You are on page 1of 2

სვანური ჩვეულებითი სამართალი.

ბესარიონ ნიჟარაძის ღვაწლის შესაფასებლად ილია ჭავჭავაძესთან მისი ურთიერთობის


გახსენებაც საკმარისია. ერთხელ ილიამ ბესარიონი ასე დამოძღვრა - „ბესარიონ! თუ
საქართველო ოდნავ გიყვარს სვანეთში უნდა წახვიდე და იქიდან ამოგვიდგე უღელში “-ო .
სათანადოდ განსწავლული ბესარიონი ტოვებს თბილისს და მიდის მშობლიურ სვანეთში.
განუმეორებელია ბესარიონის ღვაწლი იმდროინდელი სვანეთისთვის და მისი წვლილი
ზმო სვანეთის ისტიორიულ ეთნოგრაფიულ შესწავლაშიც.

ნიჟარაძის თქმით ყველა კერძო საქმეში და ოჯახში მახვშს ისე მიუწვდებოდა ხელი
როგორც საზოგადო საქმეებში. მახვშის არჩევისას ასე მიმართავდნენ მას - „უცხო არ არის
შენი თემისთვის (ანუ იგივე გვარისთვის) ამგვარი პატივი და დიდება“-ო.

საქმე იმაშია რომ გავრი არ შეიძლება იყოს თემის, ხოლო თემი გვარის გარეშე . მათთვის
ერთნაირი სამართლის ნორმაა სავალდებულო. ბ. ნიჟარაძის თქმით თემი იგივე
საზოგადოებაა. მასში შეიძლება გაერთიანებულიყო ერთი გვარით დასახლებული
რამდენიმე სოფელი. ნიჟარაძის თქმით თემის ინსტრუქციების დაცვა მისი ყველა წევრის
წმინდათა წმინდა მოვალეობაა. ასევე თემსაც ევალება ყველაფერი გააკეთოს მისი
ცალკეული წევრებისთვისაც.

თუ თემში ვინმეს მტერი მოკლავდა, ყოველი წევრი მოკლულის თემისა ვალდებული იყო
შეხვდრისთანავე მოეკლათ ან დაეტყვევებინათ მკვლელი. სათემო პასუხისმგებლობა
აიძულებდა ყველას, რომ იქამდე სანამ მტრად მოკიდებულ თემს არ შეურიგდებოდა ,
მორიდებოდნენ მის წევრ მამაკაცებთან პირისპირ შეხვედრას.

კომფლიქტური სიტუაცია თემის შიგნით ( თუ იგი განსაკუთრებულად მძიმე არ იყო)


ერთმანეთისთვის „ერთგულების ფიცის“ მიცემით მთავრდებოდა და თუ რომელიმე
მხარის დანასაული უფრო მძიმე იყო, მას მეტ გადასახადს-ჯარიმას გადაახდევინებდნენ .

თემი მუდამ იმის ცვაში იყო რომ წევრთა შორის არ გართულებულიყო ურთიერთობა . თუ
თემის წევრთა საზღაურის გადამხდელი გადახდის უნარს მოკლებული იყო მაშინ ჯარიმას
მტელი სოფელი იხდიდა.

სისხლის სამართალი

ნიჟარაძის დროს ჯერ კიდევ ცოცხლობს ჩვეულება, რომლის მიხედვითაც მტერთან


მშვიდობიანი მორიგება სამარცხვინო იყო.

მკვლელის მოკვლის აუცილებლობამ განსზაღვრა წრე, ვისზედაც უნდა გავრცელდეს


შურისძიება.

სამართალი არ იძლევა უფლებას რომ მკვლელის დედაკაცი ან მცირეწლოვანი


ვაჟიშვილი მოჰკლან. ასევე თემის შიგნით შურისძიება დაუშვებელია . აამასთან
ყურადღება ექცევა ტავის შეფარების მოტივით შურისძიების შეწყვეტას . თუ დამნაშავე
მესისხლეს სახლში შეასწრებდა მაშინ მესისხლეს აღარ შეეძლო შურისძიება .

დანაშაულის ცალკეული სახეები

1. საზოგადოების ღალატი - ნიჟარაძის გადმოცეით, მძიმე დანაშაულად ითვლებოდა


გაბატონების მოსურვე თავადიშვილის შეფარება. ის ვინც მას შეიფარებდა
„ვერიმუქდენ“-ის, ანუ მოღალატის სახელით მოიხსენიებოდა. ეს დანასაული
სიკვდილით ისჯებოდა.
2. დატყვევება - ადამიანის დატვევება, ადამიანისთვის არამარტო დანაშაუალდ
არამედ დატყვევებულის შეურაცხყოფადაც კი ითვლებოდა . ძირითადად იმ დროში ,
თემს გარეთ მყოფ მტერს ატყვევებდნენ ხოლმე, რაც ძალიან შეურაცხმყოფელი
იყო, თემს შიგნით ცხოვრები დამტყვევებლისათვის.
3. დაჭრა - რომელიც რომელიმე ორგანოს გაფუჭებას, გახმობას ან დაშავებას
გამოიწვევს, ენგურის ხეობაში ნახევარი სისხლის გადახდით განისაზღვრებოდა .
დანარცენი მსუბუქი ჭრილობების საზღაური კი 2 ააცსიშიდან - 30 აცსიშამდე იყო
გათვალისწინებული
4. შეურაცხყოფა - ბესარიონ ნიჟარაძე ადამიანის ღირსების წინააღმდეგ მიმართულ
დანაშაულად მიიჩნევს: თავისუფლების აყრას (დატყვევებას) და ქალისთვის
ნაწნავის მოჭრას. პირვლ რიგში პიროვნებას შეურაცხყოფს თავისუფლების
აკვეთით. ტყვედ ნამყოფი ნაკურთხ მიწაშიც კი ვერ დაიკრძალება. ქალისთვის
ლეჩაგის მხოდა ან ნაწნავის მოჭრა, რომლისთვისაც ჩვეულებითი სამართალი
დამნაშავეს 24 აცსიშს ახდევბინებს, არამარტო ქალის არამედ ქმრის
შეუარცხყიფადცა კი ითვლებოდა.
5. მემთვრალეობის წინააღმდე - ბესარიონ ნიჟარაძის თქმით ჩვეულებით
სამარტალში ლოთობაში მხილებული პირი ყრილობის მიერ ჯარიმდებოდა .

სამოქალაქო სამართალი
1. მიწის საკუთრება - ნიჟარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ბალს ზემო
სვანეთში, შეუზღუდავი მიწის საკუთრებაა. ყოველი სვანი ვინც მიის გაყიდვას
გადაწყვეტდა, მას აუცილებალდ უნდა შეეთავაზეინა საკუთარი
მეთემეებისთვის. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მეთემეს ამის საშუალება არ
ჰქონდა მეპატრონეს მხოლოდ მაშინ ეძეოდა უფლება მიწა სხვა თემის
წევრისაათვის მიეყიდა.
2. საცოლის დანიშვნა - მშობლებს შორის წინასწარ, ჯერ კიდევ ფეხმძიმობის
დროს ხდებოდა ხდბოდა დანიშვნა. თუ ქალ-ვაჟი დაიბადნებოდნენ მაშინ ისინი
ცოლ-ქმარი გახდებოდნენ. ასეთი შეთანხმების მერე თუ მართლა ქალ-ვაჟი
დაიბადებიდნენ, ვაჟის მამა სასწრაფოდ თოფის ტყვიას მიიტანდა გოგონას
ოჯახში და იტყოდა, რომ თუ დანიშნული ქალი ვინმეს გააყოლეს, ან მოიტაცეს,
ან ტავს შეგაკლავ ან მოგკლავო. ხოლო საკიცხის სახლზე მიყუდება, ჩვეუებით
სამართალში შურისძიების მაუწყებელი იყო.ასევე საქმროს ანქ რმის
სიკვდილის შემდეგ ვინც პირველი მიასწრებდა დამწუხრებულ ქალთან
მისვლას უპირატესობაც მას ენიჭებოდა.
3. ჯვრისწერა - ნიჟარაძეს გადმოცემული აქვს შემთხვევა, როცა მცირეწლოვან
სარძლოს მიგვრიდნენ ცოლად მცირეწლოვან სასიძოს. მართალია ასეთ დროს
პატარძალი 1-3 წლამდე ცხოვრობდა საქმროს ოჯახში, მაგრამ მათ ცოლ-
ქმრული ურთიერთობა არ ჰქონდათ. ხოლო სრულწლოვნების ჯამს კი
საპატიოდ მიიპატიჟებდნენ მღვდელს და ჯვრის წერას საზეიმო აღნიშვნის
გარეშე ცაატარებდნენ.

You might also like