You are on page 1of 3

1.11.

წონა და უწონობა
სიმძიმის ძალა 𝑚𝑚𝑔𝑔⃗, რომლითაც დედამიწა მიიზიდავს სხეულებს, უნდა განვასხვავოთ
სხეულის წონისგან. წონის ცნება ფართოდ გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სხეულის წონა ეწოდება ძალას, რომლითაც სხეული დედამიწის მიზიდულობის გამო
ზემოქმედებს საყრდენზე ან საკიდელზე. ამასთან, ვგულისხმობთ, რომ სხეული
უძრავია საყრდენის (საკიდელის) მიმართ. ვთქვათ სხეული დევს დედამიწის მიმართ
უძრავ ჰორიზონტალურ მაგიდაზე (ნახ. 1.11.1). ჩავთვალოთ, რომ დედამიწასთან
დაკავშირებული ათვლის სისტემა ინერციულია. სხეულზე მოქმედებს
ვერტიკალურად ქვევით მიმართული სიმძიმის ძალა 𝑚𝑚𝑔𝑔⃗ და ზედაპირის
მართობულად, ანუ, ამ შემთხვევაში, ვერტიკალურად ზევით მიმართული საყრდენის
�⃗ ძალა. ეს ძალები ერთმანეთს აწონასწორებენ, ანუ 𝑚𝑚𝑔𝑔⃗ = −𝑁𝑁
რეაქციის 𝑁𝑁 �⃗. ნიუტონის
მესამე კანონის თანახმად სხეული ზედაპირს აწვება რაღაც 𝑃𝑃�⃗ ძალით, რომელიც
რეაქციის ძალის ტოლია მოდულით და მის საწინააღმდეგოდაა მიმართული 𝑃𝑃�⃗ = −𝑁𝑁 �⃗ .
განმარტების თანახმად 𝑃𝑃�⃗ არის წონა. ზემოთ მოყვანილი ტოლობებიდან
გამომდინარეობს, რომ 𝑃𝑃�⃗ = 𝑚𝑚𝑔𝑔⃗, ანუ სხეულის წონა მასზე მოქმედი სიმძიმის ძალის
ტოლია, მაგრამ ეს ძალები სხვადასხვა სხეულებზეა მოდებული!

ნახაზი 1.11.1.
�⃗ - საყრდენის
სხეულის წონა და სიმძიმის ძალა. 𝑚𝑚𝑔𝑔⃗ - სიმძიმის ძალა, 𝑁𝑁
რეაქციის ძალა, 𝑃𝑃�⃗ – სხეულის წონა
თუ სხეული უძრავად ჰკიდია ზამბარაზე, მაშინ საყრდენის რეაქციის ძალის როლს
ასრულებს ზამბარის დრეკადობის ძალა. ზამბარის გაჭიმვის მიხედვით შეიძლება
განვსაზღვროთ სხეულის წონა და მისი ტოლი დედამიწის მიზიდულობის ძალა.
სხეულის წონის გასაგებად შეიძლება აგრეთვე გამოვიყენოთ ტოლმხრებიანი სასწორი
მის ერთ ბოლოში დაკიდებული მოცემული სხეულის წონის მეორე ბოლოში
დაკიდებული საწონის წონასთან შედარების გზით. საწონების ჯამური წონით
სხეულის წონის გათანაბრებით ვაღწევთ სხეულის მასის გათანაბრებას საწონების
ჯამურ მასასთან დედამიწის მოცემულ წერტილში თავისუფალი ვარდნის აჩქარების
სიდიდის მიუხედავად. მაგალითად, 1კმ სიმაღლეზე ასვლისას ზამბარიანი სასწორის
ჩვენება იცვლება 0,0003-ჯერ ზღვის დონეზე მის ჩვენებასთან შედარებით. ამავე დროს
მხრებიანი სასწორის წონასწორობა ნარჩუნდება. ამიტომ მხრებიანი სასწორი არის
სხეულის მასის საწონების (ეტალონის) მასასთან შედარების გზით განსასაზღვრი
ხელსაწყო.
ეხლა განვიხილოთ შემთხვევა, როცა სხეული დევს საყრდენზე (ან ჩამოკიდებულია
ზამბარაზე) ლიფტის კაბინაში, რომელიც მოძრაობს დედამიწის მიმართ გარკვეული
𝑎𝑎⃗აჩქარებით. ლიფტთან დაკავშირებული ათვლის სისტემა არ არის ინერციული.
�⃗ საყრდენის რეაქციის ძალები, მაგრამ
სხეულზე ისევ მოქმედებენ 𝑚𝑚𝑔𝑔⃗ სიმძიმის და 𝑁𝑁
ეხლა ეს ძალები ერთმანეთს არ აწონასწორებენ. ნიუტონის მეორე კანონის თანახმად
�⃗ = 𝑚𝑚𝑎𝑎⃗, ანუ 𝑁𝑁
𝑚𝑚𝑔𝑔⃗ + 𝑁𝑁 �⃗ = 𝑚𝑚(𝑎𝑎⃗ − 𝑔𝑔⃗).

ძალა 𝑃𝑃�⃗, რომლითაც სხეული მოქმედებს საყრდენზე, ანუ სხეულის წონა, ნიუტონის
მესამე კანონის თანახმად უდრის −𝑁𝑁�⃗-ს. ამგვარად, აჩქარებულად მოძრავ ლიფტში
სხეულის წონაა

𝑃𝑃�⃗ = 𝑚𝑚(𝑔𝑔⃗ − 𝑎𝑎⃗).


ვთქვათ, 𝑎𝑎⃗აჩქარების ვექტორი მიმართულია ვერტიკალურად (ზევით ან ქვევით). თუ
𝑂𝑂𝑂𝑂 საკოორდინატო ღერძს მივმართავთ ვერტიკალურად ქვევით, მაშინ ბოლო
ვექტორული ტოლობა შეიძლება ჩაიწეროს სკალარულ ფორმაში:
𝑃𝑃 = 𝑚𝑚(𝑔𝑔 − 𝑎𝑎) (*)

ამ ფორმულაში სიდიდეები 𝑃𝑃, 𝑔𝑔, 𝑎𝑎 წარმოადგენენ 𝑃𝑃�⃗, 𝑔𝑔⃗ და 𝑎𝑎⃗ ვექტორების პროექციებს
𝑂𝑂𝑂𝑂ღერძზე. რადგან ეს ღერძი მიმართულია ვერტიკალურად ქვევით, 𝑔𝑔 = 𝑐𝑐𝑐𝑐𝑐𝑐𝑐𝑐𝑐𝑐 > 0,
ხოლო სიდიდეები 𝑃𝑃 და 𝑎𝑎 შეიძლება იყვნენ როგორც დადებითები, ისე უარყოფითები.
ვთქვათ, 𝑎𝑎⃗ აჩქარების ვექტორი მიმართულია ვერტიკალურად ქვევით, მაშინ 𝑎𝑎 > 0 (ნახ.
1.11.2).

ნახაზი 1.11.2.
სხეულის წონა აჩქარებით მოძრავ ლიფტში. 𝑎𝑎⃗ აჩქარების ვექტორი
მიმართულია ვერტიკალურად ქვევით. 1) 𝑎𝑎 < 𝑔𝑔, 𝑃𝑃 < 𝑚𝑚𝑚𝑚; 2) თუ 𝑎𝑎 < 𝑔𝑔,
𝑃𝑃 = 0 (უწონობა); 3) 𝑎𝑎 > 𝑔𝑔, 𝑃𝑃 < 0
(*) ფორმულიდან ჩანს, რომ თუ 𝑎𝑎 < 𝑔𝑔, მაშინ აჩქარებით მოძრავ ლიფტში სხეულის
წონა 𝑃𝑃 ნაკლებია სიმძიმის ძალაზე. თუ 𝑎𝑎 > 𝑔𝑔, მაშინ სხეულის წონა იცვლის ნიშანს. ეს
ნიშნავს, რომ სხეული აწვება არა ლიფტის კაბინის ძირს, არამედ ჭერს („უარყოფითი“
წონა). და ბოლოს, თუ 𝑎𝑎 < 𝑔𝑔, მაშინ 𝑃𝑃 = 0. სხეული თავისუფლად ვარდება ძირს
კაბინასთან ერთად. ასეთ მდგომარეობას უწონობა ეწოდება. მაგალითად, იგი
წარმოიქმნება კოსმოსურ ხომალდში მაშინ, როცა მისი რეაქტიული ძრავები
გამორთულია.
თუ 𝑎𝑎⃗ აჩქარების ვექტორი მიმართულია ვერტიკალურად ზევით (ნახ. 1.11.3), მაშინ 𝑎𝑎 <
0 და, ამგვარად, სხეულის წონა მოდულით ყოველთვის მეტი იქნება სიმძიმის ძალის
მოდულზე. სხეულის წონის ზრდას, რაც გამოწვეულია საყრდენის ან საკიდის
აჩქარებული მოძრაობით, გადატვირთვა ეწოდება. გადატვირთვას განიცდიან
კოსმონავტები როგორც რაკეტის აფრენისას, ისე დამუხრუჭებისას, როცა ხომალდი
შედის ატმოსფეროს მკვრივ ფენებში. დიდ გადატვირთვებს განიცდიან მფრინავები
უმაღლესი პილოტაჟის ფიგურების შესრულებისას, განსაკუთრებით ზებგერით
თვითმფრინავებზე.

ნახაზი 1.11.3.
სხეულის წონა აჩქარებით მოძრავ ლიფტში. 𝑎𝑎⃗ აჩქარების ვექტორი
მიმართულია ვერტიკალურად ზევით. სხეულის წონა მოდულით
თითქმის ორჯერ მეტია სიმძიმის ძალაზე (ორჯერადი გადატვირთვა)

You might also like