You are on page 1of 3

გიორგი ოთიაშვილი

13.12.2022

სიბრძნე-სიცრუისა

(შინაარსი)

იყო მეფე ფინეზი. უხვი, გულმოწყალე და სამართლიანი. სამწუხაროდ მეფე ფინეზს ვაჟი
არ ჰყავდა და ამიტომ ერთ დღეს გადაწყვიტა თავის ქონება სრულიად გაეცა. ამ დროს
მისმა ერთგულმა, მაგრამ გულფიცხელმა ვაზირმა, რუქამ, შეკითხვა დასვა თუ ვინმეს
ოდესმე გაუკეთებია მსგავსი რამ და გაუცია იმდენი ქონება რამდენიც მეფე ფინეზმა
გასცა. ამაზე პასუხად მეფის მეორე ვაზირმა, სედრაქმა არაკი თქვა:

მეფე ხორასნისა

ხორასნის მეფე დიდებული, კეთილგონიერი, უხვი და მოწყალე იყო. (ეს მიუთითებს


იმაზე რომ მის სამეფოში ხალხი ბედნიერი და კმაყოფილია). ერთ დღეს ხორასნის მეფე
საკმაოდ გულუხვად მოიქცა: მან გახსნა სამი სალარო და მოიხმო სამეფოს მცხოვრებლები
ყველა კუთხიდან. მეფემ ხალხს განუცხადა რომ თორმეტი საათის განმავლობაში რასაც
შეძლებდნენ ყველაფერი წაეღოთ. ხალხს განძეულობა მიჰქონდა და მიჰქონდა, თუმცა
სალარო არ ილეოდა. იმავე დღეს მეფემ დიდი ნადიმი გადაიხადა. ხორასნის ხელმწიფემ
დღის ბოლოს ვაზირებს უხმო და ჰკითხა თუ გაეგოთ რაიმე მსგავსი მოწყალების შესახებ.
ვაზირებმა დაიფიცეს რომ ხმელეთზე არ არსებობდა მასზე გულმოწყალე ადამიანი და
არც გაეგოთ არაფერი მსგავსი სიუხვის შესახებ. მიუხედავად ამისა, ერთი უმცროსი
ვაზირი განზე იდგა და იცინოდა. მეფე შეეკითხა სიცილის მიზეზს, თუმცა ვეზირმა
მიზეზის გამხელამდე პირობა ჩამოართვა რომ არ დასჯიდა. მეფემ მისცა პირობა და
ვაზირმაც უთხრა რომ ჩინეთში ცხოვრობს ერთი ურია მალკოზი, რომელსაც ისეთი
გულუხვი მოყმე ჰყავს არც მანამდე და არც ახლა მსგავსი სიუხვის შესახებ არავინ არფერი
უწყისო. როდესაც ეს მეფემ გაიგო, მიცემული პირობის მიუხედავად, გაბრაზდა და
ვაზირი საპყრობილეში ჩააგდო. თავად კი გადაწყვიტა რომ მოეძებნა ის კაცი რომელიც
სიუხვეში სჯობდა. განიძარცვა მეფის ტანისამოსი, ჩაიცვა გლეხის ტანსაცმელი და გაუდგა
გზას. როდესაც ჩავიდა ჩინეთში მან გაიგო რომ ამ მოყმეს წესად ჰქონდა უცხო ხალხის
სახლში შეყვანა, პატივის სცემა, დაბანა, ჩაცმევა, ნადიმისთვის სუფრის გაშლა და ბოლოს
დასაჩუქრებული გამოშვება. შესაბამისად, როდესაც ხორასნის ხელმწიფე გლახაკის
ტანსაცმლით მიუახლოვდა მის სახლს, გულუხვმა მოყმემ შეიყვანა თავის სახლში. მოყმე
მოგვიანებით მიხვდა რომ იგი გლახაკი არ იყო და სინამდვილეში მეფეს ემსახურებოდა.
მან მეფეს ბოდიშიც კი მოუხადა რომ სათანადო პატივი ვერ სცა და გამოჰკითხა
ყოველივე. ხელმწიფემაც უამბო ყველაფერი. შესაბამისად მოყმემ გადაწყვიტა რომ
მეფესთვის მეფის შესაფერი პატივი ეცა და მას საოცარი სიუხვე აჩვენა. ერთ დღეს ისეთ
სახლში რომლის მსგავსი მეფე არ ენახა. „ფარდაგი ყოველივე სტავრა იყო“. მოყმემ
ნადიმის გადახდა გადაწყვიტა და მეფეს სუფრა ძვირფას ჭურჭლეულზე გაუშალა. ცხრა
დღის განმავლობაში ყოველდღე ასე ნადიმობდნენ. მეცხრე დღეს მოყმემე მეფე კიდევ
უფრო გასაოცარ სახლში შეიყვანა. ძნელი დასაჯერებელი იყო რომ ადამიანის ხელით იყო
შექმნილი ყოველივე. გამომშვიდობებისას მოყმემ გადაწყვიტა საჩუქრად მეფისთვის
ყველაფერი გადაეცა. მეფემ ყველაფერზე უარი თქვა, მან მხოლოდ ერთი ალმასის თასი,
ერთი იაგუნდის საწდე და სამი ქალი წამოიყვანა. სამივე ქალი განსაკუთრებული
სილამაზის და უჩვეულო ხმით გამოირჩეოდნენ). მოყმეს გულთმისანმა ურიამ როდესაც
გაიგო ეს ყველაფერი, ძალიან გაბრაზდა და საკუთარი მოყმის დასჯა ბრძანა. მოყმე
მოსაკლავად რამდენიმე კაცს გააყოლეს, თუმცა მან მოისაზრა და წასვლამდე ჯიბეში
ძვირფასი თვლები ჩაიწყო, რითიც გამოისყიდა მოგვიანებით საკუთარი თავი.
დამსჯელებს გულთმისანი ურიის დიდი შიში ჰქონდათ და ამიტომ მოყმე აკლდამაში
ჩასვეს. იმ პერიოდში მოხშირებული აკლდამების ძარცვების გამო კი მოყმე შემთხვევით
ქურდება გაათავისუფლეს. მოყმემ ამის შემდეგ მრავალი ქვეყანა შემოიარა და ბოლოს
ხორასანს მოადგა. ხორასანში სრულიად შემთხვევით მან იმ ადგილას აიარა სადაც მეფე
და მისი მხლებლები ნადიმობდნენ და იცნო სამი ქალის ხმა. სამი ქალიდან ერთ-ერთმაც
იცნო თავისი ყოფილი პატრონი და მეფეს მოახსენა. მეფემ რა თქმა უნდა მოყმეს დიდი
პატივი სცა და აღნიშნა რომ ღმერთმა მისცა სამაგიერო სიკეთის გადახდის საშუალება.

სედრაქმა ამის შემდეგ თქვა - „ვერც ასეთსა იქმს კაცი, რომ სხვას არ ექმნას, და არც კარგსა
საქმესა ღმერთი დაუკარგავს“ რუქას კი შეუტრილადა და უთხრა რომ უკვირს მისგან
ასეთი საუბარი.

გამოხდა ხანი და მეფე შეეძინა ვაჟი რომელსაც ჯუმბერი უწოდეს. მეფემ გამოიყვანა
თავისი ვაჟი და სედრაქს აჩვენა. სედრაქმა მოახსენა ქება-დიდება - ღმერთმა გიცოცხლოს
და კარგად გიმყოფოსო და შემდეგ ჯუმბერს ვირის გულისხმიერობა, ძაღლის ერთგულება
და ჭიანჭველის ძალა უსურვა. რუქა ამაზე აღშფოთდა და შეეკითხა მეფეს რად წყევლიო.
სედრაქმა უპასუხა რომ თუ ვირს ერთხელ ტალახში გაატარებდა და მეორედაც იქ
მიიყვანდა და ისევ იქ გაივლიდა ე.ი ვირი უგუნური ყოფილა. აეყვანა გლეხი კაცის
დამშეული ძაღლი და მიეყვანა მდიდართან გასასუქებლად. შემდეგ მიეცა ძაღლისთვის
არჩევანი და თუ ძაღლი მდიდარს წაყვებოდა, ე.ი ორგული ყოფილა. დაეჭირა ჭიანჭველა
თორმეტი დღით და როდესაც მშიერი გამოვიდოდა თუ თავის თავზე ოთხჯერ უფრო
დიდ საკვებს არ წაიღებდა ე.ი ის უსუსური იქნებოდა და თავად სიტყვამცდარი.

მეფემ ვეზირის ნათქვამი მოიწონა.

ერთ ღამეს მეფეს ეჩვენა ერთი ლომივით დიდი მშვენიერი, ტანსრული ჭაბუკი და უთხრა
ღმერთმა გიდღეგრძელოს შენი ვაჟი და აღსაზრდელად თუ არ მომაბარებ, ნება შენია,
მაგრამ მას ვერავინ ვერ გაწვრთნის და მე რომც მომძებნო თუ მიპოვი მიპოვი მაგრამ თუ
არა თავად ინანებო. ამის შემდეგ მან ტყავის ქაღალდზე დახატული თავისი სახე მისცა და
უთხრა „მეძებე თავმან შენმანო“. მეფემ როდესაც გაიღვიძა ნახა რომ ხელში ეტრატი
ეჭირა. ჭაბუკის კვალი კი არსად იყო. როდესაც მასთან სედრაქი შევიდა ის დიდად
მოწყენილი დაუხვდა. მეფემ უთხრა: არაფერი არ მჭირს ცუდი სიზმარი ვნახეო და უამბო
ყოველივე. სედრაქს გაუკვირდა, მეფეო თუცა ღმერთსა კაცი იგი შენთვის მოუცია ისევ
შენთან მოიყვანსო. სხვანაირად მისი პოვნა ძნელიაო. თქვა ვეზირმა არაკი:

ძუნწი დიდვაჭარი

იყო ერთი დიდვაჭარი რომელმაც ძალიან დიდი ქონება დააგროვა თუმცა ცხოვრების
განმავლობაში ძალიან ხარბად იცხოვრა და არაფერი არ დახარჯა. არცა სვა, არცა ჭამა, არც
ჩაივა და ცოლ შვილიც უკიდურეს გაჭირვებაში აცხოვრა. საზღვარი არ ჰქონდა მის
სიხარბეს, მხოლოდ აგროვებდა და აგროვებდა. როდესაც მოხუცდა, იფიქრა, დავჯდები
ახლა და დავხარჯავ ჩემს ქონებასო. მივიდა თავის პირველ სალაროსთან და დაკეტილი
დაუხვდა. მივიდა მეორე სალაროსთან და ისიც დაკეტილი აღმოჩნდა. როდესაც მესამე
სალაროსთან მივიდა და ისიც ვერ გააღო, მაშინ გაწყრა და გინება დაიწყო. უცბად
სალაროდან რაღაც ხმამ გადმოსძახა ვინ ხარ და რა გინდაო. დიდვაჭარმა აუხსნა, ჩემი
სალარაო და ქონების დახარჯვა მსურსო. ხმამ გადმოსძახა, ეს სალარო დღემდე შენი იყო,
რადგან აქამდე არ დახარჯე ახლა ხურო ნაზარის არისო. ამაზე გაბრაზდა დიდვაჭარი და
თქვა: „ისეთ საქმეს ვიქმ, მისთვის და ჩემთვის სწორად განვკარგოო“. აიღო ვალი, იყიდა
ხის მორები, შიგნიდან გაახვრეტინა და გაავსო ძვირფასი თვლებით. დიდვაჭარმა მორები
წყალს გაატანა და თან თვალი მიადევნა. წყალმა მორები სწორედ ხურო ნაზარის სახლთან
მიიტანა. ხურო ნაზარმა, რომელიც ერთი ჩვეულებრივი გლეხი იყო, იფიქრა ამ მორების
გამოვიყენებო და თავის ეზოში შეიტანა. სწორედ ამ დროს თავზე დაადგა დიდვაჭარი
რომელმაც უთხრა მორების შიგნით არსებულ განძზე და იმაზე რომ ღვთის ნება იყო
თავისი საკუთრებიდან მის საკუთრებაში გადასულიყო. ხურო ნაზარმა, საკუთარი
პატიოსნებიდან გამომდინარე, სიმდიდრეზე უარი თქვა. დიდვაჭარმა რომელმაც
ღმერთის ნება უკვე იცოდა იუარა სიმდიდრის უკან წაღება. შესაბამისად, ხურომ თავის
ცოლს გამოაცხობინა სამი დიდი პური, ეს მარგალიტები ჩააწყო შიგ და ვიღაც კაცს
გაატანა. როდესაც ეს კაცი გზას გაუდგა, დაინახა, რომ ვიღაც არაბის ცოლმა იმშობიარა და
მშობლებს პატარასთვის გადასაფარებელიც კი არ ჰქონდათ. კაცმა გადაწყვიტა რომ მიეცა
ეს სამი პური მათთვის და დაარიგა, ხურო ნაზართან წადით და ეს პურები ქვეშაგების
სანაცვლოდ მიეცითო. ასე დაუბრუნდა მარგალიტები ხურო ნაზარს. (სედრაქმა ამ არაკით
ღვთის ნების უზენაესობა აღნიშნა)

რუქამ თქვა: არც წვიმს და არც თოვს ხალხი გავგზავნოთ და იქნებ ვიპოვოთო. და თქვა
რუქამ არაკი:

უგუნური მცურავი

იყო ერთი მცურავი რომელიც წყალს მიჰქონდა და ყვიროდა: ღმერთო მიშველეო. თავისმა
ამხანაგმა გამოსძახა: ხელი გაიქნიე და გეშველებაო!

რუქამ უთხრა მეფეს: მოვძებნოთ და ვიპოვითო. მეფემაც დაავალა რუქას რომ


ამხედრებულიყო ჯარი და თავადაც შეიარაღებული მალე გამოვიდოდა.

You might also like