You are on page 1of 3

„ბორჯომმა“ სამშობლოს ქართველი რეჟისორის, მიხეილ კობახიძის

შემოქმედება დაუბრუნა
ქართული კინომემკვიდრეობა საქართველოში ბრუნდება

ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. რუსეთის


ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართველი რეჟისორების მიერ გადაღებული ფილმების
ფირების ასლები სამშობლოს ეტაპობრივად უბრუნდება. პროექტს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი კერძო სექტორის მხარდაჭერით ახორციელებენ.

2017 წლის 18 დეკემბერს საქართველოს 1925 -დან 1975 წლამდე პერიოდში გადაღებული 11
ქართული ფილმის ასლი გადმოსცა. მათგან სამი - „ქორწილი“, „ქოლგა“ და „მუსიკოსები“, რომელიც
ქართველი რეჟისორის მიხეილ კობახიძის შემოქმედების ნაწილია, სამშობლოში ქართული
მინერალური წყლის „ბორჯომის“ ხელშეწყობით დაბრუნდა.

„ჩვენ გვეამაყება რომ ვართ ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის მონაწილეები. ადვილი არ იყო
ფილმის შერჩევა, რადგან ყველამ ვიცით, რომ თითოეული ქართული ფილმი უნიკალური და
გამორჩეულია. მათ შორის გამორჩეულია ფილმები: „ქორწილი“, „მუსიკოსები“ და „ქოლგა“
რომელზეც ჩვენ შევაჩერეთ არჩევანი. ძალიან გვიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ბატონი
მიხეილ კობახიძის ეს უნიკალური ფილმები სამშობლოსთვის სწორედ „ბორჯომის“ ბრენდის
ეგიდით დაგვებრუნებინა. დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს იმისთვის რომ ამ დიდ
საქმეში ჩვენც შეგვატანინა ჩვენი წვლილი“ - ზაზა კიკვაძე, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს
გენერალური დირექტორი.

„გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნებას 7 წელი


დასჭირდება. დაბრუნებული ფილმების საწყისი მასალები, ფილმის ნებისმიერ ფორმატში გადაყვანის
შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, საქართველოში საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტის კინოარქივის
შექმნა იგეგმება, რომელიც საშუალებას იძლევა, სახელმწიფომ კინომემკვიდრეობის დაცვაზე და
შენარჩუნებაზე იზრუნოს.

მოკლედ ფილმების შესახებ:

 „ქორწილი“ - რეჟისორი მიხეილ კობახიძე;


 „ქოლგა“ - რეჟისორი მიხეილ კობახიძე;
 „მუსიკოსები“ - რეჟისორი მიხეილ კობახიძე;
 „ფეოლა“- რეჟისორი ბაადურ წულაძე;
 „შერეკილები“- რეჟისორი ელდარ შენგელაია;
 „ფრთოსანი მღებავი“- რეჟისორი ლეო ესაკია;
 „ქაჯეთი“- რეჟისორი კოტე მიქაბერიძე;
 „ვინ არის დამნაშავე?“ - რეჟისორი ალ. წუწუნავა;
 „ამოკი“ - რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
 "სამანიშვილის დედინაცვალი" - რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
 "ელისო" - რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია.

კინოკომედია „ფრთოსანი მღებავი“, რომელიც 1936 წლით თარიღდება, ერთადერთი ფილმია,


რომელზეც პეტრე ოცხელმა იმუშავა და წელს მხატვრის 110 წლის, ხოლო ფილმის ეკრანებზე
გამოსვლიდან 80 წლის იუბილე შეუსრულდა.

კოტე მიქაბერიძის 1936 წელს შექმნილი ფილმი „ქაჯეთი“, „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი ეპიზოდის
ეკრანულ ვერსიას და დღემდე კინოში, აღნიშნული ნაწარმოების ეკრანიზების ერთადერთ
მცდელობას წარმოადგენს (ნესტან-დარეჯანის ქაჯთა ციხიდან გამოხსნის ეპიზოდი).

ალ. წუწუნავას ფილმი „ვინ არის დამნაშავე?“ გადაღებულია 1925 წელს და ის ამერიკაში მყოფი
გურული მოჯირითეების ისტორიას ასახავს.

კოტე მარჯანიშვილის „ამოკი“, შტეფან ცვაიგის ნაწარმოების ეკრანიზაციას წარმოადგენს და ის 1927


წლით თარიღდება - საქართველოში მისი არცერთი ასლი არ მოიპოვება.

ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა


დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდიდან -
„გოსფილმოფონდი“,1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებული და ფონდის არქივში დაცული ქართული
ფილმების სამშობლოში დაბრუნების პროცესი დაიწყო, ხელი, 2014 წლის 30 სექტემბერს მოეწერა.

პირველ ეტაპზე, 2016 წლის 17 ნოემბერს, საქართველოში 4 ქართული ფილმი - „ჰოლტზე“ (რეჟისორი ლეო
ესაკია), „ამერიკანკა“ (რეჟისორი ლეო ესაკია), „ბუბა“ (რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე) და ფილმი - „უკანასნელ
საათს“ (რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი) დაბრუნდა.

„გოსფილმოფონდი“ (რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ფილმოფონდი) მსოფლიოს უდიდესი


კინოარქივების სამეულში შედის, რომლის ფილმების კოლექციაში, 70 000-მდე დასახელების კინოსურათი
ინახება. ფილმსაცავში, ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკების, მათ შორის,
კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ შექმნილი ფილმების ორიგინალებია დაცული. ინიციატივა, რომელიც
გოსფილმოფონდში დაცული ფილმების ქართული მხარისთვის გადმოცემას გულისხმობს, საბჭოთა კავშირის
დაშლისთანავე, 90-იან წლებში გაჩნდა, თუმცა ქართველი კინემატოგრაფისტების დიდი ძალისხმევისა და
მრავალწლიანი მცდელობის მიუხედავად, რიგი მიზეზების გამო, 2016 წლამდე ვერ განხორციელდა.

You might also like