You are on page 1of 1

ტრადიციულად მიჩნეულია, რომ ნაადრევი ქორწინება პირისთვის, ოჯახისთვის და

საზოგადოებისთვის კარგია. თანამედროვეობა ამ იდეას მაინცდამაინც არ სწყალობს


საზოგადოების მხრიდან მრავალჯერ იქნა დასმული საკითხი ნაადრევი ქორწინების დადებით თუ უარყოფით
მხარეებზე. ადრეული ქორწინები არ არის მხოლოდ ტრადიციებსა და ეთნიკური უმცირესობის ჯგუფებთან, როგორც ეს
თავდაპირველად იყო მიჩნეული. ახლა, ვსაუბრობთ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ პირთა კავშირზე, რომელთაგან ერთ-
ერთს მაინც არ მიუღწევია 18 წლის ასაკამდე, მაგრამ ამ საკითხთან მიდგომა მხოლოდ კანონებით არ კმარა. 18წელი არ
განსაზღვრავს პიროვნების სოციალურ და ფსიქოლოგიურ მომწიფებას, რადგან ის დიდი ხნით ჩამორჩება ფიზიკურ
მომწიფებას. ოჯახის შექმნისას თავს ფსიქოლოგიური მომენტიც იჩენს და ახალგაზრდებს სულიერად და მორალურად
ტეხს, ისინი ვერ უმკლავდებიან ცხოვრების სირთულეებს, რაც უმეტეს წილად ოჯახის დანგრევით სრულდება. ამიტომ არ
ვფიქრობ ,რომ ეს პირისთვის, ოჯახისთვის ან საზოგადოებისთვის კარგი მოვლენა იყოს.

დღეს საქართველოში 20-დან 24-წლამდე გოგონების 19% 18 წლამდეა გათხოვილი, არასრულწლოვანი პატარძლები
ახალ ოჯახებში ფსიქოლოგიურ, ფიზიკური და სექსუალური ზეწოლის ქვეშ ექცევიან. ქორწინება უარყოფითად მოქმედებს
მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ართმევს განათლების მიღების საშუალებას და წარმატებულად დასაქმების
შანსს.

ხშირად გოგონას იმიტომ ეჩქარება გათხოვება, რომ საკუთრი მშობლებისგან ოჯახურ სითბოს ვერ იღებს და სურს, ამ
გრძნობის კონპესაცია საკუთრი ოჯახის შექმნით მოახდინოს, ან ახალგაზრდებზე მშობლები გადამეტებულად ზრუნავენ,
რაც მათ თავს პატარა ბავშვებად აგრძნობინებთ და მზრუნველობისგან გაქცევის მიზნით თხოვდებიან. სწორედ ასეთ
ნიადაგზე შექმნილი ოჯახებია არასტაბილური. ქრება სწავლის ინტერესი ან ხშირ შემთხვევებში არ არის ფინანსური
საშუალება, ყველაფერი კი ეს უარყოფითად მოქმედებს საზოგადოებაზეც და კონკრეტულ პიროვნებებზეც.

შესაძლებელია ვინმესთვის ჩემი მოსაზრება უტრირებული იყოს და უფრო მსუბუქად აღიქვამდეს პრობლემას, რომ
ნაადრევი ქორწინება სულაც არაა სახიფათო და რომ ის წყაროა დამოუკიდებლად განვითრების, გამოცდილების. და რომ
ოჯახის შექმნის უმთავრესი მოტივი სიყვარულია. უპირველესად ვიტყვი, რომ ცალკეული შემთხვევები სულაც არ ქმნის
ზოგად ფონს, ხოლო საკმარისია თუ არა ოჯახური ცხოვრებისთვის მხოლოდ სიყვარული? ის აუცილებელია, მაგრამ არა-
საკმარისი, რადგან 18-19 წლის ახალგაზრდებს შორისაც კიდევ შეიძლება ფიზიოლოგიურად მოუმწიფებელი ადამიანებიც
იყვნენ.

პრევენციის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან კარგი იქნება შექმნას გარემო სადაც ახალგაზრდები დაინტერესებულნი
იქნებიან განათლებით, სწავლით, დაეუფლებიან საკუთრი თავს, გახდებიან დამოუკიდებლები და ასეთი გზებით
დაიმკვიდრებენ ადგილს საზოგადოებაში და არა ოჯახის შექმნით. ისინი შეიგრძნობენ ნამდვილი თავისუფლებას და
პირველ რიგში ისწავლიან საკუთრი თავების მოვლას, რომ შემდგომში ეს გამოცდილება სრულფასოვანი ოჯახის შექმნასა
და მის განვითარებას მოახმარონ. ამიტომ, ნუ მივცემთ დროებით ლტოლვას არასწორი ნაბიჯი გადაგვადგმევინოს, რადგან
პატარა შეცდომა დიდის საწყისია. „ადამიანის მთავარი ღირსება-შეეძლოს საკუთრ თავთან შეწინააღმდეგება“.

You might also like