You are on page 1of 2

ალექსანდრე სერგეის ძე პუშკინი (რუს. Алекса́ ндр Серге́ евич Пу́шкин; დ. 6 ივნისი [ძვ. სტ.

26
მაისი], 1799, მოსკოვი ― გ. 10 თებერვალი [ძვ. სტ. 29 იანვარი], 1837, პეტერბურგი) — რუსი მწერალი,
ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ალექსანდრეს მამა, იმხანად გაღარიბებული აზნაური, სერგეი ლევის ძე ძველი სახელოვანი
საგვარეულოს წარმომადგენელი იყო; დედა - ნადეჟდა ოსიპის ასული - პეტრე I-
ის აღზრდილის, აბრამ ჰანიბალის შვილიშვილი.

1811 წელს პუშკინი შევიდა ცარსკოე-სელოს ახლად გახსნილ ლიცეუმში. პუშკინის რევოლუციური-
პატრიოტული მისწრაფებათა ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო მისმა მეგობრობამ ჩაადაევთან, პეტრე
კავერინთან და ჰუსართა პოლკის სხვა ოფიცრებთან, რომლებიც 1812 სამამულო ომის დამთავრების
შემდეგ დაბანაკებული იყვნენ ცარსკოე-სელოში. პუშკინმა ლიცეუმშივე აირჩია ლიტერატურის გზა,
იქ სწავლისას დაწერა 120-მდე რომანსი, ელეგია, ოდა, ბალადა, ეპიგრამა. იგი
განიცდიდა დერჟავინის, ჟუკოვსკის, ბატიუშკოვის, რადიშჩევის გავლენას; კრიტიკულად
ითვისებდა მათ პოეტურ მემკვიდრეობას და თანდათანობით იკვლევდა საკუთარ გზას მწერლობაში.

1814 წლიდან პუშკინის ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. პეტერბურგში პუშკინის


ცხოვრების დასაწყისი (1817-1820) დაემთხვა დეკაბრისტთა მოძრაობის აღმავლობის პერიოდს.
პუშკინის პირადი და იდეური კავშირი ჰქონდა დეკაბრისტებთან, მონაწილეობდა ლიტერატურულ
გაერთიანებაში „მწვანე ლამპა“. დეკაბრისტული იდეები აისახა პუშკინის ლექსებში: „თავისუფლება“,
(1817), „ჩაადაევს“, „ზღაპრები“ (ორივე 1818), „სოფელი“ (1819), რომლებიც სწრაფად გავრცელდა
ხელნაწერთა სახით. გავლენიანმა მეგობრებმა იხსნეს პოეტი ციმბირში გადასახლებისაგან.

1820 წელს იგი სამხრეთ რუსეთში გადაასახლეს. იმხანად პუშკინმა დაამთავრა პოემა „რუსლან და
ლიუდმილა“ (გამოქვეყნდა 1820), რომელშიც ფოლკლორთან დაკავშირებული ზღაპრული ამბავი
რეალურ სინამდვილეს დაუახლოვდა და ხალხური ენით გადმოსცა. რეაქციული კრიტიკა აღაშფოთა
პოემის „მდაბალმა“ სტილმა და ენამ, მოწინავე საზოგადოება კი აღტაცებით შეხვდა ამ
თხზულებას. 1820 პუშკინს ნება დართეს გენერალ ნ. რაევსკის ოჯახთან ერთად გამგზავრებულიყო
კავკასიის მინერალურ წყლებზე, შემდეგ კი ყირიმში.

პუშკინი გამოცდაზე დერჟავინის წინ, ცარსკოე-


სელო, ილია რეპინის ნახატი (1911).
1820-1823 პუშკინმა გაატარა კიშინიოვში, რომელიც მაშინ „დეკაბრისტების ბუდეს“ წარმოადგენდა.
პოეტი დაუახლოვდა პ. პესტელს, ვ. რაევსკის, მ. ორლოვსა და სხვებს. 1820-1823 პუშკინმა შექმნა ე.
წ. „სამხრეთული პოემები“ („კავკასიის ტყვე“, „ბახჩისარაის შადრევანი“, „ყაჩაღი ძმები“). 1823-დან
პუშკინი ოდესაში გადაიყვანეს. პუშკინმა, რუსული ლიტერატურაში პირველმა, წარმოსახა თავისი
დროის ტიპური გმირი, პირველმა აღწერა კავკასიის ბუნება და მთიელთა ყოფა-ცხოვრება. პუშკინის
რომანტიზმის გარდამავალი ხასიათი აღიბეჭდა პოემაში „ბოშები“ (1824), რომელშიც ახლებურად
არის გაშუქებული რომანტიკოსებისათვის დამახასიათებელი ტრადიციული კონფლიქტი „გმირსა“
და „ბრბოს“ შორის, გაკრიტიკებულია რომანტიკული ინდივიდუალიზმი.

1824 წელს პოეტი ოდესიდან გადაასახლეს სოფ. მიხაილოვსკოეში, სადაც დაწერა პირველი
რეალისტური ტრაგედია რუსულ მწერლობაში „ბორის გოდუნოვი“ (1825), რომელშიც XVI-XVII
საუკუნეების მიჯნის სოციალური მოვლენები იშვიათი მხატვრული ძალით დაგვიხატა. ნიკოლოზ I-
მა გადაწყვიტა დაეახლოვებინა თავისუფლების მოყვარე პუშკინი და კარის მეხოტბედ ექცია
იგი, 1826 გადასახლებიდან გაათავისუფლებინა. პუშკინი შეეცადა თავისი პოეტური სიტყვით
გავლენა მოეხდინა მეფეზე. ლექსში „სტანსები“ (1826) იგი ნიკოლოზ I-ს სამაგალითოდ უსახავდა
პეტრე I-ის მოღვაწეობას. პეტრე I-ს ეძღვნება რომანი „პეტრე დიდის ზანგი“ (1827) და პოემა
„პოლტავა“ (1828). პუშკინი მალე დარწმუნდა მეფის ცბიერებაში. ნიკილოზ I-ის მითითებით მას
„ბორის გოდუნოვის“ დაბეჭდვაზე უარი უთხრეს, პოლიტიკური ბრალდება წაუყენეს და
დედაქალაქიდან უნებართვოდ გასვლა აუკრძალეს. პუშკინის წინაშე განსაკუთრებული სიმწვავით
დაისვა საკითხი პოეტის დანიშნულებისა და როლის, შემოქმედის თავისუფლების შესახებ
(ლექსები: „წინასწარმეტყველი“, 1826; „პოეტი“, 1827; „პოეტი და ბრბო“, 1828).

You might also like