You are on page 1of 2

1) ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი დაიბადა 1779 წელს გერმანიაში, ქალაქ ბონში.

მამამ
ბავშვობიდანვე შენიშნა ვაჟის მუსიკალური ნიჭი და გადაწყვიტა რაც შეიძლება მალე
ეჩვენებინა მთელი ქვეყნისთვის მისი შვილი. მას უხასიათო ხასიათი ჰქონდა, მძინარე ბავშვს
აღვიძებდა და აიძულებდა შვიდი რვა საათი ემეცადინა. რვა წლის ბეთჰოვენმა პირველი
კონცერტი გამართა კიოლნში. ამ დროს ის უკვე უკრავდა კლავისინზე, ფორტეპიანოსა და
ალტზე. ახალგაზრდა ბეთჰოვენს ორღანისტმა ქრისტიან ნეფემ გააცნო საუკეთესო
კომპოზიტორთა შემოქმედება და დაეხმარა პირველი ნაწარმოების („ვარიაციები დრესლერის
თემაზე“) გამოცემაში. 1787 წელს კომპოზიტორი შეხვდა მოცარტს რომელმაც მისი მოსმენის
შემდეგ სთქვა, რომ მაზე მალე მთელი მსოფლიო ილაპარაკებდა. მართლაც, ბეთჰოვენმა
დიდი წარმატება მოიპოვა.

კომპოზიტორს დღე მკაცრათ ჰქონდა დაგეგმილი დილით ძალიან ადრე დგებოდა და


სადილობამდი მუშაობდა, დანარჩენი დროს ფიქრსა და იდეების დალაგებას ანდომებდა. ის
მრავალ დაავადებებს ებრძოდა. 1796 წლიდან იგი დაყრუვდა მაგრამ შინაგანი სმენით
ჰქმნიდა გენიალურ სიმფონიებს, სონატებს, უვერტიურებს. ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია
გახლავთ თავისუფლების სიმღერა, მოწოდება მომავალი თაობებისადმი. ბოლო წლები 
კომპოზიტორი ვენისგან მოშორებით ცხოვრობდა და მეათე სიმფონიაზე მუშაობდა. ის
მძიმედ დაავადდა და სამკურნალოდ გაემგზავრა ვენაში სადაც რამდენიმე თვის შემდეგ, 1827
წლის 27 მარტს, ისე გარდაიცვალა, რომ ვერ მოასწრო ბოლო სიმფონიის დამთავრება.

2) ბარბარე ჯორჯაძე

XIX საუკუნის 60-იან წლებში ჩვენს ქვეყანაში აქტიურად განიხილებოდა ისეთი საკითხი,
როგორც საზოგადოებრივ ასპარეზზე ქალების გამოსვლაა. ქალთა უფლებებზე პირველი
ალაპარაკდა ბარბარე ჯორჯაძე ვინც არაერთი საგულისხმო წერილი მიუძღვნა ამ პრობლემას.
მას მტკიცედ წამდა რომ აუცილებელი იყო ქალების საყოველთაო განათლება და მათთვის
სამოქალაქო უფლებების მინიჭება. ბარბარე ჯორჯაძე მეცხრამეტე საუკუნის ქართული
კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი გაბედულად გამოვიდა სამწერლო
ასპარეზზე და მრავალ მიმართულებებით მოსინჯა საკუთარი შესაძლებლობები, კერძოდ იგი
მწერალიც იყო, პუბლიცისტურ წერილებსაც აქვეყნებდა და ქალთა თანასწორობასაც
ქადაგებდა. ბარბარე ჯორჯაძე ცხოვრების ბოლომდე დიდი ინტერესით ეცნობოდა
სიახლეებს. მას ყველა მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით ჰქონდა საკუთარი
პოზიცია. აღსანიშნავია რომ მან წერაკითხვის სწავლების საკუთარი მეთოდი შეიმუშავა.
ბარბარე ჯორჯაძე გახლავთ ავტორი პირველი ქართული კულინარიული წიგნისა, რომელიც
იმ ეპოქის მატიანეა ენობრივი, კულტურული და ეთნოგრაფიული თვალსაზრისით. ბარბარე
ჯორჯაძე იყო ერთადერთი ქალი რომელიც ილია ჭავჭავაძეს შეეკამათა ქართული ენის
მოდერნიზაციის საკითხთან დაკავშირებით. მისი სტატიებისა თუ მოსაზრებების ბეჭდვას
ხშირათ ახდენდნენ ჟურნალ-გაზეთები „ცისკარი“, „დროება“, „ივერია“, „კვალი“ და
„ჯეჯილი“.

3) ნინო ყიფიანი გახლდათ დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი. ოჯახში დაწყებითი


განათლების მიღების შემდეგ იგი თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელში მიაბარეს სადაც
მისი სწავლის დაფინანსებას ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკი ახდენდა. ნინო ყიფიანი იყო
რუსეთის იმპერიიდან პირველი იურისტი ქალი ვინც ბრიუსელში მიიღო იურიდიული
განათლება. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა იტალიისა და ბელგიის საელჩოების
წარმომადგენლობებში. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეა ნინო
ყიფიანის მსოფლმხედველობის ამოსავალი პრინციპი იყო. მან ამ თემას არაერთი საგანგებო
პუბლიკაციები მიუძღვნა. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ისეთ საკითხს, როგორც ქალთა
განათლებაა. 1896 წელს ნინომ დაბეჭდა ვრცელი წერილი „ქართველი ქალების მოღვაწეობის
მიმოხილვა“. მისი ინიციატივით შეიქმნა სპეციალური ფონდი რომლის დანიშნულება იყო
ნიჭიერ ახალგაზრდების ხელშეწყობა რათა მათ უმაღლესი განათლების მიღების
შესაძლებლობა ქონოდათ. 1907 წელს მეფის მთავრობამ მას რუსეთის იმპერიაში ყოფნა
აუკრძალა რის გამოც ის საცხოვრებლათ ჯერ ბრიუსელში გადავიდა შემდეგ – იტალიაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ნინო ყიფიანი სამშობლოში
დაბრუნდა და თბილისში დასახლდა. მოგვიანებით მან ქვიშხეთში პაპისეულ სახლკარს
მიაშურა და იქვე გარდაიცვალა.

4) ოლღა ალექსანდრეს ასული გურამიშვილი ილია ჭავჭავაძის მეუღლის უახლოესი ნათესავი


და მისივე ნათლული იყო. თბილისის ქალთა გიმნაზიის წარჩინებით დამთავრების შემდეგ
იგი სწავლობდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში. ამ პერიოდში ოლღა ესწრებოდა
პროფესორ თარხნიშვილის ლექციებს ბუნებისმეტყველებაში. გაზეთ „დროების“ გარშემო
თავმოყრილმა მოწინავე ქართველობამ მიზნად დაისახეს ახალგაზრდა ქალების ხელშეწყობა
რათა მათ უმაღლესი განათლების მისაღებათ ევროპაში გამგზავრება შეძლებოდათ.
მიუხედავად მშობლების წინააღმდეგობისა 17 წლის ოლღა სახლიდან გაიპარა და სხვის
პასპორტით გაემგზავრა შვეიცარიაში ქალაქ ციურიხში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ
ოლღა ასწავლიდა თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში. იგი იყო ერთ-ერთი პირველი ქალი
მასწავლებელი რუსეთის იმპერიაში. მას თვით იაკობ გოგებაშვილმა გაუწია რეკომენდაცია.
1883 წელს ოლღა გურამიშვილმა ნიკო ნიკოლაძეზე დაიწერა ჯვარი. ახალდაქორწინებულები
პეტერბურგში გაემგზავრნენ რადგან ნიკო იქ იყო გადასახლებული. საქართველოში
დაბრუნებული ნიკოლაძეები დიდ ჯიხაიშში დასახლდნენ. ოლღამ აქ გახსნა ქალთა პირველი
სკოლა სადაც იგი ტექნიკის სიახლეებს აცნობდა მოსწავლეებს რადგან მათ შესაძლებლობა
ჰქონოდათ, რომ სოფლის მეურნეობა უკეთ გაენვითარებინათ. იგი ახალგაზრდებისათვის
ახდენდა აბრეშუმის ჭიის მოვლამოყვანის, ხალიჩებისა და ფარდაგების ქსოვის სწავლებას.

You might also like