You are on page 1of 6

Ქართული

ფოლკლო
რი
Პრეზენტაციის ავტორი
Გიზო გირგვლიანი
ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაში ზეპირად
გადმოცემულ სიმღერას მნიშვნელოვანი ადგილი
უჭირავს. ეს ისეთი კულტურული მოვლენაა,
რომელიც მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოში,
არამედ მთელს მსოფლიოში. ამიტომ „იუნესკომ“
ის „ზეპირი და არამატერიალური კულტურის
შედევრების“ სიაში შეიტანა, ისევე როგორც ცოტა ხნის
წინ ქართული დამწერლობა.
უმეტეს ევროპულ კულტურებში მუსიკის ზეპირი და
წერილობითი გადმოცემა გვერდიგვერდ დგას:
სპეციალისტების მეშვეობით წერილობითი მუსიკა
განვითარდა ცალკე ხელოვნების დარგად. მუსიკის
ზეპირი გადმოცემა კი გახდა „გაუნათლებელი
ხალხის“ საქმე და დავიწყებას მიეცა. მხოლოდ მე-19
საუკუნეში, ხშირად უკვე მივიწყებული ხალხური
სიმღერების აღმოჩენა კვლავ დაიწყო, რადგან ისინი
უკვე ეროვნული ღირებულებების საგანძურს
მიეკუთვნება.
• საქართველოში ზეპირი მუსიკის განვითარებას
ზუსტად არ შეესაბამება ეს სქემა. აქ ყველა რეგიონში
ისეა საკუთარი სტილი ჩამოყალიბებული, რომ
იგივე ფუნქციის მატარებელი სიმღერა, იგივე
ტექსტით სხვანაირად ჟღერს. თუმცა, ამასთანავე,
აქვს თვისებები, რომელთაც ფოლკლორში
ჩვეულებრივ ვერ შეხვდებით: მასში ჩანს არა
მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე
მრავალხმიანობის ფორმა, რომელიც ხანდახან
ერთდროულად გამოიყენება. სიმღერის
ჰარმონიული განვითარების მიზანი არ არის
დაბრუნება საწყის აკორდამდე, როგორც ეს
დასავლეთ ევროპულ მუსიკაშია. მას ურჩევნია
მოგზაურობა იქით, საითკენაც ენთუზიაზმი
წაიყვანს მომღერალს, საიდანაც უკან
დასაბრუნებელი გზა არ არსებობს. ამას ემატება
არათანაზომიერი ფორმალური დალაგება გრძელი
ქართული სიმღერებისა.
• რთულია წარმოიდგინო, თუ როგორ შეიქმნა
ასეთი მუსიკა პროფესიონალი მცოდნის გარეშე.
ანონიმურად გადმოცემული შემოქმედება,
რომელზედაც ავტორების თაობებმა იმუშავეს,
ლიტერატურიდან უფროა ცნობილი, ვიდრე
მუსიკიდან, მათ შორის: „ოდისეა და ილიადა“,
„გილგამეშის ეპოსი“ და ა.შ. თუმცა ისინი
როდესღაც ჩაწერეს, ხოლო ქართული ხალხური
მუსიკა კი – ყოველთვის ზეპირად გადაიცემოდა.
შეიძლება დადებითი მხარეცაა ეს, იმიტომ, რომ
დამწერლობაში არ არსებობს ქართული
ინტონაციის შესატყვისი ნიშნები. როგორც
ზეპირი გადმოცემა, ის მხოლოდ შესრულების
შემთხვევაში იარსებებს. რადგან ჩვენ არ გაგვაჩნია
დამამოწმებელი დოკუმენტები, მათი
განვითარების გზები საიდუმლოდ რჩება და
მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ. მაგრამ
ვარაუდები ხშირად გამოხატავენ ავტორის
მსოფლხედვას და არა საგნის რეალურ ისტორიას.
• ერთ-ერთი მიზეზი ქართული ხალხური
მუსიკის არაჩვეულებრივად მაღალი
მხატვრული დონისა ისიცაა, რომ მის
გვერდით პროფესიონალური მუსიკაც
არსებობს: ქართული გალობა,
რომელიც მე-10 საუკუნიდან იწერებოდა.
ამ ჩანაწერების გაშიფვრაზე დღემდე
მუშაობენ. ალბათ, ეს ეხება შემოკლებებს,
რომლებიც მგალობელს, რომელმაც
მელოდია უკვე ისწავლა, გახსენებაში
ეხმარება. ყოველ შემთხვევაში ეს
გამოკვლევები ბევრ ახალ ინფორმაციას
გვაწვდიან ქართული გალობის
განვითარებაზე და მის კავშირზე სხვა
ქრისტიანული ერების სასულიერო
მუსიკაზე.

You might also like