You are on page 1of 4

ვაჟკაცი ადამიანი თავის მსგავსს ყოველთვის სცნობს და აფასებს,

თუნდაც მისი მოქიშპე იყოს.


რა არის ვაჟკაცობა? ეს ის საკითხია, რომელიც XXI საუკუნეშიც
აქტუალური თემაა. ვაჟკაცობის მნიშვნელობა უკიდეგანოა და ჰგავს
სიცოცხლის დაუშრეტელ ზღვას.
თანამედროვე ლექსიკონში ვაჟკაცი განიხილება, როგორც
მოწიფული ვაჟი, რომელიც ღონიერი, გულადი და ბრძოლაში
შეუდრეკელია. ჩვენ, ქართველ ერს, რომლსაც გვაქვს ორი ათას წელზე
მეტი ისტორია, გვყავდა უამრავი გმირი და ვაჟკაცი, რომლებიც
ნათლად გვიმტკიცებენ და გვიხსნიან ვინ არის ვაჟკაცი და რა ევალება
ამ ქვეყანაზე.
ვაჟკაცობის თვალსაჩინო მაგალითია ვაჟა ფშაველას “ალუდა
ქეთელაური”. პოემის დასაწყისში ავტორი გვაცნობს ალუდას ისეთს,
როგორიც იგი არის მანამ, ვიდრე მისი შინაგანი ფერიცვალება
მოხდება. ეს არის გამოცდილი მეომარი, ვისთვისაც კაცისკვლა,
სისასტიკე, მოკლული მტრისთვის მარჯვენის მოჭრა ჩვეულებრივი
ამბავია და ვისაც საზოგადოებაში უპირველესად სწორედ მეომრული
ღირსების გამო აფასებენ. ომი, ბრძოლა ალუდასათვის არა მარტო
ჩვეული, არამედ სახალისო საქმეც არის – ის აზარტულად ემზადება
საომრად.
რაღაც უნდა მოხდეს განსაკუთრებული, არაჩვეულებრივი ასეთი
კაცის ცხოვრებაში, რომ ის ჰუმანურ პიროვნებად იქცეს. ამგვარი
განსაკუთრებული რამ აღმოჩნდება მუცალთან ორთაბრძოლა და ის,
რაც ალუდამ მუცალის სიკვდილისას დაინახა და იგრძნო. მუცალი
სიმწრით ებღაუჭება სიცოცხლეს: ,,მუცალს არ სწადის სიკვდილი,
ფერს არა ჰკარგავს მგლისასა”. მომაკვდავი მუცალის უჩვეულო,
სასოწარკვეთილი ჟესტი – ბალახის მოგლეჯა და ჭრილობაში ჩაფენა
– საშინელი სიცხადით აჩენს სიცოცხლის უმძაფრეს წყურვილს, ნებას
და სიკვდილის ასევე უმძაფრეს არნდომას. მუცალის ტრაგიკული
ჟესტი დაანახებს ალუდას, რომ ,,ურჯულოს”, მტერს ისევე უყვარს
სიცოცხლე და ისევე არ უნდა სიცოცხლის დათმობა, როგორც
თვითონ მას. ეს აგრძნობინებს ალუდას მომაკვდავთან შინაგან
მსგვასებას და ერთიანობას, აგრძნობინებს, რომ ორივენი ადამიანთა
მოდგმას ეკუთვნიან. ამიტომ არის, რომ ალუდა მუცალს მისი
სიკვდილისთანავე თავისნაირ, ღირსებით თავის თანასწორ
ადამიანად აღიარებს, რაც გამოხატულებას პოვებს იმაში, რომ
ღმერთს მუცალის ცხონებას, სასუფეველში დამკვიდრებას სთხოვს და
არ ასრულებს მის მიმართ მარჯვენის მოჭრის უადამიანო წესს. რა
თქმა უნდა, მუცალის მიერ გამოვლენილი ვაჟკაცობაც უადვილებს
ალუდას მასში ღირსეული, თავისი მსგავსი ადამიანის დანახვას.
ალუდაზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს ის , რომ მუცალი იარაღს
უტოვებს. ამ საქციელით მუცალი მის ღირსებას აღიარებს, მის
ვაჟკაცობას აფასებს.
ალუდამ მუცალში თავისი მსგავსი ადამიანი დაინახა არა მარტო
იმიტომ, რომ მუცალმა მთელი ადამიანთა მოდგმისთვის
დამახასიათებელი სიცოცხლის წყურვილი და სიკვდილის არნდომა
გამოამჟღავნა, არამედ იმიტომაც, რომ ის და მუცალი – ერთნაირად
ძლიერი, უშიშარი და შეუპოვარი მებრძოლები – ერთნაირ
შეურიგებლობას და სიძულვილს იჩენენ მოწინააღმდეგის
სარწმუნოების მიმართ. ამ ნიშნით მათი პარადოქსული მსგვასება
იმდენად სრულია, რომ თითქოს ერთმანეთის ორეულებად აქცევს
მტრებს. ორთაბრძოლის პარალელურად მიმდინარე სიტყვიერ
დუელში მათი რეპლიკები აბსოლუტურად ურთიერთმსგვასია
(ყველაზე მეტად მათ ამსგავსებს მიმართვა ,,რჯულ-ძაღლი”) და
გამოხატავს ერთნაირად შეუწყნარებელ და ზიზღიან
დამოკიდებულებას მტრის რელიგიისადმი.
მსგავსი ვაჟკაცობა გამოიჩინა ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილმა ილია
ჭავჭავაძის მოთხრობაში “ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი”. ნაწარმოებში
აღწერილია ყიზილბაშების და ქართველების დაუნდობელი ბრძოლა.
შუა ბრძოლაში ერთი ვაჟკაცი ყიზილბაში იწვევს ქართველ მეომრებს
და თვალის დახამხამებაში ხოცავს მათ. თავზარდაცემული მეომრები
ნიკოლოზს ეძახიან, რომელიც გაცხარებულ ბრძოლაში იყო და მათ
დაძახილზე უმალ ადგილზე გაჩნდა. გოსტაშაბიშვილი, მართალია,
ძალიან გათქმული და სახელოვანი ვაჟკაცი იყო, მაგრამ მაშინ
სიბერე მორეული ჰქონდა და უწინდებურად აღარც მკლავი
ერჩოდა, აღარც მუხლი. როდესაც ყიზილბაში დაინახა თქვა:
‘’– სად შემიძლიან მე ეხლა დაბერებულსა და დაჩაჩანაკებულს
იმასთან ომის გასწორება, ვერა ჰხედავთ, ახლად ულვაშაშლილი
ვაჟკაცია, კაცი ლომსა ჰგავს. „
თუმცა მას შემდეგ რაც მეომრებმა უთხრეს, რომ ახალგაზრდა
ვაჟკაცები დახოცა, გოსტაშაბიშვილმა ახსენა ღმერთი, აუკრიბა
სადავე ცხენს და ჰკრა ქუსლი. ცხენმა ერთი ორიოდე კამარა
შეჰკრა, ისკუპა და თვალის დახამხამების უმალ ვაჟკაცი ვაჟკაცს
წინ დაუდგა. ყიზილბაშმა წამოუღერა თავისი შუბი.
გოსტაშაბიშვილმა ხელი აუკრა და აიცდინა. ეს ისე მარჯვედ
მოუვიდა, რომ ქების კიჟინა დასცეს.

მინამ ყიზილბაში მეორედ შეუტევდა შუბით, გოსტაშაბიშვილი


ცხენდაცხენ ეცა, წასწვდა, ერთი-ორი ღონივრად შეჰბღერტა და
ცხენიდან ძირს დასცა, ასე რომ დაცემულს ფეხზედ ადგომა
გაუძნელდა. ჩამოხტა ცხენიდან გოსტაშაბიშვილი, ააყენა
ყიზილბაში ფეხზე და უთხრა:

‘’– ნუ, გეშინია, მე თავს არ მოგჭრი. შენი თავი შენის


ვაჟკაცობისათვის მიპატიებია. ცოდვაა შენი გაფუჭება. წადი და
ღმერთმა გზა მშვიდობისა მოგცესო.’’

‘’– მეც სიცოცხლეს თუ ვისგანმე ვიჩუქებდი, მარტო შენისთანა


ვაჟკაცისაგანაო,’’ - უპასუხა ყიზილბაშმა, სალამი მისცა და
წავიდა.

თვალნათლივ ვხედავთ ქართველი ადამიანების ვაჟკაცობას და მათ


პატივისცემას სხვა ეროვნების, თუ რჯულის წარმომადგენელი
ვაჟკაცების მიმართ…

რაც შეეხება 21-ე საუკუნეს. საბედნიეროდ, დღეს რჯულის და


ეროვნების გამო დაპირისპირებები აქტუალური თემა აღარ არის,
თუმცა მაინც არის სამყაროს რაღაც ნაწილებში მსგავსი პრობლემა,
დისკრიმინაცია რჯულის, რელიგიის ან კანის ფერის გამო. 2014
წლის მაისში ამოქმედდა ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის
მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი
ფიზიკური და იურიდიული პირისთვის საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად
სარგებლობის უზრუნველყოფა.

ვაჟკაცობა? 21-ე საუკუნეში?! რა გითხრათ, ვაჟკაცობა ერთ-ერთი


ფასეული თვისებაა ადამიანში. ის აერთიანებს პიროვნებაში
ღირსებას,სამართლიანობას,ჰუმანურობას, პასუხისმგებლობას,
თავმდამბლობასა და კიდევ ბევრ სხვას... ,,ადამიანის
უძვირფასესი საუნჯე ვინაობაა." ამბობდა ილია. ზუსტად, ამ
საუნჯის მარგალიტია ვაჟკაცობა. დღეს, სამწუხაროდ, ბევრს აკლია
ვაჟკაცობა, თუმცა არიან დღესაც ვაჟკაცი ადამიანები, რომლებსაც
საკუთარი ფასეულობები, ღირებულებები, პრინციპები აქვთ, იციან
მეგობრის გვერდში დგომა, დაფასება, მტრის პატივისცემა და
კიდევ ბევრი რამ…

You might also like