Professional Documents
Culture Documents
ეგნატე ნინოშვილი, 1859
ეგნატე ნინოშვილი, 1859
ბიოგრაფია
განათლება
ეგნატე ინგოროყვა ქუთაისის გუბერნიაში, ოზურგეთის მაზრის სოფელ
ყელაში დაიბადა. ეგნატეს მამა, თომა, საბატონო ყმა იყო. გლეხთა წრიდან
იყო გამოსული ეგნატეს დედაც — ნინო ბარამიძე. თომა ინგოროყვას
ოჯახში ეგნატე ერთადერთი ბავშვი იყო. მას დედა ოთხი თუ ხუთი
თვისას გარდაეცვალა, მაგრამ დედობრივი ამაგი დასდო უფროსმა
მამიდამ, ნინომ, რომელიც მუდამ მშობლიური ალერსითა და ზრუნვით
ეპყრობოდა დაბადებითვე სუსტი ფიზიკური აგებულების ბავშვს. მან
შეასწავლა 7-8 წლის ეგნატეს ანბანი. 1870 წელს ეგნატე ერთ მღვდელს
მიაბარეს, რომელიც ბავშვს ლოცვებსა და ხუცურს ასწავლიდა. შემდეგ
იგი გაგზავნეს ფოთში, იმავე მღვდლის ძმისწულთან, ხე-ტყით მოვაჭრე
აზნაურთან, რომელმაც ეგნატე მოსამსახურედ გაიხადა და
სამზარეულოში ჩაკეტა. აქ ბავშვი სავსებით მოწყდა სწავლას. მალე იგი
ბიძამისმა ალექსი ინგოროყვამ შინ წაიყვანა.
შემოქმედება
ეგნატე ნინოშვილის სამწერლო მოღვაწეობა სულ შვიდიოდე წლით (1887
- 1894) შემოიფარგლა. ქართული ლიტერატურის ისტორიაში იშვიათი
შემთხვევაა, რომ მწერალს ასე მცირე დროში იმდენი მხატვრული
ნაწარმოები შეექმნას, რამდენიც შექმნა ეგნატე ნინოშვილმა.
ნაწარმოებები
„განკარგულება“
„გოგია უიშვილი“
„მოსე მწერალი“
„პალიასტომის ტბა“
პარტახი“
„ქრისტინე“
„ჩვენი ქვეყნის რაინდი“
„ჯანყი გურიაში“ — რომანი (1888–1889)
„ცოლი და ქმარი“
„სოფლის გმირები“
„სიმონა“
„უცნაური სენი“
„არშიყნი“
მხატვრული სტილი
თითქმის ყველა მოთხრობაში ნინოშვილმა ასახა თავისი
თანამედროვეობა, ის სოციალური ვითარება, რომელიც ქართულ
სოფელში შეიქმნა ბატონყმობის გაუქმების შემდეგ პერიოდში XIX
საუკუნის 80–90-იან წლებში. ეგნატე ნინოშვილის მოთხრობების
პერსონაჟები, სინამდვილიდან აღებული ცოცხალი ადამიანები არიან.
თითქმის ყველა პერსონაჟს მოეპოვება თავისი პირველსახე, რომელთა
უმრავლესობასაც, მწერლის თანამედროვეთა გადმოცემით, ავტორი
პირადად იცნობდა. მაგალითად, გოგია უიშვილი, ამავე სახელწოდების
მოთხრობის მთავარი პერსონაჟი, ყოფილა ეგნატეს მეზობელი გლეხი
გოგია ხუხუნაიშვილი. იგი მთავრობის მოხელეებს უკანონოდ
დაუსჯიათ, გაუმათრახებიათ და თვითმკვლელობამდე მიუყვანიათ.
გამოცემები
ეგნატე ნინოშვილის თხზულებების უმრავლესობა იბეჭდებოდა გაზეთ
ივერიაში, ასევე სხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: კვალი, მოამბე,
თეატრი და სხვ. ცალკე წიგნად გამოიცა მისი მოთხრობები: „სიმონა“ და
„ქრისტინე“ (1892). 1904 წელს გამოქვეყნდა ნინოშვილის თხზულებათა
ერთტომეული, 1920 წელს - სამტომეული, 1925 წელს - თხზულებათა
პირველი სრული კრებულის სამტომეული.
იხილეთ აგრეთვე
არჩეულის ეგნატე ნინოშვილის მუზეუმი
ლიტერატურა
ჭილაია ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 439-
440.
კალანდაძე გ. „ეგნატე ნინოშვილი“ — თბილისი, 1959
ჟღენტი ბ. „ეგნატე ნინოშვილი“ — თბილისი, 1958
ჭილაია ს. „უახლესი ქართული მწერლობა“ ტ. 1 — თბილისი, 1972