ
და ამის გამეორებისა და თანაგრძნობის დრო არ გვრჩება. მაგა-
ლითად, დედა ხედავს, მისი შვილი როგორ აპირებს, დას ქვა ეს-
როლოს. „დას – არა, ხეს ესროლე!“ – უყვირის დედა, რათა პა-
ტარა გოგონა გადაარჩინოს. დანარჩენს რაც შეეხება, დედამ
მოგვიანებით უნდა გამონახოს დრო და შვილს აუხსნას, პატარამ
გაბრაზება ან სხვა ემოციები როგორ უნდა გამოხატოს სხვების
დაუზიანებლად.
– შეგიძლია დაიკოზე გაბრაზდე, ძალიანაც გაბრაზდე... გუ-
ლის სიღრმეში იმ წუთს გეჯავრებოდეს კიდეც, მაგრამ მისთვის
რამის დაშავება აკრძალულია.
– თუ ემოციებისგან გათავისუფლება გინდა, შეგიძლია ქვა
ხეს ესროლო.
– თუ გინდა, მომიყევი ან მიჩვენე, როგორი გაბრაზებული
ხარ დაიკოზე.
აკრძალვები ისეთი სიტყვებით უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ
ბავშვის ღირსება არ შევლახოთ. მოკლედ და ზოგადი ფორმით
ჩამოყალიბებული აკრძალვები საერთოდ, უკეთ აღიქმება ხოლ-
მე. მაგალითად, აჯობებს ვუთხრათ: „სამუშაო დღეებში კინოში არ
დადიან“, ვიდრე: „ხომ მშვენივრად იცი, რომ სამუშაო დღეებში
კინოში სიარული არ შეიძლება“. უკეთესია – „ძილის დროა“, ვიდ-
რე – „დაწექი, დაიძინე, შენ ჯერ პატარა ხარ“. უკეთესია – „საბავ-
შვო გადაცემების დრო ამოიწურა“, ვიდრე – „გეყოფა ტელევიზო-
რის ყურება, ახლავე გამორთე“. „ყვირილი არ შეიძლება“ – გაცი-
ლებით უკეთ მოქმედებს, ვიდრე – „აბა, მორჩი ყვირილს“.
აკრძალვები უფრო სწორად და წარმატებით აღიქმება, როცა
საგნის ფუნქციაზე მივუთითებთ: „სკამზე სხედან, კი არ დგანან“
(და არა – „ახლავე ჩამოძვერი სკამიდან“); „კუბურებით სახლებს
აგებენ, ერთმანეთს კი არ ურტყამენ“ (და არა – „მორჩი კუბურე-
ბის სროლას, საშიშია!“)

ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ ენერგიის ხარჯვა

დისციპლინის საკითხებში პრობლემები განსაკუთრებით მა-


შინ წამოიჭრება, როდესაც საქმე სწორედ ბავშვის ფიზიკური აქ-
ტივობის შეზღუდვას ეხება. მაგალითად:
– ნუ დარბიხარ! ნორმალური ადამიანივით ვერ გაივლი?!
– დაჯექი, როგორც წესი და რიგია! რა გახტუნებს?!
– ნუ ცმუკავ!
– რა წეროსავით ცალ ფეხზე დგახარ?!
– ნუ ჩქარობ, წაიქცევი და თავს გაიტეხ!
არ შეიძლება ბავშვის ორგანიზმის მოტორული ფუნქციების
დათრგუნვა. იმისათვის, რომ ბავშვი ფიზიკურადაც და ფსიქიკურა-
დაც ჯანმრთელი იყოს, მისთვის აუცილებელია ხტუნვა, სირბილი,
მოუსვენარი ცმუკვა და სხვა. მოძრაობებთან დაკავშირებული თა-
მაშობების აკრძალვა ბავშვს თრგუნავს, ცუდ გუნებაზე აყენებს და
აგრესიულს ხდის.
ენერგიის ფიზიკურ აქტიურობად გარდაქმნა პირველხარის-
ხოვანი (მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად უგულებელყოფილი) წინა
პირობაა, რათა ბავშვი დისციპლინირებული იყოს, თანაც ეს
ცხოვრებას მშობელსაც უმსუბუქებს. ბავშვს აქტიური თამაშები
ესაჭიროება. საკმაოდ ბევრი ასეთი თამაში არსებობს: ბურთი,
სახტუნაო, სირბილი, ცურვა, ციგურებით სრიალი, ვარჯიში, ვე-
ლოსიპედით სიარული. სკოლები უფრო გაგებით ეკიდებიან ბავ-
შვის მოთხოვნილებას, იმოძრაოს: ატარებენ სპორტულ მეცადი-
ნეობებს გაკვეთილების დაწყებამდე ან – შემდეგ. ფიზკულტურის
გაკვეთილებსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ისე უნდა მოვიქცეთ,
რომ ბავშვის ორგანიზმის ფიზიკური აქტივობის მოთხოვნილებამ
შესაბამისი გამოხატულება პოვოს. ეს ბავშვის კარგი ქცევისა და,
აქედან გამომდინარე, მშობელთა სიმშვიდის საწინდარია.

დისციპლინის დარღვევა და პირდაპირი იძულება

თუ მშობლები რაიმეს აკრძალვის აუცილებლობას მკაფიოდ


და შვილის ღირსების შესალახავად გამოთქვამენ, ბავშვი, რო-
გორც წესი, ამ აკრძალვას ემორჩილება. ამასთანავე, არ უნდა
დავივიწყოთ, რომ იგი დროდადრო ნებისმიერ აკრძალვას არ-
ღვევს. საკითხავია, როგორ მოვიქცეთ, როცა სწორედ ასეთი რამ
ხდება. წარმატებული აღმზრდელობითი პროცესი გულისხმობს,
რომ მშობელი ზომიერად მკაცრი, მაგრამ კეთილი იყოს. აკ-
რძალვის დარღვევას მაშინვე სათანადო რეაქცია უნდა მოჰყვეს,
მაგრამ იგი სიტყვაგრძელი არ უნდა იყოს. დაუშვებელია აკ-
რძალვის აუცილებლობის შესახებ კამათის წამოწყება. არ ღირს
ამ საკითხზე ხანგრძლივი ახსნა-განმარტების მიცემა. აზრი არა
აქვს, ბიჭუნას საათობით ავუხსნათ, თუ რატომ არ შეიძლება დას
აწყენინოს, საკმარისია ვუთხრათ: „ცემა არ შეიძლება“. ამას უნდა
დავამატოთ, რომ ადამიანები იმისთვის არ არიან გაჩენილები,
რომ მათ სცემონ. ასევე უშედეგოა იმის ახსნა, თუ რატომ არ შე-
იძლება ფანჯარას ბურთი მივარტყათ, უბრალოდ უნდა ვუთხრათ:
„ეს არ შეიძლება“.
როდესაც ბავშვი მისთვის დასაშვებ ფარგლებს სცდება, იგი
ისედაც აღელვებულია და მშობელმა ეს აღელვება უკიდურეს
წერტილამდე არ უნდა მიიყვანოს. ზედმეტად სიტყვაგრძელი
მშობლები სუსტი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, არადა,
მათგან ძალა უნდა გამოსჭვიოდეს. იგულისხმება ისეთი შემთხვე-
ვები, როდესაც ბავშვს მოზრდილის დახმარება ესაჭიროება, რო-
მელიც ხელს შეუწყობს საკუთარსავე იმპულსურობასთან გამკლა-
ვებაში. აი, მაგალითი, რომელიც გვიჩვენებს, როგორ არ უნდა
მოვიქცეთ აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში:
დედა: როგორც ვხედავ, შენ მხოლოდ მაშინ გესმის ჩემი,
როცა ვყვირი? რახან ეგრეა (ხმამაღლა კივილით) ახლავე გა-
ჩერდი, თორემ ისე მოგცხებ, რომ თვალთ დაგიბნელდეს! აბა,
ერთი, სცადე და კიდევ ესროლე!
შეშინებისა და მუქარის ნაცვლად დედას შეეძლო თავისი სამ-
წუხაროდ სამართლიანი ბრაზი სხვაგვარად გამოეხატა:
– ძალიან გაბრაზებული ვარ შენზე.
– გაჩერდი, ნუ მაბრაზებ!
– იცოდე, გავბრაზდები! ეს ნივთი იმისთვის არაა, რომ ისრო-
დე, გირჩევნია, ბურთი აიღო.
აკრძალვის დროს არ შეიძლება მშობელმა გამართოს ორ-
თაბრძოლა იმის დასამტკიცებლად, რომ სწორედ ისაა მართა-
ლი, ხოლო აკრძალვა – აუცილებელი და სამართლიანი.
მარგარეტი (5 წლის; საბავშვო მოედანზე): აქ ძალიან კარ-
გია, სახლში არ წამოვალ.
მამა: მე კი გეუბნები – წამოხვალ-მეთქი!
ასეთი კინკლაობა ორიდან ერთ შედეგამდე მიგვიყვანს – ან
მამა გაიმარჯვებს, ან – შვილი, თუმცა არც ერთი შედეგი არ არის
სასურველი. ყველაფერს აჯობებდა, მშვიდობიანად შეთანხმებუ-
ლიყვნენ, ამისთვის კი მამას შვილისთვის უნდა ეთქვა: ისე მოგე-
წონა აქაურობა, რომ საღამომდე აქ იქნებოდი, მაგრამ დღეს მე-
ტი დრო არა მაქვს, შინ უნდა წავიდეთ.
თუ ბავშვი ამის შემდეგაც გაჯიუტდებოდა, მამას მისთვის ხე-
ლი უნდა ჩაეკიდა და წაეყვანა. პატარებისთვის მოქმედება სიტ-
ყვებზე უფრო მჭევრმეტყველია.

მშობლებზე „თავდასხმა“

არასოდეს არ უნდა მივცეთ ბავშვს უფლება, მშობელზე აღ-


მართოს ხელი. ასეთი „თავდასხმები“ ორივე მხარისთვის სა-
ზიანოა – როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვის. ბავშვი
ფრთხება და მშობლისგან შურისძიების შიში ტანჯავს, მშობელი
კი გაცეცხლებული და შეურაცხყოფილია. აკრძალვა – „მშობლე-
ბის ცემა სასტიკად აკრძალულია“ – ბავშვს თავიდან ააცილებს ამ
უაზრო მღელვარებასა და შიშს, მშობელი კი საკუთარ ავტორი-
ტეტს შეინარჩუნებს.
დროდადრო ასეთი უსიამოვნო სურათის მომსწრენი ვხდე-
ბით: პატარა ბიჭუნას უნდა, რომ დედას თავში ჩაარტყას, დედა კი
ხელს უშვერს: „აჰა, დამარტყი, ოღონდ ძალიან მაგრად არა“.
ასეთ შემთხვევებში ერთი სული მაქვს მივეჭრა მშობელს და ავუხ-
სნა, თუ ასეთი საქციელით რაოდენ ვნებას აყენებს თავის პატა-
რას. წესით, დედას მაშინვე უნდა შეეჩერებინა შვილი და ეთქვა, –
„ცემა არ შეიძლება, ამის უფლებას არ მოგცემ“, – ან ასე: „თუ
გაბრაზდები, მითხარი ხოლმე“.
ეს აკრძალვა სამუდამო უნდა იყოს, მისი შეცვლა არასოდეს
არ უნდა შეიძლებოდეს. კარგი აღზრდა მშობლებისა და შვილე-
ბის ურთიერთპატივისცემაზე დგას. თანაც, მშობელმა უარი არა-
სოდეს არ უნდა თქვას თავის როგორც უფროსის როლზე. რო-
დესაც ბავშვს ვთავაზობთ, დამარტყი, ოღონდ ისე, რომ არ მეტ-
კინოსო, ამით ძალიან რთული ამოცანის წინაშე ვაყენებთ, რად-
გან მან ის მცირედი ნიუანსები უნდა გაარჩიოს, რომლებიც „თამა-
შით“ დარტყმას „ნამდვილი“ დარტყმისგან განასხვავებს.

ბავშვების ცემა არ შეიძლება

მართალია, ბავშვის ცემას ძალზე ცუდი „რეპუტაცია“ აქვს,


მაგრამ იგი მაინც ზემოქმედების პოპულარულ საშუალებად რჩე-
ბა. ჩვეულებრივ, ბავშვებს მაშინ სცემენ, როცა უფრო მშვიდო-
ბიანი მეთოდები – ხვეწნა ან მუქარა არ გაუდით, რაც ნიშნავს,
რომ აღმზრდელმა თავისი მოვალეობა სხვაგვარად ვერ შეასრუ-
ლა. როგორც წესი, მშობელი ამას წინასწარგამიზნულად არ აპი-
რებს, ყველაფერი სტიქიურად ხდება, როდესაც გაცხარებისას
მშობელს მოთმინების ფიალა ევსება. დიახ, ცემის შემდეგ შეიძ-
ლება ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს ფიზიკური ზემოქ-
მედების მეთოდები გამართლებულია, – დაძაბულობა ცხრება,
მშობელმა თავისი რისხვა გადმოაფრქვია და დამშვიდდა, ბავშვი
კი დაემორჩილა, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული ხნით მაინც.
ზოგიერთი მშობლის თქმით, ასეთ დროს თითქოს ჰაერიც კი
სუფთავდება, როგორც ჭექა-ქუხილის შემდეგ.
თუ ცემა ასეთი ეფექტურია, მაშ, რატომღა გვიჩნდება
უსიამოვნო გრძნობა, როცა მას მივმართავთ, გაორებული
გრძნობები რატომ გვიპყრობს? ჯერ ერთი, ვუფიქრდებით იმას,
თუ ეს დასჯა შვილს რამდენ ხანს გაჰყვება, მეორეც – საკუთრივ
ძალის გამოყენება უსიამოვნო ნალექს გვიტოვებს და საკუთარ
თავს ვეუბნებით, ნუთუ არ არსებობს რაიმე სხვა, უკეთესი სა-
შუალება იმისათვის, რომ აღზრდას ცემა არ დასჭირდესო?!
მაშ, როგორ მოვიქცეთ, თუკი უკვე ვერ შევიკავეთ თავი და
ბავშვს დავარტყით? მშობლების უმეტესობა ხომ ამ ცოდვას
დღემდე სჩადის. „არის შემთხვევები, როდესაც ჩემს შვილთან
ურთიერთობას უბრალოდ ისე გამოვყავარ მოთმინებიდან, რომ
ან უნდა მოვკლა, ან ვცემო, და ასეთ დროს უპირატესობას ცემას
ვანიჭებ, – გამოტყდა ჩემთან საუბრისას ერთი ბიჭის დედა. – სა-
მაგიეროდ, როდესაც მრისხანება დამიცხრება, ვეუბნები, – მე, უბ-
რალოდ, ადამიანი ვარ, არ შემიძლია იმის ატანა, რაც ჩემს ძა-
ლებს აღემატება. დაგარტყი, მაგრამ ეს ჩემს პრინციპებს არ
შეესაბამება. თუკი ჩემს მოთმინებას ცდიან, მან შეიძლება მიმტყუ-
ნოს, ძალიან გთხოვ, ნუ გამოცდი ჩემს მოთმინებას-მეთქი“.
ბავშვის ცემის მიმართ დამოკიდებულება ისეთივე უნდა იყოს,
როგორიც ავტოავარიის მიმართ. ავარიები დროდადრო ხდება,
მაგრამ მართვის უფლება იმისთვის კი არ არსებობს, რომ მძღო-
ლებს ამის ნება მისცენ (ვითომდა, თუკი ავარიები გარდაუვალია,
რა საჭიროა ტარებისას ზედმეტი ყურადღების გამოჩენა). არადა,
სულ პირიქითაა, ჩვენ, მძღოლების დარად გვაიძულებენ,
ფრთხილები ვიყოთ. დაუშვებელია, ვინმემ ბავშვის აღზრდაში
ფიზიკური ძალის გამოყენება მოიწონოს მაშინაც, თუკი დროდად-
რო თავს მაინც ვერ იკავებს და ხელი წასცდება ხოლმე.
ცემის გარეშე ბავშვის გაზრდა თითქმის შეუძლებელია. მაგ-
რამ ფიზიკური ანგარიშსწორება დაგეგმილი ღონისძიება არ უნ-
და იყოს, არ უნდა წარმოადგენდეს მოზრდილის საპასუხო რეაქ-
ციას საკუთარ გაღიზიანებაზე ან ბავშვის პროვოკაციაზე. რატომ?
იმიტომ, რომ ამით პატარას კრიტიკული სიტუაციის განმუხტვის
მავნე მაგალითს ვუჩვენებთ. ნაცვლად იმისა, რომ შვილს რეაქ-
ციის გამოხატვის „ცივილიზებული“ ფორმა ვასწავლოთ, თავიდან-
ვე ველურ ფორმას – ცემას ვაჩვევთ. თითქოს ვეუბნებით, თუ გაბ-
რაზებული ხარ ან დაბნეული, თავს ნუ შეიწუხებ ფიქრით, ეს გან-
წყობა როგორ მოიცილო, დაარტყი, მშობლის მაგალითს მიჰბა-
ძეო.
როდესაც მშობელი ხედავს, რომ მის უმცროს შვილს უფრო-
სი ურტყამს, ძალიან ბრაზდება და თავში აზრადაც არ მოსდის,
რომ ამაზე ბავშვს საკუთარი საქციელით თავად უბიძგებდა.
ლამის ორმეტრიანმა მამამ დაინახა, მისმა რვა წლის ბიჭმა
ოთხი წლის დას როგორ დაარტყა. მამა ისე გაბრაზდა, რომ ბი-
ჭუნას მაშინვე ცემა დაუწყო სიტყვებით: „ახლა გეცოდინება, რომ
შენზე უმცროსებს არ უნდა სცემო“. ერთხელ შვიდი წლის ჯილი
მამასთან ერთად ტელევიზორს უყურებდა და თან თითებს ხმა-
მაღლა იწუწნიდა. მამამ უთხრა, ძალიან გთხოვ, თითების წოვას
თავი დაანებეო. ჯილმა არ დაანება. მამამ ისევ გაუმეორა, ჯილმა
არც ახლა მიაქცია ყურადღება მამის ნათქვამს. მეხუთე გაფრთხი-
ლების შემდეგ მამა ისე გაბრაზდა, რომ ჯილს დაარტყა. ჯილი
ატირდა და საპასუხოდ მანაც დაარტყა მამას. ამან მამა სულ გა-
მოიყვანა მოთმინებიდან: „როგორ ბედავ და მამაზე ხელს რო-
გორ აღმართავ, ახლავე გაეთრიე შენს ოთახში!“ – დაუღრიალა
შვილს. ჯილი ახლაც გაჯიუტდა, მაშინ მამამ ხელი სტაცა და საძი-
ნებლისკენ ძალით გაათრია. გოგონა ტიროდა, ტელევიზორი
ღრიალებდა, მას აღარავინ უყურებდა.
ამ შემთხვევის შემდეგ ჯილი ვერა და ვერ მიხვდა, ახოვან მა-
მას რატომ ჰქონდა უფლება, პატარა გოგონა გაელახა, თვითონ
კი არ შეეძლო მასზე დიდისთვის დაერტყა და ასეთი მკვეთრი
წარმოდგენა ჩამოუყალიბდა: შენზე პატარების ცემა შეიძლება და
ამისთვის არავინ გისაყვედურებს, შენზე დიდებისა კი – არა. არა-
და, მამას შეეძლო შვილთან მოსალაპარაკებლად სულ სხვა მე-
თოდი გამოეყენებინა. არ დალოდებოდა იმ წუთს, როდესაც
მოთმინებიდან გამოვიდოდა და თავს ვეღარ გააკონტროლებდა,
– როგორც კი შვილის საქციელმა გააღიზიანა, ასეთი ალტერნა-
ტივა შეეთავაზებინა: „მოდი, ასე მოვიქცეთ, ან ტელევიზორს უყუ-
რებ და თითების წოვას თავს დაანებებ, ან გახვალ და წოვას შენს
ოთახში განაგრძობ. გადაწყვიტე“.
ცემის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი კი მაინც ის არის,
რომ ამით ვაბრკოლებთ ბავშვის აღზრდას – ცემა დანაშაულის
გრძნობას სწრაფად ხსნის და ბავშვი კვლავ აძლევს თავს ცუდი
საქციელის უფლებას. ხშირად ბავშვები თვითონვე იწვევენ მშობ-
ლებს საცემრად, ერთი მამის სიტყვებით რომ ვთქვათ – „თვითონ
ითხოვენ, გვცემეო“. თითქოს მას რაღაც ბუღალტრული დამოკი-
დებულება უჩნდება ამ საქციელის მიმართ: მშობელს კვლავ არ
უჯერებს, თითქოს ზედმეტ თანხას ხარჯავს, მერე კი ამ გადახარ-
ჯვას ყოველკვირეული და ყოველთვიური ცუდი საქციელით იხდი-
სო.
ოთხი წლის მარსი ფსიქოლოგთან იმის გამო მიიყვანეს,
რომ მას ძილის დროს თმის გლეჯა დასჩემდა. ბავშვის დედა გა-
მოტყდა, რომ როდესაც შვილს უბრაზდებოდა, უყვიროდა: ისე
ვარ შენზე გაბრაზებული, რომ თმას ღერა-ღერა დაგაცლიო.
ალბათ მარსია თავს ცუდ გოგონად თვლიდა, რომელიც დასჯას
იმსახურებდა და თმის გლეჯით სურდა, დედის გული მოეგო.
როდესაც ბავშვი იწვევს მშობელს, რომ დასაჯოს, მას აუცი-
ლებლად დახმარება ესაჭიროება. მას უნდა დაეხმარონ დანა-
შაულისა და სიბრაზის მისსავე გრძნობასთან (რაც მის დანაშაულ-
თან შედარებით გადაჭარბებულია) გამკლავებაში. თუ ბავშვს სა-
შუალება აქვს, დაუბრკოლებლად გამოხატოს თავისი ბრაზი ან
დანაშაულის გრძნობა, ხოლო მისმა მშობლებმა იციან, რა დო-
ნის შეზღუდვები უნდა დაუწესონ, ბავშვის ფიზიკურად დასჯა საერ-
თოდ გაქრება.
თუ ჩვენს შვილებს კეთილგანწყობილი ფორმით გავაგები-
ნებთ, რომ გვესმის, ემოციების რაოდენ დიდი სპექტრი აქვს,
ამით მასში ემოციური ინტელიგენტობის მარცვალს ვთესავთ.
არასასურველ საქციელზე აკრძალვების დაწესებითა და მათი
დაცვის მოთხოვნით (იმ პირობით, როდესაც ბავშვს არ ვამცი-
რებთ), ბავშვს ადამიანურ საზოგადოებაში მოქცევის წესებს ვა-
ზიარებთ.
თავი 6
ვინ არის კარგი მშობელი:
ერთი დღე ბავშვის ცხოვრებიდან

ცივილიზებულ სამყაროში მოხდა ისე, რომ მშობლებს აკის-


რიათ „ცერბერთა“ როლი, რომლებიც ბავშვებს ყველაფერს უკ-
რძალავენ, რაც პატარებს ყველაზე მეტად მოსწონთ: არ შეიძ-
ლება თითის წოვა, ტიტლიკანა სიარული, თითით ცხვირის ქექვა,
ტალახში ამოთხუპნა, ღრიალი და ხმაური. პატარებს ცივილიზა-
ცია სასტიკად ექცევა: დედის რძის ნაცვლად საწოვრიან ბოთლს
სთავაზობს, ხოლო თბილი, რბილი საფენების მაგივრად – ღამის
ცივ ქოთანსა და მოთმინების აუცილებლობას.
ზოგიერთი შეზღუდვა, რა თქმა უნდა, აუცილებელია – ბავ-
შვიც ხომ საზოგადოების წევრია, თუმცა, არც ის ვარგა, მშობლე-
ბი ძალიან შეიჭრან „ცივილიზაციის დამცველის“ როლში და პო-
ლიციელის იმიჯი მოირგონ, თუკი, ცხადია, არ სურთ, პასუხად
ბავშვების უარყოფითი რეაქცია და მტრული დამოკიდებულება
მოიმკან.

კარგი დასაწყისი

სასურველია, რომ დილაობით ბავშვს მშობელი არ აღვიძებ-


დეს, რადგან შეიძლება პატარას მის მიმართ არასასურველი და-
მოკიდებულება ჩამოუყალიბდეს. დილაობით ბავშვს ხომ სწო-
რედ დედა გადახდის ხოლმე საბანს, თბილი ლოგინის მიტოვე-
ბას აიძულებს და სიზმრების სამყაროდან რეალობაში დააბრუ-
ნებს. გაცილებით უკეთესი იქნება, თუკი ბავშვი მაღვიძარას გამო-
ყენებას მიეჩვევა.
რვა წლის ემილის ძალზე უჭირდა დილაობით გაღვიძება,
არც ლოგინში კოტრიალზე ამბობდა უარს, ამიტომ ის ზედმეტი
„ერთი წუთი“ ყოველთვის იჭიმებოდა. დედა ხან ხვეწნას მიმარ-
თავდა, ხან მუქარას, ზოგჯერ ეჩხუბებოდა კიდეც, მაგრამ საქმეს
ვერა და ვერ ეშველა: ემილი ზლაზვნით დგებოდა, მოღუშული
საუზმობდა და სკოლაშიც იგვიანებდა.
საქმე მხოლოდ მას მერე გამოსწორდა, როცა დედამ შვილს
საჩუქრად მაღვიძარა უყიდა, ყუთში კი ასეთი წერილი ჩაუდო: „ე-
მილის, რომელსაც არ უყვარს, დილაობით რომ აღვიძებენ. ახ-
ლა შენი თავი შენვე გეკუთვნის. გკოცნი. დედა“.
ემილი გაოცებული და ნასიამოვნები დარჩა:
– დედი, შენ რა იცი, რომ არ მიყვარს, როცა მაღვიძებენ?
დედას გაეღიმა:
– ვიცი.
როცა მეორე დილით მაღვიძარამ დარეკა, დედამ ემილის
უთხრა:
– ცოტა ხანს იწექი, ჯერ ადრეა.
მაგრამ გოგონა მაშინვე წამოფრინდა საწოლიდან:
– რას ამბობ, სკოლაში დამაგვიანდება!
თუ ბავშვს დილით გაღვიძება უჭირს, ნუ დაარქმევთ „ძილის-
გუდას“, ხოლო თუკი ადგომაც ეძნელება და სიხარულითა და
სიმღერით არ წამოფრინდება საწოლიდან, ჩხუბს ნუ დაუწყებთ,
ამას აჯობებს, მაღვიძარას ზარის ისარი საჭირო დროზე ათი წუ-
თით ადრე დააყენოთ და ამით პატარას ძვირფასი წუთებით ნე-
ბივრობის საშუალება მისცეთ. თანაც ნუ დაივიწყებთ, რომ მოზ-
რდილების კომენტარები ამ დროს თანაგრძნობას უნდა გამოხა-
ტავდეს, მაგალითად:
– არ გინდა ახლა ადგომა?
– რა კარგი იქნებოდა, ცოტა კიდევ რომ წაგეძინა!
– მოდი, ერთი ხუთი წუთი კიდევ იწექი.
ასეთი სიტყვები განწყობილებას აუმჯობესებს და ოჯახში
თბილ, კეთილ ატმოსფეროს ქმნის. საპირისპირო გამონათქვამე-
ბი კი უსიამოვნების მოახლოებას მოასწავებს, მაგალითად:
– აბა, ადექი, ძილისგუდავ!
– აბა, ჩქარა წამოხტი, ახლავე!
– ერთი ამ მძინარე მზეთუნახავს დამიხედეთ!
ამასთან, უნდა მოვერიდოთ „სინაზის“ გამომხატველ ასეთ შე-
კითხვებსაც: „რატომ არ დგები, ავად ხომ არა ხარ? რამე ხომ არ
გტკივა? აბა, ენა მაჩვენე!“
ბავშვმა შეიძლება დაიჯეროს – მშობელმა ყურადღება რომ
მომაქციოს, ამისთვის თავის მოავადმყოფებაა საჭიროო. იქნებ
ისიც კი იფიქროს, უარყოფითად თუ ვუპასუხებ, დედა იმედგაც-
რუებული დარჩებაო. ისიც შესაძლებელია, ასეთი კითხვები ეშმა-
კურად სათვალთმაქცოდ გამოიყენოს, რათა მშობლის მზრუნვე-
ლობის მეტი დოზით დაჯილდოვდეს.

განრიგის ტირანია: პიკის საათი

თუ ბავშვს დააჩქარებთ, ჩათვალეთ, რომ იგი ყველაფერს


ათჯერ უფრო ნელა გააკეთებს და ხშირად ეს მისი პროტესტია,
იარაღი მისთვის ესოდენ საძულველ განრიგთან ბრძოლაში, რო-
მელიც ასე არ ეპიტნავება.
ბავშვი ზედმეტად არ უნდა დავაჩქაროთ, ნაცვლად ამისა, მას
ზუსტი დრო უნდა შევახსენოთ, როდესაც აუცილებლად მზად უნ-
და იყოს, და მერე ამ საკითხის გადაჭრა თავად მივანდოთ:
– სკოლის ავტობუსი ათ წუთში მოვა!
– კინოსეანსი პირველ საათზე იწყება, ახლა პირველის ნახე-
ვარია.
– უკვე შვიდის ნახევარია, სუფრასთან შვიდზე ვსხდებით.
– ამხანაგი თხუთმეტ წუთში გამოგივლის.
ასეთი მოკლე ინფორმაციების მიწოდებით ბავშვს ვაგრძნო-
ბინებთ, რომ მას სავსებით ვენდობით, მისი პუნქტუალობის იმედი
გვაქვს, გვჯერა, რომ ყველაფერს მოასწრებს. ზოგჯერ ასეთი პო-
ზიტიური დამოკიდებულება შველის. შეგვიძლია მისთვის საინტე-
რესო წინადადებაც შევთავაზოთ, რომელზეც უარს ვერ იტყვის:
„როცა მოემზადები, შეგიძლია მულტფილმს უყურო, სანამ ჩვენ
მზად ვიქნებით“.

საუზმე:
ჭამა შეგონებების გარეშე

საუზმის დროს ნუ დაუწყებთ ბავშვს ქცევის მორალური სა-


ფუძვლებისა და მანერების სწავლებას, ნურც საკუთარი ცხოვრე-
ბისეული ფილოსოფიის გაცნობას ეცდებით. მხოლოდ იმაზე იზ-
რუნეთ, რომ ბავშვმა კარგად ისაუზმოს და სკოლაში არ დააგვი-
ანდეს.
საერთოდ კი საუზმის დრო დღის ერთგვარი გამოცდაა.
ჩვეულებრივ, ამ დროს მშობლები ან ბავშვები (ან ყველანი ერ-
თად) წესიერად გამოფხიზლებულებიც კი არ არიან და ამის გამო
ადვილად ღიზიანდებიან. ამიტომ, სიტყვაგრძელი დარიგებები
შეიძლება მალევე გადაიზარდოს გაცხარებულ კამათში, სადაც
ურთიერთპრეტენზიებსა და საყვედურებს ბოლო არ ექნება. ქვე-
მოთ მოყვანილი დიალოგი სწორედ ამის მაგალითია:
დები (მაცივარში იქექება): საუზმედ რა გვაქვს? არასოდეს არ
ყიდულობ ისეთ რამეს, მე რომ მიყვარს. წესიერი საჭმელი სახ-
ლში არასოდეს არ არის.
დედა (ნაწყენი და გაბრაზებული): ერთი ამას დამიხედეთ!
რას გულისხმობ, ვერ გამიგია. მე სულ იმას ვყიდულობ, რაც შენ
გესიამოვნება, მაგრამ შენ თვითონ არ იცი, რა გინდა და რა არა.
ერთხელ და სამუდამოდ გაიგე, რომ უნდა დაჯდე და წინ რაც
გიდგას, ის შეჭამო!
დების საქციელმა დედა გაანაწყენა და შვილს ისე უპასუხა,
რომ დები უარესად გაცხარდა. ამის შედეგი კი ის იყო, რომ ხა-
სიათი ორივეს გაუფუჭდა და ერთი სკოლაში წავიდა ნირწამხდა-
რი, მეორე კი – სამსახურში.
დაუშვებელია, ბავშვს უფლება მივცეთ, ჩვენს განწყობასა თუ
რეაგირებაზე იმოქმედოს. ნაცვლად იმისა, რომ დების დედას
თავის დაცვა დაეწყო და აგრესიაზე გადასულიყო, ბავშვის ნათ-
ქვამს სერიოზულად უნდა მოჰკიდებოდა და ამით მისთვის გუნე-
ბის გაფუჭების უფლება არ მიეცა.
დედა: როგორც ვატყობ, დღეს მაცივარში შენთვის სასურვე-
ლი ვერაფერი იპოვე, არა?
დები: ჰო, შიგ არაფერი დევს ისეთი, რაც მე მომწონს. მაგ-
რამ სულაც არ მშია, ბანანიც მეყოფა.
აი, რას ჰყვება კიდევ ერთი ბავშვის დედა: „წინათ ჩვენს
ოჯახში ძალიან ხშირად სულ პატარა მიზეზი ნამდვილ სკანდა-
ლად გადაიქცეოდა ხოლმე, რაც მეც და ბავშვებსაც სულიერ
ტრავმას გვაყენებდა. ნემსს აქლემად ვაქცევდით და ეს დღეში
რამდენჯერმე მეორდებოდა. ასე იყო მანამ, სანამ ბავშვებთან
თამაშში აყოლა და გულისხმიერების გამომხატველი სიტყვების
გამოძებნა დავიწყე. რამდენიმე დღის წინ სწორედ ასე მოვიქეცი,
როდესაც ჩემმა ხუთი წლის გოგონამ, რამონამ, საუზმეზე უარი
განმიცხადა და წუწუნს მოჰყვა.
რამონა: კბილები დამეღალა. სადაცაა დაიძინებენ, განსა-
კუთრებით – ქვედები.
ნაცვლად იმისა, რომ დედას შვილისთვის დაეცინა, მან ბავ-
შვის წუწუნი მიიღო და თამაშით აჰყვა:
დედა: რას მეუბნები, ესე იგი, ქვედა კბილებს ჯერ არ გაუღვი-
ძიათ?
რამონა: არა. ერთს კი ცუდი სიზმარი ესიზმრება.
დედა: აბა, მაჩვენე. საყვარელო, ეს სულ მოგრყევია.
რამონა: ჰოდა, ახლა ფაფაში ჩამივარდება?
მაგრამ როდესაც დედამ დაარწმუნა, რომ კბილი კიდევ ერ-
თხანს გაუძლებდა, გოგონას ხასიათი გამოუკეთდა და ფაფის ჭა-
მას შეუდგა.
აი, რა გვიამბო პოლის მამამ. „საკმარისია, რამე დააშავოს,
რომ მაშინვე ძალიან ვბრაზდები და თავს ვერ ვიკავებ, რასაც
კონფლიქტი მოჰყვება ხოლმე. მერე კი ყველანაირად ვცდილობ,
ჩემ მიერ დანთებული ბრაზის კოცონი თვითონვე ჩავაქრო. იმ
კაცს ვგავარ, რომელიც ჭკვიანი კია, მაგრამ ორმოში მაინც ჩა-
ვარდება, თუმცა იცის, იქიდან როგორ ამოვიდეს. აი, ბრძენი ადა-
მიანი კი იმ ორმოში არც კი ჩავარდებოდა. ამას წინათ გადავ-
წყვიტე, სხვაგვარად მოვქცეულიყავი, და როგორც ბრძენს, ისე
მემოქმედა. ბავშვს საყვედურები კი არ დავაყარე, არამედ პირი-
ქით, დახმარება შევთავაზე. ჩემი ათი წლის ბიჭი საუზმეს თვითონ
იმზადებდა. ორი კვერცხი მოიხარშა, მაგრამ ერთი ძირს დაუვარ-
და და გაუტყდა. იქაურობა საშინლად დაისვარა. ნაცვლად იმისა,
რომ დამეყვირა, ეს რა ჩაიდინე, რა მოუხერხებელი ხარ, არ შე-
გეძლო უფრო ყურადღებით ყოფილიყავი-მეთქი, უბრალოდ,
ვუთხარი: შენით გაიღვიძე, არავინ არ შეგვაწუხე და საუზმე შენით
გაიმზადე. ამ დროს კი უცებ, ბედი არ გინდა?!. კვერცხი ძირს და-
გივარდა. საწყენია“.
პოლი (თავჩაღუნული): ჰო, აბა...
მამა: არადა, გშია.
პოლი (გამოცოცხლებული): არა უშავს, ერთი კვერცხით ვი-
საუზმებ.
მამა: სანამ მაგ კვერცხს შეჭამ, მეორეს მოგიხარშავ.
წუწუნი: როგორ მოვექცეთ იმედგაცრუებას
მშობლებს ყოველდღე უწევთ ბავშვის წუწუნისა და საყვედუ-
რების მოსმენა. იმისათვის, რომ ამ ამბავმა მოთმინებიდან არ გა-
მოგვიყვანოს და ბავშვმა თავის მართლებითა და საპასუხო პრე-
ტენზიებით აღსავსე კამათში არ ჩაგვითრიოს, უნდა ვისწავლოთ,
ბავშვის წუწუნს გაგებითა და თანაგრძნობით ვუპასუხოთ. მაგალი-
თად:
სელმა: ჩემთვის არასოდეს არაფერს ყიდულობ.
დედა: ესე იგი, გინდა, რამე გიყიდო, არა?
(და არა: როგორ ბედავ და ამას როგორ მეუბნები, როცა წი-
ნა კვირაში ამდენი ლამაზი ტანსაცმელი გიყიდე. რაც უნდა გაგი-
კეთოს კაცმა, არაფერი გყოფნის, რა გაუმაძღრობაა!)
ჯულიანი: არსად არასოდეს არ დაგყავარ.
მამა: სად გინდა, რომ წაგიყვანო?
(და არა: თან როგორ წაგიყვანო, როდესაც ბოლოს აუცი-
ლებლად სცენას მომიწყობ?)
ზაქარია: შენ ყოველთვის აგვიანებ.
დედა: შენ კი გიწევს დამელოდო, არადა, ლოდინი ისე არ
გიყვარს.
(და არა: შენ რა, არ იგვიანებ?! სულ მიწევს შენი ლოდინი,
გაიხსენე. მაგრამ რაც არ გინდა, იმას ხომ არასოდეს აღიარებ.)
ჯესიკა: შენთვის სულერთია, მე რა დამემართება.
მამა: რა ცუდია, რომ შენ გვერდით არ ვიყავი, როცა წაიქეცი.
ისე გინდოდა მოგხმარებოდი.
(და არა: ენა როგორ გიბრუნდება, ამას რომ მეუბნები?! რამ-
დენი მსხვერპლი გავიღე, რომ შენ ბედნიერი ყოფილიყავი.)
„არასოდეს“ და „ყოველთვის“ ბავშვის ყველაზე საყვარელი
სიტყვებია. ისინი აღმატებულ ხარისხში ცხოვრობენ, ჩვენ კი, ვი-
საც ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ არ არსე-
ბობს შავი და თეთრი, არამედ – ნაცრისფერი, ვცდილობთ, ეს
ჩვენი რწმენა მათაც მოვახვიოთ თავს.
ჩაცმა:
ბრძოლა ზონრებთან

ზოგიერთ ოჯახში მშობლებსა და შვილებს შორის დაძაბუ-


ლობა სწორედ რომ ზონრებთან ყოველდღიური ბრძოლითაა
გამოწვეული. ერთმა მშობელმა მითხრა: „როცა ვხედავ, როგორ
დარბის ჩემი ბიჭი ზონრებგახსნილი ფეხსაცმელებით, წონასწო-
რობიდან გამოვდივარ. რას მირჩევთ, უნდა ვაიძულო ზონრების
შეკვრა თუ ნება მივცე, ასე ირბინოს? ჩვენ ხომ მასში პასუხისმგებ-
ლობის გრძნობა უნდა აღვზარდოთ!“ კარგი იქნება, თუკი პასუ-
ხისმგებლობის გრძნობას ზონრებს არ დავუკავშირებთ. გამოსა-
ვალი სხვაგან უნდა ვეძებოთ – ბავშვს ან უზონრო ფეხსაცმელები
უნდა ვუყიდოთ, ანდა უსიტყვოდ შევუკრათ გახსნილი ზონრები და
კომენტარისგან თავი შევიკავოთ. დარწმუნებული იყავით, რომ
ადრე თუ გვიან, ბავშვი აუცილებლად მიეჩვევა სხვის დაუხმარებ-
ლად ფეხსაცმლის შეკვრას.
ბავშვი პატარა ლორდივით არ უნდა იყოს მოკაზმული –
იაფი და მოხერხებული ტანისამოსი უნდა ეცვას. ტანსაცმელზე მე-
ტად ბავშვისთვის სირბილი, ხტუნვა და ბურთის თამაშია მნიშვნე-
ლოვანი. თუკი ბიჭუნა სკოლიდან ჭუჭყიანი პერანგით მოვიდა,
დედამ უნდა უთხრას: „ეტყობა, დღეს მძიმე დღე გქონდა. გამოც-
ვლა თუ გინდა, სუფთა პერანგი კარადაშია“. უშედეგოა ბავშვთან
საუბარი იმის თაობაზე, თუ როგორი თხუპნია და უპასუხისმგებ-
ლოა, როგორ იღლება დედა მისი პერანგების რეცხვა--
დაუთოებით. ცხოვრებას რეალისტურად უნდა შევხედოთ და გა-
ვისიგრძეგანოთ, რომ ნორმალური ბავშვი თამაშზე წინ ტანსაც-
მლის მოფრთხილებას არასოდეს დააყენებს. ერთხელ და სამუ-
დამოდ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ბავშვი სუფთა ტანსაცმლით
დიდხანს ვერ ივლის. უმჯობესია, კიდევ რამდენიმე ცალი იაფფა-
სიანი პერანგი იყიდოთ, ვიდრე გაუთავებლად უკითხოთ ნოტა-
ციები სისუფთავის დაცვაზე.

ბავშვები სკოლაში მიდიან:


ნოტაციებს აჯობებს, დაეხმაროთ

ადვილი შესაძლებელია, რომ დილით სიჩქარეში ბავშვს ჩან-


თაში საჭირო სახელმძღვანელოს, საუზმის, სათვალის ან საფუ-
ლის ჩადება დაავიწყდეს. უკეთესი იქნება, თუკი დავიწყებულ
ნივთს უსიტყვოდ მიაწვდით და მის გულმავიწყობასა და უპასუხის-
მგებლობაზე ხანგრძლივ მსჯელობას არ წამოიწყებთ.
ჯობს უთხრათ – „აჰა, სათვალე“, ვიდრე შეჰღაღადოთ –
„ნეტავ მოვესწრები იმ დღეს, როცა შენ თვითონ გაგახსენდება,
რომ სკოლაში სათვალე უნდა წაიღო?!“ უფრო ადვილია უთ-
ხრათ – „აი, შენი საუზმე“, ვიდრე შეუდგეთ მჭევრმეტყველებას –
„დოყლაპია! თავი კისერზე რომ არ გებას, ისიც სახლში დაგრჩე-
ბოდა“.
არ შეიძლება ბავშვის ლანძღვა და მისთვის შეგონებების
კითხვა სკოლაში წასვლის წინ. გამოთხოვებისას უმჯობესია უთ-
ხრათ – „აბა, ბედნიერად გევლოს“, ვიდრე – „აბა, წესიერად
მოიქეცი, იცოდე!“ ბავშვს ურჩევნია, უთხრათ – „ნახვამდის, შვი-
ლო“, ვიდრე ამგვარად გააფრთხილოთ – „გაკვეთილების შემ-
დეგ ქუჩაში არ იყიალო, პირდაპირ შინ მოდი“.

სკოლიდან დაბრუნება

სასურველია, სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვს შინ რომელიმე


მშობელი დახვდეს. ამასთან, არ არის საჭირო ისეთი კითხვების
დასმა, რომლებზეც ყოველთვის ერთნაირად გვპასუხობენ: „რა
ხდებოდა სკოლაში?“ – „არაფერი“. – „რას აკეთებდი?“ – „არა-
ფერს“. დედამ ისეთი სიტყვებით უნდა მიმართოს სკოლიდან შინ
ახალდაბრუნებულ შვილს, რომ ბავშვმა იგრძნოს: დედამ იცის,
რომ სასწავლო პროცესი და სკოლაში სიარული არც ისე ადვი-
ლია. მის სიტყვებში თანაგრძნობა უნდა გამოსჭვიოდეს:
– გატყობ, დღეს მძიმე დღე გქონდა.
– ბოლო გაკვეთილი განსაკუთრებით გაჭიანურდებოდა.
– ალბათ როგორ გიხარია, შინ რომ დაბრუნდი.
უმეტეს შემთხვევაში აჯობებს, ასეთი მტკიცებითი წინადადებე-
ბი გამოიყენოთ, ვიდრე კითხვები დააყაროთ.
რაც დრო გადის, არასრული ოჯახებისა და სამსახურში წასუ-
ლი დედების რიცხვი სულ უფრო იზრდება. ამიტომ, ბევრ ბავშვს
არ უმართლებს ისე, რომ სკოლიდან დაბრუნებულს კარი მოსიყ-
ვარულე და მოღიმარმა მოზრდილმა გაუღოს. თუ დედა ბავშვს
შინ ვერ ხვდება, აჯობებს, მას ბარათი დაახვედროს ან ტელეფო-
ნით მესიჯი გაუგზავნოს. ეს ერთგვარად შეამცირებს ახლობელი
ადამიანის მოსაკლისებას და მშობელსა და შვილს შორის დაახ-
ლოებასაც ხელს შეუწყობს. ზოგიერთი მშობელი ურთიერთობის
ამ ფორმით სისტემატურად სარგებლობს. ბარათში გაცილებით
ადვილია ბავშვისადმი სიყვარულისა და სინაზის გამოხატვა. შე-
გიძლიათ ასევე, ბავშვს აუდიო ან ვიდეოჩანაწერი დაუტოვოთ.
ზოგი ბავშვი ასეთ ჩანაწერს რამდენჯერმე ზედიზედ მოისმენს და
ცარიელ სახლში დაბრუნების უსიამოვნო შეგრძნებას ამით მაინც
გაიქარწყლებს.

მშობლები სამსახურიდან ბრუნდებიან:


ოჯახი კვლავ ერთადაა

სამსახურიდან შინ დაბრუნებულ მშობელს ცოტა ხანი ესაჭი-


როება, რათა საგარეო მდგომარეობიდან საშინაოზე გადმოერ-
თოს. არ შეიძლება ყველა საყვედური და თხოვნა ერთბაშად მი-
ვახალოთ დედას ან მამას, რომელსაც წინკარში ჯერ მხოლოდ
ცალი ფეხი აქვს შემოდგმული. აცადეთ დასვენება, შხაპის მი-
ღება, გაზეთის ან ჟურნალის გადაფურცვლა. მაშინ ოჯახში
სიმშვიდე მთელ საღამოსაა უზრუნველყოფილი. ბავშვები პა-
ტარაობიდანვე უნდა მიეჩვიონ იმას, რომ სამსახურიდან
დაბრუნებულ მშობელს დასვენების, გონს მოსვლის საშუალება
მისცენ. სამაგიეროდ, ვახშმად, როცა ყველანი სამზარეულოში
შეიკრიბებით, შეგიძლიათ გულიანად ისაუბროთ. ვახშამი ის
დროა, როდესაც სტრესი სადღაც ქრება და ადამიანი საუბრის
ხასიათზე მოდის. მაგრამ ამ დროს ბავშვის დისციპლინაზე
შენიშვნების მიცემა სასურველი არ არის, არ შეიძლება იმის უხე-
შად აღნიშვნა, თუ როგორ უჭირავს ბავშვს ჩანგალი, როგორ
ზის, როგორ ჭამს. ამ დროს ოჯახში კეთილგანწყობის, ში-
ნაარსიანი და ძველი ყაიდის მსგავსი აუჩქარებელი საუბარი უნდა
იმართებოდეს. ზოგ ოჯახში ისეთი ტრადიციაა დამკვიდრებული,
რომ მშობელს ერთ-ერთი შვილი კაფეში ან რესტორანში
მიჰყავს, ბავშვის არჩევანის მიხედვით, რათა იქ პირისპირ
ისაუბრონ. ჰამბურგერისა თუ პიცის ან რაიმე სხვა კერძის
ჭამასთან ერთად თუ ბავშვი მშობლის ყურადღებას იგრძნობს,
მას გულს ადვილად გადაუშლის და ის დღე არასოდეს
დაავიწყდება.

ძილის დროა:
ომი თუ მშვიდობა?

ბევრ ოჯახში შიშით ელოდებიან საღამოს, რადგან ეს ბავშვის


ძილის დროის მოახლოებას ნიშნავს. მშობლებიც და შვილებიც,
თითქოს შეთანხმდნენო, ერთმანეთს მდგომარეობის დაძაბვაში
ეჯიბრებიან, რაც ხანდახან პირდაპირ ხელჩართულ ბრძოლად
იქცევა. მშობელი ცდილობს, ბავშვები ადრე დააძინოს, პატარები
კი ყოველნაირ ხრიკს მიმართავენ, ოღონდ კი ეს პროცესი
გააჭიანურონ. ორივე მხარეს ერთგვარი ტაქტიკაც კი აქვს გამო-
მუშავებული ამ შემთხვევისთვის.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებს დედა ან მამა უნდა აძინებდეს.
როდესაც ბავშვი უკვე ლოგინში წევს, მაგრამ ჯერ არ დაუძინია,
ეს პერიოდი საუკეთესოა მათ შორის თბილი საუბრისთვის. ასეთი
პრაქტიკის დანერგვა ხელს შეუწყობს, რომ ბავშვი ხალისით მი-
დიოდეს საძინებლისკენ. თუ მშობელი მოთმინებით აღიჭურვება
და ასეთ დროს შვილს ყურადღებით მოუსმენს, პატარა ნელ--
ნელა შეეჩვევა, რომ მას თავისი შფოთვა, იმედი თუ სურვილები
გაუზიაროს. ასეთი ახლო კონტაქტი სულის მოთქმის საშუალებას
მისცემს და მღელვარებისგან დაცლილს ტკბილად და ღრმად
დაეძინება. ბავშვებს უყვართ ის დრო, როდესაც დედა ან მამა
მხოლოდ მათ ეკუთვნით.
ზოგჯერ უფრო მოზრდილებსაც სიამოვნებთ, როცა საბანს
მშობელი შემოუკეცავთ და დააძინებთ. ამ დროს მშობელმა ეს
სურვილი უნდა შეუსრულოს და არამც და არამც არ დასცინოს –
„შენ რა პატარასავით იქცევი?!“ მოზარდებმა დაწოლის დრო თა-
ვად უნდა აირჩიონ. მართალია, დაძინების დროის ინტერვალი
მშობელმა უნდა დააწესოს, მაგრამ ამ ინტერვალში როდის
დაიძინებს, ეს ბავშვის საქმე უნდა იყოს: „ცხრაზე დაწვები თუ ათ-
ზე, შენ გადაწყვიტე“.
ჩხუბი არ ივარგებს, თუკი შეამჩნევთ, რომ ბავშვი ძალით
აჭიანურებს დაწოლას. ნუ გაუწყრებით, თუკი ბავშვი გეტყვით,
რომ ტუალეტში შესვლა დაავიწყდა ან სწყურია. მაგრამ თუ
შვილი გამუდმებით და გაუთავებლად გეძახით, უნდა უთხრათ,
რომ სიამოვნებით იქნებოდით მასთან, მაგრამ ახლა მშობლები
მარტონი უნდა დარჩნენ ან რომ თქვენი დაძინების დროც დადგა.
მშობლებს გართობის უფლება აქვთ

ზოგიერთ ოჯახში ბავშვები ისე ჰყავთ გათამამებული, რომ


მშობლებს საღამოობით შინიდან გასვლის საშუალებას არ აძლე-
ვენ. გამოდის, რომ თუკი მათ სადმე წასვლა აქვთ დაგეგმილი,
ამისთვის ბავშვებისგან სპეციალური „ნებართვა“ უნდა აიღონ.
საქმე იქამდეც მიდის, რომ მშობლებს ურჩევნიათ, შინ დარჩნენ,
ვიდრე კინოში ან თეატრში წასვლის გამო შვილების ისტერიკას
გაუძლონ.
მშობლებს სულაც არ უნდა სჭირდებოდეთ შვილების ნებარ-
თვა იმისათვის, რომ მათგან დამოუკიდებელი, საკუთარი ცხოვ-
რებით იცხოვრონ. თუ მშობლები სადმე მიდიან, ამის გამო კი
ბავშვი ტირის, არ შეიძლება იმის უგულებელყოფა, რომ მას მარ-
ტო დარჩენის ეშინია, მაგრამ არც მისი კაპრიზების დამორჩილე-
ბა ივარგებს. ჩვენ გვესმის მისი და თანავუგრძნობთ კიდეც, როცა
ის ბებიასთან ან ძიძასთან რჩება და არა – დედასთან, მაგრამ სა-
ღამოობით შინიდან გასვლის, ცოტაოდენი დასვენებისა და გუ-
ლის გადაყოლების აკრძალვის შესაძლებლობა მას არ უნდა
ჰქონდეს. ბავშვი თუ ტირის, უნდა ვუთხრათ: „ვიცი, არ მოგწონს,
კინოში (სტუმრად) რომ მივდივარ და შინ რომ არ ვარ, ზოგჯერ
გეშინია კიდეც, მაგრამ მე და მამიკოს ძალიან გვინდა იმ ფილმის
ნახვა (მეგობრის მონახულება)“.
ნუ მივცემთ ბავშვს შეპასუხების, ხვეწნის, მუქარის შესაძლებ-
ლობას. ჩვენი პასუხი ერთდროულად მტკიცე და თანაგრძნობის
გამომხატველი უნდა იყოს: „რა თქმა უნდა, გირჩევნია, შინ დავ-
რჩეთ, მაგრამ ჩვენ ხომ უკვე მოვილაპარაკეთ, რომ დღეს კინო-
ში წავიდოდით“.
ბავშვი და ტელევიზორი:
შიშვლები და დახოცილები

ბავშვის დღის რეჟიმის აღწერა არასრული გამოგვივიდოდა,


მისია და ტელევიზორის საკითხი რომ გამოგვეტოვებინა. ტელე-
ვიზორი ხომ დიდ გავლენას ახდენს მის საქციელსა და პიროვნე-
ბად ჩამოყალიბებაზე. არადა, ბავშვებს წიგნის კითხვას, მუსიკის
მოსმენას ან უბრალოდ ლაყბობას ტელევიზორის ყურება და
კომპიუტერული თამაშები ურჩევნიათ. ბავშვები სარეკლამო რგო-
ლების საუკეთესო მაყურებლები არიან, ისინი მთელ ამ სისულე-
ლეს გასაოცარი სისწრაფით ისრუტავენ და მერე მათზე საუბრით
მშობლებს თავს აბეზრებენ. გარდა ამისა, ისინი ხომ ტელეგადა-
ცემებისგან განსაკუთრებულს არაფერს მოითხოვენ, მათთვის
არც გადაცემის ორიგინალობას აქვს მნიშვნელობა და არც ფილ-
მის მხატვრულ ღირებულებას: სავსებით საკმარისია სათავგადა-
სავლო ფილმი, სადაც სროლის ხმა ისმის. და აი, დღე დღეს მის-
დევს, ბავშვები კი საათობით შესცქერიან ფილმებს ძალადობასა
და მკვლელობებზე და არც მათ შორის ჩართულ სარეკლამო
განცხადებებზე ამბობენ უარს.
მშობელთა დამოკიდებულება ტელევიზორის მიმართ გაორე-
ბულია: ერთი მხრივ, ისინი კმაყოფილნი არიან, რომ ბავშვები
„თვალწინ ჰყავთ“ და მათ არავითარი საშიშროება არ ემუქრებათ
(და არც არაფერს აშავებენ), მეორე მხრივ კი იციან, რომ ამით
მათ პატარებს მხედველობაც უფუჭდებათ და ხასიათიც.
ტელევიზორიდან ისინი უამრავ ძალადობას, ცხოვრებაზე და-
მახინჯებულ წარმოდგენას სწავლობენ, სტერეოტიპები უყალიბ-
დებათ და ნორმალური ადამიანური ურთიერთობა მათ თვალში
ფასს კარგავს. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ ეკრანთან ჯდომა
შთანთქავს ბავშვის უამრავ დროს და ისინი ეკრანთან გაცილებით
მეტ დროს ატარებენ, ვიდრე დედასა და მამასთან. ამ საკითხის
მიმართ ყველა სპეციალისტი ერთი აზრისაა: ტელევიზორთან
ბავშვის ყოფნის დრო მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. გარდა
იმისა, რომ სასიყვარულო სცენები ძალზე აშკარაა, ხოლო
მკვლელობები – სასტიკი და სისხლიანი (და ასეც რომ არ იყოს),
ბავშვები იმ ძვირფას დროს კარგავენ, რომელიც ასე აუცილებე-
ლია მათი ასაკის შესაფერისი სასარგებლო საქმიანობისთვის.
როგორც ერთმა გამოჩენილმა ფსიქოლოგმა აღნიშნა, ვინც ტე-
ლევიზორს უყურებს, საშუალება არა აქვთ განიცადონ ის სანუკვა-
რი რამ, რაც საერთოდ, ადამიანის არსებობის გამართლებადაც
კი შეიძლება ჩაითვალოს, – დინების (flow) მდგომარეობა. ადა-
მიანის განვითარების საუკეთესო პირობები მაშინ იქმნება, როდე-
საც იგი „თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმით ჩართულია იმა-
ში, რასაც ამ დროს აკეთებს“. ბავშვისთვის ასეთ საინტერესო ქმე-
დებად შეიძლება ჩაითვალოს ლექსებისა თუ პატარა მოთხრობე-
ბის შეთხზვა, ძერწვა, კუბურებით სახლების აშენება, თეატრალურ
დადგმებში მონაწილეობა, მეგობრებთან ერთად ლაშქრობაში
წასვლა. პიროვნული ზრდა და კმაყოფილების გრძნობა მიზანმი-
მართულ ძალისხმევას ახლავს და არა ტელევიზორიდან სტი-
ქიურად მოდენილი ინფორმაციის პასიურ მიღებას.
ზოგიერთ ოჯახში სწორად იქცევიან: ბავშვებს მხოლოდ ერ-
თი საათით ეძლევათ ტელევიზორის ყურების უფლება ან მხო-
ლოდ იმ გადაცემებს უყურებენ, რომლებიც მას რაიმე სასარგებ-
ლო ინფორმაციას აწვდის. ზოგი მშობელი მხოლოდ გარკვეულ
საათებში ანებებს შვილს ტელევიზორის ჩართვის უფლებას და
ტელეგადაცემებს ისე უდგება, როგორც ძლიერმოქმედ საშუალე-
ბას, რომელიც გარკვეული დოზით უნდა მიიღონ.
ორი ცნობილი პედიატრი მშობელს ასეთ რეკომენდაციას აძ-
ლევს: „პირველ სამ წელიწადს პატარამ ტელევიზორს დღეში
მხოლოდ ნახევარი საათი უნდა უყუროს. სამი წლის შემდეგ შეიძ-
ლება ეს ვადა ნახევარი საათით გაიზარდოს, მაგრამ იმ პირო-
ბით, რომ როგორც ტელევიზორს, ასევე კომპიუტერს, ბავშვი
მშობლის თანდასწრებით უზის.
იზრდება ისეთ მშობელთა რიცხვი, რომლებიც დარწმუნე-
ბულნი არიან, რომ ტელეგადაცემების შერჩევა ბავშვს არ უნდა
მიანდონ. არ სურთ, რომ მათ შვილს მათსავე სახლში გაურკვევე-
ლი რეპუტაციის პიროვნებები ეკრანიდან გონებას „უმუშავებ-
დნენ“. არსებობს სპეციალური ფილტრის სისტემებიც, რომლებიც
თქვენს შვილს ბინძური სექსისა და ძალადობის ყურებას მოარი-
დებს. ბუნებრივია, ბავშვს ვერ დავუმალავთ იმ ფაქტს, რომ ცხოვ-
რებაში ტრაგედიებიც ხდება, მაგრამ ის ამ ტრაგედიების გაუფასუ-
რებასა და სხვისი ტკივილით ტკბობას არ უნდა შეეჩვიოს.
მშობლებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ ამ შემთხვევაში ცენ-
ზორის ფუნქცია და თავად განსაზღვრონ, მათმა შვილმა რას შე-
იძლება უყუროს, მაგრამ ამით ვერ შემოიფარგლებიან. მათი
ამოცანა უნდა იყოს, ბავშვს ცოდნის კარი გაუღონ, ასწავლონ
ადამიანებთან მოქცევა, ჯანსაღი ურთიერთობების დამყარება, გა-
ცემა და მიღება, ხალისიანი თამაშებითა და ჰობით გატაცება.
თავი 7
ეჭვიანობა: ტრაგიკული ტრადიცია

ოჯახში დედმამიშვილების ურთიერთქიშპობას ძველი აღ-


თქმიდან მოყოლებული ტრაგიკული ტრადიცია აქვს. კაენმა მოკ-
ლა ძმა თვისი აბელი. მკვლელობის მიზეზი ძმებს შორის ქიშპო-
ბა გახდა. ისაკი თავისი ძმის, ესავის ხელით სიკვდილისგან მხო-
ლოდ იმან იხსნა, რომ მშობლიური კერა დროზე მიატოვა და უც-
ხო მხარეს შეაფარა თავი. იაკობის შვილებს უმცროსი ძმის,
იოსების ისე შურდათ, რომ იგი ხაროში ჩააგდეს და სასიკვდი-
ლოდ გაიმეტეს, შემდეგ კი განაჩენი „შეუმსუბუქეს“ და მონად გა-
ყიდეს.
რას გვიყვება ბიბლია ეჭვიანობის ბუნებაზე? ბიბლიაში აღწე-
რილ ყველა შემთხვევაში ეჭვიანობა შედეგი იყო მამის საქ-
ციელისა, რომელიც შვილებიდან ერთ-ერთს ანიჭებდა უპირატე-
სობას. კაენმა აბელი მას მერე მოკლა, რაც ღმერთმა მის სამ-
სხვერლო შეწირულობას აბელისა ამჯობინა. ესავის ეჭვიანობის
ჭია მას მერე შეუჩნდა, რაც დედა დაეხმარა იაკობს, თავის რჩე-
ულ შვილს, მამისგან დალოცვა მიეღო. იოსებისა კი ძმებს იმი-
ტომ შურდათ, რომ მამას იგი სხვა შვილებზე მეტად უყვარდა და
მას „ჭრელი სამოსით მოსავდა“, მერე კი არ დასაჯა, როდესაც
იგი დაუდევრად იქებდა თავს.
ეჭვიანობის, შურისა და შურისძიების შესახებ ყველა ბიბ-
ლიური ამბავი მოწმობს, რომ ეს გრძნობები მშობლებთან შვი-
ლების ურთიერთობის პრობლემას უხსოვარი დროიდან წარმო-
ადგენდა. მოდი, ახლა გავარჩიოთ, ბავშვებს როგორ დავეხმა-
როთ ეჭვიანობის დაძლევაში.
არცთუ სასიხარულო სიახლე:
ეს ხომ ნამდვილი მტრის შემოჭრაა

მშობლებისგან განსხვავებით ბავშვებს არასოდეს აინტე-


რესებთ, რატომ ჩნდება ეჭვიანობის გრძნობა. მათთვის ეს გან-
ცდა დიდი ხანია ნაცნობია. რაც უნდა ფრთხილად და ტაქტიანად
მოამზადოთ ბავშვი ოჯახის ახალი წევრის შემომატებისთვის, პა-
ტარა ძმისა თუ დის გაჩენა მასში წყენასა და ეჭვიანობას მაინც
ყოველთვის იწვევს. ამ დროს არავითარი ახსნა-განმარტება არ
ჭრის, რადგან პრიმადონას, ყურადღების ცენტრში მყოფ ვარ-
სკვლავს ვიღაც ეცილება მშობლების სიყვარულში. ახალმოვლე-
ნილ არსებას მაინც დაუკითხავად შემოჭრილად თვლიან და ეჭ-
ვიანობის, შურის, ჯიბრის აღკვეთაც შეუძლებელია და უგულე-
ბელყოფაც, რადგან მას შეიძლება სათანადო შედეგები მოჰყვეს.
ძმის ან დის დაბადება პირველხარისხოვანი კრიზისია პირვე-
ლი შვილის ცხოვრებაში, თუკი იგი პატარაა. იცვლება მთელი მი-
სი გარემო და მას რაღაც უცნობი ცხოვრების წესი ენაცვლება.
ამიტომ ჩვენი ვალია, დავეხმაროთ მას ამ ახალი გზის გაგნებაში.
რეალური დახმარება რომ გავუწიოთ, ამისთვის საჭიროა, კარ-
გად ვიცნობდეთ ჩვენს შვილს და მის ჭეშმარიტ გრძნობებში კარ-
გად ვერკვეოდეთ.
როდესაც ბავშვს ამ ბედნიერ მოვლენაზე ვესაუბრებით, უმ-
ჯობესია, ხანგრძლივ ახსნა-განმარტებებს თავი ავარიდოთ და
არც ყალბი იმედები აღვუძრათ: „ჩვენ ისე გვიყვარხარ, ისეთი
კარგი ბიჭი ხარ, რომ მე და მამიკომ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთი
შენნაირი შვილი მოვიყვანოთ. შენც ძალიან შეგიყვარდება შენი
ძამიკო, იამაყებ მისით და ყოველთვის ერთად ითამაშებთ“.
ასეთი ახსნა არც მთლად გულწრფელი და არც დიდად დამა-
ჯერებელია. მშობლების სიტყვები ბავშვს საგონებელში ჩააგდებს
და ასეთ დასკვნას უკარნახებს: „ამათ რომ მართლა ვყვარებოდი,
მეორე შვილი აღარ დასჭირდებოდათ. ალბათ არ მოვწონვარ
და უნდათ, ახალი ბავშვით შემცვალონ“.
წარმოიდგინეთ, რას იფიქრებდა ცოლი, ერთ მშვენიერ დღეს
მის ქმარს რომ ეთქვა: „ძვირფასო, ისე მიყვარხარ, ისეთი არაჩ-
ვეულებრივი ხარ, რომ გადავწყვიტე, კიდევ ერთი ცოლი მოვიყ-
ვანო. დაე, იმანაც ჩვენთან იცხოვროს. საოჯახო საქმეებში დაგეხ-
მარება, როცა მე სამსახურში ვიქნები, თავს მარტოდ არ იგ-
რძნობ. დამიჯერე, სიყვარულის მარაგი იმდენი მაქვს, რომ ორი-
ვეს გეყოფათ“. რატომღაც მგონია, რომ ასეთი სიტყვები ქალს
მაინცდამაინც არ უნდა აღაფრთოვანებდეს. იმაზე დაფიქრდება,
რა არ მოსწონს ჩემში ჩემს ქმარს, რომ მეორე ცოლის მოყვანა
უნდაო. ალბათ ეჭვიანობა დარევს ხელს და მოეჩვენება, რომ
ქმარს არ უყვარს.
მტკივნეულია მშობლის სიყვარულის ვინმესთან გაყოფა.
ბავშვს ცხოვრებისეული გამოცდილება კარნახობს, რომ გაყოფა
უფრო ნაკლების მიღებას ნიშნავს (როგორც ეს ვაშლის ან საღე-
ჭი რეზინის გაყოფისას ხდება). თვით პერსპექტივა, რომ მშობ-
ლები ვინმესთან უნდა გაიყოს, უკვე უკარგავს მოსვენებას, ამას
ისიც დავამატოთ, რომ ვიღაცა მის ცხოვრებაშიც უნდა შემოიჭ-
რას! ამიტომ არ ღირს იმ იმედის ქონა, რომ ბავშვი ახალშო-
ბილს სიხარულით მიიღებს. დედის ორსულობასთან ერთად მისი
ცუდი წინათგრძნობა მართლდება. ბავშვი ხედავს, რომ ის ვიღაც
ჯერ არ დაბადებულა, და მშობლების დროს უკვე ართმევს. დე-
დას უკვე მისთვის ყოველთვის აღარ სცალია. ხან ავადაა და სა-
წოლში წევს, ხან დაღლილია და ისვენებს. შეწუხებულ ბავშვს
ისიც კი არ შეუძლია, დედას კალთაში ჩაუჯდეს: ის ადგილი უკვე
ჯერაც უხილავი დამპყრობლის მიერაა მიტაცებული. მამაც დაკა-
ვებულია, ნაცვლად იმისა, რომ ეთამაშოს, დედის მოვლას მეტ
დროს უთმობს.
დედის დაბრუნება და მტრის გაცნობა

პატარის დაბადება ბავშვს განსაკუთრებული საზეიმო განწყო-


ბილების გარეშე უნდა ვაცნობოთ. საკმარისი იქნება ვუთხრათ:
„ჩვენ კიდევ ერთი პატარა გვეყოლება“. უნდა გვახსოვდეს – გა-
ნურჩევლად იმისა, თუ როგორ მიიღებს ბავშვი ამ სიახლეს, მას
გულში ბევრი უთქმელი კითხვა და მტანჯველი ეჭვი მაინც დარჩე-
ბა. ჩვენი ვალია, დავეხმაროთ ამ კრიზისის, მისთვის მძიმე სუ-
ლიერი მღელვარების გადატანაში. ვერაფერს გავაწყობთ იმ
ფაქტთან, რომ მის წარმოსახვაში ახალშობილი მაინც საფ-
რთხედ, ოჯახის ერთადერთი შვილისთვის კი მის უნიკალურობა-
ზე თავდასხმად აღიქმება. ის განსაკუთრებულად იტანჯება, რად-
გან ვინმესთან მშობლების გაყოფა ადრე არასოდეს დასჭირვე-
ბია. ვინაიდან მანამდე იგი მათი ზრუნვის ერთადერთი საგანი
იყო, შეუძლებელია უხაროდეს პატარის გამოჩენა, – ამით ხომ
მას ედემის ბაღიდან აგდებენ.
მშობლების გონიერებასა და მოხერხებულობაზეა დამოკიდე-
ბული, ამ კრიზისს ბავშვი როგორ გადაიტანს, ის გამობრძმედს
მის ხასიათს თუ სულს დაუმახინჯებს.
აი, როგორ შეიძლება ბავშვს ოჯახში მატების ამბავი გავაგე-
ბინოთ:
ხუთი წლის ვირჯინიამ დედის ორსულობის ამბავი რომ შე-
იტყო, ძალიან გაიხარა. მაშინვე წარმოიდგინა, ძამიკოსთან
ერთად რა ბედნიერად იცხოვრებდა. დედამ შვილის ასეთი
ცალმხრივი მოლოდინის წარმოდგენას ხელი არ შეუწყო და
საქმის სხვა მხარე დაანახვა: „დროდადრო გაგვახარებს, ზოგჯერ
კი შეგვაწუხებს. შეიძლება მთელი ღამე იტიროს და ყველას
ნერვები მოგვიშალოს. საწოლში ჩაისვრის და ჩაისველებს.
მომიწევს, გაუთავებლად ვბანო, ვაჭამო და ვიზრუნო მასზე. შენ
კი შეიძლება თავი ზედმეტადაც კი იგრძნო და ჩემზე იეჭვიანო.
შეიძლება ასეც იფიქრო: დედას აღარ ვუყვარვარ, მხოლოდ ის
პატარა უყვარსო. თუ მსგავს რამეს იფიქრებ, იცოდე, მაშინვე
მოდი ჩემთან და მითხარი. მე კი გიჩვენებ, რა ძვირფასი ხარ
ჩემთვის. შენც აღარ შეგეპარება ეჭვი ჩემს სიყვარულში“.
ზოგიერთ მშობელს ასეთი გზა აშინებს: „ვაითუ ბავშვს ამ
დროს საშიში აზრები მოუვიდეს?“ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ
ასეთი „საშიში“ აზრები ბავშვისთვის ახალი სულაც არ იქნება.
ზემოთ მოყვანილი მაგალითის მსგავსი საუბარი კი ბავშვს
დანაშაულის გრძნობის მიმართ იმუნიტეტს გამოუმუშავებს და
ურთიერთგაგების ატმოსფეროს შექმნის. ბავშვი განწირულია
იმისთვის, რომ ახალშობილზე ნაწყენი იყოს. ამ დროს
საუკეთესო გამოსავალია, ბავშვმა გულახდილად გვიამბოს თავი-
სი ტკივილის შესახებ და მდუმარედ არ იტანჯებოდეს.

ეჭვიანობის გამოხატვა:
დამალვას სიტყვები სჯობს

შემდეგი მაგალითი გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია დედას,


მსგავს სიტუაციაში შვილს დაეხმაროს, რათა პატარამ, ამ შემ-
თხვევაში, სამი წლის ჯორდანმა თავისი შიში გაუზიაროს.
დედის მშობიარობამდე სამი კვირაღა იყო დარჩენილი, რო-
დესაც ჯორდანი მოულოდნელად ატირდა:
ჯორდანი: არ მინდა, რომ ახალი ბავშვი მოიყვანოთ. არ მინ-
და, რომ შენ და მამას ის გიყვარდეთ და იმას ეთამაშოთ.
დედა: ის გაწუხებს, რომ ჩვენს სახლში კიდევ ერთი ბიჭი გაჩ-
ნდება. არ გინდა, რომ გაჩნდეს.
ჯორდანი: ჰო! არავინ არ მინდა. მინდა აქ მარტო მე, შენ და
მამა ვიყოთ.
დედა: იმ ბავშვზე ფიქრიც კი გაბრაზებს.
ჯორდანი: ჰო! ყველა სათამაშოს წამართმევს.
დედა: ცოტა გეშინია კიდეც.
ჯორდანი: ჰო!
დედა: ასე ფიქრობ, დედას და მამას ისევ ისე აღარ ვეყვარე-
ბი, ჩემთვის ვეღარ მოიცლიანო.
ჯორდანი: ჰო!
დედა: მისმინე, ჯორდან. შენ ჩვენთვის ერთადერთ და
განსაკუთრებულ ჯორდანად დარჩები და ისეთ სიყვარულს, რო-
გორსაც შენ მიმართ ვგრძნობთ, ვერავის მიმართ ვერ ვიგ-
რძნობთ.
ჯორდანი: არც იმ ახალი ბიჭის მიმართ?
დედა: ვერც ერთი ახალი ბიჭი ჯორდანს ვერ შეგვიცვლის,
რადგან ყოველი ადამიანი განუმეორებელი და განსაკუთრებუ-
ლია. საყვარელო, თუ ოდესმე ინერვიულებ ამაზე, სულერთია,
როდის, თუ ჩემს სიყვარულში ეჭვი შეგეპარება, მოდი ჩემთან,
მითხარი, რა გაწუხებს და დარწმუნდები, რომ ძალიან-ძალიან
მიყვარხარ.
როცა ჯორდანს ძამიკო გაუჩნდა, ბავშვი მის მიმართ ზიზღს
აშკარად გამოხატავდა: ჩქმეტდა, ფეხებში ქაჩავდა, ცუდი სიტყვე-
ბით მოიხსენიებდა. დედა ეუბნებოდა: ახალშობილების წყენინება
არ შეიძლება, მაგრამ შეგიძლია შენი ძამიკო დახატო და მერე ის
ნახატი დახიოო.
თუ ბავშვი ეჭვიანობის გრძნობის დათრგუნვას შეეცდება, ის
დამახასიათებელი სიმპტომებითა და ცუდი ქცევით მაინც პოვებს
გამოხატულებას. მაგალითად, თუ ბავშვი უმცროს ძმაზე
ეჭვიანობს, მაგრამ „ცუდი“ გრძნობების გამომჟღავნება აკ-
რძალული აქვს, შეიძლება დაესიზმროს, რომ ძმას მეათე
სართულიდან აგდებს. ასეთი სიზმრის შემდეგ შეშინებული
ყვირილით იღვიძებს და შესაძლოა, ძმის საწოლთანაც კი
მიირბინოს, რათა დარწმუნდეს, რომ ეს ყველაფერი სიზმარი
იყო და გაიხარებს, როდესაც ძმას თავის ადგილზე დაინახავს. ამ
სურათის შემსწრე მშობლებმა შეიძლება ეს ამბავი ძმისადმი ნაზ
სიყვარულად ჩათვალონ, მაგრამ ისინი მწარედ შეცდებიან.
ღამეულ კოშმარში ბავშვები ხშირად ავლენენ იმ გრძნობებს,
რომელთა სიტყვებით გამოხატვისაც ეშინიათ. ამიტომ უმჯობესია,
ბავშვს ნება დავრთოთ, თავისი ბრაზი ან ეჭვიანობა მშობლებს
გაუზიაროს, ვიდრე კოშმარულ სიზმრებამდე მივიდეს საქმე.
პატარა დაიკოს დაბადებიდან სულ ცოტა ხანი იყო გასული,
როდესაც ხუთი წლის უორენს უცნაური შეტევები დაეწყო. ბავშვი
ხიხინით, სტვენით ახველებდა, სუნთქვა ეკვროდა, რაც
მშობლებმა დის გადაჭარბებულ სიყვარულად ჩაუთვალეს. ექიმ-
მაც კი ვერ შეძლო შეტევების გამომწვევი მიზეზის დადგენა და
ბავშვი ფსიქოლოგთან გაგზავნა. მხოლოდ ამის შედეგად გახდა
ნათელი, რომ ასთმური შეტევების მსგავსი ხროტინის მიზეზი
ეჭვიანობა იყო. აუცილებელი გახდა, მშობლებს უორენისთვის
საკუთარი უარყოფითი ემოციების გამოხატვა სიტყვებით
ესწავლებინათ და არა ხროტინით. ზოგი ბავშვი ეჭვიანობაზე ხვე-
ლებით ან კანზე გამონაყარით რეაგირებს. ისეთებიც არიან,
ლოგინში ჩასველებას რომ იწყებენ. ზოგიერთი შეიძლება
ფრჩხილების კვნეტას, თმის გლეჯას ან ნერვიულ ფხანას მიეჩვი-
ოს, რაც სინამდვილეში იმის სურვილია, უმცროს დაიკოს ან ძამი-
კოს მიაყენონ მსგავსი ტკივილი. სხვები ამტვრევენ ჭურჭელს, სა-
თამაშოებს, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი გულისტკივილი და
წყენა სიტყვებით გამოხატონ. ბავშვს ეს ძალიან სჭირდება. ყვე-
ლა ასეთი ბავშვი აუცილებლად უნდა მივაჩვიოთ, ყველასათვის
და პირველ რიგში მშობლებისთვის, პირდაპირ, გასაგები სიტყვე-
ბით საკუთარი გრძნობების გამოხატვას და ნერვიული სიმპტომე-
ბიც გაქრება.
ეჭვიანობის მრავალსახეობა

უპირველეს ყოვლისა, მშობლებმა უნდა დაინახონ და


მიიღონ, რომ მათი შვილები ეჭვიანობენ, რომ ბავშვებმა კარგად
იციან, ეჭვიანობა რას ნიშნავს, რომ ბავშვს უფლება აქვს, ამ
გრძნობამ მის გულში დაისადგუროს მაშინაც კი, როცა ეს
თვალში საცემი არ არის. ეჭვიანობა მრავალგვარია, იგი სრუ-
ლიად მოულოდნელი რეაქციებითა და ქცევებით მჟღავნდება.
მაგალითად: ბავშვები მუდმივ ქიშპობაში არიან ან პირიქით,
ყოველგვარი შეჯიბრების სურვილი დაკარგული აქვთ; სურთ,
ყველაფერში პირველნი იყვნენ, ან პირიქით, საოცრად თავ-
მდაბლები ხდებიან; ამჟღავნებენ გასაოცარ გულუხვობას ან პი-
რიქით – ენით უთქმელ სიძუნწეს. ბავშვობის დროინდელ ქიშ-
პობას არაერთხელ დაუტოვებია მწარე კვალი ზრდადას-
რულებული ადამიანის ფსიქიკაზე. ზოგი სრულიად არაგონივ-
რულად იქცევა და საჭესთან სულ იმის მცდელობაშია, ყველა
მანქანას გაუსწროს; ზოგს არ შეუძლია, ღირსეულად დაას-
რულოს წასაგებად განწირული საჩოგბურთო პარტია და წაგებას
შეეგუოს; მესამე მზადაა, მთელი ქონება და სიცოცხლეც კი ბედის
სასწორზე შეაგდოს, ოღონდ საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს,
მეოთხე კი, რომელსაც არ სურს, სხვებს ჩამორჩეს, ისეთ დაპირე-
ბებს იძლევა, რომელთა შესრულება არასდიდებით არ შეუძლია.
იგივე ტრავმაა მიზეზი იმისა, რომ ადამიანს ვერაფრით ვერ
აიძულებთ, რომელიმე შეჯიბრებაში მიიღოს მონაწილეობა,
რადგან წინასწარ უკვე წაგებულად თვლის თავს, ყოველთვის
სადღაც კუთხეშია მიკუნჭული და თავის კანონიერ უფლებებს
არასოდეს არ იცავს. ამის უამრავი მაგალითი შეგვიძლია
მოვიყვანოთ. ბავშვური ქიშპობის შედეგს წარმოადგენს ისიც,
რომ ზოგიერთი ზრდასრული ადამიანი სრულიად უსუსურია
ცხოვრებისეული წარუმატებლობის წინაშე, არ შეუძლია სიძნე-
ლეებს შეეჭიდოს და საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძო-
ლოს. ამგვარად, ოჯახში ბავშვებს შორის ქიშპობა გაცილებით
მეტ ზეგავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბებაზე, ვიდრე ეს
მოზრდილებს ჰგონიათ.

რა იწვევს ეჭვიანობას?

ეჭვიანობა იბადება ბავშვის სურვილიდან – ერთადერთი საყ-


ვარელი არსება იყოს მშობლებისთვის. ეს მესაკუთრული გრძნო-
ბა მოცილეს ვერასოდეს ვერ აიტანს. თუ ოჯახში მეორე ბავშვი
იბადება, მშობელთა „მეტი“, „განსაკუთრებული“ სიყვარულის მო-
საპოვებლად ატეხილი ბრძოლა გარდაუვალია. ქიშპობა შეიძ-
ლება იყოს როგორც აშკარა, ისე ფარული, იმისდა მიხედვით, თუ
როგორ უყურებენ ეჭვიანობის პრობლემას მშობლები. ზოგჯერ
უფროსებს ასეთი ქიშპობა ისე აღიზიანებთ, რომ ბავშვებს მკაც-
რად სჯიან. ზოგიერთ ოჯახში კი ყველანაირად ცდილობენ, რომ
ბავშვებს ეჭვიანობის საბაბი არ მისცენ და დაარწმუნონ, რომ ყვე-
ლა ერთნაირად უყვართ: შექება, საჩუქრები, ალერსი, ახალი ტა-
ნისამოსი, გემრიელი საჭმელი – ყველაფერი ერთნაირად ნა-
წილდება. „ყველა თანასწორად გვიყვარს“. მაგრამ, სამწუხაროდ,
ამ მეთოდთაგან ამოცანას ვერც ერთი ვერ წყვეტს. ყველა ბავშვს
უნდა, რომ იგი დანარჩენებზე მეტად უყვარდეთ. რადგან ასეთი
სურვილის დაკმაყოფილება შეუძლებელია, ეჭვიანობის პრობ-
ლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრაც შეუძლებელი ხდება,
თუმცა, სწორედ ჩვენზე, მოზრდილებზეა დამოკიდებული, ეჭ-
ვიანობის ნაღვერდალი უხმოდ იღვივებს თუ ჭიაკოკონად აბრი-
ალდება.
როგორ გავუმკლავდეთ ეჭვიანობას:
საჭირო სიტყვები და შეხედულებები

თანაბარი პირობების შემთხვევაში ეჭვიანობისა და შურის მი-


ზეზი შესაძლოა გახდეს ასაკობრივი ან სქესობრივი განსხვავება
ბავშვებს შორის. უფროსი ძმის იმიტომ შურთ, რომ იგი მეტი პრი-
ვილეგიით სარგებლობს, უმცროსისა კი იმიტომ, რომ მშობლები
მასზე უფრო ზრუნავენ. დებს ძმების შურთ, რადგან მათ უფრო
თავისუფლად შეუძლიათ მოქცევა, ძმებს კი – დების, რადგან გო-
გონებს მეტ ყურადღებას აქცევენ. ეჭვიანობისთვის ხელსაყრელი
პირობები მაშინ იქმნება, როდესაც საკუთარ სიმპათიებს აყოლი-
ლი მშობლები თავიანთი ქცევით ბავშვებს შორის ასაკობრივ და
სქესობრივ განსხვავებას უსვამენ ხაზს.
მშობლების ნებიერას ხშირად ერგება მსხვერპლის როლი,
როგორც ქვემოთ მოყვანილი მაგალითით დაინახავთ, როდესაც
ამ ნებიერას საჩუქრებით ათამამებენ და ლამის მასზე ლოცულო-
ბენ. ჩვენს მაგალითში მშობლებს რამდენიმე ვაჟის შემდეგ ნანატ-
რი გოგონა გაუჩნდათ. მშობლები არა მხოლოდ თვითონ ჰყვე-
ბოდნენ ზედ ქალიშვილს, არამედ, მის ძმებსაც აიძულებდნენ,
მასზე ეზრუნათ. ამგვარ ქცევას შედეგად ის მოჰყვა, რომ ბიჭები
მშობლებზე მეტად დაზე იყვნენ გაცეცხლებულები და სიცოცხლე
ჯოჯოხეთად უქციეს. სამწუხაროდ, ბავშვობაში გადაუჭრელმა ეჭ-
ვიანობის პრობლემამ დიდობაშიც იჩინა თავი და უკვე დაკაცე-
ბულმა ძმებმა არა მხოლოდ დასთან, არამედ ერთმანეთთანაც
გაწყვიტეს ურთიერთობა.
როცა დედ-მამა, ვთქვათ, ექვსი წლის ბიჭის განსაზღვრულ
დამოუკიდებლობას ჩვილი შვილის სრულ უმწეობას უპირატესო-
ბას ანიჭებს, ან – პირიქით, ეჭვიანობას ვერსად ვერ გაექცევა.
იგივე ხდება, როდესაც ბავშვს სილამაზის, სქესის, ნიჭიერების,
მუსიკალური სმენისა თუ საზოგადოებაში კარგი ქცევისთვის გა-
მოარჩევენ. გასაკვირი არაფერია, როცა ერთის ბუნებრივი ნიჭი
მეორეში შურს იწვევს, მაგრამ ქიშპობის სურვილი მხოლოდ მა-
შინ იბადება, როცა პირველს მეორის თანდასწრებით ხოტბას ას-
ხამენ.
ისე ნუ გამიგებთ, თითქოს დიდ-პატარის განურჩევლობისა და
შვილებთან ურთიერთობის ნიველირებისკენ მოგიწოდებდეთ. პი-
რიქით, რაც უფრო დიდია ბავშვი, მით მეტი პრივილეგიით უნდა
სარგებლობდეს, მაგრამ საკუთარი საქციელის გამო პასუხიც მე-
ტად მოეთხოვება. მაგალითად, უფროს ვაჟს მეტი ჯიბის ფული
და მეგობრების შერჩევაში მეტი თავისუფლება ეკუთვნის; დასაძი-
ნებლადაც პატარასთან შედარებით გვიან წვება. ამ პრივილეგი-
ებს მშობლები აშკარად (მაგრამ არა გამომწვევად) უნდა ანიჭებ-
დნენ. ეს ყველაფერი ისე უნდა ხდებოდეს, რომ უმცროსებიც ხე-
დავდნენ და იცოდნენ, რომ ასაკთან ერთად ამ პრივილეგიებს
თვითონაც მიიღებენ.
უმცროსს შეიძლება უფროსის შურდეს. ჩვენი ვალია, დავეხ-
მაროთ პატარას, დასძლიოს ეს შური, მაგრამ ფაქტების ახსნა აქ
არაფერს გვარგებს. ოღონდ ის კი უნდა ვაგრძნობინოთ, რომ
გვესმის მისი:
– რასაკვირველია, გერჩივნა, შენც უფრო გვიან დაწოლილი-
ყავი.
– ალბათ, ერთი სული გაქვს, როდის გაიზრდები.
– ალბათ გინდა, არა ექვსის, არამედ ცხრა წლის იყო.
– ყველაფერი მესმის, მაგრამ უკვე შენი ძილის დროა.
მშობლებმა ეჭვიანობის გრძნობის გაღვივებას არამც და
არამც არ უნდა შეუწყონ ხელი. ბავშვებს არც ერთმანეთისთვის
მსხვერპლის გაღებისკენ არ უნდა მოვუწოდოთ: „პატარას შენი
საწოლი სჭირდება, შენ ტახტზეც კარგად დაიძინებ!“ „სამწუხა-
როდ, წელს ახალ ციგურებს ვერ გიყიდით, პატარას ზამთრის
ტანსაცმელი სჭირდება“.
ბავშვს ახალი ციგურები ისე არ ადარდებს, როგორც ის, რომ
სიყვარული მოაკლეს, ამიტომ ასეთი რამის თქმას თუ აპირებთ,
სიყვარულის გამოხატვასაც ნუ დაივიწყებთ.

როგორ „ვუმკურნალოთ“ ეჭვიანობას

პატარები ეჭვიანობას ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე,


მიუკიბ-მოუკიბავად გამოხატავენ. ზოგიერთი იმასაც კი იკითხავს,
არ შეიძლება ჩვილი ისევ საავადმყოფოში დავაბრუნოთო? ზო-
გიც მშობლებს ჩვილის ნაგავში გადაგდებას სთავაზობს. უფრო
ენერგიულები დაუკითხავად მოსული ჩვილისადმი პირდაპირ აგ-
რესიაზე გადადიან – როგორც კი საშუალება მიეცემათ, ფეხებში
ხელს წაავლებენ და იატაკზე დაათრევენ, ჩქმეტენ, თავში უტყაპუ-
ნებენ და, ვინ იცის, კიდევ რაღას არ იგონებენ.
მშობელთა ვალია, მსგავსი რამ არ დაუშვან. ყოველგვარი
სადისტური საუბარი და მოქმედება თავიდანვე უნდა აღიკვეთოს,
რადგან ასეთი რამ ერთნაირად მავნებელია როგორც მსხვერ-
პლის, ასევე მწვალებლისთვის. მშობლის დახმარება და მხარში
დგომა ორივე შვილს სჭირდება. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ
პატარის დასაცავად უფროსი შვილის ღირსების შელახვა სულაც
არ არის აუცილებელი.
როცა სამი წლის ბავშვს ჩვილი ძამიკოს წვალებაზე წავას-
წრებთ, სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ და შევეცადოთ ავუხსნათ
მისი ამგვარი მოქმედების მიზეზი:
– ძამიკო არ გიყვარს.
– ალბათ გაგაბრაზა.
– აბა, მაჩვენე, როგორ ხარ გაბრაზებული, მაინტერესებს.
ასეთ დროს მიზანშეწონილია, ბავშვს დიდი თოჯინა შევაჩე-
ჩოთ ხელში, დაე, მასზე იყაროს ჯავრი – ურტყას, იატაკზე
დაანარცხოს, ზედ ფეხით შედგეს. ნუ ჩაერევით, ნურც ნურაფერს
უკარნახებთ, თქვენ მხოლოდ მოქმედებაზე დაკვირვება გმარ-
თებთ და არა ამ მოქმედებისადმი საკუთარი დამოკიდებულების
გამოვლენა. ბავშვის გრძნობები გულწრფელია და მათ აქვს არ-
სებობის უფლება. მისი სისასტიკე ნუ გაგაოცებთ და ნურც შეგაშ-
ფოთებთ. ჯობს, ბავშვის რისხვა თოჯინას დაატყდეს თავს, ვიდრე
უმცროს ძმას. ცუდი იქნება, თუკი იგი ამდენ ბრაზს გულში ჩაიკ-
ლავს. ჩვენი შენიშვნები მოკლე და მკაფიო უნდა იყოს:
– როგორც ვხედავ, ძალიან გაბრაზებულხარ.
– ახლა დედიკომ ყველაფერი იცის.
– როცა გაბრაზდები, მე მითხარი ხოლმე, კარგი?
ეს მეთოდი ეჭვიანობას გაცილებით უკეთ შეებრძოლება,
ვიდრე ბავშვის ფიზიკური დასჯა და შეურაცხყოფა, მშობელთა
საქციელი კი, რომელსაც ქვემოთ შევეხები, სრულიად გაუმარ-
თლებელია: ოთახში შესულმა დედამ დაინახა, როგორ მიათრევ-
და ოთხი წლის უოლტერი პატარა ძამიკოს იატაკზე. გულგახეთ-
ქილმა ქალმა თავი ვერ შეიკავა და ყვირილი მორთო: „რას აკე-
თებ, უნდა მოკლა?! საკუთარი ძმა უნდა მოკლა?! ნუთუ არ გეს-
მის, რომ ეგრე შეიძლება ბავშვი სამუდამოდ დაასახიჩრო? რამ-
დენჯერ უნდა გითხრა, საწოლიდან ნუ ამოიყვან-მეთქი! აღარ
მიხვიდე საწოლთან, გესმის? აღარ მიხვიდე! აღარ გაბედო!“ დე-
დის ასეთმა რეაქციამ შეიძლება უოლტერს წყენა გაუათმაგოს.
აბა, როგორი მოქმედება იქნება მართებული? აი, ასეთი: „პატა-
რებს არაფერს სტკენენ. აი, თოჯინა, შეგიძლია ეს ათრიო, რამ-
დენიც გაგიხარდება“.
ეჭვიანობა მოზრდილ ბავშვებსაც სჩვევიათ, ამიტომ ჩვენი
დახმარება მათაც სჭირდებათ, ჩვენი გულახდილი საუბარი მათ
საშუალებას მისცემს, გათავისუფლდნენ ამ მტანჯველი გრძნობის-
გან, მათთან ურთიერთობისას მშობელს უკვე შეუძლია, ყველა
გრძნობა თავ-თავისი სახელით მოიხსენიოს:
– ვხვდები, რომ ძამიკო არ მოგწონს.
– ალბათ, გინდა, ის საერთოდ არ გვყავდეს.
– ალბათ, გინდა, ოჯახში ერთადერთი იყო.
– ალბათ, გინდა, მე მთლიანად შენი ვიყო.
– ბრაზდები, როცა პატარაზე ვზრუნავთ, არა?
– არ გინდა ვინმესთან იყოფდე ჩემს ზრუნვას.
– საშინლად ბრაზდები, როცა ხედავ, როგორ ვუვლი ამ პაწი-
ას.
– ჩემთან ყოფნა გინდა.
– ისე გაბრაზდი, რომ პატარას დაარტყი. ამის უფლებას ვერ
მოგცემ, მაგრამ თავს თუ მარტოდ იგრძნობ, მითხარი, სიამოვნე-
ბით ვიქნები შენთან, არ გეგონოს, რომ სულ დამავიწყდი.

ხარისხი და თანასწორობა:
გიყვარდეთ გამორჩეულად და არა ერთნაირად

თუ მშობელი ყველანაირად ცდილობს, თითოეული შვილის


მიმართ აბსოლუტურად ერთნაირი იყოს, ადრე თუ გვიან მოთმი-
ნება გამოელევა და ყველა შვილზე ერთად გაბრაზდება. წარუმა-
ტებლობისთვის ისე განწირული არაფერია, ვიდრე მკაცრად
აწონილ-გაზომილი, ყველას მიმართ ერთნაირი სიყვარული. თუ-
კი დედას უფლება არა აქვს, ერთ ბავშვს უფრო მოზრდილი ვაშ-
ლი მისცეს ანდა უფრო მაგრად ჩაკოცნოს, ოჯახში ცხოვრება
აუტანელი ხდება; იმაზე ფიქრი, რომ ასეთი წონასწორობის შე-
ნარჩუნება აუცილებელია, ადამიანის ფსიქიკაზე გამაღიზიანებ-
ლად მოქმედებს, მასში ბრაზსა და დაღლილობას იწვევს. ბავ-
შვებს სულაც არ სჭირდებათ პროპორციულად ერთგვაროვანი
სიყვარული! მათ უნდათ, რომ მშობლების სიყვარული თი-
თოეულის მიმართ განუმეორებელი იყოს. ამგვარად, აქცენტი ხა-
რისხზე უნდა გაკეთდეს და არა თანასწორობაზე.
დიახ, მოდი, ნუ ვითვალთმაქცებთ და გამოვტყდეთ, რომ შვი-
ლები სხვადასხვანაირად გვიყვარს. თითოეულთან ერთადერთი,
განუმეორებელი გრძნობა გვაკავშირებს და სულაც არ არის სა-
ჭირო ამის გულმოდგინედ დაფარვა, რადგან ეს სავსებით ნორ-
მალური მოვლენაა.
რაც უფრო ვცდილობთ ეს სიყვარული „გავათანაბროთ“, ბავ-
შვები უფრო ჩასაფრებულები არიან და მით უფრო თვალში საცე-
მი ხდება ესა თუ ის სულ მცირე „უსამართლობაც“ კი. ჰოდა, უცებ,
ჩვენდა გასაოცრად აღმოვაჩენთ, რომ უნებურად თავდაცვას ვიწ-
ყებთ, როდესაც შემოგვესმება ბავშვის ომახიანი შეძახილი, – უსა-
მართლოდ მექცევიო.
მოდი, ნუ ავყვებით პატარის პროვოკაციას, ნუ შევუდგებით
მტკიცებას, დამნაშავე არა ვარო, ნუ უარვყოფთ მის ბრალდებას
და ნურც „შემამსუბუქებელ გარემოებებს“ მოვიხმობთ. აზრი არა
აქვს შექმნილი სიტუაციისა და ბავშვისადმი ჩვენი დამოკიდებუ-
ლების ახსნას; ყოვლად გაუმართლებელია კამათი ჩვენი საქ-
ციელის „სამართლიანობასა“ თუ „უსამართლობაზე“. უპირველეს
ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ დაუშვებელია შვილების მი-
მართ ჩვენი სიყვარულის „პროპორციებად“ დანაწევრება წონას-
წორობისა და თანასწორობის მისაღწევად, რადგან მსგავსი რა-
მის მიღწევა შეუძლებელია.
მთავარია, ბავშვები აუცილებლად გრძნობდნენ, რომ თი-
თოეული განსაკუთრებული, განუმეორებელი სიყვარულით სარ-
გებლობს. ნუ ვიღელვებთ იმაზე, რამდენად სამართლიანია ასე-
თი მოქცევა და რამდენად ტოლფასოვანია მათდამი ჩვენი სიყვა-
რული. როდესაც დროს ბავშვთან ვატარებთ, იქნება ეს რამდენი-
მე საათი თუ რამდენიმე წუთი, ამ ხნის განმავლობაში მთელი
ჩვენი არსებით მას უნდა ვეკუთვნოდეთ, დაე, ბიჭუნამ იგრძნოს,
რომ ის ჩვენი ერთადერთი და განუმეორებელი ვაჟიშვილია, გო-
გონამ კი – რომ ის ერთადერთი და განუმეორებელი ქალიშვი-
ლი. როდესაც შვილთან ერთად ვსეირნობთ, შინ დარჩენილ ბავ-
შვებზე ნუ ვიფიქრებთ, ნუ დავიწყებთ მათზე ლაპარაკს და ნურც
მათთვის საჩუქრების ყიდვას შევუდგებით. შვილს თქვენთან გატა-
რებული დრო რომ დაამახსოვრდეს და ამან კეთილი ნაყოფი გა-
მოიღოს, ჩვენი ყურადღება მხოლოდ იმ ბავშვით უნდა იყოს და-
კავებული, ვისთანაც იმწუთას ვართ.
თუ ბავშვი იგრძნობს, რომ თქვენთვის იგი სრულიად განსა-
კუთრებული, ხოლო თქვენი სიყვარული გამორჩეულია, დამ-
შვიდდება და სიცოცხლის ხალისიც მოემატება. თუკი ბავშვი იგ-
რძნობს, რომ მას როგორც უნიკალურ და განუმეორებელ ადამი-
ანს, ისე აფასებთ, ამით თავდაჯერებულობაც მოემატება.

გაყრა და მეორე ქორწინება:


ეჭვიანობის კიდევ ერთი მიზეზი

განქორწინებული მშობლების შვილებს ეჭვიანობის კიდევ


ერთი მიზეზი ემატებათ. თუკი ბავშვი საცხოვრებლად იმ მშობელ-
თან რჩება, რომელთანაც უფრო ახლო ურთიერთობა აქვს, მისი
ცხოვრება თითქმის უდრტვინველად მიედინება. ყოველ შემთხვე-
ვაში მანამ, სანამ ტანდემს „მშობელი-შვილი“ ვიღაც მესამე დაარ-
ღვევს, ამ შემთხვევაში – ზრდასრული ადამიანი, რომელიც მშობ-
ლის მიმართ გარკვეულ ინტერესს გამოიჩენს.
გასაკვირი როდია, თუკი ოჯახიდან ერთ-ერთი მშობლის წას-
ვლით ბავშვი თავს დაუცველად იგრძნობს. აი, რა აზრი უტ-
რიალებს თავში: „რადგან ერთმა მიმატოვა, ხომ შეიძლება
მეორემაც მიმატოვოს?“ მსგავს ფიქრს შედეგად ის მოსდევს,
რომ ბავშვი მასთან დარჩენილ მშობელსაა ჩაბღაუჭებული. ცდი-
ლობს არ გამოეპაროს არც ერთი ისეთი მცდელობა, რამაც შეიძ-
ლება მათ ტანდემს საფრთხე შეუქმნას, მაგალითად, მშობელმა
ბედი სხვა მოზრდილს დაუკავშიროს. შეამჩნევს თუ არა, ბავშვი
ყველანაირად ცდილობს, ასეთ პერსპექტივას წინააღმდეგობა
გაუწიოს, აწყობს ისტერიკებს, როდესაც დედა ან მამა ვინმეს ტე-
ლეფონზე ნაზად ესაუბრება, განსაკუთრებით აუტანელი კი მაშინ
ხდება, როდესაც ის უცხო ადამიანი მათ ოჯახში ესტუმრება, რად-
გან სულაც არ უნდა, მშობლის ყურადღება ვიღაც უცხოსთან
გაიყოს.
როგორ უნდა მოიქცეს მარტოდ დარჩენილი დედა ან მამა
ასეთ შემთხვევაში?
უნდა მიხვდეს, ბავშვის საქციელს საფუძვლად რა უდევს – მან
ხომ მშობლების განქორწინებით სერიოზული ტრავმა მიიღო.
შემდეგ ბავშვს უბიძგოს, საკუთარი განცდები გამოააშკარაოს და
შვილი გულახდილ საუბარზე გამოიწვიოს:
– ახლა კარგ დღეში არ ხარ. მომისმინე და მითხარი, სწო-
რად მესმის თუ არა, რასაც გრძნობ. თავიდან იმასთან შეგუებამ
მოგიწია, რომ მამა (დედა) შენთან აღარ ცხოვრობს და უკვე სამ-
ნი კი არა, ორნი დავრჩით. ახლა კი ისევ ახალ გარემოებას უნდა
შეეჩვიო: შენს ცხოვრებაში კიდევ ერთი მოზრდილი ადამიანი გა-
მოჩნდება, რომელიც შენთვის უცხოა.
– შიშობ, ვინმე რომ შემიყვარდეს, შენ აღარ მეყვარები.
– შიშობ, რომ ჩვენ შორის ვიღაც ჩადგება.
– მიგაჩნია, რომ შენ გარდა არავინ არ უნდა მჭირდებოდეს.
– არ გინდა, უცხო ადამიანთან გამიყო.
– ოცნებობ, რომ ის ადამიანი გაქრეს და ჩვენ ძველებურად
ვიცხოვროთ.
მხოლოდ მშობლის სიყვარული და გულისხმიერი მოპყრობა
შეძლებს ბავშვს ამგვარი შიში გაუქარწყლოს და დაეხმაროს დე-
დისა თუ მამის ახალი პარტნიორის ოჯახში შემოსვლასთან შე-
გუებაში.
თავი 8
რა იწვევს ბავშვის შიშს:
როგორ უზრუნველვყოთ მისი ემოციური
უსაფრთხოება

ყველა მშობელმა იცის, რომ მისი შვილისთვის შიში, მღელ-


ვარება უცხო არ არის, მაგრამ ყველამ როდი იცის ამ შიშის მიზე-
ზი. ჩემთვის ხშირად უკითხავთ, რატომ იზრდებიან ჩვენი შვილები
ასეთი მშიშრები, მათ ხომ არაფერი ემუქრებათო. ერთმა მამამ
განსაკუთრებით შფოთიან თავის შვილს პირდაპირაც კი უთხრა:
„კმარა, სისულელეებს მორჩი, მშვენივრად იცი, რომ არაფერი
გემუქრება“.
ბავშვის შფოთვას გარკვეული მიზეზები აქვს. მშობელმა აუცი-
ლებლად უნდა იცოდეს, რითია გამოწვეული შვილის ასეთი
მდგომარეობა და როგორ დაეხმაროს მას ასეთ წუთებში.

მიტოვების შიში

ყველაზე მეტად ბავშვს იმის ეშინია, რომ დედ-მამას აღარ


ეყვარება და მას მიატოვებენ. ჯონ სტაინბეკს თავის რომანში –
„სამოთხიდან აღმოსავლეთისკენ“ ეს შეგრძნება უზარმაზარი
დრამატიზმით აქვს აღწერილი. „არ გიყვარვარ!“ – ბავშვის გონე-
ბისთვის ნამდვილი ტრაგედიაა, ხოლო იმის შიში, რომ მიატოვე-
ბენ, ნამდვილი ჯოჯოხეთი... უარყოფას მოსდევს გაშმაგება, მას
კი – სამაგიეროს გადახდის სურვილით დანაშაულისკენ მიდრეკი-
ლება... ბავშვი, რომელსაც სიყვარულზე უარი უთხრეს, ცხოველს
ფეხს ამოჰკრავს, მეორე ფულს მოიპარავს – ფულით ხომ ყვე-
ლაფრის ყიდვა შეიძლება, თვით სიყვარულისაც კი, მესამე სამყა-
როს დაიპყრობს. ეს ყველაფერი იმ შეგრძნებიდან მოდის, რომ
იგი რაღაცაშია დამნაშავე, შურისძიება კი დანაშაულის გრძნობას
კიდევ უფრო უმძაფრებს“.
ყოვლად დაუშვებელია ბავშვს მიტოვებით დავემუქროთ. ასე-
თი რამ არც ხუმრობით და არც სერიოზულად არ შეიძლება უთ-
ხრათ. ქუჩაში თუ მაღაზიაში, რამდენჯერ გვსმენია, როგორ უყვი-
რის მოთმინებადაკარგული დედა ბავშვს, – ფეხს აუჩქარე, თო-
რემ აქ დაგტოვებო! ასეთ სიტყვებს შეუძლია უკიდურესად შეაში-
ნოს ბავშვი. მუქარის გაგონებაზე ის მაშინვე ფეხს უჩქარებს და ამ
შიშისგან როგორც სიცხისგან გამომშრალ ტყეში ნაპერწკლისგან,
ისე აალდება ფანტასმაგორიული დონის სასოწარკვეთა: მისთვის
მშობლების გარეშე დარჩენა მთელ სამყაროში მარტოდმარტო
დარჩენის ტოლფასია. თუკი ბავშვი ქუჩაში მოიზლაზნება და გაგ-
ვიანებთ, სიტყვიერ მუქარაზე გაცილებით უკეთესია, მას მაგრად
ჩაჰკიდოთ ხელი და თან გაიყოლოთ.
ზოგ ბავშვს მაშინაც შიში იპყრობს, როდესაც სკოლიდან დაბ-
რუნებულს შინ არავინ ხვდება. გულში უმალ განგაში ეწყება:
„ვაითუ მიმატოვეს?!“ როგორც ზემოთ აღვნიშნე, თუკი თქვენი ში-
ნიდან გასვლა აუცილებელია, შვილს ბარათი, ან მესიჯი, ან ხმო-
ვანი შეტყობინება უნდა დაუტოვოთ. ხმოვანი შეტყობინება განსა-
კუთრებით აუცილებელია პატარებისთვის. მშობლის მშვიდი ხმა
და ალერსიანი სიტყვები დაეხმარება მათ შიშით გაჯერებული მო-
ლოდინის გადატანაში.
თუ ისეთი ცხოვრებისეული სიტუაცია შეგექმნათ, რომ იძულე-
ბული ხართ, შვილი ხანგრძლივი დროით დატოვოთ, ამ განშო-
რებისთვის იგი წინასწარ, კარგად უნდა შეამზადოთ. ზოგჯერ
დედ-მამას უჭირს, ბავშვს აცნობოს – საოპერაციოდ ვწვები, შვებუ-
ლებაში მივდივარო, და სხვ. რადგან არ იცის, ბავშვში ეს სიახლე
რა რეაქციას გამოიწვევს. ბავშვმა რომ არ ინერვიულოს, მშობ-
ლები შინიდან ღამით, მისი დაძინების შემდეგ, ანდა დღისით,
ბავშვის სკოლაში ყოფნისას გადიან, მათი არყოფნის ახსნას კი
ბებიას (ძიძას) ავალებენ.
სამი წლის ტყუპის დედა საოპერაციოდ უნდა დაწოლილიყო.
ოჯახში დაძაბული ატმოსფერო სუფევდა, მაგრამ ბავშვებს არა-
ფერს ეუბნებოდნენ. დანიშნულ დღეს დედამ სანოვაგის ჩანთა
აიღო და თავი ისე მოაჩვენა, თითქოს მაღაზიაში მიდიოდა. შინ
მხოლოდ სამი კვირის შემდეგ დაბრუნდა. ვიდრე დედა შინ არ
იყო, ბავშვები სრულიად მოეშვნენ, აღარც მამის ალერსი ჭრიდა,
არც მისი ახსნა-განმარტებანი, იძინებდნენ ტირილით, დღისით კი
საათობით ფანჯარას იყვნენ აკრულნი და ქუჩაში დედის გამოჩე-
ნას ელოდნენ.
უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვები აუცილებელ განშორებას
გაცილებით უკეთ იტანენ, თუკი ადრევე მომზადებულნი არიან
ამისთვის. უმჯობესია, განშორების მიზეზი მხოლოდ სიტყვებით კი
არა, ბავშვისთვის ცნობილი თამაშისა და სათამაშოების ენით
ავუხსნათ. მაგალითად, ასე:
დედამ წინასწარ, ორი კვირით ადრე უთხრა სამი წლის
ივეტს, საავადმყოფოში საოპერაციოდ ვწვებიო. ბავშვი ამ ამბავს
დიდი ინტერესით არ შეხვედრია, მაგრამ დედას მისი გულგრი-
ლობით გული არ დაუიმედებია და ასეთი რამ შესთავაზა: „მოდი,
ვითამაშოთ, „დედა საავადმყოფოში წვება“, კარგი? დედამ წინას-
წარ ამ მიზნისთვის ნაყიდი სათამაშოები ამოალაგა, მაგიდაზე
დააწყო და პატარა სცენა გაითამაშა: დედა საავადმყოფოში წვე-
ბა, რომ იმკურნალოს და კარგად გახდეს, შინ არ იქნება. ივეტი
ფიქრობს: „სად არის ჩემი დედიკო?“ დედიკო კი არსად ჩანს,
არც სამზარეულოშია, არც საძინებელში, არც სასადილო ოთახ-
ში. სად არის დედიკო? დედიკო ამ დროს საავადმყოფოშია,
ექიმმა უნდა მოარჩინოს. ივეტი ტირის: „დედიკო, დედიკო, მოდი
ჩემთან“, მაგრამ დედიკო ხომ საავადმყოფოშია – მოსარჩენად.
დედიკოს ძალიან უყვარს ივეტი და ძალიან ენატრება. მთელი
დღე ენატრება! დედიკო სულ თავის შვილზე ფიქრობს, უყვარს
და ახსოვს თავისი პატარა გოგო. ივეტსაც ენატრება დედიკო. და
ბოლოს დედიკო კარგად ხდება! ივეტს ძალიან უხარია, რომ დე-
დიკო შინ დაბრუნდა და ეხუტება“.
განშორებისა და ბედნიერი დასასრულის ეს „სპექტაკლი“
დედა-შვილმა კიდევ რამდენჯერმე გაითამაშა, ჯერ ყველა თოჯი-
ნის მაგივრად დედა ლაპარაკობდა, შემდეგ ეს თვით ივეტმა
გააკეთა; როდესაც „ექიმს“ ანდა „მედდას“ მიმართავდა, ივეტი
თან სთხოვდა მათ, კარგად მიეხედათ დედიკოსთვის და შინ მა-
ლე გამოეშვათ.
საავადმყოფოში დედის დაწვენის წინადღეს ივეტმა სთხოვა,
კიდევ ერთხელ ეთამაშათ. ბავშვი თამაშში აქტიურად მონაწილე-
ობდა და ბოლოს თქვა: „ნუ გეშინია, დედა, მე დაგელოდები და
რომ დაბრუნდები, აქ დაგხვდები!“
გარდა ამ გაფრთხილებისა, ივეტის დედამ კიდევ რამდენიმე
მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა: საწოლთან დიდი სურათი
დაუკიდა, რომელზეც დედა-შვილი ერთად იყვნენ გადაღებულე-
ბი, ძიძა წინასწარ გააცნო, ფირზე ივეტის რამდენიმე საყვარელი
ზღაპარი და საალერსო სიტყვები ჩაწერა, რათა ბავშვს ძილის
წინ, უკვე ლოგინში მოესმინა. როდესაც ივეტი მოიწყენდა, დედის
ხმა და სურათი ახსენებდა, რომ დედას ნამდვილად უყვარდა.

დანაშაულის გრძნობა და შიში:


ნუ აქცევთ ბუზს სპილოდ

შეგნებულად თუ შეუგნებლად მშობლები ხშირად თვითონ


უღვივებენ ბავშვებს დანაშაულის გრძნობას, მაგრამ შიში ხომ, მა-
რილის დარად, ჩვენში შეგრძნებებისთვის აუცილებელი მხო-
ლოდ მცირე დოზითაა საჭირო ცხოვრებისთვის სიმკვეთრის მი-
საცემად. თუ ბავშვმა საზოგადოებაში ქცევის ნორმები დაარღვია
(ანდა რომელიმე მორალურად აკრძალული საქციელი ჩაიდინა),
უნდა ვუსაყვედუროთ – ის დამნაშავეა, მაგრამ თუკი ბავშვს მუდ-
მივად ვსაყვედურობთ „საძაგელი“ ფიქრებისა და უარყოფითი
გრძნობების გამო, ის გაცილებით მეტ სინდისის ქენჯნას განიც-
დის და უფრო დაიტანჯება, ვიდრე ეს საჭიროა.
ზედმეტი სინდისის ქენჯნა და ამით გამოწვეული წუხილი თა-
ვიდან რომ ავიცილოთ, ბავშვის საქციელს ისე უნდა შევხედოთ,
როგორც კარგი მექანიკოსი უყურებს ავტომობილის გაუმარ-
თაობას: იგი მანქანით გამოცემულ ხმებსა თუ ჭრაჭუნზე კი არ
ბრაზობს, არამედ ამით ცდილობს დაადგინოს, რა არის შესაკე-
თებელი. დეტალების ჭრიალის მიხედვით მექანიკოსი დიაგნოზს
სვამს და ცდილობს, გაუმართაობის მიზეზი აღკვეთოს.
ბავშვს დიდ შვებას ჰგვრის იმის შეგნება, რომ შეუძლია თა-
ვისუფლად, საკუთარი ნება-სურვილისდა მიხედვით მოიქცეს და
იფიქროს; ამასთან, არ ეშინოდეს მშობელთა სიყვარულისა და
კეთილგანწყობის დაკარგვის, ხოლო თუკი მათ შორის მაინც
ჩამოვარდება განხეთქილება, ასეთ შემთხვევაში ბავშვთან ურ-
თიერთობისას მშობლებს ასეთი მიმართვა დაგეხმარებათ: „შენ
ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი შეხედულება გაქვს, მე –
სხვაგვარი. „ჩვენ ამას სხვადასხვანაირად ვუყურებთ“. „გეჩვენება,
რომ შენ ხარ მართალი, მესმის, მაგრამ არ ვიზიარებ შენს და-
მოკიდებულებას, მე სხვა აზრი მაქვს“. ხდება ხოლმე, რომ
მშობლებს ამოძრავებთ გაუაზრებელი სურვილი, ბავშვების
სულში დანაშაულის გრძნობა (სინდისის ქენჯნა) გამოიწვიონ სიტ-
ყვაგრძელი და უშედეგო ახსნა-განმარტებებით. ეს ძალზე დამა-
ხასიათებელია მშობლებისთვის, რომლებსაც სჯერათ, რომ
ბავშვს ყველაფერი უნდა აუხსნან მაშინაც კი, როდესაც პრობლე-
მა რთულია, თვით ბავშვი კი ძალზე პატარაა ამ პრობლემის-
თვის.
ხუთი წლის ზაქარია საბავშვო ბაღის აღმზრდელზე გაბრაზ-
და, რადგან იგი ორი კვირა ავად იყო და ბავშვებთან სათამაშოდ
არ მოდიოდა. იმ დღეს, როდესაც აღმზრდელი კვლავ მივიდა
ბავშვებთან, ზაქარიამ ხელი დასტაცა აღმზრდელის ქუდს და
ეზოში გავარდა. აღმზრდელი და დედა უკან გაჰყვნენ.
აღმზრდელი: ეს ჩემი ქუდია, თუ შეიძლება დამიბრუნე.
დედა: შვილო, ხომ მშვენივრად იცი, რომ ეს შენი ქუდი არ
არის. თუ მის მარტას ქუდს არ დაუბრუნებ, ისევ გაცივდება და შინ
დარჩება. ხომ იცი, რომ უკვე ორი კვირა გაატარა ლოგინში: ხომ
მართალია, მის მარტა? აბა, ზაქარია, გინდა, რომ შენი აღ-
მზრდელი ისევ ავად გახდეს?
საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი ახსნის შემდეგ
ბიჭუნამ შეიძლება იფიქროს, აღმზრდელის ავადმყოფობა ჩემი
ბრალიაო. ასეთი ხანგრძლივი ახსნა-განმარტება აშკარად უადგი-
ლო და მავნებელია. დედას ზაქარიასთვის ქუდი, უბრალოდ, ყო-
ველგვარი კამათის გარეშე უნდა გამოერთმია. ის, რომ ბავშვმა
მასწავლებელს ქუდი წაართვა, რთულ ახსნა-განმარტებას სულ
არ საჭიროებდა.
შესაძლოა, აღმზრდელს მერე ესაუბრა ზაქარიასთან და გა-
ერკვია, თუ რით იყო გამოწვეული ბავშვის გაბრაზება მის მი-
მართ, ესწავლებინა მისთვის, როგორ მოქცეულიყო მსგავს შემ-
თხვევებში და როგორ გამკლავებოდა თავის გრძნობებს.

„არ გამომივა!“:
ბავშვს გაზრდისთვის სივრცე სჭირდება

თუ ბავშვს არ ანებებენ, ის აკეთოს, რისი გაკეთებაც მისი ასა-


კისთვის შესაფერისია (და რისთვისაც პასუხისგება ძალუძს), აკ-
რძალვაზე მისი რეაქცია უცილობლად იმედგაცრუება და გაბო-
როტება იქნება. პატარები სრულყოფილად რაიმეს კეთებას დიდ-
ხანს ანდომებენ. მათ უჭირთ, მყის შეითვისონ ცხოვრებისეულ სი-
ტუაციაში აუცილებელი ქცევის ნორმები, ნელა იკრავენ ფეხსაც-
მლის თასმებს, პალტოზე ღილებს, ნელა ხსნიან ქილის თავსა-
ხურს, ნელა აღებენ კარის სახელურს. დახმარების საუკეთესო
ფორმაა, მოთმინებით მოიცადოთ, როდის დაასრულებს ბავშვი
წამოწყებულ საქმეს და დასძინოთ რაიმე ამის მსგავსი: „არც ისე
ადვილია ჩექმების ჩაცმა“; „ამ ქილის თავსახურის ახდა ადვილი
არ არის“.
თანაგრძნობის გამომხატველი მსგავსი ფრაზები ბავშვს ეხმა-
რება განურჩევლად იმისა, გაუმკლავდა თავის საქმეს თუ არა: თუ
გაუმკლავდა, გაუხარდება, რომ ეს რთული საქმე ბოლომდე მი-
იყვანა, თუ ვერ გაუმკლავდა, თავს იმით ინუგეშებს, რომ მშობ-
ლებს ამ საქმის სირთულე კარგად ჰქონდათ წარმოდგენილი.
ორივე შემთხვევაში ბავშვი მშობლების სიმპათიასა და მხარდაჭე-
რას გრძნობს, რაც მათ შორის უკეთესი ურთიერთობის დამყარე-
ბას უწყობს ხელს. ბავშვი არ ჩათვლის, რომ მშობელთა ნდობა
ვერ გაამართლა, მაშინაც კი, თუკი არაფერი გამოუვიდა. სრული-
ად დაუშვებელია, რომ ბავშვის ცხოვრება მშობლების სურვილით
წარიმართოს ანუ – მათი შვილი აუცილებლად საუკეთესოდ უნდა
ასრულებდეს ყველაფერს. ეფექტურობა ბავშვობის მტერია. ასე-
თი მოთხოვნები ბავშვს ძალზე ძვირი დაუჯდება, რადგან ემო-
ციური ძალების მარაგს სწრაფად დაახარჯვინებს, ამასთანავე,
ცუდად იმოქმედებს ბავშვის განვითარებაზე და საქმისადმი ინტე-
რესსაც სრულებით დაუკარგავს. შედეგიანობას გამოდევნებამ შე-
იძლება ბავშვის ემოციური გაღატაკება გამოიწვიოს. ბავშვს აუცი-
ლებლად უნდა მივცეთ ექსპერიმენტირების საშუალება, იმის შე-
საძლებლობა, რომ ჩხუბისა და შეურაცხყოფის გარეშე შეითვი-
სოს ის ჩვევები, რომლებიც მისთვის სრულიად ახალია.
დედ-მამის ჩხუბით გამოწვეული შიში:
სამოქალაქო ომი დამანგრეველი შედეგებით

დედ-მამის ჩხუბმა შესაძლოა პატარაში ერთდროულად სხვა-


დასხვაგვარი გრძნობა გამოიწვიოს: სინდისის ქენჯნა და შეშფო-
თება. შეშფოთების მიზეზია შიში, რომ ოჯახურ კავშირს რაღაც
ემუქრება, სინდისის ქენჯნის მიზეზი კი ოჯახურ უთანხმოებებში
თვით მისი რეალური (ან გამოგონილი) დანაშაული გახლავთ:
ბავშვებს ხშირად ჰგონიათ, რომ უთანხმოების ძირითადი მიზეზი
მათი საქციელი და თვით მათი არსებობაც კია. ამ ომში ბავშვებს
არ ძალუძთ „ნეიტრალიტეტის“ შენარჩუნება. ისინი, როგორც წე-
სი, რომელიმე მშობლის მხარეს დგებიან. შედეგი კი ასეთი საქ-
ციელისა მათი განვითარებისთვის ძალზე სავალალოა. როცა
მშობლები შვილებისთვის კონკურენციაში შედიან, ხშირად ისეთ
საშუალებებს იყენებენ, როგორიცაა პირფერობა, მოქრთამვა,
ტყუილი. ასეთ დროს ბავშვი გაორებულია. მეტიც, ერთ-ერთი
მშობლისგან მეორის დაცვა და შესაძლებლობა, ერთი მეორეზე
დაგეშოს, მოზარდის ხასიათს ღრმა დაღს აჩნევს. ამ დროს ისინი
პატარაობიდანვე საკუთარ თავს როგორც კონკურენტებისთვის
ძვირფას „განძეულს“ აღიქვამენ და სულ უფრო მაღალ ფასს
ადებენ. ამგვარად ეუფლებიან მანიპულირების, შანტაჟის, ჯაშუ-
შობის ხერხებს, ეჩვევიან ჭორაობას. შედეგად ითვისებენ ისეთ
სამყაროში ცხოვრების წესს, სადაც პატიოსნება დაბრკოლებად
იქცევა.
მშობლებს შეუძლიათ კამათის დროს აუცილებელი თავშეკა-
ვება გამოიჩინონ ან ერთმანეთში ურთიერთობა ცალკე ისე გაარ-
კვიონ, რომ ამის მომსწრე ბავშვი არ გახდეს. რამდენადაც და-
მანგრეველია ბავშვისთვის მშობლების ჩხუბის ყურება, იმდენადვე
სასარგებლოა მშობლის მაგალითზე იმის სწავლა, რომ უთან-
ხმოება ნორმალური მოვლენაა და მის აღსაკვეთად მხოლოდ
ერთმანეთთან მოლაპარაკებაა საჭირო.
სიტუაცია უარესად მძაფრდება, როდესაც განქორწინების
დროს მშობლები ბავშვებს ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღად
იყენებენ. ხშირად სთხოვენ ბავშვებს რომელიმე მშობლის სასარ-
გებლოდ ჯაშუშობას, ხელს უწყობენ და აქეზებენ, რომ მან რომე-
ლიმეს უპირატესობა აღიაროს, იყენებენ მათ, რათა ერთმანეთს
უსიამოვნო შეტყობინებები გაუგზავნონ. როდესაც ასეთი რამ
ხდება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ბავშვის ცხოვრება
შორს არის სრულყოფილებისგან. ხშირად ბავშვს მოზრდილის
როლის შესრულებაც უწევს, როდესაც ცდილობს მშობლებს და-
უმტკიცოს, რომ ორივე უყვარს.
გაყრილი მშობლების შვილების ცხოვრება ისედაც დიდი გა-
მოცდაა, რადგან მათთვის ყველაზე საყვარელი ადამიანები შორ-
დებიან ერთმანეთს. ამიტომ სულაც არ არის საჭირო, ისინი გაყ-
რის მიზეზების დეტალებით დავამძიმოთ. მშობლებმა უნდა და-
არწმუნონ ბავშვი, რომ ის ორივეს ძველებურად ეყვარება და
რომ ეს ჩხუბი მას არ შეეხება. გაყრის შემდეგ ბავშვებს დრო
სჭირდებათ, რათა ჩვეულ მოხერხებულ ცხოვრებას გამოეთხო-
ვონ და ახალ რეალობას შეეგუონ.

სიკვდილის შიში:
სიბნელით მოცული საიდუმლო

უფროსებისთვის სიკვდილის ტრაგედია მის შეუქცევადობაში


მდგომარეობს. სიკვდილი გარდაუვალია – მას უკანასკნელი იმე-
დიც კი მიაქვს თან. საკუთარი სიკვდილი შეუცნობადია: ვის შეუძ-
ლია იმის წარმოდგენა, როგორ შეწყვეტს არსებობას, როგორ
გაქრება... ჩვენი შინაგანი „მე“ ხომ მოგონებებისა და იმედების-
გან, წარსულისა და აწმყოსგან შედგება, ჩვენ ძალა არ შეგვწევს
მომავლის გარეშე შევხედოთ საკუთარ თავს. სწორედ ამიტომაა,
რომ რწმენას ნუგეში მოაქვს. რწმენა ადამიანებს მომავალს
ჰპირდება და ამით სიცოცხლესაც და სიკვდილსაც შინაარსს ანი-
ჭებს.
თუ სიკვდილი ზრდასრული ადამიანისთვისაც კი გამოცანაა,
ბავშვისთვის მით უმეტეს, ენით უთქმელი იდუმალებითაა მოცუ-
ლი. ბავშვს, განსაკუთრებით კი პატარას, არ ძალუძს გაიაზროს
სიკვდილის გარდაუვალობა, შეიგნოს ის, რომ მის დედ-მამასაც
კი არ შეუძლია, გარდაცვლილს სიცოცხლე დაუბრუნონ და რომ
ნებისმიერი მუდარა ამაოა. ის ფაქტი, რომ სიკვდილის წინაშე
ყოველგვარი ცდა ფუჭია, სასწაული კი არ ხდება, ბავშვისთვის
ზედმეტად მძიმე დარტყმას წარმოადგენს. მის სულში უნდობლო-
ბა, საკუთარი ძალებისადმი ეჭვი, სასოწარკვეთილება ისადგუ-
რებს. ცრემლებისა და ბავშვის პროტესტის მიუხედავად, საყვარე-
ლი ლეკვი ან ძვირფასი ბებია უკან არ ბრუნდება, ამიტომ იგი
თავს მიტოვებულად გრძნობს, ასე ჰგონია, მიღალატეს, აღარა-
ვის ვუყვარვარო, და ამ შიშს ჩვენთვის, ყველასათვის ნაცნობი
კითხვით გამოხატავს: „მამა, როცა მოკვდები, გეყვარები?“
რა თქმა უნდა, მშობელი ცდილობს, ბავშვს თავიდან აარი-
დოს ის ტკივილი და მწუხარება, რომელიც სიკვდილის თემას
უკავშირდება: თუკი პატარას საყვარელი თევზი ან კუ მოუკვდა,
მაშინვე ახალს უყიდის იმ იმედით, რომ ბავშვი ამ ცვლილებას
ვერ შენიშნავს. კატა ან ძაღლი მოკვდება და ცდილობენ, დამწუხ-
რებულ ბიჭს მაშინვე უკეთესი, უფრო ძვირფასი და ლამაზი კნუტი
ან ლეკვი მოუყვანონ. რა დასკვნას გამოიტანს ბავშვი ასეთი საქ-
ციელიდან? ალბათ ასეთს: საყვარელი არსების დაკარგვა დიდი
არაფერია, ან ასეთს: სიყვარული ხანგრძლივი არ არის, სიყვა-
რულში ერთგულება ჩირადაც არ ღირებულა.
არ შეიძლება ბავშვს (ისევე როგორ ზრდასრულ ადამიანს)
ტანჯვის, გლოვის უფლება წავართვათ. მას შეუძლია და უნდა იგ-
რძნოს კიდეც დაკარგვის სიმწარე: ეს ხომ მასში ადამიანობას აღ-
ვივებს და ხასიათს უკეთილშობილებს. ოჯახური ურთიერთობის
საფუძველი შემდეგში მდგომარეობს: ბავშვები ჩვენთან ერთად
იზიარებენ სიხარულსაც და მწუხარებასაც, რომლებიც ერ-
თნაირად გარდაუვალია ცხოვრების გზაზე. თუკი ახლობელი
გარდაიცვალა, ბავშვს კი ამის შესახებ არაფერს ეუბნებიან, იგი
საკუთარ თავში იკეტება, აფორიაქებულია, აფორიაქების მიზეზს
კი სახელს ვერ არქმევს. ზოგჯერ ბავშვები მაინც ცდილობენ, და-
მოუკიდებელი, უთავბოლო ახსნა-განმარტება მოუძებნონ მოვ-
ლენებსა და ფაქტებს. საკუთარ თავს ათასგვარ რამეს აბრალე-
ბენ და ეჩვენებათ, რომ ერთგვარად გარიყეს როგორც მიცვალე-
ბულებმა, ისე ოჯახის ცოცხალმა წევრებმა.
უპირველეს ყოვლისა, ბავშვს დანაკარგის გააზრებაში უნდა
დავეხმაროთ. დაე, მან თავისი შიში, ფანტაზია თუ განცდები სიტ-
ყვებით გამოხატოს. სიმშვიდე და ნუგეში ხომ მხოლოდ მაშინ
ისადგურებს, როდესაც საკუთარ მწუხარებას ახლობელს გაან-
დობ. მშობელი ბავშვს მწუხარების სიტყვებით გამოხატვაშიც უნდა
დაეხმაროს. მაგალითად, საყვარელი ბებიის სიკვდილის შესახებ
ბავშვს შეიძლება ასეთი რამ ვუთხრათ:
– ალბათ, ბებია გენატრება ხოლმე.
– ძალიან გიყვარდა...
– მასაც ძალიან უყვარდი.
– არც კი გჯერა, რომ აღარ არის, არა?
– ხომ ძალიან კარგად გახსოვს?
– შენთვის ისევ ცოცხალია და მას არასოდეს დაივიწყებ.
– ძალიან გინდება, ისევ ესტუმრო ხოლმე.
ამგვარი საუბარი ბავშვს მიახვედრებს, რომ უფროსები თანა-
უგრძნობენ, ესმით მისი შიშის მიზეზი. ბავშვი აუცილებლად დაინ-
ტერესდება – მტკივნეულია თუ არა სიკვდილი, მიცვალებულები
ცოცხლდებიან თუ არა, მოკვდება თუ არა თვითონ, დაიხოცებიან
თუ არა მისი მშობლებიც. პასუხები მოკლე და სწორი უნდა იყოს:
სიკვდილის შემდეგ არავითარ ტკივილს აღარ გრძნობენ. მიცვა-
ლებულები არ ცოცხლდებიან. მოხუცების სიკვდილი ბუნებრივი
მოვლენაა.
ბავშვებთან სიკვდილზე საუბრისას ჯობს, თავი ავარიდოთ მა-
ღალფარდოვნებას. როდესაც ოთხი წლის გოგონას უთხრეს, პა-
პამ მარადიული ძილით დაიძინაო, იკითხა – ჩვეულებისამებრ პი-
ჟამა თუ ჩაიცვაო? – თანაც შეშფოთდა, ალბათ ჩემზე ნაწყენი
დარჩა, რადგან ძილის წინ „ღამე მშვიდობისა“ არ მისურვებიაო.
აი, მეორე მაგალითიც: ხუთი წლის ბიჭუნას უთხრეს: – ბებო ცაში
გაფრინდა და ანგელოზად გადაიქცაო. მაშინ მან ინატრა – ნეტავ
ოჯახის ყველა წევრი მოკვდეს, რომ ანგელოზებად გადაიქცესო.
თუ ბავშვს ამ სამწუხარო ამბავს უშუალოდ და გულწრფელად
ვაცნობთ, იგი თავს უფრო მშვიდად იგრძნობს. ასეთი მიდგომა
გაცილებით უკეთ მოქმედებს. ნებისმიერ სიტუაციაში სიტყვებზე
მეტს საკუთარი მოქმედება ნიშნავს, ამიტომ მშობლები შეძლე-
ბისდაგვარად თვითონვე მშვიდად უნდა იღებდნენ გარდაუვალ
მწუხარებას.
ზრდის პროცესი ადვილი როდია. მას მღელვარე აზრები და
გრძნობები მუდამ ახლავს თან: ეჭვი, დანაშაულის გრძნობა, გან-
საკუთრებით კი – შიში. ბავშვებს ეშინიათ, რომ მათ მიატოვებენ,
მათ ტრავმას აყენებს მშობლების ჩხუბი, გულს უხეთქავს სიკ-
ვდილზე ფიქრი. მშობლებს ნამდვილად არ ძალუძთ, შვილები
ყველა შიშს აარიდონ, მაგრამ უნარი შესწევთ, დაეხმარონ პატა-
რებს, როგორღაც გაუმკლავდნენ მძიმე და ტრაგიკულ მოვლე-
ნებს, თუკი უყურადღებოდ არ დატოვებენ მათ სადარდებელს და
სწორი სიტყვებით გამოხატავენ თანაგრძნობას.
თავი 9
სქესი და ადამიანური ფასეულობები:
მნიშვნელოვანი თემების ტაქტიანი ახსნა

ბევრია ისეთი მშობელი, რომელსაც უბრალოდ არ სურს,


შვილის სქესობრივი ცხოვრების შესახებ იცოდეს რაიმე. არც მო-
ზარდები იწვიან სურვილით, მშობლებს თავიანთი ინტიმური
ცხოვრების დეტალები გააცნონ, განსაკუთრებით მაშინ, თუკი წი-
ნასწარ იციან, რომ ისინი ამას არ მოიწონებენ. აი, რა გვიამბო
მშობელთა სემინარზე ერთ-ერთმა ქალბატონმა: „ახალგაზრდო-
ბაში ჩემი მშობლების მორალისტურ დარიგებებს თავს ვარიდებ-
დი, რათა თავისუფალი ვყოფილიყავი, ამიტომ, სექსი ისე მქონ-
და, რომ სინდისის ქენჯნას არ ვგრძნობდი. ახლა კი, როდესაც მე
თვითონ ვარ მოზარდი გოგონას დედა, გონებით ვხვდები, რომ
შეიძლება უკვე სექსი ჰქონდეს, მაგრამ არ მინდა, ამის შესახებ
რამე ვიცოდე, არ მინდა, რამე მიამბოს ამ თემაზე ან რჩევა მკით-
ხოს“.
მართლაც, მშობლებს შეიძლება თრგუნავდეს ის აზრი, რომ
მათი შვილები სქესის მატარებელი არსებები არიან, და ამიტომ
ამჯობინებენ, ამ თემას ყურადღება საერთოდ არ მიაქციონ.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მოზარდთა ჯანმრთელობის ცენ-
ტრში 2000 წელს ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ სქესობრი-
ვად აქტიური მოზარდების დედათა 50% დარწმუნებულია – მათ
შვილებს უმანკოება დაკარგული არა აქვთ. ცენტრის დირექტო-
რი, დოქტორი რობერტ ბლუმი აღნიშნავს, რომ, სამწუხაროდ,
მათ არ გამოუკვლევიათ, რატომ არ იცის არაფერი ამდენმა დე-
დამ (და არა მამამ, რადგან კითხვებს ძალიან ცოტა მამაკაცმა
უპასუხა) შვილების სქესობრივი ცხოვრების შესახებ.
მშობლისა და შვილის ურთიერთობა, როგორც ვიცით, მხო-
ლოდ მაშინაა ეფექტური, როდესაც იგი ნდობასა და მზრუნველ
დამოკიდებულებაზეა დამყარებული. ახალგაზრდა მხოლოდ მა-
შინ დაელაპარაკება მშობელს ამ თემაზე, თუკი დარწმუნებული
იქნება, რომ მშობელი მის აზრს ყვირილისა და კრიტიკის გარეშე
მოისმენს და მოთმინებიდან გამოსული არ დაუწყებს ტირადების
წაკითხვას სექსის სახიფათო შედეგების შესახებ. ცამეტი წლის
სელმა ამბობს: „დედას სექსის შესახებ ვერაფერს ვეკითხები.
რომ ვკითხო, გაუთავებელ კითხვებს დამისვამს, ეს რატომ გაინ-
ტერესებს, რაში გჭირდებაო.“ თორმეტი წლის ჯულიეტი: „დედას
ურჩევნია სჯეროდეს, რომ არცოდნა უმანკოების გარანტიაა.
ბრაზდება, როცა სექსზე რამეს ვეკითხები და მპასუხობს, ყველა-
ფერს მაშინ გაიგებ, როცა გაიზრდებიო“.
არიან მშობლები (უმეტესად, მოზარდი ბიჭების მშობლები),
რომლებსაც სექსის თემა არ ეხამუშებათ და თავიანთი ვაჟების
სქესობრივ აქტიურობას, პირიქით, მიესალმებიან კიდეც. მაგრამ
არსებობენ სრულიად საწინააღმდეგო აზრის მქონენიც. ისინი ამ-
ჯობინებენ, შვილების სქესობრივ ცხოვრებაზე არაფერი გაიგონ,
რადგან არ იციან, როგორი რეაგირება უნდა მოახდინონ, ეშინი-
ათ, შვილში სინდისის ქენჯნა არ გამოიწვიონ, ან პირიქით, ქორ-
წინებამდე სექსს არ შეუწყონ ხელი.
ქვემოთ მოყვანილი მაგალითი გვიჩვენებს, თუ როგორ
მოახერხა ჩარლზის მამამ ამ დილემის გადაჭრა, მიუხედავად
იმისა, რომ თავიდან ეს მისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა.
ჩვიდმეტი წლის ჩარლზმა ერთი წელი სკოლა-პანსიონში გაატა-
რა და ზაფხულის არდადეგებზე შინ დაბრუნდა:
ჩარლზი: ისეთი მეგობარი გოგონა მყავს, გაგიჟდები.
მამა: ჰმ.
ჩარლზი: ძალიან მომწონს. ხვალ უნდა შევხვდე.
მამა: ანუ, ხვალ პაემანი გაქვს.
ჩარლზი: წინა კვირას გავიცანი სკოლაში. ჯერ ლარის ხვდე-
ბოდა, მაგრამ მივხვდი, რომ მე უფრო მოვწონდი. მასთან მანამ-
დე ვიწექი, სანამ მივხვდებოდი, რომ მართლა მომწონს. ახლა კი
ვიცი, სინამდვილეში როგორია და მართლა ძალიან კარგია.
მამა (ამდენი მოულოდნელი ინფორმაციით გაოგნებული):
რას ამბობ! ესე იგი, შეხვდი გოგოს, რომელიც მართლა მოგ-
წონს? მაგარია!
ჩარლზი: წინა კვირა სულ ერთად გავატარეთ და ახლა უფ-
რო მომწონს, ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ.
მამა: როგორც ვხედავ, ბოლო სასკოლო კვირა ბედნიერი
ყოფილხარ. წელს შენთვის რაღაც ახალი აღმოგიჩენია.
ჩარლზი: ჰო. ვერ წარმოიდგენ, მუსიკის გაკვეთილებზე რამ-
დენი რამე გავიგე. უბრალოდ, სხვა ადამიანი გავხდი. შინიდან
მოწყვეტით ცხოვრება დამეხმარა გავზრდილიყავი.
ნაცვლად იმისა, რომ მორალის კითხვა დაეწყო, რაც შვილს
ალბათ დანაშაულის გრძნობას გაუჩენდა და დაიფიცებდა, მამას-
თან გულახდილად აღარასოდეს ელაპარაკა, ჩარლზის მამა
სულ სხვაგვარად მოიქცა: ამჯობინა, შვილის აღფრთოვანება
გაეზიარებინა და ამ საუბრით დაეხმარა, უკვე მართლაც გაზ-
რდილ ადამიანად ეგრძნო თავი.
სამწუხაროდ, ზოგი განსაკუთრებით რელიგიური მშობელი,
ვისთვისაც ქორწინებამდე სექსი ცოდვაა, მიიჩნევს, რომ ბავშვში
სინდისის ქენჯნის გაღვივება, თუნდაც უმანკო სქესობრივი ინტე-
რესის გამოხატვისას, მასში ზნეობრივი ღირებულებების გაღვივე-
ბის საწინდარია.
ცამეტი წლის სამანტა, რომელმაც კარგად იცოდა, თუ რა და-
მოკიდებულება ჰქონდა დედამისს ყველაფერთან, რაც სექსთან
ოდნავ მაინც იყო დაკავშირებული, შეეცადა, ნებართვა მიეღო და
სასწავლო წლის დასრულება კლასელებთან ერთად შინ აღენიშ-
ნა.
სამანტა: შეიძლება მეგობრები მოვიყვანო და სასწავლო
წლის დამთავრება აქ აღვნიშნოთ?
დედა: თუ გინდა, მოიყვანე.
სამანტა: იცი ასეთ წვეულებებზე ბავშვები რას აკეთებენ? თა-
მაშებში კოცნაც შედის.
დედა: ოჰ!
სამანტა: შეიძლება აქაც იგივე მოხდეს. წინააღმდეგი არ იქ-
ნები? დანამდვილებით არ ვიცი, ჩვენთანაც თუ მოუნდებათ ასეთი
თამაშები. მე პირადად წინააღმდეგი ვარ, მაგრამ შეიძლება
სხვებს უნდოდეთ. რას იტყვი?
დედა: უნდა მოვიფიქრო.
სამანტა: იცი, რომ ბიბლია სექსის მომხრეა?
დედა: ვისა და ვის შორის?
სამანტა: ცოლსა და ქმარს შორის.
დედა: სწორედაც რომ – ანუ მას მერე, რაც დაქორწინდები-
ან.
სამანტა: მოდი, ისევ იმ საღამოზე ვილაპარაკოთ. თანახმა
ხარ?
დედა: შენ როგორ ფიქრობ?
სამანტა: მე ვფიქრობ, რომ თანახმა არ ხარ. ასეა?
დედა: ჰო, ასეა.
სამანტა: რატომ, მითხარი. მინდა, მიზეზი ვიცოდე.
დედა: იმიტომ! მიმაჩნია, რომ შენი ასაკის გოგოები და ბიჭე-
ბი საამისოდ ჯერ ძალიან პატარები არიან. კოცნა და სიყვარული
კი ზრდასრული, დაოჯახებული ადამიანების საქმეა.
სამანტა (ამოოხვრით): ვიცოდი, რომ სწორედ ამას იტყოდი.
რა შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან სამანტას დედამ! არა-
და, შეეძლო შვილს დახმარებოდა, რომ გოგონა ახალგამოღვი-
ძებულ სქესობრივ ინტერესში სწორად გარკვეულიყო. შეეძლო
ცნობისმოყვარე შვილისთვის ეთქვა: „როგორც ვხედავ, რომან-
ტიკული ურთიერთობით დაინტერესებულხარ და გინდა გაარ-
კვიო, რა ხდება. მაგრამ ჩემი აზრით, შენს ასაკში ასეთი თამაშები
ნაადრევია. ყველაფერს თავისი დრო აქვს. მოდი, აჯობებს, იმაზე
ვიფიქროთ, შენი მეგობრები კიდევ რითი შეიძლება დავაინტერე-
სოთ“. ნაცვლად ამისა, დედამ თავის ისედაც ორჭოფობაში მყოფ
გოგონას დანაშაულის გრძნობაც დაუმატა.

მშობლები და მათი მგრძნობელობა

ბავშვის სქესობრივი აღზრდა საკუთარი მგრძნობელობისად-


მი მშობლების გამოხატვით იწყება. მოსწონთ საკუთარი გარეგ-
ნობა და სხეულის სურნელი თუ – არა, მოსწონთ თუ არა, როცა
ეხებიან? თუ ფიქრობენ, რომ მათ სხეულს რაღაც სჭირს და უნდა
დამალონ? მოსწონთ ერთმანეთის სიშიშვლის ყურება თუ თვალს
არიდებენ, რცხვენიათ, ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად ჩა-
იცვან? თვლიან საკუთარ სექსუალურ ფანტაზიებს ან პარ-
ტნიორის სექსუალურ წინადადებებს ნორმიდან გადახრად თუ
მშვიდად აღიქვამენ საკუთარ სურვილებს და მათ დაკმაყოფილე-
ბას ცდილობენ? ერთმანეთში სქესობრივ ექსპლუატატორებს ხე-
დავენ თუ ინიციატორებს, რომლებსაც სურთ, ერთმანეთს სიხარუ-
ლი და სიამოვნება მიანიჭონ?
როგორც უნდა შეიკავონ თავი მშობლებმა და ეცადონ,
ბავშვს არაფერი აგრძნობინონ, ის მაინც უეჭველად მიხვდება, მა-
შინაც კი, თუკი მშობლები სიმართლის დამალვას სიტყვებით შე-
ეცდებიან, თუ რას გრძნობენ ისინი. აი, რატომაა რთული, მშობ-
ლებს ვურჩიოთ, როგორ უნდა უპასუხონ სექსზე დასმულ ბავშვურ
კითხვებს. უპირველეს ყოვლისა, დედები და მამები თავად უნდა
გაერკვნენ, რა ეუხერხულებათ საკუთარ სქესობრივ ცხოვრებაში
და რითია ეს გამოწვეული.
როდის უჩნდება ბავშვს სექსუალობა

ბავშვებს დაბადებითვე დაჰყვებათ ხორციელი სიამის შეგ-


რძნება. ბავშვი მაშინვე იწყებს საკუთარი სხეულის შესწავლას,
როგორც კი ამის ფიზიკური საშუალება მიეცემა. ჩვილებს
სიამოვნებთ, როცა ეხებიან, ეფერებიან, უღიტინებენ, ხელს უსვა-
მენ. სექსუალური გამოცდილება სწორედ ამ ფერებითა და შეხე-
ბით იწყება. მათი მეშვეობით სწავლობს ბავშვი სიყვარულის მი-
ღებას.
იყო დრო, როდესაც დედას აფრთხილებდნენ, თავი შეეკავე-
ბინა ბავშვთან შეხებისა და ალერსისგან, რათა ის არ „გაეფუჭები-
ნა“. ეს აკრძალვა არც მაშინ მოქმედებდა – როგორ აღსდგომო-
და წინ დედა სურვილს, მოხვეოდა და მოჰფერებოდა თავის პა-
ტარას?! ახლა დანამდვილებითაა ცნობილი, რომ ბავშვს ნორმა-
ლური განვითარებისთვის ალერსიანი შეხება აუცილებლად ესა-
ჭიროება და ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას მშობლები
უნდა უზრუნველყოფდნენ. ფიზიკური შეხებით მშობელსა და
შვილს შორის ბედნიერება ისადგურებს. უფრო ჰარმონიულია ეს
ურთიერთსიამოვნების კავშირი იმ დედებისთვის, რომლებიც
შვილს ძუძუთი კვებავენ.
როდესაც ბავშვი აღმოაჩენს, რომ დამატებითი სიამოვნების
მისაღებად შეიძლება პირი გამოიყენოს, რასაც ნახავს, ყველა-
ფერს პირისკენ გააქანებს: ცერა თითს, ზეწრის კუთხეს, სათამა-
შოებს. წოვა, ღეჭვა და კბენა სიამოვნებას ანიჭებს და მისთვის სუ-
ლერთია, ნივთი იჭმება თუ – არა. წინააღმდეგობა არ უნდა გავუ-
წიოთ ბავშვის მიერ ორალური სიამოვნების მიღების პროცესს,
უბრალოდ, ჰიგიენის კუთხით უნდა ვაკონტროლოთ. ზოგი ბავ-
შვისთვის ორალური სიამოვნების მთავარ წყაროს საკვების მი-
ღება წარმოადგენს; ზოგს სრული ბედნიერებისთვის რაიმეს წოვა
ესაჭიროება და ამას ნუ ავუკრძალავთ. ბავშვის სიცოცხლეში პირ-
ველი წელი ძალზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამ წელიწადში იქ-
მნის იგი პირველ წარმოდგენას სამყაროზე. დაე, ეს პირველი
ბავშვური შთაბეჭდილებები სასიამოვნო იყოს!

სქესი და ტუალეტის მიჩვევა

სიცოცხლის მეორე წელს ბავშვის ყურადღება უფრო


ტუალეტთან დაკავშირებულ სიამოვნებაზეა გამახვილებული. მი-
სი სხეულიდან გამოსული ნივთიერებების შესახედაობა, სუნი და
შემადგენლობა ბავშვში ზიზღს არ იწვევს და ის შეიძლება შეეხოს
კიდეც. მშობლები ფრთხილად უნდა მოეკიდონ იმას, რომ ცივი-
ლიზებული ცხოვრების სწავლების პროცესში ბავშვს საკუთარი
სხეულისა და მისი პროდუქტებისადმი ზიზღი არ ჩაუნერგონ. ამ
დროს მშობლის აჩქარებამ შეიძლება ბავშვს ისეთი შთაბეჭდი-
ლება შეუქმნას, რომ საკუთარი სხეულისა და მისი ფუნქციების უნ-
და ეშინოდეს.
დაჩქარებული სწავლება წარუმატებლობისთვისაა განწირუ-
ლი. როგორც წესი, ნორმალური ბავშვი ექსკრემენტების გამო-
ყოფის გაკონტროლებას 2,5-3 წლის ასაკში იწყებს, მთლიანად
სხეულის კონტროლს კი 3-4 წლის ასაკში ეჩვევა. რა თქმა უნდა,
უსიამოვნო შემთხვევები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ისინი მშობ-
ლისგან კეთილგანწყობით უნდა იქნეს მიღებული: „უი, უბრალოდ
ვერ მოასწარი ტუალეტამდე მისვლა, არა? კოშკის შენებამ გაგი-
ტაცა. მოდი, დაგეხმარები თავის მოწესრიგებაში“.
ამ საკითხის თვითდინებაზე მიშვებაც არ არის გამართლებუ-
ლი. თუ ბავშვს საკუთარ თავს მთლიანად მივანდობთ, იგი შეიძ-
ლება „შარვალში ჩასვრას“ მიეჩვიოს და კარგა ხანს ვერ გადაეჩ-
ვიოს. არიან ბავშვები, რომლებსაც ეს სიამოვნებას ჰგვრით, თუმ-
ცა ამით მეორე სიამოვნებას იკლებენ – შეგნებას, რომ სწორად
იქცევიან. თუ ასეთი უსიამოვნება მოხდება, მშობელმა გაუბრაზებ-
ლად უნდა აუხსნას ბავშვს, მისგან რას ელიან: „ახლა პატარა კი
არა, უკვე დიდი ბიჭი ხარ, ძალიან გთხოვ, წინასწარ გამაფრთხი-
ლე ხოლმე და დედა (ან მამა) ღამის ქოთანზე დაგსვამს“.

პასუხი კითხვებზე

სქესობრივი განათლება ორი ნაწილისგან შედგება: ინფორ-


მაციისა და ღირებულებისგან. ბავშვებს ინფორმაციას აწვდიან
სკოლაში, ეკლესიაში, ოჯახში, მაგრამ სწორედ ოჯახში ჩასწვდე-
ბა იგი მორალურ და ზნეობრივ ღირებულებებს. ბავშვი მშობლე-
ბის ერთმანეთთან ურთიერთობით სწავლობს, თუ რა არის სქე-
სობრივი ჰარმონია და სიყვარული. ხედავს, როგორ კოცნიან, ეხ-
ვევიან, ეხებიან მშობლები ერთმანეთს, და ბევრ კითხვაზე იღებს
პასუხს. თავადაც უჩნდება სურვილი, სათუთი გრძნობები გამოხა-
ტოს.
როდესაც ბავშვთან სქესის შესახებ ლაპარაკი გვიწევს, თავი-
დან სულაც არ არის საჭირო, ზედმეტი დეტალები გავაცნოთ.
თუმცა არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც სქესზე დასმულ ბავ-
შვურ კითხვებს არ უნდა ვუპასუხოთ და არც გინეკოლოგის გა-
მოცდილება გვჭირდება. პასუხები შეიძლება იყოს მოკლე, ერთი
ან ორი წინადადებით ჩამოყალიბებული.
სათანადო ასაკი, როდესაც ბავშვს სქესობრივ ცხოვრებაზე
ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, ის ასაკია, როდესაც ბავშვს ეს სა-
კითხი დააინტერესებს. როცა ორი-სამი წლის ბიჭუნა თავის სას-
ქესო ორგანოს გიჩვენებთ და გეკითხებათ, ეს რა არისო, სწო-
რედ შესაფერისი დროა უპასუხოთ, ეს შენი პენისიაო. შეიძლება
ბავშვს პენისი მხოლოდ ფისის გასაკეთებელი ეგონოს, მაგრამ
უმჯობესია, მას მაინც ორგანოს ნამდვილი სახელი დავარქვათ.
თუ დააინტერესებს, ბავშვები როგორ იბადებიანო, არ ვეუბ-
ნებით, რომ საავადმყოფოში ვიპოვეთ ან წერომ მოგვიყვანა. ვე-
უბნებით: „ბავშვი დედიკოს მუცლის ერთ ადგილას იზრდება“. შემ-
დგომში, თუკი ეს საჭირო გახდა, შეიძლება ისიც ავუხსნათ, რომ
იმ ადგილს „საშვილოსნო“ ჰქვია.
საერთოდ, ბავშვებმა მცირე ასაკიდანვე უნდა ისწავლონ სა-
კუთარი სხეულის ორგანოების დანიშნულებები და სქესებს შო-
რის ანატომიური განსხვავებაც. ახსნისას მცენარეებსა და ცხოვე-
ლებს არ უნდა შევეხოთ.
სკოლამდელი ასაკის პრაქტიკულად ყველა ბავშვს აინტერე-
სებს, ბავშვი როგორ ისახება ან როგორ იბადება. სანამ ჩვენს
ვერსიას ვეტყვით, აჯობებს, ჯერ ის გავიგოთ, თვითონ როგორ
წარმოუდგენია ეს ყველაფერი. ზოგჯერ ბავშვი ამას საჭმელს ან
დასჯას უკავშირებს. მაგალითად, ერთი ბავშვის განმარტებით
„კარგი ბავშვები კარგი საჭმლისგან ჩნდებიან. ისინი მუცელში იზ-
რდებიან და გარეთ ჭიპიდან გამოდიან. ცუდი ბავშვები კი ცუდი
საჭმლის ბრალია და ისინი სუპერმაკეტებიდან მოჰყავთ“.
განმარტება კონკრეტული უნდა იყოს, თუმცა საჭირო არ
არის, ბავშვს ავუხსნათ, სქესობრივი აქტი რას ნიშნავს. მაგალი-
თად, შეიძლება ასე ვთქვათ: „როდესაც დედა და მამა ბავშვის
ყოლას გადაწყვეტენ, უამრავი პაწაწინა უჯრედისგან შემდგარი
ნივთიერება, რომელსაც თესლი ჰქვია და მამას აქვს, უერთდება
დედის უჯრედებს და მათი შეერთების შედეგად ბავშვი ჩაისახება.
როდესაც ბავშვი ცოტა წამოიზრდება, გარეთ გამოდის“. ზოგჯერ
ბავშვი ითხოვს ჩვენებას, თუ საიდან იბადება ჩვილი. ასეთ მოთ-
ხოვნაზე უარი უნდა ვუთხრათ, რადგან ეს პირადი სივრცის დარ-
ღვევაა. ამის ნაცვლად ადამიანის სხეული უნდა დავუხატოთ, თო-
ჯინა ან ილუსტრირებული წიგნი გამოვიყენოთ.
შეიძლება ასეთმა პასუხმა ბავშვი სულ ცოტა ხნით დააკმაყო-
ფილოს და დამატებითი კითხვებით ისევ მოგმართოთ და ამ ახა-
ლი შემოტევის დროს გაისმას სწორედ ის კითხვა, რომელსაც
მშობელი ყველაზე საჩოთიროდ თვლის: „მამიკოს უჯრედი დედი-
კოს უჯრედამდე როგორ აღწევს?“ ამ შემთხვევაშიც ჯერ ბავშვის
ვერსია უნდა მოვისმინოთ. უფრო ხშირად ალბათ გვსმენია
თეორიები დათესილ თესლზე (მამიკომ დედას თესლი დაუთესა),
შეჭმულ თესლზე (მამამ დედას ხილის კურკა გადააყლაპა), დამ-
ტვერვაზე (ქარმა დაუბერა და დედას თესლები შეაყარა), ქირურ-
გიულ ჩარევაზე (ექიმმა დედას მუცელი გაუჭრა, თესლი ჩაუდო
და მერე ისევ გაუკერა).
სასურველია, დამაზუსტებელ კითხვებზე ბავშვს მოკლე და
კარგად ჩამოყალიბებული პასუხი უნდა გავცეთ, მაგალითად, ასე-
თი: „თესლი მამიკოს პენისიდან გამოვიდა, რომელიც დედიკოს
ვაგინაში შეიძლებოდა ჩადებულიყო“.
ზოგმა ბიჭუნამ შეიძლება სურვილი გამოთქვას, მამასაც შეეძ-
ლოს ბავშვების გაჩენა და იკითხოს: „დედას უჯრედი მამასთან
რატომ არ მოდის?“ ამანაც შეიძლება ჩააფიქროს. „იმიტომ, რომ
ბავშვის ადგილი საშვილოსნოა – სწორედ იქ იზრდება ბავშვი,
კაცს კი ასეთი ადგილი მუცელში არა აქვს“, – აი, შესაფერისი პა-
სუხი, რომელსაც სავსებით კანონზომიერად შეიძლება მოჰყვეს
ბავშვისთვის ჩვეული „რატომ?“. პასუხი სავსებით მარტივია: „იმი-
ტომ, რომ კაცი და ქალი სხვადასხვანაირად არიან მოწყობილე-
ბი“. ამასთან სასურველია, ბიჭებს ავუხსნათ, რომ ბავშვს მამა
აუცილებლად სჭირდება, რათა უყვარდეს და იცავდეს თავის
შვილს.
მშობლებმა ძილის წინ ყოველთვის უნდა შეახსენონ საკუთარ
თავს, რომ ბავშვთან სქესზე საუბრისას იუმორის გარეშე იოლად
ვერ გავლენ. სწორედ იუმორი ეხმარება ადამიანს ზოგჯერ ყვე-
ლაზე უხერხულ სიტუაციაში. ერთ-ერთი ბავშვის დედამ სასაცი-
ლო ამბავს მომიყვა: „ჩემი შვილი პოლი ორ-ნახევარი წლისაც
არ იყო, როცა დაინტერესდა, მქონდა თუ არა პენისი. როდესაც
სიმართლე ვუთხარი, მაშინ მკითხა, აბა, იმის ნაცვლად რა გაქ-
ვსო? ვუპასუხე, სხვა ორგანო მაქვს-მეთქი. მერე მკითხა, მაგ ორ-
განოს რა ჰქვიაო? სასხვათაშორისოდ მივუგდე, საშვილოსნო--
მეთქი, და ჩავთვალე, რომ ჯერ ძალიან პატარა იყო, ეს სიტყვა
რომ დაემახსოვრებინა. რამდენიმე კვირის შემდეგ სეირნობიდან
დაბრუნებისას გადატვირთულ ლიფტში ბავშვი ეტლით შევაგორე.
ჩვენ გვერდით მდგარმა ხნიერმა ქალმა პოლს კითხვები დააყა-
რა: რა გქვია, როგორ ხასიათზე ხარ, აბა, დეიდას მიესალმეო.
პოლი არ პასუხობდა. დავიხარე და ჩავჩურჩულე, დეიდას
მიესალმე-მეთქი. გაგიმარჯოთ! დაიყვირა მთელი ხმით პოლმა.
ყოჩაღ, ესე იგი, მისალმება უკვე გცოდნიაო, მოუწონა ქალმა.
პოლმა ახედ-დახედა და ყველას გასაგონად უპასუხა: „მე კიდევ
ერთი სიტყვა ვიცი – „საშვილოსნო“. ლიფტი სიცილისგან აზან-
ზარდა. „ეს ყველაზე გრძელი სიტყვაა, რაც კი ვიცი“, – განაგრძო
პოლმა, როდესაც ლიფტიდან გამოვედით და ჩვენი ბინის კარიც
მივიხურეთ“.

ინტერესი სიშიშვლის მიმართ

მშობლის შიშველი სხეულის დანახვამ შეიძლება ბავშვში სქე-


სობრივი ინტერესი გამოიწვიოს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ვიქტო-
რიის ეპოქის პურიტანული ტრადიციები უნდა დავაბრუნოთ? ცხა-
დია, არა. ამასთან, პირადი სივრცის დაცვა აუცილებელია არა
მხოლოდ საკუთარი წონასწორობისთვის, არამედ იმისთვისაც,
რომ ბავშვს ნორმალური განვითარების საშუალება მივცეთ. ზედ-
მეტი გაბრაზების გარეშე უნდა მოვეპყროთ ბავშვური ცნობისმოყ-
ვარეობის გამოვლინებებს, თუკი ისინი ცდილობენ ბანაობის
დროს გვითვალთვალონ, მაგრამ ასეთი ინტერესი არ უნდა წავა-
ხალისოთ. შეეცადეთ ბავშვს არ აფიქრებინოთ, თითქოს გინდათ,
რომ თქვენი სხეული შეისწავლოს.
ფაქტია, რომ ბავშვს ადამიანის სხეული აინტერესებს. თქვენს
შვილს ალბათ უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, გოგოსა და ბიჭს
შორის განსხვავება შეენიშნა და შესაძლოა, დროდადრო შიშ-
ველს თქვენც გხედავთ. რა თქმა უნდა, უკეთესად დათვალიერე-
ბის სურვილიც გაუჩნდებოდა. ასეთ შემთხვევაში ოპტიმალური ვა-
რიანტია, ვაღიაროთ, რომ ბავშვს აქვს ასეთი ცნობისმოყვა-
რეობის უფლება, მაგრამ თან დაჟინებით დავუშალოთ პირადი
სივრცის ფარგლების დარღვევა: „გაინტერესებს, როგორ ვარ
მოწყობილი, მაგრამ მე მირჩევნია, თუ შხაპს მარტო მივიღებ. მე-
რე კი ერთად დავათვალიეროთ ნახატები და შენს კითხვებსაც
ვუპასუხებ“. ასეთი მიდგომა უარყოფს და აღკვეთს ბავშვის ცნო-
ბისმოყვარეობას და მას საზოგადოებისთვის მისაღები კალაპო-
ტისკენ მიმართავს. დასაშვებია ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფი-
ლება და კითხვებზე პასუხი, მაგრამ თვალთვალი, თვალიერება
და ხელის ხლება დაუშვებელია.

მასტურბაცია

მასტურბაცია ბავშვს სიამოვნებას ანიჭებს და ამშვიდებს კი-


დეც, მაგრამ მშობელთა უმრავლესობა მას მკვეთრად უარყოფი-
თად უდგება. მასტურბაციით ბავშვი თავს აღწევს მარტოობასა და
მოწყენილობას, ასევე პოულობს ნუგეშს, როდესაც თავს იგნორი-
რებულად გრძნობს. მშობლებისთვის ეს გაურკვეველი შფოთვის
საფუძველს ქმნის. მოზრდილთა უმრავლესობამ, თუ საკუთარი
გამოცდილებით არა, წაკითხულით ან გაგონილით მაინც იცის,
რომ მასტურბირებას ზიანი არ მოაქვს. იციან, რომ ის არც
ჭკუასუსტობის მიზეზი შეიძლება გახდეს, არც უნაყოფობის, არც
იმპოტენციის და ასე შემდეგ. და მაინც, საკმარისია, საკუთარ
შვილს მსგავსი რამ შეატყონ, ძალიან ბრაზდებიან და ამის აღ-
კვეთას ცდილობენ. თეორიულად, ალბათ ხვდებიან, რომ მას-
ტურბირება ნორმალური სექსუალურობის განვითარების გარდა-
მავალი ფაზაა, რაც შეიძლება უკვე მომწიფების ასაკშიც გაგ-
რძელდეს, მაგრამ მაინც უჭირთ ამ ფაქტთან შეგუება.
ასეა თუ ისე, მასტურბირება სავსებით ნორმალური სქესობ-
რივი ექსპერიმენტის შემადგენელი ნაწილია. თუ ბავშვი ამას
გაუთავებლად აკეთებს, ანუ სხვების თანდასწრებით ეთამაშება
თავის სასქესო ორგანოს (სასადილო მაგიდასთან, მანქანაში და
ა.შ.), უნდა ავუხსნათ, რომ ხალხში ასე მოქცევა კატეგორიულად
აკრძალულია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ დროს ემო-
ციებმა ზედმეტად არ გადაგვძალოს, რომ ბავშვმა არ დაირცხვი-
ნოს. სავსებით საკმარისი იქნება მოკლე თავშეკავებული კომენ-
ტარი: „შეიძლება სასიამოვნოა, მაგრამ ეს არავინ არ უნდა
დაინახოს“.

აკრძალული თამაშები

ბავშვებს მოსწონთ საკუთარი სხეულის შესწავლა, უფრო დი-


დი ასაკისას კი – ერთმანეთის. ალბათ ბევრ ჩვენგანს ახსოვს, პა-
ტარაობაში ჩვენთვის საპირისპირო სქესის ბავშვებს როგორ ვე-
უბნებოდით (როცა მშობლები იქ არ იყვნენ), მე ჩემსას გიჩვენებ,
შენ შენი მიჩვენეო. ცოდნის წყურვილის შეკავება შეუძლებელია.
ბავშვებს გოგონებსა და ბიჭებს შორის ანატომიური განსხვავება
საგონებელში აგდებთ. მათ სჭირდებათ დარწმუნდნენ – სხვა-
ნაირები რომ არიან, ეს არ ნიშნავს, რომ დეფექტი აქვთ.
ოღონდ, როდესაც განსხვავებებიც გარკვეულია და გრძნობებიც
ახსნილი, ისინი მაინც განაგრძობენ ერთმანეთის შესწავლას. თა-
მაშებს იგონებენ, მაგალითად – ექიმობანას. შეიძლება რაღაც
სტრიპტიზისმაგვარი თამაშიც მოიგონონ, თვალთვალით. სექ-
სუალურად თავისუფალ მშობლებსაც კი უჭირთ ასეთ დროს თავ-
შეკავების გამოჩენა. მართალია, ბავშვის ცემისგან თავს იკავებენ
და მათ არც არცხვენენ, მაგრამ გაოგნებულები არიან და ვერ
ხვდებიან, ასეთი გამოხდომების დროს ზღვარი სად გაავლონ.
ჩვენს ეპოქაში, როდესაც სქესობრივი სწავლებაც აღარავის უკ-
ვირს, მშობლებს ხანდახან ვერ გადაუწყვეტიათ, ასეთ ბავშვურ
თამაშებს წერტილი დაუსვან თუ არა, რადგან ეშინიათ, შვილების
მომავალ ინტიმურ ცხოვრებაზე მძიმე გავლენა არ მოახდინონ.
თუ ორი-სამი წლის გოგონა ყურადღებით აკვირდება, ბიჭი
როგორ შარდავს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ იგი ანატომიის
გაკვეთილს ითვისებს. საბავშვო ბაგაში ღამის ქოთანზე დაჯდომი-
სას ეს ცნობისმოყვარეობა შეიძლება ადვილად დაიკმაყოფი-
ლონ. ისიც დასაშვებია, რომ რომელიმე პირველკლასელს ეს უკ-
ვე საკმარისად ჰქონდეს ნანახი. როდესაც მოზრდილი დაინახავს
შარვალჩახდილ ბიჭუნასა და კაბააწეულ გოგონას, რიტორიკული
კითხვა – აქ რა ხდება?! – სრულიად ზედმეტია (ვაითუ, ბავშვმა
სიმართლე უპასუხოს, მაშინ მშობელი ხომ სულ გამოვა წონასწო-
რობიდან). ბავშვის შერცხვენა და ლანძღვა არ შეიძლება, მაგა-
ლითად, ასე: „რა დღეში ხართ? როგორ არ გრცხვენიათ? ჯიმი,
ახლავე სახლში წადი, შენ კი, მელისა, მერე დაგელაპარაკები!“
მეორე მხრივ, ასევე დაუშვებელია, თვალი ავარიდოთ მსგავს
საქციელს ან შემოვიფარგლოთ მსგავსი ყალბი კომენტარით:
„არ გეჩვენებათ, რომ უკვე კარგა მაგრად ცივა და შეიძლება გა-
ცივდეთ?“ ყველაზე გონივრული იქნება ასეთი რეაგირება: „ჯიმი,
მელისა, აჯობებს ჩაიცვათ და რაიმე სხვა გასართობი გამოძებ-
ნოთ“. თქვენი მშვიდი რეაგირება ამ სექსუალურ ექსპერიმენტს
გაანეიტრალებს და თან ბავშვს სქესსა და სიყვარულსაც არ
შეაზიზღებს.

უწმაწური სიტყვები

კაცმა რომ თქვას, მშობლებს არ სურთ, რომ მათ მოზარდ


შვილებს სრულიად არაფერი გაეგებოდეთ მათი თანატოლების
მიერ წარმოთქმული უწმაწური გამონათქვამების. ეს აკრძალული
სიტყვები იმდენად გამომსახველია, რომ მოზარდი მათი წარ-
მოთქმისას თავს უკვე დიდ ადამიანად თვლის. მოზარდების შეკ-
რებისას უწმაწური სიტყვების კორიანტელის დაყენებას მოზარდე-
ბი ისე აღიქვამენ, თითქოს ეს-ესაა, დამოუკიდებლობის დეკლა-
რაცია გამოაცხადესო.
ურიგო არ იქნება, თუკი აკრძალული სიტყვების სიას ჩამოვ-
წერთ და ხშირად აღვნიშნავთ მათდამი ჩვენს დამოკიდებულებას.
მაგალითად, დედას შეუძლია თქვას: „პირადად მე ასეთი სიტყვე-
ბი არ მომწონს. მაგრამ ვიცი, რომ არიან ბავშვები და მოზრდი-
ლებიც, რომლებიც მათ იყენებენ. მირჩევნია, თუკი არ გავიგო-
ნებ, მეგობრების წრეში გამოიყენებ თუ არა, ეს უკვე შენი საქმეა“.
ამით ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ პატივს ვცემთ ჩვე-
ნი შვილის სურვილებსა და გრძნობებს, მაგრამ თან გარკვეულ
ფარგლებს ვუწესებთ და მათი ქცევისთვის სხვა გეზის მიცემისკენ
მოვუწოდებთ.

ჰომოსექსუალიზმი

ზოგ მშობელს ძალიან ანერვიულებს, თუკი ხედავს, რომ მის


შვილს თავისივე სქესის მოზარდებთან ახლო და ლამის ვნებიანი
დამოკიდებულება აკავშირებს. მშობლებს თავიანთი შვილის სქე-
სობრივი ორიენტაცია ძირითადად იმიტომ აღელვებთ, რომ ეში-
ნიათ იმ დაბრკოლებების, რომლებიც ღია ფორმით გაცხადებულ
ჰომოსექსუალისტს ელის ცხოვრებაში. მჭიდრო მეგობრობას ბი-
ჭები ბიჭებთან ამყარებენ, გოგონები კი – გოგონებთან. მათი შეხ-
ვედრების ძირითადი დრო სექსზე საუბარს ეთმობა. ამ დროს ერ-
თმანეთს ახალ დაკვირვებებსა და აღმოჩენებს უზიარებენ. ერთი
სქესის თანატოლების ასეთი მეგობრობა ჰეტეროსექსუალური
სიყვარულის აუცილებელი პრელუდიაა.
ზოგჯერ ერთი სქესის ბავშვები ერთმანეთს შორის ექსპერი-
მენტირებენ. დღეს უკვე ცნობილია, რომ თუკი ჰომოსექსუალიზ-
მისადმი წინასწარგანწყობა არ აქვთ, ასეთი ბავშვები ზრდასრულ
ასაკში სქესობრივ პარტნიორებად საპირისპირო სქესის ადა-
მიანებს ირჩევენ. ინდიანის შტატის უნივერსიტეტის 1994 წლის
კვლევებმა (ო. ლაუმანი, ჯ. განიონი, რ. ტ. მაიკლი, ს. მაიკლზი)
გვიჩვენა: მიუხედავად იმისა, რომ ჰომოსექსუალური გამოცდი-
ლების ქონა ბევრმა გამოკითხულმა დაადასტურა, ჰომოსექ-
სუალისტად მამაკაცთა მხოლოდ 4, ხოლო ქალთა მხოლოდ 2%
მიიჩნევს თავს. იშვიათი როდია, რომ მოზარდობისას თავის სქე-
სობრივ ორიენტაციაში ბევრი ვერ გარკვეულა.
ბედნიერად უნდა თვლიდნენ თავს ისეთი ბავშვები, რომელ-
თა მშობლები მომთმენები და გულღიები არიან და შვილებს სა-
შუალებას აძლევენ, მათთან სქესობრივ საკითხებზე გულახდი-
ლად ისაუბრონ. რა შეიძლება ამ დროს მშობლებს ვურჩიოთ?
სულ ცოტა ხნის წინ ჰომოსექსუალური მიდრეკილებების ბავშვებს
იძულებით ფსიქოლოგიურ მკურნალობაზე გზავნიდნენ, არადა,
თვით ფროიდიც კი სკეპტიკურად უყურებს აზრს, რომ შესაძლებე-
ლია სქესობრივი ორიენტაციის შეცვლა. დღეისთვის ცნობილია,
რომ ჰომოსექსუალობა ძირითადად ბიოლოგიური მიზეზებითაა
გამოწვეული, ამიტომ ჩვენ მეტი მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ
და ვინმეს ორიენტაციის შეცვლას ნაკლებად ვეცადოთ.
შვილთან ჰომოსექსუალიზმზე საუბრისას მშობელმა თავი უნ-
და შეიკავოს მისი დადანაშაულებისა და მორალის კითხვისგან.
ამასთანავე, არ უნდა გავექცეთ საუბარს თემაზე, რატომ უყვარს
მამაკაცს მამაკაცი და ქალს – ქალი. ბავშვთან გულწრფელი იყა-
ვით. შეეცადეთ, მისთვის საინტერესო თემაზე თქვენთვის ცნობი-
ლი მთელი ინფორმაცია მიაწოდოთ. შვილი თქვენი მადლიერი
იქნება გულწრფელობისთვის, თუკი მის კითხვაზე – რებეკას ორი
დედა რატომ ჰყავს? – პასუხის მოძებნას არ გაექცევით.
სქესობრივი აღზრდა

უკვე დიდი ხანია, სქესთან დაკავშირებული ტაბუ ახსნილია


როგორც ცხოვრებაში, ასევე კინოსა და ლიტერატურაში. თავი-
სუფლება და ღიაობა ჩვენი დროის ნიშანია. სექსი აკრძალული
თემა აღარ არის. ახლა იგი სასკოლო დისციპლინაა და მშო-
ბელსა და შვილს შორის სასაუბრო თემადაცაა ქცეული. საეკლე-
სიო მორალიც კი ცდილობს, ამ ტაბუს სხვაგვარად შეხედოს და
რეალობას თვალი გაუსწოროს. რეალობა კი ისეთია, რომ სექსი
იყო და ყოველთვის იქნება პოპულარული თემა.
მოზარდები ცდილობენ, ამ თემასთან დაკავშირებით ცოდნა
შეივსონ და სწორ პასუხებს ეძებენ. შემთხვევას არ უშვებენ ხელი-
დან, რომ სექსზე ღიად და სერიოზულად დაილაპარაკონ. გამუდ-
მებით ეძებენ ქცევისა და აზრის სტანდარტებს. სურთ, საკუთარი
სექსუალობა გაიაზრონ და თავის ინდივიდუალურ თვისებებს შო-
რის სათანადო ადგილი მიუჩინონ.

სქესობრივი გამოცდილების გაზიარება

15 წლის ჯეისონი გულახდილად ესაუბრა მამას სექსისა და


სიყვარულის შესახებ: „როგორც იქნა, გავარკვიე, თუ რა ძირითა-
დი განსხვავებაა გოგოებსა და ბიჭებს შორის. გოგო სექსს იმი-
ტომ გვპირდება, რომ ჩვენგან სიყვარული მიიღოს, ჩვენ კი სიყვა-
რულს იმიტომ ვპირდებით, რომ სექსი მივიღოთ. ისიამოვნე და
მიატოვე – ასეთია ჩემი ფილოსოფია“.
მამა: იმ გოგონას რაღა ემართება, რომელთანაც სექსი გექ-
ნება და მიატოვებ?
ჯეისონი: რა ჩემი საქმეა? ვცდილობ, ამაზე არ ვიფიქრო.
მამა: აბა, დაფიქრდი. თუკი გოგონას სექსისკენ უბიძგებ და
სიყვარულს ჰპირდები, როგორ შეიძლება მისი გრძნობები შენი
საქმე არ იყოს.
ჯეისონის მამამ შვილს თავისი ღირებულებები გაუზიარა,
გააგებინა, რომ ზნეობრივი პრინციპები, პატიოსნება და სიმარ-
თლე ადამიანური ურთიერთობის ყველა სფეროს ეხება. ნების-
მიერი სიტუაცია, უბრალო იქნება თუ რთული, საზოგადოებრივი
მნიშვნელობის თუ პირადი, ადამიანისგან პატიოსნებას მოით-
ხოვს.
თექვსმეტი წლის ნატალი ამბობს: „მე და ჩემი მშობლები
ვხელმძღვანელობთ დაუწერელი კანონით – არავითარი სე-
რიოზული კითხვა და არავითარი გულახდილი პასუხი. მათ მარ-
თლაც არ უნდათ იცოდნენ, რა ხდება ჩემს ცხოვრებაში. მე, რო-
გორც კარგი გოგონა, ვერ ვბედავ მათ რაიმე ვუთხრა“.
„მამაჩემი გამუდმებით იმაზე ლაპარაკობს, თუ რა მნიშვნე-
ლოვანია, ადამიანი გულღია და მართალი იყოს, – წუწუნებს
თხუთმეტი წლის ჯოშუა. – მაგრამ მისი გულწრფელობა იქ მთავ-
რდება, სადაც საქმე სექსს შეეხება. არაფერში არ მიესალმება გუ-
ლახდილობას, რაც კი ამ თემას უკავშირდება“.
მშობლებმა უნდა წააქეზონ მოზარდის სურვილი, არ მოიტყუ-
ონ თავი, როდესაც საქმე სექსს ეხება. დაე, თქვენმა მოზარდმა
არ თქვას „ჰო“, როდესაც სინამდვილეში „არას“ თქმა უნდა. დაე,
ყური მიუგდოს თავის გრძნობებს და პატივი სცეს თავის სურვი-
ლებს. ზედმეტი ტვინის ჭყლეტა და თავის გამოჩენა არ სჭირდე-
ბა, რომ თანატოლებში თავისიანად მიიღონ. არ ღირს, სექსი
მხოლოდ იმიტომ ჰქონდეს, რომ თავი დიდ ადამიანად იგრძნოს
და სექსი და სიყვარული ერთმანეთში არ უნდა აურიოს.
ბევრმა მშობელმა არ იცის, თუ რა როლი ეკისრება შვილის
სქესობრივ ცხოვრებაში. სალის დედამ ფსიქოლოგს მიმართა,
როდესაც მისმა ჩვიდმეტი წლის გოგონამ სთხოვა, ჩასახვის საწი-
ნააღმდეგო აბები მომიტანეო: საკუთარ შვილს კარგად ვიცნობ,
ვინმე შეუყვარდება და მასთან სექსი მოუნდება, აბებით უსაფ-
რთხოდ მაინც იქნება, მაგრამ ჩემთვის უხერხულია, რომ მისი
სქესობრივი ცხოვრების დასაწყისს ხელისშემწყობად მოვევლი-
ნო“.
„თავად ის ფაქტი, რომ მოზარდმა მშობელს ჩასახვის საწინა-
აღმდეგო საშუალებები სთხოვა, უკვე მოასწავებს, რომ იგი მზად
არ არის ზრდასრული ცხოვრებისთვის, – უპასუხა ფსიქოლოგმა
– თუკი მშობელი მოზარდს ამ აბებს მისცემს, ამით მას არ მის-
ცემს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილების შესაძლებ-
ლობას – თავად მიიღოს გადაწყვეტილება და პასუხი აგოს მის
შედეგებზე. ზრდასრული ადამიანი პასუხისმგებლობას თავის
მშობელს არ გადაულოცავს. მას საკუთარ თავზე იღებს“.
შინ დაბრუნებულმა სალის დედამ შვილს განუცხადა: „საყვა-
რელო, თუკი სექსისთვის უკვე მომწიფებულად თვლი თავს, ეს
ნიშნავს, რომ იმისთვისაც მზად ხარ, თავად დაელაპარაკო გინე-
კოლოგს, რომელი ჩასახვის საწინააღმდეგო აბები უნდა გა-
მოიყენო. კონტრაცეპტივები მე რომ მოგიტანო, ეს ნიშნავს, რომ
მე ვიღებ პასუხისმგებლობას და არა – შენ“.

ნამდვილი სიყვარული

„სექსს მხოლოდ სიყვარული ამართლებს, – განაცხადა თექ-


ვსმეტი წლის ბეტიმ. – აი, მეც გამუდმებით შეყვარებული რატო-
მაც ვარ“. ასეთი ცინიკური დამოკიდებულების მიღმა შესატყვისი
სოციალური ამბავი დგას. როგორც ჩანს, ბეტი სექსუალური თა-
ვაშვებულობის გამო თავს დამნაშავედ გრძნობს და საკუთარ საქ-
ციელს შეყვარებით ამიტომაც ხსნის. სიყვარული – ნამდვილი თუ
წარმოსახვითი – მის დანაშაულს გამოისყიდის. მაგრამ სიყვარუ-
ლი მხოლოდ გრძნობა და ვნება რომ არ არის?! სიყვარული –
ეს ურთიერთობებისა და მოქმედებათა წყების მთელი სისტემაა,
რომელიც ორივე ადამიანის ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს.
რომანტიკული სიყვარული ერთთავად შეიძლება ბრმა იყოს, იგი
სიყვარულის საგანში მხოლოდ დადებითს ხედავს, ხოლო უარ-
ყოფითზე თვალს ხუჭავს. ნამდვილი, ზრდასრული სიყვარული კი
იღებს საყვარელი ადამიანის როგორც დადებით, ასევე უარყო-
ფით თვისებებს. ასეთი სიყვარული ნიშნავს, რომ არც ბიჭი და
არც გოგო არ ცდილობენ, ერთმანეთი გამოიყენონ და ისე შეხე-
დონ პარტნიორს, როგორც საკუთრებას. ისინი ისეთები რჩებიან,
როგორებიც არიან. ასეთი სიყვარული ეხმარება მათ, გაიხსნან
და თავიანთი საუკეთესო თვისებები გამოავლინონ. სიყვარული
და სექსი ერთი და იგივე არ არის, წარმატებული ურთიერთობა
წარმატებული მაშინაა, როცა ამ ორი რამის ურთიერთშერწყმას
ახერხებენ.
თავი 10
შედეგების შეჯამება:
რა დაგეხმარებათ შვილების აღზრდაში

რა მიზანი აქვს აღზრდას? ის, რომ ბავშვს დავეხმაროთ,


ღირსეული ადამიანი გაიზარდოს, ანუ ისეთ პიროვნებად ჩამოყა-
ლიბდეს, რომელსაც თანაგრძნობის, სრულყოფილი სიყვარუ-
ლის, პასუხისმგებლობისა და ზრუნვის უნარი ექნება. როგორ შე-
იძლება ადამიანი ჰუმანური გავხადოთ? ამას მხოლოდ ჰუმანური
მეთოდების გამოყენებით მოვახერხებთ. გულახდილად ვთქქვათ
– თვით პროცესი მეთოდია, რომ მიზანი არ ამართლებს სა-
შუალებებს, რომ ბავშვს აღზრდისას ისე არ უნდა მოვექცეთ, რომ
მის გრძნობებს ზიანი მივაყენოთ.
ბავშვი საკუთარი გამოცდილებით იძენს ცოდნას. იგი რბილ
თიხას ჰგავს და ყოველი სიტყვა მასში ანაბეჭდს ტოვებს. ამიტო-
მაცაა ასეთი მნიშვნელოვანი, რომ მშობლებმა ისწავლონ შვი-
ლებთან საუბარი, არ გამოიყვანონ ისინი მოთმინებიდან, ტკივი-
ლი არ მიაყენონ, მათი ადამიანური ღირსება არ შელახონ, არ
აიძულონ, დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა.
ოჯახში ტონის მიმცემნი მშობლები არიან. ნებისმიერ თემაზე
მათი რეაგირება განაპირობებს, გართულდება სიტუაცია თუ ად-
ვილად მოგვარდება. აი, რატომაა აუცილებელი, რომ მშობლებ-
მა აკრძალვის ენა დაივიწყონ და მიღების ენა ისწავლონ. სინამ-
დვილეში ყველამ კარგად იცის, რა ენაზეა საუბარი. ამ ენით ლა-
პარაკობენ მოზრდილები, როდესაც სტუმრებს ან უცნობ ადა-
მიანებს ესაუბრებიან. ეს ენა ანგარიშს უწევს სხვების გრძნობებს
და სხვა ადამიანის საქციელს არ აკრიტიკებს.
ჯინსში გამოწყობილი კოლეჯის სტუდენტი გზაზე გადადიოდა
და კინაღამ ტაქსის ქვეშ აღმოჩნდა. გაცეცხლებულმა მძღოლმა
ლანძღვა დაუწყო: „საით იყურები, არ უნდა იცოდე, სად მიდიხარ,
შე მათხოვარო, რომ გამეტანე?! უდედოდ ქუჩაზე ვერ გადადი-
ხარ?!“
ახალგაზრდა წამოდგა და მშვიდად ჰკითხა: „ექიმსაც ასე
ელაპარაკებით?“ მძღოლი შეწუხდა და ბოდიში მოიხადა.
თუ მშობლები ისწავლიან, შვილებს ისევე პატივისცემით
ელაპარაკონ, როგორც ექიმებს, ეჭვი მეპარება, საქმე სკანდა-
ლამდე და რომელიმეს ისტერიკებამდე მივიდეს.
ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატმა, გამოჩე-
ნილმა მწერალმა თომას მანმა ერთხელ თქვა: „საუბარი თავადაა
ცივილიზაცია“. დიახ, სიტყვებით შეიძლება გავაკეთილშობილოთ
ადამიანი და ველურობისკენაც ვუბიძგოთ, სიტყვებით შეიძლება
დავამახინჯოთ და მოვარჩინოთ. მშობლებმა უნდა ისწავლონ
შვილებთან თანაგრნობით საუბარი, რაც მათთვის ძვირფას პა-
ტარას ტკივილს სიყვარულით დაუამებს. მათ უნდა შეეძლოთ ისე-
თი სიტყვების გამოძებნა, რომლებიც ბავშვის გრძნობების სრულ
სისავსეს გამოხატავს და მას განწყობილებას შეუცვლის. მშობ-
ლებმა უნდა წაახალისონ თავიანთი შვილების კეთილი ნება,
მშობლის პასუხები კი ისეთი უნდა იყოს, რომ მათში ბავშვისადმი
პატივისცემა გამოსჭვიოდეს. ბავშვის გარშემო არსებული სამყა-
რო მის გონებას მიმართავს, მშობელი მის გულს უნდა მიმართავ-
დეს, შვილის მოთხოვნებსა და გრძნობებს გულწრფელი ინტერე-
სით უნდა ეხმიანებოდეს. ამით ბავშვს საკუთარი თავისადმი და-
დებით წარმოდგენას შეუქმნის (რასაც შედეგად დაცულობისა და,
როგორც პიროვნების, თავდაჯერებულობის გრძნობები მოჰყვე-
ბა) და მშობლის მიმართ პატივისცემის გრძნობას ჩამოუყალი-
ბებს.
ამასთანავე ისიც უნდა ითქვას, რომ ურთიერთობის ჩვეული
ფორმიდან ამ ახალ ფორმაზე გადასვლა არც ისე ადვილია. გან-
ვიხილოთ ბატონი ბლუმის მაგალითი, რომელიც მშობელთა
მომზადების კურსზე დადიოდა და სურდა, შვილებთან ურთიერ-
თობის უფრო ეფექტურ (უფრო რბილ) ხერხებს დაუფლებოდა.
ჩვენი საუბარი მას მერე შედგა, რაც ბატონი ბლუმი უკვე ჩვენს
რამდენიმე შეკრებას დაესწრო.
ბ-ნი ბლუმი: გამოდის, რომ ყველაფერი მცდარია, რასაც
ჩემს შვილს ვეუბნები. როგორც ვატყობ, საკმაოდ გამიჭირდება
აღზრდის მეთოდის შეცვლა.
დ-რი ჯინოტი: რა თქმა უნდა, შეხედულების შეცვლა და ახა-
ლი მეთოდის ათვისება ადვილი საქმე არ არის.
ბ-ნი ბლუმი: საქმე მხოლოდ ეს როდია. თუმცა, როგორც გა-
ირკვა, მე ჩემს შვილს პატივს არ ვცემდი და მის თავმოყვა-
რეობას არაფრად ვაგდებდი. გასაკვირი არ არის, რომ ჩემს ნათ-
ქვამს არ უსმენს, პატივისცემაზე რაღა ვილაპარაკო?!
დ-რი ჯინოტი: ახლა თავს იდანაშაულებთ, რომ ასეთი შეც-
დომები არ უნდა დაგეშვათ, ამას აქვს აზრი?
ბ-ნი ბლუმი: მართალი ხართ. სანამ საკუთარ თავს დავადანა-
შაულებ, გამოდის, რომ ჩემს შვილსაც დავადანაშაულებ, ნაც-
ვლად იმისა, რომ მასთან სხვაგვარად ლაპარაკი ვისწავლო.
მგონი, დროა, ამ დადანაშაულებას თავი დავანებო და შევეცადო,
მასთან ურთიერთობა შევცვალო. იქნებ შვილებთან მშობლების
ურთიერთობა ყურადღებისა და მზრუნველობის გამომხატველი
ის ენაა, რომელსაც თქვენ ქადაგებთ, და სწორედ ის არის, რაც
ჩვენს ურთიერთობას გააუმჯობესებს.
როდესაც მშობლები ცდილობენ, შვილებით უკმაყოფილებაც
კი თავშეკავებულად და თავაზიანად გამოხატონ, ბავშვები ამ გან-
სხვავებას ამჩნევენ და თვითონაც ცდილობენ, ასევე უპასუხონ.
ბატონმა ბრაუნმა ცხრა წლის ქალიშვილი, დები თავის სამსა-
ხურში იმ დღეს წაიყვანა, როდესაც იქ კედლებს ღებავდნენ. აი,
რა, მოჰყვა იქ შემდგარი დიალოგის შესახებ.
ბ-ნი ბრაუნი: ვერ ვიტან ვერც ამ საღებავის სუნს და ვერც ამ
მტვერს. ყველაფერი ყირამალა დგას.
დები: ალბათ ძალიან გიჭირს ასეთ გარემოში მუშაობა. რა
არეულობაა!
ბ-ნი ბრაუნი: მართალი ხარ.
დები: მოგეწონა, რაც გითხარი?
ბ-ნ ბრაუნი: მომეწონა, ვიფიქრე, დები ჩემს გრძნობებს
ხვდება-მეთქი.
დები: აი, ამ ბოლო დროს შენც ასე მელაპარაკები, შევამ-
ჩნიე.
ამასთანავე უნდა გავითვალისწინოთ – მშობლები არ უნდა
ელოდნენ, რომ მათი შვილები მაშინვე შეაფასებენ იმ ცვლილე-
ბას და მზრუნველობით მოეპყრობიან მათ. შეიძლება ბავშვებმა
დაჟინებით გააგრძელონ ძველებურად მოქცევა და ფიქრობდნენ,
რომ მშობლები მათ გრძნობებს კი არ სწვდებიან, არამედ უბრა-
ლოდ მათ პრობლემებს წყვეტენ. აი, ერთ-ერთი დედის ნაამბო-
ბი.
თერთმეტი წლის ნოამ დედასთან წუწუნი დაიწყო თავის შვი-
დი წლის ძმა რონზე.
ნოა: უკვე ყელში ამომივიდა. გამუდმებით იტყუება, ეშმაკობს
და ხელს მიშლის.
დედა: ეს კი ნერვებზე მოქმედებს, არა? მთელ დღეს სკოლა-
ში ატარებ, საღამოს შინ დაღლილი ბრუნდები, მაგრამ დასვენე-
ბას არ გაცლის: ყველაფერს აკეთებს, რომ ჭკუიდან გადაგიყვა-
ნოს.
ნოა: რა საჭიროა ამის გამეორება, ისედაც ვიცი ეს ყველაფე-
რი, შენი გამეორება სულაც არ მჭირდება.
დედა (მშვიდად, წინააღმდეგობის გაუწევლად): როდესაც
ვინმე ხვდება, რა დღეში ხარ, გრძნობ, რომ შენი ესმით.
ნოა (უარესად გაბრაზებული): ისედაც ვიცი, რომ გესმის ჩემი.
დოქტორი ჯინოტის ლექციებს ზედმეტ ყურადღებას აქცევ. შეიც-
ვალე და ეს არ მომწონს.
დედა: მითხარი, რით დაგეხმარო.
ნოა: რონს უნდა უყვირო და საერთოდ, უკეთესად უნდა აღ-
ზარდო.
დედა: მაგრამ რაც დრო გადის, უფრო ვრწმუნდები, რომ
ყვირილით საქმეს არ ეშველება.
ნოა: მე კი მინდა, რომ რონი დასაჯო.
დედა: ადრე მართლაც შემეძლო მეყვირა, მაგრამ ახლა ეს
დამთავრებულია. სწორედ ეს ცვლილება არ მოგწონს ჩემში.
მაგრამ მე უფრო და უფრო მჯერა შენი და ვიცი, რომ შეგიძლია
პრობლემა თვითონ მოაგვარო.
ნოა: რონის ტყუილებს რა ვუყო? გამაგიჟა თავისი ტყუილე-
ბით.
დედა: წუხელ მამაშენმა მიამბო, როგორ გაუბრაზდა რონს
ტყუილის გამო და მას, სხვათა შორის, მისი შვილი ნოა აწყნა-
რებდა. ნოამ შეახსენა მამას, რომ რონის ტყუილები ალბათ ასა-
კის ბრალია და გაივლის. სად გაგონილა, თერთმეტი წლის ბავ-
შვმა მამას ჭკუა დაარიგოს, მერე კი თვითონ გამოიყვანოს მოთ-
მინებიდან პატარა ბავშვის ცუდმა საქციელმა?!
ნოა: მგონი, მამას დაეხმარა ჩემი რჩევა. იქნებ საკუთარ თავ-
საც დავეხმარო.
სულაც არ არის ადვილი, თავი შევიკავოთ და ბავშვის ცუდ
საქციელს ჩვენთვის ჩვეული ტონით არ ვუპასუხოთ, მაგრამ ამ
დედამ მოახერხა და არ დაანება ნოას, ისევ ძველ მეთოდს
დაჰბრუნებოდა. დედა საკუთარ ქცევას აკონტროლებდა და
იცოდა, რომ მართალი იყო. დაეთანხმა, რომ მისი თერთმეტი
წლის ვაჟი მართლაც რთულ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი,
მაგრამ თავის მართლება არ დაუწყია და არც დაჰყოლია
შვილის მოთხოვნას, მას გადაეჭრა ძმებს შორის კონფლიქტი.
ამის ნაცვლად შვილს დაეხმარა იმაში, რომ გასჩენოდა საკუთა-
რი ძალების რწმენა, იმედი, რომ პრობლემას თავადვე მოაგვა-
რებდა.

დისციპლინა:
გრძნობებს გულისყურით ვეპყრობით, ქცევას კი მკაცრად
ვაკონტროლებთ

მშობლები ხშირად კითხულობენ, ამ წიგნით გადმოცემული


მეთოდები დისციპლინას როგორ უდგება, – ლოიალურად თუ
მკაცრად? სიმკაცრე რეკომენდებულია, როდესაც არ გვიჯერებენ.
თუმცა ნებისმიერი გრძნობა, სურვილი თუ ფანტაზია დასაშვებია
(სულერთია, დადებითია, უარყოფითი თუ წინააღმდეგობრივი),
ანუ მათ მიმართ შეიძლება ლოიალობა გამოვიჩინოთ. ბავშვები,
როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, საკუთარ გრძნობებს ვერ ერევი-
ან. ბავშვი მრავალგვარი გრძნობით გამოირჩევა, ესენია: სიხარ-
ბე, ახირება, დანაშაულის გრძნობა, სიბრაზე, შიში, დარდი, აღ-
ფრთოვანება, ზიზღი და ა.შ. მაგრამ ამ ემოციების გარჩევა არ
ძალუძს, მან პასუხი მხოლოდ იმაზე უნდა აგოს, თუ როგორ გა-
მოხატავს ამ გრძნობებს.
მიუღებელი საქციელი მიუღებელია. ძალზე ძნელია, ვაიძუ-
ლოთ ბავშვი, წესიერად მოიქცეს. მოუხედავად ამისა, მშობლები
ისევ იტანჯავენ თავს იმაზე, როგორ აიძულონ მარკი ოჯახურ საქ-
მეებში დაეხმაროს, ან როგორ დააძალონ ფრედს საშინაო დავა-
ლებების შესრულება, როგორ შეაგნებინონ გრეისს, რომ მან თა-
ვისი ოთახის დალაგება უნდა ისწავლოს, ან აიძულონ კონი, შინ
დროზე დაბრუნდეს.
მშობლებმა უნდა შეიგნონ, რომ ასეთ იძულებებს შედეგი არ
მოაქვს. იძულებითი მეთოდები უფრო მეტად აღრმავებს წყენას
და აძლიერებს წინააღმდეგობის გრძნობასაც. ნაცვლად იმისა,
რომ შვილს ჩვენი ნება მოვახვიოთ თავს, ალბათ აჯობებს, მასზე
სხვაგვარად მოვახდინოთ ზეგავლენა, ჩვენი აზრი გავუზიაროთ
და წავახალისოთ, რომ საკუთარი პრობლემები თავადვე მოაგვა-
როს.
მაგალითი: „ფრედ, მასწავლებელმა გვაცნობა, რომ საშინაო
დავალებებს არ ასრულებ. იქნებ გვითხრა, ხელს რა გიშლის?
იქნებ შემიძლია რაიმეთი დაგეხმარო?“
თერთმეტი წლის ფრედს რაც უნდა ეპასუხა მშობლისთვის,
მთავარია, რომ მშობელმა წამოიწყო დიალოგი პრობლემის წყა-
როს გასარკვევად და ამით დაეხმარა ფრედს, დავალებების შეს-
რულებისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო.
ბავშვისთვის ნათელი უნდა იყოს, რა არის მისაღები და რა –
მიუღებელი. მშობლების დაუხმარებლად პატარას უჭირს იმპულ-
სურობასა და სურვილებთან გამკლავება, ხოლო თუკი დასაშვებ
საქციელთა ზღვარი იცის, ეს უსაფრთხოების შეგრძნებას უძ-
ლიერებს.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ წესების დადგენა, აკრძალვე-
ბის განსაზღვრა და მიჯნების დადგენა ბევრად უფრო ადვილია,
ვიდრე მათი დაცვის მოთხოვნა. მშობლებს სჩვევიათ, შვილებს
დაუთმონ, როდესაც იგი წესებს არღვევს. ყველას უნდა, რომ ბავ-
შვი ბედნიერებას ასხივებდეს. ჰოდა, როდესაც მშობელი ბავშვს
წესის დარღვევას უკრძალავს, რისკზე მიდის, რომ ბავშვს ეს იმ-
დენად არ მოეწონება, რომ მშობლის სიძულვილს აშკარად გა-
მოხატავს და მას დანაშაულის გრძნობას გაუჩენს.
„საღამოს არავითარი ტელევიზორი! – განაცხადა მამამ, რო-
დესაც მისმა ათი წლის ბიჭმა საბავშვო გადაცემის ყურება დაას-
რულა. სტივენი აყვირდა: რა უსამართლობაა! მართლა რომ გიყ-
ვარდე, ჩემს საყვარელ გადაცემას მაყურებინებდი, ეს-ესაა დაიწ-
ყო“. მამას გულმა გაუწია, შვილის სურვილს დაჰყოლოდა, სუ-
ლაც არ იყო ადვილი ბავშვის ხვეწნაზე უარის თქმა, მაგრამ გა-
დაწყვიტა, პრეცედენტი არ დაეშვა და დადგენილი წესისთვის არ
გადაეხვია.
ძნელია, ბავშვს წესების დაცვა ვაიძულოთ, ამიტომ მშობლე-
ბი ცდილობენ, პრიორიტეტები განსაზღვრონ და რაც შეიძლება
ნაკლები წესი შემოიღონ.

შესაძლებელია ერთდროულად მზრუნველებიც ვიყოთ და


აღზრდაშიც წარმატებას მივაღწიოთ

აქ მოყვანილია ემპათიური კომუნიკაციის პრინციპები, რომ-


ლებიც მშობლებს საშუალებას მისცემს, ბავშვის აღზრდისას
ზრუნვა და თანამიმდევრულობა შეუხამონ ერთმანეთს.
1. სიბრძნე მოსმენით იწყება. თანაგრძნობით ბავშვის მოსმე-
ნა საშუალებას აძლევს მშობელს გაიგოს, რას გრძნობს მისი შვი-
ლი, რა დგას მისი სიტყვების მიღმა. შეეცადეთ გაიგოთ, რას
გრძნობენ და განიცდიან თქვენი შვილები და რაში მდგომარეობს
მათი სიტყვების ნამდვილი არსი.
მშობელმა გონებასაც და გულსაც უნდა მოუხმოს, რათა ნე-
ბისმიერი (სასიამოვნო თუ უსიამოვნო) სიმართლის გაგონების-
თვის იყოს მზად. ვაი, რომ ბევრი მშობელი სწორედ იმიტომ არ
ცდილობს შვილის მოსმენას, რომ იმის გაგონების ეშინია, რაც
შეიძლება არ მოეწონოს. თუ თქვენს შვილთან საუბრისას პოზი-
ტიურ გარემოს არ შექმნით, რათა პატარა წააქეზოთ იმისკენ,
რომ ყველაფერი გითხრათ, რაც აწუხებს, ბავშვისგან სიმართლე-
სა და გულწრფელობას ნუ დაელოდებით: იგი მხოლოდ იმას
გეტყვით, რისი მოსმენაც თქვენ გსურთ.
როგორ შევქმნათ ასეთი ნდობის ატმოსფერო ბავშვთან საუბ-
რისას? მთავარია, უსიამოვნო სიმართლეზე სწორი რეაგირება
მოვახდინოთ. ქვემოთ მოყვანილი კომენტარები ასეთ ატმოსფე-
როს ნამდვილად ვერ შექმნის:
– რა სულელური აზრია (დამცირება)
– საიდან გაქვს ამდენი ზიზღი ჩემდამი, მე რა შუაში ვარ?! (უ-
არყოფა)
– ჯერ მოქმედებ და მხოლოდ მერე ფიქრობ (კრიტიკა)
– საიდან გაქვს ასეთი დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე
(დამცირება)
– სიტყვა აღარ გამაგონო ამ თემაზე! (ბრაზი, აკრძალვა)
ამ სიტყვების ნაცვლად შეიძლება უბრალოდ მივიღოთ ბავ-
შვის ნათქვამი:
– აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. გმადლობ, რომ მენდე და
მითხარი, რასაც გრძნობდი და გრძნობ. აი, თურმე როგორი აზ-
რი გქონია. გმადლობ, რომ ამაზე ყურადღება გამიმახვილე. ინ-
ფორმაციის მიღება თანხმობის გამოხატვას როდი ნიშნავს. უბრა-
ლოდ, საშუალებაა კონტაქტის დასამყარებლად, ბავშვთან
დიალოგის დასაწყებად, რათა მან იგრძნოს, რომ მის ნათქვამს
სერიოზულად იღებთ.
2.არ უარყოთ ბავშვის აღქმის უფლება, ეჭვქვეშ არ დააყე-
ნოთ მისი გრძნობები, არ წაუყრუოთ მის სურვილებს, არ დასცი-
ნოთ გემოვნების გამო, ნუ დაიწყებთ მის ნათქვამში ბოროტი
ზრახვის ძებნას, ნუ გააკრიტიკებთ მის ხასიათს, ნუ შეეკამათებით
გამოცდილების საკითხზე. ნაცვლად ამისა, ცნობად მიიღეთ მისი
ნათქვამი.
„აუზთან მისულმა რვა წლის რობერტმა უცებ უარი თქვა გა-
დახტომაზე. „რა ცივი წყალია! – დაიყვირა მან. – მე ხომ გაცივე-
ბული ვარ!“ „მშვენიერი წყალია, – უპასუხა მამამ. – აი, შენ კი ნამ-
დვილად რაღაც გჭირს. წყალი შემთბარია, უბრალოდ ფეხები გა-
გეყინა იმიტომ, რომ კურდღელივით მშიშარა და ჩვილივით მტი-
რალა ხარ. ხმა ძლიერი გაქვს, ხასიათი კი – სუსტი“.
ამ სიტყვებით მამამ უარი უთხრა შვილს აღქმის მართებულო-
ბაზე, მისი გამოცდილება არაფრად ჩააგდო, ეჭვქვეშ დააყენა მი-
სი გრძნობები და გაულანძღა ხასიათი.
ახლა კი მეორე პასუხს დავაკვირდეთ: „შეიძლება დღეს თავს
მთლად კარგად ვერ გრძნობ, ამიტომაც გეჩვენება, რომ წყალი
ცივია. ახლა უბრალოდ არ გინდა, რომ აუზში ჩახტე“. უფროსის
ასეთი პასუხი ბავშვს წინააღმდეგობის გრძნობას უმცირებს. მას
ესმის, რომ ანგარიშს უწევენ, პატივს სცემენ, მის სიტყვებს სე-
რიოზულად იღებენ და არაფერში არ ადანაშაულებენ.
ათი წლის მერიმ დედას უსაყვედურა, წვნიანი მლაშეაო. დე-
დამ ხელაღებით უარყო შვილის აღქმა და უპასუხა: „სულაც არა.
შეიძლება ითქვას, რომ მარილი სულ არ ჩამიყრია“. დედას რომ
ესწავლა ბავშვის აზრის მიღება, ასე უპასუხებდა: „ჰო, ალბათ შე-
ნი გემოვნებისთვის მლაშეა“. ბავშვის აზრის მიღება თანხმობას
სულაც არ ნიშნავს. ეს მხოლოდ მისი აზრისადმი პატივისცემის
გამოხატვაა.
3.კრიტიკის ნაცვლად რეკომენდაციები გამოიყენეთ. მიუთი-
თეთ პრობლემაზე და მისი შესაძლო გადაჭრის გზები დაასახე-
ლეთ. ბავშვს მასზე ცუდი არაფერი უთხრათ. დედამ შენიშნა, რომ
ბიბლიოთეკიდან მისი ქალიშვილის მიერ გამოტანილ წიგნს ჩაბა-
რების ვადა გაუვიდა. გაბრაზებული შვილს კრიტიკით დაატყდა
თავს: „რა უპასუხისმგებლო ვინმე ხარ! საქმეს იმდენი ხნით გადა-
დებ ხოლმე, რომ მერე სულ გავიწყდება. ბიბლიოთეკაში წიგნი
დროზე რატომ არ ჩააბარე?“ აჯობებდა, დედას პრობლემა
დაესახელებინა და მისი გადაჭრის გზა ეჩვენებინა: „ეს წიგნი ბიბ-
ლიოთეკაშია დასაბრუნებელი. ვადა აქვს გასული“.
4.თუ ძალიან გაბრაზებული ხართ, აღწერეთ ის, რასაც ხე-
დავთ, რას გრძნობთ და რას მოელით: „ძალიან გაბრაზებული
ვარ! ძალიან გაცეცხლებული ვარ! მოთმინებიდან ვარ გამოსუ-
ლი“. ოღონდ ბავშვს თავს ნუ დაესხმებით. როდესაც ბილის მამამ
დაინახა, რომ მისი ოთხი წლის შვილი მეგობარს ქვებს ესროდა,
ბიჭის შეურაცხყოფა და შერცხვენა არ დაუწყია და არც ასეთი კო-
მენტარები გაუკეთებია: „შენ რა, გაგიჟდი?! ხომ შეიძლებოდა
შენს მეგობარს რამე დაშავებოდა! ეს გინდოდა? რა სასტიკი ბავ-
შვი ყოფილხარ!“ ნაცვლად ამისა, ხმამაღლა და გარკვევით წარ-
მოთქვა: „ძალიან გაბრაზებული ვარ. ქვებს ადამიანებს არ ესვრი-
ან. ადამიანების ცემა არ შეიძლება!“
5.როდესაც ბავშვის შექება გსურთ, საქებარი სიტყვები მიმარ-
თეთ მის საქციელსა და გაკეთებულ საქმეზე, ხოლო თავად ბავ-
შვის შეფასებას ნუ შეუდგებით. თორმეტი წლის ბეტი დედას სამ-
ზარეულოს კარადების დალაგებაში ეხმარებოდა. დედას ბეტის
შექება მოუნდა, მაგრამ შემფასებლური სიტყვებისგან თავი შეიკა-
ვა. არ უთქვამს: „შრომა შეგძლებია, რა კარგი დამხმარე ხარ,
ჭკუის კოლოფი, რა კარგად გცოდნია დალაგება“. ნაცვლად ამი-
სა, დედამ აღწერა ის, რაც ბეტიმ გააკეთა. „ჭურჭელი და ჭიქები
კოხტადაა დაწყობილი თავ-თავის ადგილზე. ახლა მათ ძებნაში
დრო არ დამეკარგება. დიდი შრომა გასწიე და ყველაფერი საუც-
ხოოდ მოახერხე. გმადლობ!“ დედის აღიარებამ ბეტის საშუალე-
ბა მისცა, თავად გამოეტანა დასკვნა: „დედას ჩემი ნამუშევარი
მოსწონს, საქმის კეთება შემიძლია“.
6.ისწავლეთ „არას“ თქმა ნაკლებმტკივნეულად, ისე, რომ
ბავშვმა წარმოსახვით (ფანტაზიით) მაინც დაინახოს ის, რისი
რეალურად მიცემაც არ შეგიძლიათ. ბავშვს უჭირს აუცილებლო-
ბისგან სურვილის გარჩევა. მისი აზრით, რასაც ითხოვს, ყველა-
ფერი სჭირდება: „მიყიდე ახალი ველოსიპედი, ძალიან მჭირდე-
ბა, გეხვეწები, მიყიდე“; სათამაშოების მაღაზიაში: „ეს მანქანა მინ-
და, მიყიდე, რა“. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი? სა-
სურველია, რომ უარი ასეთი არ იყოს: „არა! ხომ იცი, რომ ახლა
ამის ფული არ გვაქვს“. აჯობებს, ბავშვის სურვილი გავიზიაროთ
და დავანახვოთ, რომ მისი გვესმის: „რა კარგი იქნებოდა, ახალი
ველოსიპედის ყიდვა რომ შემეძლოს. ვიცი, როგორ გაგიხარდე-
ბოდა, იმ ველოსიპედით ქუჩაში და სკოლაში რომ გევლო. ამით
უფრო გაგიადვილდებოდა სიარული. ახლა ჩვენი ბიუჯეტი ამის
საშუალებას არ გვაძლევს. მოდი, მამას დაველაპარაკები და ვი-
ფიქრებთ, საშობაოდ თუ შევძლებთ მის ყიდვას“. ანდა: „რა კარგი
იქნებოდა, ახლა ამის ყიდვა რომ შემეძლოს“. და არა: „რასაც
დაინახავ, ყველაფერი გინდება. არა, ეს არ გამოვა, ნუ მეხვეწე-
ბი!“
ჩვიდმეტი წლის ელიზაბეთმა დედას ჰკითხა: „შეიძლება გა-
მოსაშვებ საღამოზე შენი ბრილიანტის საყურე გავიკეთო?“ „რა
თქმა უნდა, არა! – გაბრაზდა დედა. – ხომ იცი, რომ ჩემს საყურეს
არავის ვაძლევ. რომ დაკარგო, მერე?!.“ უარი იმდენად საწყენი
არ იქნებოდა, დედა შვილის სურვილს თანაგრძნობით რომ შეხ-
ვედროდა: „რა კარგი იქნებოდა, კიდევ ერთი წყვილი ასეთი სა-
ყურე მქონოდა, მაშინ მოგცემდი. იქნებ ჩემი სამკაულებიდან
რაიმე სხვა აირჩიო?“
მშობლებს უჭირთ შვილისთვის უარის თქმა. სიამოვნებით და-
უკმაყოფილებდნენ ყველა თხოვნას. ხომ სასიამოვნოა გახარებუ-
ლი შვილის დანახვა. ამიტომაც ღიზიანდებიან ასე, როდესაც ბავ-
შვი რაღაცას ითხოვს და მათ ამის შესრულება არ შეუძლიათ. ჰო-
და, სწორედ ამიტომაცაა მათი „არა!“ ასეთი უხეში. თუ არ გავღი-
ზიანდებით და ბავშვის სურვილს გავიზიარებთ, ამით მას სა-
შუალებას მივცემთ, თავისი სურვილი გამოხატოს.
7.მიეცით ბავშვს არჩევანის და ხმის უფლება ისეთ საკითხებ-
ში, რომლებიც მათ პირად მოთხოვნილებებს ეხება. ბავშვი მშობ-
ლებზეა დამოკიდებული და ეს დამოკიდებულება მტრულ გან-
წყობას იწვევს. ზედმეტ დაძაბულობას თავი რომ ავარიდოთ,
ბავშვს საკუთარი თავის დამკვიდრების საშუალება უნდა მივცეთ.
რაც უფრო ფართოა მისი ავტონომია, მით ნაკლებია დაძაბულო-
ბა ურთიერთობებში. რაც უფრო ხშირად აკეთებს არჩევანს თა-
ვად ბავშვი, მით ნაკლები პრეტენზია აქვს მშობლის მიმართ.
სულ პატარასაც შეიძლება არჩევანის საშუალება მივცეთ:
„ტოსტი ჯემით გინდა თუ კარაქით?“ ან „საწოლში შვიდიდან რვა
საათამდე უნდა ჩაწვე. გადაწყვიტე, როდის დაწვები“. რას ნიშნავს
ბავშვისთვის არჩევანის უფლება? „ჩემი მშობლები ჩემს სურვი-
ლებს ანგარიშს უწევენ. მეც შემიძლია ჩემს ცხოვრებაში რაღაცე-
ბი გადავწყვიტო. მე პიროვნება ვარ, რაღაცას ვნიშნავ“, – აი, რას
იფიქრებს ამ დროს პატარა.
ასეთი წერილი მოვიდა რედაქციაში ჩემი საგაზეთო სტატიის
პასუხად, რომელშიც მშობლებს მოვუწოდებდი, ბავშვებისთვის
არჩევანის საშუალება მიეცათ:
„თქვენს ერთ-ერთ საგაზეთო წერილში შეგვახსენებდით,
რომ ბავშვებს რაიმეში მაინც უნდა მივცეთ არჩევანის საშუალება.
სწორედ ამ რჩევისთვის მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. თქვენი
ნათქვამი გამოსადეგია სიცოცხლის საპირისპირო ზღვარზეც –
როდესაც მოხუცი ადამიანი პატარა ბავშვივით უმწეო ხდება.
ჩემს ოთხმოცი წლის მამას ვუვლიდი, რომელიც კიბოთი
კვდებოდა. იმის გამო, რომ მთლიანად ჩემზე იყო დამოკიდებუ-
ლი, მამას დეპრესია დაეწყო. ამ დროს მე თქვენი სიტყვები გა-
მახსენდა: რა საშინელებაა, როდესაც არ შეგიძლია საკუთარი
ცხოვრება თავად მართოო! ვიფიქრე, რომ მამას შეიძლებოდა
ოდნავ მაინც დახმარებოდა ის, თუკი რაიმეს არჩევის უფლებას
მივცემდი. სიტუაცია, როდესაც მისი აზრის გამოთქმა შესაძლებე-
ლი და ზოგჯერ აუცილებელიც კი იყო, არცთუ ცოტა აღმოჩნდა.
მაგალითად: სჭირდებოდა თუ არა ტუალეტში ჩემი დახმარება
(სირცხვილი გარკვეულ შემთხვევებში შეუძლებელია, მაგრამ გა-
დაწყვეტილება მან თავად უნდა მიიღოს)? უნდოდა, რომ დავლა-
პარაკებოდი თუ ერჩივნა, თუ ჩუმად ვიქნებოდი, რაიმეს შეჭმა უნ-
დოდა თუ – არა, თანახმა იყო თუ არა, შვილიშვილებს რომ
მოენახულებინათ?
ელემენტარული საკითხებია, მაგრამ ისინი მამას არჩევანის
საშუალებას აძლევდა. მეც ვგრძნობდი, რომ ამ უფლების მიცე-
მით ჩვენ შორის განსაკუთრებული ნდობის ატმოსფერო იქმნებო-
და, რისი დაკარგვისაც ყველაზე მეტად მეშინოდა. დიდი იმედი
მაქვს, რომ მამას ოდნავ მაინც შევუმსუბუქე ტკივილი თუ არა,
სიკვდილის მოლოდინი მაინც“.
ბოლოთქმა

ამ წიგნში წარმოდგენილ რეკომენდაციებს შეუძლია მშობ-


ლებს თავიანთი მისია მხოლოდ მაშინ შეუმსუბუქოს, თუკი მათ
სწორად დაიცავენ. ბავშვები მოთხოვნებზე სხვადასხვაგვარად
რეაგირებენ. ზოგი უფრო დამთმობია, ასეთები ადვილად იღებენ
ურთიერთობებსა და ჩვევებში შეტანილ ცვლილებებს, მეორენი,
ე.წ. კონსერვატორები, ცვლილებებს მხოლოდ ხანგრძლივი ჩი-
ჩინისა და პროტესტის შემდეგ ამკვიდრებენ. ისეთი ბავშვებიც
არიან, აგრესიულად რომ ებრძვიან ყოველგვარ „ახალ წესს“
ოჯახში. ახალმა მეთოდმა კარგი შედეგი რომ გამოიღოს, აუცი-
ლებელია მუდამ გვახსოვდეს, თუ როგორი ხასიათისა და ტემპე-
რამენტის შვილი გვყავს.
ბავშვები მხოლოდ მაშინ ხარობენ, როდესაც აღზრდის მე-
თოდი მათდამი პატივისცემითა და სიყვარულითაა შეზავებული.
ასეთი მიდგომით უფრო ნატიფად და ღრმად შეიგრძნობენ და
ჩასწვდებიან იმ მოთხოვნებს, რომლებსაც მშობელსა და შვილს
შორის არცთუ მარტივი ურთიერთობები უყენებს.
ახალგაზრდა წყვილი კალიფორნიის ავტოსტრადების გადაკ-
ვეთაზე საჭირო შესახვევს ეძებდა. „დავიკარგეთ“, – უთხრეს მათ
საგზაო პოლიციის თანამშრომელს.
– იცით, სად იმყოფებით? – ჰკითხა პოლიციელმა.
– ვიცით, – ერთხმად უპასუხა წყვილმა. – დასახელება თქვენს
საპოლიციო ჯიხურს აწერია.
– იცით, საით მიდიხართ? – კვლავ ჰკითხა პოლიციელმა.
– დიახ, – ისევ ერთხმად უპასუხა ქალ-ვაჟმა.
– რაკი ასეა, თქვენ არ დაკარგულხართ, უბრალოდ, მოძ-
რაობის მიმართულება გაქვთ გასარკვევი, – მიუგო პოლიციელ-
მა.
ასეა მშობლების შემთხვევაშიც: მთავარია, ნათელი წარმოდ-
გენა გქონდეთ მიმართულებაზე, იმ მიზნებზე, რომლებსაც ბავ-
შვის აღზრდისას ისახავთ. გარდა ამისა, იღბალი და მეთოდის
ცოდნა გჭირდებათ. იქნებ ვინმემ იკითხოს, – თუ იღბალი თან
სდევს, ცოდნა რაღა საჭიროაო? იმისათვის, რომ ეს იღბალი არ
დაკარგონ.
დანართი 1
როგორ დავეხმაროთ ბავშვებს

სტრესულ მდგომარეობასა და ოჯახურ კონფლიქტებზე მშვი-


დი ბავშვებიც კი ემოციურად რეაგირებენ. შესაძლოა დაეწყოთ
შიშები, კოშმარები, რასაც ფრჩხილების კვნეტით, ისტერიკებით,
„ტიკებითა“ და სხვაგვარადაც გამოხატავენ. ასეთი რამ ემართე-
ბათ თავად მოსიყვარულე, სრულყოფილ ოჯახში გაზრდილ,
მშობლების ზრუნვით გარშემორტყმულ ბავშვებსაც და მათ ბავ-
შვთა ფსოქოთერაპევტის დახმარება დასჭირდებათ.
ახალი ტრავმა. ბავშვებს, რომლებიც უეცარი კატასტროფის
მომსწრენი გახდნენ, შეიძლება პოსტტრავმული სტრესული
მდგომარეობა განუვითარდეთ, მაგალითად, ხანძარმა, საავტო-
მობილო ავარიამ ან ტერორისტულმა აქტმა მათ დაუძლეველი
შიში მოჰგვაროს, რასაც პატარები დრამატული სიმპტომებით
უპასუხებენ. განსაკუთრებით გამანადგურებელია საყვარელი ადა-
მიანის გარდაცვალება.
როდესაც 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკის ტყუპი ცა-
თამბჯენი ტერორისტებმა თვითმფრინავებით გაანადგურეს, მძი-
მე, სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა არა მხოლოდ ზრდას-
რულმა ადამიანებმა, არამედ ბავშვებმაც მიიღეს. ამ ტერორის-
ტულ აქტში ბევრმა პატარამ დაკარგა ერთ-ერთი ან ორივე მშო-
ბელი. გადარჩენილი მშობელი ან ნათესავი იძულებული იყო,
ერთდროულად ახლო ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეულ
ტკივილსაც და ტრავმულ მდგომარეობაში ჩავარდნილ პატარა-
საც გამკლავებოდა.
ტრავმული იყო ცეცხლმოდებული შენობების ყურება ტელე-
ეკრანზე ან უსაფრთხო მანძილიდანაც კი როგორც ბავშვების-
თვის, ასევე დიდებისთვისაც, მაგრამ გაცილებით მძიმე აღმოჩ-
ნდა ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმ ბავშვებისა, რომლებმაც
თავად, უშუალოდ გადაიტანეს ეს ტრაგედია, ან მშობლებისთვის,
ვინც ამ ხანძარს გადაურჩა. კვლევის თანახმად, რომელიც „ნიუ--
იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნდა, რაც უფრო ახლოს იმყოფებოდა
ბავშვი უბედურების ადგილთან, მისი რეაგირება მით უფრო
მტკივნეული იყო.
ფსიქოლოგიური ტრავმაგადატანილი პატარები ამაზე იშ-
ვიათად ლაპარაკობენ, მაგრამ შიშსა და დაძაბულობას თამაში-
სას შეატყობთ. ბავშვთა ფსიქოთერაპია ყოველგვარ პირობას უქ-
მნის პატარას, რათა მას ამ გასაჭირში დაეხმაროს. თერაპევტი
ეხმარება ბავშვს, ხელახლა გადაიტანოს მისთვის საშიში მოვლე-
ნა, ოღონდ ამას თამაშისა და სიტყვების ფორმას აძლევს. ასე თუ
მოახერხებს ბავშვი მასთან შეგუებასა და შფოთვებთან გამკლავე-
ბას. ბავშვები სათამაშო კუბურებით აშენებენ სახლებს და მერე
მათ სათამაშო ჭურვებს უშენენ, პოლიციის მანქანის სირენებივით
გაჰკივიან, ქმნიან ხანძრის იმიტაციას, სათამაშო „სასწრაფო დახ-
მარების“ მანქანებით დაჭრილები და დახოცილები გადაჰყავთ.
შოკისა და სასოწარკვეთილების ამ შთაბეჭდილებების გათამაშე-
ბას კვირაობით უნდებიან. მხოლოდ ასეთი სიმბოლური რეკონ-
სტრუქციით შეძლებენ პატარები, შიშისა და მღელვარების გარე-
შე ალაპარაკდნენ თავიანთ მძიმე განცდებსა და მოგონებებზე.
მსგავსი უბედურების განცდა უმცირდებათ, როდესაც შეუძლიათ
გულისხმიერი მოზრდილის თანდასწრებით და სათამაშოებით
გაიმეორონ საშიში მოვლენა და ილაპარაკონ იმ საშინელებების
შესახებ, რისი მომსწრენიც გახდნენ. ნიუ-იორკის ტერაქტის შემ-
დეგ ასეთ ბავშვებსა და მოზრდილებს ბევრმა მოხალისე ფსიქო-
თერაპევტმა გაუწია პროფესიული დახმარება.
მშიშარა ბავშვები. პატარა ბავშვები და შიში ერთგვარად გა-
ნუყოფელი ცნებებია. სამი წლის ბავშვებისთვის ყველაზე საშიშ
არსებებს ძაღლები წარმოადგენენ. ოთხი წლის ასაკში მათ სიბ-
ნელე უფრო აშინებთ. ასეთი შიშები წლებთან ერთად მცირდება
და რვა წლისთვის ქრება. სხვა, რაც ბავშვების გადმოცემით მათ
აშინებთ, სახანძრო მანქანები, სირენების ხმა, მიწისძვრა, ადა-
მიანის გატაცება, ტრანსპორტის სისწრაფე, გველები და სიმაღ-
ლეებია. 11 სექტემბრის შემდეგ ყველა შიშს ტერორისტების შიშ-
მა გაუსწრო. ზოგიერთი ბავშვი შეშფოთებას შედარებით მსუბუ-
ქად გამოხატავდა, თუკი გვერდით მშობლები ჰყავდა, თუმცა ეს
არ ნიშნავს, რომ დისკომფორტს არ განიცდიდა: ითხოვდა, ღა-
მით სინათლე ანთებული დაეტოვებინათ და ძალიან იძაბებოდა,
როდესაც სახლის გვერდით სახანძრო მანქანა ჩაივლიდა ან ვინ-
მე მძარცველებს ახსენებდა.
თუ ბავშვს შიშის მუდმივი და ძლიერი შეტევები აქვს, ეს ნიშ-
ნავს, რომ მას პროფესიული დახმარება ესაჭიროება. მისი რეაქ-
ციის სიმძაფრე იმის ნიშანია, რომ ის გამოსულია ჩვეული მდგო-
მარეობიდან ნერვიულობის გამო და ეშინია ყველაფრის: რომ
შეიძლება ზეცა ჩამოიქცეს, სახლს მეხი დაეცეს ან მთელი ოჯახი
ქარიშხალმა იმსხვერპლოს. საფრთხის შემცველ საგნებსა და
მოვლენებს ბოლო არ უჩანს: ხმამაღალი ლაპარაკი ან სირენე-
ბი, სიმაღლეები, ახალი ადამიანები, წყლის ჩხრიალი, ბნელი
კუთხეები, პატარა მწერები და დიდი ცხოველები. ბავშვები ცდი-
ლობენ, მღელვარებას გაექცნენ და ამიტომ თავს არიდებენ ისეთ
ადგილებს, რომლებიც საფრთხის შემცველად ესახებათ. ამგვა-
რად, შეიძლება წყალს არ გაეკარონ, კიბეზე არ ავიდნენ ან
ბნელ ოთახში დარჩენაზე უარი თქვან.
ჯგუფური ფსიქოთერაპიის სეანსზე მშიშარა ბავშვები ისეთი
საქმიანობით იქნებიან დაკავებულები, რომელიც მათ ამ შიშების
დაძლევაში დაეხმარებათ. მათ შეეძლებათ ისროლონ პისტოლე-
ტიდან, რომელსაც დიდი ხმა ექნება, სახე ჭუჭყით მოითხუპნონ ან
სინათლე გამორთონ. ეს ჯგუფი შეშინებულ ბავშვებს პრობლე-
მასთან შეჯახებას არ აარიდებს, მაგრამ თერაპევტი საშიში მდგო-
მარეობის წარმოქმნასთან ერთად მის განეიტრალებას მოახერ-
ხებს. სპეციალისტები ბავშვებს ეხმარებიან გაითამაშონ და ილა-
პარაკონ იმ აკვიატებულ შიშებზე, რაც ასე აწუხებთ, რასაც შედე-
გად ბუნდოვანი მღელვარების შეგრძნების შემცირება ან
მთლიანად დაძლევა მოსდევს.
დედმამიშვილებს შორის ზედმეტი მეტოქეობა. ფსიქოლო-
გიური დახმარება ისეთ ბავშვებსაც ესაჭიროებათ, რომლებიც და-
ზე ან ძმაზე ისე ეჭვიანობენ, რომ ეს გრძნობა მთელ მათ არსებას
იპყრობს, მათ ცხოვრებაში ყველაზე დიდ ადგილს იკავებს. ისინი
შეურაცხყოფას აყენებენ დედმამიშვილს როგორც ფიზიკურად,
ასევე სიტყვიერად. ვინაიდან ფიქრობენ, რომ მშობლებს მათი და
ან ძმა მასზე მეტად უყვართ, ცდილობენ, ნებისმიერი გზით
მოიპოვონ მასწავლებლის, სკაუტებისა თუ ბანაკის ხელმძღვანე-
ლის განსაკუთრებული სიყვარული და ყურადღება. მათ ნებისმი-
ერ საქციელს ეს სურვილი ამოძრავებს, თანაც – გამუდმებით.
მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ყველაფერში წარ-
მატებას მიაღწიონ და წაგებას ძალზე მძიმედ განიცდიან. თუკი
ასეთი ეჭვიანობა ბავშვობაშივე არ გავუნელეთ, შეიძლება დედმა-
მიშვილების მსგავსად, დიდობაში სხვა ადამიანებსაც მოექცნენ
და და-ძმებსაც სიცოცხლე გაუსაძლისად გადაუქციონ.
ბავშვებისთვის ბუნებრივია, როდესაც ისინი დაზე ან ძმაზე ეჭ-
ვიანობენ, მაგრამ იმ ბავშვებისგან განსხვავებით, რომლებსაც
ფსიქოთერაპევტის დახმარება სჭირდებათ, ჩვეულებრივი პატა-
რის ეჭვიანობა ყოვლისმომცველ ხასიათს არ იღებს. ბავშვი შეიძ-
ლება გრძნობდეს, რომ მის დას ან ძმას მშობლები მეტი სიყვა-
რულით ეპყრობიან, შეიძლება ექიშპოს კიდეც, მაგრამ მაშინვე
წყნარდება, როგორც კი თვითონაც მიიღებს ამ სიყვარულს.
ჩვეულებრივ, ბავშვებს უყვართ შეჯიბრება და წარმატება, მაგრამ
შეუძლიათ მხოლოდ სიამოვნებისთვის თამაშითაც დაკმაყოფილ-
დნენ. უფრო მეტიც, შეუძლიათ წაგება განსაკუთრებული ტკივი-
ლისა და დაძაბულობის გარეშე აღიქვან.
სქესით ზედმეტად დაინტერესება. ზოგიერთი ბავშვი სქესობ-
რივი საკითხებით ნაადრევ და გამუდმებულ დაინტერესებას ავ-
ლენს. იგი სექსზე გაუთავებლად ოცნებობს, ფიქრობს და ლაპა-
რაკობს. მარტო დარჩენილი ან თუნდაც სხვების თანდასწრებით
მასტურბირებს და ცდილობს, სექსუალური თამაშები გააჩაღოს
სხვა ბავშვებთან, მათ შორის დებთან და ძმებთან, მშობლებს უთ-
ვალთვალებს და ცდილობს, ისინი სქესობრივი ურთიერთობის
დროს „გამოიჭიროს“. სექსი მათ გონებაში ძალზე ნაადრევ და
დიდ ადგილს იკავებს. ასეთ ბავშვებს ფსიქოთერაპევტის დახმა-
რება ესაჭიროებათ.
საერთოდ, ბავშვების უმრავლესობა სექსუალური საკითხების
მიმართ ბუნებრივ ინტერესს იჩენს: შეუძლიათ გამომწვევად მოექ-
ცნენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს, ბიჭებზე ან გოგო-
ებზე იხითხითონ, სიამოვნებით მიეცნენ გრძნობებსაც; საკუთარ
სხეულს ეალერსონ და დროდადრო მასტურბირებაზეც არ თქვან
უარი. მიუხედავად ამისა, სექსუალური აქტიურობა მათი ცხოვრე-
ბის მხოლოდ ერთ ნაწილად შეიძლება დარჩეს.
ზედმეტად მორიდებული ბავშვები. ასეთი ბავშვები პანიკაში
ვარდებიან, თუკი მათ ვინმე შიშველს დაინახავს, და ავადმყოფუ-
რად რცხვენიათ საკუთარი სხეულის; თავს უხერხულად გრძნობენ
ფიზკულტურის გაკვეთილზე და დამცირებულად – სამედიცინო
შემოწმებისას. პროფესიული დახმარება მათაც უშველის.
ჩვეულებრივ, შეიძლება არც სხვა ბავშვებს მოსწონდეთ ფიზი-
კური შემოწმების დროს გახდა ან სავარჯიშო მოედანზე გასვლა.
შეიძლება თავი უხერხულად იგრძნონ ან უარი განაცხადონ, მაგ-
რამ პანიკაში არ ჩავარდებიან.
ზედმეტად აგრესიული ბავშვები. ძალიან მტრულად განწყო-
ბილ ბავშვებს ფსიქოთერაპევტის დახმარება ესაჭიროებათ.
ოღონდ აგრესიულობის მიზეზი ყურადღებით უნდა იქნეს დადგე-
ნილი და შეფასებული. ბავშვის აგრესიას შეიძლება სხვადასხვა
მიზეზი ჰქონდეს, ამიტომ მისი პოვნა თითოეულ კონკრეტულ შემ-
თხვევაში აუცილებელია, რათა მკურნალობა გამომწვევი მიზეზის
შესაბამისად წარიმართოს.
ზოგჯერ ვხვდებით ისეთ ბავშვებს, რომელთა აგრესიულობა
არ მცირდება მისი გამოხატვის შემდეგ და ამ დესტრუქციულ ქმე-
დებას თან არ ახლავს დანაშაულის გრძნობის განცდა. ზოგიერთ
ბავშვს შეუძლია უკიდურესი სისასტიკე ჩაიდინოს ყოველგვარი
მღელვარებისა და მონანიების გარეშე. მათ არ გააჩნიათ თანაგ-
რძნობის უნარი და სხვების მდგომარეობა საერთოდ არ ადარ-
დებთ. დატუქსვასა და კრიტიკას დიდი შედეგი არ მოაქვს, თით-
ქოს არ ანაღვლებთ, მათზე სხვები რას იფიქრებენ. დასჯაც კი
ვერ აიძულებთ გაიაზრონ, რა დააშავეს. ასეთ ბავშვებს მოზრდი-
ლების ეშინიათ, არ ენდობიან და მათ კეთილგანწყობას არ იღე-
ბენ. მსგავს ბავშვებთან ურთიერთობის მოგვარება ადვილი რო-
დია. ასეთი ანამნეზის მქონე მოზარდებს მკურნალობა დაეხმარე-
ბა, თუკი თერაპევტი შეძლებს მათი ნდობა მოიპოვოს და მათთან
ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული კონტაქტი დაამყაროს.
ზოგჯერ აგრესიულად და დესტრუქციულად ყველა ბავშვი იქ-
ცევა. ხშირად ასეთი რამ დაკავშირებულია ცნობისმოყვარეობასა
და ენერგიის მოზღვავებასთან. ნაწილობრივ კი მიზეზი იმედგაც-
რუებასა და წყენაში უნდა ვეძიოთ. ბავშვი აგრესიულ დამოკიდე-
ბულებას შეიძლება ამჟღავნებდეს ოჯახში, მაგრამ არა ოჯახის
გარეთ, ან პირიქით, სკოლაში, მაგრამ არა – ოჯახში. მათ შეუძ-
ლიათ დაამტვრიონ თავიანთი სათამაშოები, და ამის მიზეზი ცნო-
ბისმოყვარეობა ან გაბრაზება იყოს, მაგრამ უფრო ფრთხილები
არიან სხვების ქონების მიმართ.
ჩვევად ქცეული ქურდობა. თუკი ბავშვი გამუდმებით ქურ-
დობს, ეს სერიოზული პრობლემაა. ზოგიერთი ბავშვი წვრილმან
ან არც ისე წვრილმან ნივთებს იპარავს, როდესაც ამის შესაძ-
ლებლობა მიეცემა. მათ შეიძლება რაიმე საკუთარ სახლში, სკო-
ლაში, ბანაკში, სუპერმარკეტში ან მეზობელთან მოიპარონ. მაგ-
რამ თუკი მსგავსი რამ ხანგრძლივად გრძელდება, ბავშვს თერა-
პევტი და ჯგუფური ფსიქოთერაპია უნდა დაეხმაროს. თუ უფრო
მოზრდილი ასაკისაა და ქურდობს, რათა ნარკოტიკები იყიდოს,
მას ნარკოლოგიურ სარეაბილიტაციო ცენტრში გადაყვანა
მოუწევს.
ბავშვები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ სახლში ქურდობენ,
ამ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან. ისინი შეიძლება ჩათრეულები
იქნენ სახლის გარე მსუბუქ ქურდობაში, შეიძლება ხილი ან კან-
ფეტები მოიპარონ, „ნაპოვნი“ ან „დროებით ნათხოვნი“ ნივთები
არ დააბრუნონ, მაგრამ ასეთი გამოვლინებები ჩვეულებრივ,
დიდხანს არ გრძელდება. წლებთან ერთად ეს ბავშვები ისწავლი-
ან, რომ პატივი უნდა სცენ სხვების უფლებასა და საკუთრებას.
დაუჯერებლად კარგი ბავშვები. ზოგიერთი ბავშვი ზედმეტად
კარგი ჩანს საიმისოდ, რომ ეს დასაჯერებელი იყოს. ისინი დამ-
ჯერნი, მოზომილები და მოწესრიგებულები არიან, უფრთხილდე-
ბიან დედის ჯანმრთელობას, ზრუნავენ მამის საქმიანობაზე და
ძალიან უნდათ იზრუნონ თავიანთ უმცროს დაზე. ისეთ შთაბეჭდი-
ლებას ტოვებენ, თითქოს მათი ცხოვრების ერთადერთი მიზანია,
როგორმე მშობლებს ასიამოვნონ, მაგრამ ენერგია არ ჰყოფნით,
რომ თანატოლებთან ერთად ითამაშონ.
ასეთი ბავშვები სკოლაში ან სამეზობლოშიც მსგავსად იქცე-
ვიან, არიან მორიდებულები და ყურადღებიანები, დროსა და ძა-
ლას არ იშურებენ, რათა ასიამოვნონ მასწავლებელს, რომლი-
საც ეშინიათ. შეიძლება ვაშლიც კი მიართვან ან დაფა საკუთარი
ნებით გაწმინდონ. მაგრამ ამ არაჩვეულებრივი ბავშვის ნიღბის
ქვეშ შეიძლება უამრავი სისაძაგლის ჩადენის იმპულსი იმალებო-
დეს. მათ სასიცოცხლო ძალებს ართმევს ის დაძაბულობა, რომე-
ლიც გარეგნული თავშეკავების შესანარჩუნებლად სჭირდებათ,
აგრესიული იმპულსები ანგელოზის საქციელად გადააქციონ. უც-
ნაური არ იქნება, თუკი შევიტყობთ, რომ სერიოზული დანა-
შაულის ჩამდენ ბავშვს მეზობლები დამჯერ, მორიდებულ და წე-
სიერ ბავშვად ახასიათებდნენ.
ჯგუფური ფსიქოთერაპია ეფექტური საშუალებაა მსგავსი გა-
დახრების საკორექციოდ. ჯგუფური თერაპიის დროს შექმნილი
გარემო ასეთ ბავშვს საშუალებას აძლევს, აგრესია თავისუფლად
გამოხატოს, რაც ეხმარება, უარი თქვას მონურ დათმობებზე და
ნორმალური თვითრწმენა შეიძინოს. თანატოლებზე დაკვირვები-
თა და გამოცდილებით ბავშვი ხვდება, რომ ზედმეტი დათმობა
და თავმდაბლობა აუცილებელი არ არის, თანდათანობით თავს
უფლებას აძლევს, აგრესიული, ბრაზის იმპულსები არ შეიკავოს,
საკუთარ მოთხოვნილებებში, საკუთარ გრძნობებში გარკვევას იწ-
ყებს და ამით საკუთარი იდენტურობა უყალიბდება.
უმწიფარი ბავშვები. ამ სახელწოდებაში ისეთ ბავშვებს ვგუ-
ლისხმობთ, რომლებსაც მოთხოვნილება აქვთ, მშობლები მათ
როგორც ახალშობილებს მოექცნენ და არა როგორც მზარდ პი-
როვნებებს, რომლებსაც საკუთარი აზრები და სურვილები აქვთ.
ეს ბავშვები მზად არ არიან, ოჯახის გარეთ ცხოვრებას თვალი
გაუსწორონ, უნარი არ შესწევთ, დააფასონ სხვების სურვილები
და გრძნობები. მათთვის იმედგაცრუების გადატანა დიდ სირთუ-
ლეს წარმოადგენს. ნაცვლად იმისა, რომ თავს ძალა დაატანონ,
ამჯობინებენ, მათზე სხვებმა იზრუნონ.
ასეთი უმწიფარი ბავშვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვა-
ნია სპეციალურად შერჩეულ ჯგუფში ფსიქოთერაპიის ჩატარება.
ჯგუფი დაეხმარება მას გაზრდაში, რადგან ქცევის ახალი მოდე-
ლების ასათვისებლად უსაფრთხო სივრცეს შესთავაზებს. ჯგუფში
ის ნელ-ნელა ხვდება, სოციალურად როგორი ასპექტებია მიუღე-
ბელი მის ქცევაში და მისგან როგორი ქცევის მოლოდინი აქვს
სოციუმს. შედეგად შეეცდება თანატოლების სტანდარტებს შეესა-
ბამებოდეს, მიეჩვიოს სოციალური ურთიერთობის ძირითად მახა-
სიათებლებს. თანატოლებთან ურთიერთობა, ნივთებისა და აზ-
რების გაცვლა, რასაც კეთილგანწყობილი სპეციალისტის ყურად-
ღება ახლავს თან, მას ასწავლის შეჯიბრებას, კონფლიქტების
მოგვარებას, კომპრომისებზე წასვლას, რასაც შედეგად თანატო-
ლებთან თანასწორობაზე დამყარებული ურთიერთობის უნარის
ათვისება მოჰყვება.
გულჩათხრობილი ბავშვები. ასეთი ბავშვები შეიძლება დავა-
ხასიათოთ როგორც მორიდებული, მორჩილი, თავშეკავებული
და მორცხვები. მათ უჭირთ გამოხატონ ჩვეულებრივი გრძნობები,
როგორიცაა მოწონება და აგრესია, ცოტა მეგობარი ჰყავთ, სო-
ციალურ თამაშებსა და ურთიერთობებს ერიდებიან, თავს არა-
კომფორტულად გრძნობენ ადამიანებთან ურთიერთობისას, გა-
ურბიან ახალი ადამიანების გაცნობას, ელიან, რომ პირველად
სხვებმა გადმოდგან მათკენ მეგობრული ნაბიჯი და ასეთ შემ-
თხვევაშიც კი შეიძლება მეგობრობით არ უპასუხონ.
გულჩათხრობილ ბავშვებს უჭირთ ურთიერთობა მასწავლე-
ბელთან სკოლაში და თანაკლასელებთან ეზოში. არ სიამოვ-
ნებთ, როდესაც სთხოვენ, ხმამაღლა რაიმე წაიკითხონ ან კით-
ხვაზე უპასუხონ. ასეთ დროს მათი პასუხი შეიძლება მხოლოდ
„ჰო“ ან „არათი“ შემოიფარგლოს, ან თხოვნის ავტორი საერთოდ
უპასუხოდ დატოვონ. თამაშებს შორისაც ჩუმ და უსაფრთხო სა-
ხეობებს ირჩევენ, ისეთს, რომელიც ურთიერთდათმობას არ ით-
ხოვს, ხოლო როდესაც სოციალურ კონტაქტს აიძულებენ, ისინი
მღელვარებამ შეიძლება პანიკამდეც კი მიიყვანოს.
ასეთ ბავშვებს შეიძლება ჯგუფურმა ფსიქოთერაპიამ უშვე-
ლოს. კეთილგანწყობილი მოზრდილი, მიმზიდველი საქმიანობა,
ჯგუფის შერჩეული წევრები ხელს შეუშლიან მათ ისევ თავიანთ
ბაკანში გამოკეტვას. ჯგუფური თერაპიის პირობებში შექმნილი
გარემო დააჩქარებს იზოლაციიდან მათი გამოსვლის პროცესს
და ხელს შეუწყობს, რომ თავისუფლად მოახერხონ სხვა ბავშვებ-
თან საუბარი და თამაში.
„ტიკი“ და აკვიატებული ჩვევები. ზოგიერთ ბავშვს შეიძლება
ისეთი ჩვევები ჩამოუყალიბდეს, რომლებიც მშობლების გაღი-
ზიანებას გამოიწვევს. ზოგი გამუდმებით ჭუტავს თვალებს, ზოგი
ცხვირს ან შუბლს იჭმუხნის, ხელ-ფეხს არ აჩერებს, ცხვირში იქე-
ქება ან გაუთავებლად თვალებს ისრესს, ყელს იწმენდს, მხრებში
იხრება, ფრჩხილებს იკვნეტს, ხელის თითებს ატკაცუნებს და ქუს-
ლებს აბაკუნებს. ასეთი ქცევები შეიძლება იმდენად შესამჩნევი და
ულაზათო იყოს, რომ სხვების ყურადღებას იპყრობდეს დამახინ-
ჯებული თითები, გაწითლებული კანი, ძირამდე დაკვნეტილი
ფრჩხილები, ცხვირის უსიამო სრუტუნი, თითების ტკაცუნი, ქუსლე-
ბის კაკუნი. ამ ბავშვებს ფსიქოლოგის კონსულტაციის გარდა, სა-
მედიცინო დახმარებაც დასჭირდებათ, შესაბამისი მკურნალობის
დასანიშნად.
ხანდახან ყველა ბავშვს შეიძლება მსგავსი რამ ახასიათებდეს
და იგი ემოციური დაძაბულობის შედეგი იყოს, ნერვიულმა დაძა-
ბულობამ შეიძლება სხვადასხვა „ტიკსა“ და მოძრაობაში პოვოს
გამოხატულება, მაგრამ მსგავსი რამ მუდმივი არ არის და დრო-
თა განმავლობაში გაივლის.
დანართი 2
როგორ ექცევიან ბავშვთა ფსიქო თერაპევტები
საკუთარ შვილებს

როგორც ბავშვთა ფსიქოლოგს, ხშირად მეკითხებიან, ჩემი


პროფესიული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარა თუ არა საკუ-
თარი შვილების აღზრდაში? არიან თუ არა ფსიქოთერაპევტები
საუკეთესო მშობლები და სჯობნიან თუ არა ისინი სხვა მშობ-
ლებს? ამ კითხვას იშვიათად სვამენ, მაგრამ პასუხი ერთმნიშვნე-
ლოვანი ნამდვილად არ გახლავთ. ბავშვთა ფსიქოლოგებისა და
ფსიქიატრების ჯგუფი ამ მგრძნობიარე თემის განსახილველად
შეიყარა.
დოქ. ადამსი: საზოგადოებას მიაჩნია, რომ ფსიქიკური ჯან-
მრთელობის დარგის ექსპერტები საუკეთესო მშობლები არიან.
თუკი მათ თავად არაფერში არგიათ საკუთარი პროფესიული გა-
მოცდილება, მაშ, ჩვეულებრივ ადამიანებს რისი იმედი უნდა
ჰქონდეთ?
დოქ. ბრიუსი: მეორე მხრივ, იგივე საზოგადოება სიამოვნე-
ბით ჰყვება ანეკდოტებს ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების
მოუწესრიგებელ, მშფოთვარე ბავშვებზე.
დოქ. ჩემბერსი: საკითხავი ის არის, შესაძლებელია თუ არა
პროფესიული კომპეტენციის პერსონალიზაცია, ანუ შეუძლია თუ
არა სპეციალისტს, ფსიქოლოგიური პრინციპები საკუთარი შვი-
ლების აღზრდაში გამოიყენოს.
დოქ. დევიდი: ეჭვი მეპარება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი
ნორჩი პაციენტების მესმის და მათ მოთმინებით ვეპყრობი, საკუ-
თარ შვილებთან ურთიერთობისას მოთმინებიდან ადვილად გა-
მოვდივარ: ვბრაზობ, ვყვირი, ვჯუჯღუნებ და მათ შეურაცხყოფა-
საც კი ვაყენებ, ანუ ისევე ვიქცევი, როგორც ჩვეულებრივი მშობე-
ლი.
დოქ. ფილდი (დოქ. დევიდს):
ლექციაზე ერთხელ ბრძანეთ, რომ მშობლებისა და შვილე-
ბის ურთიერთობისას მთავარია არა მეთოდი, არამედ ზოგადი
მიდგომები. ვიცი, რომ თქვენ არაჩვეულებრივად ექცევით საკუ-
თარ შვილებს. საინტერესოა, ყოველდღიურ ცხოვრებას როგორ
ურთულებთ მათ?
დოქ. დევიდი: არ შემიძლია ჩემი შვილების მიმართ ობიექტუ-
რი ვიყო. სპონტანური ვარ, მათთან ურთიერთობისას წინასწარ
განსაზღვრულ მეთოდებს არ ვიყენებ.
დოქ. ადამსი: რა არის იმაში ცუდი, რომ საკუთარი შვილების
მიმართ გამოიყენოთ იგივე მეთოდები, რომლებიც თქვენს პაცი-
ენტებს დაეხმარა?
დოქ. დევიდი: ისინი ძალზე მანიპულატორული, ბუნებრიობას
მოკლებული მეჩვენება.
დოქ. გრინი: სამყარო სავსეა ნერვიული ადამიანებით, რომ-
ლებსაც ბავშვობაში მშობლები ბუნებრივი ემოციებით ზრდიდნენ.
რაც ენაზე მოადგებოდათ, იმას ეუბნებოდნენ და ლანძღვა--
გინებას არ ერიდებოდნენ.
დოქ. დევიდი: იმის თქმა გინდათ, რომ შვილებთან ურთიერ-
თობისას ბუნებრიობის წინააღმდეგი ხართ?
დოქ. გრინი: არა, სულაც არა. მე წინააღმდეგი ვარ იმპულსუ-
რობის, რაც ბუნებრიობითაა შენიღბული. ცუდი არაფერია იმაში,
თუკი მშობლები შვილის ქცევაზე ბუნებრივ რეაგირებას მოახდე-
ნენ, მაგრამ ერთიმეორისგან უნდა განვასხვაოთ. უნდა ვიცოდეთ,
რა დაეხმარება ბავშვს და ზიანს რა მიაყენებს.
დოქ. დევიდი: გულისხმობთ, რომ ჩვენმა ბუნებრივმა რეაქცი-
ებმა შეიძლება ჩვენს შვილებს ზიანი მიაყენოს? შესაძლოა მარ-
თალიც ხართ. პროვოკაციის დროსაც კი აზრად არასოდეს მომი-
ვიდოდა, პატარა პაციენტისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიმე-
ყენებინა. მაგრამ ჩემს შვილს სწორედ ასე ვექცევი.
დოქ. აივი: მეც ასე ვარ. როდესაც ერთ-ერთმა ჩემმა პატარა
პაციენტმა სათამაშო ოთახში შემთხვევით წითელი საღებავი
დაღვარა, კარგად ვიცოდი, როგორი რეაქცია უნდა მქონოდა:
„საღებავი დაიღვარა? ახლა ღრუბელი დაგვჭირდება. აი, წყა-
ლიც“. ეს სპონტანური, ავტომატური შენიშვნა იყო, დაუფიქრებ-
ლად წარმოთქმული, მაგრამ არა შემთხვევითი, რადგან იგი ჩემ-
მა თერაპიულმა მომზადებამ განაპირობა.
დოქ. ბრიუსი: ახლა წარმოიდგინეთ, რომ საღებავი თქვენს
შვილსაც შემთხვევით სახლში დაეღვარა. როგორ მოიქცეოდით?
დოქ. აივი: ნუ მკითხავთ! რა თქმა უნდა, რეაქცია იმაზეც იქნე-
ბოდა დამოკიდებული, ამ დროს როგორ ხასიათზე ვიქნებოდი,
მაგრამ მაინც მრცხვენია იმის გამხელის, ასეთ დროს რას ვიზამ-
დი: „შეხედე, რა ჩაიდინე, რა მოუქნელი ხარ! რამდენჯერ უნდა
გითხრა, რომ უფრო ფრთხილად მოიქცე?“ ვხვდები, რაოდენ
განსხვავებულია ჩემი ქცევა: როგორ ვიცავ ჩემს პაციენტებს და
როგორი დესტრუქციული ვარ საკუთარი შვილების მიმართ. გაბ-
რაზებულ გულზე აზრადაც არ მომდის, საკუთარი შვილის მი-
მართ ჩემი გამომუშავებული ქცევა გამოვიყენო.
დოქ. ადამსი: ერთმა დიდმა მასწავლებელმა თავის მოწაფე-
ებს უთხრა, შეისწავლეთ მეთოდები, შემდეგ კი დაივიწყეთო. ეს
ბრძნული ნათქვამია და ჩვენც გვეხება.
დოქ. ბრიუსი: ისევე, როგორც ქირურგს არ შეუძლია საკუთა-
რი ოჯახის წევრს გაუკეთოს ოპერაცია, ფსიქიატრსაც არ ძალუძს,
საკუთარი შვილებისთვის ფსიქოთერაპევტი გახდეს. არის საშიშ-
როება, რომ თქვენ შვილისათვის თერაპევტი იქნებით და არა
მშობელი.
დოქ. ადამსი: სულაც არა. მე ჩემს პატარა პაციენტებს ვაძ-
ლევ ყველაფერ საუკეთესოს, რაც კი მისწავლია, რაც ქვეცნო-
ბიერი პროცესების დროში კარგად განსაზღვრულ ინტერპრეტა-
ციასაც გულისხმობს. ცხადია, არ დავიწყებდი ჩემი შვილების დი-
აგნოზირებასა და მათი საქციელის ინტერპრეტირებას და არც
ფსიქოლოგის როლს მოვირგებდი, მაგრამ ის, რაც ჰუმანურია
და გრძნობიერი, არ იცვლება და სულერთია, ამ დროს სამსა-
ხურში ვართ თუ საკუთარ ოჯახში.
დოქ. ფილდი: მეც აღმოვაჩინე, რომ ის, რაც მედიცინასა და
ფსიქიატრიაში მქონდა ნასწავლი, შემეძლო ჩემს ცხოვრებაშიც
გამომეყენებინა. ჩემმა შვილმა ხელი რომ მოიტეხა, გული არ
წამსვლია, როდესაც კანიდან გამოჩრილი ძვლები დავინახე.
პირველი დახმარება გავუწიე: არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ
ემოციურიც და ამით დავეხმარე პანიკასა და ტკივილთან გამკლა-
ვებაში.
დოქ. ჰილი: მაინტერესებს, ასე იშვიათად რატომ ვიყენებთ
კლინიკურ სიახლეებს საკუთარი შვილების აღზრდისას. მე, მაგა-
ლითად, ჩემს შვილს ისევე ვექცევი, როგორც დედაჩემი მექ-
ცეოდა. ხანდახან დედის ხმის ტემბრსაც კი ვიმეორებ, თითქოს
ნაცნობ ფირფიტას ვატრიალებ.
დოქ. ჩემბერსი: უცნობ ფირფიტას ეძებთ? ახალ სცენარს?
სხვა მელოდიას?
დოქ. ჰილი: არ მომწონს ჩემი როგორც მშობლის საქციელი.
ბევრი მშობელი გაუაზრებლად იმეორებს ძველ სცენარებს. მაგ-
რამ ჩვენ ხომ გარკვეულები ვართ ამ საკითხებში. ჩვენ ჩვენი, ახა-
ლი სცენარი უნდა დავწეროთ და მასში გამოვიყენოთ ყველაფე-
რი, რაც, როგორც ბავშვთა ფსიქოლოგებმა, შევითვისეთ.
დოქ. ბრიუსი: მიუხედავად ამისა, მაინც როგორც ტიპური
მშობელი, ისე იქცევით, არა?
დოქ. ჰილი: დიახ, და ეს მაღიზიანებს. როდესაც შვილებთან
რაღაც ისე არ მიდის, არ ვიცი, ამას როგორ ვუშველო. როგორც
სხვა მშობლები, ისე ვიქცევი, მერე ვნანობ. ასე ხდება, მიუხედა-
ვად ბავშვთა ფსიქიატრიაში ჩემი ცოდნისა და მრავალწლიანი
პროფესიული გამოცდილებისა.
დოქ, ბრიუსი: ყველა მშობელი მოწყვლადია, საკუთარ შვი-
ლებთან გამარჯვება ადვილი არ არის, მოთმინებიდან გამოვდი-
ვართ და ისინი იმარჯვებენ.
დოქ. ადამსი: ბავშვები კონკრეტული პრობლემების წინაშე
გვაყენებენ და ამ დროს სიყვარულის, პატივისცემის, ემპათიის,
ინდივიდუალური განსხვავებების აღიარებისა და პირადი უნიკა-
ლურობის ზოგადად აღიარებულ ბრწყინვალე ცნებებს ვერ გამო-
ვიყენებთ. ეს ცნებები მეტისმეტად ტევადია. ისინი ათასდოლარი-
ან კუპიურას ჰგავს, რომელიც კარგი თანხაა, მაგრამ ყოველ-
დღიურობაში გამოსაყენებლად – მაგალითად, ფინჯანი ყავის
ყიდვისას, ტაქსის საფასურის გადახდისას ან ტელეფონზე დასა-
რეკად – სრულიად გამოუსადეგარი. ყოველდღიურობისთვის
წვრილი ფული გვესაჭიროება. ბავშვის აღზრდისთვის პატარა
ფსიქოლოგიური ცვლილებები გვჭირდება, ისეთივე, როგორიც
ბავშვთა თერაპიაში.
დოქ. დევიდი: იქნებ მითხრათ, ამ პატარა ფსიქოლოგიურ
ცვლილებებში რას გულისხმობთ?
დოქ. ადამსი: განსაკუთრებულ ხერხებს, რათა ყოველწუთი-
ერ მოვლენებს – წვრილმან გაღიზიანებებს, პერიოდულ კონ-
ფლიქტებს, უეცარ კრიზისებს ეფექტურად და ჰუმანურად გავუმ-
კლავდეთ.
დოქ. დევიდი: გვიამბეთ, რა სიკეთე მოგიტანათ როგორც
მშობელს თქვენმა, როგორც თერაპევტის სპეციალობამ.
დოქ. ადამსი: ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ არ მინდა
გეგონოთ, რომ ყველა კითხვაზე მაქვს პასუხი. ვისწავლე, უფრო
ჰუმანურად შევხედო ყოველდღიურ პრობლემებს, რომელთა წი-
ნაშე ჩემი შვილები მაყენებენ. თანავუგრძნობ მათ ისევე, რო-
გორც ჩემს პატარა პაციენტებს, ვცდილობ, საკუთარი თავი წარ-
მოვიდგინო მათ ადგილას, რათა გავიგო, იმ დროს რას გრძნო-
ბენ. ვისწავლე, გაბრაზება ისე გამოვხატო, რომ შვილებს
შეურაცხყოფა არ მივაყენო, სალანძღავი სიტყვებით არ მივმარ-
თავ პროვოკაციების დროსაც კი. მათ პირად თვისებებს არ
შეურაცხვყოფ და არც მათი ხასიათის თვისებებს ვაკრიტიკებ, ნაც-
ვლად ამისა, ვამბობ იმას, რასაც ვხედავ, ვგრძნობ და რაც, ჩემი
აზრით, საკითხის მოსაგვარებლად უნდა გაკეთდეს.
დოქ. დევიდი: გულისხმობთ, რომ ბავშვებთან ურთიერთობი-
სას მოთმინებიდან არ გამოდიხართ?
დოქ. ადამსი: პირიქით, ახლა განრისხების არ მეშინია. იმი-
ტომ, რომ ვიცი, როგორ განვრისხდე ისე, რომ ბავშვს ზიანი არ
მივაყენო. გულწრფელი ვარ: ჩემი სიტყვები შეესაბამება ჩემს
გრძნობებს, არ ვთვალთმაქცობ და არ გეტყვით, რომ მიყვარს,
როდესაც გაბრაზებული ვარ. ჩავწვდი იმასაც, რომ სიბრძნის საწ-
ყისი დუმილია, ავტორიტეტი კი ლაკონიურობას მოითხოვს. ასე
რომ, ნაკლებს ვლაპარაკობ და მეტს ვუსმენ. როდესაც რაღაც
ისე არ არის, შვილს ლექციას კი არ ვუკითხავ, არამედ პრობლე-
მის გადაჭრის გზებს ვეძებ. ვისწავლე, ჩემი შვილების წუწუნს ისე
ვუპასუხო, რომ თავის დაცვა და კამათი არ დავიწყო. ხშირად ვი-
ყენებ თანადგომის სიტყვებსა და მოკლე კომენტარებს.
დოქ. ჩემბერსი: მაგალითად?
დოქ. ადამსი: „მესმის, აი, თურმე რა მომხდარა, აი, თურმე
რას გრძნობ, ესე იგი, ეს შენი გააზრებული შეხედულებაა. ვაფა-
სებ, რომ გამიზიარე შენი აზრი. გმადლობ, რომ ამ საკითხისთვის
ყურადღება მიმაქცევინე. ნება მომეცი, ჩავიწერო შენი წინადადე-
ბები, რომ კარგად დავიმახსოვრო“. უხერხულ კითხვებს თავს ვა-
რიდებ. გავურბივარ ცივ ლოგიკას და ცხელ სიტუაციებს, რადგან
სამყარო გონებით ლაპარაკობს, მე გულით ლაპარაკი უნდა მო-
ვახერხო.
დოქ. ბრიუსი: მაგრამ, ესეც ხომ გონებაა და სხვა არაფერი.
დოქ. გრინი: არა, ვფიქრობ, ეს ცივ გონებაზე მეტია. მაგალი-
თად, ბავშვთა თერაპიაში მუშაობისას გავიგე, რომ მცირედი შექე-
ბაც კი შეიძლება დამანგრეველი იყოს ბავშვის ფსიქიკისთვის. ასე
რომ, შექებას არ ვიყენებ, არც ოჯახში და არც პაციენტთან. შექე-
ბას გავურბივარ, რადგან მან შეიძლება აიძულოს ბავშვი, ის აკე-
თოს, რაც არ შეუძლია: „შენ ყოველთვის ისეთი არაჩვეულებრივი
ხარ, შენ ყოველთვის ისეთი ყურადღებიანი ხარ, ნამდვილი ანგე-
ლოზი ხარ“. ვაქებ არა ბავშვს, არამედ მის საქციელს – ბავშვის
მცდელობას და შედეგს, რაც ასეთ მცდელობას მოჰყვა, და მისი
საქციელის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავ. ეს კი
ნიშნავს, რომ პირადად ბავშვს არ ვაფასებ, არ განვსჯი, სხვას არ
ვადარებ და არ ვამცირებ.
დოქ. ჩემბერსი: არ შეგიძლიათ ოდნავ უფრო დააზუსტოთ?
დოქ. გრინი: „მე მომწონს თქვენი თხოვნა. იგი საშუალებას
მაძლევს, უფრო დავაკონკრეტო ჩემი შეხედულება. ვაფასებ
თქვენს დაინტერესებას, დოქტორო ჩემბერს“, – ასეთია აღიარე-
ბითი შექება.
დოქ. ჩემბერსი: ბავშვთა თერაპიის პრინციპები რომ არ
გცოდნოდათ, მაშინ როგორ შემაფასებდით?
დოქ. გრინი: „ყოჩაღ თქვენ, ყოველთვის მოდიხართ ჩემს და-
სახმარებლად. ამ ჯგუფში ფასდაუდებელ საქმეს აკეთებთ“. შეამ-
ჩნიეთ, რომ აღიარებითი შექება ნაცვალსახელი „მე“-თი დავიწყე,
ხოლო შეფასებითი შექება ნაცვალსახელი „შენ“-ით?
დოქ. ჩემბერსი: შემიძლია ამგვარი შექების გარეშეც ვიცხოვ-
რო.
დოქ. გრინი: ბავშვებსაც შეუძლიათ. გარდა ამისა, ბავშვის შე-
ხედულებას არასოდეს უარვყოფ. ზურგს არ ვაქცევ მათ გრძნო-
ბებს, არასოდეს ვეკამათები მათ მიერ მიღებულ გამოცდილება-
ზე, ვიზიარებ მათ აზრსაც, გრძნობასაც და გამოცდილებასაც.
დოქ. აივი: გამოდის, რომ დახმარება ჩვენც გვჭირდება, რა-
თა ჩვენი, როგორც მშობლის როლი ჯეროვნად შევასრულოთ.
უნდა ვაღიაროთ, რომ ბავშვის საქციელზე ჩვენს ყოველდღიურ
რეაქციებს თავისი შედეგები მოაქვს, მათ ქცევასა და ხასიათზე
დადებით ან უარყოფით ზეგავლენას ახდენს. ჩვენ სპეციალური
ცოდნა უკვე შეძენილი გვაქვს. ახლა გვჭირდება, კომპეტენციისა
და ჩვევების ჩვენს, როგორც მშობლის როლთან შერწყმა. ეს მე-
ტამორფოზა თავისთავად არ ხდება, მაგრამ ჩვენ, როგორც ფსი-
ქოთერაპევტები, ამ საქმეში უპირატესობით ნამდვილად ვსარგებ-
ლობთ.

You might also like