You are on page 1of 2

,, არ უკიჟინო სატრფოო ’’

,,არ უკიჟინო სატრფოო’’ ნიკოლოზ ბარათაშვილის ის ლექსია,


რომელიც გამოხატავს პოეტის განსაკუთრებულ გრძნობებსა და
შეხედულებას ამ საკითხისადმი.
ლექსი ,,არ უკიჟინო, სატრფოო” წარმოგვიდგენს სიყვარულს,
როგორც უკვდავებასთან, მარადისობასთან და უსასრულობასთან
ზიარებას, როგორც მარადისობის სავანეს, უსასრულობის ცოცხალ
ხორცშესხმას. რასაკვირველია, ნაგულისხმევია არაჩვეულებრივი,
განსაკუთრებული სიყვარული, დიდი, მძლავრი, ,,უკვდავი” გრძნობა.
,,არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულის-
თქმა:
მოკვდავსა ენა არ ძალ-უძს უკვდავთა გრძნობათ
გამოთქმა!”
შემდეგ ლექსში სწორედ ასეთი ,,უკვდავი” გრძნობაა
ამეტყველებული. ეს განხორციელებულია ისე, რომ იქმნება
მარადიულობის, უსასრულობის ცოცხალი ხატი. ლექსში, სიყვარულით
გამოწვეული განწყობილება გადადის რაღაც ყოვლისშემძლე და
ყოვლისმომცველ სულიერ ენერგიაში, ხოლო ეს უკანასკნელი,
როგორც გრანდიოზული აფეთქებები მზის ზედაპირზე, მიმემართება
არა პოეტის ინტიმური სამყაროს სიღრმეებისკენ, არამედ თითქოს
უსაზღვროდ ვრცელ ,,კოსმიურ’’ სივრცეს განეფინება. ბარათაშვილი
მზერას მიმართავს კოსმოსის და ბუნების ისეთი ფენომენებისკენ,
რომლებიც მარადიულად იმყოფობიან სამყაროში. ასევე პოეტი
მიიჩნევს, რომ სიყვარული არის უკვდავი გრძნობა რომელიც
ჩვეულებრივ მოკვდავებს არ შეუძლიათ გამოთქვან.რომ შევაჯამოთ,
პოეტის აზრით სიყვარული არის მარადისობის, უსასრულობის
ამქვეყნიური, რეალური გამოვლინება და გამოხატულება, ადამიანის
მარასიდობაში დამკვიდრების ფორმა, ამაოების და შეზღუდულობის
გადამლახავი ძალა.
როგორც უკვე აღვნიშნე ამ ლექსის მთავარი თემა არის სიყვარული.
პოეტი ამ გრძნობის გამოსახატავად არაერთ მხატვრულ ხერხს
იყენებს, მათ შორის არის ეპითეტები:,,მგოსანი’’, ,,უკვდავი’’, ,,
მშვენიერი’’, ,,ცისიერი’’, ,,უხრწნელი’’ და მრავალი სხვა.

You might also like