You are on page 1of 3

პოემის დასაწყისში ნ.ბ მიმართავს კახელებს.

პოეტი
დიდ პატივისცემას იჩენს კახთა მიმართ და ხოტბას
ასხამს მათ. მისი გადმოცემით, კახელები იყვნენ
ლხინის მოყვარული ხალხი, რომელბიც არ
ივიწყებდნენ სამშობლოს წარსულს და მუდამ
მოიხსენიებდნენ მას. სწორედ კახელებმა აღზარდეს
ერეკლე მეფე და მათ ამ პოემას საჩუქრად უძღვნის.
კარი პირველი იწყება ერეკლე მეფის მხურვალე
ლოცვით და ღმერთთან ვედრებით. იგი აცნობებს მას
რომ მრავალრიცხოვანი მტერი ქართველი ერის
განადგურებას ცდილობს და ევედრება მას, რომ
საქართველო აღადგინოს და ააღორძინოს. ავტორის
თანახმად, მამულის გამო მეფის მიერ დაღვრილი
ცრემლი ღმერთის წინაშე უდიდესი მსხვრეპლია.
პატარა კახს თავისი ბანაკი კრწანისის ველზე
დაუბანაკებია სპარსეთთან საომრად და აღა-მაჰმად-
ხანთან ბრძოლას აპირებს. ამ დროს სამხრეთიდან
მტერი გამოჩნდა. მოწმენდილი და მშვენიერი ცა
ბრძოლის ველს ზევიდან დაჰყურებდა ხოლო მედე
მამობრივი ხმით ამხნევებდა ქართველ მებრძოლებს.
იგი გაბრაზებული იყო რომ ურჯულოები გამბედაობით
ეწინააღმდეგებოდნენ მათ. საქართველოს ბედი
სწორედ ამ დღეს გადაწყდებოდა და ქართველებს
მხნეობა ესაჭიროებოდათ. ერეკლე მეფე მოუწოდებდა
მათ, რომ მათთან ერთად ისიც იბრძოლებდა და დღეს
გამოჩნდება თუ ვინ იყო პატრიოტი და სამშობლოს
ერთგული. ჯარმა მადლობა გადაუხადა მეფეს
ამგვარი სიტყვებისათვის და შეპირდა რომ მის გამო
თავსაც კი გასწირავდნენ. წმინდა მეფეს, როგორც
მამას შვილმა, ისეთი სიყვარული გამოუჟღავნა ჯარმა.
დაიწყო მძიმე ომი. ქართველები სპაერსებს ისე
იკვეთნენ როგორც დამშეული ომი ეკვეთება ნადირს.
ორივე დაპირისპირებული მხარე გამწარებით იბრძვის.
სპარსთა სისხლი კი მდინარე მტკვარს შეუერთდა.
ერეკლე მეფის ღვაწლმა მეომრები კიდევ უფრო
გაამხნევა. იბრძოდნენ გამალებით,ისე როგორც მათ
შეშვენოდათ.
ბინდმა მტერი გაჰყარა და ქართველებმა გაიმარჯვეს.
მაგრამ როცა მეფე ერეკლემ ჯარს შეხედა გამარჯვება
სულაც არ გახარებია, რადგან მას ეს შედეგი ძვირად
დაუჯდა. მიუხედავად იმისა რომ სამშობლოსათვის
ბევრმა გაწირა ისინი არც კი დაუსაფლავებიათ ხოლო
მათი სახელი უკვალოდ გაქრა. მაგრამ მათი
სახსოვარი ღმერთის განგებით გადაეცემა
შთამომავლობას. სამშობლო მათ ღვაწლს არ
დავიწყებს და აღა-მაჰმად-ხანს მოხსენიებას
დაასწრებს.

მეფემ მოუწოდა თავის მოხელეებს რომ ჯობდა რომ


ქალაქში დაბრუნებულიყვნენ და ციხე გაემაგრებინათ
თორემ მომავალ დღეს სიმხნით ვერ ეკვეთებოდნენ
მტერს აღა-მაჰმად-ხანის მეთაურობიტ. მას
მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავდა ამიტომ ჯობდა ციხეში
დახვედროდენ

You might also like