You are on page 1of 6

ძალა. მასა. წონა. ნიუტონის კანონები.

სხეულის მოძრაობისას მისი სიჩქარე  ⃗v  იცვლება როგორც მოდულით, ასევე


მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ სხეული მოძრაობს გარკვეული a⃗  აჩქარებით. 
კინემატიკაში არ ისმის კითხვა სხეულის მოძრაობის გამომწვევი ფიზიკური
მიზეზების შესახებ. სხეულის სიჩქარის ნებისმიერი ცვლილება სხვა სხეულის
ზემოქმედებითაა გამოწვეული. დინამიკა  ერთი სხეულის მეორეზე ზემოქმედებისას
სხეულის მოძრაობის ხასიათის განმსაზღვრელ მიზეზებს განიხილავს.
მექანიკის ნაწილს, რომელიც სხეულების ურთიერთქმედებას შეისწავლის, დინამიკა
ეწოდება.
დინამიკის კანონები, 1687 წელს, ი.ნიუტონის მიერ იქნა აღმოჩენილი. მის მიერ
ჩამოყალიბებული კანონები ე.წ. კლასიკური მექანიკის საფუძველს წარმოადგენს. კლასიკური
მექანიკის კანონები სამართლიანია მხოლოდ მცირე (სინათლის c სიჩქარეზე გაცილებით
ნაკლები) სიჩქარის მქონე სხეულების მოძრაობისთვის.
უმარტივეს მაქანიკურ სისტემას იზოლირებული სხეული წარმოადგენს, ე.ი. სხეული
რომელზეც სხვა სხეული არ მოქმედებს. რადგანაც მოძრაობა და უძრაობა ფარდობითია, 
სხვადასხვა ათვლის სისტემებში  იზოლირებული სხეულის მოძრაობა იქნება
სხვადასხვაგვარი. ერთ ათვლის სისტემაში  სხეული შეიძლება იყოს უძრავი ან მოძრაობდეს
თანაბარი სიჩქარით, ხოლო მეორეში იგივე სხეული შეიძლება მოძრაობდეს აჩქარებულად.
ათვლის სისტემათა დიდი მრავალფეროვნებიდან გამოვყოფთ ე.წ. ინერციულ სისტემებს.
სხეულის თვისებას შეინარჩუნოს საკუთარი სიჩქარე, თუ მასზე სხვა სხეული არ
მოქმედებს, ინერცია ეწოდება.
ნიუტონის პირველი კანონი, იგივე ინერციის კანონი, შეიძლება ჩამოყალიბებული
იქნეს შემდეგი სახით:
არსებობს ათვლის ისეთი სისტემები, რომლის მიმართ სხეული უძრავია, ან მოძრაობს
წრფივად და თანაბრად თუ მასზე სხვა სხეული არ მოქმედებს, ან მათი მოქმედება
კომპესირებულია.
მაგალითად, სხეულებს ინერციის თვისება რომ არ ჰქონოდათ, შეჯახების შემდეგ
კაცუნა სქეითბორდზე დარჩებოდა ფეხზე მდგომი, ხოლო მძღოლი კი - საჭესთან იჯდებოდა
უსაფრთხოდ.
არსებობს  უსასრულოდ ბევრი ინერციული სისტემა. მაგალითად, გზის წრფივ
მონაკვეთზე მუდმუვი სიჩქარით მოძრავ მატარებელთან დაკავშირებული სისტემა, ისევე
როგორც დედამიწასთან დაკავშირებული სისტემა მიახლოებით ინერციულია. ყველა
ინერციული ათვლის სისტემა ქმნის სისტემების კლასს, რომლებიც ერთმანეთის მიმართ
თანაბრად და სწორხაზოვნად მოძრაობენ.
ამგვარად, ინერციულ სისტემაში სხეულის სიჩქარის ცვლილება ყოველთვის მისი სხვა
სხეულებთან ურთიერთქმედების შედეგია. სხვა სხეულებთან ურთიერთმომქმედებაში მყოფი
სხეულის მოძრაობის რაოდენობრივი აღწერისათვის აუცილებელია ორი ახალი ფიზიკური
სიდიდის,  სხეულის ინერტული  მასისა  და  ძალის შემოტანა.
მასა – სხეულის თვისებაა, რომელიც მის ინერტულობას ახასიათებს. ერთმა სხეულმა,
მისი გარემომცველი სხვა სხეულების ზემოქმედების შედეგად  შეიძლება სწრაფად
შეიცვალოს სიჩქარე, ხოლო მეორემ იგივე პირობებში იგივე სხეულების ისეთივე
ზემოქმედებით – გაცილებით ნელა. ასეთ დროს ამბობენ, რომ ამ ორი სხეულიდან მეორეს
მეტი ინერტულობა ან, სხვა სიტყვებით მეტი მასა აქვს.
სხეულის მასა – სკალარული სიდიდეა.  თუ ორ, m1 და  m 2 მასების მქონე სხეულებს
შევაერთებთ შედგენილი სხეულის მასა   M ,  m 1 და m2  სხეულების მასების ჯამის
ტოლია:  M =m 1 +m 2
ძალა – სხეულების ურთიერთქმედების ოდენობის და სხეულის სიჩქარის
ცვლილების მიზეზს წარმოადგენს. ძალებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული ფიზიკური
ბუნება , შესაბამისად გვხვდება სხვადასხვა სახის ძალები, მაგალითად ხახუნის ძალა,
სიმძიმის ძალა, დაჭიმულობის ძალა და სხვა. ძალა ვექტორული სიდიდეა. ძალის ერთეული
არის  ნიუტონი (ნ). 1 ნიუტონი ეს ისეთი ძალაა, რომელიც 1 კგ მასის სხეულს 1  მ/წმ2 
აჩქარებას ანიჭებს.
თუ სხეულზე ერთდროულად მოქმედებს რამოდენიმე ძალა, მაშინ ამ სხეულზე
მომქმედი ყველა ძალის ვექტორულ ჯამს ტოლქმედი ძალა ეწოდება.
ნიუტონის მეორე კანონი – დინამიკის ძირითადი კანონია. ეს კანონი
მხოლოდ ათვლის ინერციულ სისტემებისათვისაა სამართლიანი.
ნიუტონის მეორე კანონის ფორმულირებამდე გავიხსენოთ რომ, დინამიკაში
შემოტანილია ორი ფიზიკური სიდიდე – სხეულის მასა და ძალა ⃗
F და მათი გაზომვის
ხერხები. ამ სიდიდეებიდან პირველი – (მასა) – სხეულის ინერტულობის თვისების
რაოდენობრივ მახასიათებელს წარმოადგენს. მეორე – (ძალა) – ერთი სხეულის მეორეზე
მოქმედების რაოდენობრივ ზომას.
ნიუტონის მეორე კანონი ბუნების ფუნდამენტალური კანონია; ის დაკვირვებითი
ფაქტების განზოგადოებას წარმოადგენს. ეს ფაქტები ორ კატეგორიად შეიძლება დაიყოს:
1. თუ სხვადასხვა მასის სხეულებზე ერთნაირი ძალით ვიმოქმედებთ, სხეულების
მიერ შეძენილი აჩქარება მასების უკუპროპორციული აღმოჩნდება:
1
როცა ⃗
F =const , მაშინ  a⃗
m
2. თუ სხვადასხვა სიდიდის ძალები ერთიდაიგივე სხეულზე მოქმედებენ, მაშინ
სხეულის აჩქარება მოდებული ძალის პროპორციულია
როცა m = const , მაშინ a⃗ ⃗
F
ამგვარი დაკვირვებების განზოგადოებით ნიუტონმა დინამიკის ძირითადი კანონი
შემდეგნაირად ჩამოაყალიბა:
ძალა, რომელიც სხეულზე მოქმედებს, ტოლია სხეულის მასისა და ამ ძალის
მოქმედებით მინიჭებული აჩქარების ნამრავლისა:

F =m ⃗a
სწორედ ეს არის ნიუტონის მეორე კანონი. იგი სხეულის აჩქარების გამოთვლის
საშუალებას იძლევა, თუ ცნომილია სხეულის მასა m  და მასზე მოქმედი ძალის სიდიდე ⃗
F.

F
a⃗ =
m
თუ სხეულზე ერთდოულად რამოდებიმე ძალა მოქმედებს (მაგ,⃗
F1, ⃗
F2 , ⃗
F3 ¿  მაშინ
ნიუტონის მეორე კანონის  ფორმულაში ⃗
F  ძალად უნდა იგულისხმებოდეს ყველა ძალის
ტოლქმედი: ⃗
F =⃗
F 1+ ⃗
F 2+ ⃗
F3
თუ ტოლქმედი ძალა ⃗
F =0 , მაშინ სხეული უძრავი რჩება ან აგრძელებს მოძრაობას
წრფივად და თანაბრად. ამგვარად,  ნიუტონის მეორე კანონი ფორმალურად მოიცავს
ნიუტონის პირველ კანონს, როგორც კერძო შემთხვევას, მაგრამ პირველ კანონს გააჩნია ღრმა
ფიზიკური არსი – იგი ინერციული ათვლითი სისტემების არსებობას უკეთებს
პოსტულირებას.
მასის ცნება შემოტანილი იყო ორი ურთიერთმოქმედი სხეულის აჩქარებების
გაზომვებით მიღებული გამოცდილების საფუძველზე: ურთიერთმოქმედი სხეულების მასები
უკუპროპორციულია აჩქარებების რიცხვითი მნიშვნელობებისა
m 1 −a 2
= ; m1 a1 =−m 2 a 2
m2 a 1
ვექტორული ფორმით ეს განტოლება ასე გამოისახება:
m1 ⃗a1=−m2 ⃗a2
ნიშანი „მინუსი“ აქ იმ გამოცდილებით ფაქტზე მიუთითებს, რომ ურთიერთმოქმედი 
სხეულების აჩქარებები ყოველთვის ურთიერთსაწინააღმდეგოდაა მიმართული. ნიუტონის
მეორე კანონის თანახმად, სხეულების აჩქარებები გამოწვეულია სხეულების
ურთიერთქმედებით აღძრული ძალებით:

F 1=m1 a⃗ 1 ; ⃗
F 2=−m2 ⃗a2
აქედან გამომდინარეობს, რომ

F 1=−⃗
F2
ამ ტოლობას ნიუტონის მესამე კანონი ეწოდება.
სხეულები ურთიერთქმედებენ მოდულით ტოლი და ურთიერთ საწინააღმდეგოდ
მიმართული ძალებით.

ნიუტონის მეორე კანონის მიხედვით სხეულის მოძრაობის ცვლილების მიზეზს, ე.ი.


სხეულის აჩქარების მიზეზს ძალა წარმოადგენს. მაქანიკაში სხვადასხვაგვარი ბუნების
ძალები განიხილება. მრავალი მექანიკური მოვლენა და პროცესი
განისაზღვრება მიზიდულობის  ძალის მოქმედებით.
მსოფლიო მიზიდულობის კანონი ნიუტონის მიერ 1682 წელს იქნა აღმოჩენილი. ჯერ
კიდევ 1665 წელს, 23 წლის ნიუტონი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ძალები, რომლებიც
მთვარეს აკავებენ ორბიტაზე იგივე ბუნებისაა, როგორიც ძალა რომლის მოქმედებითაც ვაშლი
ვარდება დედამოწაზე. მისი ჰიპოთეზის თანახმად, სამყაროს ყველა სხეულს შორის
მოქმედებს მიზიდულობის ძალები (გრავიტაციის ძალები), რომლებიც მასათა
ცენტრების შემაერთებელი წრფის გასწვრივაა მიმართული. იგი პლანეტების მოძრაობის
კანონებზე დაყრდნობით ცდილობდა განესაზღვრა მათზე მომქმედი ძალები. ასეთ
მიდგომას მექანიკის შებრუნებულ ამოცანას  უწოდებენ. ამ ამოცანის ამოხსნამ ნიუტონი
მსოფლიო მიზიდულობის კანონის აღმოჩენამდე მიიყვანა.
ყოველი სხეული მიიზიდავს ერთმანეთს ძალით, რომელიც მათი მასების
პირდაპირპროპორციული  და მათ შორის მანძილის უკუპროპორციულია:
m1 m2

F =G
r2
ბუნებაში ყველა სხეულისათვის პროპორციულობის კოეფიციენტი G  ერთნაირია.
მას გრავიტაციულ მუდმივას უწოდებენ და რიცხობრივად G = 6,67·10–11 ნ·მ2/კგ2  
წონის ცნება ფართოდ გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში და უნდა შეგვეძლოს
სიმძიმის ძალა  m ⃗
g, რომლითაც სხეული მიიზიდება დედამიწის მიერ,
განვასხვავოთ სხეულის წონისგან.
სხეულის წონა  ეწოდება ძალას, რომლითაც სხეული, მისი დედამიწის მიერ
მიზიდულობის გამო, მოქმედებს საყრდენზე ან საკიდზე. ამასთან, სხეული უძრავია
საყრდენისა ან საკიდის მიმართ.
ნიუტონის მესამე კანონის თანახმად სხეული საყრდენზე მოქმედებს ⃗ P  ძალით,
რომელიც სიდიდით საყრდენის რეაქციის ძალის (⃗ N ) ტოლია და საწინააღმდეგოთაა
მიმართული: ⃗ P =-⃗
N . განსაზღვრების თანახმად, სწორედ ⃗
P  ძალას უწოდებენ სხეულის წონას,
ანუ ⃗
P= ⃗
F ს=m ⃗g  ე.ი. სხეულის ⃗
P  წონა ტოლია სიმძიმის ძალისა m ⃗g  , მაგრამ ეს ძალები
სხვადასხვა სხეულზეა მოდებული!

ენერგია. მექანიკური ენერგიის სახეები.

ენერგია -  ფიზიკური სიდიდეა, რომელიც ახასიათებს სხეულის ან სხეულთა


სისტემის მდგომარეობას მათი მოძრაობით და ურთიერთქმედებით. ენერგია არის სხეულის
უნარი შეასრულოს მუშაობა. მექანიკაში სხეული ან სხეულთა სისტემა განისაზღვრება
სხეულთა ურთიერთგანლაგებით და მათი სიჩქარეებით. სხეულის მდგომარეობის
ცვლილებისას (ენერგიის ცვლილებისას) სრულდება მექანიკური მუშაობა. ამდენად
სისტემის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლისას ენერგიის ცვლილება გარე
ძალების მუშაობის ტოლია. მექანიკური მუშაობა არის  სხეულის ენერგიის ცვლილების
ზომა.
თუ m  მასის სხეული მასზე მოდებული ძალების მოქმედებით მოძრაობს და მისი
სიჩქარე  v1 –დან   v 2–მდე იცვლება, ძალები გარკვეული  A  მუშაობას ასრულებენ.
მოდებული ყველა ძალის მიერ შესრულებული სრული მუშაობა ამ ძალების
ტოლქმედი ძალის მიერ შესრულებული  მუშაობის ტოლია. ძალის ეს მუშაობა შეიძლება ასე
ჩაიწეროს A=FS. თანაბარაჩქარებული მოძრაობის გადაადგილება   S გამოისახება
ფორმულით
v 22−v 21
S=
2a

აქედან გამომდინარეობს, რომ

2 2 2 2
v 2−v1 m v 2 m v 1
A=FS=ma = −
2a 2 2
ეს გამოსახულება უჩვენებს, რომ ძალის (ან ძალების ტოლქმედის) მიერ
შესრულებული მუშაობა დაკავშირებულია სიჩქარის კვადრატის ცვლილებასთან (და არა
თვით სიჩქარესთან). ფიზიკური სიდიდეს, რომელიც სხეულის მასის მისი სიჩქარის
კვარატზე ნამრავლის ნახევრის ტოლია სხეულის კინეტიკურ ენერგიას უწოდებენ:
2
mv
E კ=
2
კინეტიკური ენერგია – მოძრაობის ენერგიაა.   სიჩქარით მოძრავი  მასის სხეულის
კინეტიკური ენერგია იმ მუშაობის ტოლია, რომელიც უნდა შეასრულოს უძრავ სხეულზე
მოდებულმა ძალამ, სხეულისათვის  ასეთი სიჩქარის მისანიჭებლად.
ფიზიკაში კინეტიკურ ანუ მოძრაობის ენერგიასთან ერთად მნიშვნელოვან როლს
ასრულებს პოტენციური ენერგიის ან ურთიერთქმედების ენერგიის ცნება.
პოტენციური ენერგია სხეულების ურთუერთგანლაგებით განისაზღვრება
(მაგალითად, სხეულის მდებარეობით დედამიწის ზედაპირის მიმართ). პოტენციური
ენერგიის ცნება მხოლოდ იმ ძალებისათვის შეიძლება იყოს შემოტანილი, რომელთა მიერ
შესრულებული მუშაობა ტრაექტორიაზე არ არის დამოკიდებული და მხოლოდ სხეულის
საწყისი და საბოლოო მდებარეობით განისაზღვრება. 
ვთქვათ სხეული თავისუფლად ვარდება დედამიწის ზედაპირიდან h1  დონიდან h2  
დონეზე,  მაშინ სიმძიმის ძალა შეასრულებს მუშაობას, რომელიც გამოითვლება ფორმულით:

A=−mg ( h2−h 1) =−(mg h2−mg h1)


ეს მუშაობა ტოლია  საწინააღმდეგო ნიშნით აღებულ mgh  სიდიდისა. ამ ფიზიკურ
სიდიდეს სიმძიმის ძალის ველში სხეულის პოტენციურ ენერგიას უწოდებენ:
Eპ =mgh
იგი ტოლია იმ მუშაობისა, რომელსაც სიმძიმის ძალა ნულოვან დონეზე დაშვების
დროს ასრულებს.

SI სისტემაში ენერგიის ერთეული არის ჯოული.

თუ ჩაკეტილ მექანიკურ სისტემაში სხეულები ურთიერთქმედებენ მხოლოდ


მიზიდულობისა და დრეკადობის ძალების საშუალებით, მაშინ მათ მიერ შესრულებული
მუშაობა, აღებული საწინააღმდეგო ნიშნით, ამ სხეულების პოტენციური ენერგიის
ცვლილების ტოლია
A=−¿)
კინეტიკური ენერგიის თეორემის მიხედვით, ეს მუშაობა სხეულების კინეტიკური
მუშაობის ცვლილების ტოლია.
A=E კ2−E კ1
აქედან გამომდინარე:

E კ 2−E კ1 =−¿ ¿

ჩაკეტილი მექანიკური სისტემის შემადგენელი და მიზიდულობისა და დრეკადობის


ძალების საშუალებით ურთიერთქმედი სხეულების კინეტიკური და პოტენციური
ენერგიების ჯამი უცვლელი რჩება.
ეს ფორმულირება მექანიკური პროცესებში ენერგიის მუდმივობის
კანონს წარმოადგებს. ის ნიუტონის კანონების შედეგია.  E=Eპ + E კ ჯამს სრულ მექანიკურ
ენერგიას უწოდებენ.

იმპულსი. იმპულსის შენახვის კანონი


ვთქვათ  m მასის სხეულზე  რაღაც მცირე ∆ t  დროის განმავლიბაში მოქმედებს ძალა ⃗
F.  
ამ ძალის მოქმედებით სხეულის სიჩქარე იცვლება  ∆ ⃗v =⃗v 2−⃗v 1. აქედან გამომდინარე, ∆ t  
დროის განმავლობაში სხეული მოძრაობს აჩქარებით
∆ ⃗v ⃗v 2−⃗v 1
a= =
∆t ∆t
დინამიკის ძირითადი კანონიდან (ნიუტონის მეორე კანონი) გამომდინარეობს, რომ


F =m ⃗a=m ( ⃗v ∆t−⃗v )
2 1

ან

F ∆ t=m ⃗v2 −m ⃗v 1=m ∆ ⃗v =∆ ( m ⃗v )
ფიზიკურ სიდიდეს, რომელიც სხეულის მასისა და მისი სიჩქარის ნამრავლის
ტოლია, სხეულის იმპულსი  (ან სხეულის მოძრაობის რაოდენობა) ეწოდება. სხეულის
იმპულსი ვექტორული სიდიდეა. იმპულსის ერთეული SI  სისტემაშიკილოგრამი-მეტრი/
წამშია (კგ.მ/წმ).
სხეულის იმპულსის (მოძრაობის რაოდენობის) ცვლილება  ძალის იმპულსის ტოლია.
ძალის იმპულსი აღვნიშნოთ ⃗
P –თი და მეორე კანონი შეიძლება ასე ჩაიწეროს:

F ∆ t=∆ ⃗
P
სხეულების ურთიერთქმედებისას ერთი სხეულის იმპულსი შეიძლება, ნაწილობრივ
ან სრულად, გადაეცეს მეორე სხეულს. თუ სხეულიბის სისტემაზე სხვა სხეულიბის მხრიდან
გარე ძალები არ მოქმედებენ, მაშინ ასეთ სისტემას ჩაკეტილი სისტემა ეწოდება.
ჩაკეტილ სისტემაში შემავალი ყველა სხეულის იმპულსების ვექტორული ჯამი, ამ
სისტემის სხეულების ნებისმიერი ურთიერთქმედებისას უცვლელი რჩება.
ბუნების ამ ფუნდამენტალურ კანონს იმპულსის
მუდმივობის (შენახვის)
კანონს უწოდებენ. ის ნიუტონის მეორე და მესამე კანონების შედეგს წარმოადგენს.
განვიხილოთ ჩაკეტილ სისტემაში შემავალი რაიმე ორი სხეული. ამ სხეულების
ურთიერთქმედების ძალები აღვნიშნით ⃗ F 1 და ⃗ F 2 ნიუტონის მესამე კანონის
თანახმად ⃗
F 2=−⃗
F1  თუ ეს სხეულები t  დროის განმავლობაში ურთიერთქმედებენ, მაშინ
ურთიერთქმედების ძალების იმპულსები მოდულით ტოლია და საპირისპიროდაა
მიმართული: ⃗
F 2 t=− ⃗
F 1 t . ამ სხეულიბის მიმართ გამოვიყენოთ ნიოტონის მეორე კანონი
F 1 t=m 1 ⃗v́ 1−m 2 ⃗v 1 ;

F 2 t=m1 ⃗v́ 2−m2 ⃗v 2



ეს ტოლობა ნიშნავს, რომ ორი სხეულის ურთიერთქმედების შედეგად მათი ჯამური
იმპულსი არ იცვლება. ჩაკეტილ სისტემაში სხეულთა წყვილის ნებისმიერი სახის
ურთიერთქმედების განხილვიდან შეიძლება გავაკეთოდ დასკვნა, რომ ჩაკეტილ სისტემის
შინაგან ძალებს არ შეუძლიათ ჯამური იმპულსის, ე.ი. სისტემაში შემავალი ყველა სხეულის
იმპულსების ვექტორული ჯამის შეცვლა.

You might also like