You are on page 1of 1

საზოგადოება ვერ ურიგდება იმ ადამიანს, რომელიც მათგან განსხვავდება.

საზოგადოება რომ ვერ ურიგდება იმ ადამიანს, რომელიც მათგან განსხვავდება, კარგად


გამოჩნდა
გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებში ,,სამოსელი პირველი''.

ტექსტში კარგად ჩანს, რომ საღად და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები უცხოა


კარაველებისათვის,
ამიტომაც კონკრეტულ მონაკვეთში კარაველებმა საუკეთესო მოქალაქე ჯერ გააფრთხილეს ,,თუ
შენ არ დატოვებ
ჩვენს საყვარელ ქალაქს, მაშინ მე გესვრი...'' შემდეგ კი გააგდეს.

კარაველებმა საუკეთესო მოქალაქე იმიტომ გააძევეს, რომ იგი მათგან განსხვავებულად და


საღად აზროვნებდა,რაც საბოლოოდ ფატალურად დასრულდა.

როდესაც ვფიქრობ თემაზე, საზოგადოება ვერ ურიგდება იმ ადამიანს, რომელიც მათგან


განსხვავდება,
მახსენდება ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებ,,იგი'', რომელშიც პირველყოფილი ადამიანი იმის
გამო მოკლეს,
რომ მათგან განსხვავებით წელში გამართული დადიოდა.

ასევე მახსენდება ვაჟა ფშაველას ნაწარმოები ,,ალუდა ქეთელაური'', რომელშიც კარგად


გამოჩნდა ალუდას მიმართ
გამოჩენილი სიძულვილი, იმის გამო, რომ იგი არ დაემორჩილა დამარცხებული მეომრის
მარჯვენის მოჭრის წესს.

,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ!?'' ეს თემა დღესდღეობითაც აქტუალურია.

ამ თემაზე მახსენდება ერთ-ერთი გამონათქვამი ,,იმისათვის, რომ იყო შეუცვლელი,


ადამიანი,
ყოველთვის განსხვავებული უნდა იყოს''.

განსხვავებულობის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ თქვენ შეგიძლიათ გახდეთ


წარმატებული.
ცხოვრებაში რაღაც უნიკალურის შემოტანა არის ის, რაც ეხმარება ადამიანებს თავის
გაუმჯობესებაში.

ამ ნაწარმოებზე მახსენდება ერთი ადამიანი,რომელიც ყველასგან ბევრი რამით


გამოირჩეოდა, ამიტომაც
სხვები მას ყოველთვის ცუდი თვალით უყურებდნენ.ერთ დროსაც ამ ადამიანმა შეცდომა
დაუშვა, ეს მომენტი ყველამ
იხელთა, მათი წრიდან რომ გაეგდოთ.

საკუთარი თავისთვის განსხვავებული და უნიკალური ელემენტის ქონა ნიშნავს, რომ


გამოირჩევი, და ვინც გამოირჩევა,
წარმატებული ხდება.

ამრიგად, საზოგადოება რომ ვერ ურიგდება იმ ადამიანს, რომელიც მათგან განსხვავდება,


კარგად გამოჩნდა
გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებსა და ჩემ მიერ მოყვანილ მაგალითებში.

You might also like