You are on page 1of 10

ალექსანდრე ყაზბეგი

მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა და ელისაბედ თარხნიშვილის ვაჟი


ალექსანდრე (სანდრო) 1848 წლის 20 იანვარს დაიბადა სტეფანწმინდაში და
გაიზარდა აქ. ხევის მებატონის ოჯახის ერთადერთ პირმშოს მამა ძალიან ანებივრებდა
— მისი ყველა ბავშვური სურვილი სრულდებოდა ხოლმე და მას მუდამ ყველაფერი
ჰქონდა ჯიბეში ფულის ჩათვლით, რასაც ხშირად ურიგებდა თანატოლ ბიჭებს. იგი იყო
მწერალი, მას ფსევდონიმად ბევრი რამ ერქვა, ლიტერატურაში მას მოხევეს ეძახდნენ.
ალექსანდრე ყაზბეგს მშობლებმა საფუძვლიანი განათლებაც მისცეს. მას მასწავლებელთა მთელი რაზმი ამეცადინებდა უცხო ენებსა,
ხელოვნებასა თუ სხვადასხვა საბუნებისმეტყველო საგნებში. სწავლობდა ის ტფილისში — ჯერ ჰაკეს (1859), შემდეგ კანონიჩის (1862)
პანსიონში, ხოლო 1863 წლიდან კლასიკურ გიმნაზიაში. ალექსანდრე ყაზბეგი 12 წლის იყო, როცა მისი ლექსი „ნანა“ ივანე
კერესელიძემ დაბეჭდა „ცისკრის“ 1861 წლის დეკემბრის ნომერში. ის ბავშვობიდანვე ლაპარაკობდა ფრანგულად, რუსულად და
ძალიან კარგად ცეკვავდა, რაც შემდგომში თეატრალურ ხელოვნებაში გამოადგა. იმდროინდელ თეატრალთა ცნობით, ალექსანდრე
ყაზბეგი დიდი მსახიობი არასდროს ყოფილა, მაგრამ სცენაზე „მთიულურს“ მისნაირად ვერავინ ასრულებდა. ამ ყველაფერს
ემატებოდა ისიც, რომ ყაზბეგი წარმოსადეგი და სასიამოვნო შესახედაობის მამაკაცი იყო.
პატარა ალექსანდრე არაჩვეულებრივ ფუფუნებაში იზრდებოდა. მასზე ერთდროულად ორი ძიძა და რამდენიმე
გამზრდელი ზრუნავდა. ელისაბედ ყაზბეგი იგონებს: „ჩვენი ბიძა-ძალუის მისწრაფება სანდროს სწავლა-
განათლებაზე სხვადასხვანაირი იყო. ბიძაჩემს გაგიჟებით უყვარდა თავისი შვილი,და ამას მხოლოდ იმითი
ამტკიცებდა, ანებივრებდა და მეტად რყვნიდა თავის ერთადერთ მემკვიდრეს, თითქმის აღმერთებდა. ხშირად
იტყოდა ხოლმე: ჩემმა ალექსანდრემ ოღონდ იცოცხლოს და თუნდაც სულაც ნურას ისწავლისო. რაც უნდა ის
ქნას, როგორც ესიამოვნება ისე იცხოვროს.“
18 წლის ახალგაზრდა ალექსანდრე ყაზბეგი უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს
გაემგზავრება. მოსკოვში მწერალს მატერიალურად მეტად შეზღუდულ პირობებში უხდებოდა
ცხოვრება. იგი სამეურნეო აკადემიის სტუდენტი გახდა. სწავლას შეუდგა მთელი მონდომებით.
„ქვეყანაზედ აღარაფერზედ, ვფიქრობ, გარდა ჩემს სწავლაზედ“,- წერდა იგი დედას.
სასწავლებელი მომავალი მწერლის მისწრაფებას მაინც და მაინც ვერ
აკმაყოფილებდა.სწორედ ამის გამო პეტერბურგს გამგზავრებულა სხვა სასწავლებელში
შესასვლელად, მაგრამ ვერ მოუხერხებია სურვილის განხორციელება და ისევ უკან
დაბრუნებულა.
აქ უკვე ბიოგრაფთა აზრები იყოფა: ნაწილი მიიჩნევს, რომ ალექსანდრე ყაზბეგს ნათესავი ქალი უყვარდა,
მაგრამ დაკონკრეტებული არ არის ამ ქალის ვინაობა. სხვა ცნობებით, ალექსანდრე ყაზბეგს ნათესავი ქალი კი
არ ჰყვარებია, ნათესავ ქალს ჰყვარებია იგი. სავარაუდოდ, ეს ქალბატონი დიმიტრი ყაზბეგის და უნდა
ყოფილიყო, რომლისთვისაც მწერალს უარი ნათესაობისა და საპასუხო გრძნობების უქონლობის გამო უთქვამს.
ხევში, ზეპირი გადმოცემების მიხედვით, შემონახულია ერთი ამბავიც, რომლის მიხედვითაც ალექსანდრე
ყაზბეგს რუსეთში სასწავლებლად წასვლამდე ჰყვარებია გლეხის ქალი ძიძია. მის ცოლად მოყვანაზე ოჯახს
უარი უთქვამს - მიზეზი ძიძიას წარმომავლობა ყოფილა. შეყვარებულ ქალს დარდისთვის ვერ გაუძლია,
ჭლექით დაავადებულა და გარდაცვლილა. მისი საფლავი ხევის ერთ-ერთ სოფელში დღესაც შემონახულია.
პირველი ნაწარმოები, რომელიც მან გამოაქვეყნა, იყო მოთხრობა „ელისო“. 1881
წელს „დროებაში“ დაიბეჭდა „ელგუჯა“, ცოტა ხნის შემდეგ – „მამის მკვლელი“,
„ნამწყემსარის მოგონებანი“... ყაზბეგის ყოველი ნაწარმოების გამოსვლას ხალხი
უდიდესი აღტაცებით ხვდებოდა, თუმცა კრიტიკოსებთანაც ჰქონდა ხშირი შეხლა–
შემოხლა.
იგი გარდაიცვალა 22 დეკემბერს 1893 წელს 45
წლის ასაკში და დამარხულია სტეფანწმინდაში
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like