You are on page 1of 1

გერმანია

როგორც უკვე ვიცით, ვერსალის საზავო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ და 1919 წლის
31 ივლისს საკანონმდებლო კრების მიერ კონსტიტუციის მიღებით გერმანიაში ე.წ ვაიმარის
რესპუბლიკის პერიოდი დაიწყო. კონსტიტუცით გამოცხადდა დემოკრატიული უფლებები
და თავისუფლებები, საყოველთაო საარჩევნო უფლება მასში დაფიქსირდა რევოლუციის
სოციალური მიღწევები. ზოგადად, კონსტიტუცია დემოკრატიულ ხასიათს ატარებდა, მაგრამ
მისი სოციალური მუხლები ცხოვრებაში ვერ გატარდა. გარდა ამისა, მან გერმანიის
პოლიტიკური წყობის მნიშვნელოვანი ანტიდემოკრატიული ნიშნები დააფიქსირა:
რაიხსტაგის შენარჩუნება, რესპუბლიკის პრეზიდენტის ზედმეტად გაზრდილი უფლებები,
კონსტიტუციის ცნობილი 48-ე მუხლი, რომელიც პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის
გამოცხადების უფლებას აძლევდა. ყველაფერი ეს კონსერვატულ-რეაქციულ ძალებს დემოკ
რატიული მმიღწევების და თვით ვაიმარის საპარლამენტორესპუბ- ლიკური რეჟიმის
გაუქმებისათვის ბრძოლის შესაძლებლობას აძლევდა. ახალი დემოკრატიული წყობის
დამყარება და ახალი პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაცია რთული და ხანგრძლივი
პროცესი აღმოჩნდა. !919-1923 წწ საკმაოდ დაძაბული ვითარება იყო. მიმდინარეობდა მწვავე
პოლიტიკური ბრძოლა. მემარჯვენე დაჯგუფებების პოლიტიკას, რომლებიც ვერსალის
საზავო ხელშეკრულებისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, „კატასტროფების
პოლიტიკა“ უწოდეს, ვინაიდან მას საშინაო წინააღმდეგობების გამწვავება და საგარეო
საფრთხე შეიძლებოდა მოჰყოლოდა. კერძოდ, მათ ქვეყანაში ავტორიტარული წყობის
დამყარებ და საერთაშორისო ურთიერთობის სისტემაში გერმანიის ყოფილი პოზიციების
აღდგენა სურდათ. ეს კი საზოგადოების ზედა ფენების მნიშვნელოვან ნაწილში
„კონსერვატიული ექსტრემიზმის

You might also like