Professional Documents
Culture Documents
გავლენა მოახდინეს
ბიოგრაფია
წინაპრები და ოჯახი
ბავშვობა
„ძალუა კეკეს შეხედულება ამ საგანზე სულ სხვა იყო. იმას ძალიან უნდოდა, რომ
ალექსანდრე ფრიად განათლებული კაცი გამოსულიყო, ყველაფერი კარგათა და
ზედმიწევნითა სცოდნოდა, რომ დედამიწის ზურგზე ყველაზე უკეთესი ისა
ყოფილიყო.“ ბავშვობაში სანდრო ცელქი და მოუსვენარი ბიჭი ყოფილა. ხშირად
თანატოლებთან უსიამოვნებაც მოდიოდა. რისთვისაც დედას მოჩხუბარიძე
დაურქმევია. სანდროს ეს სახელი ძალიან მოწონებია და სიამოვნებით
გამოუცხადებია: „ჰო, მოჩხუბარიძე მქვია და აკაკიასაც მეძახიან. ასე მესიამოვნება!“
ალექსანდრე მოგვიანებით იხსენებდა, რომ მასზე განსაკუთრებულ გავლენას
ახდენდა ხალხის ცხოვრებიდან ამოღებული პატარა ამბები და ზღაპრები, რომელსაც
მეტწილად საყვარელი გამზრდელი უამბობდა.
გიმნაზიის პერიოდი
სწავლის პერიოდი
სიყვარული და იმედგაცრუება
მწერლის ძეგლი
მეცხვარეობის დროს
მწერალმა 1880 წელს მოთხრობა „ციცკა“ გამოაქვეყნა. ერთ წლის შემდეგ „დროებაში“
დაიბეჭდა „ელგუჯა“. „ელგუჯას“ მოჰყვა „მამის მკვლელი“, „ელისო“, „ნამწყემსარის
მოგონებანი“, „ციკო“, „განკიცხული“, „ხევისბერი გოჩა“ და სხვები. ყაზბეგი იყო
ალბათ ერთადერთი მწერალი, რომელმაც რუსეთის იმპერიაში მოქცეული ქართველი
ხალხის ტრაგიკული მდგომარეობა მოურიდებლად და პირდაპირ გამოხატა თავის
ნაწარმოებებში. ეს ცენზურამაც შეამჩნია და 1884 წელს წიგნად გამოცემული
„ელგუჯას“ მთელი ტირაჟი გაანადგურეს. ალექსანდრე ყაზბეგის უკანასკნელი
მნიშვნელოვანი ნაწარმოები „მოძღვარი“ 1885 წელს „ივერიაში“ დაიბეჭდა.
ალექსანდრე ყაზბეგის ლიტერატურული ფსევდონიმი იყო „მოჩხუბარიძე“ („აკაკია
მოჩხუბარიძე“), ხოლო თეატრალური – „მოხევე.“
ბოლო წლები
შემოქმედება
პირველი ნაწარმოებები
მონუმენტი, სახლი და ეკლესია ყაზბეგის ეზოში
პირველი ნაწარმოები, რომელიც მან გამოაქვეყნა, იყო მოთხრობა „ელისო“. 1881 წელს
„დროებაში“ დაიბეჭდა „ელგუჯა“, ცოტა ხნის შემდეგ – „მამის მკვლელი“,
„ნამწყემსარის მოგონებანი“... ყაზბეგის ყოველი ნაწარმოების გამოსვლას ხალხი
უდიდესი აღტაცებით ხვდებოდა, თუმცა კრიტიკოსებთანაც ჰქონდა ხშირი შეხლა–
შემოხლა. ალექსანდრე ყაზბეგის შესანიშნავი ნაწარმოებების უმრავლესობა რუსთა
ბატონობის წინააღმდეგ ქართველი და კავკასიელი ხალხების ბრძოლას ეძღვნებოდა.
მტერთაგან გათავისუფლებული სამშობლო ყაზბეგს სამოთხედ ესახებოდა. რუსების
მეხოტბე დაქირავებულ კრიტიკოსთა უსაფუძვლო თავდასხმებიც ყაზბეგის
ეროვნული სულისკვეთების წინააღმდეგი იყო მიმართული და ჩვენი დიდი
ბელეტრისტის შემოქმედების განქიქებას ემსახურებოდა. ისევე როგორც ილია
ჭავჭავაძემ, ვაჟა-ფშაველამ, აკაკი წერეთელმა, იაკობ გოგებაშვილმა და ბევრმა სხვამ,
ალექსანდრე ყაზბეგმაც გაიზიარა პატრიოტულად განწყობილი მწერლის მძიმე
ხვედრი დაპყრობილ ქვეყანაში.
ბათუმში მყოფმა ყაზბეგმა შეიტყო, რომ ერთი პირი „დროებაში“ წერილის დაბეჭდვას
აპირებდა „სამშობლოს“ უხეირო თამაშობაზე, და მის წინააღმდეგ პირდაპირ
სცენიდან გაილაშქრა – როლში თავისი სიტყვები ჩაამატა: „ეხლა რაღა მიჭირს,
კორესპონდენტიც ვარ, ადვოკატიც ვარ, აქაური კორესპონდენტებივით ქუჩიდან
მოვხვეტ ჭორებს, ვისაც მინდა და რამდენსაც მინდა, ვაგინებ, ვლანძღავ, რა
მენაღვლება, ამისთვის ხომ ვიღებ ბლომად ფულებსა“.
ერთი რეცენზენტი ისე გათავხედდა, პრესით ითხოვდა, როცა მოხევე სცენაზე გამოვა,
მკვდარი კატები დავუშინოთო. ეს იდეა ილია ხონელმა დაიწუნა, რას ვერჩით კატებს,
მოხევის გამო მთელი თბილისის კატების გაწყვეტა მოგვიწევსო. თან „ებრალებოდა“
ყაზბეგი: „გვეცოდება თვით ბ-ნი მოხევე, უკანასკნელის ჭაპან-წყვეტა ამ საქმეში,
რომელიც მას არ შეჰფერის და რომლისთვისაც მას ნიჭი არ აქვს“. ყაზბეგს ივანე
მაჩაბელი გამოესარჩლა და ხონელი იძულებული გახდა, „ივერია“ მიეტოვებინა.
სტილი და მიმდინარეობა
ბიბლიოგრაფია
რომანები
ელგუჯა (1881)
მოძღვარი (1885)
ნოველები და მოთხრობები
ციცკა (1880)
ელისო (1882)
ციკო (1883)
ნინო (1883)
განკიცხულნი (1884)
ელეონორა
ბერდია
მტრედი
პიესები
ორიგინალური პიესები
გადმოკეთებული
„დილა ქორწილის შემდეგ“, 1882
ეკრანიზაციები
ლიტერატურა
ხუციშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 616.