Professional Documents
Culture Documents
ბიოგრაფია
ივანე მაჩაბელი დაიბადა გაღარიბებული მემამულის გიორგი მაჩაბლის
ოჯახში. ბავშვობა მან უკიდურეს გაჭირვებაში გაატარა. ივანე აღზარდა
პაპიდამ, ელენე დიასამიძემ. ივანე მაჩაბელმა 14-15 წლის ასაკში დაიწყო
ლექსების წერა. საშუალო ცოდნას იგი თბილისში, გიმნაზიაში იღებდა.
ჭაბუკი გატაცებით ეწაფებოდა ქართულ და რუსულ ლიტერატურას,
ბეჯითად სწავლობდა უცხო ენებს. გიმნაზიის კურსის დასრულებიდან
ერთი წლის შემდეგ, 1871 წელს, გაემგზავრა პეტერბურგში, თავის
ძმასთან – ვასილთან, რომელიც უნივერსიტეტში იურიდიულ
ფაკულტეტზე სწავლობდა.