You are on page 1of 21

ნიკო ნიკოლაძე

ცხოვრება და მოღვაწეობა

ნიკო ნიკოლოაძე დაიბადა 1843 წლის 27 სექტემბერს ქუთაისში. და-ძმას შორის ის


ყველაზე უფროსი იყო. ნიკოს მამა _ იაკობ ნიკოლაძე _ იყო პირველი კომერსანტი
ქუთაისში: ხე-ტყით ვაჭრობდა, აშენებდა საცხოვრებელ სახლებს, გერმანიიდან
ქუთაისში ქოვილებიც ჩამოიტანა, სურდა სამკერვალო ფაბრიკის შექმნა. იაკობ
ნიკოლაძემ კარგად იცოდა განათლების ფასი, ამიტომ შვილი ჯერ ქუთაისის
გიმნაზიაში მიაბარა, მისი დამთავრების შემდეგ კი სანქტ-პეტერბურგში გაგზავნა.
1861 წელს ნიკო შევიდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ
ფაკულტეტზე, რომელიც, სამწუხაროდ, არ დაუმთავრებია. მან მომაწილეობა მიიღო
1861 წლის სტუდენტთა ცნობილ გამოსვლებში, რის გამოც უნივერსიტეტიდან
გარიცხეს, დააპატიმრეს და 12 ქართველ სტუდენტთან ერთად რამდენიმე თვით
კრონშტატის ციხეში მოათავსეს. ციხიდან გამოსული ნიკო ერთხანს პეტერბურგში
ცხოვრობდა. ამ დროს ის ძალიან დაუახლოვდა ჩერნიშევსკის და მის ოჯახს.
ჩერნიშევსკის პეტერბურგიდან გადასახლების შედეგ, 1863 წელს, იგი სამშობლოში
დაბრუნდა და ჩაება ჟურნალ „ცისკრის“ ფურცლებზე ძველსა და ახალ თაობას შორის
გამართულ იდეურ-ლიტერატურულ ბრძოლაში. საქართველოში ნიკოლაძე დიდხანს
არ დარჩენილა. ერთი პერიოდი პატერბურგში ჩავიდა და რედაქტორობდა გაზეთ
„ნაროდნოე ბოგატსტვოს“, შემდეგ კი განათლების მისაღებად საზღვარგარეთ
გაემგზავრა; სწავლობდა პარიზში, სორბონას უნივერსიტეტში. ბევრს კითხულობდა,
ეცნობოდა ფრანგულ სოციალიზმს. პარიზიდან თანამშრომლობდა გაზეთ „სანქტ-
პეტერბურგსკიე ვედომოსტში“; ა. გერცენის მიწვევით ბეჭდავდა „კოლოკოლში“ და
სახელი გაითქვა თავისი სტატიებით: „გლეხთა განთავისუფლება საქართველოში,
„ჩვენი მომავალი ვექილები“, „მოსკოვსკიე ვედომისტის“ სამსჯავროს წინაშე“,
„თბილისიდან“ და სხვ. გარკვეული დროის შემდეგ „კოლოკოლთან“ თანამშრომლობა
შეწყვიტა გერცენთან და ოგარიოვთან უთანხმოების გამო. ნიკო ნიკოლაძეს მიმოწერა
და ნაცნობობა ჰქონდა ჯუზეპე გარიბალდისთან, ვიქტორ ჰიუგოსთან, ალფონს
დოდესთან, ემილ ზოლასთან, პოლ ლაფარგთან. ლონდონში მან გაიცნო კარლ
მარქსი, რომელმაც ნიკოლაძეს შესთავაზა, ამიერკავკასიაში პირველი
ინტერნაციონალის წარმომადგენელი ყოფილიყო, რაზედაც ნიკოლაძემ უარი
განაცხადა. 1866 წელს ნიკოლაძემ გამოსცა თავისი პირველი წიგნი „მთავრობა და
ახალი თაობა“. საფრანგეთიდან ნიკო ნიკოლაძე შვეიცარიაში გაემგზავრა, რადგან
ძალიან აინტერესებდა ეს ქვეყანა. ის ამბობდა: „მაინტერესებს, რესურსებით ასეთი
ღარიბი ქვეყანა, შვეიცარია, რატომ არის ასეთი მდიდარი, მთიანი და რესურსებით
მდიდარი საქართველო კი რატომ არის ასეთი ღატაკიო“ . 1868 წელს მან ჟენევაში
დაარსა ჟურნალი „სოვრემენოსტი“, რომელშიც დაიბეჭდა მისი ცნობილი სტატიები:
„რუსული ემიგრაცია“, „ორი თაობა“, „ევროპის ცხოვრება“, „ნაროდნოე დელო“ და
სხვ. ამავე წელს გამოსცა ჩერნიშევსკის თხზულებების პირველი ტომი და რომანი „რა
ვაკეთოთ?!“, რომელთა შესავალი წერილები თავად დაწერა. შვეიცარიაში ყოფნის
დროს, ნიკო ნიკოლაძე სწავლობდა ციურიხის უნივერსიტეტში, სადაც 1868 წელს
დაიცვა დისერტაცია თემაზე _ „განიარაღება და მისი ეკონომიკური და სოციალური
შედეგები“ (დისერტაცია წიგნად დაიბეჭდა და ფრანგულ ენაზე გამოვიდა ჟენევაში.).
ნიკო ნიკოლაძეს ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

1870 წელს ნიკოლაძე ქუთაისში დაბრუნდა. მალე თბილისში გადმოვიდა და გაზეთ


„დროებაში“ დაიწყო თანამშრომლობა. 1871 წლიდან სათავეში ჩაუდგა ჟურნალ
„კრებულს“, რომელშიც ბევრი საპროგრამო შინაარსის სტატია გამოაქვეყნა. 1872 წელს
პარიზში იმოგზაურა, პარიზსივე დაიწყო გაზეთ „დროშის“ გამოცემა. სამშობლოში
დაბრუნებული ნიკო ნიკოლაძე დიდ საზოგადოებრივ-ლიტერატურულ საქმიანობას
იწყებს; 1878-1892 წლებში ნიკო ქალაქის საბჭოს, დღევანდელი თბილისის
საკრებულოს წევრია და აქტიურადაა ჩაბმული სხვადასხვა პროექტში: თბილისის
სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის შექმნა პირველი რიგის ამოცანად მიაჩნია
და ითანხმებს დუშეთში მყოფ ილია ჭავჭავაძეს, რომ ყველაფერი მიატოვოს და ბანკის
დაარსებას უხელმძღვანელოს; ასეთივე პირველი რიგის ამოცანას მიაჩნია ქალაქებში
თვითმმართველობების დაარსება; თავისი წერილებით, მოწოდებებითა და
პრაქტიკული საქმიანობით ის ხელს უწყობს ვაჭრობის განვითარებას; უფრო
პრაქტიკულ საქმედ თვლის თბილისში ტექნიკური უნივერსიტეტის გახსნას, ვიდრე
ჰუმანიტარული დანიშნულების უნივერსიტეტის დაარსებას; მისი იდეით განახლდა
თბილისის მუნიციპალიტეტის შენობა; ნიკო ნიკოლაძემ საბჭოში დააყენა ქალაქის
წყალმომარაგების საკითხი და მიაღწია იმას, რომ ავჭალის წყაროებზე აიგო
წყალსადენი. მან მოითხოვა, რომ ქალაქს ჰყოლოდა სანიტარული ექიმი და ჰქონოდა
სადეზინფექციო კამერა, რომელიც მადათოვის კუნძულზე აშენდა. ნიკო ნიკოლაძემ
ასევე წამოაყენა დედაქალაქის კანალიზაციის ქსელის მოწყობის იდეა, რომელიც
მაშინდელმა საკრებულომ დააფინანსა. ნიკო ნიკოლაძის დაჟინებული მოთხოვნით
შემოიღეს თბილისში ცხენის ტრამვაი. ვაგონში შებმული იყო ორი ცხენი და
ტრანსპორტი მოძრაობდა ლიანდაგზე; ნიკოლაძის მოთხოვნით აშენდა ვერის ხიდი
და კიდევ რამდენი პროექტი განხორციელდა მისი უშუალო მონაწილეობით.
პარალელურად ის თანამშრომლობს გაზეთ „დროებასა“ და ჟურნალ „კრებულში“;
1878 წლიდან კი პეტრე მელიქოვის დახმარებით გამოსცემს ჟურნალ „ობზორს“,
რომელიც 1880 წელს მთავრობამ დაუხურა, ხოლო თავად ნიკოლაძე სტავროპოლში
გადაასახლა. მელიქოვის საქმეში ჩარევით 1881 წელს ნიკოლაძე კვლავ პეტერბურგშია
და იქ იხდის სასჯელს. ამბობენ, მელიქოვის ზრუნვა ნიკო ნიკოლაძისადმი
პროფესიონალური კადრის საჭიროებით იყო გამოწვეული, თუმცა არ უნდა
გამოირიცხოს ის ფაქტიც, რომ მათი მეგობრობა ბავშვობაში, ქუთაისის გიმნაზიაში
იწყება. მელიქოვს სურდა ნიკოლაძე დახმარებოდა მას ბაქოდან ბათუმამდე
რკინიგზის გაყვანის საქმეში. მართლაც ნიკოლაძემ დაარწმუნა მთავრობა და
ინვესტორები (ნობელები და როტშილდები), რომ ბაქოდან ბათუმამდე მილის
ნაცვლად გაეყვანათ რკინიგზა, რომლის საშუალებითაც გადაზიდავდნენ ნავთობს და
ზუსტად განსაზღვრავდნენ, რამდენი ნედლეული გადიოდა ქვეყნიდან. ამ დროს
უკვე ფოთიდან თბილისამდე რკინიგზა გაყვანილი იყო ნიკოლაძის უშუალო
ხელმძღვანელობით 1870-იან წლებში. პეტერბურგში ყოფნის დროს ნიკო აქტიურ
ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. ამავე პერიოდში ქვეყნის ფარგლებს გარეთაც
პრაქტიკულად საქმიანობდა, კერძოდ, პარიზის ქუჩების ელექტროენერგიით
განათებას ხელმძღვანელობდა. (მან როტშილდებს სთხოვა იმ მეცნიერის
დაფინანსება, რომელსაც წყალვარდნილზე ელექტროსადგურის მოწყობის იდეა
ჰქონდა). ნიკო ნიკოლაძე მამის გარდაცვალების შემდეგ ტყიბულის ქვანახშირის
საბადოს მფლობელი ხდება, ამიტომ უცხოელ ფინანსისტებთან ერთად დეტალურად
შეისწავლის ამ საქმეს, ერთვება ტყიბულის რკინიგზის მშენებლობის საქმეშიც. 1885
წელს ნიკოლაძეს ეწურება გადასახლების ვადა და საქართველოში ბრუნდება.
საქართველოში დაბრუნებული ნიკო ნიკოლაძე აქტიურად იწყებს ტყიბულის
ქვანახშირის საბადოს განვითარებას. ქვანახშირის დამუშავებაში ქართველი
გლეხობაცაა ჩართული. ქუთაისის ქალაქის საბჭომ ტყიბულში გასაყვანი რკინიგზის
რწმუნებულად ნიკოლაძე აირჩია. 1887 წელს ეს რკინიგზა უკვე ამოქმედდა. ორი
წლის შემდეგ შეიქმნა საზოგადოება „ნახშირი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი
ნიკო ნიკოლაძეა. ეკონომიკურ საქმიანობასთან ერთად საზოგადო მოღვაწე თავისი
ცხოვრების ყველა ეტაპზე ეწევა სოციალურ-პოლიტიკურ და პუბლიცისტურ
მოღვაწეობას. 1886 წლიდან იგი მეორე დასის ხელმძღვანელი ხდება გიორგი
წერეთელთან ერთად. 1887-1891 წლებში რედაქტორობს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“
და თანამშრომლობს ჟურნალ „მოამბეში“.

1895-1912 წლებში მას ქალაქ ფოთის ქალაქის თავად ირჩევენ. იმ პერიოდში ფოთი
ჭაობიანი ადგილი იყო და წვიმის დროს ქუჩებში ტალახი დგებოდა. ნიკო ნიკოლაძემ
ფოთის გარშემო გაიყვანა სპეციალური არხი, რომლის მეშვეობითაც წვიმის წყალი
ქალაქიდან ზღვაში ჩადიოდა. ფოთში ნიკოლაძემ ააშენა 2 ხიდი და დააგო
ქვაფენილი, დაარსა ბანკი და გამოუშვა ობლიგაციები. მან ააშენა ქალაქის ცენტრში
„აია სოფიას“ კონსტრუქციის ტაძარი და ქალაქში გააკეთა 12 ქუჩა, რომელიც ამ
ტაძართან მიდის. გარდა ამისა, ფოთში ააშენა ქალთა და ვაჟთა გიმნაზია, პოლიციის
შენობები, დაასრულა ნავსადგურის მშენებლობა და დააწესა პირველი საბაჟო
მოსაკრებელი, რომელიც იკრიბებოდა ყველა იმ ტვირთის საფასურად, რომელიც
პორტიდან გემით გადიოდა. ეს ფული ქალაქის სხვა პროექტებს უნდა მოხმარებოდა.
ნიკო ნიკოლაძემ ფოთში ააგო სპეციალური კედელი, რომელიც ღელვის დროს
იჭერდა ტალღებს და მის სიჩქარეს ანელებდა, ამით უზრუნველყო პორტში
გაჩერებული გემების უსაფრთხოება. მან ფოთში ააგო ელევატორი და გაანათა
ქალაქი, შემდეგ იმავე სქემით გაანათა თბილისიც. უნდოდა ენგურზე
ელექტროსადგურის მოწყობა. მისმა შვილმა გიორგიმ უცხოეთიდან სპეციალისტები
ჩამოიყვანა, რომლებიც ტერიტორიას სწავლობდნენ. ეს პროექტი შემდგომ, საბჭოთა
პერიოდში განხორციელდა. ნიკო ნიკოლაძემ, როგორც მერმა, დააწესა სტიპენდია
უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად წასული სტუდენტებისათვის. მან წამოაყენა
იდეა, რომ რიონი სანაოსნო მდინარედ ქცეულიყო და მოწყვეტილი სოფლები
ერთმანეთთან და ცენტრთან დაეკავშირებინა. ნიკოლაძემ კიდევ ბევრი
მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ის თითქმის 20 წლის განმავლობაში
მოღვაწეობდა ფოთში. შემდეგ კი ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ხდება ხოლმე.
„ცუდას რად უნდა მტერობაო, _ ამბობს ვაჟა. ნიკო ნიკოლაძეს ქრთამის აღება
დააბრალეს ელევატორის მშენებლისაგან. სინამდვილეში მან ფული ისესხა
პეტერბურგში წასასვლელად და ჩამოსვლისთანავე დააბრუნა. ძიება 4 წლის
განმავლობაში გრძელდებოდა. მას ბრალი ვერ დაუმტკიცეს, მაგრამ მიაღწიეს იმას,
რომ კარგა ხნის განმავლობაში ნიკოლაძე ფოთს აღარ გაკარებია. და

1917 წლის თებერვლის რევოლუციას პეტერბურგში შეხვდა. ამავე წელს ის


საქართველოში დაბრუნდა და ჩაერთო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის
მომზადების საქმეებში. ნიკო ნიკოლაძეს დიდი გამოცდილება ჰქონდა თურქეთთან
ურთიერთობაში, რადგან რუსეთ-თურქეთის ომის დროს თან ახლდა პეტრე
მელიქოვს, რომელიც სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, ნიკოლაძე კი
„გოლოსის“ სამხედრო კორესპონდენტი იყო. 1918 წელს ნიკო ნიკოლაძე და აკაკი
ჩხენკელი ბათუმში გაემგზავრნენ თურქეთთან ზავის დასადებად. 1918 წლის 25
მაისს ნიკოლაძე ბათუმიდან წერდა ნოე ჟორდანიას, რომ დამოუკიდებლობის
გამოცხადება არ გადაედოთ. 26 მაისს ხელი მოაწერეს თურქეთთან ზავს და ერთ
საათში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადეს. ნიკო
ნიკოლაძემ ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის
აღდგენის აქტს. ის და აკაკი ჩხენკელი თბილისში არც კი დაბრუნებულან, ჩავიდნენ
ფოთში ქვეყნის გარდაქმნის ეკონომიკური პროგრამის შესამუშავებლად და მესამე
დღეს ამ დოკუმენტით გერმანიაში გაემგზავრნენ. მათთვის მთავარი იყო ქვეყანაში
საწარმოო პროცესის ორგანიზება და გამართვა. ნიკო ნიკოლაძეს არ მიაჩნდა
თავისუფლად ის ქვეყანა, რომელიც თავად არაფერს ქმნიდა და მხოლოდ სხვა
ქვეყნებიდან შეისყიდიდა პროდექციას.

1917- 1918 წლებში ნიკოლაძე საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრია. 1919-1921


წლებში კი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. 1917 წელს მისი უშუალო
მონაწილეობით დაარსდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. იგი იყო
ამ პარტიის საპატიო თავმჯდომარე. 1920 წელს ნიკოლაძე საზღვარგარეთ გაემგზავრა
ჭიათურის მანგანუმის ექსპორტის საქმეზე; იქ შეიტყო საქართველოში საბჭოთა
ხელისუფლების დამყარების ამბავი. 1924 წელს დაბრუნდა საქართველოში,
აჯანყების მზადებისა და სასტიკი რეპრესიების პერიოდში. მან დააარსა კერძო
სტამბა და დაიბრუნა სახლი დიდ ჯიხაიშში, რომელიც სხვებს ჰქონდათ
დაკავებული. სიცოცხლის ბოლო წლები ლიტერატურულ კრიტიკას მიუძღვნა და
სიღრმისეულად გააანალიზა ილია ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის
მხატვრული შემოქმედება. ნიკო ნიკოლაძე გარდაიცვალა 1928 წლის 5 აპრილს.
უკანასკნელ გზაზე ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ
გააცილა. თბილისის ყველა ეკლესიამ გლოვა გამოაცხადა. ნიკო ნიკოლაძე
დაკრძალეს მთაწმინდის პანთეონში.

ნიკო ნიკოლაძის საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებანი

ნიკო ნიკოლაძის ლიტერატურულ მოღვაწეობასა და აზროვნებას საკმაოდ დიდი


მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი საზოგადოებრივი აზროვნების ევროპულ საფუძველზე
განვითარების საქმეში. ნიკოლაძე იყო თავისი ეპოქისათვის ფართოდ განათლებული
და ღრმად მოაზროვნე პიროვნება, საფუძვლიანად იცნობდა მაშინდელი ევროპისა და
რუსეთის ლიტერატურულ საკითხებს თუ მეცნიერულ შეხედულებებს; როგორც მისი
საქმიანობიდან და წერილებიდან ჩანს, რომ თავისი განათლებით ბევრად მაღლა
იდგა ქართველ ლიტერატორებსა და საზოგადო მოღვაწეებზე. გაზეთი „დროება“
და ჟურნალი „კრებული“ 1870-1873 წლებში ნიკო ნიკოლაძის უშუალო
თანამშრომლობითა და ხელმძღვანელობით გამოდიოდა და სწორედ მათ
ფურცლებზე საზოგადო მოღვაწემ პასუხი გასცა ჩვენი ცხოვრების მრავალ
მნიშვნელოვან საკითხს, ამით, რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად გაამდიდრა
ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორია. ზოგადად, ნიკო ნიკოლაძის
წერილებიდან ჩანს, რომ ის შეეხო თითქმის ყველა პრობლემას, რომელიც
მაშინდელმა ცხოვრებამ წამოაყენა.
ნიკო ნიკოლაძის საზოგადოებრივი აზროვნების თავისებურების წარმოსაჩენად
უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მის წარმომავლობას. იგი ვაჭრის შვილი იყო,
ე.ი. არ ეკუთვნოდა გაბატონებულ საზოგადოებრივ ფენას, რაც, რასაკვირველია,
გავლენას ახდენს მის მსოფლხედვაზე. ნიკო ნიკოლაძის მამა საკმაოდ შეძლებული
ადამიანი იყო და ამავე დროს შვილების განათლებაზე მზრუნველი. ნიკო
პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა და, როგორც მაშინდელი რუსეთის 60-
იანი წლების ახალგაზრდობა, საზრდოობდა ჩერნიშევსკისა და დობროლიუბოვის
იდეებით. პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტებიდან ნ. ნიკოლაძის ჯგუფში
გაერთიანებულნი იყვნენ: ი. ისარლიშვილი, გ. წერეთელი, ძმები ღოღობერიძეები, კ.
ლორთქიფანიძე და სხვები, რომლებიც შემდგომში ცნობილი ჟურნალისტები და
საზოგადო მოღვაწეები გახდნენ და ამავე დროს რუსული რადიკალიზმის
პოპულარიზატორები. ნიკო ნიკოლაძე პირადად ჩერნიშევსკის მოწაფედ
ითვლებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველ სტუდენტებთან ერთად ნიკოლაძემ
მონაწილეობა მიიღო ცნობილ 1861 წლის სტუდენტთა არეულობაში, რის გამოც
დააპატიმრეს და რამდენიმე თვით კრონშტატის ციხეში მოათავსეს. ამ პერიოდში, 70-
იანი წლების დასაწყისამდე, ნიკოლაძე თავისი მსოფლხედვითა და სოციალურ-
პოლიტიკური მრწამსით ტიპური სამოციანელია, თუმცა მისი აზროვნება ყოველთვის
განიცდის გარკვეულ ცვლილება-განვითარებას. 1864-68 წლებში იგი საზღვარგარეთ
იყო და მონაწილეობას იღებდა რუსული ემიგრაციის საქმიანობაში: წერდა წერილებს
გერცენის „კოლოკოლში“, ბეჭდავდა ბროშურებს „ნიკოფორე გ...“-ის ფსევდონიმით,
1868 წელს კი გამოსცა ჟურნალი „სოვრემენნოსტი“, რომლის ფურცლებზე იგი
ქადაგებდა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას ლეგალური მეთოდებით. გერცენი
მისი ჟურნალის შესახებ წერდა: „ჩვენ მივიღეთ ახალ რუსულ ჟურნალის
„Современность“-ის სანიმუშო ნომერი. მიმართულება სავსებით რადიკალური და
სოციალისტურია. ჩვენ დაგვრჩენია მხოლოდ მივესალმოთ რუსეთში მომქმედ
პარტიის ამ ახალ ორგანოს. შრომის ასეთი განაწილება ძლიერ სასარგებლო იქნება“
(გერცენის ნაწერები, ტ. XV, გვ. 227-235).

1869 წელს ნიკოლაძე ბრუნდება საქართველოში. ამავე წელს გაზეთ „დროების“


რედაქტორად ინიშნება ცნობილი პუბლიცისტი სერგეი მესხი. გაზეთის რედაქტორი,
ნიკო ნიკოლაძე და სერგეი მესხი ქმნიან ახალგაზრდობის ახალ ჯგუფს და იწყებენ
სამოღვაწეო პროგრამის შემუშავებას. ამ ჯგუფმა 1877 წლამდე იარსება. მისი
პროგრამა, რა თქმა უნდა, შეეხებოდა ცხოვრების ყველა აქტუალურ საკითხს: შრომის
განაწილებას, საბანკო საქმეს, აგრარულ საკითხს და მრავალ სხვას. ამ პრობლემათა
შეფასებისას ნიკო ნიკოლაძე ცილდება სამოციანელთა თვალთახედვას და იჩენს
რადიკალიზმს. მისი წერილები იბეჭდება ძირითადად „დროებაში“ 1874-1875
წლებში და ჟურნალ „კრებულში“, რომელიც 1871-1873 გიორგი წერეთლის
რედაქტორობით გამოდიოდა. 1873-1877 წლებში ნიკო ნიკოლაძე თანამშრომლობდა
გაზ. „Тифлисский Вестник“-ში. ნიკოლაძის ყველა წერილში დასმული იყო
მნიშვნელოვანი პრობლემა, წამოყენებული იყო მისი გადაჭრის გზა და, რაც
მთავარია, ისინი ისეთი ცოცხალი ენითა და კატეგორიულობით იყო დაწერილი, რომ
სურათობრივად ჯდებოდა მკითხველის მეხსიერებაში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავდაპირველად ნიკო ნიკოლაძის ლიტერატურულ-


საზოგადოებრივი შეხედულებანი არ განსხვავდებოდა თერგდალეულთა
ნააზრევისაგან. 60-იანი წლებში _ ეს იყო ნატურალური მეურნეობის რღვევის,
ბატონყმობის კრიზისისა და ბურჟუაზიული ურთიერთობების განვითარების
პერიოდი; ამიტომ, ბუნებრივია, რომ ნ. ნიკოლაძესაც ამ პერიოდში აწუხებს
ბატონყმობის საკითხი, შრომის განთავისუფლება, მიწის რეფორმა, ვაჭრობის
განვითარება, ეროვნული დამოუკიდებლობა, ენის საკითხი, ლიტერატურაში
რეალიზმის პრინციპების დამკვიდრება და ა.შ. 60-იან წლებში რუსეთის მთელ
იმპერიაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, ეს რეფორმები შეეხო
საქართველოსაც: ბატონყმობა მოისპო, მაგრამ დარჩა ბატონყმური ურთიერთობის
ნაშთები, რომლებიც უპირველესად წოდებათა შორის უთანასწორობაში გამოიხატა.
გლეხი ყოფილი ბატონის ან ახალი მემამულის (თუ ბატონმა ეს მიწა გაყიდა) მიერ
მაინც დამონებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რამაც გამოიწვია საზოგადობის
სხვადასხვა ფენის ერთმანეთთან დაპირისპირება და დაშორება. ეს დაპირისპირება
ყველაზე მეტად აგრარულ სფეროში გამომჟღავნდა: გლეხი დარჩა რეალურად
უმიწოდ, ხოლო მიწის მეპატრონეს მისი დამუშავება არ შეეძლო, რადგან ყოველთვის
ამ საქმისგან შორს იდგა. ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია სამრეწველო კაპიტალის
განვითარების შეფერხება. მიწის საკითხი კვლავ გადაჭრას მოითხოვდა.
კაპიტალისტური ურთიერთობების მეტ-ნაკლებად განვითარებას მოჰყვა შესაფერისი
ცვლილებები სოციალურ ურთიერთობაში: თავადაზნაურთა კლასის დაცემა,
გლეხთა დიფერენციაცია: ნაწილის გაკულაკება, უმრავლესობის გაღატაკება
(გაღატაკებულთა ფენიდან მუშათა კლასის წარმოშობა); ბურჟუაზიის გააქტიურება.
ცვლილებებმა აღმოაცენა ახალი დამოკიდებულება სოციალურ კლასებს შორის, რაც
აისახა კიდეც სააზოგადოებრივ აზროვნებაში.

60-იანი წლები ქართული კულტურისა და საზოგადოებრივი აზროვნების


აღმავლობის პერიოდს წარმოადგენს, ამიტომ შემთხვევითი არ არის ამ დროს
საზოგადოებრივი აზროვნების გამოცოცხლება, რომელიც პირდაპირკავშირშია
ცხოვრების ეკონომიკურ და სოციალურ ცვლილებებთან. ცხოვრება გარკვეული
მიმართულებით განვითარდა და ინტელიგენციის აზროვნებასა და იდეოლოგიაშიც
ბურჟუაზიული მისწრაფებები აისახა. დაპირისპირება წარმოიშვა არა მხოლოდ
ფენათა, არამედ თაობათა შორისაც. 60-იან წლებში საქართველოში გაჩაღდა ბრძოლა
ორ თაობას შორის. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ბრძოლა ფეოდალურ-
სქოლასტიკურ აზროვნებასა და დემოკრატიულ-რაციონალისტურ აზროვნებას
შორის. ახალი თაობა გრძნობდა, რომ ცხოვრება წინ წავიდა და ძველ თაობას კი აღარ
ჰქონდა არც ცოდნა და არც ძალა მისი მიყოლისა. ნიკო ნიკოლაძე „კრებულში“ წერს
სტატიას „ახალი ახალგაზრდობა“: „ძველი თაობის დამხობა ჩვენში დღეს
ბრმისთვისაც ცხადი საქმე შეიქნა. ჩვენი ხალხის და საზოგადოების ცხოვრება, ამ
უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში იმ ნაირათ დატრიალდა და შეიცვალა,
იმას ისეთი მოთხოვნილება და საქმეები დაუხვდა გზაზე, ის ისეთ დაბრკოლებებს
წააწყდა, რომ ძველებურმა ჭკუამ და გამოცდილებამ პირი დააღო, დამუნჯდა და
ძალა-უნებურათ თავისი უვარგისობა და უმეცრება აღიარა... ჩვენი საზოგადოების
დამრიგებლებს და წინამძღოლებს, ჩვენი ხალხის თავებს მაზანდა წაუხდინა ახალი
ცხოვრების ახალმა მოთხოვნილებამ. ამ სასიამოვნო უბედურებას ვერც იმათმა
ჭაღარა თმამ უშველა, ვერც ძველმა დიდებამ. ყველაფერი შემუსრა და შეურაცხყო
ახალმა დროებამ და მისმა დაუზოგველმა მოთხოვნილებამ... მართლაც რა
სამკვიდრებელი დარჩა ჩვენ ძველ თაობას? ეკონომიური მხრით იმას გაღარიბებული
და გატყავებული ხალხი და უმოქმედო, უხეირო აზნაურობა ღუპავს. პოლიტიკური
მხრით _ზნედაცემული, გაცალცალკევებული საზოგადოება, რომელსაც არა თუ
ძველი გმირების სული დაუკარგავს, მათი სახელიც არ ახსოვს. ზნეობითი მხრით _
გაფლიდებული უხასიათობა, დაცემული ხელის ლოკვა, ძლიერის თაყვანისცემა,
სამართლიანობის დავიწყება. ლიტერატურული მხრით _ დაცემული მწერლობა,
დავიწყებული ენა, დაფანტული და დამახინჯებული ძველი ლიტერატურა.
გონებითი მხრით _ სრული უაზრობა, ძველი ჩვენი ისტორიის უცოდინარობა, ახალი
ცხოვრების გაუგებრობა“ (ნ. სკანდელი, „ახალი ახალგაზრდობა“, „კრებული“, გვ. 275-
6, 299-300, 1873 წ.)

ნიკო ნიკოლაძე ბრძოლას უცხადებს ძველ თაობას. ამ ბრძოლაში ის


უკომპრომისოა და რადიკალი; არ სურს ძველ თაობასთან რაიმე კავშირი, თუნდაც
მისი სასიკეთო მხარის გამოყენება ცხოვრებაში. ამ პერიოდში ნიკო ნიკოლაძის
შეხედულებებს საფუძვლად უდევს 60-იანი წლების რუსეთის სოციალისტური
აზროვნება. ის იცავდა იმ აზრს, რომ საზოგადოებრივი წყობილების საფუძველი
შრომის ისეთი ორგანიზაცია უნდა ყოფილიყო, რომლის დროსაც საზოგადოების
ყოველი წევრი განურჩევლად უზრუნველყოფილი იქნებოდა შრომის იარაღით,
ხოლო მიწის თემური წყობილება საშუალებას მისცემდა ხალხს კოლექტიურად
ემუშავა მასზე და ეკონომიკურად გაძლიერებულიყო. ნიკოლაძემ უკრიტიკოდ
შეითვისა ჩერნიშევსკის შეხედულება თემსა და თემურ წყობილებაზე. 1865 წელს იგი
„კოლოკოლში“ წერდა: „ჩვენ ღრმადა ვართ დარწმუნებული, რომ საზოგადოებრივი
და სახელმწიფოებრივი წყობილების ერთად-ერთ ფორმას, რომელსაც შეუძლია
ნამდვილი სარგებლობა მოუტანოს საქართველოს, წარმოადგენს მიწისა და
ყოველგვარი სხვა საკუთრების სათემო განაწილება, აგრეთვე ხალხის შრომისა და
სახელმწიფოს მართვა-გამგეობის სათემო ორგანიზაცია“ 1. ნიკოლაძე იწონებს
რუსეთის ძველ ჩვეულებას შრომის განაწილებისა და მიწისმფლობელობისა, რადგან
ეს ჩვეულება გარკვეულად სოციალისტურ პრინციპებს ეფუძნება. მან ეს ფორმა
ჩვენში აგრარულ ურთიერთობებსაც მიუსადაგა. ნიკო ნიკოლაძე თავგამოდებით
ცდილობდა ამ პრინციპების ცხოვრებაში გატარებას. თუმცა მისი აზროვნება ამ
პერიოდში სოციალისტურია, მაგრამ არ ეწინააღმდეგება კაპიტალიზმის
განვითარებას. ნიკო ნიკოლაძე გრძნობდა ევროპის ტექნიკისა და ეკონომიკის
უპირატესობას და ცდილობდა მათ შერწყმას შრომის კოლექტიური განაწილების
ფორმებთან. მის მსოფლხედვას შეიძლება „ბურჟუაზიული სოციალიზმიც“ ეწოდოს.

ნიკო ნიკოლაძემ 60-იან წლებშივე დაინახა ძველი ბატონყმური საქართველოს


აღსასრული და ცხოვრებაზე ახალი სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლების
ზეგავლენა. თერგდალეულთაგან მან ყველაზე მეტად იგრძნო ახალი
საზოგადოებრივი ურთიერთობის დამყარების აუცილებლობა. ამიტომაც იგი შეუდგა
თავისი სამოღვაწეო პროგრამის შემუშავებას, საქართველოს საზოგადოებრივი
ცხოვრების ახალ საფუძველზე მოწყობის გეგმის ჩამოყალიბებას.

თუ 60-იანი წლების დასაწყისში ნიკო ნიკოლაძე ილია ჭავჭავაძის ჯგუფის წევრია,


70-იანი წლების დასაწყისში მას აღარ აკმაყოფილებს ილიას ჯგუფის სამოქმედო
პროგრამა და ახალი იდეების პრაქტიკაში განხორციელებით არის გატაცებული.
ილიას ჯგუფზე იგი სკანდელის ფსევდონიმით „კრებულში“ წერს:

„1861 წლის ახალი თაობა ჩვენ ცხოვრებაში პატიოსანი გრძნობით აღვსილი


შემოვიდა. იმას კეთილი მიზანი ჰქონდა, პატივსაცემი მიმართულება, შრომისა და
ბრძოლის სურვილი და ახალგაზრდული აღტაცება... გონების იარაღით იმას მარტო
ორიოდე მეტნაკლებათ ნათელი აზრი მიუძღვოდა: გლეხების განთავისუფლების
სამართლიანობა, ბატონ-ყმობის უვარგისობა, მამულის სამსახური... და თუ ამ
მცირედი იარაღით და ბარგით, ამ გამოუკვლეველი, ნისლიანი აზრებით მაშინდელმა
თაობამ მაინც თავი გამოიჩინა და საზოგადოების თვალში უწინდელ თაობაზე მაღლა
დადგა, ეს ერთი მხრით ძველი თაობის განუკურნველ სიძაბუნეს გვიმტკიცებს და
1
Рио-Нели, «Освобождение крестян в Грузии», «Колокол», № 199, 1865.
მეორეს მხრით გვიჩვენებს, რა ადვილი იყო მაშინ ახალი მიმართულების გამარჯვება
და ამაღლება.“2

ნიკო ნიკოლაძე არ იყო სწორი. თერგდალეულებმა თავი კი არ გამოიჩინეს,


არამედ ეპოქისათვის მტკივნეული პრობლემები წამოსწიეს და მათთვის ბრძოლა
ცხოვრების აზრად დაისახეს. მათი აზრი არც „ნისლიანი“ იყო და არც
„გამოუკვლეველი“, საკმაოდ ნათელი და ჩამოყალიბებული გახლდათ და თუ
ბრძოლის საგანი იყო ძალიან ზოგადი _ მაგალითად, ბატონყმობის გაუქმება ან
მამულის სამსახური _ ესეც ეპოქის მოთხოვნილებიდან გამომდინარეობდა;
საზოგადოებაში ჯერ ამ აზრთა მომწიფება იყო საჭირო, ნიადაგის შექმნა, რაც მათ
ნამდვილად მოახერხეს. როგორც ვხედავთ, 70-იანი წლების დასაწყისში ნიკო
ნიკოლაძეს უკვე აღარ აკმაყოფილებს ილია ჭავჭავაძის ჯგუფის პროგრამა და წერს
კიდეც თერგდალეულების მიმართ თავის კრიტიკულ დამოკიდებულებაზე:

„საუბედუროთ ეს თაობა ჩვენს ცხოვრებაში დაუმზადებელი შემოვიდა. იმან არც


საზოგადოებრივი მეცნიერება იცოდა თეორიითა, არც პრაქტიკული მდგომარეობა
ჩვენი ხალხისა, არც ჩვენი საზოგადოების საჭიროება და სურვილი. იმას მარტო
კეთილი გული და პატიოსანი სურვილი ჰქონდა... იმას გაცნობილი არ ჰქონდა
პრაქტიკული ცხოვრება, საზოგადოებრივი წესის კანონები და საჭიროებები, იმან არ
იცოდა, თუ რა და რა ცვლილებას თხოულობდა ხალხის მდგომარეობა, რანაირ
მოქმედებას და დისციპლინას თხოულობს ბრძოლის საჭიროება...“3
მოუმზადებლობა და საზოგადოებრივი განათლების ნაკლებობა _ ეს ერთი ბრალდება
იყო თერგდალეულთა მიმართ წამოყენებული, რომელსაც ვერ დავეთანხმებით მთელ
ჯგუთან და განსაკუთრებით მის ლიდერთან _ ილია ჭავჭავაძესთან _ მიმართებაში.
ილიას მრავალმხრივი და საფუძვლიანი განათლება ჰქონდა მეცნიერების სხვადასხვა
დარგში (რაზედაც ამ წერილში არ ვისაუბრებთ). მეორე ბრალდება გახლდათ
შემდეგი: „სიტყვით უწინდელი ახალგაზრდობა ერთს ამბობდა, საქმით მეორეს
შვრებოდა. მის ზნეობით ცხოვრებაში რაღაც საზარელი განხეთქილება მოჩანდა,
რომელიც თითქმის სრულიად აბათილებდა იმ ჩინებულ აზრებს, რომლის
მქადაგებლად ეს ყმაწვილები გამოდიოდნენ. ისინი საქციელით თითქო შერიგებას
ეძებდნენ ძველ თაობასთან, და ძლიერ ბევრ თავაზიანობას იჩენდენ ძველი
ცხოვრების შესახებ. იმათში საკმაო რწმუნება არ მოიძებნებოდა, და თან
თავგამომეტება, ნიადაგ მიზნისაკენ ლტოლვა: ამის მაგიერ სჩანდა მუდმივი
უხასიათობა, თავის დაღუნვა, გულხელდაკრეფა, მცირედი, თითქმის შეუნიშნავი

2
ნ. სკანდელი, „ახალი ახალგაზრდობა“, „კრებული“ # 1, გვ. 285-291, 1973.
3
იქვე გვ. 295.
ნამყოფით დაკმაყოფილება“.4 ახალი თაობის სიტყვასა და საქმეს შორის ბზარს ნიკო
ნიკოლაძე ძველი თაობისადმი თავაზიანობაში და მასთან კარგ ურთიერთობაში
ხედავს. ის, რაც მისასალმებელი უნდა იყოს _ ძველი თაობის გვერდში დაყენება და
მისი გამოყენება საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმეში _ ნიკოლაძეს მიუღებლად
მიაჩნია. მას განსაკუთრებით არ მოსწონს ილიასა და გრიგოლ ორბელიანის
ერთმანეთის გვერდში დგომა ნებისმიერ კულტურულ სფეროში, თუნდაც
„ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის საქმიანობაში. „თავის დაღუნვაში“
ნიკო ნიკოლაძე ალბათ ილიას არარადიკალურ ბუნებას გულისხმობს. ილია
პოლიტიკოსია, თანაც ლიბერალი. მისთვის მთავარია საქმის ნაბიჯ-ნაბიჯ კეთება და
არა ამ საქმის რადიკალიზმით დაღუპვა.

ნიკო ნიკოლაძის ბრალდებებში ახალი თაობის მიმართ ის საყვედურიც ისმის,


რომ მარტო საღი სიტყვა საკმარისი არ არის, მას საქმეც უნდა მოჰყვეს. 60-იანელების
ცხოვრების ასპარეზზე გამოსვლის პერიოდში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სწორედ
სიტყვას, რომელიც ნიადაგს ქმნიდა ხალხის აზროვნებაში. ამ ნიადაგზე საქმე უნდა
აღმოცენებულიყო და რეალურად აღმოცენდა კიდეც. ყველა კულტურულ
საქმიანობას ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი: „წერა-კითხვის გამავრცელებელმა
საზოგადოებამ“ საყოველთაო განათლებაზე დაიწყო ზრუნვა, წინ წამოიწია „ქალთა
საქმე“, გააჩაღა თეატრის აღორძინებისათვის ბრძოლა, დაიწყო ხელნაწერების
შეგროვება, ფოლკლორის ჩაწერა, ბიბლიოთეკების დაარსება, საისტორიო და
გეოგრაფიული საზოგადოებების შექმნა და ა.შ. გარდა კულტურული საქმიანობისა,
ილიას დასი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც ფიქრობდა და სხვადასხვა
პროექტს აყენებდა ამ სფეროში, მათ შორის _ გლეხთა მიერ მიწის კოლექტიური
დამუშავების პროექტებსაც იწონებდა და გლეხების მიერ მიწის გამოსყიდვის
რეალურ შესაძლებლობას კოლექტიური მუშაობით დაგროვილ ერთობლივ თანხაში
ხედავდა. განსხვავება ილიას ჯგუფსა და ნიკო ნიკოლაძის ჯგუფს შორის მათი
მსოფლხედვიდან უნდა მომდინარეობდეს. ილია, როგორც თავადაზნაურთა კლასის
წარმომადგენელი და ამავე დროს პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც
იღვწის „შრომის განთავისუფლებისთვის“, ცდილობს წოდებათა მორიგებას.
მართალია, ის უპირატესობას გლეხობაში ხედავს, მის შრომისუნარიანობაში, მაგრამ
არც თავადი მიაჩნია ცხოვრების ასპარეზიდან გადასასროლად. ილია ვაჭრობის
განვითარებაზეც ზრუნავს, მაგრამ მთავარ პრობლემად ამ ორი წოდების _ თავად-
აზნაურობისა და გლეხობის _ გამთლიანება მიაჩნია. გამთლიანების იარაღი კი, მისი
აზრით, განათლება და სიყვარულია („ცრემლიანი ცოდნა თუ ცოდნიანი ცრემლი“).
ილიასაგან განსხვავებით, ნიკო ნიკოლაძის მსოფლხედვა 60-იან წლებში
4
იქვე, გვ. 333-334.
სოციალისტური აზროვნებისკენ იხრება. ის ცხოვრების ასპარეზზე მხოლოდ გლეხს
ხედავს და მას მიიჩნევს მიწის მომავალ მესაკუთრედ, რადგან რეალურად ის
ამუშავებს მიწას. თავადი ზიზღით უყურებს შრომასაც და მიწასაც, ამიტომ,
ნიკოლაძის აზრით, მას მიწა უნდა ჩამოერთვას და გლეხს გადაეცეს. წოდებათა შორის
უთანასწორობას კი მოსპობს ეკონომიკა: „ხალხში ნამდვილი ერთობა მარტო მაშინ
დამყარდება, როცა იმისი ეკონომიური ცხოვრება გათანასწორდება, როცა ხალხი
ეკონომიურად გათავისუფლდება და შეერთებულ შრომას შეეჩვევა“.5 ნიკოლაძის
აზროვნება ამ პერიოდში სოციალისტურ-ბურჟუაზიულია. ის განიცდის
ჩერნიშევსკის გავლენასაც და სახეზეა თავისი კლასის შვილობაც. ნიკოლაძე
სასარგებლო შრომაში ხედავს ცხოვრების დანიშნულებას და ვინც ქმნის სასარგებლო
შრომას, ის მიაჩნია საზოგადოების მამოძრავებელ ძალად. აქედან წარმოსდგა მისი
უარყოფითი დამოკიდებულება თავად-აზნაურობისადმი და თანაგრძნობა
გლეხობისადმი. ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ მიმართულ წერილში, რომელიც
„ობზორში“ დაიბეჭდა, ნიკო ნიკოლაძე ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ
თავადაზნაურობამ დაკარგა ყოველგვარი „საწარმოო“ მნიშვნელობა და ზედმეტ
ბარგად იქცა.6 (ილიასათვის კი თავადაზნაურობა არ არის ზედმეტი ბარგი, რადგან
განათლება სწორედ „იმათშია“; თანაც ილია თვლის, რომ თავადაზნაურობას ჯერ
კიდევ შეუძლია ცხოვრების ასპარეზზე მყარად დგომა, თუ ის ინგლისის მაღალი
წოდების მსგავსად არ დაუპირისპირდება გლეხობას და მასთან ერთად ჩაერთვება
ცხოვრების ახლებურად მოწყობაში.7) სოციალური ცვლილებების
განსახორციელებლად ნიკო ნიკოლაძე ილიას მსგავსად უარყოფს რევოლუციურ
მეთოდს, რომელიც მისაღები აღმოჩნდა ქართული ნაროდნიკული
ორგანიზაციისთვისაც (როგორც რუსეთის რევოლუციური ორგანიზაციის ერთ-ერთი
ფრთისთვის). ნიკოლაძის მეთოდი ემყარება პროფესიონალების მიერ ცხოვრების
სხვადასხვა სფეროში საქმის აწყობას. თუ ილიამ კულტურის სფეროზე გაამახვილა
ყურადღება, ნიკო ნიკოლაძეს უფრო მთავარ საქმედ ესახება გზებისა და გვირაბების
გაყვანა, პორტის მშებებლობა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, სასოფლო
საქმიანობის ეფექტური წარმართვა. საზოგადო მოღვაწე ინტელიგენციას
ავალდებულებს, რომ მეთაურობა გაუწიოს ხალხს, მივიდეს მასთან და აქტიური
მონაწილეობა მიიღოს ცხოვრების გარდაქმნის საქმეში მთავრობისაგან
დამოუკიდებლად. როგორც ვხედავთ, ნიკოლაძე ხელისუფლებას ომს არ უცხადებს,

5
ნ. ნიკოლაძე, „საახალწლო“, გვ. 340; მეორე გამოცემის სათაურია: „მამულის სიყვარული და
მსახურება“, გვ. 118-119.
6
„Обзор“ #496, 1880 წ.
7
ი. ჭავჭავაძე, „მოვალეობა ჩვენის თავადაზნაურობისა (კიდევ „Новое Обозрение“-სა და კახეთის
რკინიგზის გამო“, თხზ. სრული კრებული ოც ტომად, ტ. XII, გვ.153, 2007.
რევოლუცია არ სურს, მაგრამ არც ხელისუფლებასთან რაიმე თანამშრომლობაზეა
თანახმა. ის თვლის, რომ ინტელიგენციამ დამოუკიდებლად უნდა იმუშაოს
საზოგადოებაში და მოამზადოს ის კოლექტიური შრომის ცხოვრებაში
დასამკვიდრებლად.

აგრარული საკითხის გადასაწყვეტად ნიკოლაძე აუცილებლად მიიჩნევს შემდეგს:


1) გლეხებმა ერთობლივად უნდა გამოისყიდონ მიწის ნაკვეთი მემამულეებისაგან და
გაიფორმონ საერთო საკუთრებად; 2) საადგილმამულო და სასოფლო ბანკები უნდა
დაეხმარონ გლეხებს მიწის გამოსყიდვაში და ამხანაგობის დაარსებაში; 3)
სახელმწოფომ უნდა ითავოს მიწის გამოსყიდვით გადაცემა გლეხობაზე და
დააკანონოს მისი მფლობელობისა და მოხმარების თემობრივი წესი. ეს თუ არ
მოხდება: თავადაზნაურობა მაინც გაყიდის მიწას, მას ხელში ჩაიგდებს მსხვილი
მემამულე-ვაჭარი და კაბალური პირობებით მასზე გლეხს ამუშავებს. ამიტომ
ნიკოლაძე ურჩევს გლეხობას ამხანაგობის შექმნას და შეერთებული ძალებით მიწის
მემამულეებისგან გამოსყიდვას. 60-70-იან წლებში ასეთი სახის გეგმები ბევრი იყო
ჩვენს ინტელიგენციაში. მიუხედავად იმისა, რომ ილიას პროექტიც თითქმის ამასვე
ამბობს, აგრარულ საკითხში მაინც განსხვავებაა ნიკო ნიკოლაძისა და ილიას
პროგრამებს შორის. ილია მომხრეა იმისა, რომ მიწის ნაწილი სათემო საკუთრება
იყოს და მასზე გლეხებმა კოლექტიურად იმუშაონ, შემოსავალიც მათ მიიღონ და
დააგროვონ მიწის გამოსასყიდად. ზოგადად ილია მაინც თავადაზნაურული
აგრარული კაპიტალიზმის იდეოლოგიას გამოხატავს: თავადს მიწა არ უნდა
წაერთვას, რადგან ის მისი კერძო საკუთრებაა. მას შეუძლია მიწა გაყიდოს. ბანკი
უნდა დაეხმაროს გლეხს მის შესყიდვაში და შეღავათიანი სესხის მიცემაში; მაგრამ
თავადს თავადაც შეუძლია იქცეს თავის მიწაზე მეურნეობის მომწყობად, ფერმერად,
რომელიც თავადაც იმუშავებს, გლეხებსაც ამუშავებს მიწაზე და მოსავალსაც
გაუყოფს. ნიკო ნიკოლაძე გამორიცხავს თავადის ფერმერობას და არ არის მომხრე
მიწის ნელ-ნელა გამოსყიდვისა. ის მოითხოვს გლეხობისათვის მიწის გადაცემას და
არ ითვალისწინებს თავადაზნაურობის ინტერესს. ილიასა და ნიკო ნიკოლაძის
საწინააღმდეგო შეხედულებანი ნათლად ჩანს ხიზანთა საკითხშიც. ილია ხიზანთა
უმიწოდ განთავისუფლების მომხრე იყო, ხოლო ნიკოლაძე _ მიწიანად
8
გათავისუფლების. ნიკოლაძის იდეალი იყო ბატონყმობის ნაშთების აღმოფხვრა,
გლეხის თავისუფალ მეწარმედ გადაქცევა, კაპიტალისტური ურთიერთობის შეჭრა
სოფლის მეურნეობაში და მთელი ჩვენი ცხოვრების სწრაფად განვითარება ახალი
გზით, ანუ სოციალიზმი და კაპიტალიზმი ერთდროულად.

8
Н. Николадзе, «Хизанский вопрос», „Обзор“ #470, 1880 წ.
ნიკო ნიკოლაძის აგრარული პროგრამიდან გამომდინარეობს მისი საბანკო
პოლიტიკაც, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს კაპიტალიზმის განვითარებას:
ვაჭრობისა და მრეწველობის აღმავლობას, ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობას და ა.შ.
ნიკოლაძე მომთხოვნი და კატეგორიულია ბანკების საქმიანობის მიმართ:

„ჩვენ ქვეყანაში ფული არ არის. _ ეს თუმცა სამწუხარო ჭეშმარიტებაა, მაგრამ მაინც


ჭეშმარიტებაა. ჩვენ ქვეყანაში რაც ფულია, ის ჩვენ საკუთარ მოთხოვნილებას, ჩვენ
ძუძუ-მწოვარ აღებ-მიცემობას და ცხოვრებას არ ყოფნის. მაშასადამე ჩვენ ბანკს არ
უნდა ჰქონდეს იმედი, რომ აქ, ჩვენ ქვეყანაშივე, იშოვის იმ ფულს, რომელიც სჭირია
ჩვენი საზოგადოების უმეტეს ნაწილს. ეს ფული ბანკმა უნდა გააჩინოს, დიახ,
გააჩინოს, ესე იგი მოგვგვაროს საიდანაც მოახერხებს, შორიდამ თუ ახლოდამ,
როგორც იმას და ჩვენ უფრო ხელს მოგვცემს. მაშასადამე, ჩვენი ბანკის პირველი
ნაბიჯი, პირველი ხელის განძრევა იმაში მდგომარეობს, რომ მოიწვიოს ფული,
დაანახოს ფულის პატრონებს, რომ იმათი ფული იმათ სარგებელს მისცემს და არ
დაიკარგება“.9 უდავოა, რომ საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ბურჟუაზიული
ხასიათისაა, მაგრამ მის გვერდით ნიკოლაძე სრულიად უტოპიურ აზრსაც აყენებს:
ბანკმა ხელი უნდა გაუმართოს მხოლოდ გაჭირვებულ ხალხს და დაიხსნას ის
კაპიტალისტებისგან, რომლებიც მას სძარცვავენ, საზოგადოებრივმა ბანკმა უნდა
დაარღვიოს აღებ-მიცემობის თავისუფლება. ის ილია ჭავჭავაძესა და ღოღობერიძეს,
ქუთაისის ბანკის მმართველს, ნიკო ნიკოლაძე საზოგადოებრივი მეცნიერების
უცოდინრობაში ადანაშაულებს, რადგან მათ ისე შეადგინეს ბანკის წესდება, რომ ეს
დაწესებულება ხალხის მაგივრად მხოლოდ ოციოდე პირს ახეირებს, რომლებიც
ბანკიდან ფულს იღებენ გასასესხებლად. ამიტომ ნიკოლაძეს გამოაქვს დასკვნა: „უფ.
ჭავჭავაძე ეკუთვნის იმ მიმართულებას, რომელიც ამ ოცდაათი წლის წინათ სუფევდა
მეცნიერებაში. მე ყოველთვის, ყველგან, ყველაფერში ვებრძოდი ამ მიმართულებას,
იმიტომ რომ ვეკუთვნი „საზოგადოებრივ“ მიმართულებას, რომელმაც მეცნიერებაში
კაი ხანია სრულებით დაამარცხა ბურჟუაზიული მიმართულება“. 10 ნიკო ნიკოლაძე
ცდილობს სოციალისტური პრინციპების ბანკში გატარებას, რაც წინააღმდეგობაშია
მისივე ბურჟუაზიულ საბანკო პოლიტიკასთან.

ნიკოლაძის საბანკო პროგრამას ჰქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე.


გარდა იმისა, რომ ბანკს ხელი უნდა შეეწყო გლეხებისათვის მიწის გადაცემაზე, ასევე
ხელი უნდა შეეშალა უცხოელების მიერ მის შესყიდვაზე.

9
„კრებული“ #6, გვ.187, 1872.
10
ნ. ნიკოლაძე, „მრუდე გამოსარჩლება“, გაზ. „დროება“ #47, 1876 წ.
ნიკო ნიკოლაძის სურვილი, რომ სათავადაზნაურო ბანკი გამხდარიყო
სოციალური ცხოვრების რეგულატორი, უტოპია იყო. ჯერ ერთი, ამით ის ზღუდავდა
ვაჭრობისა და აღებ-მიცემობის თავისუფლების პრინციპს, რაც აუცილებელი იყო
ქვეყნის კაპიტალისტური განვითარებისათვის. მეორეც, ბანკი თავადაზნაურობამ
თავისი ინტერესებისათვის დაარსა, თავისი წოდებრიობისა და ეკონომიკური
უპირატესობის შესანარჩუნებლად, და შიგ თავისი ფული ჩადო, ამიტომ ულოგიკობა
იქნებოდა ამავე ბანკს თავისი წოდების განადგურებისა და გლეხთა
ინტერესებისათვის ეზრუნა. ეს უნდა გაეკეთებინათ სხვა ტიპის ბანკებს.

როგორც დავინახეთ, ნიკო ნიკოლაძე შრომის განაწილების თვალსაზრისით


სოციალისტურ პრინციპებს ქადაგებდა, თუმცა მისი პროგრამა კაპიტალიზმის
განვითარებას უწყობდა ხელს. ის პირდაპირ მოუწოდებდა ახალი თაობის
ინტელიგენციას, დაეწყო ვაჭრობა, მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად ვაჭრობასა
და კონკურენციას ებრძოდა; აკრიტიკებდა ვაჭრობის წესს და დაწვრილებით
განუმარტავდა ინტელიგენციას ვაჭრობის ხელოვნებას: „ეხლა მიბრძანეთ, რატომ არ
იცის ჩვენმა ახალგაზრდობამ, რომ ეს ვაჭრობა კი არა, ღმერთმა იცის, რაა? როგორ არ
იცის იმან, რომ ვაჭრობა იმაში მდგომარეობს, რომ მოხერხებული, აზრიანი,
პატიოსანი კაცი ცდილობს შეიტყოს, რა ადგილს იშოვნება იაფათ რომელიმე საგანი,
რა გზით უფრო სახეიროა ამ საგნის გადატანა, და რა საშუალებით შესაძლებელია ამ
საგნის საჩქაროთ გასაღება, რომ მასში გაცემული ფული მალე უკან დაბრუნდეს, და
ხელმეორეთ ახალი საგნის მოპოებაში და მოტანაში გამოადგეს? რატომ არ იცის
ჩვენმა ახალგაზრდობამ, რომ ვაჭრობა იმასაც კი უნდა ცდილობდეს, რომ ჩვენი
ქვეყნიდან, ნაღდი ფულის მაგიერათ, ისეთი საგნები გაჰქონდეს, რომელთაც ჩვენში
გასავალი არა აქვთ, მაგრამ სხვა ადგილებში კი კარგი ფასი ადევთ? რატომ არ იცის ამ
ახალგაზრდობამ, რომ ჩვენში ამისთანა საგნები ძლიერ ბევრია, და ჩვენი ქვეყნის
სიკეთე იმას ითხოვს, რომ ამ საგნების გასასაღებელი და გზა მოძებნოს ვაჭრობამ?..
უეჭველია, რომ ამ დანიშნულების ასრულებისათვის აუცილებლათ საჭიროა, რომ
ვაჭრობას ხელი მოჰკიდონ ხეირიანმა, გონიერმა და ნასწავლმა პირებმა“.11 ამ
მონაკვეთიდან ჩანს, რომ ნიკოლაძე, რომელიც თეორიულად მოითხოვს კერძო
ვაჭრობის შეზღუდვას, არსებითად კი მისი განვითარების მომხრეა.

1878 წელს ნიკო ნიკოლაძე აყალიბებს გაზეთ „Обзор“-ს, რომლის რედაქტორიც


თავად გახლდათ. უფრო ადრე, 1870 წელს გაზეთის გამოცემაზე უარი უთხრეს,
რადგან ანტისახელმწიფოებრივ მოღვაწედ მიიჩნეოდა. სენატორ ბარონ ნიკოლაის
მთელი გამოკვლება აქვს ჩატარებული მისი საქმიანობის შესახებ. საცენზურო

11
ნ. სკანდელი, „ჩვენი ახალგაზრდობა“, „კრებული“ # 2, გვ. 186-88.
კომიტეტს ის მიუთითებს, რომ თვალყური ადევნოს ნიკოლაძის ლიტერატურულ
მოღვაწეობას. მიუხედავად ასეთი გაფრთხილებისა, ნიკოლაძემ მაინც მოახერხა
გაზეთის გამოცემა, რომლის დანიშნულება იყო ქართველთა ინტერესების დაცვა
იმპერიის პირიბებში. 1877 წელს ის სამხედრო კორესპონდენტი იყო და იმყოფებოდა
გრაფ ლორის-მელიქოვის კორპუსთან და სწორედ გრაფის შუამდგომლობით
განთავისუფლდა ის პოლიციის მეთვალყურეობისაგან და გაზეთის გამოცემის ნებაც
მიეცა; ამ პერიოდში მასზე ფარული მეთვალყურეობა მაინც დაწესდა. გაზეთის
რედაქტორობის დროს ნიკო ნიკოლაძე გამუდმებით ებრძოდა ცენზურას და სიტყვით
ილაშქრებდა ხელისუფლების წინააღმდეგ. ამიტომ გაზეთის არაკეთილსაიმედო
მიმართულების გამო სასამართლოში გადასცეს მისი საქმე და 1880 წელს
სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ
იმყოფებოდა. 1881 წელს ისევ გაანთავისუფლეს და პეტერბურგში ცხოვრების ნებაც
მისცეს. 1883 წელს ნიკოლაძე ამიერკავკასიის რკინიგზის გამგეობაში იწყებს
მუშაობას. მას აინტერესებს პრაქტიკული მოღვაწეობა სხვადასხვა სამრეწველო და
საქალაქო დაწესებულებებში. ამავე დროს ის მუდამ ოპოზიციაში უდგას მთავრობას
და რადიკალურ მიმდინარეობას ემხრობა.

80-იანი წლების დასაწყისიდან იწყება მეორე დიდი პერიოდი ნიკო ნიკოლაძის


აზროვნების განვითარებაში. ამ პერიოდიდან ის მყარად დგება ბურჟუაზიულ
აზროვნებაზე და მისი სამოღვაწეო პროგრამაც მკვეთრად ბურჟუაზიული
მსოფლხედვის ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროიდან ის უფრო პრაქტიკული
მოღვაწეა, ვიდრე პუბლიცისტი, ამუშავებს მთელ რიგ ეკონომიკურ პროგრამებს და
მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საწარმოო წამოწყებაში: ჩართულია ტყიბულის
ქვანახშირის მოპოვებისა და ტყიბულში რკინიგზის გაყვანის საქმეში; ჭიათურის
მანგანუმისა და რკინიგზის, სურამის გვირაბის, ბაქოს ნავთობის, სხვადასხვა ქალაქის
მუნიციპალიზაციის, ქვეყნის ელექტროფიკაციისა და კიდევ მრავალ მნიშვნელოვან
წამოწყებებში, ანუ მონაწილეობას იღებს ჩვენი ცხოვრების კაპიტალიზაციაში. მისი
მსოფლხედვაც ამ მიმართულებით ვითარდება. იგი ბურჟუაზიის იდეოლოგი ხდება
80-90-იანი წლების საქართველოში; პუბლიცისტის ძველი, რადიკალური
მსოფლხედვა და საზოგადოებრივი პროგრამა (60-იანი წლების) ბურჟუაზიულით
იცვლება. ის ისევ წერს და იბრძვის ერობის დაარსებისა და თვითმართველობის
შემოღებისათვის. 1874 წელს საქართველოში თვითმმართველობის შემოღების
შემდგომ ის იბრძვის, ერთი მხრივ, საარჩევნო ცენზის გაუქმებისთვის, რათა
არჩევნებში ყველამ მიიღოს მონაწილეობა, მეორე მხრივ, „წესიერი კანდიდატების“
არჩევისათვის, რომლებშიც მოწინავე ინტელიგენციას _ ახალთაობას _ გულისხმობს.
მისი ახალი სამოღვაწეო პროგრამა ძირითადად მრეწველობისა და ვაჭრობის
განვითარებაში გამოიხატება. 1894 წელს ნიკო ნიკოლაძე წერს:

„მრეწველობის უქონლობა ცხადი, უდიდესი ნიშანია ქვეყნის ჩამქვეითების და


უკან ჩამორჩენისა. ამ ქვეყნის ბედში არავითარი ცვლილება არ მოხდება თვალსაჩენი,
არც გონებრივი, არც, საზოგადო, არც პოლიტიკური მხრივ, სანამ ის, მრეწველობის
საშუალებით, ეკონომიურ მონობისაგან არ დაიხსნის თავს უცხოეთის ხელიდან.
აიღეთ რომელიც გსურდეთ იმ ერის ისტორია, ყოველგან ცხადად დაინახავთ, რომ
მისი აღორძინება, მისი გონებრივი სიფხიზლე, მისი განვითარება აღებ-მიცემობის,
მრეწველობის ზედ-დართული შედეგი და ნაყოფი ყოფილა. თვით ისეთი ქვეყანა რომ
გავიხსენოთ, რომელიც ნიადაგ პოლიტიკურად დამოუკიდებელი, თავისუფალი
ყოფილა... მისი მდგომარეობაც აგვიხსნის, რომ ეს თავისუფლება ნამდვილი მონობაა:
პოლიტიკურად მთავარის მონაა, ეკონომიურად უცხოეთის მრეწველობისა. საცა
მრეწველობა არ არსებობს, და _ საცა, მაშასადამე, აღებ-მიცემობა, ვაჭრობა თან-და-
თან უფრო და უფრო აუძლურებს ხალხს და ქვეყანას, იქ უმეტესი ნაწილი ერისა
ნიადაგ დაბალი მუშაა დაწინაურებული უცხოეთისა. მის შრომას ხვავი არა აქვს,
რადგან დაწინაურებული უცხოეთი დაბალ მუშას, ეკონომიური კანონების ძალით,
მარტო იმოდენ ქირას ან ფასს აძლევს, რამდენიც საჭიროა მუშის სიკვდილისაგან
დახსნისათვის... ამ მხრივ ყოველი ევროპიელი ან რუსეთელი ქარხნის მუშა უფრო
თავისუფალია, ვინემ ჩვენებური გლეხი, რომლის ფიზიკური შრომა თითქმის
ერთიანად ხშავს გონების გახსნას.“12 ნიკო ნიკოლაძე ქვეყნის თავისუფლებას
ეკონომიკურ აღორძინებაში ხედავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც არ უნდა
პოლიტიკურად თავისუფალი იყოს , მაინც სხვა ქვეყნის მონაა. თუ 60-70-იან წლებში
ნიკო ნიკოლაძე მშრომელთა კლასისი მომხრე იყო, რაც მიწის საკითხში გამოიხატა,
80-90-იან წლებში ის მხოლოდ მრეწველთა კლასის განვითარებაზე ზრუნავს, რადგან,
მისი აზრით, სწორედ ამ კლასს შეუძლია ქვეყნის მეთაურობა, ერის და ქვეყნის
გამოყვანა სიღარიბისგან და უმეცრებისგან. მისი ინტერესის სფეროში ვერ ხვდება
პროლეტარიატის დაცვა და მასზე ზრუნვა. პირიქით, რუსული პროლეტარიატის
მიზნები _ რევოლუციის გზით არსებული წყობილების დამხობისა _ ეწინააღმდეგება
მის ბურჟუაზიული ხასიათის პროგრამას. ამრიგად, ნიკოლაძე სამრეწველო
ბურჟუაზიის იდეოლოგი შეიქმნა. მის და გ. წერეთლის მიერ შემუშავებული
პროგრამა საფუძვლად დაედო უკვე მე-20 საუკუნეში ჩამოყალიბებულ ნაციონალურ-
დემოკრატიულ პარტიას. ნიკო ნიკოლაძეც ამ პარტიის წევრი გახდა.

12
ნ. ნიკოლაძე, „საჭირო ძალა“, „მოამბე“ # 8, გვ.123, 1894
მუშათა კლასის ბრძოლამ თვითმპყროელობის წინააღმდეგ გამოიწვია
ბურჟუაზიის თანადგომა სახელმწიფო წყობილებისადმი. ბურჟუაზიული კლასი
მიემხრო მთავრობას და დაუპირისპირდა მუშათა კლასს. ნიკო ნიკოლაძის პროგრამა
კონსტიტუციურ მონარქიაში გამოიხატა. ის ცდილობდა ემოქმედა
თვითმპყრობელობაზე, რათა შემოეღოთ საპარლამენტო სისტემა, ქვეყანა
მშვიდობიანი გზით უნდა გადასულიყო კაპიტალისტურ მოწყობაზე. ამ პროცესში
ნიკო ნიკოლაძე ერთმანეთის გვერდით მოიაზრებდა ახლადფეხადგმულ ქართულ და
შედარებით განვითარებულ რუსულ ბურჟუაზიას და მათთან მდგომ ქართულ და
რუსულ ბურჟუაზიულ ინტელიგენციას. თუ მე-19 საუკუნის დასაწყისში, 1932 წლის
შეთქმულების დამარცხების შემდგომ, თავადაზნაურული ინტელიგენციის
ლოზუნგი იყო _ რუსეთის ტახტის ერთგულება და სამშობლოს სიყვარული, ამავე
საუკუნის 90-იან წლებში ბურჟუაზიული ინტელიგენციის ლოზუნგი შეიქმნა _
რუსეთის თვითმპყრობელობა და რუსულ-ქართული ბურჟუაზიის ლიბერალურ-
დემოკრატიული მისწრაფებები. ნიკო ნიკოლაძე, რომელიც 60-იან წლებში ებრძოდა
თვითმპყრობელობას, შემდგომ მისი დამცველი ხდება, მაგრამ ახალი
მიმართულებით. მას თვითმართველობითა და დემოკრატიული წყობილებით სურს
ბურჟუაზიის ჩართვა სახელმწიფოს მართვა-გამგეობის საქმეში და რუსეთის
თვითმპყრობელობისათვის დემოკრატიის შეფარდება, რასაც დიდ საფრთხეს
შეუქმნიდა პროლეტარიატის კლასის განვითარება. ნიკო ნიკოლაძის პროგრამაში
აღარ ჩანს არც დაბალი კლასის ინტერესები და არც საქართველოს ეროვნული
დამოუკიდებლობის სურვილი, ანუ ეროვნული ინტერესები. 1905 წელს ნიკო
ნიკოლაძე წერს:

„შეერთდით ყველა: რუსი, თათარი, ფრანგი, სომეხი, ქართველი, ურია, ლეკი,


გლეხი, თავადი, აზნაური, ერი და მღვდელი, მდიდარი და ღარიბი, ნასწავლი და
უმეცარი თვითმპყრობელობის დროშის ქვეშ! მარტო ამ დროშას, ამ ერთობას
შეუძლია იმ წესის დამყარება, რომელიც მოსპობს ყველაფერს, რაც ურიგო,
უსამართლო ან სავნოა ჩვენს ცხოვრებაში და ურთიერთობაში. თუკი ეს ერთობა
ვიქონიეთ და დავიცეთ, ვერავითარი ძალა ვერ წინააღუდგება ჩვენს წარმატებას,
ჩვენში სრული თვითმმართველობის დაარსებას. ამას არც არეულობა სჭირია, არც
მსხვერპლი, არც სისხლის დაღვრა. საჭიროა მხოლოდ რუსეთს და მთავრობას
დავანახვოთ, დაუმტკიცოთ, რომ მთელი ჩვენი მხარე, განურჩევლად ერობისა,
რჯულისა, წოდებისა და ქონებისა, იმასვე თხოულობს, რისთვისაც იბრძვის
რუსეთის ინტელიგენცია... ჯერ ამ ჟამათ, აუცილებლათ საჭირო და გადაუდებელი
მარტო ერთი საქმეა: იმ საერთო შენობის პოლიტიკური თავისუფლების აგება,
რომლის მფარველობის ქვეშ ყველასათვის შესაძლო შეიქნება წესიერი, სამართლიანი
შრომა და ბრძოლა თავის კერძო ინტერესების სასარგებლოდ. დღეს ყველა მოვალეა
დროებით მიწაში ჩამარხოს ყოველგვარი ნაციონალური, სოციალური, რწმუნებრივი
დროშა და მარტო ერთ საერთო რუსეთის თვითმპყრობელობის დროშას
გულწრფელად და დაუზოგველად ემსახუროს. მარტო ეს დროშა დაუმკვიდრებს
ჩვენს ქვეყანას და ყველა მის ერებს თავისუფლებას, თანასწორობას და ძმობას.“13

ნიკო ნიკოლაძეს, რომელიც თავის დროზე აღშფოთებულია გრიგოლ ორბელიანის


მიერ ამქრების აჯანყების ჩახშობისა, როგორც ქალაქის თვითმმართველობის
მეთაური, თავად მოითხოვს ფოთში ჯარების შეყვანას ქალაქში წესიერების
დასაცავად.14

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1874 წელს ამიერკავკასიაში შემოიღეს ქალაქის


თვითმმართველობის დებულება, რამაც თანდათანობით გაამწვავა
ეროვნებათაშორისი კონფლიქტები _ კერძოდ, დაძაბა ურთიერთობა ქართველებსა და
სომხებს შორის. ზოგადად საქართველოს ბურჟუაზიულ ინტელიგენციაში ერთა
სოლიდარობის იდეა სუფევდა და ნიკო ნიკოლაძეც ამ იდეის მქადაგებელად
გვევლინება. საუკუნის პირველ ნახევარში სომხურ ბურჟუაზიასთან ერთად
მშვიდობიანად თანაარსებობდა ქართული ბურჟუაზია, რადგან ის სრულიად
განუვითარებელი იყო, მაგრამ ეკონომიკის თანდათანობითმა წინსვლამ ერთმანეთს
დაუპირისპირა, ერთი მხრივ, სომხის ბურჟუაზია და ქართველი თავადაზნაურობა,
მეორე მხრივ, სომხის ბურჟუაზია და ქართული ბურჟუაზია. ამის მიზეზი იყო 1893
წლის არჩევნები, რომლის დროსაც ხმების უმრავლესობა სომხის მსხვილმა
ბურჟუაზიამ მიიღო. ამ საკითხის მოსაგვარებლად ნიკო ნიკოლაძემ აუცილებლად
მიიჩნია ორი უმთავრესი გარემოების გათვალისწინება: „ხეირიანი“ განწყობის შექმნა,
რომელიც დაემყარება საფედერაციო პრინციპს და თვითმართველობის
კანონმდებლობის წესის შეცვლა. ფედერაციის პრინციპის თანაცხოვრების
მაგალითად ნიკო ნიკოლაძეს მოჰყავს შვეიცარიის პოლიტიკური წყობა: „...
შვეიცარიელ იტალიელს, ყელიც რომ გამოსჭრათ, იტალიისაკენ ვერ გადაიბირებთ,
ვერც შვეიცარიელს ფრანგს _ საფრანგეთის რესპუბლიკისაკენ, ვერც შვეიცარიელ
გერმანელს _ გერმანიის იმპერიისაკენ. აი რა თვისება ჰქონია თურმე ხეირიან
განწყობილებას, რიგიან წესს და კანონმდებლობას: არა თუ მტრები დაამეზობლა და
ძმებად გადააქცია, თვით საკუთარი გვარ-ტომობაც კი დაავიწყებინა მათ და სამი
გადამტერებული, სხვაგან ყოველგან ერთმანეთის მებრძოლე ხალხისაგან ერთი
ახალი ეროვნება დაჰბადა. რამ მოახდინა ეს სასწაული, ეს ძლიერება, ეს სიკეთე? იმ

13
ნ. ნიკოლაძე, „მამაშვილური რჩევა“, „კლდე“ # 38, გვ. 4-5, 1913 წ.
14
იხ. «Кавказ», # 30, 19006 წ.
ყოვლად უბრალო პრინციპმა, რომელსაც მეცნიერებაში საფედერაციო პრინციპი
ჰქვია და რომელსაც ჩვენებურად ასე გადმოსთარგმნის კაცი: „მე ვიყო და შენც
იყავიო“.15 ნიკო ნიკოლაძეს სურს, რომ ეს „ხეირიანი განწყობა“ კავკასიის ხალხებშიც
სუფევდეს. მეზობლები ერთმანეთში უნდა მორიგდნენ, რადგან არც ერთ მათგანს არ
შეუძლია ერთიმეორის განდევნა. მათი წეწვა-გლეჯა „ვიღაცას“ სარგებელს აძლევს,
პირადად მათთვის კი მავნეა.

რაც შეეხება თვითმმართველობის კანონმდებლობის შეცვლას, ამაში ნიკო


ნიკოლაძე გულისხმობდა, ისეთი არჩევნების წესის შემოღებას, რომელშიც
გატარებული იქნებოდა ეროვნული პროპორციონალური პრინციპი, რომლის
მიხედვითაც „თვითეული ერი თავის წრიდან აირჩევდა საბჭოში ხმოსანთა
იმგვარსავე პროცენტს, რა პროცენტსაც შეადგენს იგი სხვა ერთა შორის“.16

ძნელი სათქმელია, ეს არის თავდაცვითი სისტემა იყო სომხური კაპიტალის


საწინააღმდეგოდ თუ მისადმი ლოიალობა?! არ დაგვავიწყდეს, რომ ამ პერიოდის
საქართველოს ქალაქებში სომხური მოსახლეობა საკმაოდ ნაწილს შეადგენს და
უსწრებს კიდევაც ქართველთა რიცხვს.17 ამიტომაც იყო, რომ ქართველი
თავადაზნაურობა ილიას მეთაურობით კორექტულ თავდასხმაზე გადადიოდა
სომხური ბურჟუაზიის საწინააღმდეგოდ და ერთა უთანხმოების თავიდან აცილებას
კანონიერ ფარგლებში არჩევნების სხვაგვარი წესით აგვარებდა _ ხმების
პროპორციული გადანაწილებით კლასთა შორის (შემძლებელ და შეუძლებელ
მოქალაქეთა შორის). აქედან გამომდინარე, ხმოსნებში მოხვდებოდნენ ქალაქის
დაბალი კლასის წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად ქართველები იყვნენ.
ილიას დასის მიერ კორექტირებულმა ამ წესმა საქალაქო თვითმმართველობაში
თავისი შედეგი გამოიღო და 1891 წლის ქალაქის არჩევნებში სომხებთან ერთად
ქართველებიც გავიდნენ, რასაც სომეხთა აღშფოთება მოჰყვა. 18 ნიკო ნიკოლაძე
15
ნ. ნიკოლაძე, „ბათომის არჩევნები“, „მოამბე“ # III, გვ. 166, 1895 წ.
16
Н. Николадзе, «Органичесские пороки городского самоуправления», «Кавказ», № 19, 1899 г.
17
Кавказский календарь, https://dlib.rsl.ru/viewer/01003825007#?page=379

 
 

18
ამ ფაქტის შესახებ ილია წერს: „დღესაქამომდე ქალაქის საბჭოს მოედანი ხელთ ეჭირათ მარტო
შემძლებელ მოქალაქეთა, ხოლო შეუძლებელთ საბჭოში წარმომადგენელნი ან სულ არა ჰყავდათ, ან
თუ ჰყავდათ, თითო ოროლა, რომელთა ხმა იკარგებოდა მრავალთა შორის. ეს შეუძლებელთა რიცხვი
უფრო მომეტებული ნაწილია როგორც ყველგან, ისეც ტფილისშიც, და ვის რად უკვირს, რომ ამ
მომეტებულმა ნაწილმა თავის ქალაქში ხმის ამოღება მოიწადინა და საბჭოში ფეხის შედგმა. ამ
მუნიციპალურ საქმეებში ნაციონალური საკითხის მოწესრიგებას ცდილობდა
ბურჟუაზიული კლასის დაცვით, ის არ განარჩევდა ეროვნებას; თავადაზნაურთა
იდეოლოგი ილია ჭავჭავაძე კი ქალაქის თვითმმართველობაში კლასთა
უთანასწორობის საკითხს სპობდა დაბალი ფენისთვის სარბიელის გახსნით და მათი
შეყვანით ხმოსანთა რიგებში და ამით ეროვნულ კონფლიქტს კანონიერების
ფარგლებში აგვარებდა.

ოქტომბრის რევოლუციას ნიკო ნიკოლაძე უარყოფითად შეხვდა,


პროლეტარიატის დიქტატურა ამსხვრევდა მის იდეალს _ განვითარებულ
კაპიტალისტუს სახელმწიფოს; 1917-1921 წლებში ის თანამშრომლობდა
საქართველოს მენშევიკურ მთავრობასთან, იყო ნაციონალურ-დემოკრატიული
პარტიის წევრი და ლიდერი. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდგომ ის
ემიგრაციაში წავიდა.

შეუძლებლობამ და შემძლებლობამ, ქონებითმა ღონემ და უღონობამ წელს ორად გაჰყო ამომრჩეველთა


რიცხვი და წლევანდელი არჩევნები ამ ორ ბანაკის ბრძოლის შედეგია. ერთისა და მეორის ბანაკის
კაცნი აქ მოქმედებდნენ განურჩევლად იმისა თუ, ვინ სომეხია და ვინ ქართველი. აქ ერთის მხრით
მოიყარეს თავი შეძლებულთ მომხრეთა და მეორის მხრით შეუძლებელთა. არჩევანების კენჭმა
დაგვანახა ყველას, რამოდენა ადგილი დაიჭირა განახლებულ საბჭოში შეუძლებელთ წარმომადგენელ
ხმოსნობამა, და აი სად უნდა ეძიოს კაცმა მიზეზი იმ სიამოვნებისა, რომლითაც ყოველი გონიერი
ქართველი თუ სომეხი მიეგება არჩევნებს, როცა მისი შედეგი გამოცხადდა“ (ი. ჭავჭავაძე, „საგაზეთო
შენიშვნები ტფილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“, თხზ. სრული კრებული ოც
ტომად, ტ. XII, გვ. 13. 2007 წ.).

You might also like