You are on page 1of 2

“სოციალური უსამართლობის საკითხი კაცია ადამიანში”

რა არის სოციალური უთანასწორობა?უთანასწორობა ალბათ ის პრობლემაა, რაც ადამიანებს


ისტორიულად ყველაზე მეტად გვაწუხებს და ყველაზე რთულად ვებრძვით. უთანასწორობა,
უპირველესად, უსამართლობასთან ასოცირდება.ვხვდებით თუ არა უთანასწორობას
დღესდღეობით?ყოველდღე,თუნდაც ქუჩაში,თუნდაც ეს იქნება სოციალური
უთანასწორობა,თუნდაც რაღაც კონკრეტული რასის დაკმნინება,ან ფენის.ყოველდღიურად
ვრწმუნდებით, რომ სამყარო ფერადი კი არა შავ-თეთრია.ეს არის კაცობრიობის ყველაზე
მნიშვნელოვანი და რთულად მოსაგვარებელი პრობლემა.
ილია ჭავჭავაძე,სწორედ ამ პრობლემას ებრძვოდა.მას სძაგდა ეს უსამართლობა და
ყველანაირად ცდილობდა ამ წყობის ჩამონგრევას.მისთვის სოციალური
უთანასწორობა,კაცის ცხოვრების შემფერხებელი იყო.მისთვის სწორედ ეს
წყობა,”ბატონყმობა”,ძირგამომპალი ურთიერთობაა,რომელიც აფერხებს წინ
სვლას.ილიასთვის ყველა ადამიანი იყო თანასწორი,მისთვის არ არსებობდა ფენა,მისთვის
არსებობდა უბრალოდ ადამიანი,რომელიც ერთი მეორის სწორი იყო.ის თვლიდა, რომ
შრომის ახსნა იყო ტვირთი ძლევამოსილი ამ საუკუნის.მისი მიზანიც, სწორედ ქართველი
ხალხის შეკრება,გაერთიანება და გვერდში დგომა იყო,ეს ბატონყმობა კი ყველაფერს ხელს
უშლიდა.
ბატონყმობის იმ დროინდელი რეალობა,კარგად ჩანს მის ნაწარმოებში,”მგზავრის
წერილები” და “კაცია ადამიანი”.მწერლისთვის ეს თემა იმდენად მნიშვნელოვანი იყო,რომ
თითქმის ყველა ნაწარმოებში ეხებოდა მას.ამ ნაწარმოებში კარგად ჩანს ასევე ჭავჭავაძის
დამოკიდებულებაც.დღეს განვიხილოთ “კაცია ადამიანი”.
ზოგადად ეს ნაწარმოები ძალიან დამაფიქრებელი და ვრცელი თემატიკით
გამოირჩევა.ერთ-ერთი წინა პლანზე წამოწეული თემა სწორედ ესაა,სოციალური
უთანასაწორობა.ნაწარმოების წაკითხვისას, ხშირად ვხვდებით სცენებს, სადაც ეს ყოველივე
პირნათლად სჩანს.ამ პრობლემის არსებობა დასტურდება დარეჯანის შემდენი
სიტყვებით:”თავადს-თავადობა უნდა ეტყობოდეს და გლეხს-გლეხობა”.აქ ჩანს მათი
ქედმაღლობა და ის ფაქტი,რომ მათ საკუთარი თავი უპირატესებად მიაჩნიათ.ლუარსაბის
უმნიშვნელოვანესი სადარსებელი გახლდათ შემდეგი:”ამას იქით გმეხი და თავადი რით
უნდა გაირჩიოს.გლეხიცა გზავნის ურმებს ქირაზედ და თავადიშვილიცა,ისიც ქირითა
სცხოვრობს და ესეცა.რით უნდა გაირჩიოს?”სწორედ ეს იყო მისთვის მთავარი კითხვა,”რით
უნდა გაირჩიოს?”.იქნებ საერთოდ არ არის საჭირო ადამიანების გარჩევა ქონებით?იქნებ კი
არა ილია ზუსტად ამას გვანახებს,რომ კატეგორიულად წინააღმდეგია ამდაგვარი
გარჩევის.მათი ქედმაღლური დამოკიდებულება ასევე,შეგვიძლია დავინახოთ ელოსაბედის
სიტყვებში “გლეხები არიან,მალე დაიჯერებენ ტყუილსაც და მართალსაც”.მათთვის გლეხები
უბრალო სულელი მოქალაქეები იყვნენ,რომლებსაც უბრალოდ ფიზიკური სამუშაობს
შესრულების დატვირთვა ჰქონდათ.თავადაზნაურები გლეხების განთავისუფლებას
აიგივებდნენ მეორედ მოსვლასთან.ლუარსაბს გამაოგნებელი საბუთი მოაქ თუ რატო ხდება
წუთისოფელში,ყველაფერი ისე როგორც ხდება,კერძოდ სწორედ ეს ფენობრიცი დაყოფა.ის ამ
ყველაფერს აიგივებს თითებთან,აქ ჩანს უსამართლობასთან ერთად მისი
გაუნათლებლობა.”ერთი დიდია,მეორე პატარა.რისთვის?ამისთვის,რომ ღმერთს აგრე
გაუჩენია,დიდი და პატარაობა ყველგან უნდა იყოს.”ამ სულელურ ვითომ გამჭრიახ
შედარებაზე,გლეხ დათოსაც აქვს პასუხი :”დიდიც არის,პატარაც,მაგრამ,დაილოცა ღვთის
სამართალი,ისე გაუჩენია,რომ ერთმანეთს არ უშვლიან”.ილია თოთქოს დათოს პირით
ალაპრაკდა.ამ წინადადებაში კარგად ჩანს თვითონ ავტორის
დამოკიდებულებაც.თავადაზნაურებს გლეხობას სიკვდილი ურჩევნიათ და მათთვის ეს
წოდება იმდენად უღირსია, რომ სიტყვებითაც ვერ ავღწერ.
რაც შეეხება თავად ნაწარმოების ავტორს,ილიას,ის დაგვანახებს ასე ვთქვათ მონეტის
ორივე მხარეს.ის გამოყობს ყოველივე ფენის ცუდს,რითიც დაგვანახებს იმას, რომ ფენას
არანაირი გადამწყვეტი და ფასეული მნიშვნელობა არ აქვს.ორივე ფენა მსგავსია,ორივე ფენა
შედგება ადამიანიანებისგან და ადამიანების განსხვავება ქონების გამო,სრულიად
დაუშვებელია.ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში ,რომ ლუარსაბისა და ზოგადად მაღალი
ფენის დაკმნინებით ავტორი არ შემოიფარგლება და ამასთან ერთად განსჯის დაბალ
ფენასაც.ამ დაბალი ფენის განსჯის ფაქტს,ვაწყდებით თუნდაც ლამაზისეულის აღწერისას.ეს
ერთი და სხვა მრავალი ფაქტიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ილია ადამიანებს არ ათავსებს
ყუთში ,მხოლოდ და მხოლოდ მათი ქონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით.
როგორც უკვე ვხვდებით,ილიასთვის სოციალური უთანასწორობა მნიშვნელოვანი და
მოსაგვარებელი საკითხია,ამის ასპექტებს კი ტექსტშიც ვხვდბით.ილია ბოლო თავში
გვეუბნება,რომ ეს ნაწარმოები ჩვენი სარკეა,მაგრამ დასაფიქრებელია ისიც, რომ “კაცია
ადამიანი”, ილიას სარკეც არის.კონკრეტულად მისი
ფასეულობების,იდეოლოგიების,ფიქრებისა და შეხედულებების.ეს ნაწარმოები კარგად
ირეკლავს მათ.

You might also like