You are on page 1of 5

სასიძოს მკვლელობა ,,ქმნა მართლისა სამართლისა“

თუ ,,უბრალო სისხლის ვალად აღება“

სინამდვილეში, „ვეფხისტყაოსანი“ გაცილებით უფრო


სიღრმისეულად და მრავალმხრივად შეგვიძლია,
გავაანალიზოთ
აი, მაგალითად, ნესტან–დარეჯანის საქციელი, როცა მან
ტარიელს სთხოვა ხვარაზმშას, მის ცოლად წასაყვანად
მომავალი სასიძოს მოკვლა, რადგან ხვარაზმშას ცოლობა არ
სურდა.
ამ მკვლელობის შემდეგ, როდესაც ნესტან–დარეჯანის მამა,
ინდოეთის მეფე, გაიგებს, რომ მკვლელობა მისი შვილის
დაკვეთით მოხდა, ტარიელს ეუბნება :
“ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე?
თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე?
მე, ბერსა, შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე,
დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!

მახსოვს, ეს მომენტი რომ წავიკითხეთ, ჩვენც კლასში


დავგმეთ ნესტან–დარეჯანის საქციელი. მაგრამ, ახლა რომ
ვუფიქრდები, ყველაფერი ისე მარტივად რომ იყოს, კარგი
იქნებოდა. ის, რომ ნესტან–დარეჯანს პროტესტი გამოეთქვა,
ან თუნდაც გაემხილა მამისთვის, რომ ვიღაც უყვარდა,
არანაირად არ შეესაბამებოდა იმ სიტუაციაში, რაც წიგნში იყო
აღწერილი.
წარმოვიდგინოთ ის გარემო, რომელშიც ნესტან–დარეჯანი
ცხოვრობდა და იზრდებოდა „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით.
მამამისმა ის კოშკში ჩაკეტა ბავშვობიდანვე, რათა არ
ჰქონოდა უცხო ხალხთან შეხვედრის საშუალება, რათა
მხოლოდ მათ მოენახულებინათ და მათთან ჰქონოდა
ურთიერთობა, ვისაც მამამისი დაუშვებდა, რათა შემთხვევით
არ შეხვედროდა და არ შეყვარებოდა ვინმე, ვისთან
დაქორწინებაც მამამისისთვის მიუღებელი იქნებოდა.
ფაქტობრივად, ნესტანი უდანაშაულოდ პატიმრობაში იყო
გამოკეტილი, კომფორტულ ციხეში.
ის თითქმის განმარტოებით იზრდებოდა, მისი სანაცნობო წრე
კი მკაცრად იყო შეზღუდული და ძირითადად მამიდათი და
მოსამსახურეებით შემოიფარგლებოდა.
ნესტანის ბავშვობა აგებული იყო მარტოობასა და
ჩაკეტილობაზე.
ამასთანავე, მისი დანიშვნა/გათხოვების გადაწყვეტილება
მამამისმა ისე მიიღო, რომ შვილისთვის აზრი არც უკითხავს,
ეს საკითხი არც განუხილავს.
აქედან რა ჩანს? – ის, რომ ნესტანის აზრისთვის მისივე
გათხოვების საკითხზე არავითარი სივრცე არ არსებობდა.
ვიღაც იტყვის, რომ ყოფილიყო ძლიერი, დაერღვია ყველა
ტრადიცია და ნორმა, არ დამორჩილებოდა მამას და
პირდაპირ ეთქვა ყველაფერი. მოეთხოვა მამასთან შეხვედრა,
ყველაფერი პირდაპირ ეთქვა, ხოლო თუ მამა მაინც
გაჯიუტდებოდა, აეხსნა, რომ ეს „ოჯახში ძალადობაა მის
ნებაზე“, „მისი უფლებების, თავისუფალი ნების შელახვა“ და
რომ ამის გამო შეეძლო „სამართლებრივი ზომებისთვის
მიმართვა“. მაგრამ, ნუ გვავიწყდება, რომ ,,ვეფხისტყაოსანი“
შუასაუკუნეებშია დაწერილი და აქ ადამიანის უფლებებზე
საუბარიც კი ზედმეტია, რადგან შუასაუკუნეებში არსებობდა
შემდეგი დოგმა.
,,შუას საუკუნეები არამარტო უმოწყალოებით გამოიერჩეოდა
არამედ, უმოწყალოებას ღირსებათაც თვლიდა.“.
ყველანი ვთანხმდებით იმ ფაქტზე,რომ ნესტანი გამოუვალ
მდგომარეობაშია.
ის კარგავს ტარიელს, თავის ერთადერთ სიყვარულს.
ამავდროულად ნესტანი ემოციებსაა აყოლილი და ის
საკმაოდ გაუაზრებელ და ყველანაირად
მიუღებელ(დღევანდელი თვალსაზრისით) გადაწყვეტილებას
იღებს.
ნესტანი უბრძანებს ტატიელს, რომ მიპარვით მოკლას
ხვარაზმელი სასიძო.
პირველ რიგში,ნესტანი ფიქრობდა, რომ ხვარაზმელი
სასიძოს მოკვლით ის შეინარჩუნებდა ტარიელს.თუმცა
ხვარაზმიშას ძის სიკვდილი გაუმართლებელია(დღევანდელი
თვალთახედვით) , რადგან მას უფლის მიერ ბოძებულ
სიცოცხლეს ართმევენ თავიანთი კეთილდღეობისათვის ანუ
საკუთარ ბედნიერებას ნესტანი და ტარიელი სხვის
უბედურებაზე აგებენ, რაც გაუმართლებელია.
მიღებული გადაწყვეტულება იყო მეფისგან მალული , ანუ ეს
ამავდროულად მეფე ფარსადანის ღალატიცაა.
მართლაც, ნებისმიერ ჩვენგანს გაუჭირდებოდა ასეთ
სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღება.
თუმცა, ნესტანი მარტო არ მოქმედებდა მას თანამძრახველიც
ჰყავდა.
ახლა კი ვისაუბროთ ტარიელზე.
რა სურს ტარიელს ? და რას ფიქრობს ის ?
ტარიელს სურს თათბირზე დაშვებული შეცდომის
გამოსწორება. ტარიელს არ სურს ნესტანის დაკარგვა.
მას ანაღვლებს ნესტანის ბედი და ამიტომ თანხმდება
ხვარაზმიშას ძის მკვლელობაზე.
ტარიელს ასევე ადარდებს ინდოეთის ბედიც. ის თავსს
ინდოთა ერთადერთ მეფედ თვლის, და მისი დაცვა სურს.
თუმცა , ტარიელი თავს შეურაცხყოფელად გრძნობს, რადგან
მან უნდა იომოს მის ქვეყანაში.
,, უსამართლო და სამართლიან ქმედებებს კაცი მაშინ სჩადის,
როცა ის ნებაყოფლობით მოქმედებს, მაგრამ, როცა კაცი
იძულებით მოქმედებს,ის არც ის არც უსამართლობას სჩადის
და არც სამართლიანობას,შემთხვევით მოქმედებს.“ - ეს არის
არისტოტელეს სიტყვები.
არისტოტელეს აზრით, ტარიელის გამართლება შეიძლება,
რადგან ის იძულებით მოქმედებდა და იძულებით მოქმედება
არ არის დანათაული. თუმცა , ვფიქრობ, რომ არა აქვს
მნიშვნელობა როგორ მოქმედებს ადამიანი, იძულებით თუ
ნებაყოფლობით, დანაშაული მაინც რჩება დანაშაულად და
დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

მგონი ამასობაში იმის აღიარებაც მოგვიწევს , ტარიელზე


დიდი დამნაშავე ნესტანი რომაა ამ ვერაგულ მკვლელობაში:
ნესტანმა დაავალა, აიძულა! თან ისეთი შეურაცხმყოფელი
დამუნებითა თუ ბარლდებებით, რომ მოთმინებადაკარგულმა
ტარიელმა, სანამ დავალების შესრულებლად გაიჭრებოდა,
აგრე შემოჰყივლა:
,,ქალი ომსა რაგვარ მაწევს, ისე ვითა დავძაბუნდიო!“
თუმცა ცოტას თუ დავუფიქრდებით , ნესტანზე დიდი
დამნაშავეც შეიძლება მოვიძიოთ ამ საქმეში მეფე
ფარსადანი. სწორედ მან შეურჩია საქმრო ნესტანს და მის
გამო დაიწყო ეს არეულობა...

ყველანი ვთანხმდებით იმ ფაქტზე, რომ ხვარაზმიშას ძის


სიკვდილი გაუმართლებელია.
რადგან, მისი მკვლელობის გადაწყვეტილება ემოციურ
ფონზე მიიღო ორმა გამოუცდელმა ადამიანმა, რაც
გამოიწვევდა კომფლიქტს ინდოეთსა და ხვარაზმელებს
შორის.ასევე ნესტანმა და ტარიელმა არ იცოდა ,რომ
ადამიანის მოკვლით სიკეთეს ვერ მოიპოვებდნენ.ისინი
ფიქრობდნენ, რომ მკვლელობით
აღასრულებდნენ ,,სამართალს“.
თუმცა, მათ გამოუვიდათ ,,უბრალო სისხლის ვალად აღება“.
საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ ტარიელს და ნესტან
დარეჯანის საქციელს ვერანაირად ვერ გავხამართლებთ და
რომ არა მეფე ფარსადანის გადაწყვეტილება ამგვარად არ
განვითარდებოდა სიუჟეტი.

You might also like