You are on page 1of 3

პირადი მონაცემები

სახელი, გვარი, მამის სახელი: ტარიელ ფუტკარაძე ალექსანდრეს ძე

საცხოვრებელი ადგილი: ქალაქი თბილისი

ვებგვერდი: http://www.putkaradze.4t.com
http://www.kartvelology.ge

ელექტრონული ფოსტა: putkaradze@hotmail.com

განათლება და სამეცნიერო ხარისხები:


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; წარჩინებით; 1983
(გ.ტაბიძის სახელობის სტიპენდიანტი);
1984-1986 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების
ინსტიტუტის ასპირანტი; ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1987); (ქართული ენა -
შიფრი: 10.02.02); ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1998); (ქართველური
ენათმეცნიერება - შიფრი: 10.02.01)

თანამდებობა: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველური


დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; ქსუ ქართული ენის
დეპარტამენტის სრული პროფესორი

სამეცნიერო ინტერესების სფერო: ქართველური ენათმეცნიერება, ქართველი ერის ენობრივ-


კულტურული ისტორია, კულტუროლოგია, ლიტერატურათმცოდნეობა...

სამეცნიერო გრანტები:
1. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტით დაფინანსებული არნ.ჩიქობავას
სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროექტი "ქართული დიალექტოლოგიური ტექსტების
კორპუსი დიალექტოლოგიური ფრაზეოლოგიითურთ" (1997-1998 წწ.);
2. ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის შედარებითი ენათმეცნიერების
ინსტიტუტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივი სამეცნიერო პროექტი
"არმაზი" (სვანური და მეგრული გამოქვეყნებული ტექსტები - ელექტრონულ მონაცემთა ბაზა).
2000 წ. 7 აგვისტო _ 2002 წ. 31 აგვისტო;
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი
"დასავლეთ საქართველოში არსებული თანამედროვე ქართველური ენა-კილოების (მეგრული,
ლაზური, სვანური, იმერული, რაჭული, ქალაქური...), ზეპირსიტყვიერებისა და ეთნოგრაფიის
მონაცემთა ელექტრონული ბანკის შექმნა (ტექსტები, ლექსიკონები, პრობლემური კვლევის
შედეგები...)" 2005 წ. ივნისიდან.

ბიოგრაფიული მონაცემები მოკლედ

დაიბადა 1960 წელს. 1983 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; იყო გალაკტიონ ტაბიძის
სახელობის სტიპენდიანტი. 1984-1986 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა
აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო
დისერტაცია; ამავე წლიდან მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე მუშაობა დაიწყო
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების
ინსტიტუტში.
1990 წელს რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად დააფუძნა თბილისის ივანე
ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალი; იყო ქართული
ენის კათედრის პირველი გამგე.

1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს


წევრად. 1991 წლის მარტში პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დანიშნა ქალაქ ბათუმის
პრეფექტად.
1991 წლის 9 აპრილს, როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრმა, ხელი
მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.
აკად. თ. უთურგაიძისა და აკად. ქ. ლომთათიძის წარდგინებით ქუთაისის აკაკი წერეთლის
სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკად. მ. თოდუამ 1992 წელს დანიშნა
უნივერსიტეტთან არსებული ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი
ინსტიტუტის დირექტორად (ამ თანამდებობაზე მუშაობს დღემდე). სხვადასხვა დროს
ხელმძღვანელობდა დიალექტოლოგიურ ექსპედიციებს: აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სვანეთში,
ლეჩხუმში, სამეგრელოში, ხევსურეთში, იმერხევში, ტაოში. 1995 წლიდან არის ორგანიზატორი
დიალექტოლოგთა, ეთნოლოგთა და ფოლკლორისტთა ყოველწლიური საერთაშორისო
სიმპოზიუმისა: "ქუთაისური საუბრები". 1996 წლიდან მისი რედაქტორობით გამოდის ცნობილი
სამეცნიერო ჟურნალი "ქართველური მემკვიდრეობა". 1999-2001 წლებში მისი რედაქტორობით
გამოდიოდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი "ქუჯი"; 1998-2004 წლებში კი _ სამეცნიერო-
პოპულარული გაზეთი "ქართული!.."
1996 წელს ქუთაისში დააფუძნა "საქართველოს სახელმწიფო ენის საბჭო".
1998 წლის ნოემბერში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "თანამედროვე ქართული
ენის ხმოვანთა სისტემა”. 1999 წლის აპრილში აირჩიეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად. 2000 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის
სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ მიენიჭა პროფესორის წოდება.
1998-2006 წლებში მისი მონაწილეობით განხორციელდა რამდენიმე რესპუბლიკური და
საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი.
თანამოაზრეებთან ერთად 2001 წელს დააფუძნა სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი
"ქართველთა (ქართველური) ენა და კულტურა საზღვრებს გარეშე"; 2004 წელს - "იბერიულ-
კავკასიური საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი"; 2004 წელს - "საქართველოს
სამეურვეო საბჭოების ასოციაცია"...
2005-2006 სასწავლო წელს ხორციელდება მის მიერ მომზადებული ორი სამაგისტრო
პროგრამა: "ქართული სამწიგნობრო ენა" (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში) და
"ქართველური ენათმეცნიერება" (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის
ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში; თანაავტორი: ასოც.
პროფ. მ. ნაჭყებია).
2006 წლის აგვისტოდან კონკურსის წესით არჩეულია აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ენისა და ზოგადი ენათმეცნიერების
დეპარტამენტის სრულ პროფესორად.
გამოქვეყნებული აქვს ენათმეცნიერული ხასიათის 160-მდე სამეცნიერო შრომა და 200-ზე
მეტი პუბლიცისტური წერილი; მათ შორის, მონოგრაფიები: "ქებაი და დიდებაი ქართულისა
ენისაი" (2000), "ქართველები" (2005), "სათავე და პერსპექტივა ქართული სამწიგნობრო ენისა"
(2006); სახელმძღვანელოები: "ქართული ენის ისტორია", 2006 (თანაავტორები: ჟ.ფეიქრიშვილი,

2
ე.დადიანი და სხვ.); ქართული სამწიგნობრო ენა (სახელმძღვანელო ფილოლოგიის ფაკულტეტის
სტუდენტთათვის; თანაავტორები: მ.ქაცარავა, მ.მიქაძე, ი.რუსაძე)...

ჰყავს მეუღლე - ია ვახტანგის ასული ვაშაკიძე და სამი შვილი: ნათია, რატი და ცოტნე.

You might also like