You are on page 1of 2

გიორგი ოთიაშვილი

17.03.2023

პოლარიზაცია პირსა და საზოგადოებას შორის გადაულახავ უფსკრულს წარმოშობს

ინდივიდსა და საზოგადოებას შორის კონფლიქტი როდესაც პოლარიზაციაში გადაიზრდება,


ამის შემდეგ, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება მათი ერთად არსებობა. ამ დროს,
წარმოიშვება მართლაც გადაულახავი უფსკრული, რომელიც შეუძლებელს ხდის მათ
თანაარსებობას. შედეგად, ამ ორთაბრძოლაში აუცილებლად იგებს ერთი და აგებს მეორე.
ძირითადად, ინდივიდისა და საზოგადოების შეჭიდების შემდეგ გამარჯვებული
საზოგადოება გამოდის რიცხობრივი სიმრავლის გამო.

ჩვენი მოსაზრების დასამტკიცებლად, განვიხილოთ ნაწყვეტი ვაჟა-ფშაველას მოთხრობიდან


„სტუმარ-მასპინძელი“. ნაწარმოების პროტაგონისტი, ქისტი ეროვნების ჯოყოლა, პატიოსანი
და მორალურ-ზნეობრივი თვალსაზრისით ძალზე პატივსაცემი ვაჟკაცი გახლდათ. ჩვენთვის
უცნობი მიზეზების გამო, ნაწარმოებიდან ვიგებთ რომ ჯოყოლას თავისი პრინციპების გამო
სოფელთან ადრეც ჰქონია შეკამათება: „...წინად ხომ ბევრჯერ აგვრია...“. ფაქტია, რომ
საზოგადოებას ჯოყოლაზე არც თუ ისე კარგი შეხედულება აქვს. ჯოყოლასა და
საზოგადოების შორის კონფლიქტი კულმინაციას მიაღწევს მაშინ, როდესაც ჯოყოლა
ქისტების მოსისხლე მტერს, ხევსურ ზვიადაურს სახლში უმასპინძლებს. ჯოყოლა სტუმარ-
მასპინძლური ადათის მკაცრი დამცველი აღმოჩნდება: „...დღეს სტუმარის ის ჩემი, თუნდ
ზღვა ემართოს სისხლისა...“. საბოლოოდ სოფელი ჯოყოლას ამას არ აპატიებს და მათ შორის
მართლაც გადაულახავი უფსკრული წარმოიშვება. ამ მომენტიდან შეუძლებელი გახდა
ჯოყოლასა და სოფელს შორის მშვიდობიანი თანაარსებობა. ჯოყოლასა და საზოგადოებას
შორის ჭიდილს, რა თქმა უნდა ჯოყოლას სიცოცხლე ეწირება.

პარალელის გავლება შეიძლება ოთარ ჭილაძის პოემასთან „ადამიანი გაზეთის სვეტში“.


ნაწარმოების მიხედვით, პანამის არხის ზონაში მომხდარი სისხლისმღვრელი შეტაკების
დროს, დაღუპულ ჯარისკაცთაგან ერთი, კრუს ხიმენესი, თავისიანებმა მოკლეს. მან არ
ინდომა მონაწილეობა მიეღო პანამელი პატრიოტების დასჯაში. ფაქტია რომ აქაც წარმოიშვა
კონფლიქტი საზოგადოებასა და ინდივიდს შორის, რომელიც გადაულახავი უფსკრული
გახდა. კრუს ხიმენესი – თბილ ხნულში გაღვივებული მარცვალი – პანამელთა თავისუფლებას
ეწირება. ის ხვდება: „ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას, მონაა ისიც“. ხიმენესისა და
საზოგადოებას შორის კონფლიქიტიდან გამარჯვებული კვლავ საზოგადოება გამოდის.

თანამედროვეობაში საკმაოდ ხშირია ინდივიდისა და საზოგადოების დაპირისიპირების


შემთხვევები. ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული შემთხევევაა პეტ ტილმანის სიკვდილი.
ტილმანი ამერიკელი ფეხბურთელი იყო როდესაც 11 სექტემბერს, ტერორისტებმა, ნიუ-
იორკში ტერაქტი მოაწყვეს. ქვეყანაში პატრიოტული გრძნობების და საერთო ვნებათაღელვის
ფონზე ტილმანი არმიაში ჩაეწერა. მან რამდენიმე თვე ავღანეთში გაატარა და როდესაც
საკუთარი თვალებით ნახა ომის უბედურებანი მისი აზროვნება შეიცვალა. პარალელურად,
იმავე რეგიონში, ერაყში, ახალი ომის დაწყებას კატეგორიულად შეეწინააღმდეგა.
თავდაპირველად არმია ტილმანის სიკვდილის მიზეზის გადაფარვას შეეცადა, თუმცა,
გარკვეული ხნის შემდეგ, ნათელი გახდა რომ, იგი თავად საკუთარმა ქვედანაყოფმა, სწორედ
განსახვავებული აზროვნების გამო დახვრიტა. ტილმანის სიკვდილი ნათელი მაგალითია
საზოგადოებასა და პიროვნებას შორის პოლარიზაციის მიერ წარმოშობილი უფსკრულისა.
აღნიშნული კონფლიქტი კი რა თქმა უნდა, უმეტესად, საზოგადოების გამარჯვებით
მთავრდება.

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებასა და ინდივიდს შორის პოლარიზაცია


მართლაც გადაულახავ უფსკრულს წარმოშობს. ეს უფსკრული კი შეუძლებელს ხდის მათ
ერთობლივ თანაარსებობას. აღნიშნული მოსაზრების ჭეშმარიტების მყარი დადასტურებაა
როგორც ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“, ასევე ოთარ ჭილაძის „ადამიანი გაზეთის
სვეტში“. რამდენიმე წლის წინ მომხდარი პეტ ტილმანის შემთხვევა კი ნათელი მაგალითია
იმ ფაქტისა, რომ აღნიშნულ პრობლემას აქტუალობა დღესდღეობითაც არ დაუკარგავს.

You might also like