You are on page 1of 2

აკაკი წერეთელი თავისი სამყაროს ერთგვარ მოდელს ქმნის, რომელშიც

განსაზღვრავს ადამიანის დანიშნულებას, არსებობის აზრსა და მიზანს.

ეს ლექსი დაწერილია იმისათის, რომ დაგვანახოს ის ღირსეულობები, რომლებიც


ადამიანს უნდა გააჩნდეს, რათა სრულყოფილად იცხოვროს.

აკაკის ლექსში შემოაქვს თრობის კონცეპტი, როგორც ბედნიერება. თრობა ერთგვარი


მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი ივიწყებს პრობლემებს, ყოველდღიურ
წვრილმანებს. ლირიკული გმირს უნდა, შეიმეცნოს საკუთარი თავი და სამყარო,
გაიაზროს არსებობის აზრი და მიზანი. ის „თვრება“ რწმენით, ბუნების
მშვენიერებითა და სიყვარულით. ამ სამი კომპონენტის დახმარებით ეზიარება
სამყაროს და თავს მის ნაწილად აღიქვამს.

„სხვებმა სვან ღვინო, მე უღვინოდაც

მთვრალი ვარ პირად ბედნიერებით

და ნეტარებას მიმრავალკეცებს

მიდამო მისის მშვენიერებით“.

მისთვის სამყარო ერთი დიდი საიდუმლოა, რომელიც ადამიანს გამოცნობისკენ


უბიძგებს. პირველ რიგში, ამ საიდუმლოს ის ბუნებაში შეიგრძნობს. ლირიკული
გმირისთვის ბუნებასთან სიახლოვე, მასში ჩაწვდომა არის უმნიშვნელოვანესი
ღირებულება.

ამგვარად, ლექსში გამოიკვეთება: ბუნება, როგორც თავისთავადი ღირებულება და


დიდი საიდუმლოს მატარებელი. სწორედ ბუნება შეაგრძნობინებს ლირიკულ გმირს
ღვთის არსებობას. ლირიკული გმირი ამგვარად გამოხატავს თავის აღტაცებას:

„ვიშ, ამ საღამოს, მშვიდსა, საამოს,

ტკბილ ნეტარებით შეზავებულსა!..

რა უცნაურად, მაღლით ციურად

სამოთხისაკენ იტაცებს გულსა,”


იმისთვის, რომ თავისი საყვარელი ქალის მშვენიერება შეაგრძნობინოს მკითხველს,
ავტორი სამ დიდებულს ასახელებს: ნინო, თამარი და ქეთევანი. ამიტომაც
შეყვარებულში სწორედ მათ ანარეკლებს დაეძებდა და ხედავდა:

„როცა ჭაბუკი გამოუცდელი

მას თაყვანს ვცემდი თავდადებულად,

ვხედავდი ნინოს, თამარს, ქეთევანს,

იმაში შენათხზ-შეერთებულად“.

ჩემი აზრით ავტორი დამწუხრებულია იმის გამო, რომ სამშობლოა ტყვეშია და


გვაფიქრინებს ამ მწუხარებაზე ჩვენც. მწერალი გვაჩვენებს ცხოვრების არამარტო,
ბნელ და მკაცრ არამედ, ნათელ მხარესაც

You might also like