You are on page 1of 2

პეტრე უმიკაშვილი ზეპირსიტყვიერების ქომაგი

მე19 საუკუნის ქართველ მოღმაწეთა შორის თავისი დაუცხრომელი


ენერგიით, შრომისმოყვარეობით და თავისი ფოლკლორისტული
საქმიანობით პეტრე უმიკაშვილს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს. ის 25
წლის განმავლობაში მასწავლებლად მუშაობდა და ამ პერიოდის
განმავლობაში ის ხელს უწყობდა მოსწავლე-ახალგაზრდობის გონებრივი
ჰორიზონტის განვითარებას, მათში პატრიოტული გრძნობის გაღვიძებას და
ქართული ენისადმი და მშბლიური ზეპირსიტყვიერებებისადმი
სიყვარულს. სოფრო მგალობლიაშვილი იგონებს „პეტრე უმიკაშვილს
ძალიან უყვარდა მოსწავლე-ახალგაზრდობა, მისი სახლი სავსე იყო
მოსწავლეებით,პეტრე ურჩევდა მათ საინტერესო წიგნებს საკითხავად,
მოძღვარიც ძალიან უყვარდა თავის აღმზრდელებს. პეტრე უმიკასშვილი
მრავალმხრივ მოღვაწე იყო მაგრამ მის მოღვაწეობაში განსაკუთრებული
ადგილი უჭირავს ფოლკლორულ მოღვაწეობას მან თავისი დაუღალავი და
შეუნელებელი შრომით დიდძალი ფოლკლორული მასალა შეკრიბა, ბევრი
თვითონ ჩაუწერია მას ზოგი თავისი მოწაფეებისა და მეგობრებისგან
შეუკრებია, ზოგო დროებისა და ივერიის რედაქციებიდან მიუღია, მაგრამ
ვერ მოუსწრია მათი მთლიანად გამოქვეყნება და სიკვდილიდ წინ ეს საქმე
მისი მოწაფისათვის ფილიპე გოგიჩაიშვილისათვის დაუვალებია, ფილიპეს
რედაქცია გაუკეთებია და 1937 წელს გამოუცია პირველი ტომი ქართული
სიტყვიერებისა. 1964 წელს კი შოთა რუსთაველის ქართული სიტყვიერების
ინსტიტუტში პროფესორ მიხეილ ჩიქოვანის ინიციატივით 4 ტომად
გამოცემულა პეტრე უმიკაშვილის ფოლკლორული მოღვაწეობა, ქართული
ზეპირსიტყვიერების პირველი კრებული უმიკაშვილმა გამოაქვეყნა 1974
წელს, კრებუკლში შეტანლია ლექსები:საწყალი მელა ჩიოდა, კურდღელმა
თქვა ჩიყვში ვზივარ, ორშაბათობით გაშენდა ციხე ქალაქი ქვაზედა,
ავთანდილ გადინადირა, ლიტერატურის ინსტიტუტში დაცული არის ამ
ლექსების ვარიანტები რაც იმაზე მიუთითებს რომ თავის დროზე ეს
ლექსები დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ამავე წელს გამოქვეყნდა
არსენას ლექსი მესტვირისაგან თქმული, შედგენილი პეტრე უმიკაშვილის
მიერ, მას ყველა ვარიანტი (სულ 17)შეუკრებია და შეუჯერებია სრულ
ტექსტად და მთლიან ნაწარმოებად უქცევია, არსენას ლექსის გამოსვლას
დიდი სიხარული გამოუწვევია ხალხში. 1875 წელს დაიბეჭდა ეთერიანი,
პეტრეს ხელთ ჰქონია 13 ვარიანტი ეთერიანისა და რამოდენიმე ნაწყვეტი
რომლისგანაც შეუდგენია ეს ნაწარმოები. 1876 წელს პეტრემ ცალკე წიგნად
გამოსცა ქართული ანდაზები სულ 990მდე აქ ანდაზების გარდა შეტანილია
სიტყვის მასალები, მათი შეკრება მას არც შემდეგ შეუწყვეტია, 1977 წლებში
გამოსცა „ბეჟანიანი“ „ ალესიანი“ და სხვა წიგნაკები. ცნობილია რომ იგი
აქვეყნებდა არამარტო თავის არამედ სხვა პირთა მიერ ჩაწერილ
ფოლკლორულ რეალიებს მაგალიტად ილია ჭავჭავაძის, ბაკურის,
ალაქსანდრე ხახანაშვილის და სხვათა მიერ შეკრებილ მასალებს. პეტრე
უმიკაშვილმა თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე შეაგროვა ქართული
ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, მის მიერ შეგროვილიმასალები მდიდარია
ჟანრების მრავალფეროვნებით, პეტრეს დავალებით 600მდე
კორესპონდენტსა და ინფორმატორს წარმოუდგენია 1600ზე მეტი სახალხო
მთქმელისა და ავტორ-მთქმელის რეპერტუარი. პეტრე არ ყოფილა
მხოლოდ ზეპირსიტყვიერების უბრალო შემკრები და კოლექციონერი მან
გარკეული წვლილი შეიტანა ქართული ხალხური სიტყვიერების შესწავლის
საქმეში, ცნობილია მისი ნარკვევებიც“ვეფხისტყაოსნის ზეპირად ცოდნა“
„არსენა“ და სხვ. დიდი მამულიშვილი ბევრ კერძო წერილში აყენებდა
საკითხს ზეპირსიტყვიერების მნიშვნელობის შესახებ და კარგად იცნობდა
ქართველ მოღვაწეთა და სხვათა ფოლკლორისტულ შეხედულებებს.

You might also like