You are on page 1of 2

“სინათლის წელიწადი” (ანალიზი)

“მე ათი წლის ვარ”- წინადადება, რომელიც რეფრენად გასდევს


მთელ პოემას, ოთარ ჭილაძის “სინათლის წელიწადის” პირველი
წინადადებაა და მისი წაკითხვის პარალელურად, უფრო და უფრო
ვრწმუნდებით, რომ შემთხვევით არ იქნა შერჩეული. აქცენტის
შინაარსზე დასმის აუცილებლობაზე, და არა მის ფორმაზე ,
მიგვითითებს ისიც, რომ ლექსი თეთრია.
ვინაიდან ლექსი თეთრია, ვუღრმავდებით მის შინაარსობრივ
მხარეს, რომელსაც მწერალმა ხაზი იმიტომ იმისთვის გაუსვა, რომ უკეთ
წარმოეჩინა ათი წლის ბავშვის ფსიქოლოგიური მხარე, მოვლენების
მისეული აღქმა, ეჩვენებინა ხალხის ბრბოდ ქცევა, იმ შემთხვევაში, როცა
შიშთან უწევთ შეტაკება, რამდენად არავის არ ინდობენ და რამდენად
ყველა თავის თავში იკარგება ხსნის ძიებაში. ვხედავთ, როგორ შეუძლია
ომს, ბზარი გააჩინოს ხალხს შორის, ბზარი გააჩინოს თითოეულ,
ცალკეულ მათგანშიც, როცა, თვალებში ჩადგმული ჩაბუდებული შიშის
და სასოწარკვეთის მიუხედავად, უწევთ ამ შიშის მიჩქმალვა და

იმედიანი თვალებით შენიღბვა, რადგან რათა არ დაანახვონ თავიანთი

შიში სხვასაც, არ გადასდონ სხვებსაც თავიანთი შიში, ამ შემთხვევაში, კი,


იმ ათი წლის ბავშვს, რომელიც ყველაფერს უმცირეს დეტალებამდე
შეიგრძნობს და აღიქვამს.
რეალობის შენიღბვა შეუძლებელი ხდება ათი წლის უმწეო ბავშვის
წინაშე, რის გამოც საყვედურითაც უყურებს უაზროდ მომზირალ დედას,
რადგან ვერ აარიდა ბრბოს, ვერ აარიდა დაუნდობელ და შიშით
„გამოლენჩებულ“ ხალხს.
ვხედავთ, როგორ ტანჯვას იტევს მისთვის ორი სიტყვა “უნდა
წავიდეთ”, რომლებსაც თითქოს ძალუძთ, რომ აარიდონ შიმშილს,
სიცივეს. ადამიანების სახეებს გამოლენჩებულად აღიქვამს, რადგან
ხედავს, როგორი უმწეო ხდება ყველა კრიტიკულ სიტუაციაში. მათ
გვერდით თვითონაც უმწეობის, უძლურობის განცდა ეუფლება, თავი
ფორთხლის ხე ჰგონია, რომელსაც ძალით გლეჯენ. გაოცება და ტკივილი
ერთდროულად იპყრობს მის არსებას და იცის, რომ განცდილი ბრაზი,
შეურაცხყოფა და დამცირება საფუძვლიანად ჩაიბუდებს მასში და
ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება.

ლექსი ომზეა, კრიტიკულ სიტუაციებში უმწეოდ ყოფნაზე, შიშსა და

მასთან დაპირისპირებული ხალხის ბრბოდ ქცევაზე, უსამართლობის,


შეურაცხყოფის, დამცირებისა და სასოწარკვეთის წინაშე მდგარ ხალხზეა,

განცდილ შიმშილზე, ტკივილსა და სიცივეზეა და ამ ყველაფრის ათი

წლის ბავშვის თვალებით დანახვაზე, რომელმაც თითქოს უფრო


გაამწვავა უმწეობის შეგრძნება, თუმცა სინამდვილეში, ნებისმიერ ასაკში
შეგვიძლია, მსგავს ვითარებაში მსგავსი ან უფრო დიდი დოზით უმწეობა
ვიგრძნოთ ან, უარეს შემთხვევაში, ჩვენ ვიყოთ დაუნდობელი,
გამოლენჩებული სახის მქონე ადამიანები.
კარგია!

You might also like