You are on page 1of 4

რეფერატი კინომცოდნეობაში

თემაზე: რეზო ჩხეიძე

სკოლა ევრო-2000

XIბ კლასის მოსწავლე ვასო ბაჩილავა

მასწავლებელი: ნინელი გოგიტიძე

2019-2020 სასწ.წელი
რეზო ჩხეიძე

ბიოგრაფია
ჩხეიძის ფილმებს ახასიათებს მაღალი იდეურობა, სიახლის გრძნობა, სისადავე, მოქალაქეობრივი
ჟღერადობა. ყოფილი სსრკ უმაღლესი საბჭოს IX-XI მოწვევების დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის
ორდენით, ორი სხვა ორდენითა და მედლებით. პატივია ამ ადამიანზე პრეზენტაციის გაკეთება,ამიტომ
გადავწყვიტე რეზო ჩხეიძეზე ინფორმაციის მოძიება.დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში 1943-1946წწ; დაამთავრა


საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1953 წელს.

1953-1954 წწ. რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: "ჩვენი


სასახლე", "ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი" და მხატვრული ფილმი "მაგდანას
ლურჯა" (1955). 1963-1973 წწ. იყო ტელეფილმების სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი;
1973-2006 წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმის" გენერალური დირექტორი; 1974 წლიდან შოთა
რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, პროფესორი, კინო ფაკულტეტის
კათედრის გამგე; გადაიღო მხატვრული ფილმები: "ჩვენი ეზო" (1956), "მაია წყნეთელი"(1959),
"განძი" (1961), "ზღვის ბილიკი"(1962), "ჯარისკაცის მამა" (1964), "ღიმილის ბიჭები" (1969),
"ნერგები" (1972), "მშობლიურო ჩემო მიწავ!" (1980). მიღებული აქვს ედინბურგის X
საერთაშორისო კინოფესტივალის I პრემია, ფილმისთვის "მაგდანას ლურჯა" (1956); კანის IX
საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - "ოქროს რტო", "მაგდანას ლურჯა" (1956);
მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალის ოქროს მედალი, I პრემია,
დიპლომი, ფილმისთვის "ჩვენი ეზო" (1957); დელის II საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი,
ფილმისთვის "განძი" (1961); რომის II საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, ფილმისთვის
"ჯარისკაცის მამა" (1965); სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალის დიპლომი, ფილმისთვის
"ჯარისკაცის მამა" (1965); კორკშის (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი,
ფილმისთვის "ჯარისკაცის მამა" (1965); სან-ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალის
დიპლომი, ფილმისთვის "ჯარისკაცის მამა" (1965); მოსკოვის საერთაშორისო კონოფესტივალის
დიპლომი, ფილმისთვის "ნერგები" (1973); ტაშკენტის საერთაშორისო კონოფესტივალის
დიპლომი, ფილმისთვის "ნერგები" (1973); ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალის მთავარი
პრიზი, დიპლომი (1981); საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო
წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, ქართულ კინო ხელოვნებაში დიდი წვლილისა და მაღალი
სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დამკვიდრებისთვის (2013). ცნობილი მწერლის დავით
ჩხეიძის (ლიტ. ფსევდონიმი დია ჩიანელი) შვილი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-გვ.175; ეროვნული ფილმოგრაფიის


პორტალი: geocinema.ge; burusi.wordpress.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი


 საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, მდივანი (1963-1981)
 სსრკ უმაღლესი საბჭოს IX-XI მოწვევა, დეპუტატი
 ქართული ერთობის დარბაზი, დამფუძნებელი და თავმჯდომარე (2014-2015)
 ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესი, პრეზიდენტი (1992-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები


 2001 - თბილისის საპატიო მოქალაქე
 1996 - ღირსების ორდენი
 1986 - ლენინური პრემია, ფილმისთვის "მშობლიურო ჩემო მიწავ!"
 1980 - სსრკ სახალხო არტისტი
 1970 - საქართველოს კომკავშირის პრემია
 ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია
 კინოს დიდ გზაზე (ავტორი). - თბილისი, "ფორმა", 2011. - 184გვ.. - ISBN: 978-9941-0-3180-9
 საუბრები კინოხელოვნებაზე (ავტორი). - თბილისი, 1973. - 47გვ.

You might also like