You are on page 1of 2

პროლოგის მიხედვით თხზულება ორი მითითებით :

1. რა წარმოდგენა აქვს რუსთაველს შაირობაზე? ( რუსთაველის შეხედულება შაირობაზე)

2. რა წარმოდგენა აქვს რუსთაველს მიჯნურობაზე? (რუსთაველის შეხედულება


მიჯნურობაზე)

   შოთა რუსთაველი შემოქმედებითი ჭეშმარიტების მიღწევას მჭერმეტყველებასა და პოეტურ


ოსტატობასთან აიგივებს. “აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება”. იგი პოემის
წერას საყოყმანო საქმედ თვლის, რადგან ყველას არ შეუძლია ამბის   „ მარგალიტებად
აკინძვა” და ნამდვილი პოემის შექმნა. “ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ
საჭოჭმანები.” შოთა პოეზიას ღვთაებრივი სიტყვები ამკობს, რაც ნათლად იკვეთება შემდეგ
სტროფში:

“შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ესე დარგი,       

საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,              

კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი;                                                   

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი. “

ამ სიტყვებით შემოქმედი ხაზს უსავმს, შაირობის ღვთაებრივ ბუნებას, რომელიც


მკითხველისთვის იმ შემთხვევაში არის სასარგებლო, თუ მას რიგიანი კაცი კითხულობს.
რუსთაველისთვის პოეზია კარგი მაშინ არის, თუ გრძელ სათქმელს ლაკონურად გადმოცემს.
მწერლის აზრით, ჭეშმარიტ პოეტს ოსტატურად უნდა შეეძლოს ლექსების თხზვა, როგორც
ცხენს გრძელი გზის მარჯვედ გავლა და მობურთალს პროფესიონალურად თამაში. შოთა
თვლის, რომ შემოქმედის რეალური სახე მაშინ გამოჩნდება, როდესაც სიტყვის მარაგის
შემოკლების მიუხედავად ოსტატურად “გამოძვრება”. დიდოსტატი მოშაირეთა სამ სახეს
გამოყოფს: პირველი, ვრცელინაწარმოებების ავტორია, რომელიც შაირობას ბაძავს,
ცდილობს, შექმნას “საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი “და “მსმენელთათვის დიდი მარგი “
ქმნილებები. მეორე კატეგორიის პოეტები კი ქმნიან - ლექსებს,  რომელთაც პრეტენზია აქვთ,
იყვნენ სრულყოფილები, მაგრამ მათ არ შეწევთ უნარი, მკითხველთა გულების
„სრულქმნისა“ “დიდსა ვერ მოჰკვლენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა”. მესამე 
კატეგორიის პოეტებიკი - საარშიყო და სალაღობო, “ამხანაგთა სათრეველად “სასიამოვნო
ლექსებს წერენ. მართალია, მათი შემოქმედების გაცნობაც სასიამოვნოა, თუკი რამე
ღირებული შექმნეს,  მაგრამ ,შოთას აზრით,ჭეშმარიტ პოეტად მხოლოდ ის ჩაითვლება, ვინც
დიდ, ვრცელ ნაწარმოებს შექმნის და თანც ისე, რომ  „არ შეამიკლოს ქართული, არა ქნას
სიტყვა მცირობა“.

   “ვეფხისტყაოსნის” პროლოგში შაირობის თემის განხილვის შემდეგ პოეტი ბევრს და


გულდასმით საუბრობს მიჯნურობაზე.. რუსთაველის აზრით , მელექსემ თავისი
შემოქმედება ფუჭად კი არ უნდა გაფლანგოს, არამედ მას სატრფოს სადიდებლად უნდა
იყენებდეს. შემოქმედი მიჯნავს ნამდვილსა და ხორციელ სიყვარულს:

“მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;


მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი;

იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,

ნურვინ გარევთ ერთმანეთსა! გესმის ჩემი ნაუბარი?”

შაირის მსგავსად, შოთა რუსთაველი მიჯნურობასაც  სამ კატეგორიად ყოფს : პირველი-


ღვთაებრივი, ზეციური წარმომავლობის სიყვარულია, რომელიც ენით ძნელად
გამოსათქმელია, “იგია საქმეა სამზეო, მომცემი აღმაფრენათა;    ვინცა ეცდების თმობამცა,
ჰქონდა მრავალთა წყენათა. “ მეორე -მიწიერი, ხორციელი სიყვარულია, რომელიც ღვთიურს
ჰგავს,თუ სულიერი ლტოლვაა და არა- ხორციელი, შოთა რუსთაველი ფიქრობს, რომ
მიჯნურობის ამ კატეგორიას გონებით ვერავინ ჩასწვდება და მსმენელიც ვერაფერს
შეიმეცნებს:“მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან”.

მიჯნურობის მესამე სახეს, გრძნობას მოკლებულსა და ხორციელ ლტოლვაზე დამყარებულ


ურთიერთობას , „სიძვას“ უწოდებს შემოქმედი და ასეთ გრძნობას აკრიტიკებს :

“… მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:

იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,                       

ნურვინ გარევთ ერთმანეთსა, გესმათ ჩემი ნაუბარი! “

შოთა რუსთაველი  მიჯნურის თვისებებს შემდეგ სტროფში აყალიბებს:

“მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს, მართ ვითა მზეობა,

სიბრძნე, სიუხვე, სიმდაბლე, სიყმე და მოცალეობა,

ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.

ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.”

ე.ი.შოთა მიჯნურისათვის ააუცილებელ თვისებებად მიიჩნევს ისეთ მახასიათებლებს,


როგორებიცაა თვალად სიტურფე, სიბრძნე, სიუხვე, თავმდაბლობა, ერთგულება,
მჭერმეტყველება, მოთმინება და სხვ. შოთა რუსთაველი ემხრობა სიყვარულის მალვის
მცნებას, რაც ნათლად იკვეთება შემდეგ სტროფში :

“ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს,

არ ბედითად “ჰაის” ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს,

არსით აჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს,

მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს ” და “არ დააჩნდეს


მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცსა ეახლების”.

ჩემი აზრით,  “ვეფხისტყაოსნის”  პროლოგში შოთა რუსთაველმა ნათლად გადმოსცა


პოეზიისა და მიჯნურობის მთავარი სათქმელი.

You might also like