You are on page 1of 2

წაკითხულის გააზრება

1)ა

2)ბ

3)დ

4)ა

5)ბ

6)დ

7)ა

8)გ

9)ბ

10)ბ

რამდენად განსაზღვრავს ფსევდორელიგიურობა ადამიანის ცხოვრების წესსა და


ზნეობას

საუკუნეების განმავლობაში რელიგიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კაცობრიობის


ისტორიის, კულტურისა და პიროვნული რწმენის ჩამოყალიბებაში. რელიგია სულიერი
კომპასია, რომელიც გვეხმარება შევიცნოთ საკუთარი თავი და სამყარო. ჭეშმარიტ
მორწმუნეებთან ერთად არსებობენ ისეთი ადამიანები რომლებიც რელიგიურ წესებს
ასრულებენ, მაგრამ რეალურად ღმერთის არ სწამთ. სწორედ ასეთი ადამიანები
გვხვდებიან დავით კლდიშვილის მოთხრობაში “სამანიშვილის დედინაცვალი ”.

მოთხრობის დასაწყისში პლატონ სამანიშვილი მორჩილი შვილიც არის, მორწმუნეც ,


მშრომელიც, უპრეტენზიოც, თავმოყვარეც. თავის გულითად მადლობას უცხადებდა
ზეციერ მამას, რომ შემცილებელი არავინ გაუჩინა მას ღარიბ ლუკმაში. მას შემდეგ რაც
ელენე დაორსულდება პლატონი თვლის რომ ღმერთი უსამართლოდ ექცევა,
მიუხედავად იმისა რომ უცოდველია. პლატონი რეალურად ცოდვილია, რომელიც
თავის შვილებს ისე უყურებდა როგორც ღვთის სასჯელს და არა საჩუქარს. მას სურს
ომი, რათა ხალხი შეცოტავდეს და მეტი სარჩო დარჩეს. მსგავსად ფიქრობს ადვოკატი
გცერდევანიძეც, რომელიც ღმერთს არიგებს რომ ოჯახებს ქონება გაუზარდოს და
შვილები მოაკლოს. პლატონი საბოლოოდ ისე დაეცემა რომ მამამისს შესთავაზებს
უდანაშაულო ბავშვის მოკვლას, უარის მიღების შემდეგ კი თვითონ შეეცდება ჯერ არ
დაბადებული სიცოცხლის მოსპობას.

პლატონის მსგავსად ცრუმორწმუნე ადამიანია ილია ჭავჭავაძის მოთხრობის “კაცია-


ადამიანის” პერსონაჟი, ლუარსაბ თათქარიძე. ლუარსაბიც ფიქრობს რომ უცოდველია ,
მაგრამ ძალიან ცდება. იგი ღმერთისგან ნაჩუქარ სიცოცხლეს ტყუილ უბრალოდ
ფლანგავს, შვილი მხოლოდ იმიტომ უნდა რომ ქონება მის ძმას არ დარჩეს და
ურჩევნია მისი ცოლი მასთან ერთად მოკვდეს, ვიდრე სიცოცხლე გააგრძელოს.

მსგავს თემას ეხება გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა “ალავერდობა”. კახეთში


ალავერდობას ყოველთვის აღნიშნავდნენ, როგორც წმინდა დღესასწაულს, მაგრამ მან
თავისი მნიშვნელობა დაკრაგა, რადგან ბოლო დროს ხალხი აქ მხოლოდ
გასართობად, დასალევად და ფულის საშოვნელად დადიოდა.

დღესდღღეისობით ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებიც რელიგიურ წესებს


ზედმიწევნით ასრულებენ, დადიან ეკლესიებში, მაგრამ გულის სიღრმეში ღმერთის არ
სწამთ და ამ ყვლეაფერს მხოლოდ სხვების დასანახად აკეთებენ. ასევე ხშირად
ვხვდებით ისეთ სასულიერო პირებს, რომლებსაც ღმერთთან და წმინდასთან არაფერი
საერთო არ აქვთ და მსგავს გზას სხვა მიზნების გამო დაადგნენ.

საბოლოოდ ფსევდორელიგიურობა წარმოადგენს რწმენის ცარიელ


გამოხატულებას, რომელსაც აკლია სიღრმე და გულწრფელობა. ადამიანები
რომლებიც ფარისევლურად და ცრურწმენით ცხოვრობენ პირველ რიგში საკუთარ
თავს იტყუებენ.

You might also like