You are on page 1of 3

გიორგი იასაშვილი

დაბადების თარიღი 31 ოქტომბერი, 1965 (54 წლის)

კატეგორია: რეჟისორი, იურისტი

ბიოგრაფია დაბადების ადგილი ქ. თბილისი

1986 – 2005 წლებში მუშაობდა სსიპ ,, საქტერადიომაუწყებელში“ ჯერ რეჟისორის


ასისტენტად, ხოლო შემდეგ რეჟისორად

1989 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებრივი


ფაკულტეტი თვითმართველი კოლექტივების რეჟისორის კვალიფიკაციით

2000 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და


კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი კვალიფიკაცია ტელე - რეჟისორი

2003 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს


სახელმწიფო უნივერსიტეტში აპრობირებული იქნა მისი სადისერტაციო თემა :
შემეცნებითი გადაცემების მხატვრული ფორმები ქართულ ტელევიზიაში

საქართველოს მეცნიერთა აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო


სტატიები

2011 წელს დაამთავრა თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის სასწავლო


უნივერსიტეტი და მიენიჭა კვალიფიკაცია სამართლის მაგისტრი

2016 წლიდან არის სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო და


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციით

2020 წლის 1 იანვრიდან მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის


პროფესიული კავშირის იურისტად

ელენე მაჭავარიანი

ელენე მაჭავარიანი

სხვა სახელი: ლელიკო (შეცვლილი სახელი)

დაბადების თარიღი: 8 აპრილი, 1931 (88 წლის)

კატეგორია: ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1954


წელს.
1958 წელს მუშაობდა ხელნაწერთა ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად;
1968 წელს ამავე ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელად; 1988 - წამყვან
მეცნიერ თანამშრომელად, 2004 - მეცნიერ-მკვლევარად. 2009 - ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრის ხელოვნებათმცოდნეობის დეპარტამენტის მთავარ
სპეციალისტად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის
ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელად; 1973-2004წწ.
თბილისის სამხატვრო აკადემიაში ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის
პედაგოგია. კითხულობდა ლექციების კურსს: "ხელნაწერი წიგნის მხატვრული
მორთულობა", 2000- თბილისის სასულიერო აკადემიის ქრისტიანული
ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის პედაგოგია, სალექციო კურსები: "ხელნაწერი
წიგნის სამინიატურო ხელოვნება" და "ქართული დამწერლობა". შემდგომ მუშაობს
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არის ქართულ-ბიზანტიური, ქართულ-სომხური
ხელოვნების და ქართულ-ებრაული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო
კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და კონგრესების მონაწილე . მუდმივად მუშაობდა
ვენის, მოსკოვის, პეტერბურგის წიგნსაცავებში ქართულ და ბიზანტიურ მოხატულ
ხელნაწერებზე; მოსკოვის ხელნაწერი წიგნის სარესტავრაციო განყოფილებებთან .
არის 47 სამეცნიერო ნაშრომისა და 7 წიგნის ავტორი. მისი სამეცნიერო კვლევის
სფეროა შუა საუკუნეების ხელნაწერი წიგნის გაფორმება , ასლების გადაღება
ორნამენტებიდან, მინიატურებიდან, ძველი დამწერლობის წიგნებიდან .
ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "XII-XIIIსს. ქართულ და ბიზანტიურ მოხატულ


ხელნაწერთა ურთიერთმიმართებისთვის", დაიცვა 1964; სადოქტორო დისერტაციის
თემა - "XI-XIV სს. ქართული ოთხთავის სისტემა", დაიცვა 1987 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის


სადისერტაციო საბჭო, წევრი (1988-2006)

თბილისის საერთაშორისო მასშტაბით გამართული I და II კონკურსები -"ქართული


კალიგრაფია", ჟიურის წევრი (2010-2011)

თბილისის საქალაქო მასშტაბით გამართული კონკურსი "ქართული კალიგრაფია",


ჟიურის თავმჯდომარე (1995-)

მხატვარ-კალიგრაფისტთა კავშირი, წევრი (2010-)

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის


სადისერტაციო კოლეგია, წევრი (2006-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

2009 - პარნასის სიგელი

2009 - კორნელი კეკელიძის სახელობის პრემია

1970 - ივანე ფეოდოროვის სახელობის დიპლომი

ბიბლიოგრაფია
ქართული ხელნაწერები : დამწერლობისა და შემკულობის საკითხები (ავტორი). -
თბილისი, საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. სტ., 2012. - 418გვ.. - ISBN: 978-9941-9198-7-9

ქართული ანბანის გრაფიკული საფუძვლები (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1982. -


107გვ.

ქართული ანბანი : საქ. სსრ წიგნის მოყვარულთა ნებაყოფლობითი საზ-ბა (ავტორი). -


თბილისი, განათლება, 1977. - 18გვ.

You might also like