You are on page 1of 32

არაფორმალური

განათლების ცენტრი
„ქართული იდეის
სკოლა“
წარმოგიდგენთ:
იაკობ გოგებაშვილის
180 წლის იუბილესადმი მიზღვნილ
პერეზენტაციას!
იაკობ გოგებაშვილის ანდერძი.
იაკობ გოგებაშვილი - დაიბადა
1840 წლის 27 ოქტომბერს, ს.
ვარიანში, გორის რაიონში
იყო ჟურნალისტი, მწერალი, პედაგოგი,
პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო
მოღვაწე.
იაკობ გოგებაშვილი დაიბადა ღარიბი მღვდლის მრავალშვილიან ოჯახში.
სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში.
1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 წელს კი —
კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში
საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა 1863 წელს
სამშობლოში დაბრუნებულიყო.
იაკობ გოგებაშვილის კალამს, უამრავი
ნაშრომის გარდა, ეკუთვნის ქართული და
რუსული ენის სახელმღვანელოები:

ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხ
ავი წიგნი მოსწავლეთათვის“
 (1865),

„ბუნების კარი“ (1868),

 „დედა ენა“ (1876), 

„რუსკოე სლოვო“ (1887),
დედა ენა - თავისი მნიშვნელობით თითქმის
ვეფხისტყაოსანს გაუტოლდა!
ქართველი ერის მამა, ილია ჭავჭავაძეც “დედა
ენას” უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა:
“ჩვენ რომ ეგრე დაჟინებით და
უკანმოუხედავად ვთხოულობთ დედაენისათვის
რთულსა და დამოუკიდებელ გზას
სასწავლებელში, ეგ მარტო დედაენის
სიყვარულით არ მოგვდის, ვთხოულობთ და
ვნატრულობთ იმიტომაცა, რომ უდედაენოდ
გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად
შეუძლებელია”, – წერდა იგი.
1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა
ხელისუფლების გადაწყვეტილება
ქართული ენის, როგორც სახელმწიფო
ენის გაუქმების შესახებ - ქართველმა
ხალხმა დაგმო და გააპროტესტა
მარავალათასიანი აქციით, რითიც
მშობლიური ენა შეინარჩუნა და ეს დღე -
14 აპრილი აღიარებულ იქნა - დედა ენის
დღედ, რომელიც ყოველწლიურად,
საზეიმოდ აღინიშნება.
დედა ენის დღის აღნიშვნა!
საქართველოში დედა ენას -
დაუდგეს ძეგლი და შეიქმნა დედა
ენის პარკი.
ორმოცდახუთი
წლის
დაუღალავი
მოღვაწეობის
გამო.
60 წლის
იაკობ
გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილის თავდაუზოგავმა შრომამ, როდესაც
ნაყოფი გამოიღო და მისი წიგნი - ერის სიამაყედ იქნა
აღიარებული, ის კმაყოფილი, ხშირად ღიღინებდა ხოლმე:
„შენი ჭირიმე გუთანო, ხირლიტავ, ბანი მითხარო!“
იაკობ გოგებაშვილს არც თავისი დრო, არც გამოცდილება, არც სახსრები
არ ენანებოდა ქართული განათლების უდიდესი საქმისთვის, ის
მატერიალურად ეხმარებოდა ხელმოკლე მოსწავლეებსა და სტუდენტებს,
მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს.
“დედა ენა” ის წიგნია, რომლითაც ქართველი ბავშვი წერა-
კითხვის სწავლას იწყებს არა ანბანის ათვისებით, როგორც
ეს სხვა ენებს ახასიათებს, არამედ ორად ორი ასო-ბგერით
და პირველივე წუთებიდან ბავშვი არა მხოლოდ სიტყვის,
არამედ სრული წინადადების შედგენას იწყებს. ეს
ჯადოსნური ასოებია “ა” და “ი”.
ქართველი ერის მამა, დიდი ილია
ამბობდა:
იაკობ გოგებაშვილი თავისი აზროვნებით იმ
დროისთვის წინ უსწრებდა თანამედროვეებს.
არსებობს ლეგენდა. იაკობ გოგებაშვილს დიდხანს უფიქრია,
როგორი უნდა ყოფილიყო წიგნი, რომლითაც ბავშვი ცოდნის
სამყაროს ეზიარებოდა. ადრე გაზაფხულის ერთ მშვენიერ
დღეს, როდესაც მწერალი მდელოზე იჯდა და ფიქრს
მისცემოდა, პატარა გოგონას ხმა გაუგონია, რომელიც მისკენ
ყვავილით ხელში მირბოდა: – “აი ია, ძია იაკობ, აი იაო”, –
იძახდა გოგონა.
ბავშვობაში იაკობ გოგებაშვილს - ოჯახის წევრები -
„იას“ ეძახოდნენ. შესაძლოა მისმა სახელის
კნინობითმა ფორმამაც გავლენა იქონია დედა ენის
შექმნაზე.
დედა ენის შექმნის პროცესი...
დედა ენის პირველი გამოცემა,
1876 წელი...
დედა ენა ანუ ანბანი და პირველი
საკითხავი წიგნი სახალხო
შკოლებისთვის.
პირველი დაწყებითი წერის
ნიმუშები
იაკობ გოგებაშვილის მიერ შექმნილმა კალიგრაფიამ,
საფუძველი დაუდო კომპიუტერულ ეპოქაში, პირველ
ქართული ფონტის შექმნას - რომელსაც სწორედ ასე ეწოდება
- „გოგებაშვილი“. ის შექმნა 1996-1998 წლებში, ფინეთის
ქართველმა მოქალაქემ - რენო სირაძემ. 1997 წელს შეიქმნა
პირველი ქართულენოვანი ვებსაიტი - დედა-ენა.
იაკობ გოგებაშვილს უყვარდა, მაგრამ ოჯახი შექმნაზე უარი განაცხადა. რიგირ
მიზეზების გამო. ის დაავადებული იყო ტუბერკულიოზით და გარდაიცვალა
სავარუდოდ კუჭ-ნაწლავის სიმსივნით.

სიკვდილის წინ იაკობ გოგებაშვილმა, მთელი თავისი ქონება ანდერძით


„წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ გადასცა:
,,წერა-კითხვის საზოგადოებას” ვაკისრებ დაიცვას შემდეგი პირობები:

პირველი: ჩემი სახელმძღვანელოების ყოველწლიური შემოსავლის


ხარჯზე ის ვალდებულია დააარსოს და შეინახოს სანიმუშო დაწყებითი
სკოლა ჩემს მშობლიურ სოფელ ვარიანში, რომელიც ქალაქ გორის
მახლობლად იმყოფება...“

იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი - ქართველი


ერისთვის, ფასდაუდებელი და შეუცვლელია.
72 წლის ასაკში, 1912 წლის 14 ივნისს, იაკობ
გოგებაშვილი ავადმყოფობით გარდაიცვალა. წერა
კითხვის გამარვცელებელმა საზოგადოებამ ის
დაასაფლავა დიდუბის პანთეონში ეკლესიის გვერდით.

1940 წელს, აღინიშნა გოგებაშვილის


დაბადების 100 წლის იუბილე, რა
დროსაც, გოგებაშვილის ნეშტი
დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში
გადაასვენეს.
იაკობ გოგებაშვილის
სახლ-მუზეუმი ს. ვარიანში.
იაკობ გოგებაშვილის
სახელმძღვანელოების პირველი
გამოცემები.
იაკობ გოგოებაშვილი, იღწვოდა
ქართველის ერისთვის და ეროვნული
სულისკვეთების მქონე ადამიანების
აღსაზრდელად.
მისი მოღვაწეობაც და მემკვიდრეობაც
ქართულ აზრს, ქართველთა სწორ,
ეროვნულ განათლებას ემსახურებოდა.

You might also like