You are on page 1of 5

NEP - ახალი ეკონომიკური პოლიტიკა

1.შესავალი

1920 წლის დასაწყისში რუსეთი განუვითარებელი ეკონომიკის ქვეყანა იყო, რომელცი


1913 წელს გამომუშავებული სოფლის მეურნეობის მხოლოდ ერთ მესამედს
აწარმოებდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფელში ცხოვრობდა და სამრეწველო
საწარმოებში ძალიან ცოტა ადამიანი იყო დასაქმებული. ამ ვითარების გამოსწორება
კი მრეწველობის განვითარებისა და მასიური ურბანიზაციის პროცესის დაწყების
ხარჯზე იყო შესაძლებელი.

რუსეთის კომუნისტური პარტიის მე-10 ყრილობაზე, 1921 წლის მარტში მიღებულ


იქნა ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, იგივე ნეპ-ი, რომლის მიზანი იყო სამხედრო
კომუნიზმის პოლიტიკის ჩანაცვლება და ეკონომიკის აღდგენა, კერძო საკუთრებისა
და საბაზრო ურთიერთობების დანერგვით. ამგვარად, ნეპ-ი დაამტკიცეს, როგორც
ოფიციალური ეკონომიკური პოლიტიკა, რომელმაც 1921 წლიდან დაახლოებით 10
წლის განმავლობაში იარსება.

2. ნეპის ძირითადი ორიენტირი


ნეპის ძირითადი ორიენტირი იყო ისეთი ეკონომიკური ღონისძიებების გატარება,
რასაც თვითკმარი სისტემის ჩამოყალიბება მოჰყვებოდა. სახელმწიფომ კერძო პირებს
საშუალება მისცა თავად შეექმნათ მცირე საწარმოები, თუმცა ამავდროულად შეძლეს
და შეინარჩუნეს სტრატეგიული დარგების პოლიტიკა.

სახელმწიფოს მიერ კონტროლს დაექვემდებარა ეკონომიკური მართვის შემდეგი


ძირითადი ინსტრუმენტები:

1.საბითუმო და საცალო სამრეწველო პროდუქციაზე მაქსიმალური გასაყიდი ფასების


დაწესება

2.დაწესდა საგარეო ვაჭრობაზე სახელმწიფოს სრული მონოპოლია

3.ეკონომიკის მართვა ხორციელდებოდა ე.წ საკონტროლო მაჩვენებლის მიხედვით,


რაც გულისხმობდა სახელმწიფოს მიერ კაპიტალური ინვესტიციების მოცულობების
განსაზღვრას და ინვესტიციების დარგების შერჩევას.
თუმცა ბუნებრივია, სახელმწიფო ყველაფერზე კონტროლს ვერ ახერხებდა,
მაგალითად კონტროლი ვერ ხორციელდებოდა ინდივიდების საკუთრებაში მყოფ
კუსტარულ საწარმოებებზე.

3. ბოლშევიკური მთავრობის დათმობა - კონცესია

დასავლეთ ქვეყნების მიერ სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტის შედეგად საბჭოთა


კავშირი საგარეო ვაჭრობის სფეროში რთულ და გამოუვალ მდგომარეობაში
აღმოჩნდა და შესაბამისად, საბჭოთა მთავრობა იძულებული გახდა დათმობაზე
წასულიყო. დაუშვეს კონცესიების პრაქტიკა ( ხელშეკრულება, რის თანახმადაც
ინვესტორს ეძლევდა ინვესტიციების განხორციელების, ობიექტის რეკონსტრუქციისა
და მართვის და შესაბამისად მიღების უფლება)

საბჭოთა მთავრობა ეძებდა ალტენატირულ გზებს ინვესტიციებსა და


ტექნოლოგიების მოზიდისვის. ისინი იმედოვნებდნენ რომ ამგვარი დათმობები
დასავლურ კაპიტალს წაახალისებდა - შედეგად დასავლურ კომპანიებს წვდომა
მიეცათ oქროსა და ქვანახშირის საბადოებზე, რკინის, ტრანსპორტისა და
კომუნიკაციის საწყობებე და ა.შ. მთავრობამ ასევე კონცესიები შესთავა იმ უცხოურ
კომპანიებს, რომელთა აქტივების ნაციონალიზაცია რევოლუციის შემდეგ მოხდა.

კონსეციების პოლიტიკის წარმატებებულ მაგალითს წარმოადგენს


სამთომომპოვებელ დარგში „ქართული მეტალურგიის კომპანიის“ ფუნქციონირება.
1925 წელს ამ კომპანიას 20 წლით გადაეცა მარგანეცის მოსაპოვებლად ჭიათურის
საბადოები. კონსეციის ფუნქციონირების პირველივე წელს სახელმწიფომ 4 მილიონ
მანათზე მეტი შემოსავალი მიიღო.
4. სასურსათპ ნატურალური-გადასახადი
ნეპის ძირითადი აქცენტი საწყის ეტაპზე სასოფლო მეურნეობაზე გაკეთდა.
სამხედრო კომუნიზმის პირობებში შემოღებული მარცვლეულის დამზადების
ვალდებულება ძალზედ მძიმე იყო, რაც გლეხებს მოტივაციას აკარგვინებდა. ამ
საკითხის რევიზიის შედეგად შემოიღეს ახალი მექანიზმი - სასურსათო
ნატურალური გადასახადი, რომლის საფუძველზე გლეხებს გადასახადი
გაუნახევრდათ და შედეგად, გლეხებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა ახალ
საფეხურზე გადავიდა.

გადასახადი პროგრესული სახის იყო, ანუ რაც უფრო მსხვილი იყო გლეხური
მეურნეობა, გადასახადიც მეტი იყო. შედეგად, წვრილი მეურნეები ნაკლებად
იბეგრებოდნენ და ამგვარად, 1923-24 წლებში დაახლოებით 6 მილიონი წვრილი
გლეხური მეურნებოდა სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდა სასურსათო
ნატურალური გადასახადისგან.

5. მიწათსარგებლობის საკითხი
მიწათსარგებლობის საკითხის მოწესრიგება საჭირო იყო დასახლებულ პუნქტებს
შორის გამმიჯნავი საზღვრების არარსებობის გამო, რაც ხშირ შემთხვევაში მიწის
რესურსის გამოყენებაში მნიშვნელოვან ღრევას იწვევდა.

1921-25 წლებში მიწათსარგებლობა მოწესრიგდა 77 მილიონ ჰექტარზე. გლეხებს


მუდმივ სარგებლობაში გადაეცათ 19 მილიონი ჰექტარის ტყის მასივები. ხსენებულ
პერიოდში, ასევე, მიწის რეფორმის ფარგლებში განხორციელდა მიწის რესურსის
ფართო მასშტაბის რეორგანიზაცია და დარეგისტრილდა რეგიონების, თემების და
სოფლებისთვის მიწის მუდმივ სარგებლობაში გადაცემა.
6. საფინანსო და ფულად-საკრედიტო რეფორმა
გარდა ამისა, განხორციელდა საფინანსო და ფულად-საკრედიტო რეფორმა, რაც
მიზნად ისახავდა რუბლის სტაბილიზაციისთვის საჭირო სავალუტო რეზერვების
ფორმირებას და საბიუჯეტო დეფინიციტების აღმოფხვრას.

1921 წელს დაფუძვნდა ქვეყნის ეკონომიკური ცენტრალური ბანკი - სახელმწიფო


ბანკი, რომლის ფუნქცია იყო ქვეყანაში მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის
განვითარების და ფულადი მიმოქცევის ხელშეწყობა.

სახელმწიფო ბანკს დაეკისრა : სახელმწიფო სამრწველო საწარმოების,


კოორპერატივების, კერძო ორგანიზაციების დაფინანსება. ძვირფასი ლითონებისა და
უცხოური ფასიანი ქაღალდების შეძენა. შიდა და საერთაშორისო ანგარიშწორების
განხორციელება და სხვა.

1922 წელს განხორციელდა რუბლის რემომინაცია, დაიბეჭდა და ბრუნვაში გაუშვეს


ახალი ბანკროტები.

7. ნეპმენები
ნეპის პოლიტიკის საინტერესო შედეგს წარმოადგენს ახალი სოციალური ჯგუფის ე.წ
ნეპმენების წარმოქმნა. ეს იყო სრულიად ახალი სოციალური ფენა, რომელმაც
ყველაზე მეტი სარგებელი ნახა ახალი ეკონიმიკური პოლიტიკის შედეგად. ისინი
საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჩამოყალიბდნენ, როგორც 20-იანი წლების „ახალი
რუსები“, ვინც შეძლო ეკონომიკური პროცებისთვის სწრაფად აეღოთ ალღო და
თავიანთი კომერციული უნარების გამოყენებით, სავაჭრო ოპერაციების შედეგად
დაეგროვებინათ სიმდიდრე.

სიმდიდრის ფლობა და ახალი ბურჟუაზიული ცხოვრების წესის დამკვიდრება გახდა


წინაპირობა იმისა,რომ ისინი საბჭოთა საზოგადეობის კლასობრივ მტრად
გამოეცხადინებინა და მოგვიანებით, რეპრესიების წლებში კულაკებთან ერთად
გაენადგურებინა, როგორც კლასობრივი მტერი. ერთ-ერთი ცნობილი ნეპმენი,
რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა მეცნიერი, ნიკოლაი კონდრატიევი იყო.
8. რევოლუციის ღალატი
მიუხედავად არსებული წარმატებების, ნეპი თავიდანვე დროებით ღონისძიებად იყო
ჩაფიქრებული. ეს იყო ძირითადი კურსისგან გადახრა. ნეპის შემოღებით
ბოლშევიკები იძულებულები იყვნენ დათანხმებულიყვნენ იმას, რისიც თვითონაც არ
სწამდათ, თუმცა სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. ძველი ბოლშევიკური გვარდია ნეპს
აღიქვამდა, როგორც პროლეტარიანტის ექსპლუატაციის ახლებურ ფორმას და
შესაბამისად, ამ პოლიტიკას რევოლუციის ღალატად მიიჩნევდნენ. ეკონომიკური
სისტემა, წინააღმდეგობრივი ხასიათის იყო და ბოლშევიკური იდეოლოგიის
პირობებში დასაწყისშივე თვითგანადგურების მექანიზმს შეიცავდა.

9. დასკვნა
მთლიანობაში ნეპი საბჭოთა კავშირის ისტორიაში შევიდა, როგორც
საზოგადოებრივი, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი
საუკეთესო პერიოდი, რომელმაც ეკონომიკურ პროგრესთან ერთად, იმ ტრაგიკულ
წლებში საზოგადოებრივი ცხოვრების ლიბერალიზაცია განაპირობა.

You might also like