You are on page 1of 1

,,წონასწორობის ცნება ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალურია საბუნებისმეტყველო

მეცნიერებებში. ეს ეხება ნებისმიერ სისტემას, იქნება ეს პლანეტების სისტემა, თუ


სხვა. მაგრამ ყველაზე მარტივი გზა სისტემის წონასწორობის მდგომარეობის
გასაგებად არის მექანიკური წონასწორობის მაგალითი. მექანიკაში მიჩნეულია, რომ
სისტემა წონასწორობაშია, თუ მასზე მოქმედი ყველა ძალა მთლიანად
დაბალანსებულია ერთმანეთთან, ანუ ისინი აწონასწორებენ ერთმანეთს. თუ ამ
მაგალითად თუ წიგნს კითხულობთ წონასწორობის მდგომარეობაში ხართ, რადგან
მიზიდულობის ძალა, რომელიც ძირს გიბიძგებს, მთლიანად ბალანსდება სკამის
ზეწოლით თქვენს სხეულზე, რომელიც მოქმედებს ქვემოდან ზემოთ. თქვენ არ
ეცემით და არ აფრინდებით ზუსტად იმიტომ, რომ წონასწორობის მდგომარეობაში
ხართ. გადატანითი მოძრაობა -მყარი სხეულის მოძრაობის ერთ-ერთი უმარტივესი
სახე, რომლის დროსაც მყარი სხეულის ორი ნებისმიერი წერტილის შემაერთებელი
მონაკვეთი, საკუთარი თავის პარალელურად გადაადგილდება. გადატანით
მოძრაობას ასრულებს მაგალითად საბაგიროს ვაგონი. ბრუნვითი მოძრაობა ისეთი
მოძრაობაა, როდესაც სხეულის ყველა წერტილი მოძრაობისას წრეწირს შემოწერს.
ბრუნვით მოძრაობას ასრულებს მაგალითად ბორბალი, გლობუსი და სხვა.
განასხვავებენ სამი სახის წონასწორობას: მდგრად, არამდგრად და განურჩეველ
წონასწორობას.

You might also like