You are on page 1of 2

თემა

„მოხუცი გუთნისდედის სიკვდილი“.

საანალიზო ტექსტიდან ვიგებთ, რომ მთავარი პერსონაჟი ნიმია გუთანზე მომუშავე


ქალბატონი ყოფილა. აქვე ვეცნობით, რომ ის წყენასა და მტრობას გადაჩვეული ყოფილა:
„არავისზე ნაწყენი, არავის ნამტერალი არ ყოფილა გუთნისდედა ნიმია.“ უნდა აღინიშნოს
მისეული კონცეფცია წყენასთან დაკავშირებით, ის კარგად იაზრებს იმას, რომ შეუძლებელია
არსებობდეს ადამიანი, რომელიც ყველას მოსაწონი იქნება: „თუ ვინმე შემთხვევით
აწყენინებდა, იტყოდა: - რამდენი ადამის შვილი ჩამოდის ამ ქვეყანაზე, ათასი ფერი და
ფერადი! ვის რას გაუგებ? ამავდროულად ვიგებთ, რომ მას სიკვდილის ჟამი დაუდგა, თუმცა
ძნელი მისახვედრი არ არის თუ როგორ დამოკიდებულება ექნება მას სიკვდილისადმი.
ბუნებრივია, რომ ისეთ ქალს, როგორიც ჩვენი ქალბატონი გუთნისდედაა, სიკვდილის არ
ეშინია, რადგან როგორც უკვე ვახსენე, მას მთელი ცხოვრება პატიოსნად უცხოვრია,
შესაბამისად, თვით სიკვდილმაც კი ვერ შეძლო ასეთი ღირსეული, პატიოსანი, მშრომელი და
კეთილი ადამიანის შეშინება: „სიკვდილისა არ ეშინოდა. თვითონ სიკვდილი არად მიაჩნდა.
უფრო ეზარებოდა, ვიდრე ეშინოდა.“ ჯანი უსუსტდებოდა, სული კი არ უტყდებოდა, მეტიც
სიკვდილი მას სასაცილოდაც კი არ ყოფნიდა: :,მოიცა, მოიცა, სიკვდილო, შენი წვერ-ულვაშის
გამოსვლასა! რა დროს ეგ არი, მომშორდიო! უკანასკნელი თხოვნა, რაც მას სიკვდილის წინ
გააჩნდა, სანატრელი და საყვარელი მინდორისთვის ცქერა იყო. ეს კიდევ ერთხელ
ადასტურებს იმას, რომ მას უყვარდა თავისი საქმე - პურის მოყვანა. ის ხვდებოდა, რომ
სიკვდილი ერთ დღესაც კარზე მიუკაკუნებდა და ისიც იცოდა, რომ ამას ის ვერაფრით
შეაჩერებდა: „აი, ეს გაფხრეწილი პერანგი მიმყვება მხოლოდ!“ თუმცა ამ გაფხრეწილი
პერანგის უკან იდგა ადამიანი, რომელიც სიკვდილმა ვერ შეაშინა. როგორც ყველაფერმა,
მისმა სიკვდილმაც ჩაირა: „გამოჩნდა რკალი ახალი მთვარისა…“ თუმცა მისი სახელი დარჩა
ხალხს, როგორც „ვერცხლის ლუმბა“, რომელებსაც ყოველთვის ემახსოვრებათ ადამიანი,
რომელიც სიკვდილმა ვერ შეაშინა.

ტექსტის ენობრივი და მხატვრული ანალიზი მის მთავარ სათქმელს გამოკვეთს, რის


შედეგადაც ავტორის მთავარი სათქმელი შემდეგნაირად შეიძლება გადმოიცეს: ავტორმა
უბრალოდ შეგვახსენა, რომ სიკვდილისათვის ყველანი თანასწორნი ვართ, სიკვდილის
ყველას ერთნაირად ეშინია, თუმცა სუფთა გულის და სულის მქონე ადამიანებს, როგორიც
გუთნისდედას აქვს, სიკვდილი ვერასდროს ვერ აღუძრავს შიშს. სიკვდილი ყველას
ათანასწორებს, თუმცა ნამდვილი ღირსების მქონე ადამიანები უბრალოდ ბევრად აღემატება
უღირსთ.

ორიოდე სიტყვა ავტორის სტილსა და ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობით


საშუალებებზე: მწერალი ნაცად და მოგონილ ხერხებს მიმართავს: უპირველესად, თხრობა
ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას მიყვება, ის სიტყვაძუნწია, რადგან მას სურს მკითხველმა
წარმოსახვა ჩართოს და ისე ამოავსოს ბუნდოვანი ადგილები. ტექსტი მდიდარია
ეპითეტებით: „ფერადი“, „ბნელი“, „გულმოსული“, „გადასაყოლებელი“, „დაუდგრომელი“ და
ამოხეთქილი… ყოველივე ეს კი ტექსტ მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის. აგრეთვე
შედარება: „ეზარებოდა, როგორც ნათბილარს.“ მწერლის სახასიათო მეტყბელება კის
პერსონაჟის ხასიათსა და ფსიქოლოგიაზე გვიქმნის შთაბეჭდილებას, რის შემდეგაც ტექსტის
გაგება უფრო ადვილი, ხოლო მისი კითხვა - საიტერესო.

You might also like