You are on page 1of 1

კონსტანტინე გამხახურდიას ნაწარმოები "დიდოსტატის მაჯვენა" მრავალმხრივ

საინტერესოა. ამ სარაინდო რომანის მეთოხმეტე თავში უკეთ ვეცნობით შავლეგ ტოხაისძეს და


კიდევ ერთხელ ვხვდებით , ჩვენთვის ნაცნობ მამაზე ერისთავს. მამამზემ ნახა სიზმარი
ჭიაბერთან დაკავშირებით, რაც საბოლოოდ მინიშნებად და სიმართლედ აღმოჩნდა.
იხმო მამამზემ ტოხაისძე და მოუყვნა ნანახი სიზმარი. მან მას სთხოვა, რომ
წასულიყვნენ ჭიაბერის საფლავზე. ერისთავს ლოდი საფლავზე არ დახვდა. ეს ლოდი შავლეგმა
აიღო. მან იცოდა , როგორი სასტიკი მეფეც არის გიორგი : ,,გიორგი მეფე გულმხეცია" და
ცოცხლებს თუ ვერაფერს დააკლებდა, მიცვალებულებზე იძიებდა შურს. ამან დაბერებული
მამამზე ერისთავი აატირა. შავლეგმა მას ასევე მოახსენა, რომ გიორგი მტირალი შრენას
სანახავად იყო მოსული ჭიაბერის გლოვაზე.
ტოხაისძე ძალიან ჭკვიანი და წინდახედული ადამიანია. მან იცის ,რომ ჭიაბერი
გიორგის მოკლულია. ასევე შავლეგი ხვდება, რითიც არის მამამზეს შვილი მოკლული. ის
ამტკიცებს, რომ ძელისცხოვრის ჯვარი არის მოწამლული, რასაც მამაზე ერისთავი ვერ
იჯერებს. მას არ სჯერა, რომ მის ხელში გაზრდილი გიორგი ამის გამკეთებილია. ის
შეძრწუნებულია იმით, რომ მეფეს ფარისცევლური ცრემლების ფრექვევა შეეძლო.
ტოხაისძემ,თავისი აზრის დასამტკიცებლად მამამზეს ჯვარი ასუნინა. სუნი კი, იგრძნო
ერისთავმა, მაგრამ გაამრთლა იმით, რომ ეს შეიძლება ოფლის სუნი ყოფილიყო. ზუსტადაც აქ
გამოვლიდბა შავლეგის სიჭკვიანე. ის იღებს ქონის ნაჭერს, უსმევს ჯვარს იქ ,სადაც
ჭიაბერის ნაამბორებია და ძაღლს აძლევს ლუკმას. ამ ქონმა ძაღლს პირი აუქაფა და მოკლა.
მამაზე განრისხებულია. ჩვენ ვხედავთ არამარტო, მრისხანე მამაზეს, არამედ მამას.
ის თავისი შვილის სისხლის ასაღებად, ყველაფერზე წამსვლელია. მან უთხრა შავლეგს
რომ :,, შემომფიცე, შავლეგ ჭიაბერის სისხლი ავიღოთ. შენ ჭიაბერის ძუძუმტე ხარ და
ფიცვერცხლი გაქვს მასთან ნაჭამი". მათ შესაპყრობი გეგმა მოიფიქრეს და ამის
აღსასრულებლად, მამაზემ ტოხაისძე თალაგვასთან გაუშვა, რათა მას ყველაფერი
მოეხსენებინა მისთვის.
ამ თავში ჩვენ უკეთ გავიცანით შავლეგ ტოხაისძე. ის ჭკვიანი, ერთგული და
წინდახედული ადამიანია. შავლეგი მამამზეს გვერდში უდგას ჭიაბერის სიკვდილის შემდეგ.
ის მზადაა, რომ მისი ძუძუმტისათვის სისხლი აიღოს. ასევე ჩვენ ვნახეთ განრისხებული
მამაზე, რომელიც, როგორც მამა ამ საქციელს თავის აღზრდილ გიორგის არ მოუთმენს და
ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

You might also like