You are on page 1of 1

მწერალი_აკაკი წერეთელი

მწერალი რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ იმერეთიდან


გახლდათ. იგი პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე და
თერგალეულების ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. მწერალი
დაიბადა მდიდარ ოჯახში, მან საწყისი განათლება გიმნაზიაში
მიიღო, სწავლება კი სანქ-პეტერბურგში სამხედრო
სასწავლებელში გააგრძელა. ის დაოჯახებას არ აპირებდა,
მაგრამ 1864 წელს მოსკოვში ყოფნის დროს მოულოდნელად
და დაუფიქრებლად ცოლი შეირთო.ლექსების წერა პოეტმა
ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე
რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860
წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა რომელიც
ასევე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო
პოპულარობა მოუტანა. სტრიქონები პოეტის ლექსიდან
გამოყენებულია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნში
„თავისუფლება“. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის
„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების“ დაარსებასა და მის მრავალმხრივ
კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული
დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში,
ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში.

You might also like