Professional Documents
Culture Documents
ალ. აბაშელი, 1884
ალ. აბაშელი, 1884
ბიოგრაფია
დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. სწავლობდა აბაშის ორკლასიან
სასწავლებელში. მსახურობდა საჩოჩიოს ფოსტის მოხელედ, რამდენიმე
თვის შემდეგ გადაიყვანეს ბორჯომის ფოსტის განყოფილებაში. 1902
წლიდან ეცნობოდა არალეგალურ ლიტერატურას. 1904 წელს მუშაობდა
ბათუმში, როტშილდის ქარხანაში. 1905 წელს დაიწყო რევოლუციური
საქმიანობა, მუშაობდა პროპაგანდისტად აბაშის, ბანძის და მარტვილის
რაიონებში. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის 1906 წელს
გადაასახლეს სოლვიჩეგოდსკში. 1908 წელს გადასახლებიდან
დაბრუნების შემდეგ მუშაობდა თბილისში „კავკაზისა“ და „ნოვაია
რეჩის“ რედაქციებში. აქ გამოქვეყნდა აბაშელის პირველი ლექსები
რუსულ ენაზე. მისი პირველი ქართული ლექსი „შავი აჩრდილი“ 1910
წელს დაიბეჭდა (ჟურნალ „თეატრი და ცხოვრება“, № 28). 1905 წელს
რევოლუციის ოპტიმისტური და რეაქციის პერიოდის სევდიანი
განწყობილებები აირეკლა აბაშელის ლექსთა პირველ წიგნში „მზის
სიცილი“ (1913). კრებულის ძირითადი თემაა ე. წ. მზის კულტი,
რომელსაც ორგანულად უკავშირდება რეალისტური და სიმბოლისტური
ტენდენიები. 1913-1914 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის
ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ გახდა ლიტერატურული
დაჯგუფება „აკადემიური მწერლობის კავშირის“ წევრი. 1921 წელს მისი
რედაქტორობით გამოვიდა ჟურნალი „ხომალდი“. 20-იანი წლების
დასაწყისისათვის აბაშელის შემოქმედებაში მომძლავრდა დეკადენტური
მოტივები (კრებული „ანთებული ხეივანი“, 1923). იგი აქტიური წევრი
გახდა. საბჭოთა საქართველოში სოციალისტურ გარდაქმნასთან ერთად
აბაშელის პოეზიაში ახალი ეტაპი დაიწყო (ლექსი „თბილისი“, 1926).
ლექსთა წიგნში „გაბზარული სარკე“ (1929) პოეტი „ეპოქისათვის
თანამგზავრული სიმღერის“ თქმას მოითხოვდა.
შემოქმედება
აბაშელის შემოქმედებაში დამკვიდრდა ახალი ქვეყნის მშენებლობის
თემატიკა. სამამულო ომის დროს დაწერილ ლექსებში პოეტმა უმღერა
საბჭოთა ხალხის გმირობას.
“
სწორედ ეს სიტყვები წაუმძღვარა პოეტმა თავის ლექსთა პირველ
წიგნს - „მზის სიცილი“ (1913 წ.), რომელიც „მრავალმხრივ
სიმპტომატური და საყურადღებო მოვლენაა რევოლუციამდელ ქართულ
პოეზიაში. სწორედ ამიტომაც ამ წიგნის გამოსვლამ თავის დროზე
ცხოველი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია“ (ბ. ჟღენტი). შემდეგ
ალ. აბაშელმა გამოსცა წიგნები „ანთებული ხეივანი“, „გაბზარული
სარკე“, „მზე და სამშობლო“, რომლებშიც უფრო და უფრო
სრულყოფილად გამოჩნდა მზისა და სამშობლოს მომღერალი პოეტის
შემოქმედება.
ბიბლიოგრაფია
პროზა
ქალი სარკეში (1930) ფანტასტიკური რომანი, თარგმნილია რუსულად
ირმა (1954 დაუმთავრებელი) რომანი
ატმის ყვავილი (გამოქვეყნდა 1959 წელს) მოთხრობა
პოეზია
გმირული დღეები : ლექსები / ა. აბაშელი. - თბილისი : ფედერაცია, 1942
ოქროს საფეხურები თბ. : საბჭოთა მწერალის გამ-ბა და სტ., 1950.
სამოცი წელი : ლექსები : საიუბილეო ნობათი / ილ. ავტ.: ლუბა
მაჭავარიანი. - თბ. : გამ-ბა ლიტერატურა და ხელოვნება, 1944
რჩეული ლექსები / გრ. აბაშიძის წინასიტყვ.. - თბ. : ლიტერატურა და
ხელოვნება, 1967
რჩეული : ლექსები / აკ. გაწერელიას წინასიტყვ.. - თბ. : საბჭ.
საქართველო, 1968
თხზულებათა კრებული : 2 ტომად / ბ. ჟღენტის შესავ. წერილით. - თბ. :
საბჭ. საქართველო, 1958
100 ლექსი / ალექსანდრე აბაშელი ; შემდგ. ვახტანგ პაიკიძე. - თბ. :
ინტელექტი, 2008